Print

2018 წ. საპრეზიდენტო პროგრამის მე-15 ნაწილი

საპრეზიდენტო საარჩევნო პროგრამა:

„გაბრწყინებული საქართველოსთვის!..“

[16 პუნქტიანი პროგრამის მე-15 ნაწილი]

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხისათვის

 

პროექტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება № 15

2018 წლის ნოემბერი

. თბილისი

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული:

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე კომისიის

შექმნისესახებ

ვეყრდნობი რა 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად:

1. შეიქმნას: პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე კომისია“; 

 2. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე კომისიის“ სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

3. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

 მიხეილ  სალუაშვილი

 

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მომუშავე კომისიის

შექმნის საკითხისათვის

მიგვაჩნია რა, რომ საარჩევნო პროცესის სტაბილურობის მიზნით აუცილებელია - საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ გაერთიანებებსა თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის მოინახოს ეფექტური ურთიერთ თანამშრომ-ლობისათვის საჭირო სამართლებრივი მექანიზმი, გამოვდივართ წინადადებით, ახალი სტრუქტურული ერთეულის - „საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუ-შავე კომისიის“ შექმნასთან დაკავშირებით.

აღნიშნული კომისიის მთავარი მიზანი იქნება, შექმნას საფუძველი, რათა საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი სავარაუდო ცვლილებების პროექტის მომზადებისა და განხილვის პროცესში, უზრუნველყოს ქვეყანაში მომქმედი არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების ფართო წრეების ჩაბმა.

შესაბამისად, კომისია უნდა შედგებოდეს:

ერთის მხრივ - საქართველოში ჩატარებულ - ბოლო [საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის] არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისა, და

მეორეს მხრივ - საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების თითო წარმომადგენლისაგან.

კომისიის ძირითად ამოცანად უნდა განისაზღვროს - საარჩევნო პროცესის სტაბილურობის მიზნით, მაქსიმუმ მორიგი არჩევნების ჩატარების წინა წლის საშემოდგომო საპარლამენტო სესიისათვის, საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების ამსახველი კანონპროექტის წარდგენის უზრუნველყოფა; რათა მორიგი არჩევნების ჩატარებამდე მინიმუმ - ერთი წლით ადრე მოხდეს „საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვული წესების დადგენა.

 

საარჩევნო პროცესის

 ახლებური წესით დაფინანსების საკითხისათვის

„პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებულ: საარჩევნო გარემოს გაუმჯობე-სებაზე მომუშავე კომისიისათვის“, განსახილველად  წარსადგენ საკითხთა შორის იქნება, ჩვენს მიერ მომზადებული:

საარჩევნო სუბიექტების დაფინანსების სრულიად ახალი, და თანაბარი წინასაარჩევნო პირობების უზრუნვე-ყოფის მექანიზმი.

 

მ. სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერი პოლიტიკური გუნდის მიერ საკანონმდებლო სივრცეში დამკვიდრებული ე.წ. „დაკანონებული ყაჩაღობა“, ხელს უწყობს, პოლიტიკური გაერთიანებების მიერ სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების მითვისებასა და გაფლანგვას.

 

კვალიფიციური პარტიის სტატუსს ამოფარებული პარტიები, სხვადასხვა გზებით ცდილობენ თავისთვის დამატებითი სახელმწიფო დაფინანსების მოპოვებას. კერძოდ:

დღეს მოქმედი, ე.წ. „დაკანონებული ყაჩაღობის“, საკანონმდებლო ნორმის თანახმად - საარჩევნო ბლოკის მიერ, დაწესებული საარჩევნო ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტია, ე.წ. „კვალიფიციური პარტიის“ სტატუსს იძენს. 

ზოგადად, პარტიების მიერ საარჩევ-ნო ბლოკის შექმნა - დაწესებული საარჩევნო ბარიერის ერთობლივი ძალის-ხმევით გადალახვის მიზნით ხდება.

ასეთ შემთხვევაში, ამ გზით მიღებული სადეპუტატო მანდატების განაწილების მექანიზმი, ბლოკში შემავალი პარტიების მიერ წარდგენილ ერთიან პარტიულ სიაში ჰპოვებს ხოლმე ასახვას, რომელშიც ყველა პარტია თავისი გავლენის შესაბამისი კანდიდატთა რაოდენობითა და რიგითი ნომრებითაა წარმოდგენილი.

