Print

2018 წ. საპრეზიდენტო პროგრამის მე-14 ნაწილი

საპრეზიდენტო საარჩევნო პროგრამა:

„გაბრწყინებული საქართველოსთვის!..“

[16 პუნქტიანი პროგრამის მე-14 ნაწილი]

„პრეზიდენტის - მრჩეველთა საბჭო“

 

პროექტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება № 14

2018 წლის ნოემბერი

. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტთან

სათათბირო ორგანოს

„პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭო“-ს

დაარსების შესახებ

 

ქვეყანაში მომქმედ პოლიტიკურ ძალებს შორის ეფექტური ურთიერთ თანამშრომლობისათვის საჭირო სამართლებრივი მექანიზმის შემუშავების აუცილებლობიდან გამომდინარე:

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატისთვის აუცილებელია მოიძებნოს, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი ჩართვის ეფექტური მექანიზმი, რათა საქართველოს პრეზიდენტმა, მათთან, როგორც საქართველოს ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილის ინტერესების გამომხატველ პირებთან ერთად, გაინაწილოს პასუხისმგებლობა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ საჭიროა გამოიკვეთოს სახელმწიფოებრივი სტრუქტურა სადაც მშვიდობიანი ხერხებითა და მეთოდებით უნდა გადაწყდეს, ქვეყნის განვითარების ხაზთან მიმართებით წამოჭრილი, პოლიტიკურ ძალთა შორის მოსალოდნელი ყოველგვარი უთანხმოებანი

საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ვაცხადებ:

1. საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტთან შეიქმნას სათათბირო ორგანო: „პრეზიდენტის - მრჩეველთა საბჭო“.

2. საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის სათათბირო ორგანო: „პრეზიდენტის - მრჩეველთა საბჭო“-ს სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

3. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

 

მიხეილ სალუაშვილი