Print

მემორანდუმი № 1

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე-


ი   № 1


საქართველოში 1991-1992 წლების გასაყარზე

მომხდარი მოვლენების შედეგად დარღვეული

სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრების

პრინციპების თაობაზე

 

მძიმე ჟამი უდგას საქართველოს...

ბოლო ოცი წლის მანძილზე მიმდინარე ქართული ცნობიერების რღვევის პროცესი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მოშლის წინმსწრებ, და ერთგვარ - გამომწვევ მიზეზადაც იქცა.

შექმნილი პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავალის ძიება უნდა იქცეს ყველა ჭეშმარიტი მამულიშვილის ყოველწამიერი ფიქრის საგნად... ამ მიზნით, ერთ-ერთ პირველ გადასადგმელ ნაბიჯად 1991-1992 წლების მოვლენების შედეგად ქვეყანაში დარღვეული სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრებისათვის საჭირო მექანიზმის შემუშავება მიგვაჩნია.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე:

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე აცნობიერებს რა ისტორიულ პასუხისმგებლობას, თავს ვალდებულად თვლის ერისა და ბერის სამსჯავროზე გამოიტანოს, ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური რეალობის მშვიდობიანი ფორმით შეცვლის შემდეგი სამოქმედო გეგმა:

 

ხელისუფლებაში კანონიერად მოსვლისათვის აუცილებელია, არჩევნები იყოს - ნამდვილი, პერიოდული და დემოკრატიული.

საქართველოში 1991-1992 წლების გასაყარზე მომხდარი სამხედრო გადატრიალების შედეგად დარღვეული სამართლიანობისა და კანონიერების მშვიდობიანი გზით აღსადგენად, აუცილებელია შეიქმნას გარკვეული წინაპირობა ისეთი არჩევნების ჩასატარებლად, რომელიც იქნება კანონიერი და ჭეშმარიტად დემოკრატიული, რაც, თავის მხრივ, გახდება კიდეც ქვეყნის სათავეში - კანონიერი ხელისუფალის მოსვლა-დამკვიდრების საფუძველი.

 

I. ორი სახელისუფლო შტოს საკითხისათვის

საქართველოს 2003/2004 წლის მოწვევის უკანონო, მაგრამ დე-ფაქტო, პარლამენტის მიერ 2005 წლის 11 მარტს მიღებულ საქართველოს პარლამენტის დადგენილება”-ში: 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ”, ვკითხულობთ:

- საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტუ-რების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე”;

 

თავის მხრივ, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის (იხ. გაზ. საქართველოს რესპუბლიკა“, 26 ნოემბერი, 1991 .) 112- მუხლის თანახმად - ... საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი თავის უფლებამოსილებას ინარჩუნებს ახლად არჩეულ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სხდომამდე“.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, დღეისათვის, საქართველოს სახელმწიფოს სამართლებრივ სივრცეში ორი სახელისუფლო შტო ფიქსირდება:

 

1. 1990 წლის 28 ოქტომბერს კანონიერად ჩატარებული არჩევნების გზით არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭო,  რომლის უფლებამოსილებასაც, 1991 წლის 26 ნოემბერს გამოქვეყნებული  (გაზ. საქართველოს რესპუბლიკა~, 1991 .) - საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის“ 112- მუხლის შესაბამისად, ახორციელებს - საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი;

და

2. 1991-1992 წლების გასაყარზე მომსდარი სამხედრო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში უკანონოდ დამკვიდრებული სამხედრო საბჭოსა“ და სახელმწიფო საბჭოს სამართალმემკვიდრე - 1992, 1995, 1999, 2003/2004 და 2008 წლების არჩევნების გზით ფორმირებული, სამართლებრივი თვალსაზრისით უკანონო, მაგრამ დე-ფაქტოდ არსებული პარლამენტი.

 

 

II. საქართველოში კანონიერი არჩვნების დანიშვნისათვის

ერთ-ერთ უმთავრეს პირობად გვესახება:

 

1. საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფალის, საქართველოს პარლამენტის მხრიდან შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:

1. 1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვარში საქართველოში მომხდარი მოვლენები, რომლებიც ადგილობრივ შეიარაღებულ კრიმინალურ ფორმირებებზე დაყრდნობით რუსეთის იმპერიული ძალების ხელშეწყობითა და უშუალო მონაწილეობით განხორციელდა, და მიზნად ისახავდა საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობას, უნდა შეფასდეს, როგორც საქართველოს სუვერენული სახელმწიფოსა და ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად;

2. საქართველოს პარლამენტმა უნდა გამოხატოს პოლიტიკური ნება, რათა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ყველა იმ პირისა თუ პოლიტიკური გაერთიანების წინააღმდეგ ვინც იარაღით ხელში უშუალოდ მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა ჩვენს ქვეყანაში 1991-1992 წლების გასაყარზე განვითარებულ დანაშაულებრივ ქმედებებს.

