Print

საარჩევნო პროგრამა - 2019

საარჩევნო პროგრამა:

„გაბრწყინებული საქართველოსთვის“

ანუ მას - ვისაც სწამს

საქართველოს სულიერი მისიის

 

შ ი ნ ა ა რ ს ი  

წინათქმა .......................................................................................... ............................................. 2

საარჩევნო პროგრამის - პოლიტიკური ნაწილი:

„ქვეყნის პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებისათვის საჭირო

სამართლებრივი საფუძვლები“ ............................................................................................... 5

დარღვეული სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა

სათავიდან უნდა დავიწყოთ .................................................................................................. 11

1992-2012 წ.წ. მოქმედი რეჟიმების შეფასება ..... ................................................................. 14

საქართველოს დაზარალებულ მეანაბრეთა საკითხის დარეგულირების მექანიზმი ............... 19

იპოთეკით დაზარალებულთა საკითხის დარეგულირების საკითხისათვის ........................... 21

ალტერნატიული პირადობის მოწმობის შემოღების საკითხისათვის ....................................... 23

საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში საერო და

საეკლესიო ცხოვრების მთლიანობის უზრუნველყოფის საკითხისათვის .................... 25

„საქართველო“ - „Saqartvelo“, და: „ქართველი“ - „Qartveli“ ............................................... 31

საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები

ქართული წარმომავლობის პირებისათვის საქართველოს საპატიო

მოქალაქეობის მინიჭების შესახებ......................................................................................... 36

საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის

გამოცხადების საკითხისათვის .............................................................................................. 36

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია

კავკასია - მშვიდობის სახლი .................................................................................................. 42

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური

ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ი .......................... 44

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ................................ 47

მოსწავლისა და მშობლის კანონი, ანუ სასკოლო ასაკის შვილის მყოლი

დედისათვის შეღავათების დაწესების ახალი მექანიზმი ................................................ 49

ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების არსი ................................................................ 50

„საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და

დემოგრაფიული პრობლემების დარეგულირებისათვის -

„განსახლების ფონდი“-ს შექმნის თაობაზე“ ....................................................................... 52

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტი:

„ეროვნული თანხმობის დარბაზი ............................................................................................ 53

„აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოსა და

მთავრობის“ შექმნასთან დაკავშირებით ............................................................................. 55

ყოფილი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“-ს ტერიტორიისათვის

„ჩრდილო ქართლი [ცხინვალის ოლქი]“-ს სახელის მინიჭების შესახებ“ .................... 57

საარჩევნო პროცესის ახლებური წესით დაფინანსების საკითხისათვის ..................... 59

მიხეილ სალუაშვილის ბიოგრაფია ...................................................................................... 61

 

 

წინათქმა

ვთავაზობთ:

- უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით მოსვლისწინა

ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელ ნიშნებს;

- მაცხოვრის გაცხადებამდელ დროში

ქვეყნის პოლიტიკურ-სამართლებრივი სფეროს

მოწესრიგების მექანიზმს.

არჩევანი თქვენზეა!..

 

თანამოაზრეებთან ერთად:

ერთის მხრივ: 1992 წ. 10 იანვარს, პარტიის: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი - ხმა ერისა“-ს დაფუძნებისა;

და

მეორეს მხრივ: 1996-1997 წლების გასაყარზე: საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი „ლაზარეს ინსტიტუტის“ დაარსების შემდგომად,

ჩვენს სამოქმედო არეალად გამოიკვეთა: საქართველოს სულიერი მისიისა, და პოლიტიკური საქმიანობის საკითხებთან დაკავშირე-ბული თემატიკის კვლევა.

 

ზემოთ ხსენებული ამ ორი ორგანიზაციის გაერთიანების შემდგომად, 2011 წ. 23 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დარეგისტრირდა ჩვენი პარტიის სახელდების ცვლილება, რომელიც ასე განისაზღვრა:

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე“.

 

საარჩევნო პროცესებში აქტიური ჩართვის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანი გახდა, როგორც:

- ისტორიული სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის აღდგენა-დამკვიდრება; ასევე:

- საქართველოს სულიერი მისიის ასრულების, ანუ მეორედ დიდებით მომავალი უფალი იესუ ქრისტეს საყოველთაო გაცხადებისწინარე დროის: ბოლო ჟამის დადგომის თაობაზე, ბიბლიაში არსებული წინასწარნაუწყები ნიშნების აცხადების, ანუ `საქართველოს გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტის მიმდინარეობის დადასტურება.

 

სხვადასხვა წინასწარმეტყველებითი სწავლების მიხედვით ვიცით, რომ უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით მოსვლის წინ - საქართველო უნდა გაბრწყინდეს. ლასკარულ ცნობიერებაზე დაყრდნობით, უნდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნულის კოდირებული არსი - ფარულად, ანუ სულიერ ასპექტში მიმდინარე პროცესს გულისმობს, რომლის ასრულებისეულ ეტაპზეც ამჟამად ვიმყოფებით...

ჩვენს დღევანდელობაში მოსახდენი [მომხდარი] ყველა პროცესი ზუსტად იმ თანამიმდევრობით წარიმართება [ასრულდება], როგორც ეს უდროობაში განიჭვრიტა და საუკუნეების მიღმა დაიწერა კიდეც.

 

ისევე როგორც აქამდე, ამჟამადაც არჩევნებში ჩვენი მონაწილეობა ერთადერთ მიზანს ემსახურება - საარჩევნო ტრიბუნის გამოყენებით მოსახლეობას ვაუწყოთ იმ დრო-ჟამის დადგომა, რომელსაც სამოთხიდან გამოძევებული ადამის მოდგმის გაცნო-ბიერებული ნაწილი ელოდება.

 

2018 წ. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება - დოკუმენტური ფილმის გადაღების თაობაზე, რომელშიც - ბოლო ჟამის თაობაზე ჩვენი მრავალწლიანი კვლევის შედეგები იქნებოდა ასახული.

ფილმის სახელდებად - „სახარებაი ესე სასუფეველისაი“ შეირჩა;

2018-2019 წ.წ. მომზადდა და ინტერნეტ სივრცეში აიტვირთა:

- 41 წმ-ის ხანგრძლივობის ე.წ. სარეკლამო რგოლი;

- ფილმის სამი პირობითი ვარიანტი. კერძოდ:

ფილმის პირველ ვარიანტში, მომზადებული მასალის მაყურებლისათვის ადვილად აღქმის მიზნით, ფილმი, სხვადასხვა ქრონომეტრაჟის მქონე - 14 სერიად დაიყო [საერთო ხანგრძლივობა: 2 სთ 44 წთ. და 08 წმ];

 

ფილმის მეორე ვარიანტი შედგება თემატიკისდა მიხედვით დალაგებული სამი ნაწილისაგან. ესენია:

პირველ ნაწილში, სახელდებით: „ჟამი საიდუმლოს გაცხადებისა“, - გაერთიანებულია ფილმის 1-5 სერია [ხანგრძლივობა: 47 წთ და 52 წმ.]; სადაც:

გაეცნობით განკაცებული მაცხოვრის - უფალ იესუ ქრისტეს პირველი და მეორედ მოსვლის; „განკითხვის დღისა"; და „პირველი“ და „მეორე“ სიკვდილის მთავარ არსთან დაკავშირებულ საკითხებს;

განვიხილავთ: მესიის მოსვლის დროსთან მიმართებაში ბიბლიურ სწავლებას „ბოლო ჟამისა“ და რეინკარნაციის მთავარი არსის თაობაზე;

ვსაუბრობთ: ბოლო ჟამის შეცნობის თემატიკით დაკავებულ მსოფლიო ხალხებს შორის ქართველი ერისა და ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს როლის თაობაზე;

ვცდილობთ ვუპასუხოთ კითხვას: რაში მდგომარეობს საქართველოს სულიერი მისია.

 

მეორე ნაწილში, სახელდებით: „საქართველო და რუსეთის იმპერიის ორი ბოლო წარმონაქმნი: სსრკ და დსთ“, სადაც გავაერთიანეთ ფილმის მე-6 და მე-7 სერიები [ხანგრძლივობა: 28 წთ და 57 წმ]; რომლებშიც წარმოდგენილია ბიბლიაში დაფიქსირებული იმ რეგიონის [აქ - რუსეთის იმპერიის] შესაცნობ ნიშანთა ერთობლიობა, რომელთანაც მეტ-ნაკლები შემხებლობა აქვს იმ ქვეყანას [აქ - საქართველოს], სადაც ბოლო ჟამში განსავითარებელი ძირითადი მოვლენები უნდა წარიმართოს.

 

ფილმის მესამე ნაწილში, სახელდებით „საქართველოს ბიბლი-ური ისტორიის ამსახველი ჯაჭვის რგოლები: ზ. გამსახურდია, ედ. შევარდნაძე, მ. სააკაშვილი, ბ. ივანიშვილი, გ. მარგველაშვილი, ს. ზურაბიშვილი...“, თავი მოვუყარეთ ფილმის 8-14 სერიებს [საერთო ხანგრძლივობა: 1 სთ 31 წთ და 33 წმ];

 

და ბოლოს, მომზადდა ფილმის 1 სთ და 40 წთ-ის [ანუ - 100 წუთის] ხანგრძლივობის ე.წ. „მოკლე ვერსია“ სახელდებით: „ჯაჭვის რგოლებად ასხმული საქართველოს ბიბლიური ისტორია“.

 

 

საარჩევნო პროგრამის - პოლიტიკური ნაწილი:

„ქვეყნის პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებისათვის საჭირო

სამართლებრივი საფუძვლები“

 

„მერწმუნე, რომა, გამოცდილია,

თუ საძირკველი დანგრეულია,

მაშინ კედლების აშენებისთვის

ყოველი შრომა დაკარგულია“.

გიორგი ჭალადიდელი

[1847 - 1898]

 

უფალთან მიახლების მომლოდინე ქვეყნის გონიერ ამომრჩეველს კარგად მოეხსენება, რომ, როგორც - კონკრეტული ადამიანის, ისე სახელმწიფოსთან მიმართებაში - სათანადო ჯანსაღი სულიერი საფუძვლის გარეშე, შეუძლებელია მასზე დამოკიდებული სხეულის ნორმალური ფუნქციონირება,

 

შესაბამისად, ჩვენ გთავაზობთ, უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით გაცხადებამდელ დროში, ქვეყნის მართვითი სისტემის გაჯანსაღებისათვის გადასადგმელ, იმ კონკრეტული ნაბიჯების ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების გარეშე შეუძლებელია ქვეყნის სახელმწიფოებრივი ხაზის ნორმალურად განვითარება.

აქვე გეტყვით, რომ ქვემოთ წარმოდგენილი თითოეული საკითხის თაობაზე, ჩვენს მიერ უკვე მომზადებულია, იურიდიული თვალსაზრისით გამართული და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად კენჭის საყრელად გამზადებული, შესაბამისი - საკანონმდებლო ინიციატივა.

 

ზემოთქმული საკითხები რამოდენიმე პირობით ჯგუფად გვაქვს გაერთიანებული, რომელთა თანამიმდევრობა ასეთია:

„ისტორიული სამართლიანობის აღდგენის ჯგუფში“ თავმოყრილ საკითხთა წარდგენა, 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში მომხდარი სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალების სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასების თაობაზე მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივით გვინდა დავიწყოთ.

მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწე ქართველი პოეტი, გიორგი ჭალადიდელი [ქოჩაკიძე[ ბრძანებს: „მერწმუნე, რომა, გამოცდილია, თუ საძირკველი დანგრეულია, მაშინ კედლების აშენებისთვის ყოველი შრომა დაკარგულია“-ო.

 

ალბათ ორიგინალურები ვერ ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ 28 წლის წინათ, ქვეყნის გარედან ზურგ გამაგრებული ადგილობრივი - პოლიტიკური და კრიმინალური ელემენტების ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ - ზვიად გამსახურდიას მეთაურობით მოქმედი კანონიერი ხელისუფლების დამხობას, ქვეყნის ნორმალულ სახელმწიფოებრივ განვითარებას სულიერი საფუძვლების დარღვევა მოჰყვა.

ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი - მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკურად დღემდე მოუგვარებელი საკითხების დარეგულირების გზა ხსენებული სულიერი საფუძვლის გამართვაში უნდა ვეძებოთ.

დიახ, ვიდრე არ მოხდება ზემოთქმული ანტიკონსტიტუციური ქმედებისათვის შესაბამისი სახელის განმსაზღვრელი სამართლებრივი დოკუმენტის მიღება, მანამდე ამ „დანგრეულ საძირკველზე“ დამყარებული „კედლის აშენებისათვის“ განკუთვნილი „ყოველი შრომა“ დიახაც რომ უქმად დაკარგულად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

განერიდა რა ზედმეტ სისხლისღვრას, ზვიად გამსახურდიამ და მისმა მომხრე კანონიერი ხელისუფლების ნაწილმა საქართველო 1992 წ. 6 იანვარს დატოვა.

ნორმალური სულიერი საფუძვლის გარეშე დარჩენილი ქვეყნის არასწორი განვითარება - 1992 წ. 2 იანვარს კრიმინალური შეიარაღებული ძალების მიერ ე.წ. „სამხედრო საბჭოსა“ და „დროებითი მთავრობის“ ჩამოყალიბებით დაიწყო.

მოსკოვში მოკალათებული ედ. შევარდნაძის საქართველოს დაბრუნებიდან მესამე დღეს - 1992 წ. 10 მარტს შეიქმნა ე.წ. „სახელმწიფო საბჭო“, სადაც თავი მოიყარა ანტიკონსტიტუციური სახელმწიფოებრივი გადატრიალების ყველა ძირითადმა ორგანიზატორმა.

ქვეყნის სათავეში სისხლიანი გადატრიალების გზით მოსულებმა, თავისი სტატუსისათვის ე.წ. ლეგიტიმური საუძვლის შექმნის მიზნით 1992 წ. 11 ოქტომბერს ჩატარებულ ძალადობრივ აქტს - საქართველოს პარლამენტის არჩევნები დაარქვეს, და დეპუტატის მანდატ ამოფარებულებმა განაგრძეს ქვეყნის ნგრევის პროცესი.

1995 წ. 24 აგვისტოს, ანუ ერთპიროვნული მმართველობის მოპოვების წინ, ედ. შევარდნაძემ ხელი მოაწერა ე.წ. „საქართველოს კონსტიტუციად“ სახელდებულ დოკუმენტს. ამ უკანონო სამართლებრივ ბაზაზე 1995 წ. 5 ნოემბერს გამართულ ერთდროულ არჩევნებში

- ედ. შევარდნაძე საქართველოს პრეზიდენტი გახდა,

- ხოლო პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობისათვის საჭირო სადეპუტატო მანდატი, მის მიერ დაარსებულმა პ/გ „მოქალაქეთა კავშირმა“ მოიპოვა.

 

ქვეყანაში მოქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პირობითი - პირველი ეტაპი: 2003 წ. 22-23 ნოემბერში მოწყობილმა ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შედეგად, ხელისუფლების სათავეში მოსულმა - მეორე, ანუ ქვეყნისთვის კიდევ უფრო სავალალო შედეგების მომტანმა დანაშაულებრივმა რეჟიმმა შეცვალა.

2004 წლის 4 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული მ. სააკაშვილის `ავტორიტეტმა~, მის მიერ დაარსებულ „ნაცმოძრაობას“, 2004 წლის 28 მარტს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში 150 ადგილიდან, 135 სადეპუტატო მანდატი მოაპოვებინა, და სახელმწიფოებრივად უმწიფარი და გაუაზრებელი ახალგაზრდუ-ლი შემართებით გააგრძელეს ედ. შევარდნაძის მიერ დაწყებული ქვეყნის არასწორი ხაზის განვითარება.

„ისტორიული სამართლიანობის აღდგენის“ თვალთახედვით აუცილებელია ედ. შევარდნაძისა და მ. სააკაშვილის მიერ 1992 – 2012 წ.წ. დამყარებული დანაშაულებრივი რეჟიმებისათვის საჭირო იურიდიული ჩარჩოების განსაზღვრა, ანუ მათი საქმიანობის სათანადო კვალიფიკაციის პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება.

 

„ისტორიული სამართლიანობის აღდგენის“ პირობით ჯგუფში უნდა მოვაქციოთ ხსენებული დანაშაულებრივი რეჟიმების მიერ ქვეყანაში დამკვიდრებული მტაცებლური ეკონომიკური პოლიტიკის წახალისების შედეგად დაზარალებულ - „მეანაბრეთა“ და „იპოთეკართა“ საკითხების სამართლებრივ ჩარჩოებში გადაწყვეტის კონკრეტული მექანიზმის შემუშავება-ამოქმედება.

 

- ქვეყნის სულიერი საფუძვლის გამყარების მიზნით, ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებითა და დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, შემუშავებული გვაქვს ისეთი მექანიზმი, რომელიც:

- ერთის მხრივ უზრუნველყოფს სახელმწიფოსა და ეკლესიის სრულ დამოუკიდებლობას; და

- მეორეს მხრივ ყველა პირობას შექმნის, რათა სახელმწიფომ უზრუნველყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უფლება: იყოს საერო ცხოვრების აქტიური მონაწილე.

 

საქართველოს კანონმდებლობაში სათანადო ასახვის შემდეგ, - ჩვენი ქვეყნის დასახელებისა და ეროვნების აღსანიშნავად, დღევანდელი მსოფლიოს სახელმწიფოებსა და მათ სხვადასხვა გაერთიანებებს უნდა შევთავაზოთ, რომ მათ მიერ ჩვენი ქვეყნისა და მასში მაცხოვრებელი ძირითადი მოსახლეობის მიმართ, ტრანსლიტერაციის საერთაშორისო ნორმებზე დაყრდნობით, გამოყენებული იქნეს ის სახელდება, რომელ-საც, ჩვენ, ქართველები ვიყენებთ: „საქართველო“ - „Saqartvelo“, „SAQ“, „SQ“], და: და: „ქართველი“ - Qartveli

ამავე ჯგუფში განსახილველ საკითხთა რიგს უნდა მივაკუთნოთ:

საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართული წარმომავლობის პირებისათვის, დედა სამშობლოსთან მათი სულიერი და ფიზიკური კავშირის გამყარების მიზნით, საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების საკითხისათვის სამართლებრივი ბაზისის შექმნა;

 

დროებით დარღვეული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი ხერხებით აღდგენის მიზნით, შემუშავებული გვაქვს - საქართველოს მიერ მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებაზე დამყარებული უნიკალური მექანიზმი;

 

საპარლამენტო საქმიანობის დღის წესრიგში შესატანად შემუშავებული გვაქვს საქართველოს სახელმწიფოს მიერ მსოფლიო თანამეგობრობისათვის შესათავაზებელი საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების მიზნით განსახორციელებელი ორი კონკრეტული წინადადება, რომელიც საშუალებას იძლევა საქართველო გამოვიდეს ინიციატორი, რათა შეიქმნას:

- საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი [რომელშიც შევლენ: საქართველო, რუსეთი, სომხეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი],

და

- სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ი [სადაც გაერთიანდება: საქართველო, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა, ბელარუსი].

ჩვენი ინიციატივები ეფუძნება საერთაშორისო სამართლის ძირითადი სუბიექტების - სუვერენული სახელმწიფოების მიერ გამოხატულ კეთილ ნებას: თავისი წვლილი შეიტა-ნონ ევროპაში მშვიდობისა და საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული პრინციპების ჩამოყალიბება-განმტკიცების საქმეში.

 

ქვეყნის წინაშე მდგარი უმნიშვნელოვანესი საკითხების დარეგულირების მიზნით, ჩვენს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, საშუალებას მოგვცემს, მაქსიმალურად გონივრულ ვადებში:

- მივიღოთ: ქართული მიწის დაცვის კანონი;

- ავამოქმედოთ: მოსწავლისა და მშობლის კანონი;

- შევცვალოთ ანტიდისკრიმინაციული კანონი;

- დავუშვათ ალტერნატიული პირადობის მოწმობები;

- დავაფუძნოთ: მთაში განსახლების ფონდი;

- შევქმნათ: ეროვნული თანხმობის დარბაზი;

- დავარეგულიროთ „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოსა და მთავრობის შექმნასთან დაკავშირებული“ საკითხი;

- გადავჭრათ ყოფილი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“-ს ტერიტორიისათვის „ჩრდილო ქართლი [ცხინვალის ოლქი]“-ს სახელის მინიჭების საკითხი“;

- დავხვეწოთ „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და ა.შ

 

ზემოთწარმოდგენილი ზოგიერთი საკითხის ზოგად ჩარჩოებში განხილვის დაწყებამდე, დავსძენთ, რომ ქვეყნის დარღვეული „სულიერი საფუძვლის“ მოწესრიგების მიზნით შემუშავებული პოლიტიკური სისტემა საქართველოს თითოეული მოქალაქის ეკონომიკური ძლიერების საწინდარი გახდება.

დე, ღმერთმა მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეტების უნარი. ამენ!

 

 

დარღვეული სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა

სათავიდან უნდა დავიწყოთ

„რაკი სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე,

ამიტომ ბედავს კაცი ბოროტების ჩადენას“

[ეკლ. 8,11]

დღეისათვის, 1991 – 1992 წლების დეკემბერ - იანვარის მოვლე-ნებთან მიმართებაში, არსებობს საქართველოს: დე-იურე და დე-ფაქტო უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოების მიერ მიღებული შემდეგი სამი დადგენილება:

 

1. 1992 წლის 13 მარტს, ქ. გროზნოში გამართულ სესიაზე, პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი, 1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება:

„1991 წლის 22 დეკემბერს რესპუბლიკაში მომხდარი მოვლენების პოლიტიკური შეფასების შესახებ“,

რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

„... საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. 1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვრის მოვლენები, რომლებიც მოხდა საქართველოში, კვალიფიცირებულ იქნეს, როგორც სახელმწიფო გადატრიალება...

4. სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორების მოქმედება კვალიფიცირებულ იქნას, როგორც სამშობლოს ღალატი...“;

 

2. 2000 წლის 20 აპრილს, 1999 - 2003 წლების მოწვევის საქართველოს პარლა-მენტის დადგენილება:

„1991-1992 წლებში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირების შედეგების აღმოფხვრისა და ეროვნული თანხმობის მიღწევის შესახებ”,

რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

„... საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. დაგმობილ იქნეს სახელმწიფოში პოლიტიკური პრობლემების ძალადობის გზით გადაჭრა და ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის ყოველგვარი მცდელობა.

2. ეთხოვოს საქართველოს გენერალურ პროკურორს:

ა) ვითარების შეცვლასთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით 2000 წლის 1 ივლისამდე განიხილოს და გადაწყვიტოს განსასჯელთა და საქართველოში თუ მის გარეთ მყოფი ყველა იმ პირის სისხლის-სამართლებრივი დევნის საკითხები, რომლებიც პასუხისგებაში არიან მიცემულნი 1991-1992 წლებიდან დღემდე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით...“;

 

3. 2005 წლის 11 მარტს, 2003-2004 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის დადგენილება:

„1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამარ-თლებრივი შეფასების შესახებ“,

რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

„... საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტუ-რების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში....

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღე-ბული სახელმწიფო გადატრიალება...“.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დარღვეული ისტორიული სამართლიანობის აღდგენისათვის, სამართლებრივი თვალსაზრისით, საჭიროა - 1992 წ. 13 მარტის, 2000 წ. 20 აპრილისა და 2005 წლის 11 მარტის დადგენილებებში დაფიქსირებულ სულისკვეთებათა გათვალისწინებით, მიღებულ იქნეს - საქართველოს პარლამენტის დადგენილება:

„საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების შესახებ“,

რომელშიც უნდა აღინიშნოს:

„ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოში 1991-1992 წლების მიჯნაზე, გარე იმპერიული ძალების ხელშეწყობითა და მონაწილეობით, სამხედრო შეიარაღებული გამოსვლის გზით, კანონიერი ხელისუფლების დამხობის შედეგად გამოწვეულ უმძიმეს პოლიტიკურ-ეკონომიკურ კრიზისულ მდგომარეობას; და

ვეყრდნობით რა: ერთის მხრივ - პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი 1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1992 წ. 13 მარტს; და მეორეს მხრივ, ჯერ - 1999 - 2003 წ.წ. მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ 2000 წ. 20 აპრილს, ხოლო შემდგომად - 2003-2004 წ.წ. მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წლის 11 მარტს - 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენებთან დაკავშირებით მიღებულ დადგენილებებს,

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში საქართველოში მომხდარი მოვლენები:

ა) კვალიფიცირებულ იქნეს, როგორც - ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება; და

ბ) შეფასდეს, როგორც - საქართველოს სუვერენული სახელმწიფოსა და ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად;

2. დაევალოს საქართველოს პროკურატურას - აღძრას სისხლის სამართლის საქმე ყველა იმ პირისა თუ პოლიტიკური გაერთიანების წინააღმდეგ, ვინც ორგანიზება გაუწია ან იარაღით ხელში უშუალოდ მონაწილეობდა ჩვენს ქვეყანაში 1991-1992 წ.წ. გასაყარზე განვითარებულ დანაშაულებრივ ქმედებებს.

3. საქართველოში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში განვითარებული მოვლენების ყველა ის მონაწილე, რომელიც იარაღის ძალით არ იბრძოდა და არ არის გარეული საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულში, განთავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლო-ბისაგან”.

უმაღლესი სახელისუფლო სტრუქტურის მიერ გადადგმული, მონანიების ტოლფასი ასეთი ნაბიჯი, ღმერთის ნებით, თავის მხრივ საფუძვლად დაედება ქართული სახელმწიფოს ნორმალურ სამართლებრივ განვითარებას.

 

მინაწერი:

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ:

საკანონმდებლო წინადადება: კანონპროექტი

1. საქართველოს პარლამენტის დადგენილება - „საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების შესახებ“ [2013 წლის 12 დეკემბერი]; და

2. საქართველოს კანონი - „საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების შესახებ“ [2014 წლის 21 იანვარი];

მიზეზთა გამო 2012 წლის მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობამ ჩვენი შეთავაზება არ გაიზიარა.

 

 

1992-2012 წ.წ. მოქმედი რეჟიმების შეფასება

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, მსოფლიო საზოგადოებასთან ერთად, თავად გახლდით მომსწრე იმ დანაშაულებრივი ქმედებებისა, რომელსაც, 1992-2012 წ.წ. განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების სათავეში მყოფი: ედ. შევარდნაძე [1992-2003 წ.წ.] და მ. სააკაშვილი [2004-2012 წ.წ.], თავის მხარდამჭერ პოლიტიკურ გუნდთან: „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“ და „ერთიანი ნაციონალური მოძარაობა“, - ჩადიოდა.

 

ვფიქრობთ უკვე საკმაო დრო გავიდა იმისათვის, რომ ყველა-ფერს თავისი სახელი დაერქვას და მათი საქმიანობა შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციის ფარგლებში მოექცეს, რომლის მთავარი არსი მდგომარეობს შემდეგში:

ერთის მხრივ 1992-2003 წ.წ., და

მეორეს მხრივ 2004-2012 წ.წ. საქართველოს ხელისუფლებაში მყოფმა პოლიტიკურმა ძალამ დაამყარა - სისტემური დანაშაულებრივი რეჟიმი;

 

ამ დანაშაულებრივი რეჟიმების წარმომადგენლები, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, როგორც მინიმუმ ორ ჯგუფად შეიძლება დავყოთ. ამათგან:

პირველ ჯგუფში კონკრეტული დანაშაულის ჩამდენი ის პირები მოიაზრებიან, რომელთა მიმართაც, სასამართლოს მიერ, ასევე კონ-კრეტული სამართლებრივი სასჯელი უნდა იქნეს [და იქნება კიდეც] გამოტანილი;

პირობითი მეორე ჯგუფი შედარებით უფრო ფართო სპექტრს აერთიანებს. მათ შორის არიან სხვადასხვა არჩევით თუ დანიშნულ თანამდებობებზე მომუშავე ის პირები, რომლებიც, როგორც მინიმუმ, მორალურად არიან პასუხისმგებლები პარტიული თანამოაზრეების მიერ, მათ თვალწინ ჩადენილი დანაშაულებრივი საქმიანობისა.

შესაბამისად, ამ ორ ჯგუფში გაერთიანებულთა მიმართ, სამართლებრივი თვალსაზრისით, სხვადასხვა სასჯელი უნდა იყოს გათვალისწინებული.

ყოველივე აღნიშნული, ბუნებრივია არ უნდა შეეხოთ პარტია: „საქართველოს მოქალაქეთა კავშირისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძარაობის“ ყოფილ, თუ ახლანდელ რიგით წევრებსა და მათ მხარდამჭერებს, რომლებიც სათანადო, უშუალო, გავლენას ვერ ახდენდნენ პოლიტიკური ხელმძღვანელობის ხსენებული ჯგუფის საქმიანობაზე.

ზემოთქმულიდან გამომდინარე საჭიროა, რომ: ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მიიღოს ორი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი, თუმცა ურთიერთ შემავსებელი შინაარსის მატარებელი გადაწყვეტილება. ამათგან:

ერთს, 1992-2003 წ.წ. და 2003-2012 წ,წ, მოქმედი რეჟიმებისთვის „დანაშაულებრივი“ კვალიფიკაციის განმსაზღვრელი - დადგენილებების, ხოლო

მეორეს - საკანონმდებლო რეგულაციის სახე უნდა მიეცეს.

 

საკანონმდებლო რეგულაციის თვალსაზრისით, საჭიროა მოინახოს ისეთი იურიდიული მექანიზმი, რომელიც სამართლებრივ ჩარჩოებში მოაქცევს 1992 – 2012 წ.წ. საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმების დამამკვიდრებელი პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელობის საქმიანობის სათანადოდ შეფასებით საკითხს.

 

მსჯელობის გაგრძელებამდე, მოდით თვალი გადავავლოთ, მეტ-ნაკლებად ანალოგიური მიზნით გადადგმულ იმ ნაბიჯებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო სივრცეში განხორციელდა. ასე მაგალითად:

დანაშაულებრივი რეჟიმის თანამშრომლებს:

- აეკრძალათ იურიდიული საქმიანობა და ბანკში მუშაობა. ამასთანავე, შეეზღუდათ კერძო სექტორში დასაქმებაც [ლიეტუვა];

- აეკრძალათ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებში მონა-წილეობა [ლატვია];

- ჩამოერთვათ საადვოკატო ლიცენზია. ამასთან პირი, რომელსაც სურდა არჩევითი თანამდებობის დაკავება, უნდა ყოფილიყო სპეციალური კომისიის მიერ „შემოწმებული“ არჩევნებში მონაწილეობის მიღებამდე ან პოსტზე წარდგენამდე [ალბანეთი];

- იმ მოსამართლეებს, რომლებსაც ჩადენილი ჰქონდათ ადამიანის უფლებათა დარღვევის რაიმე სახის ქმედება, უფლება არ ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ახალ არჩევნებში მანდატის გასვლის შემდეგ [ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში];

- აეკრძალათ პოლიტიკური პარტიების წევრობა და საჯარო თანამდებობის დაკავება [ბულგარეთი; რუმინეთი];

- სხვადასხვა შეზღუდვა ვრცელდებოდა ყველა არჩეულ სახელმწიფო თანამდებობის პირზე, საპარლამენტო კანდიდატების ჩათვლით, ყველა მინისტრზე, ადვოკატებზე, მოსამართლეებზე, პროკურორებსა და ელექტრონული და ბეჭდური მედიის წარმომადგენლებზე. იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება იცრუებდა საკუთარი წარსულის შესახებ, მას კანონით ეკრძალებოდა 10 წ. მანძილზე სახელმწიფო სამსახურში დასაქმება. ლუსტრაციის პროცესმა სასულიერო პირებიც მოიცვა [პოლონეთი];

- შეზღუდვის კანონი შეეხოთ პარლამენტარებს, მინისტრებს, სხვა მაღალი თანამდებობის პირებს, სასამართლო სისტემისა და მედიის წარმომადგენლების ჩათვლით [უნგრეთი];

- ყოფილი თანამდებობის პირებს: ხუთი წლით აეკრძალათ საჯა-რო სამსახურში პოზიციების დაკავება [ჩეხეთი], და ა.შ.

 

ჩვენს ქვეყანაში არსებული რეალობის გათვალისწინებით, შემუშავებული გვაქვს დღეისათვის მოქმედ საქართველოს კანონში - „თავისუფლების ქარტია“-ში, შესატან ცვლილებათა პაკეტი, სადაც, კერძოდ გამოკვეთილია, მისაღები ცვლილებების არეალში მოაზ-რებულ პირთა წრე. კერძოდ იგი ეხება:

 

- საქართველოს პარლამენტის დეპუტატს; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს; ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების ანაზღაურებად თანამდებობაზე მომუშავე დეპუტატს; ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების თანამშრომლებს: მერს, მერის მოადგილეებს, გამგებელს, გამგებლის მოადგილეებს“; სასამართლო და საბანკო სისტემაში მომუშავე პირთა გარკვეულ წრეს, და სხვა.

 

- ამასთან, ყოფილი დანაშაულებრივი რეჟიმის თანამშრომლებს უნდა მივაკუთნოთ 1992 – 2012 წ.წ. საქართველოში მომქმედი დანაშაუ-ლებრივი პოლიტიკური რეჟიმის დამამყარებელი პარტიის ხელმძღვანელ ყველა ის პირი რომელსაც 1992 - 2012 წ.წ. ამ პარტიის წევრის სტატუსით ეკავა ამ კანონის განსაზღვრული არჩევითი ან დანიშნული ანაზღაურებადი თანამდებობა;

ამასთან, არ უნდა დაიშვას მოქალაქეთა დევნა ან დისკრიმინაცია მათი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის დამამყარე-ბელი პოლიტიკური გაერთიანებების რიგითი - არა ანაზღაურებადი წევრობის გამო;

 

საკანონმდებლო ცვლილებით განსაზღვრულია შეზღუდვის მოქმედების კონკრეტული ვადა, კერძოდ:

დანაშაულებრივი რეჟიმის დამამყარებელი პარტიის ამ კანონით განსაზღვრული ყოფილი თუ ახლანდელი წევრები, კანონის ძალაში შესვლიდან ყველა სახის არჩევნების ორი ციკლის განმავლობაში, არ შეიძლება დანიშნულ ან არჩეულ იქნენ ამ კანონითვე განსაზღვრულ თანამდებობებზე. და სხვა.

 

დასასრულს დავსძენთ, რომ, ჩვენს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, სრულად პასუხობს, როგორც საერთაშორისო ნორმების, ასევე, დღეს საქართველოში მომქმედი კანონმდებლობის ყველა მოთხოვნას.

 

მინაწერი

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ:

საკანონმდებლო წინადადება: კანონპროექტი

1. საქართველოს კანონი - „საქართველოში 1992 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შესახებ“ [2014 წლის 4 თებერვალი]; და

2. საქართველოს კანონი - „საქართველოში 2003 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შესახებ“ [2014 წლის 1 აპრილი];

3. საქართველოს კანონი - „საქართველოში 2004 – 2012 წლებში მომქმედი რეჟიმის პოლიტიკური შეფასების შესახებ“ [2014 წლის 12 ნოემბერი];

4. საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ“ [2016 წლის 1 მარტი];

5. . საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ“ [2018 წლის 5 თებერვალი].

მიზეზთა გამო - არც: 2012 და არც: 2016 წლების მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობამ ჩვენი შეთავაზება არ გაიზიარა.

 

 

საქართველოს დაზარალებულ

მეანაბრეთა საკითხის დარეგულირების მექანიზმი

1991 - 1992 წლებში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შედეგად ქვეყნის სათავეში მოსული დამნაშავე რეჟიმის დანაშაულებრივმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ საქართველოს მოქალაქეთა კუთვნილ ანაბრებზე არსებული მრავალმილიონიანი თანხის გაუფასურება, და ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის კატასტროფული გაუარესება გამოიწვია.

შესაბამისად, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ე.წ. მეანაბრეთა საკითხის მოგვარება მიგვაჩნია.

 

ჩვენს მიერ, ამ მიზნით შემუშავებული კონცეფციის ზოგადი მონახაზი ასეთია:

 

1. სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება, რათა ყველა დაზარალებულ მეანაბრეს, ან მის მემკვიდრეს, 100%-ით აუნაზღაურდეს დამნაშავე სახელმწიფო რეჟიმის მიერ მიყენებული ზარალი;

 

2. საქართველოს ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების შესაბამისი წარმომადგენლობის ბაზაზე უნდა შეიქმნას „საქართველოს დაზარალებულ მეანაბრეთა საკითხის შემსწავლელი კომისია“; რომლის საქმიანობის მთავარ მიზანი იქნება:

ა) აღრიცხოს, საქართველოს მოქალაქეთა კუთვნილი ნოტარიულად დამოწმებული ანაბრების რაოდენობა;

ბ) შეიმუშაოს თითოეული მეანაბრისათვის განკუთვნილი სახელდებითი „მეანაბრის ვაუჩერი“-ზაციის განხორციელების მექანიზმი. კერძოდ:

„მეანაბრის ვაუჩერი“-ს მფლობელი პირის გამოვლენისა და მის მიერ „მეანაბრის ვაუჩერი“-ს გასხვისების [მემკვიდრეობით გადაცემის ან/და გაყიდვის] წესი, და სხვა;

გ) სახელდებითი „მეანაბრის ვაუჩერის“ მფლობელი პირის [პირთა] მიერ ახლადგახსნილ საწარმოში საწესდებო კაპიტალად განკუთვნილი „მეანაბრის ვაუჩერის“ ღირებულების, სახელმწიფოს წინაშე [საშემოსავლო გადასახადის გარდა] წარმოშობილი სა-გადასახადო ვალდებულების დაფარვისათვის გამოყენების შესაძლებლობა.

 

საქართველოს დაზარალებულ მეანაბრეთა საკითხის დარეგულირების მიზნით შემუშავებული ხსენებული კონცეფციის რეალიზების შემთხვევაში:

- სახელმწიფოს არ დასჭირდება დამატებითი საბიუჯეტო სახსრების გაღება;

- სახელდებითი „მეანაბრის ვაუჩერის“ მფლობელი საქართველოს მოქალაქე გახდება პოტენციური ინვესტორი;

- სახელდებითი „მეანაბრის ვაუჩერის“ მხოლოდ ახლადგახსნილ საწარმოში გამოყენების ვალდებულება, ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას;

და სხვა.

 

მინაწერი

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს წარვუდ-გენთ ჩვენს მიერ უკვე შემუშავებულ დადგენილების კანონპროექტს.

 

 

იპოთეკით დაზარალებულთა საკითხის

დარეგულირების საკითხისათვის

1992-2012 წ.წ. განმავლობაში საქართველოში დამკვიდრებული დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ დაზარალებული საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის - იპოთეკით დაზარალებულთა საკითხის მოგვარება, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემათა შორის ერთ-ერთი პრიორიტეტულია.

 

დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ დამკვიდრებული არაჯანსაღი საკანონმდებლო გადაწყვეტილებების გამო დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ჩვენს მიერ შემუშავებული - „საქართველოში 1992-2012 წ.წ. განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით და-ზარალებულთა საკითხის დარეგულირების მექანიზმი“, სახელმწიფოს მხრიდან გადასადგმელი იმ კონკრეტული ნაბიჯების ჩამონათვალია, რომელთა ბაზაზე მიღებული გონივრული გადაწყვეტილება, შესაძლებლობას მისცემთ იპოთეკით დაზარალებულებს, სახელმწი-ფოს დახმარებითა და ხელშეწყობით, თავადვე მოახერხონ მათ წინაშე მდგარი მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამოსწორება.

 

მთლიანობაში, ჩვენს მიერ შემუშავებულ მექანიზმს ასეთი სახე აქვს:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ხელმძღვანელობით უნდა შეიქმნას - „საქართველოში 1992-2012 წ.წ. განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა საკითხის დარეგულირების მექანიზმის შემსწავლელი კომისია“, რომელიც გამოიკვლევს:

1. იპოთეკართა საერთო რაოდენობას;

2. იპოთეკართა მიერ საბანკო და სხვა საფინანსო სექტორში [როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი] იპოთეკის ხელშეკრუ-ლებით აღებული [მოძრავი თუ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი] სესხის საერთო ოდენობას;

3. იპოთეკართა მიერ საბანკო და სხვა საფინანსო სექტორში [როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი] იპოთეკის ხელშეკრუ-ლებით აღებული სესხის, სახელმწიფოს მიერ შიდა ვალად აღიარების მექანიზმს;

4. იპოთეკარებისათვის შესათავაზებელი სესხის საპროცენტო განაკვეთისა და ვადების ოპტიმალურ მაჩვენებელს;

5. საბიუჯეტო კანონში იპოთეკართათთვის დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი სესხის გაცემის ფინანსური უზრუნველყოფისათ-ვის საჭირო წლიურ მაჩვენებელს;

6. 1992-2012 წ.წ. განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პო-ლიტიკური რეჟიმის მიერ დაზარალებული მოსახლეობის - „იპოთეკით დაზარალებულთა დახმარების არასამთავრობო ფონდი“-ს შექმნის საკითხს.

 

ამასთანავე, საჭირო იქნება, დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეაჩეროს იპოთეკარების გამოსახლების თაობაზე მიღებული სააღსრულებო წარმოების აღსრულება, „საქართველოში 1992-2012 წ.წ. განმავ-ლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა საკითხის დარეგულირების მექანიზმის შემსწავლელი კომისიის“ მიერ შემუშავებული გადაწყვეტილების ამოქმედებამდე.

 

მინაწერი

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ:

საკანონმდებლო წინადადება: კანონპროექტი

საქართველოს კანონი - საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა საკითხის დარეგულირების მექანიზმი“ [2014 წლის 18 მარტი]

მიზეზთა გამო 2012 წლის მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობამ ჩვენი შეთავაზება არ გაიზიარა.

 

 

ალტერნატიული პირადობის მოწმობის

შემოღების საკითხისათვის

მ. სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმის მიერ, 2011 წ. 24 ივნისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების [#4937 რს] შესაბამისად - 2011 წლის 1 აგვისტოდან მოყოლებული გაიცემა მოქალაქეთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მხოლოდ - „პირადობის [ბინადრობის] ელექტრონული მოწმობა“, ანუ ე.წ. ჩიპიანი „აიდი ბარათები“.

 

ბუნებრივია, რომ საქართველოს მოქალაქეთა გარკვეულ ნაწილს ჯერ კიდევ [უვადოდ, ან მოქმედების ვადის გასვლამდე] აქვს 2011 წ. 1 აგვისტომდე აღებული პირადობის მოწმობა.

 

რელიგიურ და სამართლებრივ მიზეზთა გამო, საქართველოს მაცხოვრებელთა გარკვეული ნაწილისათვის მიუღებელია პირადობის დამადასტურებელი მოწმობის - „პირადობის [ბინადრობის] ელექ-ტრონული მოწმობის“, ანუ ე.წ. ჩიპიანი „აიდი ბარათის“ აღება; და ითხოვენ - საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს მათთვის ალტერნატიული, ანუ „ელექტრონული მატარებლის“ [ე.წ. ჩიპის] არმქონე „პირადობის [ბინადრობის] მოწმობის“ აღების შესაძლებლობა.

 

პირადობის მოწმობაზე „ელექტრონული მატარებლის“ [ე.წ. ჩიპის] დატანას, რომელზეც შესაძლებელია სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციის ელექტრონული გზით თავმოყრა

[მაგ. ფინანსური ტრანსაქციები, ქონებრივი მდგომარეობა, სამსახურებრივი ურთიერთობა, გადაადგილების მარშრუტი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ა.შ.],

დასავლეთის სახელმწიფოების მსგავსად, საქართველოს მოსახ-ლეობის ნაწილიც ეწინააღმდეგება, რამეთუ მას, მისი ინტერესებისათვის საფრთხის შემცველ მოვლენად აღიქვამს.

