Print

მემორანდუმი - სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენის პრინციპები

სამართლიანობის აღდგენის

კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-



საქართველოში

1991-1992 წლების გასაყარზე

მომხდარი მოვლენების შედეგად დარღვეული

სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრების

პრინციპების თაობაზე

 

მძიმე ჟამი უდგას საქართველოს...

ბოლო ოცი წლის მანძილზე მიმდინარე ქართული ცნობიერების რღვევის პროცესი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მოშლის წინმსწრებ, და ერთგვარ _ გამომწვევ მიზეზადაც იქცა.

დღეს, არ გვეგულება საქართველოში მცხოვრები არცერთი პიროვნება, რომელიც ვერ გრძნობდეს ჩვენი ქვეყნის თავზე დატრიალებული უბედურების სიმძიმეს; უბედურებისა, რომელიც სათავეს დეკემბერ-იანვრის ცნობილი ტრაგიკული დღეებიდან იღებს, როდესაც, გარეშე და შიდა ძალების ერთობლივი მოქმდების შედეგად, მოხდა უდიდესი ბოროტება:

_ სათავე მოეშალა კანონიერებასა და სამართლიანობას, იარაღის გამოყენებით განდევნილ იქნა ხალხის მიერ არჩეული კანონიერი ხელისუფლება;

_ უკანონოდ იქნა გაუქმებული ქვეყანაში მოქმედი ძირითადი კანონი: კონსტიტუცია;

_ ხელოვნურად შექმნილი ხელისუფლების ვაკუუმი შეივსო ჯერ დროებითი მთავრობით, სამხედრო (1992 . 2 იანვარი) და სახელმწიფო (1992 . 10 მარტი) საბჭოებით, ხოლო შემდგომ (1992 . 11 ოქტომბრის) `არჩევნებით~ მოსული პარლამენტით;

_ საქართველოს ხელისუფლებაში უკანონოდ დამკვიდრებული ძალის მიერ 1995 წელს .. კონსტიტუციის მიღება, გახლდათ ქვეყანაში დარღვეული სამართლიანობის შენიღბვის მორიგი მცდელობა;

_ 1995, 1999 და 2000 წლებში საპარლამენტო და საპრეზიდენტო `არჩევნები~- დარღვევებით ჩატარებამ, კიდევ უფრო ცხადი გახადა უკანონო გზით ხელისუფლებაში მოსული ედ. შევარდნაძის მეთაურობით მომქმედი ძალის არალეგიტიმურობა;

_ ხელისუფლების უზურპატორთა მიერ გაყალბებით ჩატარებული 2003 წლის მორიგი `არჩევნები~- შედეგები, ფორმალურ საბაბად დაედო, მოძალადე ხელისუფლების შიგნით წარმოშობილი ურთიერთდაპირისპირებული ერთ-ერთი ძალის მიერ მოწყობილ, .. ვარდების რევოლუციას;

_ 1999 წლის `მოწვევის~ უკანონო პარლამენტის მიერ, 2003 წლის მიწურულსა და 2004 წლის დასაწყისში განხორციელებული კონსტიტუციური ცვლილებები, . სააკაშვილის მეთაურობით ხელისუფლებაში მოკალათებული ძალისათვის განუზომელი ძალაუფლების თავმოყრის იურიდიულ საფუძვლად იქცა;

_ 2004 და 2008 წლის .. საპრეზიდენტო და საპარლამენტო `არჩევნებით~ ქვეყნის მართვის სათავეებთან მოსული . სააკაშვილისა და მისი გუნდის გაუთვლელ ქმედებებსერთგვარ ლოგიკურ შედეგადქვეყნის ტერიტორიის ერთი ნაწილის საქართველოს იურისდიქციიდან (დროებითი) გასვლა მოჰყვა... გაუგონარ მაშტაბებს მიაღწია ქართული ცნობიერების მოშლა-გადაგვარებისაკენ მიმართულმა საქმიანობამ..

ქვეყანაში მცხოვრები აბსოლუტური უმრავლესობის უკიდურესი გაჭირვების ფონზე, ნათლად გამოიკვეთა .. სახელისუფლებო ელიტაში მყოფი და მათთან დაახლოებულ ჯგუფში შემავალი მცირე წრის უზომო ფუფუნება, რომელთა კეთილდღეობის ყოველდღიური წარმოჩენა, მთლიანად ქვეყნის წინსვლის დემონსტრირების ფორმალურ საფუძველად იქცა...

