Print

2018 წ. საპრეზიდენტო პროგრამა - "ვორდის" პროგრამაში

საპრეზიდენტო საარჩევნო პროგრამა:

„გაბრწყინებული საქართველოსთვის!..“

 

შ ი ნ ა ა რ ს ი  

საარჩევნო პროგრამა „გაბრწყინებული საქართველოსთვის“ ..................................... 2

ბრძანებულება N1: საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში საერო და

საეკლესიო ცხოვრების მთლიანობის უზრუნველყოფის შემსწავლელი

დროებითი კომისია .............................................................................................................. 5

ბრძანებულება N2: მსოფლიო საზოგადოებაში ჩვენი სახელმწიფოებრივი

სახელდების დამკვიდრების მოსამზადებელი კომისია ........................................................ 11

ბრძანებულება N3: საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები

ქართული წარმომავლობის პირებისათვის საქართველოს საპატიო

მოქალაქეობის მინიჭების შესახებ....................................................................................... 16

- ბრძანებულება N4: ეროვნული თანხმობის დარბაზი ................................................ 17

ბრძანებულება N5: ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და

საქართველოს სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდრეობის საკითხების

შემსწავლელი კომისია ........................................................................................................... 19

- ბრძანებულება N6: 1992- 2012 წლებში საქართველოში მოქმედი

პოლიტიკური რეჟიმის საქმიანობის სამართლებრივი შეფასების

მოსამზადებელი დროებითი კომისია ............................................................................ 24

ბრძანებულება N7: საქართველოს მუდმივი სამხედრო

ნეიტრალიტეტის გამოცხადების საკითხის მოსამზადებელი

დროებითი კომისია ............................................................................................................ 28

ბრძანებულება N8: საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია

კავკასია - მშვიდობის სახლი ............................................................................................. 33

- ბრძანებულება N9: სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური

ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ი ..................... 36

ბრძანებულება N10: საქართველოს დაზარალებულ მეანაბრეთა

საკითხის დარეგულირების მოსამზადებელი

დროებითი კომისია ............................................................................................................... 40

ბრძანებულება N11: იპოთეკით დაზარალებულთა საკითხის

დარეგულირების მოსამზადებელი დროებითი კომისია ..................................................... 42

ბრძანებულება N12: ალტერნატიული პირადობის მოწმობის

შემოღების მოსამზადებელი დროებითი კომისია ............................................................... 44

ბრძანებულება N13: სათათბირო ორგანოს

„პრეზიდენტის ეკონომიკური საბჭო“-ს დაარსების შესახებ ...................................... 47

ბრძანებულება N14: სათათბირო ორგანოს

„პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭო“-ს დაარსების შესახებ ........................................ 48

ბრძანებულება N15: საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე კომისია................ 49

 

 

საარჩევნო პროგრამა:

გაბრწყინებული საქართველოსთვის

„რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა,

ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“

[იოანე 15,22]

ჩვენი საპრეზიდენტო გუნდის მიერ მომზადებული საარჩევნო პროგრამა: „საქართველოს გაბრწყინებისთვის“, ზოგადად, შემდეგ სამ მთავარ დებულებას ეფუძნება:

1. ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის აღდგენა-დამკვიდრება;

2. ქვეყანაში პოლიტიკურად სტაბილური გარემოს შექმნა, და

3. კეთილმეზობლურ პრინციპებზე დაფუძნებული სამშვიდობო მისიის განხორ-ციელება.

ჩვენი სამოქმედო დევიზია: უფალია ჩვენი სიმართლე.

 

დღეს მოქმედი „საქართველოს კონსტიტუციის“ თანახმად:

„1. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი.

2. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.

3. საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში“ [მუხლი 49,1-3].

და კიდევ - „...საქართველოს პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი[მუხლი 51,4].

 

ჩვენი საარჩევნო პროგრამა: „გაბრწყინებული საქართველოსთვის“, ზუსტად შეე-საბამება ქვეყნის უმაღლესი კანონის მიერ გამოკვეთილ ამ დებულებებს. კერძოდ:

ჩვენი მთავარი სამოქმედო მიზანია:

1. „საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის“ მთავარმა პასუხისმგებელმა პირმა იზრუნოს:

ა) ისტორიული სამართლიანობისა და კანონის უზე-ნაესობის აღდგენა-დამკვიდ-რებისათვის; და

ბ) ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეთა შორის საყოველ-თაო თანხმობის მიღწევისათვის;

 

ქვეყნის უმაღლეს კანონში გაწერილი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს იყოს, ერთგვარი შუამავალი - პოლიტიკური თუ ეკონომიკური პრობლემების კუთხით გამოკვეთილ საქართველოს მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფებსა, და ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის.

 

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომად, საქართველოს მოქალაქეთა წინაშე არსებულ პრობლემურ საკითხთა შორის, რამოდენიმე გამოკვეთილი ჯგუფი არსებობს. კერძოდ:

ისტორიული სამართლიანობის აღდგენის კუთხით, ორი პრობლემური საკითხი ითხოვს გადაწყვეტას, ესაა:

1991-1992 წლების გასაყარზე საქართველოში მომხდარი ანტიკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალებისა, და

იურიდიულად, 1992 წ. 2 იანვარს კრიმინალური ელემენტების მიერ შექმნილი „სამხედრო საბჭოსა“ და „დროებითი მთავრობის“ სამართალმემკვიდრე სახელისუფლო მმართველი ძალის - ედ. შევარდნაძისა და მ. სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმების პოლიტიკურ-სამართლებრივი კუთხით შეფასება;

 

სათანადო მოგვარების მექანიზმის შემუშავებას ითხოვს, დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში საერო და საეკლესიო ცხოვრების მთლიანობის უზრუნველყოფის საკითხი;

 

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის წინაშე მდგარი მიმდინარე საკითხების უკეთ მოგვარების მიზნით, დღეისათვის უაღრესად აქტუალურია გადაიჭრას - აფხაზეთის დევნილი სახელისუფლო სტრუქტურის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები;

 

დღემდე გადაუწყვეტია, ედ. შევარდნაძისა და მ. სააკაშვილის რეჟიმების მიერ ჩატარებული დანაშაულებრივი ეკონომიკური რეფორმების შედეგად გამოკვეთილი ე.წ. „საქართველოს მეანაბრეთა“ და „იპოთეკით დაზარალებულ“ საქართველოს მოქალაქეთა საკმაოდ დიდი ჯგუფის წინაშე მდგარი პრობლემა;

 

რელიგიურ და სამართლებრივ მიზეზთა გამო, საქართველოს მაცხოვრებელთა გარკვეული ნაწილისათვის დღემდე მიუღებელია, 2011 წლის 1 აგვისტოდან სავალდებულო წესად შემოღებული, .. ჩიპიანიაიდი ბარათისაღება; და ითხოვენ - საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს, მათთვის, ალტერნატიული, ანუელექტრონული მატარებლის“ [.. ჩიპის] არმქონეპირადობის [ბინადრობის] მოწმობისაღების შესაძლებლობა;

 

ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ანალიზი ნათლად გვიჩვენებს, რაოდენ აუცილებელია მოინახოს - სხვადასხვა სახის არჩევნებში გამარჯვებულ და დამარცხებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის ეფექტური ურთიერთ თანამშრომლობისათვის საჭირო სამართლებრივი მექანიზმი.

2. ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა განმტკიცების უმთავრესი მიზნიდან გამომდინარე, „საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდლის“ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პირი ვალდებულია თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ეფექტური მექანიზმის შემუშავებაში;

3. საქართველოს პრეზიდენტის მაღალი კანონისმიერი განსაზღვრულობა, რომ იგი „წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში“, სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად უნდა აისახოს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების ურთულეს საქმიანობაში საქართველოს წილობრივი ხვედრის სათანადოდ წარმოჩენაში.

 

აქვე ერთიც გვინდა აღვნიშნოთ:

მიუხედავად იმისა, რომ - ღმერთის ნებითა და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, წინამდებარე საპრეზიდენტო საარჩევნო პროგრამაში, სათანადო სამართლებრივ კონდიციამდე გვაქვს გააზრებული, ზემოთ წარმოჩენილი კუთხით გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები,

დარწმუნებული ვართ, რომ - ჩვენი საარჩევნო პროგრამა მხოლოდ იმ გონიერი ამომრჩევლისთვის იქნება მისაღები ვისაც სწამს საქართველოს სულიერი მისიდან გამომდინარე -საქართველოს გაბრწყინების, და სურს წილი დაიდოს მისი განხორციელებაში.

 

და ბოლოს. ქვემოთ გადმოცემული მასალის გაცნობამდე, მკითხველს, შემდეგი ბიბლიური შეგონება გვინდა გავახსენოთ:

„ვიმოწმებ დღეს თქვენს წინაშე ცას და მიწას: სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდევი წინ, კურთხევა და წყევლა. აირჩიე სიცოცხლე, რომ იცოცხლოთ... გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი... რადგან ის არის შენი სიცოცხლე...“ [2 რჯ. 30,19-20].

 

 

პროექტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება № 1

2018 წლის ნოემბერი

. თბილისი

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული:

საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში საერო და საეკლესიო ცხოვრების მთლიანობის უზრუნველყოფის შემსწავლელი

დროებითი კომისიის შექმნისესახებ

 

ვეყრდნობი რა 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად:

1. შეიქმნას: „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებულ: საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში საერო და საეკლესიო ცხოვრების მთლიანობის უზრუნველყოფის შემსწავლელი დროებითი კომისია“;

2. „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული - საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში საერო და საეკლესიო ცხოვრების მთლიანობის უზრუნველყოფის შემსწავლელი დროებითი კომისიის“ სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

3. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

მიხეილ სალუაშვილი

 

საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში საერო და საეკლესიო ცხოვრების მთლიანობის უზრუნველყოფის საკითხისათვის

ახ.წ. მე-4 საუკუნის 20-ან წლებში - ღმერთის ნებითა და წმ. ნინოს ძალისხმევით, აგრეთვე, მირიან მეფის მიერ სამეფო კარისა და მოსახლეობის ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოქცევიდან მოყოლებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ქვეყნის საერო ხელისუფალთა მხარდამხარ იბრძოდა ქართული სახელმწი-ფოსა და ქართველი ხალხის სულიერი და ფიზიკური სიმტკიცისათვის.

ადამიანისათვის თავისუფალ არჩევანზე დაფუძნებულ ქრისტიანობის მადლს ზიარებული საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მრევლის-თვის, რელიგიური ტოლერანტობა, ყოველთვის, არა - სისუსტის, არამედ - სულიერი სიძლიერის გამოხატულება იყო.

 

ქართული სახელმწიფოს სულიერი განმტკიცებისა და გაძლიერების მიზნით განსახორციელებელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად მიგვაჩნია - შეიქმნას ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ისეთი მოდელი, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ საერო და საეკლესიო ცხოვრე-ბის მთლიანობაზე იქნება დაფუძნებული.

 

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ზოგადი სურათი ასეთია:

ერთის მხრივ სახეზეა საკონსტიტუციო ჩანაწერი - „კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ [დაიდო 2002 წ. 14 სექტემბერს], რომლის მიხედვითაც:

„რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსა-კუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან...“;

 

მეორეს მხრივ - საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ბიუჯეტიდან დაფინანსება, საქართველოს მართლმადიდებ-ლური ეკლესიის გარდა, 4 რელიგიურ გაერთიანებას გამოეყო. ესენია:

1. ისლამური თემი,

2. სომეხთა წმიდა სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის საქართველოს ეპარქია,

3. კათოლიკური ეკლესია, და

4. ებრაული თემი.

 

ზოგადად, ეკლესიის სამოციქულო მოღვაწეობის სულიერი ბუნება თავისთავად გამორიცხავს მის უშუალო მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში, მაგრამ პოლიტიკური სისტემიდან ეკლესიის გამოყოფა არ უნდა ნიშნავდეს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთგათიშვას.

 

შესაბამისად, სახელმწიფო და ეკლესია არ უნდა ერეოდნენ ურთიერთის საქმიანობაში. მაგრამ მათ ერთობლივად უნდა უზრუნველყონ საერო და საეკლესიო ცხოვრების მთლიანობა.

აღნიშნული მიზნის განხორციელებისათვის, ჩვენს მიერ ორი მოდელია შემუშავებული. კერძოდ:

1. ერთ-ერთ ასეთ საშუალებად მიგვაჩნია, საქართველოს კანონმდებლობაში ასახულ იქნეს - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივნის ინსტიტუტი, რომელიც იქნება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. და რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის პარლამენტთან ურთიერთობების განხორციელებაში.

შესაბამისად, დღეს მოქმედ „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში, საჭიროა შეტანილ იქნეს - „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივნის ინსტიტუტის“ განმსაზღვრელი ჩანაწერი.

