Print

საკონსტიტუციო ცვლილებები: პარლამენტი

პროექტი

 

საქართველოს

კონსტიტუციური

კანონი

საქართველოს კონსტიტუციაში

ცვლილებების შეტანის შესახებ

[პარლამენტი]

 

 მუხლი 1. 

საქართველოს კონსტიტუციაში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, 31-33, მუხ. 668) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 

1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პარლამენტი შედგება წარმომადგენელთა და მხარეთა პალატებისაგან.

2. წარმომადგენელთა პალატა შედგება პროპორციული წესით არჩეული წევრებისაგან.

3. მხარეთა პალატა შედგება საქართველოს  ტერიტორიულ ერთეულებში მაჟორიტარული სისტემით არჩეული საერო წევრებისა და საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ არჩეული სასულიერო წევრებისაგან.

4. პალატების შემადგენლობას, უფლებამოსილებასა და არჩევის წესს განსაზღვრავს ორგანული კანონი.“.

 

2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოში მართლმადიდებლობა გამოცხადებულია სახელმწიფო რელიგიად, რაც  განპირობებულია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლით საქართველოს ისტორიაში.

2. მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება არ ხელყოფს სხვა რელიგიების აღმსარებელთა, აგრეთვე ათეისტთა მოქალაქეობრივ უფლებებს. საქართველოს სახელმწიფო კვლავაც ერთგულია ტრადიციული რელიგიური შემწყნარებლობისა.

3. სახელმწიფოს მიერ გარანტირებულია სინდისის თავისუფლება და თითოეულ პიროვნებას უფლება აქვს იყოს აღმსარებელი იმ სარწმუნოებისა, რომელსაც თავად აღიარებს.

4. საქართველოს მოქალაქეთა უფლებები არ იზღუდება რელიგიის ნიშნით.“.

 

 

3. კონსტიტუციის  მესამე თავი, სახელდებით - „საქართველოს პარლამენტი“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მუხლი 48

საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმო-მადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

 

მუხლი 49

1. საქართველოს პარლამენტი შედგება წარმომადგენელთა და მხარეთა პალატებისაგან.

2. პარლამენტის პალატების შინაგანი სტრუქტურა და მუშაობის წესი განისაზღვრება პარლამენტის შესაბამისი პალატის რეგლამენტით.

3. სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტის პალატებისათვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების შემცირება, წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით, შეიძლება მხოლოდ პარლამენტის შესაბამისი პალატის წინასწარი თანხმობით. პარლამენტის პალატები თავად იღებენ გადაწყვეტილებას სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტის პალატებისათვის  გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების განაწილების თაობაზე.

 

მუხლი 491

1. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის ადგილ-სამყოფელია ქალაქი თბილისი.

2. საქართველოს პარლამენტის მხარეთა პალატის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი.

3. საქართველოს პარლამენტის პალატათა ადგილსამყოფლის დროებით შეცვლა, სხდომის ან სესიის მოწვევის მიზნით, დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს.

 

მუხლი 50

1. პარლამენტის წარმომადგენელთა პალატა შედგება საყოველთაო და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, ოთხი წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 80 პარლამენტის წევრისაგან.

2. პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან.

3. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატა თავისი უფლებამოსილების ვადით, რეგლამენტით დადგენილი წესით, ფარული კენჭისყრით ირჩევს საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეებს.

4. პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე უძღვება პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის მუშაობას, უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვას, ხელს აწერს პარლამენტის წარმო-მადგენელთა პალატის მიერ მიღებულ აქტებს, ასრულებს რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის მოადგილეები ასრულებენ თავმჯდომარის მოვალეობას მისივე დავალებით, თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებ-ლობისას ან თანამდებობიდან მისი გადაყენებისას.

6. პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის შინაგანი სტრუქტურა და მუშაობის წესი განისაზღვრება პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის რეგლამენტით.

7. პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე რეგლამენტით გათვალისწინებული წესით ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს პარლამენტის შენობაში.

8. მხოლოდ პარლამენტის წარმომადგენელთა პალატას აქვს იმპიჩმენტის აღძვრის უფლება.

 

მუხლი 51

1. პარლამენტის მხარეთა პალატაში შედის:

_ საყოველთაო და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით _ ქ. თბილისიდან, აგრეთვე ავტონომიური, საოლქო და საქართველოს ყოველი მხარიდან, მაჟორიტარული სისტემით არჩეული 35 საერო პარლამენტის წევრი;

და

_ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ დადგენილი წესით არჩეული 35 სასულიერო პარლამენტის წევრი.

2. პარლამენტის მხარეთა პალატის წევრები აირჩევა ოთხი წლის ვადით.

3. პარლამენტის მხარეთა პალატის საერო წევრი შეიძლება იყოს 30 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საქართველოში უცხოვრია არანაკლებ ათი წელი და არჩევის მომენტში იმ ადმინისტრაციულ ერთეულში ცხოვრობს სადაც ირჩევენ.

4. ქ. თბილისის მოსახლეობა ირჩევს პარლამენტის მხარეთა პალატის ექვს საერო პარლამენტის წევრს.

5. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიის მოსახლეობა ირჩევს პარლა-მენტის მხარეთა პალატის ოთხ-ოთხ საერო პარლამენტის წევრს.

6. ცხინვალის ოლქის მოსახლეობა ირჩევს პარლამენტის მხარეთა პა-ლატის სამ საერო პარლამენტის წევრს.

7. გურიის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და შიდა ქართლის მოსახლეობა ირჩევს პარლამენტის მხარეთა პალატის ორ-ორ საერო პარლამენტის წევრს.

 

მუხლი 511

„1. საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდი, მის მიერვე დადგენილი წესით, პარლამენტის მხარეთა პალატის წარმომადგენლად ირჩევს მღვდლობის უმაღლესი (მესამე) ხარისხის მქონე (მთავარეპისკოპოსი/ეპისკოპოსი), ეკლესიის შვიდივე საიდუმლოს შესრულების მადლისმიერი უფლების მქონე 35 სასულიერო პარლამენტის წევრს.

2. საქართველოს პარლამენტის მხარეთა პალატის თავმჯდომარე არის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის ქვოტით არჩეული საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი.

3. პარლამენტის მხარეთა პალატის თავმჯდომარე უძღვება პარლამენტის მხარეთა პალატის მუშაობას, უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვას, ხელს აწერს პარლამენტის მხარეთა პალატის მიერ მიღებულ აქტებს, ასრულებს რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. პარლამენტის მხარეთა პალატა საერო და სასულიერო წევრებიდან ირჩევს პარლამენტის მხარეთა პალატის თავმჯდომარის თითო მოადგილეს. პარლამენტის მხარეთა პალატა ირჩევს სხვა თანამდებობის პირებს.

5. პარლამენტის მხარეთა პალატის თავმჯდომარის მოადგილეები ასრულებენ თავმჯდომარის მოვალეობას მისივე დავალებით, ან  თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძ-ლებლობისას.

6. პარლამენტის მხარეთა პალატის შინაგანი სტრუქტურა და მუშაობის წესი განისაზღვრება პარლამენტის მხარეთა პალატის რეგლამენტით.

7. პარლამენტის მხარეთა პალატის თავმჯდომარე რეგლამენტით გათვალისწინებული წესით ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს პარლამენტის შენობაში.

8. მხოლოდ პარლამენტის მხარეთა პალატას აქვს იმპიჩმენტის წესით საქმის განხილვის განსაკუთრებული უფლება. ამ მიზნით მოთათბირე  პარლამენტარები დებენ ფიცს ან იძლევიან საზეიმო პირობას.

როდესაც იხილება საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე, პარლამენტის მხარეთა პალატის სხდომას თავმჯდომარეობს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. არც ერთ პირს არ დაედება მსჯავრი პარლამენტის მხარეთა პალატის პარლამენტართა ორი მესამედის თანხმობის გარეშე.