შექმნილი პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავალის ძიება უნდა იქცეს ყველა ჭეშმარიტი მამულიშვილის ყოველწამიერი ფიქრის საგნად... ამ მიზნით, ერთ-ერთ პირველ გადასადგმელ ნაბიჯად 1991-1992 წლების მოვლენების შედეგად ქვეყანაში დარღვეული სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრებისათვის საჭირო მექანიზმის შემუშავება მიგვაჩნია.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე

 

სამართლიანობის აღდგენის

კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე

აცხადებს:

 

მხედველობაში ვიღებთ, რომ 

1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალპარტიული, დემოკრატიული არჩევნების შედეგად, სამართლიანობის ყველა ნორმის დაცვით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნების გათვალისწინებით, მოხდა საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევა; აგრეთვე

 

მხედველობაში ვიღებთრომ 

1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს რესპულიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა `საქართველოს სახელმწიფოებრი-ვი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი; აგრეთვე

 

მხედველობაში ვიღებთრომ 

1991 წლის 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში, კანონიერების სრული დაცვით, პრეზიდენტობის ალტერნატიულ კანდიდატთა შორის, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებით, მოხდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტად, ბატონ ზვიად გამსახურდიას არჩევა; აგრეთვე 

 

მხედველობაში ვიღებთ, რომ

1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვარში მოხდა კანონიერი ხელი-სუფლების დამხობა და სახელმწიფო სტრუქტურების დაშლა, რითაც შელახული იქნა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნება და მათთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება-მოვალეობანი; აგრეთვე

 

მხედველობაში ვიღებთ, რომ

1992 წლის 2 იანვარს შექმნილი უკანონო `სამხედრო საბჭოს~ მიერ, უკანონოდ იქნა შეჩერებული _ `საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია~, რამაც სათავე დაუდო კანონიერების სრულ მოშლას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; აგრეთვე

 

მხედველობაში ვიღებთ, რომ

1991-1992 წლების გასაყარზე მომხდარი შეიარაღებული ამბოხის გამო საქართველოდან იძულებით წასულმა ქვეყნის კანონიერმა სახელისუფლო სტრუქტურამ - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ დევნილობაში, თავის პირველსავე შეკრებაზე, 1992 წლის 13 მარტს ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში გამართულ სესიაზესხვა გადაწყვეტილებებთან ერთად, მიიღო ორი უმნიშვნელოვანესი დადგენილება, სადაც კერძოდ ვკითხულობთ:

I. „... იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ უთქვამს ხელისუფლებაზე უარი, ხოლო პარლამენტს არ მიუღია არანაირი გადაწყვეტილება თვითდაშლაზე და არც ახალი არჩევნების დანიშვნაზე, პრეზიდენტი, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტი, წარმოადგენს ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლებას რესპუბლიკაში. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს

1) 1991 წლის დეკემბრისა და 1992 წლის იანვრის მოვლენები, რომლებიც მოხდა საქართველოში, კვალიფიცირებულ იქნას, როგორც სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება;

2) არაკანონიერი ხელისუფლების (`სამხედრო საბჭო~, `დროებითი მთავრობა~, `სახელმწიფო საბჭო~ და ..) შექმნა კვალიფიცირებულ იქნეს როგორც ხელისუფლების უზურპაცია;

3) ყველა აქტი, რომელიც მიღებულია საქართველოს არაკანონიერი ხელისუფლების მიერ, მათ შორის პარლამენტის არჩევნების დანიშვნის აქტი, გამოცხადდეს იურიდიულ ძალის არმქონედ;

4) სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორების მოქმედება კვალიფიცირებულ იქნას როგორც სამშობლოს ღალატი...~;

 

და მეორე

 

II.. „... აქტების თაობაზე, რომლებიც მიიღო .. სამხედრო საბჭომ, დროებითმა მთავრობამ და სახელმწიფო საბჭომ:

სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს რესპუბლიკაში, ხუნტის .. სამხედრო საბჭოს მიერ შექმნილი არაკანონიერი ორგანოები... უხეში ძალისა და მუქარის გამოყენებით ცდილობენ მართონ სახელმწიფო. ამასთანავე, ისინი იღებენ გარკვეულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც, მათი აზრით, სახელმწიფო კანონიერი ხელისუფლების აქტებისა და მართვის იურიდიული და ფაქტობრივი ძალის იგივეობას წარმოადგენს.

ხუნტის ასეთი ქმედება არაკანონიერი და მიუღებელია როგორც საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო სამართლის აქტების თვალსაზრისით...

ხუნტა მიზნად ისახავს მისცეს ლეგიტიმური ხასიათი სახელმწიფო ხელისუფლების უზურპაციას. ამისათვის ხუნტა ცდილობს შეიმუშაოს კანონი არჩევნების შესახებ... და დანიშნოს პარლამენტის არჩევნები.

მომქმედი კანონმდებლობის... და მსოფლიო პრაქტიკის თვალსაზრისით, არჩევნების შესახებ კანონის (ისევე როგორც ნებისმიერი სხვა კანონის) მიღების და არჩევნების თარიღის დანიშვნის უფლება აქვს მხოლოდ ხალხის მიერ არჩეულ საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს, ანუ საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს, რომელიც არჩეულია 1990 წლის 28 ოქტომბრის საყოველთაო, მრავალპარტიული არჩევნებით.

ზემოთქმულიდან გამომდინარე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. .. სამხედრო საბჭოს, დროებითი მთავრობის, სახელმწიფო საბჭოსა და მისი სამართალმემკვიდრე უკანონო სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მიღებული აქტები ანულირებულია, ანუ ჩათვლილია გაუქმებულად და საქართველოს მოქალაქეებისათვის არ გააჩნიათ აუცილებელი იურიდიული ძალა.

2. საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედებს - საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია, საქართველოს რესპუბლიკის კანონები და სახელმწიფო ხელისუფლების და მართვის კანონიერი ორგანოს ის აქტები, რომლებიც დემოკრატიული წესითაა მიღებული, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის და კანონების მოთხოვნების შესაბამისად” (იხ. „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“, მეორე ნაწილი, გვ. 471-472; და 479-480, თბ. 1996 .); აგრეთვე

 

მხედველობაში ვიღებთ, რომ

1992 წლის აპრილში, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი იღებს სპეციალურ დადგენილებას - „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო ხელისუფლების უკანონო  სტრუქტურების მიერ დანიშნული სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების  არჩევნების შესახებ“, რომელშიც ვკითხულობთ:

ვინაიდან სამხედრო ხუნტა, რომელიც თავის თავსსახელმწიფო საბჭოსუწოდებს და რომელმაც შეიარაღებული ძალადობის გზით მოახდინა სახელმწიფო ხელისუფლების უზურპაცია, ცდილობს დანაშაულებრივი რეჟიმის დაკანონებას არჩევნების ჩატარების გზით;

ვინაიდან არავის აქვს უფლება დანიშნოს არჩევნები ქვეყნის სახელმიწფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გარდა;

ვინაიდან, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, პირველი სესიის 13 მარტის სხდომაზე მიღებულ მიმართვაში მოუწოდა საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობას სამხედრო ხუნტის გადაწყვეტილებათა ბოიკოტისა და სრული სამოქალაქო დაუმორჩილებლობისაკენ,

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

1. ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკაში ხელისუფლების უკანონო სტრუქტურების მიერ მიღებული საარჩევნო კანონი და ნებისმიერი აქტი არჩევნების დანიშვნის შესახებ იურიდიული ძალის არმქონედ, არჩევნები - უკანონოდ, არჩევნების შედეგები - ბათილად...“ (იხ. იქვე, გვ. 481-482).

ამდენად, საქართველოს კანონიერმა ხელისუფლებამ შექმნა ის სამართლებრივი ბაზისი, რომლის ძალითაც კანონიერი არსებობის საფუძველი მოუშალა არა მარტო ქვეყნის სათავეში სისხლიანი სამხედრო გადატრიალების გზით მოსულ ჯერ სამხედრო (1992 . 2 იანვარი) და სახელმწიფო (1992 . 10 მარტი) საბჭოებს, არამედ  ამ არალეგიტიმური ორგანოს მიერ დანიშნულ (1992 . 11 ოქტომბრის) უკანონო არჩევნებით მოსულ და მის სამართალმემკვიდრე ხელისუფალს.