პოლიტიკური გარიგების [ვაჭრობის] შემთხვევაში, დაწესებული საარჩევნო ბარიერის გადალახვაში დარწმუნებული ე.წ. „ძლიერი“ პარტია, დამატებითი სა-ბიუჯეტო დაფინანსების მოპოვების მიზნით - საარჩევნო ბლოკს ქმნის მისსავე სატელიტ ე.წ. „სუსტ“ პარტიასთან. ამ დროს ე.წ. ბლოკის პარტიული სია, როგორც წესი მხოლოდ ერთი, ანუ ე.წ. „ძლიერი“ პარტიის წევრებით კომ-პლექტდება.

ხსენებული მიზნით შექმნილი საარჩევნო ბლოკის მიერ საარჩევნო ბარიერის გადალახვის შემდეგ, კვალიფიციურობის სტატუსისა, და შესაბამისად საბიუჯეტო დაფინანსების მიმღები ე.წ. „სუსტი“ პოლიტიკური პარტიის ფინანსურ რესურსს, ფაქტიურად განკარგავს ე.წ. „ძლიერი“ პარტია.

აი ასეთია პარტიული კორუფციის კლასიკური მაგალითი.

 

საუბრის გაგრძელებამდე, შემოგთავაზებთ - სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსების ოდენობის თაობაზე, ცესკო-ს ელ. გვერდზე გამოქვეყნებული სტატის-ტიკური მონაცემების ანალიზს.

 

10 წლის [2008 – 2017 წ.წ.] მანძილზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება მიიღო - 31 პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

წლების მიხედვით დალაგებული მონაცემები ასეთია:

- 2008 წელს: 13 პარტიისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილმა ხარჯმა - 4 143 921 ლარი შეადგინა;

[აქედან - პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 1 853 685 ლარი მიიღო];

- 2009 წელს: 14 პარტიამ ჯამურად 4 202 110 ლარი მიიღო;

[აქედან - პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 1 827 186 ლარი მიიღო];

- 2010 წელს 17 პარტიამ ჯამურად 7 025 676 ლარი მიიღო;

[აქედან - პ/გ „ერთიანმა ნაციონლურმა მოძრაობამ“ – 2 093 203 ლარი მიიღო];

- 2011 წელს: 17 პარტიამ ჯამურად 5 897 914 ლარი მიიღო;

[აქედან - პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 1 950 968 ლარი მიიღო];

 

ჯამში: 2008 – 2011 წ.წ.,  სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიებისთვის დახარჯული - 21 269 621 ლარიდან, მხოლოდ -  პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 7 725 042 ლარი მიიღო, ანუ მთელი თანხის - 36,32%.

 

2012 წელს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა საარჩევნო ბლოკი - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, სადაც გაერთიანებული იყო: 1. „ქართული ოცნება“, 2. „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, 3. საქართველოს კონსერვა-ტიული პარტია“. 4. „თავისუფალი დემოკრატები“, 5. „ეროვნული ფორუმი“ და 6. „ხალხის პარტია“.

 

- 2012 წელს: 18 პარტიამ ჯამურად - 6 107 853 ლარი მიიღო;

[აქედან - პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 1 967 074 ლარი; ხოლო საარჩევნო ბლოკმა - „ქართულმა ოცნებამ“ – 90 337 ლარი];

- 2013 წელს: 14 პარტიამ ჯამურად - 7 633 462  ლარი მიიღო;

[აქედან - პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 2 321 528 ლარი; ხოლო ს/ბ - „ქართულმა ოცნებამ“ – 2 838 138 ლარი];

- 2014 წელს: 18 პარტიამ ჯამურად - 11 977 294  ლარი მიიღო;

[აქედან - პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 2 743 264 ლარი; მასთან საარჩევნო ბლოკში მყოფმა „საქართველოს ქრისტიან კონსერვატიულმა პარტიამ“ – 715 131 ლარი, ანუ ჯამში - 3 458 396 ლარი; ხოლო ს/ბ - „ქართულმა ოცნებამ“ – 3 953 743 ლარი];

- 2015 წელს: 11 პარტიამ ჯამურად - 10 651 648 ლარი მიიღო;

[აქედან - პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 2 649 280 ლარი; მასთან საარჩევნო ბლოკში მყოფმა „საქართველოს ქრისტიან კონსერვატიულმა პარტიამ“ – 835 416 ლარი, ანუ ჯამში - 3 484 696 ლარი; ხოლო ს/ბ - „ქართულმა ოცნებამ“ – 3 729 160 ლარი];

- 2016 წელს: 20 პარტიამ ჯამურად - 10 872 898 ლარი მიიღო;