 

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქის მიერ დანიშნულ „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივანს“ ეყოლება:

არამარტო, საჭიროების შემთხვევაში მისი უფლებემოსილებების განმხორციელებელი, - პირველი მოადგილე, არამედ

საქართველოს საპარლამენტო კომიტეტების რიცხოვნობის შესაბამისად, ამ კომიტეტებთან კოორდინაციის უშუალოდ განმხორციელებელი მოადგილეები.

ჩვენს მიერ შემუშავებულ ცვლილებებში დეტალურადაა ასახული ხსენებული მიზნის პრაქტიკულად განსახორციელებლად საჭირო პირთა უფლება-მოვალეობები.

საქართველოს პარლამენტის მიერ შეთავაზებული წინადადების გათვალისწინება, საშუალებას იძლევა კანონით იქნეს გარანტირებული, საპარლამენტო კომიტეტების მიერ კანონპროექტების საბოლოო სახის მიღების პროცესში, ქრისტიანული ფასეულობების მატარებელი, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციის ასახვა.

 

2. მეორეს მხრივ, ჩვენს მიერ შემოთავაზებულია - საქართველოს პარლამენტის ახალი სტრუქტურული მოდელი, ეომელიც ეფუძნება რა ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთ დამოუკიდებლობას, ყველა პირობას ქმნის, რომ

ერთის მხრივ - საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიდგინოს თავისი ისტორიული ფუნქცია და გახდეს საერო ცხოვრების აქტიური მონაწილე;

ხოლო

მეორეს მხრივ, რელიგიური ტოლერანტობის პრინციპიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს, ქვეყნის მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ხსენებულ რელი-გიურ მიმდინარეობათა წილობრივ ჩართვას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნის თანახმად:

საქართველოს პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან.

 

ჩვენს მიერ შემუშავებულია საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი სადეპუტატო კორპუსის ფორმირების ახლებური წესი. რომლის თანახმადაც:

 

კონსტიტუციური ნორმით გათვალისწინებული - მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი 73 საპარლამენტო მანდატი, სამ სხვადასხვა პრინციპზე დამყარებული წესით შეირჩევა. კერძოდ:

 

ა) დღეის მდგომარეობით დადგენილ, საქართველოს ტერიტორიული მოწყობით გათვალისწინებულ საზღვრებში შექმნილ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში აირჩევა - 34 დეპუტატი, შემდეგი განაწილებით:

- ქ. თბილისის მოსახლეობა აირჩევს პარლამენტის ხუთ წევრს;

- აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიის მოსახლეობა აირჩევს პარლამენტის ოთხ-ოთხ წევრს.

- ჩრდილო ქართლის [ცხინვალის ოლქის] მოსახლეობა აირჩევს პარლამენტის სამ წევრს.

- სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიების, ანუ საქართველოს მხარეების [გურიის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და შიდა ქართლის] მოსახლეობა აირჩევს პარლამენტის ორ-ორ წევრს“;

ბ) საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ასარჩევ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში: საქართველოს წმიდა სინოდის მიერ განსაზღვრულ ეპარქიებში, აირჩევა - 34 დეპუტატი.

გ) პარლამენტის 5 ადგილი შეივსება საქართველოში მომქმედი, ზემოთხსენებული რელიგიური გაერთიანების უმაღლესი მმართველობითი ორგანოების მიერ არჩეულ კანდიდატთაგან. კერძოდ:

- საქართველოს სუნიტთა რელიგიურ საბჭოდან: ერთი დეპუტატი;

- საქართველოს შიიტთა რელიგიურ საბჭოდან: ერთი დეპუტატი;

- სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპა-რქიიდან: ერთი დეპუტატი;

- ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციი-დან: ერთი დეპუტატი;

- „იუდაური თემი საქართველოში“-დან: ერთი დეპუტატი.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, 150 მანდატიან საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი იქნება:

- 77 პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატი;

- საქართველოს ტერიტორიული მოწყობით გათვალისწინებულ საზღვრებში შექმნილ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული სისტემით არჩეული - 34 დეპუტატი;

- საქართველოს წმიდა სინოდის მიერ განსაზღვრულ ეპარქიებში აჟორიტარული სისტემით არჩეული - 34 დეპუტატი, და

- საქართველოში მოქმედი დანარჩენი ოთხი ძირითადი რელიგიური მიმდინარე-ობის უმაღლესი მმართველობითი ორგანოების მიერ მაჟორიტარული პრინციპით არჩეული - 5 დეპუტატი.

სახელმწ-ფოსა და ეკლესიის საქმიანობათა ურთიერთგამიჯვნის პირობებში, წარმოდგენილ პრინციპზე დაფუძნებით ფორმირებული საქართველოს პარლამენტი იქნება ის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რომლის საქმიანობა მთლიანად იქ-ნება დაფუძნებული, როგორც - საერო, ასევე, საუკუნეთა მანძილ-ზე ჩამოყალიბე-ბულ, სასულიერო პრინციპებზე აგებულ ფასეულობებზე.

 

 

 

პროექტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება № 2

2018 წლის ნოემბერი

. თბილისი

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული:

მსოფლიო საზოგადოებაში ჩვენი სახელმწიფოებრივი სახელდების დამკვიდრების მოსამზადებელი კომისიის

შექმნისესახებ

 

ვეყრდნობი რა 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად:

1. შეიქმნას: პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული: მსოფლიო საზოგადოებაში ჩვენი სახელმწიფოებრივი სახელდების დამკვიდრების მოსამზადებელი კომისია“;

2. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული: მსოფლიო საზოგადოებაში ჩვენი სახელმწიფოებრივი სახელდების დამკვიდრების მოსამზადებელი კომისიის“ სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

3. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

მიხეილ სალუაშვილი

 

„საქართველო“ - „Saqartvelo“, და:

„ქართველი“ - „Qartveli“

აღნიშნული კომისისს შექმნის მიზანია - იურიდიული საფუძვლის შემზადება - დღევანდელი მსოფლიოს სახელმწიფოებისა და მათი სხვადასხვა გაერთიანებებისადმი განკუთვნილი მიმართვისათვის, რათა, მათ მიერ, ჩვენი ქვეყნის დასახელებისა და ეროვნების აღსანიშნავად, ტრანსლიტერაციის საერთაშორისო ნორმებზე დაყრდნობით, გამოყენებული იქნეს ის სახელდება, რომელსაც, ჩვენ, ქართველები ვიყენებთ:

„საქართველო“ - „Saqartvelo“, და: „ქართველი“ - Qartveli“

 

 

როგორც ვიცით, საქართველოს სახელწოდებად:

- დასავლურ ქვეყნებში დამკვიდრებულია, როგორც - გეორგია“ [Georgia];

- უმეტეს სლავურ საზოგადოებებში [რუსული გავლენით], სახელი გრუზია (gruzʲɪjə/), ხოლო

- სპარსულ-თურქულად „გურჯისტან“

 

ევროპულ ენებში გავრცელებულ ჩვენი ქვეყნის სახელწოდებას, კერძოდ:

ინგლისურ ჯორჯიას,

ფრანგულენოვან - ჟეორჟის,

იტალიურ - ჯორჯას,

ესპანურ - ხეორხეიას,

გერმანულ გეორგიენს, და ა.შ.

მეცნიერები, ტრადიციული თვალსაზრისით, ქართველთა აღმნიშვნელ ევროპულ ეთნონიმებს ბერძნულ სიტყვას “გეორგიოს“ უკავშირ ებენ; და იგი:

ერთ შემთხვევაში - მიწის მუშას, ანუ - მიწათმოქმედს ნიშნავს,

მეორე შემთხვევაში კი - წმინდა გიორგის თაყვანისმცემელს.

 

როგორც დასავლური ისევე რუსულენოვანი ეგზონიმები ["გარეთა სახელწოდება“] ეფუძნება ქართველების უძველეს სპარსულ განსაზღვრება - „vrkan/gurgan“-, რომელიც მგლების ქვეყანას ნიშნავს, და რაც - გმირობისა და სიძლიერის სიმბოლო იყო.

არაბებისათვის ქართველები - „ჯურზანის“ ეთნონიმით არიან სახელდებულნი, რაც, თავის მხრივ, სირიული - „გურზანიდან“ მომდინარეობს.

„ჯურზანი“-დან გაჩნდა - „ქურჯი“, „ქურჯი“-დან - „გურჯი“ [რაც ლამაზის სინონიმიც იყო], რითაც დღეს ქართველები მახლობელი აღმოსავლეთის მუსლიმურ ქვეყნებში არიან ცნობილნი, მაგალითად, თურქეთში.

მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დასავლეთში დამკვიდრებული საქართველოს თანამედროვე სახელწოდება - გეორგია“ [Georgia], „ჯურჯია“, „გგეორგია“-ს არაბულ ფორმას წარმოადგენს.

X-XV ს-ბის სპარსული საისტორიო წყაროები საქართველოს - „გორჯესთანს“ უწოდებენ, ხოლო ქართველებს - „გორჯიანს“.

თურქებისთვის საქართველო - „გურჯისტანი“, ხოლო ქართველები - „გურჯები“ არიან.

რუსულ მატიანეებში XVI საუკუნიდან ჩნდება „გურჯი“-დან მიღებული რუსული - „გრუზინ“, რომელიც თავდაპირველად გამოითქმოდა როგორც - „გურზი“.

ეთნონიმი „გრუზია,“ „გრუზინი“ სხვადასხვა ხალხებში, განსაკუთრებით სლავურ ენებში, რუსული ენიდან გავრცელდა.

საქართველოს იაპონურად - „გურუჯია“ ჰქვია; ჩინურად კი (ჰანის დიალექტზე - „გელუჯია.“

 

რაც შეეხება ინგლისურენოვან სიტყვა: გეორგია“ - „Georgia“-ს.

ტერმინი - „Georgian“, ინგლისურ ენაში, ძირითადად: XVIII - XIX-ე საუკუნეების (1714 - 1830) ბრიტანეთის იმპერიის „გეორგიანულ“ ეპოქას აღნიშნავს.

ამ დროს ინგლისს მართავდნენ ჰანოვერის დინასტიის მეფეები:

ჯორჯ I (George I) დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფე 1714-1727 წლებში;

ჯორჯ II (ინგლ.George II) დიდი ბრიტანეთის მეფე 1727 - 1760 წ.წ.;

ჯორჯ III (ინგლ.George III) დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის მეფე 1760-1801 წ.წ. დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე 1801-1820 წ.წ.;

ჯორჯ IV (ინგლ. George IV) დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს და ჰანოვერის მეფე 1820-1830 წლებში.

 

გეორგია“, „Georgia“-თა მმართველობის ეპოქამ ბევრი სიახლე და „სიკეთე“ მისცა ბრიტანეთისა და მსოფლიოს ისტორიას, კულტურაას და არქიტექტურას.

შესაბამისად, გეორგია“, „Georgia“-თა მთელ ამ, ას წელზე მეტი ხნიან, მმართველობის პერიოდს მადლიერმა შთამომავლობამ - „გეორგიანული“, ანუ - „ჯორჯიან ერა/Georgian era“ დაარქვა, და მას სრულიად კონკრეტული შინა-არსი აქვს ინგლისელისა თუ ინგლისურად მკითხველისათვის.

ტერმინი - „ჯორჯიან“, „Georgian“, ასევე გამოიყენება სოციალური ისტორიისა და არქიტექტურის კონტექსტში, რაც ალბათ, გარკვეულ დაბნეულობას იწვევს „ჯორჯიან“-ის ეთნონიმად აღსანიშნავად.

 

ჩვენი ქვეყნის სახელდებასთან მიმართებაში, ბოლო ასწლეულის ისტორია ასეთია:

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ეწოდა: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“;

1921 წლის 25 თებერვალს, წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ, პოლიტიკურ წყობილებასთან ერთად სახელიც შეეცვალა და ამჯერად საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ეწოდა;

1990 წლის 14 ნოემბერს, ეწოდა:საქართველოს რესპუბლიკა“;

1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული „საქართველოს კონსტიტუციის“ მიხედვით, ქვეყნის ოფიციალური სახელწოდება გახდა: საქართველო“.

ვფიქრობთ, დადგა დრო მსოფლიო საზოგადოებას შევთავაზოთ, რათა ჩვენთან მიმართებაში მტკიცედ დამკვიდრდეს სახელდება: საქართველო“ - „Saqartvelo“, და: „ქართველი“ - „Qartveli“.

დღეისათვის, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) მიერ დადგენილია ქვეყნებისა და დამოკიდებული ტერიტორიების სახელების კოდები.

სტანდარტის ოფიციალური სახელწოდებაა - „კოდები ქვეყნებისა და მათი ქვედანაყოფების აღსანიშნავად“ [მათ შორისაა - ნაწილი 1: ქვეყნის კოდები - ISO 3166].

ქვეყნის კოდები ISO 3166-1 სტანდარტის სახით პირველად - 1997 წელს გამოჩნდა ISO 3166-ის მეხუთე განახლებისას, როდესაც მოხდა ISO 3166 სისტემის შემდეგ სამ ნაწილად დაყოფა:

ISO 3166-1 alpha-2 - ორნიშნიანი სისტემა,

ISO 3166-1 alpha-3 - სამნიშნა სისტემა, და

ISO 3166-1 რიცხვითი - სამციფრიანი სისტემა,

[ეს უკანასკნელი შემოღებული იქნა იმ ადამიანებისთვის ან/და სისტემებისთვის, რომლებიც არალათინურ დამწერლობას იყენებენ. ჩვენს შემთხვევაში ესაა კოდი - 268].

ქვეყნის ანბანური კოდები ISO 3166-ში თავიდანვე, 1974 წლიდან, იყო დართური, ხოლო ქვეყნის რიცხვითი კოდები, მეორე განახლებისას - 1981 წელს დაერთო.

დღეისათვის, გაეროს წევრ სახელმშიფოთა შორის, სამოცდაათამდე ქვეყნისათვის, ISO 3166-1 alpha-2 - ორნიშნიანი სისტემაში დასახელების განსაზღვრისას, პირველი ორი ასოს მაგიერ გამოყენებულია: 1-ლი და მეორეს შემდგომი რომელიმე ასო-ნიშანი.

ასე მაგალითად, ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალი ზოგიერთი ქვეყნის დასახელება ასე აღინიშნება:

ბელარუსი - BY; ესტონეთი - EE; თურქმენეთი - TM; ლატვია - LV; ლიტვა - LT; მოლდოვა - MD; სომხეთი - AM; ტაჯიკეთი - TJ; უკრაინა - UA; ყაზახეთი - KZ; ყირგიზეთი - KG.

ამგვარი აღნიშვნის მატარებელი ზოგიერთი ქვეყნის კოდური დასახელება ასეთია:

ავსტრია - AT; ბულგარეთი - BG; დანია - DK; თურქეთი - TR; მაკედონია - MK; მალტა - MT; მონაკო - MC; მონტენეგრო - ME; პოლონეთი - PL; პორტუგალია - PT; სერბეთი - RS; სლოვაკეთი - SK; სლოვენია - SI; შვეიცარია - CH; და ა.შ.

ჩვენი შემოთავაზებით, ხსენებული საკითხი, საქართველოს სახელდებასთან მიმართებაში შემდეგნაირად უნდა მოგვარდეს:

შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოს სახელდება:

ISO 3166-1 alpha-3 სამნიშნა სისტემაში იქნება - „SAQ“; ხოლო

ISO 3166-1 alpha-2 - ორნიშნიანი სისტემაში, გამოყენებული იქნება არა სახელდება „SAQARTVELO“-ს პირველი ორი ასო: „SA“, არამედ: 1-ლი და მე-3 ასო-ნიშანი, და ჩაიწერება როგორც - „SQ“,

საბოლოოდ, აღნიშნული სტანდარტით, ჩვენი ქვეყნის დასახელება - „SAQARTVELO“, კოდური სისტემით ასე განისაზღვრება:

ISO 3166-1 alpha-3 სამნიშნა სისტემაში - „SAQ“;

ISO 3166-1 alpha-2 - ორნიშნიანი სისტემაში - „SQ“;

[ამდაგვარადვე აღინიშნება - ISO 3166-2-ის ოდებითაც - SQ],

ხოლო - დღეისათვი მოქმედი „რიცხვითი კოდი - 268“ დარჩება უცვლელი.

 

 

 

პროექტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება № 3

2013 წლის ნოემბერი

. თბილისი

საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები

ქართული წარმომავლობის პირებისათვის

საქართველოს საპატიო მოქალაქეობის

მინიჭების შესახებ

 

ვითვალისწინებთ რა, რომ როგორც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვამდე, ისე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის მთელი დროის მანძილზე, ასეულ ათასობით ქართველი, სხვადასხვა მიზეზით, იძულებით აღმოჩნდა გადახვეწილ თავისი სამშობლოს ფარგლებს გარეთ; და

ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქართული სახელმწიფო ვალდებულია ყველაფერი გააკეთოს ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადახვეწილი ქართველთა შთამომავლებისათვის, მათთვის დედასამშობლოს წიაღში დაბრუნებისა და ინტეგრაციისათვის ხელისშეწყობის თვალსაზრისით;

„საქართველოს კონსტიტუციის“ მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის, 52-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის; „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე- 91  მუხლისა და „საქართველოს საპატიო მოქალაქეობის შესახებ“ დებულების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტისა და მე- 6 მუხლის თანახმად, ვაცხადებ:

1. ჩვენი ქვეყნის ტრაგიკული ისტორიის მანძილზე, მიზეზთა გამო, საქართველოს ფარგლებს გარეთ გადახვეწილი ქართველების შთამომავლებს, მიუხედავად მათი დღევანდელი საცხოვრებელი ადგილისა, მიენიჭოთ - საქართველოს საპატიო მოქალაქეობა;

2. დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს ამ ბრძანებულების შინაარსის გავრცელება მათ ხელთ არსებული ყველა საშუალებით;

3. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოამზადოს სათანადო წინაპირობა - „საქართველოს საპატიო მოქალაქეობის“ მიღების მსურველთა რეგისტრაციის უზრუნველსაყოფად;

4. დაევალოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირისათვის საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევაში, უზრუნველყოს საქართველოს საპატიო მოქალაქეობის დამადასტურებელი სიგელის, მოწმობისა და მედალიონის გადასაცემად მომზადება.

5. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

 

მიხეილ სალუაშვილი

 

 

პროექტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება № 4

2018 წლის ნოემბერი

. თბილისი

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული:

„ეროვნული თანხმობის დარბაზის“

შექმნისესახებ

 

ვეყრდნობი რა 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად:

1. შეიქმნას: პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული „ეროვნული თანხმობის დარბაზი“;

2. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული „ეროვნული თანხმობის დარბაზი“-ს სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

3. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

მიხეილ სალუაშვილი

 

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტი

„ეროვნული თანხმობის დარბაზი“ [`ერთადა~]

საქრთველოს სახელმწიფოებრივი და-მოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადე-ბიდან მოყოლებული დღემდე, ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ანალიზი ნათლად გვიჩვენებს, რაოდენ აუცილებელია მოინახოს - საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის ეფექტური ურთიერთ თანამშრომლობისათვის საჭირო სამართლებრივი მექანიზმი. შესაბამისად:

 

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დარეგისტრირებული ყველა პოლიტიკური გაერთიანება ვალდებულია თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამვვიდრებაში; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს საქართველოში - ჯანსაღი და კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისათვის; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ ყველა პოლიტიკური გაერთიანების მიზანია - არჩევნების გზით მოიპოვოს უფლება შესაბამისი წილობრივი მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მართვაში; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ საპარლამენტო არჩევნებში დაწესებული ბარიერის ვერ გადამლახავი პოლიტიკური გაერთიანებებისათვის აუცილებელია მოიძებნოს, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი მონაწილეობის ეფექტური მექანიზმი,

გამოვდივართ ინიციატივით რათა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრა-ციასთან, შეიქმნას:

საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომ-ლობის მუდმივმოქმედი კომიტეტი: „ეროვნული თანხმობის დარბაზი“ [„ერთადა“].

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული - „ეროვნული თანხმობის დარბაზი“-ს, შემადგენლობაში თავს მოიყრიან საქართველოს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური გაერთიანებების თითო წარმომადგენელი.

„ეროვნული თანხმობის დარბაზი“ [„ერთადა“], თავს მოუყრის რა განსხვავებული შეხედულების მქონე პოლიტიკურ ორგანიზაციებს, მოწოდებული იქნება, რათა პარლამენტს გარეთ დარჩენილმა ძალებმა, საპარლამენტო პოლიტიკურ გაერ-თიანებებთან ერთად გაინაწილონ პასუხისმგებლობა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში.

„ეროვნული თანხმობის დარბაზი“ [„ერთადა“] იქნება ის ადგილი, სადაც ურთიერთ კონსულტაციაზე აგებული მშვიდობიანი ხერხებითა და მეთოდებით უნდა გადაწყდეს პოლიტიკურ ორგანიზაციათა შორის მოსალოდნელი ყოველგვარი უთანხმოება.

 

 

პროექტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება № 5

2018 წლის ნოემბერი

. თბილისი

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული:

ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდრეობის საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ

 

ვეყრდნობი რა 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ვაცხადებ:

1. შეიქმნას: პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული: ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდრეობის საკითხების შემსწავლელი კომისია“;

2. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული: ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდრეობის საკითხების შემსწავლელი კომისიის“ სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

3. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

მიხეილ სალუაშვილი

 

დარღვეული ისტორიული სამართლიანობისა

და კანონიერების აღდგენა სათავიდან უნდა დავიწყოთ

„რაკი სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე,

ამიტომ ბედავს კაცი ბოროტების ჩადენას“

[ეკლ. 8,11]

ბიბლიური შეგონება გვასწავლის, რომ - არ არსებობს უცოდველი ადამიანი, ამიტომ, სამართლიანობის აღდგენა ყოველდღიურ ცხოვრებისეულ წესად უნდა იქცეს

დღეს მოქმედი „საქართველოს კონსტიტუციის“ თანახმად:

„საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწი-ფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუ-იდებლობის გარანტი“ [მუხლი 49,1].

აღნიშნული სტატუსი, საქართველოს პრეზიდენტს ავალდებულებს მტკიცედ იდგეს ეროვნული დამოუკიდებლობის იმ სადარაჯოზე, რომელიც, უპირველესად, ისტორიული სამართლიანობის პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს.

1991 წ. 31 მარტის რეფერენდუმის შედეგზე დაყრდნობით 1991 წ. 9 აპრილს გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1921 წლიდან საბჭოთა იმპერიაში იძულებით მყოფი ჩვენი ქვეყნისთვის, სახელმწიფოებრივი განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო.

სამწუხაროდ, საქართველოს წინააღმდეგ 1991-1992 წლების გასაყარზე დაწყებულმა - გარე, იმპერიული ძალებისა და შიდა, კრიმინალური ელემენტების ერთობლივმა შეიარაღებულმა ქმედებამ ქვეყნის საათავეში დამნაშავე პოლიტიკური გუნდების ეტაპობრივი მოსვლა განაპირობა.

მათი სამართალმემკვიდრეობითი ხაზის ასეთია:

„სამხედრო საბჭო“ [02/01/1992 წ. - 10/03/1992 წ.];

„სახელმწიფო საბჭო“ [10/03/1992 წ. - 11/10/1992 წ.];

ედ. შევარდნაძის რეჟიმი [11/10/1992 წ. - 2003 წ.];

მ. სააკაშვილის რეჟიმი [2004 - 2012/13 წ.წ.].

 

„ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლო-ბის გარანტი“ - საქართველოს პრეზიდენტი მოვალეა, მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებით, საქართველოს მოსახლეობის ნების გათვალისწინებითა და ქვეყანაში მოქმედი ჯანსაღი პოლიტიკური ძალების ერთობლივი ძალისხმევით, აღადგინოს დარღვეული ისტორიული სამართლიანობა.

ამ კუთხით, 1991-1992 წლებში მომხდარ სამხედრო გადატრიალებასთან დაკავშირებით საჭიროა შემდეგი სმართლებრივი ნაბიჯების გადადგმა.

 

დღეისათვის, 1991 – 1992 წლების დეკემბერ - იანვარის მოვლენებთან მიმართე-ბაში, არსებობს საქართველოს: დე-იურე და დე-ფაქტო უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოების მიერ მიღებული შემდეგი სამი დადგენილება:

 

1. 1992 წლის 13 მარტს, ქ. გროზნოში გამართულ სესიაზე, პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი, 1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება:

„1991 წლის 22 დეკემბერს რესპუბლიკაში მომხდარი მოვლენების პოლიტიკური შეფასების შესახებ“,

რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

„... საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. 1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვრის მოვლენები, რომლებიც მოხდა საქართველოში, კვალიფიცირებულ იქნეს, როგორც სახელმწიფო გადატრიალება...

4. სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორების მოქმედება კვალიფიცირებულ იქნას, როგორც სამშობლოს ღალატი...“;

 

2. 2000 წლის 20 აპრილს, 1999 - 2003 წლების მოწვევის საქართველოს პარლა-მენტის დადგენილება:

„1991-1992 წლებში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირების შედეგების აღმოფხვრისა და ეროვნული თანხმობის მიღწევის შესახებ”,

რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

„... საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. დაგმობილ იქნეს სახელმწიფოში პოლიტიკური პრობლემების ძალადობის გზით გადაჭრა და ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის ყოველგვარი მცდელობა.

2. ეთხოვოს საქართველოს გენერალურ პროკურორს:

ა) ვითარების შეცვლასთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით 2000 წლის 1 ივლისამდე განიხილოს და გადაწყვიტოს განსასჯელთა და საქართველოში თუ მის გარეთ მყოფი ყველა იმ პირის სისხლის-სამართლებრივი დევნის საკითხები, რომლებიც პასუხისგებაში არიან მიცემულნი 1991-1992 წლებიდან დღემდე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით...“;

 

3. 2005 წლის 11 მარტს, 2003-2004 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის დადგენილება:

„1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამარ-თლებრივი შეფასების შესახებ“,

რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

„... საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტუ-რების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში....

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღე-ბული სახელმწიფო გადატრიალება...“.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დარღვეული ისტორიული სამართლიანობის აღდგენისათვის, სამართლებრივი თვალსაზრისით, საჭიროა - 1992 წ. 13 მარტის, 2000 წ. 20 აპრილისა და 2005 წლის 11 მარტის დადგენილებებში დაფიქსირებულ სულისკვეთებათა გათვალისწინებით, მიღებულ იქნეს - საქართველოს პარლამენტის დადგენილება:

„საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების შესახებ“,

რომელშიც უნდა აღინიშნოს:

„ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოში 1991-1992 წლების მიჯნაზე, გარე იმპერიული ძალების ხელშეწყობითა და მონაწილეობით, სამხედრო შეიარაღებული გამოსვლის გზით, კანონიერი ხელისუფლების დამხობის შედეგად გამოწვეულ უმძიმეს პოლიტიკურ-ეკონომიკურ კრიზისულ მდგომარეობას; და

ვეყრდნობით რა: ერთის მხრივ - პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი 1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1992 წ. 13 მარტს; და მეორეს მხრივ, ჯერ - 1999 - 2003 წ.წ. მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ 2000 წ. 20 აპრილს, ხოლო შემდგომად - 2003-2004 წ.წ. მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წლის 11 მარტს - 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენებთან დაკავშირებით მიღებულ დადგენილებებს,

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში საქართველოში მომხდარი მოვლენები:

ა) კვალიფიცირებულ იქნეს, როგორც - ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება; და

ბ) შეფასდეს, როგორც - საქართველოს სუვერენული სახელმწიფოსა და ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად;

2. დაევალოს საქართველოს პროკურატურას - აღძრას სისხლის სამართლის საქმე ყველა იმ პირისა თუ პოლიტიკური გაერთიანების წინააღმდეგ, ვინც ორგანიზება გაუწია ან იარაღით ხელში უშუალოდ მონაწილეობდა ჩვენს ქვეყანაში 1991-1992 წ.წ. გასაყარზე განვითარებულ დანაშაულებრივ ქმედებებს.

3. საქართველოში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში განვითარებული მოვლენების ყველა ის მონაწილე, რომელიც იარაღის ძალით არ იბრძოდა და არ არის გარეული საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულში, განთავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლო-ბისაგან”.

უმაღლესი სახელისუფლო სტრუქტურის მიერ გადადგმული, მონანიების ტოლფასი ასეთი ნაბიჯი, ღმერთის ნებით, თავის მხრივ საფუძვლად დაედება ქართული სახელმწიფოს ნორმალურ სამართლებრივ განვითარებას.

 

 

პროექტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება № 6

2018 წლის ნოემბერი

. თბილისი

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული:

1992- 2012 წლებში საქართველოში მოქმედი პოლიტიკური რეჟიმის საქმიანობის სამართლებრივი შეფასების მოსამზადებელი

დროებითი კომისიის შექმნისესახებ

ვეყრდნობი რა 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად:

1. შეიქმნას: „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული 1992- 2012 წლებში საქართველოში მოქმედი პოლიტიკური რეჟიმის საქმიანობის სამართლებრივი შეფასების მოსამზადებელი დროებითი კომისია“;

2. „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული: 1992- 2012 წლებში საქართველოში მოქმედი პოლიტიკური რეჟიმის საქმიანობის სამართლებრივი შეფასების მოსამზადებელი დროებითი კომისიის“ სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

3. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

მიხეილ სალუაშვილი

 

1992-2012 .. მოქმედი რეჟიმის

შეფასების საკითხისათვის

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, მსოფლიო საზოგა-დოებასთან ერთად, თავად გახლდით მომსწრე იმ დანაშაულებრივი ქმედებებისა, რომელსაც, 1992-2012 წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების სათავეში მყოფი, ჯერ - ედ. შევარდნაძე [1992 – 2003 წ.წ.], ხოლო შემდგომად [2004 – 2012 წ.წ.] . სააკაშვილი და მათი მხარდამჭერი პოლიტიკური გუნდი [„საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“], - ჩადიოდა.

ალბათ ორიგინალურნი არ ვიქნებით, მათი საქმიანობის ზოგად შეფასებაში - ეს იყო სისტემური დანაშაული, რომელსაც ხსენებული გუნდების პოლიტიკური ელიტა ჩადიოდა.

ამ დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენლები, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, როგორც მინიმუმ ორ ჯგუფად შეიძლება დავყოთ. ამათგან:

პირველ ჯგუფში კონკრეტული დანაშაულის ჩამდენი ის პირები მოიაზრებიან, რომელთა მიმართაც, სასამართლოს მიერ, ასევე კონკრეტული სამართლებრივი სასჯელი უნდა იქნეს [და იქნება კიდეც] გამოტანილი;

პირობითი მეორე ჯგუფი შედარებით უფრო ფართო სპექტრს აერთიანებს. მათ შორის არიან სხვადასხვა არჩევით თუ დანიშნულ თანამდებობებზე მომუშავე ის პირები, რომლებიც, როგორც მინიმუმ, მორალურად არიან პასუხისმგებლები პარტიული თანამოაზრეების მიერ, მათ თვალწინ ჩადენილი დანაშაულებრივი საქმი-ანობისა.

შესაბამისად, ამ ორ ჯგუფში გაერთიანებულთა მიმართ, სამართლებრივი თვალსაზრისით, სხვადასხვა სასჯელი უნდა იყოს გათვალისწინებული.

ყოველივე აღნიშნული, ბუნებრივია არ უნდა შეეხოთ პარტია [„საქართველოს მოქალაქეთა კავშირისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძარაობისყოფილ, თუ ახლანდელ რიგით წევრებსა და მათ მხარდამჭერებს, რომლებიც სათანადო, უშუალო, გავლენას ვერ ახდენდნენ პოლიტიკური ხელმძღვანელობის ხსენებული ჯგუფების საქმიანობაზე.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ისტორიული სამართლიანობის აღდგენისათვის, ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ უნდა მიიღოს ორი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი, თუმცა ურთიერთ შემავსებელი შინაარსის მატარებელი გადაწყვეტილება. ამათგან ერთს - დადგენილების, ხოლო მეორეს - საკანონმდებლო რეგულაციის სახე უნდა მიეცეს. კერძოდ:

 

საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს შემდეგი სახის დადგენილება:

საქართველოში 1002 – 2012 .. მოქმედი პოლიტიკური რეჟიმის საქმიანობის სამართლებრივი შეფასების შესახებ“:

ვითვალისწინებთ რა, რომ ჯერ - ედ. შევარდნაძის, ხოლო შემდეგ . სააკაშვილისა და მათი მხარდამჭერი პოლიტიკური გუნდების მიერ, ქვეყნის ოცწლიანი მართველობის დროს, ჩადენილმა დანაშაულებრივი საქმიანობის სიმძიმემ, უმძიმესი კვალი დატოვა საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ერის ისტორიაში,

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1992 - 2012 .. საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი ძალის მიერ დამყარებული პოლიტიკური რეჟიმრბის საქმიანობა, კაცობრიობისა და საქართველოს მოსახლეობის წინაშე, შეფასებულ იქნეს, როგორც - დანაშაულებრივი“.

საკანონმდებლო რეგულაციის თვალსაზრისით, საჭიროა მოინახოს ისეთი იურიდიული მექანიზმი, რომელიც სამართლებრივ ჩარჩოებში მოაქცევს 1992 – 2012 .. საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმების დამამკვიდრებელი პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელობის საქმიანობის სათანადოდ შეფასებით საკითხს.

აქვე წარმოგიდგენთ, ჩვენს მიერ შემუშავებულ, დღეისათვის მოქმედ საქართვე-ლოს კანონში - თავისუფლების ქარტია“, შესატანი ზოგიერთი ცვლილების ფორმულირებას:

ყოფილი დანაშაულებრივი რეჟიმის თანამშრომლებს მიეკუთვნებიან: 1992-2012 .. საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის დამამყარებელი პოლიტიკური გაერთიანების [„საქართველოს მოქალაქეთა კავშირისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისპოლიტიკური ხელმძღვანელობის ყველა ის პირი რომელსაც 1992 - 2012 წლებში ამ პარტიის წევრის სტატუსით ეკავა ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული არჩევითი ან დანიშნული ანაზღაურებადი თანამდებობა.“;

იქვე, მითითებულია - „არ დაიშვას მოქალაქეთა დევნა ან დისკრიმინაცია მათი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის დამამყარებელი პოლიტიკური გაერთიანების [„საქართველოს მოქალაქეთა კავშირისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისრიგითი - არა ანაზღაურებადი წევრობის გამო.“.

საკანონმდებლო ცვლილებით განსაზღვრულია შეზღუდვის მოქმედების კონკრე-ტული ვადა, კერძოდ:

ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობებზე, ამ კანონის ძალაში შესვლიდან ყველა სახის არჩევნების ორი ციკლის განმავლობაში, არ შეიძლება დანიშნულ ან არჩეულ იქნენ დანაშაულებრივი რეჟიმის დამამყარებელი პოლი-ტიკური გაერთიანების [„საქართველოს მოქალაქეთა კავშირისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისყველა ის პირი, რომელსაც, საქართველოში დანაშაულებრივი რეჟიმის მოქმედების დროის განმავლობაში, ამ პარტიის წევრის სტატუსით ეკავათ ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული არჩევითი ან დანიშნული ანაზღაურებადი თანამდებობა.“

 

 

პროექტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება № 7

2018 წლის ნოემბერი

. თბილისი

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული:

საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების საკითხის მოსამზადებელი დროებითი კომისიის შექმნისესახებ

 

ვეყრდნობი რა 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად:

1. შეიქმნას: „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული - საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების საკითხის მოსამზადებელი დროებითი კომისია“;

2. „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული - საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების საკითხის მოსამზადებელი დროებითი კომისიის“-ს სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

3. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

 

მიხეილ სალუაშვილი

 

 

საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის

გამოცხადების საკითხისათვის

ღმერთის მიერ ჩვენთვის ბოძებული ქვეყნის, როგორც კავკასიის რეგიონის ცენტრალური სახელმწიფოს, გეოსტრატეგიული ადგილმდებარეობიდან გამომდ-ინარე, ჩვენი სამშობლო ყოველთვის წარმოადგენდა მრავალი სახელმწიფოს განსაკუთრებული ინტერესის ობიექტს.

ჩვენი წინაპრების მრავალი თაობის მუხლჩაუხრელი ბრძოლისა და პოლიტიკური განჭვრეტილობის შედეგად, მეტ-ნაკლები წარმატებით ხერხდებოდა საქართველოს სტრატეგიული ინტერესების შესაბამისი კურსის შემუშავება და ცხოვრებაში გატარება.

საუკუნეთა მიჯნაზე მცხოვრები ჩვენი თაობის წინაშე, მთელი სიცხადით დადგა საკითხი - ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ტერიტორი-ული მთლიანობის უზენაესი პრინციპიდან გამომდინარე, როგორ უნდა მოახერხოს საქართველოს სახელმწიფომ, რომ:

ერთის მხრივ - გაითვალისწინოს კავკასიის რეგიონში ჩვენი ქვეყნის გეოსტრა-ტეგიული მდებარეობიდან გამომდინარე მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა ინტერესი, და

მეორეს მხრივ ცალსახად თქვას უარი სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ძალთა დაპირისპირების სავარაუდო პოლიგონად ქცევის ალბათობაზე.

 

საუბრის გაგრძელებამდე აღვნიშნავთ, რომ 1918 წ. დამოუკიდებლობის აქტში „დამფუძნებელმა კრებამ“, საქართველოს მოსახლეობის ნება ასეთი ფორმულირებით დააფიქსირა:

„საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა“.

 

აქვე უნდა აღინიშნოს შემდეგი:

1. ქვეყანაში დღეს მომქმედი 1995 წლის 24 აგვისტოს „საქართველოს კონსტი-ტუცია“, ეფუძნება:

ერთის მხრივ 1918 წ. 26 მაისის „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს“; და

მეორეს მხრივ 1991 წ. 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, 1991 წ. 9 აპრილს გამოცხადებულ „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს“;

2. 1991 წ. 31 მარტის რეფერენდუმში მონაწილე ამომრჩევლის ხმის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა - 98, 3%-მა, თანხმობა განაცხდა, რომ „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა“ მომხდარიყო 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის“ საფუძველზე;

3. 1918 წ. 26 მაისს გამოცხადებულ „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში“ კი, საქართველოს მოსახლეობის ნება ასეა ფორმულირებული:

„საერთაშორისო ომიანობაში საქართვე-ლო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა“.