 

მხედველობაში ვიღებთ, რომ

მოძალადე ხელისუფლების მიერ 1992 წელს უკანონოდ გაუქმებული, იურიდიული თვალსაზრისით კი მოქმედი _ `საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის~ 112- მუხლი გვამცნობს:

_ `საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდე-ბული ორგანოა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუშაობის ორგანიზაციას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს საქართველოს რესპუბლიკის კანონებით გათვალისწინებულ ფარგლებში...~

აქვეა განმარტებული უზენაესი საბჭოს უფლებამოსილებათა ვადებთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ

_ `... საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უფლებამო-სილების ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი თავის უფლებამოსილებას ინარჩუნებს ახლად არჩეულ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სხდომამდე~.

ამდენად, _ `საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის~ 112- მუხლის თანახმად, _ კანონიერების უწყვეტობა შენარჩუნებულია, და რამდენი არჩევნებიც არ უნდა ჩატარდეს საქართველოში, თუ იგი არ იქნა იურიდიულად სანქცირებული ძალით დამხობილი უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ, ამ გზით არჩეული ნებისმიერი ხელისუფალი, წმიდა იურიდიული თვალსაზრისით, იქნება უკანონო... ხოლო მათი ფაქტიური არსებობა ძალადობრივი იქნება და არა კანონიერი, მსოფლიოს რამდენმა ქვეყანამაც არ უნდა ცნოს იგი; აგრეთვე

 

მხედველობაში ვიღებთ, რომ

სამხედრო საბჭოს მიერ არაერთხელ იქნა სასტიკად დარბეული საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველი საპროტესტო მშვიდობიანი აქციები (მიტინგები, მსვლელობები), როგორც თბილისში, ასევე დასავლეთ საქართველოს მთელ რიგ რაიონებში (სამეგრელოს დარბევა და ხალხის ნების დათრგუნვა); აგრეთვე

 

მხედველობაში ვიღებთ, რომ

სამხედრო საბჭოს სამართალმემკვიდრე სახელმწიფო საბჭოს მიერ 1992 წლის 24 ივნისს დაგომისში, ხელმოწერილ იქნა ცხინვალის რეგიონის ოსურ-რუსული ძალებისადმი კონტროლზე გადაყვანის ხელშეკრულება, რითაც აღნიშნული ტერიტორია ფაქტიურად გამოვიდა საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციიდან; აგრეთვე

 

მხედველობაში ვიღებთ, რომ

სახელმწიფო საბჭოს დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული ძალების მიერ, სარკინიგზო მაგისტრალების დაცვის საბაბით, სინამდვილეში კი კანონიერი ხელისულების მომხრეთა საპროტესტო აქციების ასალაგმავად, საქართველოს განუყოფელი ნაწილის აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაად-გილება პროვოკაციულად იქნა გამოყენებული აფხაზი სეპარატისტების მიერ საომარი მოქმედების წამოწყებისათვის, რითაც საქართველო ჩართულ იქნა რუსეთის იმპერიული ძალების მიერ ინსპირირებულ საომარ მოქმედებაში; აგრეთვე

 

მხედველობაში ვიღებთ, რომ

საქართველოს განუყოფელი ნაწილის _ აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს არ მიეცა სათანადო კვალიფიკაცია და არ იქნა გატარებული მისი სალიკვიდაციო სრულფასოვანი ღონისძიება, რითაც თანმიმდევრულად დაკარგულ იქნა მთელი აფხაზეთის ტერიტორია; აგრეთვე

 

მხედველობაში ვიღებთ, რომ

1993 წლის 27 ივლისს სოჭში დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რაც ითვალისწინებდა .. კონფლიქტის ზონიდან ყველა ჯარის გაყვანას (სოხუმიდან მძიმე ტექნიკისა და არტილერიის გაყვანა), შემზადდა ნიადაგი 1993 წლის 16 სექტემბერს საომარი მოქმედების განახლებისა და 1993 წლის 27-30 სექტემბერს . სოხუმისა და მთლიანად აფხაზეთად წოდებული საქართ-ველოს ძირძველი კუთხის ოკუპაციისა და შემდგომი ანექსიისათვის; აგრეთვე

 

მხედველობაში ვიღებთ, რომ

საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის (რუსეთის) ჯარების გამოყენებაზე, საქართველოს .. მეთაურის მოთხოვნა, აგრეთვე საქართველოს `დსთ~-ში გაწევრიანებაში თანხმობა გაკეთდა არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით, არამედ ქვეყანაში არსებული ხელისუფლების მმართველობის რეჟიმის შენარჩუნებისათვის; აგრეთვე

 

მხედველობაში ვიღებთ, რომ

ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნების გაუთ-ვალისწინებლად (1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგების საპირისპიროდ) და თვით საქართველოში არსებული ფაქტობრივი რეჟიმის მიერ დადგენილი მთელი რიგი კანონების უხეში დარღვევით, მოხდა საქართველოს `დსთ~-ში გაწევრიანების რატიფიკაცია; აგრეთვე

 

მხედველობაში ვიღებთ, რომ

1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული `საქართველოს კონსტიტუცია~, 1992 წლის 11 ოქტომბრის უკანონო და გაყალბებული .. `არჩევნებისშედეგად ხელისუფლებაში მოსული ძალის მიერაა მიღებული, და შესაბამისი ლეგიტიმაციაც გააჩნია; აგრეთვე

 

მხედველობაში ვიღებთ, რომ

1992, 1995, 1999, 2000 და 2003 წლების საპარლამენტო და საპრეზიდენტო .. `არჩევნები~, არ მარტო უკანონოდ, არამედ ტოტალური გაყალბებით იქნა ჩატარებული, და შესაბამისად ამ გზით ხელისუფლების სათავეში მოკალათებული ძალა ვერ (და არ) გამოხატავს საქართველოში მაცხოვრებელთა უმრავლესობის ნებას; აგრეთვე

 

მხედველობაში ვიღებთ, რომ

2003 წლის ნოემბერში, .. `ვარდების რევოლუციამ~, მხოლოდ ფორმალურ-იურიდიულად ჩაანაცვლა 1992-2003 წლების უკანონო ხელისუფლება, და  ქვეყნის სათავეში ახალი, სახეცვლილი უკანონო ძალის მოსვლა განაპირობა; აგრეთვე

 

მხედველობაში ვიღებთ, რომ

1999 წლის მოწვევის უკანონო პარლამენტის მიერ.სააკაშვილის გუნდის ზეწოლით განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, მის შემდგომად ხელისუფლებაში დამკვიდრებული ძალის მიერ გაუგონარი მაშტაბების უკანონო ქმედებებმა, კიდევ უფრო ცხადი გახადა 2004 და 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო .. არჩევნების არალეგიტიმურობა; აგრეთვე

 

მხედველობაში ვიღებთ, რომ

2008 წლის აგვისტოში [7/8-12; 25-26 აგვისტო], . სააკაშვილისა და მისი გუნდის გაუაზრებელმა ქმედებებმა, ყოველმხრივ შეუმზადა ნიადაგი რუსეთის ფედერაციას, რათა იგი არა მარტო ჩართულიყო სამაჩაბლოს ტერიტორიაზე დაწყებულ საომარ ქმედებებში, არამედ ეღიარებინა კიდეც აფხაზეთისა და .. `სამხრეთ ოსეთის~ ფორმალური დამოუკიდებლობა და ამ .. დამოუკიდებელი სახელმწიფოების მოთხოვნით თავისი შეიარაღებული ძალების იქ ყოფნა დაეკანონებინა; აგრეთვე

 

მხედველობაში ვიღებთ, რომ

მიუხედავად არაერთგზისი მოთხოვნისა _ ყურად ეღოთ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნება, 1991-1992 წლების გასაყარზე სამხედრო გადატრიალების გზით სახელმწიფო სათავეში მოსულთა, და მათი სამართალმემკვიდრე უკანონო რეჟიმების მხრიდან კანონიერების აღდგენისაკენ არ იქნა გადადგმული არცერთი ქმედითი ნაბიჯი; აგრეთვე

 

მხედველობაში ვიღებთ, რომ

ურთიერთ-მიტევების პრინციპებიდან გამომდინარე: _ ყველას უნდა მიეცეს ჭეშმარიტ ეროვნულ პოზიციაზე დადგომის საშუალება, რისი აუცილებელი პირობაც უნდა იყოს ყველაფ-რისათვის თავისი შესაფერისი სახელის დარქმევა; და რომ გამოსავალის მოძიება მხოლოდ უფლისმიერი სიმართლის უპირობო დაცვითაა შესაძლებელი.