[აქედან - პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 2 526 396 ლარი; მასთან საარჩევნო ბლოკში მყოფმა „საქართველოს ქრისტიან კონსერვატიულმა პარტიამ“ – 835 417 ლარი, ანუ ჯამში - 3 361 813 ლარი; ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ – 1 029 798, მასთან პარტიულ სიაში შემავალმა „საქართველოს კონსერვატიულმა პარტიამ“ კი - 674 000 ლარი, ანუ ჯამში - 1 703 798 ლარი];

- 2017 წელს: 22 პარტიამ ჯამურად - 11 913 744 ლარი მიიღო;

[აქედან - პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 1 167 996 ლარი; მასთან საარჩევნო ბლოკში მყოფმა „საქართველოს ქრისტიან კონსერვატიულმა პარტიამ“ – 736 229ლარი, ანუ ჯამში - 1 904 225 ლარი; ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ –  2 433 005 ლარი];

 

ჯამში: 2012 – 2017 წ.წ.,  სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიებისთვის დაიხარჯა - 59 156 899 ლარი. აქედან

- „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 16 487 731 ლარი; ხოლო

- „ქართულმა ოცნებამ“ – 14 748 181 ლარი მიიღეს. 

 

მთლიანობაში - 10 წლის მან-ძილზე საერთო ხარჯმა შეადგინა - 80 426 529 ლარი. აქედან

- „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 24 212 773 ლარი; ხოლო

- „ქართულმა ოცნებამ“ -  14 748 181 ლარი მიიღეს;

რამაც, ჯამში - 38 960 954 ლარი, ანუ  მთელი თანხის - 48,44 % შეადგინა.

 

ამის გარდა,  არჩევნებში მონაწილე ე.წ. კვალიფიციურ პარტიებს - საარჩევნო კომისიებში წარმომადგენელთა და სატელევიზიო რეკლამის დასაფინანსებლად, აგრეთვე ე.წ. „საარჩევნო ფონდიდან“, წლების მიხედვით, ჯამურად გამოეყოთ:

- 2012 წელს: 13 პარტიას - 5 480 904 ლარი;

[აქედან - პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 1 832 020 ლარი; ხოლო საარჩევნო ბლოკმა - „ქართულმა ოცნებამ“ – 1 331 740 ლარი მიიღეს];

- 2013 წელს: 13 პარტიას - 4 219 621 ლარი;

[აქედან - პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 962 130 ლარი; ხოლო საარჩევნო ბლოკმა - „ქართულმა ოცნებამ“ – 487 371 ლარი მიიღეს];

- 2014 წელს: 13 პარტიას - 6 834 697 ლარი;

[აქედან - პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 1 600 150 ლარი; ხოლო საარჩევნო ბლოკმა  „ქართულმა ოცნებამ“ – 1 885 582 ლარი მიიღეს];

- 2015 წელს: 13 პარტიას - 26 200 ლარი;

[აქედან - პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 840 ლარი; ხოლო საარჩევნო ბლოკმა - „ქართულმა ოცნებამ“ – 16 000 ლარი მიიღეს];

- 2016 წელს: 13 პარტიას - 8 259 657 ლარი;

[აქედან - პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 1 869 654 ლარი; ხოლო საარჩევნო ბლოკმა - „ქართულმა ოცნებამ“ – 1 716 839 ლარი მიიღეს];

- 2017 წელს: 15 პარტიას - 9 385 610 ლარი;

[აქედან - პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 1 380 283 ლარი; ხოლო საარჩევნო ბლოკმა - „ქართულმა ოცნებამ“ – 1 503 571 ლარი მიიღეს];

 

მთლიანობაში - 5 წლის მანძილზე საერთო ხარჯმა შეადგინა - 34 206 689 ლარი. აქედან

- „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 7 645 077 ლარი; ხოლო

- „ქართულმა ოცნებამ“ – 6 941 103 ლარი მიიღეს;

რამაც, ჯამში - 14 586 180 ლარი, ანუ მთელი თანხის - 42,64 % შეადგინა.

 

ამდენად, ცესკოს გვერდზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, ბოლო 10 წლის მანძილზე [2008 წლიდან ვიდრე 2017 წლის ჩათვლით], სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 31 პოლიტიკური პარტიის დაფინანსებისათვის სულ გამოყოფილი იქნა - 114 533 109 ლარი [ანუ წელიწადში, საშუალოდ - 11 453 310.9 ლარი].

აქედან:

- „ქართულმა ოცნებამ“ – 21 689 284 ლარი; ხოლო

- „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 24 132 808 ლარი მიიღეს.

რამაც, ჯამში - 45 822 092 ლარი, ანუ მთელი თანხის - 40,01 % შეადგინა.