იმპიჩმენტის საქმეებზე გამოტანილი განაჩენი ითვალისწინებს თანამდებობიდან გადაყენებას და საქართველოს სამსახურში, რომელიმე საპატიო, ოფიციალური ან შემოსავლის მომტანი თანამდებობის დაკავების უფლების აყრას, თუმცა, ამგვარად დასჯილი პირი, კანონის შესაბამისად, შეიძლება მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში და დაისაჯოს სასამართლოს წესით.

9. თუ 30 დღის ვადაში პარლამენტის მხარეთა პალატამ არ მიიღო გადაწყვეტილება, საკითხი მოხსნილად ითვლება და მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დაუშვებელია იმავე ბრალდების წარდგენა.

10. დაუშვებელია პრეზიდენტისთვის წარდგენილი ბრალდების პარლამენტის მხარეთა პალატაში განხილვა და გადაწყვეტილების მიღება საგანგებო და საომარი მდგომარეობის ან ომის დროს.

 

მუხლი 52

1. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას, რომლის მხარდაჭერაც დადასტურებულია ამომრჩეველთა ხელმოწერებით, ორგანული კანონით დადგენილი წესით, ან რომელსაც ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტში არჩევნების დანიშვნის დროისათვის. ორგანული კანონით განსაზღვრული ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობა არ შეიძლება იყოს ამომრჩეველთა რაოდენობის 1 %-ზე მეტი. მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში მონაწილეობის წესი და პირობები განისაზღვრება საარჩევნო კანონმდებლობით.

2. პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარ-ლამენტის წარმომადგენელთა პალატის წევრთა მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და საარჩევნო ბლოკებს შორის, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ს მაინც.

მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში პარლამენტის მხარეთა პალატის წევრთა მანდატების განაწილების წესი განისაზღვრება საარჩევნო კანონმდებლობით.

3. პარლამენტის ორივე პალატის მორიგი არჩევნები ტარდება პარ-ლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა.

4. თუ არჩევნების ვადა ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან მესამოცე დღეს. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქმებისთანავე. პარლამენტის ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში პარლამენტის პალატათა რიგგარეშე არჩევნები ტარდება პარლამენტის ვადამდე დათხოვნის შესახებ ბრძანებულების ამოქმედებიდან მესამოცე დღეს, ხოლო რიგგარეშე არჩევნების თარიღს პრეზიდენტი ნიშნავს პარლამენტის ვადამდე დათხოვნის შესახებ ბრძანებულების ამოქმედებისთანავე.

5. პარლამენტის ორივე პალატა საქმიანობას წყვეტს პარლამენტის დათხოვნის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულების ამოქმედებიდან. პარლამენტის დათხოვნის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულების ამოქმედებიდან ახლადარჩეული პარლამენტის პალატათა პირველ სხდომამდე დათხოვნილი პარლამენტის შესაბამისი პალატა იკრიბება მხოლოდ პრეზიდენტის მიერ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დამტკიცების, ანდა საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაგრძელების საკითხის გადასაწყვეტად. თუ პარლამენტი ორივე პალატა არ შეიკრიბა 5 დღის განმავლობაში ან არ დაამტკიცა (გააგრძელა) საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების (გაგრძელების) შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულება, მაშინ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა უქმდება. საომარი მდგომარეობა უნდა გაუქმდეს, თუ პარლამენტის ორივე პალატა შეკრებიდან 48 საათში არ დაამტკიცებს საომარი მდგომარეობის გამოცხადების (გაგრძელების) შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულებას. პარლამენტის შეკრება არ იწვევს პარლამენტის წევრების საპარლამენტო თანამდებობებისა და ხელფასების აღდგენას. პარლამენტის ორივე პალატა წყვეტს საქმიანობას ზემოაღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისთანავე.

4. პარლამენტის უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე. 

5. პარლამენტის წევრის არჩევის წესი, აგრეთვე არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის დაუშვებლობა განისაზღვრება კონსტიტუციითა და ორგა-ნული კანონით.

