მე-12 ადგილი, ანუ 2018 არჩევნები
2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების
პირველი ტურის შედეგების სტატისტიკური მაჩვენებელი
ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2018 წ. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დარეგისტრირებული - 3 504 082 ამომრჩევლიდან, მონაწილეობა მიიღო - 1 637 956 ამომრჩეველმა, ანუ - 46,74%-მა.
ყველაზე დიდი აქტივობა დაფიქსირდა - ქედაში, სადაც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, ამ ოლქში დაფიქსირებული ამომრჩევლის - 64,74%-მა [10 143]. ამ საარჩევნო ოლქში ჩვენ ვაჩვენეთ მე-8 შედეგი.
ყველაზე ნაკლები ამომრჩეველი მივიდა მარნეულის საარჩევნო ოლქში - 36.47% [36 173], ამ საარჩევნო ოლქში ჩვენ ვაჩვენეთმე-6 შედეგი.
საქართველოს მასშტაბით, ჩვენს მიერ მიღებული ხმების რაოდენობა -2 970 [0.19%] არჩევნებში მონაწილე 25 საპრეზიდენტო კანდიდატს შორის მე-12 მაჩვენებელია.
მთლიანობაში, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე 25 კანდიდატის მიერ, პირველ ტურში დაფიქსირებული შედეგების მიხედვით, ასეთი სურათია:
1. N48. სალომე ზურაბიშვილი [დამოუკიდებელი] 615 660 (38.64 %);
2. N5. გრიგოლ ვაშაძე [ერთიანი ნაციონალური მოძრაობა] 601 208 (37.74 %);
3. N2. დავით ბაქრაძე [ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის] 174 842 (10.97 %);
4. N10. შალვა ნათელაშვილი [საქართველოს ლეიბორისტული პარტია] 59 649 (3.74 %);
5. N25. დავით უსუფაშვილი [თავისუფალი დემოკრატები] 36 026 (2.26 %);
6. N36. ზურაბ ჯაფარიძე [გირჩი] 36 023 (2.26 %);
7. N21. კახა კუკავა [თავისუფალი საქართველო] 21 182 (1.33 %);
8. N51. გიორგი ანდრიაძე [დამოუკიდებელი] 13 127 (0.82 %);
9. N65. თეიმურაზ შაშიაშვილი [დამოუკიდებელი] 9 482 (0.6 %);
10. N31. თამარ ცხორაგაული [თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა] 4 004 (0.25%);
11. N49. ბესარიონ თედიაშვილი [დამოუკიდებელი] 3 713 (0.23 %);
12. N28. მიხეილ სალუაშვილი [სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე] 2970 (0.19 %);
13. N40. ლევანი ჩხეიძე [ახალი ქრისტიან-დემოკრატები] 2 895 (0.18 %);
14. N18. აკაკი ასათიანი [ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი] 1 994 (0.13 %);
15. N4. ვახტანგ გაბუნია [ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა] 1 958 (0.12 %);
16. N35. გელა ხუციშვილი [საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა] 1 623 (0.1 %);
17. N58. კახაბერ ჭიჭინაძე [დამოუკიდებელი] 1 417 (0.09 %);
18. N1. მიხეილ ანთაძე [მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის] 1 074 (0.07 %);
19. N17. გიორგი ლილუაშვილი [საქართველო] 892 (0.06 %);
20. N13. ზვიად მეხატიშვილი [საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია] 711 (0.04 %);
21. N22. ოთარ მეუნარგია [მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს] 664 (0.04 %);
22. N62. ვლადიმერ ნონიკაშვილი [დამოუკიდებელი] 633 (0.04 %);
23. N23. ირაკლი გორგაძე [მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის] 531 (0.03 %);
24. N27. ზვიადი ბაღდავაძე [სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო] 477 (0.03%);
25. N30. ზვიად იაშვილი [ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ] 444 (0.03 %).