Print

2018 წ. საპრეზიდენტო პროგრამის მე-11 ნაწილი

საპრეზიდენტო საარჩევნო პროგრამა:

„გაბრწყინებული საქართველოსთვის!..“

[16 პუნქტიანი პროგრამის მე-11 ნაწილი]

იპოთეკით დაზარალებულთა საკითხისათვის

 

 

 

პროექტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება № 11

2018 წლის ნოემბერი

. თბილისი

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული:

იპოთეკით დაზარალებულთა საკითხის

დარეგულირების მოსამზადებელი

დროებითი კომისიის შექმნისესახებ

 

ვეყრდნობი რა 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად:

1. შეიქმნას: „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებულ: იპოთეკით დაზარალებულთა საკითხის დარეგულირების მოსამზადებელი დროებითი კომისია“;

2. „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული - იპოთეკით დაზარალებულთა საკითხის დარეგულირების მოსამზადებელი დროებითი კომისიის“ სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

3. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

მიხეილ სალუაშვილი

 

 

იპოთეკით დაზარალებულთა საკითხის

დარეგულირების საკითხისათვის

1992-2012 წ.წ. განმავლობაში საქართველოში დამკვიდრებული დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ დაზარალებული საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის - იპოთეკით დაზარალებულთა საკითხის მოგვარება, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემათა შორის ერთ-ერთი პრიორიტეტულია.

დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ დამკვიდრებული არაჯანსაღი საკანონმდებლო გადაწყვეტილებათა გამო დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ჩვენს მიერ შემუშავებული „საქართველოში 1992-2012 წ.წ. განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა საკითხის დარეგულირების მექანიზმი“, სახელმწიფოს მხრიდან გადასადგმელი იმ კონკრეტული ნაბიჯების ჩამონათვალია, რომელთა ბაზაზე მიღებული გონივრული გადაწყვეტილება, შესაძლებლობას მისცემთ იპოთეკით დაზარალებულებს, სახელმწიფოს დახმარებითა და ხელშეწყობით, თავადვე მოახერხონ მათ წინაშე მდგარი მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამოსწორება.

 

მთლიანობაში, ჩვენს მიერ შემუშავებულ მექანიზმს ასეთი სახე აქვს:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ხელმძღვანელობით უნდა შეიქმნას - „საქართველოში 1992-2012 წ.წ. განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა საკითხის დარეგუ-ლირების მექანიზმის შემსწავლელი კომისია“, რომელიც გამოიკვლევს:

 

1. იპოთეკართა საერთო რაოდენობას;

2. იპოთეკართა მიერ საბანკო და სხვა საფინანსო სექტორში [როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი] იპოთეკის ხელშეკრულებით აღებული [მოძრავი თუ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი] სესხის საერთო ოდენობას;

3. იპოთეკართა მიერ საბანკო და სხვა საფინანსო სექტორში [როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი] იპოთეკის ხელშეკრულებით აღებული სესხის, სა-ხელმწიფოს მიერ შიდა ვალად აღიარების მექანიზმს;

4. იპოთეკარებისათვის შესათავაზებელი სესხის საპროცენტო განაკვეთისა და ვადების ოპტიმალურ მაჩვენებელს;

5. საბიუჯეტო კანონში იპოთეკართათთვის დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი სესხის გაცემის ფინანსური უზრუნველყოფისათვის საჭირო წლიურ მაჩვენებელს;

6. 1992-2012 წ.წ. განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ დაზარალებული მოსახლეობის - „იპოთეკით დაზარალებულთა დახმარების არასამთავრობო ფონდი“-ს შექმნის საკითხს.

ამასთანავე, საჭირო იქნება, დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეაჩეროს იპოთეკარების გამოსახლების თაობაზე მიღებული სააღსრულებო წარმოების აღსრულება, „საქართველოში 1992-2012 წ.წ. განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა საკითხის დარეგულირების მექანიზმის შემსწავლელი კომისიის“ მიერ შემუშავებული გადაწყვეტილების ამოქმედებამდე;