 

მუხლი 53

საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პალატათა პირველი სხდომა უნდა გაიმართოს არჩევნებიდან 20 დღის განმავლობაში. პირველი სხდომის დღეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. პარლამენტის ორივე პალატა მუშაობას შეუდგება, თუ დადასტურებულია დეპუტატთა არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება.

      

მუხლი 54

პარლამენტი შეიძლება დათხოვნილ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში, გარდა:

ა) პარლამენტის არჩევნების ჩატარებიდან ექვსი თვის განმავლობაში;

ბ) პარლამენტის პალატათა მიერ კონსტიტუციის 50-ე მუხლის მერვე პუნქტით და 511-ე მუხლის მერვე პუნქტით  განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისას;

გ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს;

დ) საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო 6 თვის განმავლობაში.

      

მუხლი 55

1. საქართველოს პარლამენტის წევრი არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი, სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია.

2. პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის იმ  პალატის თანხმობით, რომლის წევრიც იგი არის. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს შესაბამის პალატას. თუ პარლამენტის შესაბამისი პალატა არ მისცემს თანხმობას, პარლამენტის ამ პალატის დაკავებული ან დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

3. პარლამენტის წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც პარლამენტის წევრს. დაუშვებელია ამ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი მასალის დაყადაღება. ეს უფლება პარლამენტის წევრს უნარჩუნდება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც.

4. პარლამენტის წევრი პასუხისგებაში არ მიეცემა თავისი მოვალეობის შესრულებისას პარლამენტში თუ მის გარეთ გამოთქმული აზრებისა და შეხედულებებისათვის.

5. უზრუნველყოფილია პარლამენტის წევრის უფლებამოსილებათა შეუფერხებელი განხორციელების პირობები. პარლამენტის წევრის გან-ცხადების საფუძველზე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უზრუნ-ველყოფენ მის პირად უსაფრთხოებას.

6. დეპუტატის უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის დაბრკო-ლებათა შექმნა ისჯება კანონით.

 

მუხლი 56

1. პარლამენტის არცერთი პალატის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. არავის არ შეუძლია იყოს ორივე პალატის წევრი. შეუ-თავსებლობის შემთხვევებს განსაზღვრავს კანონი. საქართველოს პარლამენტის ყოველი პალატა თვითონ ამოწმებს თავის წევრთა არჩევნების კანონიერებასა და შეუთავსებლობის შემთხვევებს.

2. წინა პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევისას, პარლამენტის შესაბამისი პალატის თანხმობით, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდება.

3. პარლამენტის წევრი იღებს კანონით დადგენილ გასამრჯელოს.

 

მუხლი 57

1. საქართველოს პარლამენტი თავისი უფლებით იკრიბება მორიგ სესიაზე წელიწადში ორჯერ. საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და იხურება დეკემბრის მესამე პარასკევს, ხოლო საგაზაფხულო სესია იხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს და იხურება ივნისის ბოლო პარასკევს.

2. საქართველოს პრეზიდენტი _ პარლამენტის: წარმომადგენელთა ან მხარეთა პალატის თავმჯდომარის, დეპუტატთა არანაკლებ მეოთხედის მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით, სესიებს შორის პერიოდში, იწვევს პარლამენტის პალატათა რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას – რიგგარეშე სხდომას/სხდომებს. თუ წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში მოწვევის აქტი არ გამოიცა, პარლამენტის შესაბამისი პალატა თავისი რეგლამენტის თანახმად იკრიბება  მომდევნო 48 საათის განმავლობაში.

3. პარლამენტის პალატათა რიგგარეშე სხდომა/სხდომები ჩატარდება მხოლოდ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამო-წურვისთანავე.

4. პარლამენტის სესიის დროს არც ერთ პალატას არ შეუძლია მეორე პალატის თანხმობის გარეშე გადაიტანოს სხდომები სამ დღეზე მეტი ხნის ვადით, ან დანიშნოს სხვაგან, გარდა იმ ადგილისა, სადაც ტარდება ორივე სხდომა.

