Print

2018 წ. საპრეზიდენტო პროგრამის მე-12 ნაწილი

საპრეზიდენტო საარჩევნო პროგრამა:

„გაბრწყინებული საქართველოსთვის!..“

[16 პუნქტიანი პროგრამის მე-12 ნაწილი]

ალტერნატიული პირადობის მოწმობის დაშვების საკითხისათვის

 

 

პროექტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება № 12

2018 წლის ნოემბერი

. თბილისი

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული:

ალტერნატიული პირადობის მოწმობის შემოღების მოსამზადებელი

დროებითი კომისიის შექმნისესახებ

 

ვეყრდნობი რა 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად:

 

1. შეიქმნას: „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული - ალტერნატიული პირადობის მოწმობის შემოღების მოსამზადებელი დროებითი კომისია“;

2. „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული - ალტერნატიული პირადობის მოწმობის შემოღების მოსამზადებელი დროებითი კომისიის“ სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

3. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

მიხეილ  სალუაშვილი

 

ალტერნატიული პირადობის მოწმობის

შემოღების საკითხისათვის

. სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმის მიერ, 2011 . 24 ივნისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების [N4937 რს] შესაბამისად - 2011 წლის 1 აგვისტოდან  მოყოლებული გაიცემა მოქალაქეთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მხოლოდ - „პირადობის [ბინადრობის] ელექტრონული მოწმობა“, ანუ .. ჩიპიანიაიდი ბარათები“.

ბუნებრივია, რომ საქართველოს მოქალაქეთა გარკვეულ ნაწილს ჯერ კიდევ [უვადოდ, ან მოქმედების ვადის გასვლამდე] აქვს 2011 . 1 აგვისტომდე აღებული პირადობის მოწმობა.

 

რელიგიურ და სამართლებრივ მიზეზთა გამო, საქართველოს მაცხოვრებელთა გარკვეული ნაწილისათვის მიუღებელია პირადობის დამადასტურებელი მოწმობის - „პირადობის [ბინადრობის] ელექტრონული მოწმობის“, ანუ .. ჩიპიანიაიდი ბარათისაღება; და ითხოვენ - საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს მათთვის ალტერნატიული, ანუელექტრონული მატარებლის“ [.. ჩიპის] არმქონეპირადობის [ბინადრობის] მოწმობისაღების შესაძლებლობა.

 

პირადობის მოწმობაზეელექტრონული მატარებლის“ [.. ჩიპის] დატანას, რომელზეც შესაძლებელია სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციის ელექტრონული გზით თავმოყრა [მაგ. ფინანსური ტრანსაქციები, ქონებრივი მდგომარეობა, სამსახურებრივი ურთიერთობა, გადაადგილების მარშრუტი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ..], დასავლეთის სახელმწიფოების მსგავსად, საქართველოს მოსახლეობის ნაწილიც ეწინააღმდეგება, რამეთუ მას, მისი ინტერესებისათვის საფრთხის შემცველ მოვლენად აღიქვამს.

მთელ რიგ ქვეყნებში, ასეთი პირადობის მოწმობის აღება ნებაყოფლობითია. ზოგიერთმა ქვეყანამ [დანია, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო, საბერძნეთი] საერთოთ უარი თქვა ელექტრონული პირადობის მოწმობის შემოღებაზე. დღეის მდგომარეობით აშშ-ის რამოდენიმე ათეული [29] შტატი ასევე უარს ამბობს ელექტრონული პირადობის მოწმობის ცენტრალური სისტემის დანერგვაზე.

.. ჩიპიანი ბარათის ალტერნატიული პირადობის მოწმობის აღებას შესაძლებლობა აქვთ მაგ. ავსტრიისა და შვეიცარიის მოქალაქეებს.

 

მთელი რიგი ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც - ადამიანთა დიდ ნაწილს, სამართლებრივი თვალსაზრისის პარალელურად, თავისი რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე, არ სურთ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღება. ასეთ შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული უალტერნატივო წესი, თავისთავად იწვევს ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი უფლების - რწმენის თავისუფლების შეზღუდვას.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე:

 - ვითვალისწინებთ რა, რომელექტრონული მატარებლიანი“ [.. ჩიპიანი] პირადობის მოწმობათა აღების დავალდებულებით, ხელისუფლება, ერევა ადამიანის პირად ცხოვრებაში და შესაძლებლობას აძლევს საჯარო და კერძო დაწესებულებებსა თუ კონკრეტულ პირებს, ფლობდნენ მოქალაქეთა ცხოვრების ცალკეული დეტალების შემცველ ინფორმაციას; რითაც ილახება - ადამიანის პიროვნული განვითარების, ინფორმაციული თვითგამორ-კვევის და პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებები,

მიგვაჩნია, რომ აუცილებელია - შემოღებული იქნეს კანონით განსაზღვრული უფლება, რათა საქართველოს მოსახლეობას, სურვილის შემთხვევაში შეეძლოს:

.. ალტერნატიულიპირადობის [ბინადრობის] მოწმობისაღება, რომელსაც ექნება - „პირადობის [ბინადრობის] ელექტრონული მოწმობისათვისგანსაზღვრული ყველა მახასიათებელი, გარდა - „ელექტრონული მატარებლისა“.