Print

ზვიად გამსახურდია - 74 [სამართალმემკვიდრეობის საკითხისათვის] წერილი მეექვსე

2013 წ. 17 მარტი

წერილი მეექვსე:

ზვიად გამსახურდიას 74-ე წლისთავთან დაკავშირებით მკითხველებს გვინდა შევთავაზოთ ოთხნაწილიანი გამოკვლევის - „საქართველოში კანონიერი სახელისუფლებო შტოს სამართალმემკვიდრეობის საკითხისათვის“ - საჯარო განხილვა. თავდაპირველად წარმოგიდგენთ გამოკვლევაში განხილულ საკითხთა ჩამონათვალს:

შესავალი

პირველი ნაწილი:

     1. წინარე ისტორია

     2. დევნილობაში მყოფი კანონიერი ხელისუფლება

მეორე ნაწილი:

„საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციით“

განსაზღვრული საკითხები

მესამე ნაწილი:

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მოწამეობრივად აღესრულების შედეგად შექმნილი მდგომარეობით ნაკარნახევი სამართლებრივი ნაბიჯები.

    1.1 აუცილებელი საკადრო და საკონსტიტუციო ცვლილება

    1.2 დასკვნის მაგიერ

მეოთხე ნაწილი:

კანონიერი ხელისუფლების სამართალმემკვიდრის საკითხისათვის

        1. საქართველოში დე-ფაქტოდ არსებული უკანონო

           ხელისუფალის მიერ გაკეთებული იძულებითი აღიარება

        2. 1995 წლის 28 ოქტომბრის [14 ნოემბრის] შემდგომად

            შექმნილი მდგომარეობის სამართლებრივი ასპექტები

 

მეოთხე ნაწილი

კანონიერი ხელისუფლების სამართალმემკვიდრის საკითხისათვის

 

1. საქართველოში დე-ფაქტოდ არსებული

უკანონო ხელისუფალის მიერ გაკეთებული

იძულებითი აღიარება

1991 წ. 22 დეკემბრიდან დაწყებული შეიარაღებული გამოსვლებით მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების გზით საქართველოს ხელისუფლებაში მოსული კრიმინალური ძალის სამართალმემკვიდრეთა მიერ - „...1992, 1995, 1999, 2000 და 2003 წლების საპარლამენტო და საპრეზიდენტო ე.წ. „არჩევნები“, არ მარტო უკანონოდ, არამედ ტოტალური გაყალბებით იქნა ჩატარებული, და შესაბამისად ამ გზით ხელისუფლების სათავეში მოკალათებული ძალა ვერ (და არ) გამოხატავს საქართველოში მაცხოვრებელთა უმრავლესობის ნებას... 2003 წლის ნოემბერში, ე.წ. „ვარდების რევოლუციამ“, მხოლოდ ფორმალურ-იურიდიულად ჩაანაცვლა 1992-2003 წლების უკანონო ხელისუფლება, და  ქვეყნის სათავეში სახეცვლილი უკანონო ძალის მოსვლა განაპირობა...“ [იხ. მ. სალუაშვილი, „საქართველოში 1991 – 1992 წ.წ. მოვლენების შედეგას დარღვეული სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრების პრინციპების თაობაზე“, თბ. 2012 წ., გვ.39].

და აი, ასეთი სამართლებრივ-ისტორიული გზის სამართალმემკვიდრე - საქართველოს 2003/2004 წლის მოწვევის უკანონო პარლამენტის მიერ 2005 წლის 11 მარტს მიღებულსაქართველოს პარლამენტის დადგენილება”-ში: „1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ(N 1104 - Iს),  ვკითხულობთ:

- „საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია

 ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.

შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

3. ეს დადგენილებ აამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე” [იხ. მ. სალუაშვილი, „მემორანდუმი საქართველოში 1991 – 1992 წ.წ. მოვლენების შედეგად დარღვეული სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრების პრინციპების თაობაზე“, თბ. 2012 წ., გვ.10-11].

როგორც ვხედავთ, საქართველოში დე-ფაქტოდ არსებული 2003/2004 წლის მოწვევის უკანონო პარლამენტი, მიზეზთა გამო, იძულებული გახდა დადგენილების სახით ეღიარებინა, რომ - „საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაეს ისაბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის

აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლითდა ადგილობრივი თვითმმართველობისა და 

მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში....“

 

2. 1995 წლის 28 ოქტომბრის [14 ნოემბრის] შემდგომად

შექმნილი მდგომარეობის

სამართლებრივი ასპექტები

1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ქვეყნის სათავეში მოსული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსთვის, „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის“  86-ე მუხლით განსაზღვრული 5 წლიანი ვადა - 1995 წლის 28 ოქტომბერს [უფრო ზუსტად: პირველი სხდომის ჩატარების 5 წლისთავზე - 14 ნოემბერს] ამოეწურა.

საქართველოში, უკანონო და არადემოკრატიული ე.წ. არჩევნებით ფორმირებული, 1992 წლის 11 ოქტომბრის მოწვევის დე-ფაქტოდ მოქმედი ხელისუფალის პირობებში, დევნილობაში მყოფ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს [მუხლი 104] - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს, კონსტიტუციის 86-ე, 104,27-ე და 106-ე მუხლებით გაწერილი პროცედურების დაცვით, საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მორიგი არჩევნების დანიშვნისა და მისი პირველი სხდომის მოწვევის პრაქტიკული შესაძლებლობა არ გააჩნდა.

შესაბამისად, 1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსთვის, კონსტიტუციის 86-ე მუხლით განსაზღვრული ხუთწლიანი ვადის - 1995 წ, 28 ოქტომბერს [14 ნოემბერს] ამოწურვის შემდეგ, ავტომატურად ამოქმედდა, ანუ ძალაში შევიდა - „საქართველოს ესპუბლიკის კონსტიტუციის“ 112-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნა - „...საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი თავის უფლებამოსილებას ინარჩუნებს ახლად არჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სხდომამდე“ [მუხლი 112].

ამდენად, 1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსთვის, 1995 წლისათვის, ხუთწლიანი ვადის, ანუ - „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ“ [მუხლი 112], სახელისუფლო ვაკუუმის შევსებისა და ხელისუფლების უფლებამოსილების უწყვეტობის პრინციპების დაკმაყოფილების მიზნით, კონსტიტუცია იმპერატიულად უთითებს, რომ - „...საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი თავის უფლებამოსილებას ინარჩუნებს ახლად არჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სხდომამდე“ [მუხლი 112], ანუ:

1995 წლის 28 ოქტომბრიდან [14 ნოემბრიდან] მოყოლებული, ქვეყანაში კანონიერებისა და სამართლიანობის აღდგენამდე, ანუ - კანონიერად დანიშნული და ახლადარჩეული საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პირველ სხდომამდე, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს [მუხლი 104] უფლებამოსილებას, კონსტიტუციის 112-ე მუხლის თანახმად, ასრულებს - 1990-1991 წლებში, აგრეთვე - 1992 წ. მარტში, 1993 წ. ივლის-ოქტომბერსა და 1994 წლის აპრილში გამართულ საქართველოს უზენაესი საბჭოს სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებებით ფორმირებული, საქართველოს კანონიერი ხელისუფლების სამართალმემკვიდრეობის მატარებელი ერთადერთი უმაღლესი სახელისუფლო სტრუქტურა  -  საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი.