28-ის მისტერია, ანუ 2018 წ. არჩევნები
2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების
პირველი ტურის შეჯამება,
ანუ 28-ის მისტერია
1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებულ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნებში, ზვიად გამსახურდიასთავმჯდომარეობით მოქმედი საარჩევნო ბლოკის: „მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველოს“ გამარჯვებიდან 28-ე წელს,კერძოდ 2018 წელს, კვლავ 28 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე გვინდა მოგახსენოთ შემდეგი:
- საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2018 წლის 1 აგვისტოს გამოცემული სამართლებრივი აქტით საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს დაინიშნა.
- 2 აგვისტოს ცესკოში გაკეთებული განაცხადის საფუძველზე გადმოგვეცა მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებისათვის საჭირო სპეციალური ბლანკი.
- 3 აგვისტოდან დავიწყეთ მხარდამჭერთა ხელმოწერებისათვის საჭირო ღონისძიებების ორგანიზება;
- არჩევნების დანიშვნიდან 28-ე დღეს - 28 აგვისტოს ცესკოში ჩავაბარეთ ნხარდამჭერთა ხელმოწერების გამზადებული ბლანკები;
- ჩვენს მიერ ბლანკების აღებიდან 28-ე დღეს - 29 აგვისტოს, ცესკოში ჩატარდა ჩაბარებული მხარდამჭერთა ხელმოწერების შემოწმება;
- მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვების დაწყებიდან 28-ე დღეს - 30 აგვისტოს, ცესკოს თავმჯდომარის მიერ მიღებული განკარგულებით მოხდა, ჩვენი პარტიის სახელით წარდგენილი - მიხეილ სალუაშვილის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირება.
- საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი სარეგისტრაციო ნომერი 28 გახლდათ.
28-ის მისტერიულ არსთან დაკავშირებით, გვინდა შეგახსენოთ, რომ 40 ასო-ნიშნიანი ქართული ანბანის 28-ე ასო-ნიშანია: „ჩინ“-ი, რომელიც კოდირებულად - „გამოჩენაზე“ გვითითებს.
ჩვენს მიერ არჩევნებში ჩაბმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან, ანუ 2011 წლიდან მოყოლებული - 2013, 2014, 2016 და 2017 წლებში ჩატარებულ არჩევნებს შორის, 2018 წელს, ჩვენი მონაწილეობით ჩატარებულ მე-5 არჩევნებში, ყველაზე უკეთესი შედეგი ვაჩვენეთ. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ:
ისევე როგორც ადრე, 2018 წლის არჩევნებშიც, ჩვენ, წინასაარჩევნო ეგიდის ფარგლებში, მოსახლეობასთან არ გაგვიმართავს არცერთი შეხვედრა, და მათთან მიმართებაში მხოლოდ, უფასო საეთერო დროის ფარგლებში გვიწევდა საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
2018 წლის არჩევნებიც, ფინანსური რესურსების არ არსებობის გამო - ნულოვანი ხარჯით დავამთავრეთ [იხ.სახელმწიფო აუდიტისადმი წარდგენილი ფინანსური დეკლარაცია];
მიმდინარე არჩევნებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოყოფილი უფასო საეთერო დროისა და სარეკლამო რგოლის გაშვების პირობებში,
28-ის, იგივე „ჩინ“-ის, ანუ „გამოჩინების“ მისტერიის „კვალდაკვალ“ - ყველაზე უკეთ შევძელით, საქართველოს სულიერ მისიასთან დაკავშირებული ჩვენი მთავარი სათქმელის გაჟღერება.