5. პრეზიდენტის მიერ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოც-ხადებიდან 48 საათის განმავლობაში პარლამენტი იკრიბება. პარლამენტის მუშაობა გრძელდება ამ მდგომარეობის დამთავრებამდე.

 

მუხლი 58

1. პარლამენტის პალატის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს წყვეტს პარლამენტის შესაბამისი პალატა. პარლამენტის პალატის ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში.

2. პარლამენტის პალატის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:

ა) პირადი განცხადებით უფლებამოსილება მოეხსნა;

ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

გ) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;

დ) დაიკავა პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა, ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას;

ე) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;

ვ) არასაპატიო მიზეზით ოთხი თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა პარლამენტის მუშაობაში;

ზ) გარდაიცვალა.

 

მუხლი 59

1. წევრთა ხმების აბსოლუტური უმრავლესობით პარლამენტის შესა-ბამისი პალატა იღებს თავის რეგლამენტს.

2. პარლამენტის ორივე პალატის სხდომები საჯაროა. ამასთან პრეზი-დენტის ან შესაბამისი პალატის წევრ პარლამენტართა ერთი მეათედის მოთხოვნით პალატებს შეუძლიათ ცალკეული საკითხების განხილვისას სხდომა ან მისი ნაწილი დახურულად გამოაცხადონ.

3. პარლამენტის წარმომადგენლობითი ან მხარეთა პალატის მიერ არჩეული, დანიშნული ან დამტკიცებული თანამდებობის პირი უფლე-ბამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს პარლამენტის შესაბამისი პალატის, მისი კომიტეტისა და კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში. ასეთი თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს პარლამენტის შესაბამისმა პალატამ, კომიტეტმა ან კომისიამ.

3. პარლამენტის წარმომადგენლობითი და მხარეთა პალატის პლენარულ სხდომებზე კენჭისყრა არის ღია ან ფარული. კენჭისყრა ღიაა, გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. პარლამენტის წარმომადგენლობითი ან მხარეთა პალატის ღია პლენარული სხდომების ოქმი საჯაროა.

 

მუხლი 60

პარლამენტის პალატებში საქმეთა წარმოებისათვის საჭირო ქვორუმს შეადგენს წევრთა უმრავლესობა. პალატა ყოველ საკითხს წყვეტს ხმის მარტივი უმრავლესობით, თუ შესაბამისი პალატის რეგლამენტით ან კანონით სხვა წესი არ არის მიღებული.

პალატები აწარმოებენ სხდომის ოქმს და პერიოდულად აქვეყნებენ ოფიციალურ მოამბეში, გარდა მისი საიდუმლოდ ცნობილი საკითხებისა. მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს შესაბამისი პალატის სხდომაზე დამსწრე წევრთა ერთი მეხუთედი.

 

მუხლი 61

1. საკანონმდებლო საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვე-ტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, პარლამენტის მიერ მის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლის მიზნით პარლამენტის წარმომადგენლობით და მხარეთა პალატებში მათი უფლებამოსილების ვადით იქმნება კომიტეტები.

2. კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე პარლამენტის წარმომადგენლობით და მხარეთა პალატებში, წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის მოთხოვნით,  იქმნება საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიები. დროებითი კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის წარმომადგენლობითი და მხარეთა პალატა, რეგლამენტით დადგენილი წესით. დროებით კომისიაში წარმომადგენლობითი პალატის საპარლამენტო უმრავლესობის რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარს.

3. საგამოძიებო კომისიის მოთხოვნით მის სხდომაზე გამოცხადება, აგ-რეთვე საკითხის გამოკვლევისათვის აუცილებელი საბუთების წარდგენა სავალდებულოა.

4. პარლამენტის წარმომადგენლობითი და მხარეთა პალატის წევრები შეიძლება გაერთიანდნენ შესაბამისი პალატის საპარლამენტო ფრაქციაში.

5. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებამოსილება განისაზღვრება კანონითა და რეგლამენტით.