 

მთელ რიგ ქვეყნებში, ასეთი პირადობის მოწმობის აღება ნებაყოფლობითია. ზოგიერთმა ქვეყანამ [დანია, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო, საბერძნეთი] საერთოთ უარი თქვა ელექტრონული პირადობის მოწმობის შემოღებაზე. დღეის მდგომარეობით აშშ-ის რამოდენიმე ათეული [29] შტატი ასევე უარს ამბობს ელექტრონული პირადობის მოწმობის ცენტრალური სისტემის დანერგვაზე.

ე.წ. ჩიპიანი ბარათის ალტერნატიული პირადობის მოწმობის აღებას შესაძლებლობა აქვთ მაგ. ავსტრიისა და შვეიცარიის მოქალაქეებს.

 

მთელი რიგი ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც - ადამიანთა დიდ ნაწილს, სამართლებრივი თვალსაზრისის პარალელურად, თავისი რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე, არ სურთ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღება. ასეთ შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული უალტერნატივო წესი, თავისთავად იწვევს ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი უფლების - რწმენის თავისუფლების შეზღუდ-ვას.

 

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე:

- ვითვალისწინებთ რა, რომ „ელექტრონული მატარებლიანი“ [ე.წ. ჩიპიანი] პირადობის მოწმობათა აღების დავალდებულებით, ხელისუფლება, ერევა ადამიანის პირად ცხოვრებაში და შესაძლებ-ლობას აძლევს საჯარო და კერძო დაწესებულებებსა თუ კონკრეტულ პირებს, ფლობდნენ მოქალაქეთა ცხოვრების ცალკეული დეტალების შემცველ ინფორმაციას, რითაც ილახება - ადამიანის პიროვნული განვითარების, ინფორმაციული თვითგამორ-ვევის და პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებები,

 

მიგვაჩნია, რომ აუცილებელია - შემოღებული იქნეს კანონით განსაზღვრული უფლება, რათა საქართველოს მოსახლეობას, სურვი-ლის შემთხვევაში შეეძლოს:

ე.წ. ალტერნატიული „პირადობის [ბინადრობის] მოწმობის“ აღება, რომელსაც ექნება - „პირადობის [ბინადრობის] ელექტრონუ-ლი მოწმობისათვის“ განსაზღვრული ყველა მახასიათებელი, გარდა - „ელექტრონული მატარებლისა“.

 

მინაწერი

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ:

საკანონმდებლო წინადადება: კანონპროექტი

1. საქართველოს კანონი - „საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის დაწესების თაობაზე“ [2013 წლის 19 დეკემბერი];

2. საქართველოს კანონი - „საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის დაწესების თაობაზე“ [2014 წლის 29 ივლისი];

3. საქართველოს კანონი - საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე [2014 წლის 24 ნოემბერი]

მიზეზთა გამო 2012 წლის მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობამ ჩვენი შეთავაზება არ გაიზიარა.

 

 

საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში საერო და საეკლესიო ცხოვრების მთლიანობის უზრუნველყოფის საკითხისათვის

ახ.წ. მე-4 საუკუნის 20-ან წლებში - ღმერთის ნებითა და წმ. ნინოს ძალისხმევით, აგრეთვე, მირიან მეფის მიერ სამეფო კარისა და მოსახლეობის ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოქცევიდან მოყოლე-ბული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ქვეყნის საერო ხელისუფალთა მხარდამხარ იბრძოდა ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის სულიერი და ფიზიკური სიმტკიცისათვის.

 

ადამიანისათვის თავისუფალ არჩევანზე დაფუძნებულ ქრისტიანობის მადლს ზიარებული საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მრევლისთვის, რელიგიური ტოლერანტობა, ყოველთვის, არა - სისუსტის, არამედ - სულიერი სიძლიერის გამოხატულება იყო.

ქართული სახელმწიფოს სულიერი განმტკიცებისა და გაძლიერების მიზნით განსახორციელებელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად მიგვაჩნია - შეიქმნას ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ისეთი მოდელი, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ საერო და საეკლესიო ცხოვრების მთლიანობაზე იქნება დაფუძნებული.

 

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ზოგადი სურათი ასეთია:

 

ერთის მხრივ სახეზეა საკონსტიტუციო ჩანაწერი - „კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ [დაიდო 2002 წ. 14 სექტემ-ბერს], რომლის მიხედვითაც:

`რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან...~;

 

მეორეს მხრივ - საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ბიუჯეტიდან დაფინანსება, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გარდა, 4 რელიგიურ გაერთიანებას გამოეყო. ესენია:

1. ისლამური თემი,

2. სომეხთა წმიდა სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის საქართველოს ეპარქია,

3. კათოლიკური ეკლესია, და

4. ებრაული თემი.

„ზოგადად, ეკლესიის სამოციქულო მოღვაწეობის სულიერი ბუნება თავისთავად გამორიცხავს მის უშუალო მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში, მაგრამ პოლიტიკური სისტემიდან ეკლესიის გამოყოფა არ უნდა ნიშნავდეს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთგათიშვას“ [ზვიად გამსახურდია].

შესაბამისად, სახელმწიფო და ეკლესია არ უნდა ერეოდნენ ურთიერთის საქმიანობაში. მაგრამ მათ ერთობლივად უნდა უზრუნ-ველყონ საერო და საეკლესიო ცხოვრების მთლიანობა.

აღნიშნული მიზნის განხორციელებისათვის, ჩვენს მიერ ორი მოდელია შემუშავებული. კერძოდ:

 

1. ერთ-ერთ ასეთ საშუალებად მიგვაჩნია, საქართველოს კანონმდებლობაში ასახულ იქნეს - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივნის ინსტიტუტი, რომელიც იქნება საქართველოს მართლმადი-დებელი ეკლესიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. და რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პარლამენტთან ურთიერთობების განხორციელებაში.

შესაბამისად, დღეს მოქმედ „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში, საჭიროა შეტანილ იქნეს - „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივნის ინსტიტუტის“ განმსაზღვრელი ჩანაწერი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქის მიერ დანიშნულ „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივანს“ ეყოლება:

არამარტო, საჭიროების შემთხვევაში მისი უფლებემოსილებების განმხორციელებელი, - პირველი მოადგილე, არამედ

საქართველოს საპარლამენტო კომიტეტების რიცხოვნობის შესაბამისად, ამ კომიტეტებთან კოორდინაციის უშუალოდ განმხორციე-ლებელი მოადგილეები.

ჩვენს მიერ შემუშავებულ ცვლილებებში დეტალურადაა ასახული ხსენებული მიზნის პრაქტიკულად განსახორციელებლად საჭირო პირთა უფლება-მოვალეობები.

საქართველოს პარლამენტის მიერ - შეთავაზებული წინადადების გათვალისწინება, საშუალებას იძლევა კანონით იქნეს გარანტირე-ბული, საპარლამენტო კომიტეტების მიერ კანონპროექტების საბოლოო სახის მიღების პროცესში, ქრისტიანული ფასეულობების მატარებელი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციის ასახვა.

 

2. მეორეს მხრივ, ჩვენს მიერ შემოთავაზებულია - საქართველოს პარლამენტის ახალი სტრუქტურული მოდელი, რომელიც ეფუძნება რა ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთ დამოუკიდებლობას, ყველა პირობას ქმნის, რომ

ჩვენს მიერ შემოთავაზებული საქართველოს პარლამენტის სტრუქტურული მოდელი ეფუძნება რა ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთ დამოუკიდებ-ლობას, ყველა პირობას ქმნის, რომ

 

ერთის მხრივ - საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიდგინოს თავისი ისტორიული ფუნქცია და გახდეს საერო ცხოვრების აქტიური მონაწილე; ხოლო

 

მეორეს მხრივ, რელიგიური ტოლერანტობის პრინციპიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს, ქვეყნის მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ხსენებულ რელიგიურ მიმდინარეობათა წილობრივ ჩართვას.

საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად:

საქართველოს პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭის-ყრით, 4 წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან.

 

ჩვენს მიერ შემუშავებულია საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი სადეპუტატო კორპუსის ფორმირების ახლებური წესი. რომლის თანახმადაც:

კონსტიტუციური ნორმით გათვალისწინებული - მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი 73 საპარლამენტო მანდატი, სამ სხვადასხვა პრინციპზე დამყარებული წესით შეირჩევა. კერძოდ:

 

ა) დღეის მდგომარეობით დადგენილ, საქართველოს ტერიტორიული მოწყობით გათვალისწინებულ საზღვრებში შექმნილ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში აირჩევა - 34 დეპუტატი, შემდეგი განაწილებით:

- ქ. თბილისის მოსახლეობა აირჩევს პარლამენტის ხუთ წევრს;

- აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიის მოსახლეობა აირჩევს პარლამენტის ოთხ-ოთხ წევრს.

- ჩრდილო ქართლის [ცხინვალის ოლქის] მოსახლეობა აირჩევს პარლამენტის სამ წევრს.

- სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიების, ანუ საქართველოს მხარეების [გურიის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და შიდა ქართლის] მოსახლეობა აირჩევს პარლამენტის ორ-ორ წევრს“;

ბ) საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ასარჩევ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში: საქართველოს წმიდა სინოდის მიერ განსაზღვრულ ეპარქიებში, აირჩევა - 34 დეპუტატი.

გ) პარლამენტის 5 ადგილი შეივსება საქართველოში მომქმედი, ზემოთხსენებული რელიგიური გაერთიანების უმაღლესი მმართველო-ბითი ორგანოების მიერ არჩეულ კანდიდატთაგან. კერძოდ:

- საქართველოს სუნიტთა რელიგიურ საბჭოდან: ერთი დეპუტატი;

- საქართველოს შიიტთა რელიგიურ საბჭოდან: ერთი დეპუ-ტატი;

- სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიიდან: ერთი დეპუტატი;

- ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციიდან: ერთი დეპუტატი;

- „იუდაური თემი საქართველოში“-დან: ერთი დეპუტატი.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, 2020 წლის მოწვევის 150 მანდატიან საქართველოს უმაღლეს საკანონმდე-ბლო ორგანოში წარმოდგენილი იქნება:

- 77 პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატი;

- საქართველოს ტერიტორიული მოწყობით გათ-ალისწინებულ საზღვრებში შექმნილ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული სისტემით არჩეული - 34 დეპუტატი;

- საქართველოს წმიდა სინოდის მიერ განსაზღვრულ ეპარქიებში მაჟორიტარული სისტემით არჩეული - 34 დეპუტატი, და

- საქართველოში მოქმედი დანარჩენი ოთხი ძირითადი რელიგიური მიმდინარეობის უმაღლესი მმართველობითი ორგანოების მიერ მაჟორიტარული პრინციპით არჩეული - 5 დეპუტატი.

 

სახელმწიფოსა და ეკლესიის საქმიანობათა ურთიერთგამიჯვნის პირობებში, წარმოდგენილ პრინციპზე დაფუძნებით ფორმირებული საქართველოს პარლამენტი იქნება ის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რომლის საქმიანობა მთლიანად დაუძნებული იქნება, როგორც - საერო, ასევე, საუკუნეთა მანძილზე ჩამოყალიბებულ, სასულიერო პრინციპებზე აგებულ ფასეულობებზე.

 

მინაწერი

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ:

საკანონმდებლო წინადადება: კანონპროექტი

  1. 1.საქართველოს კანონი - „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“ [2014წლის 22 დეკემბერი]; და

2. საქართველოს კანონი - „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ [2018 წლის 11 სექტემბერი].

მიზეზთა გამო - არც: 2012 და არც: 2016 წლების მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობამ ჩვენი შეთავაზება არ გაიზიარა

 

 

                                        „საქართველო“ - „Saqartvelo“, და: „ქართველი“ - „Qartveli“

წინამდებარე ინიციატივით, ჩვენი მიზანია - იურიდიული საფუძვლის შემზადება - დღევანდელი მსოფლიოს სახელმწიფოებისა და მათი სხვადასხვა გაერთიანებებისადმი განკუთვნილი მიმართვი-სათვის, რათა, მათ მიერ, ჩვენი ქვეყნის დასახელებისა და ეროვნების აღსანიშნავად, ტრანსლიტერაციის საერთაშორისო ნორმებზე დაყრდნობით, გამოყენებული იქნეს ის სახელდება, რომელსაც, ჩვენ, ქართველები ვიყენებთ

„საქართველო“ - „Saqartvelo“, და: „ქართველი“ - Qartveli“

როგორც ვიცით, საქართველოს სახელწოდებად:

- დასავლურ ქვეყნებში დამკვიდრებულია, როგორც - გეორგია“ [Georgia];

- უმეტეს სლავურ საზოგადოებებში [რუსული გავლენით], სახელი გრუზია (gruzʲɪjə/), ხოლო

- სპარსულ-თურქულად „გურჯისტან“

 

ევროპულ ენებში გავრცელებულ ჩვენი ქვეყნის სახელწოდებას, კერძოდ:

ინგლისურ ჯორჯიას,

ფრანგულენოვან - ჟეორჟის,

იტალიურ - ჯორჯას,

ესპანურ - ხეორხეიას,

გერმანულ გეორგიენს, და ა.შ.

მეცნიერები, ტრადიციული თვალსაზრისით, ქართველთა აღმნიშვნელ ევროპულ ეთნონიმებს ბერძნულ სიტყვას “გეორგიოს“ უკავშირ ებენ; და იგი:

ერთ შემთხვევაში - მიწის მუშას, ანუ - მიწათმოქმედს ნიშნავს,

მეორე შემთხვევაში კი - წმინდა გიორგის თაყვანისმცემელს.

 

როგორც დასავლური ისევე რუსულენოვანი ეგზონიმები ["გარეთა სახელწოდება“] ეფუძნება ქართველების უძველეს სპარსულ განსაზღვრება - „vrkan/gurgan“-, რომელიც მგლების ქვეყანას ნიშნავს, და რაც - გმირობისა და სიძლიერის სიმბოლო იყო.

არაბებისათვის ქართველები - „ჯურზანის“ ეთნონიმით არიან სახელდებულნი, რაც, თავის მხრივ, სირიული - „გურზანიდან“ მომდინარეობს.

„ჯურზანი“-დან გაჩნდა - „ქურჯი“, „ქურჯი“-დან - „გურჯი“ [რაც ლამაზის სინონიმიც იყო], რითაც დღეს ქართველები მახლობელი აღმოსავლეთის მუსლიმურ ქვეყნებში არიან ცნობილნი, მაგალითად, თურქეთში.

მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დასავლეთში დამკვიდრებული საქართველოს თანამედროვე სახელწოდება - გეორგია“ [Georgia], „ჯურჯია“, „გგეორგია“-ს არაბულ ფორმას წარმოადგენს.

X-XV ს-ბის სპარსული საისტორიო წყაროები საქართველოს - „გორჯესთანს“ უწოდებენ, ხოლო ქართველებს - „გორჯიანს“.

თურქებისთვის საქართველო - „გურჯისტანი“, ხოლო ქართველები - „გურჯები“ არიან.

რუსულ მატიანეებში XVI საუკუნიდან ჩნდება „გურჯი“-დან მიღებული რუსული - „გრუზინ“, რომელიც თავდაპირველად გამოითქმოდა როგორც - „გურზი“.

ეთნონიმი „გრუზია,“ „გრუზინი“ სხვადასხვა ხალხებში, განსაკუთრებით სლავურ ენებში, რუსული ენიდან გავრცელდა.

საქართველოს იაპონურად - „გურუჯია“ ჰქვია; ჩინურად კი (ჰანის დიალექტზე - „გელუჯია.“

 

რაც შეეხება ინგლისურენოვან სიტყვა: გეორგია“ - „Georgia“-ს.

ტერმინი - „Georgian“, ინგლისურ ენაში, ძირითადად: XVIII - XIX-ე საუკუნეების (1714 - 1830) ბრიტანეთის იმპერიის „გეორგიანულ“ ეპოქას აღნიშნავს.

ამ დროს ინგლისს მართავდნენ ჰანოვერის დინასტიის მეფეები:

ჯორჯ I (George I) დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფე 1714-1727 წლებში;

ჯორჯ II (ინგლ.George II) დიდი ბრიტანეთის მეფე 1727 - 1760 წ.წ.;

ჯორჯ III (ინგლ.George III) დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის მეფე 1760-1801 წ.წ. დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე 1801-1820 წ.წ.;

ჯორჯ IV (George IV) დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს და ჰანოვერის მეფე 1820-1830 წლებში.

 

გეორგია“, „Georgia“-თა მმართველობის ეპოქამ ბევრი სიახლე და „სიკეთე“ მისცა ბრიტანეთისა და მსოფლიოს ისტორიას, კულტურაას და არქიტექტურას.

შესაბამისად, გეორგია“, „Georgia“-თა მთელ ამ, ას წელზე მეტი ხნიან, მმართველობის პერიოდს მადლიერმა შთამომავლობამ - „გეორგიანული“, ანუ - „ჯორჯიან ერა/Georgian era“ დაარქვა, და მას სრულიად კონკრეტული შინა-არსი აქვს ინგლისელისა თუ ინგლისურად მკითხველისათვის.

ტერმინი - „ჯორჯიან“, „Georgian“, ასევე გამოიყენება სოციალური ისტორიისა და არქიტექტურის კონტექსტში, რაც ალბათ, გარკვეულ დაბნეულობას იწვევს „ჯორჯიან“-ის ეთნონიმად აღსანიშნავად.

 

ჩვენი ქვეყნის სახელდებასთან მიმართებაში, ბოლო ასწლეულის ისტორია ასეთია:

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ეწოდა: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“;

1921 წლის 25 თებერვალს, წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ, პოლიტიკურ წყობილებასთან ერთად სახელიც შეეცვალა და ამჯერად საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ეწოდა;

1990 წლის 14 ნოემბერს, ეწოდა:საქართველოს რესპუბლიკა“;

1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული „საქართველოს კონსტიტუციის“ მიხედვით, ქვეყნის ოფიციალური სახელწოდება გახდა: საქართველო“.

ვფიქრობთ, დადგა დრო მსოფლიო საზოგადოებას შევთავაზოთ, რათა ჩვენთან მიმართებაში მტკიცედ დამკვიდრდეს სახელდება: საქართველო“ - „Saqartvelo“, და: „ქართველი“ - „Qartveli“.

 

დღეისათვის, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) მიერ დადგენილია ქვეყნებისა და დამოკიდებული ტერიტორიების სახელების კოდები.

სტანდარტის ოფიციალური სახელწოდებაა - „კოდები ქვეყნებისა და მათი ქვედანაყოფების აღსანიშნავად“ [მათ შორისაა - ნაწილი 1: ქვეყნის კოდები - ISO 3166].

ქვეყნის კოდები ISO 3166-1 სტანდარტის სახით პირველად - 1997 წელს გამოჩნდა ISO 3166-ის მეხუთე განახლებისას, როდესაც მოხდა ISO 3166 სისტემის შემდეგ სამ ნაწილად დაყოფა:

ISO 3166-1 alpha-2 - ორნიშნიანი სისტემა,

ISO 3166-1 alpha-3 - სამნიშნა სისტემა, და

ISO 3166-1 რიცხვითი - სამციფრიანი სისტემა,

[ეს უკანასკნელი შემოღებული იქნა იმ ადამიანებისთვის ან/და სისტემებისთვის, რომლებიც არალათინურ დამწერლობას იყენებენ. ჩვენს შემთხვევაში ესაა კოდი - 268].

ქვეყნის ანბანური კოდები ISO 3166-ში თავიდანვე, 1974 წლიდან, იყო დართური, ხოლო ქვეყნის რიცხვითი კოდები, მეორე განახლებისას - 1981 წელს დაერთო.

დღეისათვის, გაეროს წევრ სახელმშიფოთა შორის, სამოცდაათამდე ქვეყნისათვის, ISO 3166-1 alpha-2 - ორნიშნიანი სისტემაში დასახელების განსაზღვრისას, პირველი ორი ასოს მაგიერ გამოყენებულია: 1-ლი და მეორეს შემდგომი რომელიმე ასო-ნიშანი.

ასე მაგალითად, ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალი ზოგიერთი ქვეყნის დასახელება ასე აღინიშნება:

ბელარუსი - BY; ესტონეთი - EE; თურქმენეთი - TM; ლატვია - LV; ლიტვა - LT; მოლდოვა - MD; სომხეთი - AM; ტაჯიკეთი - TJ; უკრაინა - UA; ყაზახეთი - KZ; ყირგიზეთი - KG.

ამგვარი აღნიშვნის მატარებელი ზოგიერთი ქვეყნის კოდური დასახელება ასეთია:

ავსტრია - AT; ბულგარეთი - BG; დანია - DK; თურქეთი - TR; მაკედონია - MK; მალტა - MT; მონაკო - MC; მონტენეგრო - ME; პოლონეთი - PL; პორტუგალია - PT; სერბეთი - RS; სლოვაკეთი - SK; სლოვენია - SI; შვეიცარია - CH; და ა.შ.

ჩვენი შემოთავაზებით, ხსენებული საკითხი, საქართველოს სახელდებასთან მიმართებაში შემდეგნაირად უნდა მოგვარდეს:

შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოს სახელდება:

ISO 3166-1 alpha-3 სამნიშნა სისტემაში იქნება - „SAQ“; ხოლო

ISO 3166-1 alpha-2 - ორნიშნიანი სისტემაში, გამოყენებული იქნება არა სახელდება „SAQARTVELO“-ს პირველი ორი ასო: „SA“, არამედ: 1-ლი და მე-3 ასო-ნიშანი, და ჩაიწერება როგორც - „SQ“,

საბოლოოდ, აღნიშნული სტანდარტით, ჩვენი ქვეყნის დასახელება - „SAQARTVELO“, კოდური სისტემით ასე განისაზღვრება:

ISO 3166-1 alpha-3 სამნიშნა სისტემაში - „SAQ“;

ISO 3166-1 alpha-2 - ორნიშნიანი სისტემაში - „SQ“;

[ამდაგვარადვე აღინიშნება - ISO 3166-2-ის ოდებითაც - SQ],

ხოლო - დღეისათვი მოქმედი „რიცხვითი კოდი - 268“ დარჩება უცვლელი.

 

მინაწერი

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ:

საკანონმდებლო წინადადება: კანონპროექტი

საქართველოს კანონი - საქართველოს კანონი „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ [2018 წლის 26 თებერვალი].

მიზეზთა გამო 2016 წლის მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობამ ჩვენი შეთავაზება არ გაიზიარა.

 

 

 

საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები

ქართული წარმომავლობის პირებისათვის

საქართველოს საპატიო მოქალაქეობის

მინიჭების შესახებ

 

ვითვალისწინებთ რა, რომ როგორც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვამდე, ისე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის მთელი დროის მანძილზე, ასეულ ათასობით ქართველი, სხვადასხვა მიზეზით, იძულებით აღმოჩნდა გადახვეწილ თავისი სამშობლოს ფარგლებს გარეთ; და

ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქართული სახელმწიფო ვალდებულია ყველაფერი გააკეთოს ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადახვეწილი ქართველთა შთამომავლებისათვის, მათთვის დედასამშობლოს წიაღში დაბრუნებისა და ინტეგრაციისათვის ხელისშეწყობის თვალსაზრისით;

`საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგში უნდა დადგეს საკითხი, რათა

ჩვენი ქვეყნის ტრაგიკული ისტორიის მანძილზე, მიზეზთა გამო, საქართველოს ფარგლებს გარეთ გადახვეწილი ქართველების შთამომავლებს, მიუხედავად მათი დღევანდელი საცხოვრებელი ადგილისა, მიენიჭოთ - საქართველოს საპატიო მოქალაქეობა.

 

 

საქართველოს

მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების საკითხისათვის

ღმერთის მიერ ჩვენთვის ბოძებული ქვეყნის, როგორც კავკასიის რეგიონის ცენტრალური სახელმწიფოს, გეოსტრატეგიული ადგილმდებარეობიდან გამომდ-ინარე, ჩვენი სამშობლო ყოველთვის წარმოადგენდა მრავალი სახელმწიფოს განსაკუთრებული ინტერესის ობიექტს.

ჩვენი წინაპრების მრავალი თაობის მუხლჩაუხრელი ბრძოლისა და პოლიტიკური განჭვრეტილობის შედეგად, მეტ-ნაკლები წარმატებით ხერხდებოდა საქართველოს სტრატეგიული ინტერესების შესაბამისი კურსის შემუშავება და ცხოვრებაში გატარება.

საუკუნეთა მიჯნაზე მცხოვრები ჩვენი თაობის წინაშე, მთელი სიცხადით დადგა საკითხი - ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ტერიტორი-ული მთლიანობის უზენაესი პრინციპიდან გამომდინარე, როგორ უნდა მოახერხოს საქართველოს სახელმწიფომ, რომ:

ერთის მხრივ - გაითვალისწინოს კავკასიის რეგიონში ჩვენი ქვეყნის გეოსტრა-ტეგიული მდებარეობიდან გამომდინარე მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა ინტერესი, და

მეორეს მხრივ ცალსახად თქვას უარი სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ძალთა დაპირისპირების სავარაუდო პოლიგონად ქცევის ალბათობაზე.

 

საუბრის გაგრძელებამდე აღვნიშნავთ, რომ 1918 წ. დამოუკიდებლობის აქტში „დამფუძნებელმა კრებამ“, საქართველოს მოსახლეობის ნება ასეთი ფორმულირებით დააფიქსირა:

„საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა“.

 

აქვე უნდა აღინიშნოს შემდეგი:

1. ქვეყანაში დღეს მომქმედი 1995 წლის 24 აგვისტოს „საქართველოს კონსტი-ტუცია“, ეფუძნება:

ერთის მხრივ 1918 წ. 26 მაისის „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს“; და

მეორეს მხრივ 1991 წ. 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, 1991 წ. 9 აპრილს გამოცხადებულ „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს“;

2. 1991 წ. 31 მარტის რეფერენდუმში მონაწილე ამომრჩევლის ხმის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა - 98, 3%-მა, თანხმობა განაცხდა, რომ „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა“ მომხდარიყო 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის“ საფუძველზე;

3. 1918 წ. 26 მაისს გამოცხადებულ „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში“ კი, საქართველოს მოსახლეობის ნება ასეა ფორმულირებული:

„საერთაშორისო ომიანობაში საქართვე-ლო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა“.

 

მაშასადამე, დღეისათვის მომქმედი იურიდიული ძალის მქონე სამივე დოკუმენტი:

- 1918 წ. 26 მაისს გამოცხადებული „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“;

-1991 წ. 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები, და 1991 წ. 9 აპრილს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის“ თაობაზე მიღებული დადგენილება; და

- 1995 წ. 24 აგვისტოს რედაქციის „საქართველოს კონსტიტუცია“,

პირდაპირ თუ ირიბად იღებს ვალდებულებას, დაეყრდნოს და გაითვალისწინოს საქართველოს მოსახლეობის ნება, რომ:

„საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა“.

 

საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკაში ყველაზე უფრო გავრცელებულია ე.წ. ევენტუალური ანუ კაზუალური ნეიტრალიტეტი, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს ნეიტრალიტეტს ამა თუ იმ კონკრეტულ ომში.

სართაშორისო სამართალში - ევენტუალური ნეიტრალიტეტის გარდა, მოქმედებს სახელმწიფოს მუდმივი ნეიტრალიტეტიც.

თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკაში იგი ესმით, როგორც სახელმწიფოს საერთაშორისო - სამართლებრივი სტატუსი, რომლის თანახმადაც ეს სახელმწიფო უკვე მშვიდობიანობის დროს მოვალეა არ იკისროს ისეთი საერთაშორისო ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც ომის შემთხვევაში იძულებულს გახდიდა ხელი აეღო თავის ნეიტრალიტეტზე ან საფრთხეში ჩაეგდო იგი.

 

სართაშორისო სამართალში თავისი შინაარსით ცნობილია ნეიტრალიტეტის ორი ფორმა:

- აბსოლუტური და კვალიფიციური.

აბსოლუტური ითვალისწინებს ნეიტრალური სახელმწიფოს აბსოლუტურ მიუკერძოებლობას (მაგ. შვეიცარია, რომელიც გაეროს წევრიც კი არ არის),

ხოლო - კვალიფიციური, წარმოადგენს ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ფეხმოკიდებული კეთილმოსურნე ნეიტრალიტეტის განვითარების შედეგს, როდესაც მისაღებია გარკვეულ პირობებში (ვთქვათ სამართლიანი ან თავდაცვითი ომის წარმოებისას), რომელიმე მეომარი მხარისთვის გარკვვეული შეღავათების გაწევა.

 

საპრეზიდენტო არჩევნებში, მოსახლეობის მიერ სათანადო მხარდაჭერის დაფიქსირების შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივ მექანიზმის გათვალისწი-ნებით, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ:

- საქართველოს სახელმწიფომ პირველმა დააფიქსიროს ნეიტრალიტეტისაკენ მტკიცე ნაბიჯის გადადგმის სურვილი, რომელიც უდავოდ შეიტანს წვლილს, გეოპოლიტიკური დაპირისპირების - მშვიდობიანად და ყველასათვის მისაღებად მოგვარების საქმეში;

- საქართველო: აქტიური სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფო უნდა გახდეს!