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი

ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე

 

აცნობიერებს რა ისტორიულ პასუხისმგებლობას,

თავს ვალდებულად თვლის

ერისა და ბერის სამსჯავროზე გამოიტანოს,

ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური რეალობის

მშვიდობიანი ფორმით შეცვლის

შემდეგი სამოქმედო გეგმა

  

ხელისუფლებაში კანონიერად მოსვლისათვის აუცილებელია, არჩევნები იყოს _ ნამდვილი, პერიოდული და დემოკრატიული.

საქართველოში 1991-1992 წლების გასაყარზე მომხდარი სამხედრო გადატრიალების შედეგად დარღვეული სამართლიანობისა და კანონიერების მშვიდობიანი გზით აღსადგენად, აუცილებელია შეიქმნას გარკვეული წინაპირობა ისეთი არჩევნების ჩასატარებლად, რომელიც იქნება კანონიერი და ჭეშმარიტად დემოკრატიული, რაც, თავის მხრივ, გახდება კიდეც ქვეყნის სათავეში _ კანონიერი ხელისუფალის მოსვლა-დამკვიდრების საფუძველი.

  

I. ორი სახელისუფლო შტოს

საკითხისათვის

საქართველოს 2003/2004 წლის მოწვევის უკანონო პარლამენტის მიერ 2005 წლის 11 მარტს მიღებულ `საქართველოს პარლამენტის დადგენილება”-ში:

`1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ”, ვკითხულობთ:

_ “საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე”;

 

თავის მხრივ, `საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის” (იხ. გაზ. `საქართველოს რესპუბლიკა~, 26 ნოემბერი, 1991 .) 112- მუხლის თანახმად _ `... საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უფლე-ბამოსილების ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი თავის უფლებამოსილებას ინარჩუნებს ახლად არჩეულ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სხდომამდე~.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, დღეისათვის, საქართველოს სახელმწიფოს სამართლებრივ სივრცეში ორი სახელისუფლო შტო ფიქსირდება:

1.. 1990 წლის 28 ოქტომბერს კანონიერად ჩატარებული არჩევნების გზით არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭორომლის უფლებამო-სილებასაც, 1991 წლის 26 ნოემბერს გამოქვეყნებული  (გაზ. `საქარ-თველოს რესპუბლიკა~, 1991 .) _ `საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის~ 112- მუხლის შესაბამისად, ახორციელებს _ საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი;

და

2. 1991-1992 წლების გასაყარზე მომსდარი სამხედრო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში უკანონოდ დამკვიდრებული `სამხედრო საბჭოსა~ და `სახელმწიფო საბჭოს~ სამართალმემკვიდრე _ 1992, 1995, 1999, 2003/2004 და 2008 წლების არჩევნების გზით ფორმირებული, სამართლებრივი თვალსაზრისით უკანონო, მაგრამ დე-ფაქტოდ არსებული პარლამენტი

 

 

II. საქართველოში

კანონიერი არჩვნების დანიშვნისათვის

ერთ-ერთ უმთავრეს პირობად გვესახება:

 

1. საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფალის,

საქართველოს პარლამენტის მხრიდან

შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:

1. 1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვარში საქართველოში მომხდარი მოვლენები, რომლებიც ადგილობრივ შეიარაღებულ კრიმინალურ ფორმირებებზე დაყრდნობით რუსეთის იმპერიული ძალების ხელშეწყობითა და უშუალო მონაწილეობით განხორციელდა, და მიზნად ისახავდა საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობას, უნდა შეფასდეს, როგორც საქართველოს სუვერენული სახელმწიფოსა და ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად;

2. საქართველოს პარლამენტმა უნდა გამოხატოს პოლიტიკური ნება, რათა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ყველა იმ პირისა თუ პოლიტიკური გაერთიანების წინააღმდეგ ვინც იარაღით ხელში უშუალოდ მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა ჩვენს ქვეყანაში 1991-1992 წლების გასაყარზე განვითარებულ დანაშაულებრივ ქმედებებს.