 6. პარლამენტის წარმომადგენლობითი და მხარეთა პალატის მუშაობის ორგანიზაციისათვის იქმნება პარლამენტის წარმომადგენლობითი და მხარეთა პალატის ბიუროები, რომელთა შემადგენლობაშიც შედიან საქართველოს პარლამენტის შესაბამისი პალატის _ თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები,  კომიტეტებისა და  ფრაქციების თავმ-ჯდომარეები.

 

 

მუხლი 62

1. ყველა კანონპროექტი მომდინარეობს წარმომადგენელთა პალატიდან, მხარეთა პალატას შეუძლია დაეთანხმოს წარმოდგენილ კანონპროექტს ან შეიტანოს შესწორებები.

2. პარლამენტში კანონპროექტი ან დადგენილება მიღებულად ითვლება, როცა მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის შესაბამისი პალატის სრული შემადგენლობის ერთი მესა-მედისა, თუ კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული კანონპროექტის ან დადგენილების მიღების სხვა წესი.

3. კონსტიტუციური შეთანხმება დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის შესაბამისი პალატის სრული შემადგენლობის სულ ცოტა სამი მეხუთედი.

4. ორგანული კანონის პროექტი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის შესაბამისი პალატის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

5. პალატების მიერ მიღებული ყველა კანონპროექტი ძალაში შესვლამდე წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს. მოწონების შემთხვევაში, იგი ხელს აწერს, თუ არ მოიწონებს თავისი საწინააღმდეგო მოსაზრებებით აბრუნებს იმ პალატაში, საიდანაც გადაეგზავნა პრეზიდენტს. ამ პალატას პრეზიდენტის მოსაზრებები მთლიანად შეაქვს და განმეორებით განიხილავს. თუ განხილვის შემდეგ კანონპროექტი მიღებულ იქნა პალატის წევრთა ხმების ორი მესამედით, პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებთან ერთად გადაეცემა მეორე პალატას, რომელიც განიხილავს განმეორებით, თუ ეს პალატა მოიწონებს ხმების ორი მესამედის შემადგენლობით, მაშინ კანონპროექტი ღებულობს კანონის სახეს. ყველა აღნიშნულ შემთხვევაში, ორივე პალატაში წარმოებს  სახელობითი კენჭრისყრა, პალატების წევრთა მიერ „კი“-ს ან „არა“-ს გამოთქმით. თუ ათი დღის გამნავლობაში პრეზიდენტი არ დააბრუნებს კანონპროექტს, იგი კანონი ხდება იმავე წესით, როგორც პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი.

6. ყველა განკარგულება, რეზოლუცია ან გადაწყვეტილება, რომელ-თათვისაც აუცილებელია მხარეთა და წარმომადგენელთა პალატის თანხმობა (სხდომების გადატანის შესახებ საკითხის გარდა), წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს და ძალაში შედის მხოლოდ მისი დასტურის მიღების შემდეგ; დაწუნების შემთხვევაში, ისინი კვლავ შეიძლება მიღებულ იქნან მხარეთა ან წარმომადგენელთა პალატის ხმათა ორი მესამედით, კანონპროექტის მიღებისათვის დადგენილი წესებისა და შეზღუდვების შესაბამისად.

7. პარლამენტის თანხმობა მიიღება დადგენილების სახით, თუ კონსტი-ტუციით სხვა წესი არ არის განსაზღვრული.

8. სხვა სახის გადაწყვეტილებათა მიღების წესი განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით.

9. კანონი ძალაში შედის მისი ოფიციალურ ორგანოში გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, თუ სხვა ვადა არ არის დადგენილი.

 

მუხლი 63 

1. საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის წევრს, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის კომიტეტს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ცხინვალის ოლქის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს და სამხარეო საკრებულოს, ეკუთვნით საკანონმდებლო ინიციატივის უფლება.

2. საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვს, აგრეთვე, საქართველოს მოქალაქეთა იურიდიულ პირად რეგისტრირებულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებს, მათი მთავარი ორგანოს სახით.