 

ამისათვის, „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებულ - საქართველოს მუდმივი სამხედრო“ნეიტრალიტეტის გამოცხადების საკითხის მოსამზადებელ დროებით კომისიას“ წარედგინება, ჩვენს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა ისეთი პაკეტი, რომლის მიზანია:

 

დააფიქსიროს საქართველოს სახელმწიფოებრივი სწრაფვა - გაითვალისწინოს კავკასიის რეგიონში ჩვენი ქვეყნის გეო-სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა ინტერესი, და თავისი წვლილი შეიტანოს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ძალთა შესაძლო დაპირისპირების გასანეიტრალებლად.

 

საკანონმდებლო რეგულაცია, ძირითადად ეყრდნობა, საერთაშორისო სამართლით აღიარებული ჰააგის კონვენციებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტების სულისკვეთებას.

 

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში დეტალურადაა გაწერილი, წინამდებარე კანონის ძალაში შესვლის შემდგომად გადასადგმელი ნაბიჯები. კერძოდ:

 

საქართველოს მთავრობამ [საგარეო საქმეთა სამინისტროს ბაზაზე], საქართველოს მიერ მუდმივი სამ-ხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების თაობაზე მიღებული გა-დაწყვეტილების გაეროს უშიშროების საბჭოში გადაგზავნის შემდეგ, სპეციალური წინადადებებით უნდა მიმართოს გაეროს უშიშროების საბჭოში შემავალ ხუთივე მუდმივ წევრ სახელმწიფოს, რათა თითოეულ მათგანთან [აშშ, ინგლისი, რუსეთი, საფრანგეთი და ჩინეთი] დაიდოს სპეციალური ხელშეკრულება, მათი მხრიდან - საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გარანტორად დადგომის თაობაზე.

 

დიახ, გაეროს უშიშროების საბჭოში შემავალი ხუთივე მუდმივი წევრი სახელმწიფო - აშშ, ინგლისი, რუსეთი, საფრანგეთი და ჩინეთი, ცალ-ცალკე, და მთლიანობაში, მათთან გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, უნდა გახდნენ გარანტორები, საქართველოს მიერ მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებით აღებული ვალდებულებების, რომ:

 

- საქართველო არასოდეს გახდება რომელიმე სამხედრო ან სამხედრო-პოლიტიკური კავშირისა თუ ბლოკის წევრი;

- საქართველო არასოდეს დაუთმობს თავის ტერიტორიას, მეორე სახელმწიფოს, შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ბაზების განლაგებისათვის;

- საქართველო არასოდეს დაუშვებს თავის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის ჯარის, იარაღისა თუ სამხედრო ქონების ტრანსპორტირებას;

- საქართველო არასოდეს შეუწყობს ხელს, სამხედრო დაპირისპირებული მხარეების დახმარების მიზნით რაიმენაირი სამხედრო ფორმირების და მოხალისეთა გაერთიანებების შექმნას;

- საქართველოს შეიარაღებული ძალები არასოდეს და არანაირი ფორმით არ ჩაერთვება სამხედრო დაპირისპირებაში მყოფი რომელიმე მხარის სასარგებლოდ მიმართულ ქმედებებში;

- საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფოს პოზიციიდან გამომდინარე, თავისი წვლილი შეიტანოს სამხედრო დაპირისპირებაში მონაწილე მხარეების მშვიდობიანად მორიგების პროცესის წარმატებით დაგვირგვინების საქმეში.

 

საკანონმდებლო ინიციატივაში დეტალურადაა გაწერილი საქართველოს მთავრობის მიერ გარკვეულ ვადაში აღსასრულებლად განსაზღვრული დავალება:

მოხდეს გარო-ს წევრ (და არაწევრ) ყველა სახელმწიფოსათვის განკუთვნილი წინა-დადების მომზადება, რათა თითოეულ მათგანთან - ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულების დადებით, მათ მიერ მოხდეს საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფოს სტატუსის ცნობა და მხარდაჭერა.

 

დასასრულს დავსძენთ, რომ საქართველოს მიერ გამოცხადებული მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტისადმი გაეროს უშიშროების საბჭოში შემავალი ხუთივე მუდმივი წევრი სახელმწიფოს [აშშ, ინგლისი, რუსეთი, საფრანგეთი და ჩინეთი] მხრიდან დეკლარირებული მხარდაჭერა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ერთ-ერთ მყარ საფუძვლად იქცევა.

 

მინაწერი

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ:

საკანონმდებლო წინადადება: კანონპროექტი

საქართველოს კანონი „საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებასთან დაკავშირებით“ [2014 წლის 27 ოქტომბერი]

მიზეზთა გამო 2012 წლის მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობამ ჩვენი შეთავაზება არ გაიზიარა.

 

 

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზავია:

„კავკასია მშვიდობის სახლი“

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომად, კავკასია გადაიქცა გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე მყოფ იმ რეგიონად, რომელიც, გადაუწყვეტელი კონფლიქტების გამო (ჩეჩნეთი, აფხაზეთი, ცხინვალი ოლქი, მთიანი ყარაბაღი), დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება.

მიზეზთა გამო დიპლომატიური ურ-თიერთობა შეწყვეტილია: საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის; აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის; დღემდე ჩაკეტილია თურქეთისა და სომხეთის საზღვარი...

 

ვგონებთ უკვე დადგა დრო, რომ კავკასიის რეგიონში შემავალმა სახელმწიფოებმა, მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად, თავადვე აიღონ პასუხისმგებლობა დედამიწის ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთში მშვიდობის მყარი გარანტიების შექმნასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს პარლამენტის წევრის რანგში საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ორიენტირი იქნება მშვიდობიანი კავკასიის რეგიონის ჩამოყალიბება.

 

ამ მიზნით მომზადებული ჩვენი წინადადება ითვალისწინებს:

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: კავკასია მშვიდობის სახლი- ჩამოყალიბებას,

რომელიც შეიქმნება:

კავკასიის რეგიონში შემავალი ხუთი სახელმწიფოს

- აზერბაიჯანის,

- თურქეთის,

- რუსეთის ფედერაციის,

- საქართველოსა და

- სომხეთის მიერ,

გაერო- წესდებით გათვალისწინებული საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე აგებული ხელშეკრულების საფუძველზე, და

რომლის შტაბ-ბინაც განთავსებული იქნება - საქართველოში, ქალაქ - ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში.

 

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“, გაითვალისწინებს რა გაერო- წესდების 52- და 54- მუხლების სულისკვეთებას, ჩამოყალიბდება, რათა თავისი წვლილი შეიტანოს კავკასიის რეგიონში უშიშროების, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სხვა პრობლემების გადაწყვეტის მიზნების განხორციელებაში;

 

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: კავკასია - მშვიდობის სახლი- წევრი სახელმწიფოები დარჩებიან დამოუკიდებელ, სუვერენულ და თანასწორუფლებიან სახელმწიფოებად;

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: კავკასია - მშვიდობის სახლი“, მასში გაერთიანებული სა-ხელმწიფოების ძალისხმევით, შეეცდება რეგიონში - მშვიდობისა და ხალხთა უშიშროების საკითხების, ერთმანეთს შორის ეკონომიკური, კულტურული, სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების ეფექტიანობის ამაღლებას;

 

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: კავკასია - მშვიდობის სახლი- თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება, რომ:

შეიარაღებული ძალები არ გახდება სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობაში მთავარი დასაყრდენი, დაემორჩილება მხოლოდ საერთაშორისო სამართლით განსაზღვრულ პრინციპებს და სხვანაირად არ იქნება გამოყენებული, თუ არა თითოეული ქვეყნის ინტერესების, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და თავდაცვის უნარიანობის განმტკიცებისათვის;

 

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: კავკასია - მშვიდობის სახლი- თითოეული წევრი სახელმწიფო უნდა გაემიჯნოს ყოველგვარი ძალადობის გამოყენებას და დასახული მიზნების მიღწევისათვის იბრძოლოს მხოლოდ სამართლებრივი, მშვიდობიანი და პოლიტიკური საშუალებებით;

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: კავკასია - მშვიდობის სახლი- თითოეული წევრი სახელმწიფო შეეცდება განამტკიცოს ადამიანის ძირითად უფლებათა, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ღირებულებათა თანასწორუფლე-ბიანობის რწმენა;

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: კავკასია - მშვიდობის სახლი- თითოეული წევრი სახელმწიფო ხელს შეუწყობს სოციალურ პროგრესს და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას უფრო მეტი თავისუფლების პირობებში;

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: კავკასია - მშვიდობის სახლი- თითოეული წევრი სა-ხელმწიფო გააერთიანებს თავის ძალისხმევას ზოგადად მსოფლიოში და მათ შორის კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და უშიშროების დაცვის მიზნით.

 

 

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია:

„ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი“

სსრ კავშირის დაშლის შემდეგ შექმნილმა ახალმა პოლიტიკურმა რეალობამ, მსოფლიო საზოგადოება, არაერთი პრობლემატური საკითხის გადაჭრის აუცილებლობის წინაშე დააყენა.

 

ყოფილი სოციალისტური ბანაკისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ნატოში გაწევრიანების პარალელურად, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებათა შედეგად, მიზეზთა გამო:

საერთაშორისო სამართლით აღიარებულ სახელმწიფოებრივ საზღვრებში საკუთარი ტერიტორიების სრულად გაკონტროლების პრობლემის წინაშე დადგნენ - საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვასა და უკრაინის ხელისუფალნი.

 

მსოფლიო საზოგადოების მხრიდან გამოვლენილი ძალისხმევისა და მათ მიერ გაკეთებული არაერთი მოწოდების ფონზე, ვგონებთ უკვე დადგა დრო, რომ:

ერთის მხრივ - რუსეთის ფედერაციასა, და,

მეორეს მხრივ - ნატოში გაერთიანებულ ქვეყნებს შორის მოქცეული,

აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემავალი - საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვას, უკრაინისა და ბელარუსის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ფუნდამენტური პრინციპებიდან გამომდინარე, ამ სახელმწიფოებმა, მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად, თავადვე აიღონ პასუხისმგებლობა დე-დამიწის ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთში მშვიდობის მყარი გარანტიების შექმნასთან დაკავშირებით.

 

ამ მიზნის მიღწევის ურთულეს გზაზე, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად გვესახება:

ნატოსა და რუსეთს შორის ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირის ჩამოყალიბება.

 

შესაბამისად, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ საქართველო გამოვიდეს ინიციატორი, რათა, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემავალ - აზერბაიჯანის, მოლდოვას, უკრაინისა და ბელარუსის ხელისუფალთა წინაშე, დაისვას საკითხი - ხუთი სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული ნებიდან, გამომდინარე შეიქმნას:

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - სამუბ- [საქართველო, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა, ბელარუსი],

რომელიც შეეცდება თავისი წვლილი შეიტანოს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში უშიშროების, პოლიტიკური და სხვა პრობლემების გადაწყვეტის მიზნების განხორციელებაში.

 

ჩვენი წინადადება იქნება, რომ - სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - სამუბ-ის შტაბ-ბინა განთავსებულ იქნეს

- საქართველოში, კერძოდ კი

- . ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში.

 

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ის თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა განაცხადონ, რომ:

საერთაშორისო ურთიერთობებში წარმართული მათი საქმიანობა დაე-მყარება - მუდმივი სახელმწიფო ნეიტრალიტეტის კვალიფიციური მიუკერძოებლობიდან გამომდინარე პრინციპებს;

 

შესაბამისად,

დაეყრდნობიან რა გაეროს წესდების 54- მუხლს, რომლის ძალითაც:

უშიშრობის საბჭო ყოველთვის სრულად უნდა იყოს ინფორმირებული იმ ქმედებების შესახებ, რომლებიც განხორციელებული ან დასახული არიან რეგიონული შეთანხმებების ძალით ან რეგიონული ორგანოების მიერ საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების მხარდასაჭერად“,

 

უნდა გამოვიდნენ წინადადებით, რომ:

გაეროს წესდების 23- მუხლის 1-ლი პუნტით განსაზღვრული, უშიშროების საბჭოს ხუთივე წევრი სახელმწიფო:

- ამერიკის შეერთებული შტატები,

- დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანე-ბული სამეფო,

- რუსეთის ფედერაცია,

- საფრანგეთი, და

- ჩინეთის რესპუბლიკა,

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ-ის თითოეულ წევრ სახელმწიფოსთან დადებული სათანადო საერთაშორისო შეთანხმებებით, გახდნენ, ჩვენს მიერ დეკლარირებული:

კვალიფიციური მიუკერძოებლობის პრინციპზე აგებული მუდმივი სახელმიფო ნეიტრალიტეტის მთავარი გარანტორები.

 

 

საქართველოს საპარლამენტო დღის წესრიგში შესატანად გამზადებული საკითხების მოკლე მონახაზი ასეთია, ანუ საჭიროა:

- მივიღოთ: ქართული მიწის დაცვის კანონი;

- ავამოქმედოთ: მოსწავლისა და მშობლის კანონი;

- შევცვალოთ ანტიდისკრიმინაციული კანონი;

- დავაფუძნოთ: მთაში განსახლების ფონდი;

- შევქმნათ: ეროვნული თანხმობის დარბაზი;

- დავარეგულიროთ: „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოსა და მთავრობის შექმნასთან დაკავშირებული“ საკითხი;

- გადავჭრათ ყოფილი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“-ს ტერიტორიისათვის „ჩრდილო ქართლი [ცხინვალის ოლქი]“-ს სახელის მინიჭების საკითხი“;

- დავხვეწოთ „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; და ა.შ

 

 

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის

საკუთრების შესახებ

ჩვენი წინაპრების მიერ სისხლის ფასად შენარჩუნებული ქვეყნის მაცხოვრებელთა წინაშე ახალი საფრთხე წარმოიშვა - ღვთისაგან ჩვენთვის ბოძებული ქართული მიწის უმე-ტესი ნაწილი შეიძლება უცხოელთა საკუთრებაში აღმოჩნდეს.

ქვეყნის ხელისუფალი ვალდებულია ისეთი სამართლებრივი ბაზა შექმნას, რომელიც საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფს, რომ ქართული მიწის მფლობელი - საქართველოს ძირძველი მაცხოვრებელი, უმცირესობაში არ აღმოჩნდეს.

 

აქვე გვინდა, ბიბლიაში, მიწასთან მიმართებაში არსებული ერთი შეგონება გავიხსენოთ - „მიწა სამუდამოდ არ უნდა გაიყიდოს, რადგან ჩემია მიწა, რადგან თქვენ მდგმურები და ხიზნები ხართ ჩემთან“ [ლევ. 25,23].

იქვე, თითქმის დეტალურადაა აღწერილი მიწასთან მიმართებაში მკვიდრი მაცხოვრებლის უპირატესი უფლების რეალიზების ე.წ. სამართლებრივი ნიუანსები].

 

ყველა ერს თავისი საცხოვრისი, ხოლო ყველა ქვეყანას თავისი მისია აქვს! ქართველთა სამკვიდრებელი ადგილი - საქართველო, სხვათაგან იმითაცაა გამორჩეული, რომ იგი, ღვთის განგებულობით, ჯერ - მაცხოვრის კვართის დავანების ადგილად, ხოლო მოგვიანებით - ღვთისმშობლის წილხვედრ მიწად განწესდა...

დიახ, ღმერთმა ჩვენი მშობლიური მიწა ჩვენდა სამკვიდრებლად დაადგინა, და თანაც ამ წუთისოფლის „მდგმურები და ხიზნები“, როგორც ვნახეთ, გაგვაფრთხილა - „მიწა სამუდამოდ არ უნდა გაიყიდოს, რადგან ჩემია მიწაო“.

შესაბამისად, მაცხოვრის კვართის დავანებისა და - ღვთისმშობლის წილხვედრი მიწის ერთადერთი მესაკუთრე მხოლოდ ქართული სახელმწიფო უნდა იყოს; ხოლო ამ ქვეყანის თითოეული მკვიდრთაგანი, ღვთისაგან ბოძებული მიწის მხოლოდ - დროებით მოსარგებლე, ანუ მეიჯარენი შეიძლება ვიყოთ.

 

მინაწერი

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ:

საკანონმდებლო წინადადება: კანონპროექტი

საქართველოს კანონი - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“- [2014 წლის 5 აგვისტო].

მიზეზთა გამო 2012 წლის მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობამ ჩვენი შეთავაზება არ გაიზიარა.

 

 

მოსწავლისა და მშობლის კანონი, ანუ სასკოლო ასაკის შვილის მყოლი დედისათვის შეღავათების დაწესების ახალი მექანიზმი

დემოგრაფიული პრობლემატიკით დაკავებულ მკვლევართა ერთსულოვანი შეფასებით, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველო - დემოგრაფიული დაბერების პროცესშია, რაც გამოიხატება - მოსახლეობაში ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფების შემცირებასა და 60 წელზე უხნესი მოსახლეობის წილის მატებაში.

მიზეზთა გამო, ქართველი ერი - ფიზიკური შემცირების, ანუ - გადაშენების საფრთხის წინაშე დგას.

 

საქართველოს საპატრიარქოს მიერ - დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ გადადგმული ღონისძიებების პარალელურად [პატრიარქის მიერ დამკვიდრებული ჩვილთა ნათლობა და სხვა], აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდანაც გადაიდგეს დემოგრაფიული სურათის დადებითად შეცვლისათვის საჭირო ქმედითი ნაბიჯები.

ჩვენის აზრით, შესამუშავებელია კონკრეტული საკანონმდებლო მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს დედას - დაუბრუნდეს ოჯახს და მაქსიმალურად ჩაერთოს შვილების აღზრდაში.

დღეის მდგომარეობით, სახლმწიფოს მიერ განსაზღვრული შეღავათების პაკეტი მხოლოდ ორ საფეხურს მოიცავს. ესენია:

1. ორსული და მეძუძური დედისათვის დაწესებული დახმარების პაკეტი; და

2. უფასო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ბაგა-ბაღების ქსელი.

საჯარო და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულ დედას, შვილისადმი სათანადო ყურადღების გამოჩენის პრობლემა უკვე სასკოლო ასაკიდან ექმნება. კერძოდ, სკოლის სასწავლო პროცესის შემდგომად, ვიდრე დედის მიერ სამსახურის დამთავრებამდელ დროში, თავს იჩენს ბავშვისადმი სათანადო ყურადღების მიქცევის პრობლემა. ეს საკითხი, მოსწავლის ასაკის მატებასთან ერთად, სხვადასხვა დონით მწვავდება, რაც განსაკუთრებით მტკივნეულად მიმდინარეობს მოზარდის მიერ გარდატეხის ასაკის გავლის პროცესში.

 

ჩვენს მიერ შემუშავებული წინადადების არსი შემდეგშია:

ქართული კანონმდებლობით განსაზღვრული იმ რეგულაციის პარალელურად, რომლითაც ორსული და მეძუძური დედის უფლებებია გამოკვეთილი, საჭიროდ მიგვაჩნია საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს, სახელმწიფო საჯარო სამსახურში მყოფი სკოლის ასაკის შვილიანი დედისათვის სამუშაოს ხანგრძლივობის განახევრების პირობებში, მისთვის - სრული განაკვეთის ტოლფასი ანაზღაურების შენარჩუნების მექანიზმი.

 

მინაწერი

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ:

საკანონმდებლო წინადადება: კანონპროექტი

საქართველოს კანონი - „საქართველოს კანონში - საჯარო სამსახურის შესახებდა საქართველოს ორგანულ კანონში - „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილების შესახებ“ “ [2014 წლის 8 აპრილი].

მიზეზთა გამო 2012 წლის მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობამ ჩვენი შეთავაზება არ გაიზიარა.

 

 

ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების არსი

მსოფლიო ხალხთა ისტორიიდან არაერთი მაგალითია ცნობილი იმისა, თუ ქვეყნის ძირითად მაცხოვრებელთა მიერ საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ზნეობრივი ფასეულობების საწ-ნააღმდეგოდ მომქმედი ხელისუფალი, როგორ ტრაგიკულად ამთავრებს თავის საქმიანობას.

დღეს მომქმედი კანონის პირველ მუხლში - „სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის“ თაობაზე არსებული ჩანაწერი, თავისი არსით, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობისათვის მისაღებ ზნეობრივ ფასეულობებთან. კანონისმიერი ჩანაწერის მიზა-ნია - ქართულ სამართლებრივ სივრცეში აღნიშნული კანონის ნორმის დამკვიდრებით, მიაღწიონ ტრადიციული და არატრადიციული სქესობრივი ორიენტაციის მიმდევართა უფლებების გათანაბრებას.

მსოფლიოში არსებული აბსოლუტურად ყველა რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ნებისმიერ ფორმას - ერთ-ერთ უპირველეს ცოდვათა რიგს მიაკუთვნებს, მთელი არსით ეწინააღმდეგება ამ ცოდვის პროპაგანდის ყოველგვარ გამოვლენას.

ჩვენი შემოთავაზებით, კანონისმიერი ჩანაწერი, რომელიც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის, ანუ ცოდვის მატარებელ პირთა ჯგუფს, აძლევს „საქარ-თველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის“ უფლებას, საკანონმდებლო დონეზე, ხელს უწყობს [და ახალისებს], რათა არაჯანსაღი ზნეობის მატარებელმა პირებმა, მოახდინონ თავად ამ ცოდვის პროპაგანდა - უნდა შეიცვალოს.

 

მინაწერი

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ:

საკანონმდებლო წინადადება: კანონპროექტი

საქართველოს კანონი - „საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ [2014 წლის 8 მაისი];

მიზეზთა გამო 2012 წლის მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობამ ჩვენი შეთავაზება არ გაიზიარა.

 

 

„საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების დარეგულირებისათვის -

„განსახლების ფონდი“-ს შექმნის თაობაზე“

მე-18 და მე-19 საუკუნეებიდან მოყოლებული, რუსეთის იმპერიის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გაუქმებისა და ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია-ანექსიის შემდგომი დროის მანძილზე, მიზანმიმართული იმპერიული პოლიტიკის განხორციელებას, უმძიმესი დემოგრაფიული ფონის შექმნა მოჰყვა.

 

ერთის მხრივ: 1918 – 1921 წ.წ., და მეორეს მხრივ: 1990 - 1991 წ.წ. დაწყებული ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი განვითარების ხაზი, 1991-1992 წ.წ. მოყოლებით, გარე და შიდა ძალების მხრიდან გამოვლენილი დანაშაულებრივი ქმედებების გამო - გამრუდ-და. კერძოდ:

- სამართლებრივი სივრცის არასწორმა განვითარებამ, ეკონომიკუ-რი გარემოს დამძიმება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის [დროებითი] დარღვევა გამოიწვია;

- გაუსაძლისი პოლიტიკური, ეკონომიკური ან პირადი მიზეზების გამო უცხო ქვეყანაში მცირე ხნით ან მუდმივად საცხოვრებლად წამსვლელთა დიდ ნაკადსა და ეკომიგრანტთა ჯგუფს, თავისი საცხოვრებელი ადგილებიდან იძულებით გადაადგილებულთა ნახევარმილიონიანზე მეტი ლტოლვილთა არმია შეემატა;

- საქართველოში ფეხმოკიდებულმა ეკონომიკურმა სიდუხჭირემ არნახულად გაზარდა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ხვედ-რითი წილი;

- დამძიმებულმა ეკონომიკურმა გარემომ, გაუმართავმა ინფრა-სტრუქტურამ ნოყიერი ნიადაგი შექმნა მთიანი რეგიონების დაცარი-ელებისათვის; და ა.შ.

 

ზემოთხსენებული მდგომარეობიდან გამოსასვლელად საჭირო ქმედითი ზომების განხორციელების საქმეში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად გვესახება, შემოთავაზებული კანონპროექტის - „საქართვე-ლოში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების დარეგულირებისათვის - „განსახლების ფონდი“-ს შექმნის თაობაზე“ პრაქტიკული რეალიზება, რომელიც უნდა დაემ-ყაროს ორი უმთავრესი მიზნის განხორციელებას:

- სოციალურად დაუცველი, იპოთეკით დაზარალებული, ეკომიგრანტების, დევნილების, მშობლების მზრუნველობამოკლებული სრულწლოვანი ახალგაზრდებისა და ჭარბი დასახლების მქონე რეგიონებში მცხოვრები ოჯახებისათვის მთიან რეგიონებში ბინების შეძენითა და მუდმივ საკუთრებაში გადაცემის გზით, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას; და

- დაცარიელებული, ან ნახევრად დაცარიელებული მთიანი რეგიონების აღორძინებისათვის საჭირო გარემო პირობების [ინფრასტრუქტურის განვითარება, მცირე თუ დიდი ინვესტიციების მოზიდვის გზით სამუშაო ადგილების შექმნა-ჩამოყალიბებას.

იმედს ვიტოვებთ, რომ ღვთის შეწევნითა და შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება - ზოგადად ქვეყანაში, და განსაკუთრებით მთიან რეგიონებში არსე-ბული ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების საბოლოო დაძლევა.

 

მინაწერი

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ:

საკანონმდებლო წინადადება: კანონპროექტი

საქართველოს კანონი - საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების დარეგულირებისათვის - „განსახლების ფონდი“-ს შექმნის თაობაზე“ [2014 წლის 25 მარტი].

მიზეზთა გამო 2012 წლის მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობამ ჩვენი შეთავაზება არ გაიზიარა.

 

 

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტი

„ეროვნული თანხმობის დარბაზი“

საქრთველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებიდან მოყოლებული დღემდე, ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ანალიზი ნათლად გვიჩვენებს, რაოდენ აუცილებელია მოინახოს - საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის ეფექტური ურთიერთ თანამშრომლობისათვის საჭირო სამართლებრივი მექანიზმი.

შესაბამისად:

 

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დარეგისტრირებული ყველა პოლიტიკური გაერთიანება ვალდებულია თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებაში; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს საქართველოში - ჯანსაღი და კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისათვის; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ საპარლამენტო არჩევნებში დაწესებული ბარიერის ვერ გადამლახავი პოლიტიკური გაერთიანებებისათვის აუცილებელია მოიძებნოს, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი მონაწილეობის ეფექტური მექანიზმი,

 

გამოვდივართ ინიციატივით რათა, საქართველოს პარლამენტში შეიქმნას: საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის მუდმივმოქმედი კომიტეტი: „ეროვნული თანხმობის დარბაზი“ [„ერთადა“], სადაც თავს მოიყრიან საქართველოს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური გაერთიანებების თითო წარმომადგენელი.

 

„ეროვნული თანხმობის დარბაზი“ [`ერთადა~], თავს მოუყრის რა განსხვავებული შეხედულების მქონე პოლიტიკურ ორგანიზაციებს, მოწოდებული იქნება, რათა პარლამენტს გარეთ დარჩენილმა ძალებმა, საპარლამენტო პოლიტიკურ გაერთიანებებთან ერთად გაინაწილონ პასუხისმგებლობა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში.

„ეროვნული თანხმობის დარბაზი“ [„ერთადა“] იქნება ის ადგილი, სადაც ურთიერთ კონსულტაციაზე აგებული მშვიდობიანი ხერხებითა და მეთოდებით უნდა გადაწყდეს პოლიტიკურ ორგანიზაციათა შორის მოსალოდნელი ყოველგვარი უთანხმოება.

 

მინაწერი

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ:

საკანონმდებლო წინადადება: კანონპროექტი

საქართველოს კანონი - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების შესახებ“ [2014 წლის 1 მარტი].

მიზეზთა გამო 2012 წლის მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობამ ჩვენი შეთავაზება არ გაიზიარა.

 

 

„აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოსა და

მთავრობის“ შექმნასთან დაკავშირებით

1991 წ. დეკემბერსა და 1992 წ. იანვარში საქართველოში მომხდარმა მოვლენებმა, რომლებიც ადგილობრივ შეიარაღებულ კრიმინალურ ფორმირებებზე დაყრდნობით რუსეთის იმპერიული ძალების ხელშეწყობითა და უშუალო მონაწილეობით განხორციელდა, და მიზნად ისახავდა საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობას, რაც უნდა შეფასდეს, როგორც საქართველოს სუვერენული სახელმწიფოსა და ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად, ჩვენს ქვეყანაში უმძიმეს სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების განვითარებას დაუდო საფუძველი. კერძოდ:

 

1992 წ. 2 იანვარს შექმნილი კრიმინალური „სამხედრო საბჭოს“ სამართალმემკვიდრე - 1992 წ. 10 მარტს შექმნილი „სახელმწიფო საბჭოს“ დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული ძალების მიერ, სარკინიგზო მაგისტრალების დაცვის საბაბით, სინამდვილეში კი აფხაზეთში მიმდინარე კანონიერი ხელისულების მომხრეთა საპრო-ტესტო აქციების ასალაგმავად, საქართველოს განუყოფელი ნაწილის აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილება, პროვოკაციულად იქნა გამოყენებული აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში მყოფი აფხაზი სეპარატისტების კონტროლირებადი სახელისუფლო შტოს მიერ საომარი მოქმედების წამოწყებისათვის, რითაც საქართველო ჩართულ იქნა რუსეთის იმპერიული ძალების მიერ ინსპირირებულ საომარ მოქმედებაში; აგრეთვე

 

1992 – 2008 წ.წ. მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის გაუთვლელ და ავანტურისტულ ქმედებათა გვირგვინად იქცა, რუსეთი ფედერაციის იმპერიული ცნობიერების მატარებელი ხელისუფალის მიერ წინასწარდაგებულ მახეში გახვევის გამო, 2008 წ. აგვისტოში დაწყებული „რუსეთ - საქართველოს ომი“, და მისი სავალალო შედეგი, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია, და ამ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ახალი ტალღის გაჩენა.