3. გაითვალისწინებს რა, რომ საქართველოში 1991-1992 .. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად ჩამოყალიბებული, როგორც აშკარად უკანონო ხელისუფლება (სამხედრო საბჭო, სახელმწიფო საბჭო), ასევე მათ მიერ შექმნილი, უკანონო სამართლებრივ ბაზაზე დამყარებული _ 1992, 1995, 1999, 2000, 2003, 2004, 2008 წლებში ჩატარებული უკანონო და გაყალბებული არჩევნების ბაზაზე ჩამოყალიბებული სახელმწიფო ორგანოები _ არ გამოხატავდნენ ქართველი ხალხის ჭეშმარიტ თავისუფალ ნება-სურვილს, საქართველოს პარლამენტმა

_ უკანონოდ და ბათილად უნდა გამოაცხადოს ყველა ის აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება 1991 წლის 31 მარტს სრულიად საქართველოს მოსახლეობის მიერ რეფერენდუმით გამოხატულ ნებას და 1991 წლის 9 აპრილს მიღებულსაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს~;

4. საქართველოს პარლამენტმა დე-იურედ უნდა ცნოს იარაღის ძალით გაუქმებული, მაგრამ იურიდიული თვალსაზრისით მოქმედი _ `საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის~ 112- მუხლის შინაარსი, რომ _ `საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უფლება-მოსილების ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი თავის უფლება­მოსილებას ინარჩუნებს ახლად არჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სხდომამდე~.

 

 

2. საქართველოს რესპუბლიკის

დევნილი უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ

უნდა გაცხადდეს, რომ:

1. საქართველოში მომხდარი დეკემბერ-იანვრის მოვლენების ყველა ის მონაწილე, რომელიც იარაღის ძალით არ იბრძოდა და არ არის გარეული საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში, უნდა განთავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან;

2. ეყრდნობა რა `საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში~ (იხ. გაზ. `საქართველოს რესპუბლიკა~, 26 ნოემბერი, 1991 .) დაფიქსირებულ დებულებებს, კერძოდ:

 _ `მუხლი 97. დეპუტატთა არჩევნები მზადდება ღიად და საჯაროდ. არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფენ საარჩევნო კომისიები, რომლებიც იქმნება საქართველოს რესპუბლოკის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების... წარმომადგენელთაგან...

მუხლი 104. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო...  27) ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნებს და ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობას...

მუხლი 106. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წინა შემადგენლობის პრეზიდიუმი საქართველოს რესპუბლიკის ახლად არჩეულ უზენაეს საბჭოს იწვევს არჩევნებიდან არა უგვიანეს ორი თვისა~,

მზადაა ითანამშრომლოს საქართველოში დე-ფაქტოდ მომქმედ პარლამენტთან _ საქართველოში კანონიერი არჩევნების დანიშვნისათვის, `საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციით~ განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში

 

 

3. საქართველოს რესპუბლიკის

დევნილი უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმისა

და საქართველოში

ფაქტობრივად მოქმედი

საქართველოს პარლამენტის

ერთობლივი გადაწყვეტილებით

1. საქართველოს პარლამენტის მო-მავალი არჩევნებისათვის, საბაზისო დოკუმენტად აღებული უნდა იქნეს ის საარჩევნო კანონი, რომლის მიხედვითავ ჩატარდა - 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები, ანუ გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი რამდენიმე ძირითადი მოთ-ხოვნა, კერძოდ:

- საქართველოში უნდა ჩატარდეს საყოველთაო, მრავალპარტიული, შეუზღუდავი, დემოკრატიული არჩევნები;

- იმისათვის, რომ არჩევნები იყოს საყოველთაო, იგი ჩატარებულად უნდა ჩაითვალოს თუ მასში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს კანონიერი მოსახლეობის მინიმუმ 51%;

- საარჩევნო კომისია დაკომპლექტებული იქნება არჩევნებში მონაწილეობის მსურველი (უფლებამოსილი) პოლიტიკური პარტიების თითო წარმომადგენლისაგან.

2. საქართველოში ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად:

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმისა და საქართველოში ფაქტობრივად მოქმედი საქართველოს პარლამენტის ერთობლივი კომისიის რეკომენდაციების გათვა-ლისწინებით მომზადებული საარჩევნო კანონი,

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თანხმობის შემდეგ,

უნდა დაამტკიცოს - საქართველოს დე-ფაქტოდ მომქმედმა პარლამენტმა

3. საქართველოს რესპუბლიკის დევნილი უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თანხმობით საქართველოს პარლამენტმა უნდა დანიშნოს არჩევნები.