 

ჩვენი აზრით: ერთის მხრივ - სახელმწიფო ბიუჯეტის ყაირათიანი ხარვისა, და მეორეს მხრივ - ჯანსაღი კონკურენციის ძირეული პრინციპის მოთხოვ-ნებიდან გამომდინარე,

უარი უნდა ითქვას პოლიტიკური გაერთიანებების სახელმწიფო ბიუჯეტიდან და-ფინანსების მანკიერ პრაქტიკაზე.

პოლიტიკურ ასპარეზზე უნდა მოქმედებდნენ მხოლოდ ქვეყნის მოსახლეობის რეალური მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური გაერთიანებები.

შესაბამისად, მათი დაფინანსებაც უნდა ხდებოდეს, მხოლოდ, პოლიტიკური გაერთიანებების მიერ შემუშავებული ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების კონკრეტული პროგრამის მხარდაჭერის მიზნით. მოსახლეობის მხრიდან გაღებული მატერიალური [საწევრო, შემოწირულობა], თუ არამატერიალური სახსრების მეშვეობით.

 

მიზეზთა გამო, პოლიტიკური გაერთიანებები სხვადასხვა ადამიანური და ფინანსური რესურსის მატარებლები არიან. არჩევნებიდან არჩევნებამდე დროის პერიოდში, ისინი თვითდამკვიდრების პროცესს სწორედ მათ ხელთ არსებული რესურსის კანონიერად გამოყენების მიხედვით წარმართავენ. შესაბამისად, ესა თუ ის პოლიტიკური გაერთიანება წინასაარჩევნო პროცესს განსხვავებული საწყისი პირობებით ხვდება.

თავის მხრივ საარჩევნო კოდექსი უნდა უზრუნველყოფდეს, არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური გაერთიანებისათვის მაქსიმალურად თანაბარი პირობების შექმნას. კერძოდ:

ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი უნდა იქნეს თანაბარი ოდენობის უფასო საეთერო სარეკლამო დრო; და

ყველა საარჩევნო სუბიექტი, წინასაარ-ჩევნო პერიოდში უფლებამოსილი უნდა იყოს დახარჯოს, მხოლოდ თანაბარი ოდენო-ბის ფულადი რესურსი.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საარჩევნო კოდექსის - 56-ე მუხლი  „საარჩევნო კამპანიის ფონდის დაფინანსება საქართველოს სახელ-მწიფო ბიუჯეტიდან“, სრულიად ახლებური ში-ნაარსით უნდა ჩამოყალიბდეს. კერძოდ:

თანაბარი პირობების მქონე წინასარჩევნო გარემოს შექმნის მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტში, შესაბამისი არჩევნებისათვის, ერთჯერადად, გამოყოფილი უნდა იქნეს წინასწარ დადგენილი კონკრეტული ფულადი რესურსი, ჩვენი შემოთავაზებით  - ხუთი მილიონის ოდენობის ფულადი თანხა.

ხსენებული ხუთი მილიონი თანაბრად გადანაწილდება - შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებულ საარჩევნო სუბიექტებზე, და ჩაირიცხება მათ საარჩევნო ფონდში.

შემოთავაზებულ ცვლილებათა მიხედვით, საარჩევნო ბიულეტენში შესატანი საარჩევნო სუბიექტების ოდენობის საბოლოო დადგენის დროიდან, ყველა მონაწილე პოლიტიკურ გაერთიანებას უფლება უნდა ჰქონდეს დახარჯოს მხოლოდ სახელმწიფოს მიერ [ბიუჯეტიდან] მათ საარჩევნო ფონდში ჩარიცხული ფინანსური რესურსი.

[მაგ. შეიძინონ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განსათავსებლად საჭირო საეთერო დრო და სხვა].

 

საარჩევნო პროცესის წარმართვის შემოთავაზებული ახლებური რეგულაცია:

ერთის მხრივ მკვეთრად შეამცირებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პოლიტიკური გაერთიანებებისათვის გათვალისწინებულ დანახარჯს; და

მეორეს მხრივ

1. შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებულ საარჩევნო სუბიექტებისათვის, პოლიტიკური რეკლამის განსათავსებლად  თანაბრად გამოყოფილი უფასო საეთერო დრო;

2. შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებული საარჩევნო სუბიექტებისთვის, წინასაარჩევნო პერიოდში მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანაბარი ოდენობის ფულადი სახსრების ხარჯვის უფლების განსაზღვრა,

მაქსიმალურად უზრუნველყოფს ყველა საარჩევნო სუბიექტის მიერ თავისი სათქმელის ამომრჩევლამდე მიტანისათვის თანაბარ პირობებს, რაც, თავის მხრივ, საქართველოს მოსახლეობას გაუადვილებს მართებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას.