Print

მემორანდუმი № 2

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე-


ი  № 2


საქართველოში 1991-1992 წლების გასაყარზე

მომხდარი მოვლენების შედეგად დარღვეული

სამართლიანობისა და კანონიერების

აღდგენა-დამკვიდრების პრინციპების

 

პრაქტიკულად განხორციელებისათვის

 

1. საქართველოში, 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად, დარღვეული სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა - დამკვიდრებისათვის მებრძოლმა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა, მშვიდობიანი გზით უნდა მიაღწიონ _ საქართველოს მოსახლეობის აშკარად გამოხატულ ისეთ მხარდაჭერას, რაც ქვეყანაში მოქმედ ფაქტობრივ ხელისუფლებას აიძულებს ზემოთ განხილული ნაბიჯების გადადგმას;

2. იმ შემთხვევაში თუკი საქართველოს დღევანდელი ფაქტობრივი ხელისუფლება არ გამოიჩენს კეთილ ნებას ქვეყანაში კანონიერებისა და სამართლიანობის აღდგენა-დამკვიდრებისათვის, აუცილებელია საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლე-ბელი მოძრაობის სულისკვეთებით მომქმედმა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა არჩევნებში მონაწილეობის გზით მიაღწიონ ქვეყნის უმაღლეს ორგანოში თავის ისეთ წარმომადგენლობას, რაც შექმნის საქართველოში კანონიერებისა და სამართლია-ნობის აღდგენა დამკვიდრებისთვის საჭირო პირობებს.

3. საქართველოს 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დარღვეული სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრებისათვის მებრძოლმა  პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა უნდა იხელმძღვანელონ - „საქართვე-ლოს რესპუბლიკის კონსტიტუციითგანსაზღვრული ძირითადი პრინციპების სულისკვეთების მიხედვით.

საერთო მოქმედება დამყარებული უნდა იქნეს ბატონ ზვიად გამსახურდიას მიერ 1992 წლის 12 თებერვალს გამოთქმულ პოზიციაზე, რომ:

 

- „სანამ არსებობს ხუნტა და მის მიერ შეკოწიწებული უკანონო მთავრობა, „მრგვალი მაგიდის’ პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა უნდა განაგრძონ აქტიური ბრძოლა ხუნტის წინააღმდეგ მათი ნაწილი უნდა გადავიდეს იატაკქვეშეთში, ხოლო ნაწილმა უნდა იმოქმედოს ღია, ლეგალური მეთოდებით“.

 

ამდენად, ყველას გასაგონად ღიად უნდა გაცხადდეს, რომ - მიზნის მისაღწევად საჭიროა მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლის ყველა ზნეობრივი ფორმის გამოყენება.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე უფლებამოსილია განაცხადოს შემდეგი:

 

1. ვიდრე არ შეიქმნება პირობები დარღვეული სამართლიანობისა და კანონიე-რების აღდგენისა, საქართველოს რესპუბლიკის დევნილმა უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა, კანონიერად არ უნდა სცნოს საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფ-ლების მიერ დანიშნული არც ერთი უკანონო არჩევნები;

 

2. საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა მრგვალმა მაგიდამ, როგორც საქართველოს რესპუბლიკის დევნილი უზენაესი საბჭოს უმრავლესობის მაფორმირებელმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, არანაირი მონაწილეობა არ უნდა მიიღოს არჩევნებში და იურიდიული ბოიკოტი გამოუცხადოს მას;

 

3. უკანონო არჩევნებისათვის იურიდიული ბოიკოტის გამოცხადებდის პარალელურად, სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრების გზაზე, საჭიროა გამოყენებულ იქნას არჩევნებში მონაწილეობაც.

 

4. არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს ეროვნული მოძრაობის იმ ნაწილმა, რომელიც ხელისუფლებაში მოხვედრის გზით იბრძოლებს, რათა შეიქმნას ზემოთ აღნიშნული იურიდიული საფუძვლები ქვეყანაში დარღვეული სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრებისათვის; ანუ შეამზადოს პირობები კანონიერი და დემოკრატიული არჩევნების დანიშვნა-ჩატარებისათვის;

 

5. უკანონო რეჟიმის მიერ დანიშნულ არჩევნებში არანაირი მონაწილეობა არ უნდა მიიღოს კანონიერი ორგანოს, საქართველოს რესპუბლიკის დევნილი უზენაესი საბჭოს არც ერთმა დეპუტატმა, პიროვნულად;

ხოლო ორგანიზაციულად - საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზა-ციათა მრგვალ მაგიდაში შემავალმა არც ერთმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, რომელსაც დევნილი კანონიერი ხელისუფლების სამართალ-მემკვიდრეობაზე აქვს პრეტენზია;

 

6. საქართველოს რესპუბლიკის დევნილი უზენაესი საბჭოს ნებისმიერი წევრი, რომლის ქმედება, ამა თუ იმ მიზეზთა გამო (უკანონო რეჟიმთან თანამშრომლობა და სხვა), ეწინააღმდეგება 1991 წლის 31 მარტს სრულიად საქართველოს მოსახლეობის მიერ რეფერენდუმით გამოხატულ ნებასა და 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ - „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის“ სულისკვეთებას, ავტომატურად კარგავს საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების სამართალმემკვიდრის სტატუსს;

 

7. ისტორიული რეალობიდან გამომდინარე, თუ საქართველოს რესპუბლიკის დევნილ უზენაეს საბჭოში - აღარ დარჩება (გარდაცვალების ან სხვა მიზეზისა გამო) არც ერთი ის დეპუტატი, რომელთა მოქმედება ეფუძნება 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმისა და 1991 წლის 9 აპრილს მიღებულსაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტისსულისკვეთებას, მაშინ 1991-1992 წლების მიჯნაზე, საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულის შედეგად - დამხობილი კანონიერი ხელისუფლების სამართალმემკვიდრე, ძალადობრივი გზით გაუქმებული, მაგრამ იურიდიული ძალის მქონესაქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის“ მე-2 მუხლის შესაბამისად, გახდება - ზემოთ აღნიშნული, მარად უცვლელ დებულებათა ერთგული ქართველი ხალხი, სრულიად საქართველოს მოსახლეობა, და უკვე იგი იბრძოლებს ქვეყანაში სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრებისათვის.

 

8. საქართველოს წინაშე ხელოვნურად შექმნილი უკანონობის ლაბირინ-თიდან, მხოლოდ ერის ხმის გამათვალისწინებელი და მისი სიბრძნით  გაჯერებული ზვიად გამსახურდიას მიერ გაკვალული გზით, ანუ უფლისმიერი სიმართლით განსაზღვრულ გზაზე სიარულით შეიძლება თავის დაღწევა...

 

დე, ღმერთი იყოს ერის ხმით გამოხატული ნების განსახორციელებლად სამართლიანობის აღდგენის გზაზე უფლის სახელითა და უფლისმიერი სიმართლით მომქმედ საქართველოს ბედზე ჭეშმარიტად მაფიქრალთა შემწე. ამენ!

 

 

თბილისი

24 ივლისი 2012 წელი