 

აფხაზეთის ტერიტორიაზე 1991 წ. 29 სექტემბერს ჩატარებული არჩევნების შემდგომად ფორმირებულ სახელისუფლო სტრუქტურათა ერთობლივი მოქმედების შეწყვეტისა [1992 წ. 3 აპრილი], ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ 1993 წ. სექტემბერსა და 2008 წ. აგვისტოში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო ქ. თბილისში მომქმედი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, მიზეზთა გამო, სათანადოდ ვერ პასუხობს დღევანდელობით გამოწვეულ მოთხოვნებს.

 

ჩვენს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო პროექტის მიზანია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, შეიქმნას აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისა და მათი ნების გათვალისწი-ნებით ჩამოყალიბებულ სახელისუფლო ვერტიკალთა, არსებული რეალობის მაქსიმალურად გამათვალისწინებელი, ურთიერთთანამ-შრომლობის ეფექტური მოდელი.

ამ მიზნით შემოთავაზებულია შეიქმნას სახელისუფლო მმართველობის ახალი რგოლი - „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭო“, რომელიც არსებულ გარემოსთან ეფექტური მისადაგებითაა განპირობებული.

 

მინაწერი

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ:

საკანონმდებლო წინადადება: კანონპროექტი

საქართველოს კანონი - „აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საბჭოსა და მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით“ [2014 წლის 2 სექტემბერი].

მიზეზთა გამო 2012 წლის მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობამ ჩვენი შეთავაზება არ გაიზიარა.

 

 

ყოფილი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“-ს ტერიტორიისათვის

„ჩრდილო ქართლი [ცხინვალის ოლქი]“-ს

სახელის მინიჭების შესახებ“

ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ჩამოყალიბებულ გეოგრაფიულ სახელდებებში, ამა თუ იმ ქვეყნის დამპყრობლური პოლიტიკის შედეგად, სხვადასხვა ე.წ. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შემოტანის კვალობაზე, არაერთი ცვლილება განხორციელებულა.

 

კოლონიური უღლის გადაგდების შემდეგ, ჩვენი წინაპრების არაერთი თაობა, ისტორიული სამართლიანობის აღდგენის პრინციპიდან გამომდინარე, კვლავ ახერხებდა თავსმოხვეული ცვლილებების გამოსწორებას.

 

საუკუნეთა მიჯნაზე მცხოვრები ჩვენი თაობის ვალდებულებაა, თავისი წვლილი შეიტანოს - რუსეთის იმპერიაში იძულებითი ყოფნის გამო, საქართველოს ისტორიული კუთხეებისათვის, მიუღებელი და უცხო ტოპონიმიკის მაგივრად, თავისი ნამდვილი შინაარსის მატარებელი სახელდების დაბრუნება-დამკვიდრებაში.

 

რუსეთი იმპერიის მიერ ქართული სახელმწიფოს დაპყრობის კვალობაზე დამკვიდრებული ე.წ. „სამხრეთ ოსეთად“ წოდებული ტერიტორია, ნარატიულ წყაროთა, არქეოლოგიური ფაქტებისა და სხვა ისტორიული მასალის მიხედვით - ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში: ეთნოკულტურულად მხოლოდ ქართულია, და მასში არ შეიმჩნევა უცხო ელემენტების არსებობა. შესაბამისად:

 

ვადასტურებთ რა, რომ საქართველოში შეიძლება არსებობდეს და არსებობს კიდეც სხვა ეთნოსით, ამ შემთხვევაში - ოსებით დასახლებული ტერიტორია და არა რომელიმე ეთნოსის სახელის რაიმე ფორმით მატარებელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, კერძოდ - „ოსეთი“; აგრეთვე

ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურღვევობის პრინციპიდან გამომდინარე, ისტორიული „შიდა ქართლის“ ჩრდილო-დასავლეთ ნაწილთან მიმართებაში ყო-ველგვარ ადამიანურ ლოგიკას მოკლებულია ტერმინ „სამხრეთი“-ს ნებისმიერი ფორმით გამოყენება, აუცილებლად მიგვაჩნია გასწორდეს, უცხო ქვეყნის მიერ თავსმოხვეული, საქართველოს ძირძველი ტერიტორიის გეოგრაფიულ სახელწოდებაში შეტანილი დამახინჯება;

 

შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის წარმოებული ბრძოლის ამ ეტაპზე, კონფლიქტურ ტერიტორიაზე ავტონომიური ერთეულის შენარჩუნებისა და ქართული სინამდვილისათვის მისაღები გეოგრაფიული სახელდების დამკვიდ-რების მიზნით, აუცილებელია მიღებულ იქნეს პოლიტიკური გადაწყვეტილება და ისტორიული „შიდა ქართლის“ ჩრდილოეთ ნაწილს, ყოფილი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“-ს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს, ეწოდოს - „ჩრდილო ქართლი [ცხინვალის ოლქი]“.

 

მინაწერი

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ:

საკანონმდებლო წინადადება: კანონპროექტი

საქართველოს კანონი - „საქართველოს კანონი ყოფილისამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“-ს ტერიტორიისათვის „ჩრდილო ქართლი [ცხინვალის ოლქი]“-ს სახელის მინიჭების შესახებ“ [2015 წლის 9 თებერვალი].

მიზეზთა გამო 2012 წლის მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობამ ჩვენი შეთავაზება არ გაიზიარა.

 

 

საარჩევნო პროცესის ახლებური წესით

დაფინანსების საკითხისათვის

2008 წლიდან შემოღებული პარტიების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების წესის გამო, ყოველწლიურად გაწეული ხარჯი 10-11 მილ. ლარის ფარგლებში მერყეობს. ჩვენი აზრით:

ერთის მხრივ - სახელმწიფო ბიუჯეტის ყაირათიანი ხარჯვისა, და

მეორეს მხრივ - ჯანსაღი კონკურენციის ძირეული პრინციპის მოთხოვნებიდან გამომდინარე,

უარი უნდა ითქვას პოლიტიკური გაერთიანებების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მანკიერ პრაქტიკაზე.

პოლიტიკურ ასპარეზზე უნდა მოქმედებდნენ მხოლოდ ქვეყნის მოსახლეობის რეალური მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური გაერთიანებები.

 

შესაბამისად, მათი დაფინანსებაც უნდა ხდებოდეს, მხოლოდ, პოლიტიკური გაერთიანებების მიერ შემუშავებული ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების კონკრეტული პროგრამის მხარდაჭერის მიზნით. მოსახლეობის მხრიდან გაღებული მატერიალური [საწევრო, შემოწირულობა], თუ არამატერიალური სახსრების მეშ-ვეობით.

 

თავის მხრივ საარჩევნო კოდექსი უნდა უზრუნველყოფდეს, არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური გაერთიანებისათვის მაქსიმალურად თანაბარი პირობების შექმნას.

ჩვენი შემოთავაზების მიხედვით:

ყველა საარჩევნო სუბიექტი, წინასაარჩევნო პერიოდში უფლებამოსილი უნდა იყოს დახარჯოს, მხოლოდ თანაბარი ოდე-ნობის ფულადი რესურსი; ამასთან

ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი უნდა იქნეს თანაბარი ოდენობის უფასო საეთერო სარეკლამო დრო;

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, თანაბარი პირობების მქონე წინასარჩევნო გარემოს შექმნის მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტში, შესაბამისი არჩევნებისათვის, ერთჯერადად, გამოყოფილი უნდა იქნეს წინასწარ დადგენილი კონკრეტული ფულადი რესურსი, ჩვენი შემოთავაზებით, მაგ. - ხუთი მილიონის ოდენობის ფულადი თანხა.

ხსენებული ხუთი მილიონი თანაბრად გადანაწილდება - შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებულ საარჩევნო სუბიექტებზე, და ჩაირიცხება მათ საარჩევნო ფონდში.

შემოთავაზებულ ცვლილებათა მიხედვით, საარჩევნო ბიულეტენში შესატანი საარჩევნო სუბიექტების ოდენობის საბოლოო დადგენის დროიდან, ყველა მონაწილე პოლიტიკურ გაერთიანებას უფლება უნდა ჰქონდეს დახარჯოს მხოლოდ სახელმწიფოს მიერ [ბიუჯეტიდან] მათ საარჩევნო ფონდში ჩარიცხული ფინანსური რესურსი.

[მაგ. შეიძინონ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განსათავსებლად საჭირო საეთერო დრო და სხვა].

 

საარჩევნო პროცესის წარმართვის შემოთავაზებული ახლებური რეგულაცია:

ერთის მხრივ მკვეთრად შეამცირებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პოლიტიკური გაერთიანებებისათვის გათვალისწინებულ დანახარჯს;

და

მეორეს მხრივ

1. შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებულ საარჩევნო სუბიექტებისათვის, პოლიტიკური რეკლამის განსათავსებლად თანაბრად გამოყოფილი უფასო საეთერო დრო;

2. შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებული საარჩევნო სუბიექტებისთვის, წინასაარჩევნო პერიოდში მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანაბარი ოდენობის ფულადი სახსრების ხარჯვის უფლების განსაზღვრა,

მაქსიმალურად უზრუნველყოფს ყველა საარჩევნო სუბიექტის მიერ თავისი სათქმელის ამომრჩევლამდე მიტანისათვის თანაბარ პირობებს, რაც, თავის მხრივ, საქართველოს მოსახლეობას გაუადვილებს მართებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას.

 

მინაწერი

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ:

საკანონმდებლო წინადადება: კანონპროექტი

საქართველოს კანონი - „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში და საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსშიშესატანი ცვლილებების შესახებ“ [2017 წლის 9 ნოემბერი].

მიზეზთა გამო 2016 წლის მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობამ ჩვენი შეთავაზება არ გაიზიარა.

 

 

მიხეილ სალუაშვილის

ბიოგრაფია

თეოლოგი, პოლიტოლოგი, კონსტიტუციონალისტი,

ინჟინერ მშენებელი,

ტექნიკური მეცნიერებათა

აკადემიური დოქტორი

 

- დაიბადა: ქ. თბილისში, 1958 წლის 16 ივლისს;

 

- სხვადასხვა წლებში მუშაობდა:

სტუდენტთა საკონსტრუქტორო ბიურო „მშენებლობა“-ში [1979 - 1980 წ.წ.];

სამშენებლო სამმართველოში, საქმის მწარმოებლად [1980 წ.];

საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტში [1980 - 1982 წ.წ.];

საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის, სამშენებლო ფაკულტეტის N67 „ლითონის კონსტრუქციების“ კათედრაზე: ასისტენტად, მასწავლებლად, უფროს მასწავლებლად;

სამეცნიერო თემებში: წამყვან და უფროს მეცნიერ-მუშაკად [1983 - 1989 წ.წ.];

საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის „სამოქალაქო თავდაცვის ციკლის“ დოცენტად, ციკლის უფროსად [1990 - 1991 წ.წ.];

საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის, სამშენებლო ფა-კულტეტის N21 „სამშენებლო კონსტრუქციების“ კათედრის დოცენტად, კათედრის გამგის მოადგილე - „დაცვითი ნაგებობების“ უფროსად [1991 – 1995 წ.წ.];

 

- დღეის მდგომარეობით არის:

ა) საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში, პირველად გამოქვეყნებული [გაზ. „არჩევანი“, 1993 წ. 26 მაისი] „საქართველოს კონსტიტუციის“ სრული პროექტის; აგრეთვე

ბ) 136 კრებულის [მათ შორის: 53 - თეოლოგიური, 23 სასწავლო სახელმძღვანელო, 24 - პოლიტიკური, 16 - საკონსტიტუციო თემატიკის, 11 - მონოგრაფია ზვიად გამსახურდიაზე; 9 - ისტორიული]; აგრეთვე

გ) 50 საკანონმდებლო წინადადების; აგრეთვე

დ) 40 სამეცნიერო ნაშრომის; აგრეთვე

ე) 14 გამოგონებისა და

ზ) 3000-მდე საგაზეთო პუბლიკაციის ავტორი;

 

- 1988 წლიდან აქტიურად ჩაება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, იყო:

„ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ [1988 წ.],

„საქართველოს სახალხო ფრონტისა“ [1989 - 1990 წ.წ.] და

„საქართველოს ეროვნული ფრონტი - რადიკალური კავშირის“ [1990 - 1992 წ.წ.] წევრი;

 

- 1991 წ. 31 მარტის ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ არჩევნებში, „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ საარჩევნო სიით, არჩეულ იქნა: ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის პირველი საკრებულოს დეპუტატად;

საკრებულოს პირველსავე სხდომაზე აირჩიეს - საბურთალოს საკრებულოს თავმჯდომარედ, თბილისის საკრებულოს წევრად;

 

- 1992 წ. იანვარში აირჩიეს, თანამოაზრეებთან ერთად დაარსებული, პოლიტიკური ორგანიზაცია: `სამართლიანობის აღდგენის კავშირი - „ხმა ერისა“-ს - პირველ თავმჯდომარედ.

2011 წ. დეკემბრიდან არის: `სამართლიანობის აღდგენის კავშირი „ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე;

 

- სხვადასხა წლებში მის მიერ დაფუძნებული იქნა:

შპს `მეცნიერება და პრაქტიკა“ [1988 წ.];

შპს გაზ. „არჩევანი“ [1993 წ.];

შპს ტელე/რადიო კომპანია „ხმა ერისა“ [1996 წ.];

შპს გამომცემლობა „ხმა ერისა-2“ [1996 წ.];

საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი „ლაზარეს ინსტი-ტუტი“ [1996 წ.];

ზვიად გამსახურდიას სახელობის `თეოლოგიისა და პოლიტიკის აკადემია“ [2018 წ.];

 

- არის: გაზეთ „არჩევანი“-ს [1993 წ.], გაზეთ „ზვიადის გზა“-სა [1996 წ.] და გაზ. „დედანი ენის სასწაული“-ს [1997 წ.] დამფუძნებელი;

თადარიგის უფროსი ლეიტენანტი;

„აფხაზეთის მეომართა კავშირის“ წევრი [2003 წ.];

 

- მონაწილეობდა:

საქართველოს პარლამენტის [1992, 1995, 2016 წ.წ.],

საქართველოს პრეზიდენტის [2013 წ..],

ქ. თბილისის მერის [2014 წ.] და

ადგილობრივი თვითმმართველობის [2014, 2017 წ.წ.] არჩევნებში;

 

- ჰყავს ორი შვილი და ორი შვილიშვილი.