3. გაითვალისწინებს რა, რომ საქართველოში 1991-1992 .. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად ჩამოყალიბებული, როგორც აშკარად უკანონო ხელისუფლება (სამხედრო საბჭო, სახელმწიფო საბჭო), ასევე მათ მიერ შექმნილი, უკანონო სამართლებრივ ბაზაზე დამყარებული - 1992, 1995, 1999, 2000, 2003/2004, 2008 წლებში ჩატარებული უკანონო და გაყალბებული არჩევნების ბაზაზე ჩამოყალიბებული სახელმწიფო ორგანოები - არ გამოხატავდნენ ქართველი ხალხის ჭეშმარიტ თავისუფალ ნება-სურვილს, საქართველოს პარლამენტმა:

- უკანონოდ და ბათილად უნდა გამოაცხადოს ყველა ის აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება 1991 წლის 31 მარტს სრულიად საქართველოს მოსახლეობის მიერ რეფერენდუმით გამოხატულ ნებას და 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს;

4. საქართველოს პარლამენტმა დე-იურედ უნდა ცნოს იარაღის ძალით გაუქმებული, მაგრამ იურიდიული თვალსაზრისით მოქმედი - საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის“ 112- მუხლის შინაარსი, რომ - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უფლება-მოსილების ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი თავის უფლებამოსილებას ინარჩუნებს ახლად არჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სხდომამდე“.

 

2. საქართველოს რესპუბლიკის დევნილი უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ უნდა გაცხადდეს, რომ:

1. საქართველოში მომხდარი დეკემბერ-იანვრის მოვლენების ყველა ის მონაწილე, რომელიც იარაღის ძალით არ იბრძოდა და არ არის გარეული საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში, უნდა განთავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან;

2. ეყრდნობა რა საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში“ (იხ. გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 26 ნოემბერი, 1991 .) დაფიქსირებულ დებულებებს, კერძოდ:

 - მუხლი 97. დეპუტატთა არჩევნები მზადდება ღიად და საჯაროდ. არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფენ საარჩევნო კომისიები, რომლებიც იქმნება საქართველოს რესპუბლოკის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების... წარმომადგენელთაგან...

მუხლი 104. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო...  27) ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნებს და ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობას...

მუხლი 106. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წინა შემადგენლობის პრეზიდიუმი საქართველოს რესპუბლიკის ახლად არჩეულ უზენაეს საბჭოს იწვევს არჩევნებიდან არა უგვიანეს ორი თვისა,

 

მზადაა ითანამშრომლოს საქართველოში დე-ფაქტოდ მომქმედ პარლამენტთან - საქართველოში კანონიერი არჩევნების დანიშვნისათვის, საქართველოს რესპუბლი-კის კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში

 

 

3. საქართველოს რესპუბლიკის დე-იურე [დევნილი]

 უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმისა და

საქართველოში დე-ფაქტო პარლამენტის

ერთობლივი გადაწყვეტილებით:

 

1. საქართველოს პარლამენტის მომავალი არჩევნებისათვის, საბაზისო დოკუმენტად აღებული უნდა იქნეს ის საარჩევნო კანონი, რომლის მიხედვითაც ჩატარდა - 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები, ანუ გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი რამდენიმე ძირითადი მოთხოვნა, კერძოდ:

- საქართველოში უნდა ჩატარდეს საყოველთაო, მრავალპარტიული, შეუზღუდავი, დემოკრატიული არჩევნები;

- იმისათვის, რომ არჩევნები იყოს საყოველთაო, იგი ჩატარებულად უნდა ჩაითვალოს თუ მასში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს კანონიერი მოსახლეობის მინიმუმ 51%;

- საარჩევნო კომისია დაკომპლექტებული იქნება არჩევნებში მონაწილეობის მსურველი (უფლებამოსილი) პოლიტიკური პარტიების თითო წარმომადგენლისაგან.

 

2. საქართველოში ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად:

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმისა და საქართველოში ფაქტობრივად მოქმედი საქართველოს პარლამენტის ერთობლივი კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადებული საარჩევნო კანონი:

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თანხმობის შემდეგ,

უნდა დაამტკიცოს - საქართველოს დე-ფაქტოდ მომქმედმა პარლამენტმა;

 

3. საქართველოს რესპუბლიკის დევნილი უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თანხმობით, არჩევნები უნდა დანიშნოს - საქართველოს დე-ფაქტო პარლამენტმა.

 

ზემოთქმულ პრინციპებზე დაყრდნობით არჩეული საქართველოს პარლამენტი გახდება - 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოს სამართალმემკვიდრე, ანუ საქართველოს კანონიერი ხელისუფალი.

 

თბილისი

24 ივლისი 2012 წელი