ზემოთქმულ პრინციპებზე დაყრდნობით არჩეული საქართველოს პარლამენტი გახდება - 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოს სამართალმემკვიდრე, ანუ საქართველოს კანონიერი ხელისუფალი.

ყოველივე აღნიშნულის პრაქტიკულად განხორციელებისათვის

 

 

„სამართლიანობის აღდგენის

კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე

უფლებამოსილია

განაცხადოს

შემდეგი:

 

1. საქართველოში, 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად, დარღვეული სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა - დამკვიდრებისათვის მებრძოლმა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა, მშვიდობიანი გზით, მიაღწიონ _ საქართველოს მოსახლეობის აშკარად გამოხატულ ისეთ მხარდაჭერას, რაც ქვეყანაში მოქმედ ფაქტობრივ ხელისუფლებას აიძულებს ზემოთ განხილული ნაბიჯების გადადგმას;

2. იმ შემთხვევაში თუკი საქართველოს დღევანდელი ფაქტობრივი ხელისუფლება არ გამოიჩენს კეთილ ნებას ქვეყანაში კანონიერებისა და სამართლიანობის აღდგენა-დამკვიდრებისათვის, აუცილებელია საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სულისკვეთებით მომქმედმა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა არჩევნებში მონაწილეობის გზით მიაღწიონ ქვეყნის უმაღლეს ორგანოში თავის ისეთ წარმომადგენლობას, რაც შექმნის საქართველოში კანონიერებისა და სამართლიანობის აღდგენა დამკვიდრებისთვის საჭირო პირობებს.

3. საქართველოს 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დარღვეული სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრებისათ-ვის მებრძოლმა  პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა უნდა იხელმძღვანელონ _ `საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციით~ განსაზღვრული ძირითადი პრინციპების სულისკვეთების მიხედვით.

საერთო მოქმედება დამყარებული უნდა იქნეს ბატონ ზვიად გამსახურდიას მიერ 1992 წლის 12 თებერვალს გამოთქმულ პოზიციაზე, რომ

_ `სანამ არსებობს ხუნტა და მის მიერ შეკოწიწებული უკანონო მთავრობა, `მრგვალი მაგიდის~ პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა უნდა განაგრძონ აქტიური ბრძოლა ხუნტის წინააღმდეგ მათი ნაწილი უნდა გადავიდეს იატაკქვეშეთში, ხოლო ნაწილმა უნდა იმოქმედოს ღია, ლეგალური მეთოდებით.~

 

ამდენად, ყველას გასაგონად ღიად უნდა გაცხადდეს, რომ _ მიზნის მისაღწევად საჭიროა მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლის ყველა ზნეობრივი ფორმის გამოყენება.

4. საქართველოს რესპუბლიკის დევნილი უზენაესი საბჭოს ნებისმიერი წევრი, რომლის ქმედება, ამა თუ იმ მიზეზთა გამო (უკანონო რეჟიმთან თანამშრომლობა და სხვა), ეწინააღმდეგება 1991 წლის 31 მარტს სრულიად საქართველოს მოსახლეობის მიერ რეფერენდუმით გამოხატულ ნებასა და 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ _ `საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის~ სულისკვეთებას, ავტომატურად კარგავს საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების სამართალმემკვიდრის სტატუსს;

_ ისტორიული რეალობიდან გამომდინარე, თუ საქართველოს რესპუბლიკის დევნილ უზენაეს საბჭოში _ აღარ დარჩება (გარდაცვალების ან სხვა მიზეზისა გამო) არც ერთი ის დეპუტატი, რომელთა მოქმედება ეფუძნება 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმისა და 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ `საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის~ სულისკვეთებას, მაშინ 1991-1992 წლების მიჯნაზე, საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულის შედეგად _ დამხობილი კანონიერი ხელისუფლების სამართალმემკვიდრე, ძალადობრივი გზით გაუქმებული, მაგრამ იურიდიული ძალის მქონე `საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის" მე-2 მუხლის შესაბამისად, გახდება _ ზემოთ აღნიშნული, მარად უცვლელ დებულებათა ერთგული ქართველი ხალხი, სრულიად საქართველოს მოსახლეობა, და უკვე იგი იბრძოლებს ქვეყანაში სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრებისათვის.

 

დე, ღმერთი ყოფილიყოს საქართველოს ბედზე ჭეშმარიტად მაფიქრალთა შემწე. ამენ!