 

მაშასადამე, დღეისათვის მომქმედი იურიდიული ძალის მქონე სამივე დოკუმენტი:

- 1918 წ. 26 მაისს გამოცხადებული „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“;

-1991 წ. 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები, და 1991 წ. 9 აპრილს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის“ თაობაზე მიღებული დადგენილება; და

- 1995 წ. 24 აგვისტოს რედაქციის „საქართველოს კონსტიტუცია“,

პირდაპირ თუ ირიბად იღებს ვალდებულებას, დაეყრდნოს და გაითვალისწინოს საქართველოს მოსახლეობის ნება, რომ:

„საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა“.

 

საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკაში ყველაზე უფრო გავრცელებულია ე.წ. ევენტუალური ანუ კაზუალური ნეიტრალიტეტი, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს ნეიტრალიტეტს ამა თუ იმ კონკრეტულ ომში.

სართაშორისო სამართალში - ევენტუალური ნეიტრალიტეტის გარდა, მოქმედებს სახელმწიფოს მუდმივი ნეიტრალიტეტიც.

თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკაში იგი ესმით, როგორც სახელმწიფოს საერთაშორისო - სამართლებრივი სტატუსი, რომლის თანახმადაც ეს სახელმწიფო უკვე მშვიდობიანობის დროს მოვალეა არ იკისროს ისეთი საერთაშორისო ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც ომის შემთხვევაში იძულებულს გახდიდა ხელი აეღო თავის ნეიტრალიტეტზე ან საფრთხეში ჩაეგდო იგი.

 

სართაშორისო სამართალში თავისი შინაარსით ცნობილია ნეიტრალიტეტის ორი ფორმა:

- აბსოლუტური და კვალიფიციური.

აბსოლუტური ითვალისწინებს ნეიტრალური სახელმწიფოს აბსოლუტურ მიუკერძოებლობას (მაგ. შვეიცარია, რომელიც გაეროს წევრიც კი არ არის),

ხოლო - კვალიფიციური, წარმოადგენს ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ფეხმოკიდებული კეთილმოსურნე ნეიტრალიტეტის განვითარების შედეგს, როდესაც მისაღებია გარკვეულ პირობებში (ვთქვათ სამართლიანი ან თავდაცვითი ომის წარმოებისას), რომელიმე მეომარი მხარისთვის გარკვვეული შეღავათების გაწევა.

 

საპრეზიდენტო არჩევნებში, მოსახლეობის მიერ სათანადო მხარდაჭერის დაფიქსირების შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივ მექანიზმის გათვალისწი-ნებით, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ:

- საქართველოს სახელმწიფომ პირველმა დააფიქსიროს ნეიტრალიტეტისაკენ მტკიცე ნაბიჯის გადადგმის სურვილი, რომელიც უდავოდ შეიტანს წვლილს, გეოპოლიტიკური დაპირისპირების - მშვიდობიანად და ყველასათვის მისაღებად მოგვარების საქმეში;

- საქართველო: აქტიური სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფო უნდა გახდეს!

 

ამისათვის, „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებულ - საქართველოს მუდმივი სამხედრო“ნეიტრალიტეტის გამოცხადების საკითხის მოსამზადებელ დროებით კომისიას“ წარედგინება, ჩვენს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა ისეთი პაკეტი, რომლის მიზანია:

 

დააფიქსიროს საქართველოს სახელმწიფოებრივი სწრაფვა - გაითვალისწინოს კავკასიის რეგიონში ჩვენი ქვეყნის გეო-სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა ინტერესი, და თავისი წვლილი შეიტანოს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ძალთა შესაძლო დაპირისპირების გასანეიტრალებლად.

 

საკანონმდებლო რეგულაცია, ძირითადად ეყრდნობა, საერთაშორისო სამართლით აღიარებული ჰააგის კონვენციებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტების სულისკვეთებას.

 

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში დეტალურადაა გაწერილი, წინამდებარე კანონის ძალაში შესვლის შემდგომად გადასადგმელი ნაბიჯები. კერძოდ:

საქართველოს მთავრობამ [საგარეო საქმეთა სამინისტროს ბაზაზე], საქართველოს მიერ მუდმივი სამ-ხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების თაობაზე მიღებული გა-დაწყვეტილების გაეროს უშიშროების საბჭოში გადაგზავნის შემდეგ, სპეციალური წინადადებებით უნდა მიმართოს გაეროს უშიშროების საბჭოში შემავალ ხუთივე მუდმივ წევრ სახელმწიფოს, რათა თითოეულ მათგანთან [აშშ, ინგლისი, რუსეთი, საფრანგეთი და ჩინეთი] დაიდოს სპეციალური ხელშეკრულება, მათი მხრიდან - საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გარანტორად დადგომის თაობაზე.

დიახ, გაეროს უშიშროების საბჭოში შემავალი ხუთივე მუდმივი წევრი სახელმწიფო - აშშ, ინგლისი, რუსეთი, საფრანგეთი და ჩინეთი, ცალ-ცალკე, და მთლიანობაში, მათთან გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, უნდა გახდნენ გარანტორები, საქართველოს მიერ მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებით აღებული ვალდებულებების, რომ:

- საქართველო არასოდეს გახდება რომელიმე სამხედრო ან სამხედრო-პოლიტიკური კავშირისა თუ ბლოკის წევრი;

- საქართველო არასოდეს დაუთმობს თავის ტერიტორიას, მეორე სახელმწიფოს, შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ბაზების განლაგებისათვის;

- საქართველო არასოდეს დაუშვებს თავის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის ჯარის, იარაღისა თუ სამხედრო ქონების ტრანსპორტირებას;

- საქართველო არასოდეს შეუწყობს ხელს, სამხედრო დაპირისპირებული მხარეების დახმარების მიზნით რაიმენაირი სამხედრო ფორმირების და მოხალისეთა გაერთიანებების შექმნას;

- საქართველოს შეიარაღებული ძალები არასოდეს და არანაირი ფორმით არ ჩაერთვება სამხედრო დაპირისპირებაში მყოფი რომელიმე მხარის სასარგებლოდ მიმართულ ქმედებებში;

- საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფოს პოზიციიდან გამომდინარე, თავისი წვლილი შეიტანოს სამხედრო დაპირისპირებაში მონაწილე მხარეების მშვიდობიანად მორიგების პროცესის წარმატებით დაგვირგვინების საქმეში.

 

საკანონმდებლო ინიციატივაში დეტალურადაა გაწერილი საქართველოს მთავრობის მიერ გარკვეულ ვადაში აღსასრულებლად განსაზღვრული დავალება:

მოხდეს გარო-ს წევრ (და არაწევრ) ყველა სახელმწიფოსათვის განკუთვნილი წინა-დადების მომზადება, რათა თითოეულ მათგანთან - ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულების დადებით, მათ მიერ მოხდეს საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფოს სტატუსის ცნობა და მხარდაჭერა.

 

დასასრულს დავსძენთ, რომ საქართველოს მიერ გამოცხადებული მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტისადმი გაეროს უშიშროების საბჭოში შემავალი ხუთივე მუდმივი წევრი სახელმწიფოს [აშშ, ინგლისი, რუსეთი, საფრანგეთი და ჩინეთი] მხრიდან დეკლარირებული მხარდაჭერა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ერთ-ერთ მყარ საფუძვლად იქცევა.

 

 

პროექტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №8

2018 წლის ნოემბერი

. თბილისი

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული:

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია

„კავკასია - მშვიდობის სახლი“-ს

ჩამოყალიბების მოსამზადებელი

დროებითი კომისიის შექმნისესახებ

 

ვეყრდნობი რა 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად:

1. შეიქმნას: „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული - საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზავია: „კავკასია მშვიდობის სახლი“-ს ჩამოყალიბების მოსამზადებელი დროებითი კომისია“;

2. „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული - საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზავია: „კავკასია მშვიდობის სახლი“-ს ჩამოყალიბების მოსამზადებელი დროებითი კომისიის“ სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

3. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

 

მიხეილ სალუაშვილი

 

 

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზავია:

„კავკასია მშვიდობის სახლი“

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომად, კავკასია გადაიქცა გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე მყოფ იმ რეგიონად, რომელიც, გადაუწყვეტელი კონფლიქტების გამო (ჩეჩნეთი, აფხაზეთი, ცხინვალი ოლქი, მთიანი ყარაბაღი), დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება.

მიზეზთა გამო დიპლომატიური ურ-თიერთობა შეწყვეტილია: საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის; აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის; დღემდე ჩაკეტილია თურქეთისა და სომხეთის საზღვარი...

 

ვგონებთ უკვე დადგა დრო, რომ კავკასიის რეგიონში შემავალმა სახელმწიფოებმა, მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად, თავადვე აიღონ პასუხისმგებლობა დედამიწის ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთში მშვიდობის მყარი გარანტიების შექმნასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს პრეზიდენტის რანგში საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ორიენტირი იქნება მშვიდობიანი კავკასიის რეგიო-ნის ჩამოყალიბება.

ამ მიზნით მომზადებული ჩვენი წინადადება ითვალისწინებს:

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: კავკასია მშვიდობის სახლი- ჩამოყალიბებას,

რომელიც შეიქმნება:

კავკასიის რეგიონში შემავალი ხუთი სახელმწიფოს

- აზერბაიჯანის,

- თურქეთის,

- რუსეთის ფედერაციის,

- საქართველოსა და

- სომხეთის მიერ,

გაერო- წესდებით გათვალისწინებული საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე აგებული ხელშეკრულების საფუძველზე, და

რომლის შტაბ-ბინაც განთავსებული იქნება - საქართველოში, ქალაქ - ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში.

 

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“, გაითვალისწინებს რა გაერო- წესდების 52- და 54- მუხლების სულისკვეთებას, ჩამოყალიბდება, რათა თავისი წვლილი შეიტანოს კავკასიის რეგიონში უშიშროების, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სხვა პრობლემების გადაწყვეტის მიზნების განხორციელებაში;

 

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: კავკასია - მშვიდობის სახლი- წევრი სახელმწიფოები დარჩებიან დამოუკიდებელ, სუვერენულ და თანასწორუფლებიან სახელმწიფოებად;

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: კავკასია - მშვიდობის სახლი“, მასში გაერთიანებული სა-ხელმწიფოების ძალისხმევით, შეეცდება რეგიონში - მშვიდობისა და ხალხთა უშიშროების საკითხების, ერთმანეთს შორის ეკონომიკური, კულტუ-რული, სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების ეფექტიანობის ამაღლებას;

 

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: კავკასია - მშვიდობის სახლი- თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება, რომ:

შეიარაღებული ძალები არ გახდება სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობაში მთავარი დასაყრდენი, დაემორჩილება მხოლოდ საერთაშორისო სამართლით განსაზღვრულ პრინციპებს და სხვანაირად არ იქნება გამოყენებული, თუ არა თითოეული ქვეყნის ინტერესების, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და თავ-დაცვის უნარიანობის განმტკიცებისათვის;

 

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: კავკასია - მშვიდობის სახლი- თითოეული წევრი სა-ხელმწიფო უნდა გაემიჯნოს ყოველგვარი ძალადობის გამოყენებას და დასახული მიზნების მიღწევისათვის იბრძოლოს მხოლოდ სამართლებრივი, მშვიდობიანი და პოლიტიკური საშუალებებით;

 

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: კავკასია - მშვიდობის სახლი- თითოეული წევრი სა-ხელმწიფო შეეცდება განამტკიცოს ადამიანის ძირითად უფლებათა, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ღირებულებათა თანასწორუფლე-ბიანობის რწმენა;

 

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: კავკასია - მშვიდობის სახლი- თითოეული წევრი სახელმწიფო ხელს შეუწყობს სოციალურ პროგრესს და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას უფრო მეტი თავი-სუფლების პირობებში;

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: კავკასია - მშვიდობის სახლი- თითოეული წევრი სა-ხელმწიფო გააერთიანებს თავის ძალისხმევას ზოგადად მსოფლიოში და მათ შორის კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და უშიშროების დაცვის მიზნით.

 

პროექტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება № 9

2018 წლის ნოემბერი

. თბილისი

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია:

„ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი“-ს

ჩამოყალიბების მოსამზადებელი

დროებითი კომისიის შექმნისესახებ

1. ვეყრდნობი რა 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად:

1. შეიქმნას: „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული - სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი“-ს ჩამოყალიბების მოსამზადებელი დროებითი კომისია“;

2. „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული - სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი“-ს ჩამოყალიბების მოსამზადებელი დროებითი კომისიის“ სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

3. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

მიხეილ სალუაშვილი

 

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია:

„ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი“

სსრ კავშირის დაშლის შემდეგ შექმნილმა ახალმა პოლიტიკურმა რეალობამ, მსოფლიო საზოგადოება, არაერთი პრობლემატური საკითხის გადაჭრის აუცილებლობის წინაშე დააყენა.

 

ყოფილი სოციალისტური ბანაკისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ნატოში გაწევრიანების პარალელურად, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებათა შედეგად, მიზეზთა გამო:

საერთაშორისო სამართლით აღიარებულ სახელმწიფოებრივ საზღვრებში საკუთარი ტერიტორიების სრულად გაკონტროლების პრობლემის წინაშე დადგნენ - საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვასა და უკრაინის ხელისუფალნი.

 

მსოფლიო საზოგადოების მხრიდან გამოვლენილი ძალისხმევისა და მათ მიერ გაკეთებული არაერთი მოწოდების ფონზე, ვგონებთ უკვე დადგა დრო, რომ:

ერთის მხრივ - რუსეთის ფედერაციასა, და,

მეორეს მხრივ - ნატოში გაერთიანებულ ქვეყნებს შორის მოქცეული,

აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემავალი - საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვას, უკრაინისა და ბელარუსის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ფუნდამენტური პრინციპებიდან გამომდინარე, ამ სახელმწიფოებმა, მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად, თავადვე აიღონ პასუხისმგებლობა დე-დამიწის ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთში მშვიდობის მყარი გარანტიების შექმნასთან დაკავშირებით.

 

ამ მიზნის მიღწევის ურთულეს გზაზე, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად გვესახება:

ნატოსა და რუსეთს შორის ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირის ჩამოყალიბება.

 

შესაბამისად, სახელმწიფოს მეთაურის - საქართველოს პრეზიდენტის რანგში საქმიანობისას, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ საქართველო გამოვიდეს ინიციატორი, რათა, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემავალ - აზერბაიჯანის, მოლდოვას, უკრაინისა და ბელარუსის ხელისუფალთა წინაშე, დაისვას საკითხი - ხუთი სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული ნებიდან, გამომდინარე შეიქმნას:

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“- [საქართველო, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა, ბელარუსი],

რომელიც შეეცდება თავისი წვლილი შეიტანოს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში უშიშროების, პოლიტიკური და სხვა პრობლემების გადაწყვეტის მიზნების განხორციელებაში.

 

ჩვენი წინადადება იქნება, რომ - სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ის შტაბ-ბინა განთავსებულ იქნეს

- საქართველოში, კერძოდ კი

- . ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში.

 

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ის თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა განაცხადონ, რომ:

საერთაშორისო ურთიერთობებში წარმართული მათი საქმიანობა დაე-მყარება - მუდმივი სახელმწიფო ნეიტრალიტეტის კვალიფიციური მიუკერძოებლობიდან გამომდინარე პრინციპებს;

 

შესაბამისად,

დაეყრდნობიან რა გაეროს წესდების 54- მუხლს, რომლის ძალითაც:

უშიშრობის საბჭო ყოველთვის სრულად უნდა იყოს ინფორმირებული იმ ქმედებების შესახებ, რომლებიც განხორციელებული ან დასახული არიან რეგიონული შეთანხმებების ძალით ან რეგიონული ორგანოების მიერ საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების მხარდასაჭერად“,

 

უნდა გამოვიდნენ წინადადებით, რომ:

გაეროს წესდების 23- მუხლის 1-ლი პუნტით განსაზღვრული, უშიშროების საბჭოს ხუთივე წევრი სახელმწიფო:

- ამერიკის შეერთებული შტატები,

- დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანე-ბული სამეფო,

- რუსეთის ფედერაცია,

- საფრანგეთი, და

- ჩინეთის რესპუბლიკა,

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ-ის თითოეულ წევრ სახელმწიფოსთან დადებული სათანადო საერთაშორისო შეთანხმებებით, გახდნენ, ჩვენს მიერ დეკლარირებული:

კვალიფიციური მიუკერძოებლობის პრინციპზე აგებული მუდმივი სახელმიფო ნეიტრალიტეტის მთავარი გარანტორები.

 

 

პროექტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება № 10

2018 წლის ნოემბერი

. თბილისი

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული:

საქართველოს დაზარალებულ მეანაბრეთა საკითხის

დარეგულირების მოსამზადებელი

დროებითი კომისიის შექმნისესახებ

 

ვეყრდნობი რა 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად:

1. შეიქმნას: „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებულ: საქართველოს დაზარალებულ მეანაბრეთა საკითხის დარეგულირების მოსამზადებელი დროებითი კომისია“;

2. „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული - საქართველოს დაზარალებულ მეანაბრეთა საკითხის დარეგულირების მოსამზადებელი დროებითი კომისიის“ სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

3. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

მიხეილ სალუაშვილი

 

 

საქართველოს დაზარალებულ მეანაბრეთა საკითხის

დარეგულირების მექანიზმი

 

1991 - 1992 წლებში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შედეგად ქვეყნის სათავეში მოსული დამნაშავე რეჟიმის დანაშაულებრივმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ საქართველოს მოქალაქეთა კუთვნილ ანაბრებზე არსებული მრავალმილიონიანი თანხის გაუფასურება, და ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის კატასტრო-ფული გაუარესება გამოიწვია.

შესაბამისად, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ე.წ. მეანაბრეთა საკითხის მოგვარება მიგვაჩნია.

 

ჩვენს მიერ, ამ მიზნით შემუშავებული კონცეფციის ზოგადი მონახაზი ასეთია:

1. სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება, რათა ყველა დაზარალებულ მეანაბრეს, ან მის მემკვიდრეს, 100%-ით აუნაზ-ღაურდეს დამნაშავე სახელმწიფო რეჟიმის მიერ მიყენებული ზარალი;

2. საქართველოს ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების შესაბამისი წარმომადგენლობის ბაზაზე უნდა შეიქმნას „საქა-რთველოს დაზარალებულ მეანაბრეთა საკითხის შემსწავლელი კომისია“; რომლის საქმიანობის მთავარ მიზანი იქნება:

ა) აღრიცხოს, საქართველოს მოქალაქეთა კუთვნილი ნოტა-რიულად დამოწმებული ანაბრების რაოდენობა;

ბ) შეიმუშაოს თითოეული მეანაბრისათვის განკუთვნილი სა-ხელდებითი „მეანაბრის ვაუჩერი“-ზაციის განხორციელების მექა-ნიზმი. კერძოდ:

„მეანაბრის ვაუჩერი“-ს მფლობელი პირის გამოვლენისა და მის მიერ „მეანაბრის ვაუჩერი“-ს გასხვისების [მემკვიდრეობით გადაცემის ან/და გაყიდვის] წესი, და სხვა;

გ) სახელდებითი „მეანაბრის ვაუჩერის“ მფლობელი პირის [პირთა] მიერ ახლადგახსნილ საწარმოში საწესდებო კაპიტალად განკუთვნილი „მეანაბრის ვაუჩერის“ ღირებულების, სახელმწიფოს წინაშე [საშემოსავლო გადასახადის გარდა] წარმოშობილი საგადა-სახადო ვალდებულების დაფარვისათვის გამოყენების შესაძლებ-ლობა.

 

საქართველოს დაზარალებულ მეანაბრეთა საკითხის დარეგულირების მიზნით შემუშავებული ხსენებული კონცეფციის რეა-ლიზების შემთხვევაში:

- სახელმწიფოს არ დასჭირდება დამატებითი საბიუჯეტო სახს-რების გაღება;

- სახელდებითი „მეანაბრის ვაუჩერის“ მფლობელი საქართველოს მოქალაქე გახდება პოტენციური ინვესტორი;

- სახელდებითი „მეანაბრის ვაუჩერის“ მხოლოდ ახლადგახ-სნილ საწარმოში გამოყენების ვალდებულება, ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

 

 

პროექტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება № 11

2018 წლის ნოემბერი

. თბილისი

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული:

იპოთეკით დაზარალებულთა საკითხის

დარეგულირების მოსამზადებელი

დროებითი კომისიის შექმნისესახებ

 

ვეყრდნობი რა 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად:

1. შეიქმნას: „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებულ: იპოთეკით დაზარალებულთა საკითხის დარეგულირების მოსამზადებელი დროებითი კომისია“;

2. „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული - იპოთეკით დაზარალებულთა საკითხის დარეგულირების მოსამზადებელი დროებითი კომისიის“ სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

3. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

მიხეილ სალუაშვილი

 

 

იპოთეკით დაზარალებულთა საკითხის

დარეგულირების საკითხისათვის

1992-2012 წ.წ. განმავლობაში საქართველოში დამკვიდრებული დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ დაზარალებული საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის - იპოთეკით დაზარალებულთა საკითხის მოგვარება, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემათა შორის ერთ-ერთი პრიორიტეტულია.

დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ დამკვიდრებული არაჯანსაღი საკანონმდებლო გადაწყვეტილებათა გამო დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ჩვენს მიერ შემუშავებული „საქართველოში 1992-2012 წ.წ. განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა საკითხის დარეგულირების მექანიზმი“, სახელმწიფოს მხრიდან გადასადგმელი იმ კონკრეტული ნაბიჯების ჩამონათვალია, რომელთა ბაზაზე მიღებული გონივრული გადაწყვეტილება, შესაძლებლობას მისცემთ იპოთეკით დაზარალებულებს, სახელმწიფოს დახმარებითა და ხელშეწყობით, თავადვე მოახერხონ მათ წინაშე მდგარი მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამოსწორება.

 

მთლიანობაში, ჩვენს მიერ შემუშავებულ მექანიზმს ასეთი სახე აქვს:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ხელმძღვანელობით უნდა შეიქმნას - „საქართველოში 1992-2012 წ.წ. განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა საკითხის დარეგუ-ლირების მექანიზმის შემსწავლელი კომისია“, რომელიც გამოიკვლევს:

 

1. იპოთეკართა საერთო რაოდენობას;

2. იპოთეკართა მიერ საბანკო და სხვა საფინანსო სექტორში [როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი] იპოთეკის ხელშეკრულებით აღებული [მოძრავი თუ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი] სესხის საერთო ოდენობას;

3. იპოთეკართა მიერ საბანკო და სხვა საფინანსო სექტორში [როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი] იპოთეკის ხელშეკრულებით აღებული სესხის, სა-ხელმწიფოს მიერ შიდა ვალად აღიარების მექანიზმს;

4. იპოთეკარებისათვის შესათავაზებელი სესხის საპროცენტო განაკვეთისა და ვადების ოპტიმალურ მაჩვენებელს;

5. საბიუჯეტო კანონში იპოთეკართათთვის დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი სესხის გაცემის ფინანსური უზრუნველყოფისათვის საჭირო წლიურ მაჩვენებელს;

6. 1992-2012 წ.წ. განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ დაზარალებული მოსახლეობის - „იპოთეკით დაზარალებულთა დახმარების არასამთავრობო ფონდი“-ს შექმნის საკითხს.

ამასთანავე, საჭირო იქნება, დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეაჩეროს იპოთეკარების გამოსახლების თაობაზე მიღებული სააღსრულებო წარმოების აღსრულება, „საქართველოში 1992-2012 წ.წ. განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა საკითხის დარეგულირების მექანიზმის შემსწავლელი კომისიის“ მიერ შემუშავებული გადაწყვეტილების ამოქმედებამდე;

 

 

 

პროექტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება № 12

2018 წლის ნოემბერი

. თბილისი

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული:

ალტერნატიული პირადობის მოწმობის შემოღების მოსამზადებელი

დროებითი კომისიის შექმნისესახებ

 

ვეყრდნობი რა 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად:

 

1. შეიქმნას: „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული - ალტერნატიული პირადობის მოწმობის შემოღების მოსამზადებელი დროებითი კომისია“;

2. „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული - ალტერნატიული პირადობის მოწმობის შემოღების მოსამზადებელი დროებითი კომისიის“ სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

3. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

მიხეილ სალუაშვილი

 

ალტერნატიული პირადობის მოწმობის

შემოღების საკითხისათვის

. სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმის მიერ, 2011 . 24 ივნისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების [N4937 რს] შესაბამისად - 2011 წლის 1 აგვისტოდან მოყოლებული გაიცემა მოქალაქეთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მხოლოდ - „პირადობის [ბინადრობის] ელექტრონული მოწმობა“, ანუ .. ჩიპიანიაიდი ბარათები“.

ბუნებრივია, რომ საქართველოს მოქალაქეთა გარკვეულ ნაწილს ჯერ კიდევ [უვადოდ, ან მოქმედების ვადის გასვლამდე] აქვს 2011 . 1 აგვისტომდე აღებული პირადობის მოწმობა.

 

რელიგიურ და სამართლებრივ მიზეზთა გამო, საქართველოს მაცხოვრებელთა გარკვეული ნაწილისათვის მიუღებელია პირადობის დამადასტურებელი მოწმობის - „პირადობის [ბინადრობის] ელექტრონული მოწმობის“, ანუ .. ჩიპიანიაიდი ბარათისაღება; და ითხოვენ - საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს მათთვის ალტერნატიული, ანუელექტრონული მატარებლის“ [.. ჩიპის] არმქონეპირადობის [ბინადრობის] მოწმობისაღების შესაძლებლობა.

 

პირადობის მოწმობაზეელექტრონული მატარებლის“ [.. ჩიპის] დატანას, რომელზეც შესაძლებელია სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციის ელექტრონული გზით თავმოყრა [მაგ. ფინანსური ტრანსაქციები, ქონებრივი მდგომარეობა, სამსახურებრივი ურთიერთობა, გადაადგილების მარშრუტი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ..], დასავლეთის სახელმწიფოების მსგავსად, საქართველოს მოსახლეობის ნაწილიც ეწინააღმდეგება, რამეთუ მას, მისი ინტერესებისათვის საფრთხის შემცველ მოვლენად აღიქვამს.

მთელ რიგ ქვეყნებში, ასეთი პირადობის მოწმობის აღება ნებაყოფლობითია. ზოგიერთმა ქვეყანამ [დანია, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო, საბერძნეთი] საერთოთ უარი თქვა ელექტრონული პირადობის მოწმობის შემოღებაზე. დღეის მდგომარეობით აშშ-ის რამოდენიმე ათეული [29] შტატი ასევე უარს ამბობს ელექტრონული პირადობის მოწმობის ცენტრალური სისტემის დანერგვაზე.

.. ჩიპიანი ბარათის ალტერნატიული პირადობის მოწმობის აღებას შესაძლებლობა აქვთ მაგ. ავსტრიისა და შვეიცარიის მოქალაქეებს.

 

მთელი რიგი ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც - ადამიანთა დიდ ნაწილს, სამართლებრივი თვალსაზრისის პარალელურად, თავისი რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე, არ სურთ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღება. ასეთ შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული უალტერნატივო წესი, თავისთავად იწვევს ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი უფლების - რწმენის თავისუფლების შეზღუდვას.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე:

- ვითვალისწინებთ რა, რომელექტრონული მატარებლიანი“ [.. ჩიპიანი] პირადობის მოწმობათა აღების დავალდებულებით, ხელისუფლება, ერევა ადამიანის პირად ცხოვრებაში და შესაძლებლობას აძლევს საჯარო და კერძო დაწესებულებებსა თუ კონკრეტულ პირებს, ფლობდნენ მოქალაქეთა ცხოვრების ცალკეული დეტალების შემცველ ინფორმაციას; რითაც ილახება - ადამიანის პიროვნული განვითარების, ინფორმაციული თვითგამორ-კვევის და პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებები,

მიგვაჩნია, რომ აუცილებელია - შემოღებული იქნეს კანონით განსაზღვრული უფლება, რათა საქართველოს მოსახლეობას, სურვილის შემთხვევაში შეეძლოს:

.. ალტერნატიულიპირადობის [ბინადრობის] მოწმობისაღება, რომელსაც ექნება - „პირადობის [ბინადრობის] ელექტრონული მოწმობისათვისგანსაზღვრული ყველა მახასიათებელი, გარდა - „ელექტრონული მატარებლისა“.

 

პროექტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება № 13

2018 წლის ნოემბერი

. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტთან

სათათბირო ორგანოს

„პრეზიდენტის ეკონომიკური საბჭო“-ს

დაარსების შესახებ

 

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს ქვეყანასთან საერთო ისტორიული წარსულის, ან „საქართველოს საპატიო მოქალაქეობის“ მქონე ყველა იმ პირს, ვისაც, ეკონომიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე, სურვილი აქვს თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობისათვის საჭირო პირობების შექმნასა და დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებაში, უნდა მიეცეს ამ სურვილის რეალიზების შესაძლებლობა,

საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ვაცხადებ:

1. საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტთან შეიქმნას სათათბირო ორგანო: „პრეზიდენტის - ეკონომიკური საბჭო“;

2. საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის სათათბირო ორგანო: „პრეზიდენტის - ეკონომიკური საბჭო“-ს სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

3. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

მიხეილ სალუაშვილი

 

 

პროექტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება № 14

2018 წლის ნოემბერი

. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტთან

სათათბირო ორგანოს

„პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭო“-ს

დაარსების შესახებ

 

ქვეყანაში მომქმედ პოლიტიკურ ძალებს შორის ეფექტური ურთიერთ თანამშრომლობისათვის საჭირო სამართლებრივი მექანიზმის შემუშავების აუცილებლობიდან გამომდინარე:

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატისთვის აუცილებელია მოიძებნოს, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი ჩართვის ეფექტური მექანიზმი, რათა საქართველოს პრეზიდენტმა, მათთან, როგორც საქართველოს ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილის ინტერესების გამომხატველ პირებთან ერთად, გაინაწილოს პასუხისმგებლობა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ საჭიროა გამოიკვეთოს სახელმწიფოებრივი სტრუქტურა სადაც მშვიდობიანი ხერხებითა და მეთოდებით უნდა გადაწყდეს, ქვეყნის განვითარების ხაზთან მიმართებით წამოჭრილი, პოლიტიკურ ძალთა შორის მოსალოდნელი ყოველგვარი უთანხმოებანი

საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ვაცხადებ:

1. საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტთან შეიქმნას სათათბირო ორგანო: „პრეზიდენტის - მრჩეველთა საბჭო“.

2. საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის სათათბირო ორგანო: „პრეზიდენტის - მრჩეველთა საბჭო“-ს სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

3. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

 

მიხეილ სალუაშვილი

 

 

 

პროექტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება № 15

2018 წლის ნოემბერი

. თბილისი

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული:

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე კომისიის

შექმნისესახებ

ვეყრდნობი რა 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულ ნებას, საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად:

1. შეიქმნას: პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე კომისია“;

2. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე კომისიის“ სტრუქტურა და სამუშაო დებულება დამტკიცებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულებით.

3. ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

მიხეილ სალუაშვილი

 

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მომუშავე კომისიის

შექმნის საკითხისათვის

მიგვაჩნია რა, რომ საარჩევნო პროცესის სტაბილურობის მიზნით აუცილებელია - საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ გაერთიანებებსა თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის მოინახოს ეფექტური ურთიერთ თანამშრომ-ლობისათვის საჭირო სამართლებრივი მექანიზმი, გამოვდივართ წინადადებით, ახალი სტრუქტურული ერთეულის - „საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუ-შავე კომისიის“ შექმნასთან დაკავშირებით.

აღნიშნული კომისიის მთავარი მიზანი იქნება, შექმნას საფუძველი, რათა საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი სავარაუდო ცვლილებების პროექტის მომზადებისა და განხილვის პროცესში, უზრუნველყოს ქვეყანაში მომქმედი არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების ფართო წრეების ჩაბმა.

შესაბამისად, კომისია უნდა შედგებოდეს:

ერთის მხრივ - საქართველოში ჩატარებულ - ბოლო [საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის] არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისა, და

მეორეს მხრივ - საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების თითო წარმომადგენლისაგან.

კომისიის ძირითად ამოცანად უნდა განისაზღვროს - საარჩევნო პროცესის სტაბილურობის მიზნით, მაქსიმუმ მორიგი არჩევნების ჩატარების წინა წლის საშემოდგომო საპარლამენტო სესიისათვის, საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების ამსახველი კანონპროექტის წარდგენის უზრუნველყოფა; რათა მორიგი არჩევნების ჩატარებამდე მინიმუმ - ერთი წლით ადრე მოხდეს „საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვული წესების დადგენა.

 

 

საარჩევნო პროცესის

ახლებური წესით დაფინანსების საკითხისათვის

„პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებულ: საარჩევნო გარემოს გაუმჯობე-სებაზე მომუშავე კომისიისათვის“, განსახილველად წარსადგენ საკითხთა შორის იქნება, ჩვენს მიერ მომზადებული:

საარჩევნო სუბიექტების დაფინანსების სრულიად ახალი, და თანაბარი წინასაარჩევნო პირობების უზრუნვე-ყოფის მექანიზმი.

 

მ. სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერი პოლიტიკური გუნდის მიერ საკანონმდებლო სივრცეში დამკვიდრებული ე.წ. „დაკანონებული ყაჩაღობა“, ხელს უწყობს, პოლიტიკური გაერთიანებების მიერ სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების მითვისებასა და გაფლანგვას.

 

კვალიფიციური პარტიის სტატუსს ამოფარებული პარტიები, სხვადასხვა გზებით ცდილობენ თავისთვის დამატებითი სახელმწიფო დაფინანსების მოპოვებას. კერძოდ:

დღეს მოქმედი, ე.წ. „დაკანონებული ყაჩაღობის“, საკანონმდებლო ნორმის თანახმად - საარჩევნო ბლოკის მიერ, დაწესებული საარჩევნო ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტია, ე.წ. „კვალიფიციური პარტიის“ სტატუსს იძენს.

ზოგადად, პარტიების მიერ საარჩევ-ნო ბლოკის შექმნა - დაწესებული საარჩევნო ბარიერის ერთობლივი ძალის-ხმევით გადალახვის მიზნით ხდება.

ასეთ შემთხვევაში, ამ გზით მიღებული სადეპუტატო მანდატების განაწილების მექანიზმი, ბლოკში შემავალი პარტიების მიერ წარდგენილ ერთიან პარტიულ სიაში ჰპოვებს ხოლმე ასახვას, რომელშიც ყველა პარტია თავისი გავლენის შესაბამისი კანდიდატთა რაოდენობითა და რიგითი ნომრებითაა წარმოდგენილი.

პოლიტიკური გარიგების [ვაჭრობის] შემთხვევაში, დაწესებული საარჩევნო ბარიერის გადალახვაში დარწმუნებული ე.წ. „ძლიერი“ პარტია, დამატებითი სა-ბიუჯეტო დაფინანსების მოპოვების მიზნით - საარჩევნო ბლოკს ქმნის მისსავე სატელიტ ე.წ. „სუსტ“ პარტიასთან. ამ დროს ე.წ. ბლოკის პარტიული სია, როგორც წესი მხოლოდ ერთი, ანუ ე.წ. „ძლიერი“ პარტიის წევრებით კომ-პლექტდება.

ხსენებული მიზნით შექმნილი საარჩევნო ბლოკის მიერ საარჩევნო ბარიერის გადალახვის შემდეგ, კვალიფიციურობის სტატუსისა, და შესაბამისად საბიუჯეტო დაფინანსების მიმღები ე.წ. „სუსტი“ პოლიტიკური პარტიის ფინანსურ რესურსს, ფაქტიურად განკარგავს ე.წ. „ძლიერი“ პარტია.

აი ასეთია პარტიული კორუფციის კლასიკური მაგალითი.

 

საუბრის გაგრძელებამდე, შემოგთავაზებთ - სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსების ოდენობის თაობაზე, ცესკო-ს ელ. გვერდზე გამოქვეყნებული სტატის-ტიკური მონაცემების ანალიზს.

 

10 წლის [2008 – 2017 წ.წ.] მანძილზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება მიიღო - 31 პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

წლების მიხედვით დალაგებული მონაცემები ასეთია:

- 2008 წელს: 13 პარტიისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილმა ხარჯმა - 4 143 921 ლარი შეადგინა;

[აქედან - პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 1 853 685 ლარი მიიღო];

- 2009 წელს: 14 პარტიამ ჯამურად 4 202 110 ლარი მიიღო;

[აქედან - პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 1 827 186 ლარი მიიღო];

- 2010 წელს 17 პარტიამ ჯამურად 7 025 676 ლარი მიიღო;

[აქედან - პ/გ „ერთიანმა ნაციონლურმა მოძრაობამ“ – 2 093 203 ლარი მიიღო];

- 2011 წელს: 17 პარტიამ ჯამურად 5 897 914 ლარი მიიღო;

[აქედან - პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 1 950 968 ლარი მიიღო];

 

ჯამში: 2008 – 2011 წ.წ., სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიებისთვის დახარჯული - 21 269 621 ლარიდან, მხოლოდ - პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 7 725 042 ლარი მიიღო, ანუ მთელი თანხის - 36,32%.

 

2012 წელს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა საარჩევნო ბლოკი - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, სადაც გაერთიანებული იყო: 1. „ქართული ოცნება“, 2. „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, 3. საქართველოს კონსერვა-ტიული პარტია“. 4. „თავისუფალი დემოკრატები“, 5. „ეროვნული ფორუმი“ და 6. „ხალხის პარტია“.

 

- 2012 წელს: 18 პარტიამ ჯამურად - 6 107 853 ლარი მიიღო;

[აქედან - პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 1 967 074 ლარი; ხოლო საარჩევნო ბლოკმა - „ქართულმა ოცნებამ“ – 90 337 ლარი];

- 2013 წელს: 14 პარტიამ ჯამურად - 7 633 462 ლარი მიიღო;

[აქედან - პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 2 321 528 ლარი; ხოლო ს/ბ - „ქართულმა ოცნებამ“ – 2 838 138 ლარი];

- 2014 წელს: 18 პარტიამ ჯამურად - 11 977 294 ლარი მიიღო;

[აქედან - პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 2 743 264 ლარი; მასთან საარჩევნო ბლოკში მყოფმა „საქართველოს ქრისტიან კონსერვატიულმა პარტიამ“ – 715 131 ლარი, ანუ ჯამში - 3 458 396 ლარი; ხოლო ს/ბ - „ქართულმა ოცნებამ“ – 3 953 743 ლარი];

- 2015 წელს: 11 პარტიამ ჯამურად - 10 651 648 ლარი მიიღო;

[აქედან - პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 2 649 280 ლარი; მასთან საარჩევნო ბლოკში მყოფმა „საქართველოს ქრისტიან კონსერვატიულმა პარტიამ“ – 835 416 ლარი, ანუ ჯამში - 3 484 696 ლარი; ხოლო ს/ბ - „ქართულმა ოცნებამ“ – 3 729 160 ლარი];

- 2016 წელს: 20 პარტიამ ჯამურად - 10 872 898 ლარი მიიღო;

[აქედან - პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 2 526 396 ლარი; მასთან საარჩევნო ბლოკში მყოფმა „საქართველოს ქრისტიან კონსერვატიულმა პარტიამ“ – 835 417 ლარი, ანუ ჯამში - 3 361 813 ლარი; ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ – 1 029 798, მასთან პარტიულ სიაში შემავალმა „საქართველოს კონსერვატიულმა პარტიამ“ კი - 674 000 ლარი, ანუ ჯამში - 1 703 798 ლარი];

- 2017 წელს: 22 პარტიამ ჯამურად - 11 913 744 ლარი მიიღო;

[აქედან - პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 1 167 996 ლარი; მასთან საარჩევნო ბლოკში მყოფმა „საქართველოს ქრისტიან კონსერვატიულმა პარტიამ“ – 736 229ლარი, ანუ ჯამში - 1 904 225 ლარი; ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ – 2 433 005 ლარი];

 

ჯამში: 2012 – 2017 წ.წ., სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიებისთვის დაიხარჯა - 59 156 899 ლარი. აქედან

- „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 16 487 731 ლარი; ხოლო

- „ქართულმა ოცნებამ“ – 14 748 181 ლარი მიიღეს.

 

მთლიანობაში - 10 წლის მან-ძილზე საერთო ხარჯმა შეადგინა - 80 426 529 ლარი. აქედან

- „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 24 212 773 ლარი; ხოლო

- „ქართულმა ოცნებამ“ - 14 748 181 ლარი მიიღეს;

რამაც, ჯამში - 38 960 954 ლარი, ანუ მთელი თანხის - 48,44 % შეადგინა.

 

ამის გარდა, არჩევნებში მონაწილე ე.წ. კვალიფიციურ პარტიებს - საარჩევნო კომისიებში წარმომადგენელთა და სატელევიზიო რეკლამის დასაფინანსებლად, აგრეთვე ე.წ. „საარჩევნო ფონდიდან“, წლების მიხედვით, ჯამურად გამოეყოთ:

- 2012 წელს: 13 პარტიას - 5 480 904 ლარი;

[აქედან - პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 1 832 020 ლარი; ხოლო საარჩევნო ბლოკმა - „ქართულმა ოცნებამ“ – 1 331 740 ლარი მიიღეს];

- 2013 წელს: 13 პარტიას - 4 219 621 ლარი;

[აქედან - პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 962 130 ლარი; ხოლო საარჩევნო ბლოკმა - „ქართულმა ოცნებამ“ – 487 371 ლარი მიიღეს];

- 2014 წელს: 13 პარტიას - 6 834 697 ლარი;

[აქედან - პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 1 600 150 ლარი; ხოლო საარჩევნო ბლოკმა „ქართულმა ოცნებამ“ – 1 885 582 ლარი მიიღეს];

- 2015 წელს: 13 პარტიას - 26 200 ლარი;

[აქედან - პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 840 ლარი; ხოლო საარჩევნო ბლოკმა - „ქართულმა ოცნებამ“ – 16 000 ლარი მიიღეს];

- 2016 წელს: 13 პარტიას - 8 259 657 ლარი;

[აქედან - პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 1 869 654 ლარი; ხოლო საარჩევნო ბლოკმა - „ქართულმა ოცნებამ“ – 1 716 839 ლარი მიიღეს];

- 2017 წელს: 15 პარტიას - 9 385 610 ლარი;

[აქედან - პ/გ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 1 380 283 ლარი; ხოლო საარჩევნო ბლოკმა - „ქართულმა ოცნებამ“ – 1 503 571 ლარი მიიღეს];

 

მთლიანობაში - 5 წლის მანძილზე საერთო ხარჯმა შეადგინა - 34 206 689 ლარი. აქედან

- „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 7 645 077 ლარი; ხოლო

- „ქართულმა ოცნებამ“ – 6 941 103 ლარი მიიღეს;

რამაც, ჯამში - 14 586 180 ლარი, ანუ მთელი თანხის - 42,64 % შეადგინა.

 

ამდენად, ცესკოს გვერდზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, ბოლო 10 წლის მანძილზე [2008 წლიდან ვიდრე 2017 წლის ჩათვლით], სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 31 პოლიტიკური პარტიის დაფინანსებისათვის სულ გამოყოფილი იქნა - 114 533 109 ლარი [ანუ წელიწადში, საშუალოდ - 11 453 310.9 ლარი].

აქედან:

- „ქართულმა ოცნებამ“ – 21 689 284 ლარი; ხოლო

- „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 24 132 808 ლარი მიიღეს.

რამაც, ჯამში - 45 822 092 ლარი, ანუ მთელი თანხის - 40,01 % შეადგინა.

 

ჩვენი აზრით: ერთის მხრივ - სახელმწიფო ბიუჯეტის ყაირათიანი ხარვისა, და მეორეს მხრივ - ჯანსაღი კონკურენციის ძირეული პრინციპის მოთხოვ-ნებიდან გამომდინარე,

უარი უნდა ითქვას პოლიტიკური გაერთიანებების სახელმწიფო ბიუჯეტიდან და-ფინანსების მანკიერ პრაქტიკაზე.

პოლიტიკურ ასპარეზზე უნდა მოქმედებდნენ მხოლოდ ქვეყნის მოსახლეობის რეალური მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური გაერთიანებები.

შესაბამისად, მათი დაფინანსებაც უნდა ხდებოდეს, მხოლოდ, პოლიტიკური გაერთიანებების მიერ შემუშავებული ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების კონკრეტული პროგრამის მხარდაჭერის მიზნით. მოსახლეობის მხრიდან გაღებული მატერიალური [საწევრო, შემოწირულობა], თუ არამატერიალური სახსრების მეშვეობით.

 

მიზეზთა გამო, პოლიტიკური გაერთიანებები სხვადასხვა ადამიანური და ფინანსური რესურსის მატარებლები არიან. არჩევნებიდან არჩევნებამდე დროის პერიოდში, ისინი თვითდამკვიდრების პროცესს სწორედ მათ ხელთ არსებული რესურსის კანონიერად გამოყენების მიხედვით წარმართავენ. შესაბამისად, ესა თუ ის პოლიტიკური გაერთიანება წინასაარჩევნო პროცესს განსხვავებული საწყისი პირობებით ხვდება.

თავის მხრივ საარჩევნო კოდექსი უნდა უზრუნველყოფდეს, არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური გაერთიანებისათვის მაქსიმალურად თანაბარი პირობების შექმნას. კერძოდ:

ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი უნდა იქნეს თანაბარი ოდენობის უფასო საეთერო სარეკლამო დრო; და

ყველა საარჩევნო სუბიექტი, წინასაარ-ჩევნო პერიოდში უფლებამოსილი უნდა იყოს დახარჯოს, მხოლოდ თანაბარი ოდენო-ბის ფულადი რესურსი.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საარჩევნო კოდექსის - 56-ე მუხლი „საარჩევნო კამპანიის ფონდის დაფინანსება საქართველოს სახელ-მწიფო ბიუჯეტიდან“, სრულიად ახლებური ში-ნაარსით უნდა ჩამოყალიბდეს. კერძოდ:

თანაბარი პირობების მქონე წინასარჩევნო გარემოს შექმნის მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტში, შესაბამისი არჩევნებისათვის, ერთჯერადად, გამოყოფილი უნდა იქნეს წინასწარ დადგენილი კონკრეტული ფულადი რესურსი, ჩვენი შემოთავაზებით - ხუთი მილიონის ოდენობის ფულადი თანხა.

ხსენებული ხუთი მილიონი თანაბრად გადანაწილდება - შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებულ საარჩევნო სუბიექტებზე, და ჩაირიცხება მათ საარჩევნო ფონდში.

შემოთავაზებულ ცვლილებათა მიხედვით, საარჩევნო ბიულეტენში შესატანი საარჩევნო სუბიექტების ოდენობის საბოლოო დადგენის დროიდან, ყველა მონაწილე პოლიტიკურ გაერთიანებას უფლება უნდა ჰქონდეს დახარჯოს მხოლოდ სახელმწიფოს მიერ [ბიუჯეტიდან] მათ საარჩევნო ფონდში ჩარიცხული ფინანსური რესურსი.

[მაგ. შეიძინონ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განსათავსებლად საჭირო საეთერო დრო და სხვა].

 

საარჩევნო პროცესის წარმართვის შემოთავაზებული ახლებური რეგულაცია:

ერთის მხრივ მკვეთრად შეამცირებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პოლიტიკური გაერთიანებებისათვის გათვალისწინებულ დანახარჯს; და

მეორეს მხრივ

1. შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებულ საარჩევნო სუბიექტებისათვის, პოლიტიკური რეკლამის განსათავსებლად თანაბრად გამოყოფილი უფასო საეთერო დრო;

2. შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებული საარჩევნო სუბიექტებისთვის, წინასაარჩევნო პერიოდში მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანაბარი ოდენობის ფულადი სახსრების ხარჯვის უფლების განსაზღვრა,

მაქსიმალურად უზრუნველყოფს ყველა საარჩევნო სუბიექტის მიერ თავისი სათქმელის ამომრჩევლამდე მიტანისათვის თანაბარ პირობებს, რაც, თავის მხრივ, საქართველოს მოსახლეობას გაუადვილებს მართებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას.

 

 

დასასრულის მაგიერ

 

საქართველოს გაბრწყინებისა და საკუთარი სულის გადარჩებაზე მაფიქრალო

ღვთისმშობლის წილხვედრი

ქვეყნის მოქალაქენო!

 

ზემოთ წარმოდგენილი ბრძანებულებებით განსაზღვრული საკითხების გარდა, საპრეზიდენტო გუნდის მიერ გამოკვეთილი და საკანონმდებლო დო-ნეზე დამუშავებულია, ქვეყნის წინაშე მდგარი არაერთი პრობლემატური თემატიკა. მათ შორისაა:

- საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, უცხო ქვეყნის მიერ თავსმოხვეული, ქვეყნის ძირძველი ტერიტორიისთვის, გეოგრაფიულ სახელწოდებად - „სამხრეთ ოსეთის” ნაცვლად - „ჩრდილო ქართლის~ დამკვიდრება;

- აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის წინაშე მდგარი მიმდინარე საკითხების უკეთ მოგვარების მიზნით, აფხაზეთის დევნილი სახელისუფლო სტრუქტურის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული წინადადებები;

- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების საკითხი;

- ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის გასატარებელი წინადადებები;

- საქართველოს მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის დარეგულირებაზე ორიენტირებული: „მთაში განსახლების ფონდის“ შექმნის საკითხი;

- საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონში გასატარებელი ცვლილებები;

- საქართველოს მოქალაქეთა მიერ რეფერენდუმის გზით საკუთარი ნების გამოხატვის უმთავრესი უფლების სათანადოდ გამოყენების მექანიზმის დახვეწა;

- საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველოს ორგანოთა არჩევნებში საქართველოს მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობისა და მათი უფლება-მოვალეობების საკითხთა მოგვარებაზე ორიენტირებული, საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პაკეტი; და სხვა.

დასასრულს, გვინდა შეგახსენოთ, რომ - თითოეული ჩვენთაგანის სულის ხსნა ჩვენს მიერ გაკეთებულ არჩევანზეა დამოკიდებული. ამიტომ, ვისაც გსურთ საქართველოს გაბრწყინებისაკენ სავალ გზაზე სიარული, გთხოვთ:

- შესაბამისად გაიაზრეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული საპრეზიდენტო საარჩევნო პროგრამის თითოეული საკითხი, და მოწონების შემთხვევაში, მოგვეცით უფლება რეალობად ვაქციოთ იგი.. მაშ, ვისაც ყური აქვს ისმინოს:

ჩვენი მიზანია - მოვიდეთ და გითხრათ; არჩევანი - თქვენზეა!

ღმერთმა მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი...

დე, ღმერთი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისა და თითოეული ჩვენთაგანის შემწე, ზემოთქმული მიზნის მიღწევის გზაზე!.. ამენ!

მიხეილ სალუაშვილი