3. თავის საკანონმდებლო ინიციატივას ხალხი ახორციელებს კანონის მუხლების სახით შედგენილი პროექტის პარლამენტში შეტანის გზით. მას ხელს უნდა აწერდეს სულ ცოტა _ ოცდაათი ათასი ამომრჩეველი.

4. საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანონპროექტს მისივე მოთხოვნით პარლამენტი განიხილავს რიგგარეშე.

5. თუ პრეზიდენტი კანონით გათვალისწინებულ ვადაში არ წარმოადგენს შენიშვნებს პარლამენტში განსახილველ კანონპროექტთან დაკავშირებით, კანონპროექტი პრეზიდენტის მიერ მოწონებულად ჩაითვლება.

6. საკანონმდებლო წინადადება განიხილება და კენჭი ეყრება შესაბამის პალატაში შეტანიდან თხუთმეტი დღის შემდეგ.

 

მუხლი 64

1. კანონის, ან კანონის ძალის მქონე აქტის მთლიანად, ან ნაწილ;ობრივ გაუქმებისათვის უნდა დაინიშნოს რეფერენდუმი თუ ამას მოითხოვს სამასი ათასი ამომრჩეველი. დაუშვებელია რეფერენდუმის ჩატარება გადასახადების, ბიუჯეტის, ამნისტიის, შეწყალებისა და საერთაშორისო  ხელშეკრულების რატიფიკაციაზე უფლებამოსილებათა შესახებ კანონების გამო.

2. რეფერენდუმში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს პარლამენტის არჩევნებში.

3. რეფერენდუმზე გატანილი წინადადება მიღებულად ჩაითვლება, თუ კენჭისყრაში მონაწილეობდა ამ უფლების მქონე უმრავლესობა და წინადადებას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა უმრავლესობამ.

4. რეფერენდუმის წესს განსაზღვრავს კანონი.

 

მუხლი 65

პალატებს შეუძლიათ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად გამოიძიონ საკითხები, რომლებიც საზოგადოებრივ ინტერესს იწვევენ.

ამ მიზნის განხორციელებისათვის პალატები თავის წევრთაგან ქმნიან კომისიებს (დასაშვებია კომისიაში არაპარლამენტარის მონაწილეობა). კომისია აწარმოებს გამოძიებას ან ფაქტების შესწავლას, ისეთივე უფლება-მოსილებებითა და შეზღუდვებით, რაც დადგენილია სასამართლოს ორგანოებისათვის.

 

მუხლი 66

1. პარლამენტის წარმომადგენლობითი და მხარეთა პალატის წევრს,  წევრთა სულ ცოტა ათკაციან ჯგუფს, ფრაქციას უფლება აქვთ შეკითხვით მიმართონ პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელ ორგანოებს, სახელმწიფო დაწესებულებებს და მიიღოს მათგან პასუხი, რომელიც  შეიძლება გახდეს პარლამენტის განხილვის საგანი.

2. პრიორიტეტის წესით კვირაში ერთი სხდომა რეზერვირებულია პარლამენტის წარმომადგენლობითი და მხარეთა პალატის წევრების შეკითხვებისა და მთავრობის პასუხების განხილვისათვის.

3. პარლამენტის წარმომადგენლობითი და მხარეთა პალატა უფლე-ბამოსილია პრეზიდენტის წინაშე დასვას მთავრობის ცალკეული წევრის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. თუ პრეზიდენტი არ გაათავისუფლებს მთავრობის წევრს, ასეთ შემთხვევაში, იგი ორი კვირის ვადაში პარლამენტის შესაბამის პალატას წარუდგენს თავის მოტივირებულ გადაწყვეტილებას.

 

 

მუხლი 67

1. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობითი და მხარეთა პალატები, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ახდენენ საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირებას, დენონსირებასა და გაუქმებას.

2. იმ საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა გარდა, რომლებიც ითვალისწინებენ რატიფიცირებას, სავალდებულოა აგრეთვე ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც:

ა) ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციაში ან სახელმწიფო-თაშორის კავშირში საქართველოს შესვლას;

ბ) სამხედრო ხასიათისაა;

გ) ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრების შეცვლას;

დ) დაკავშირებულია სახელმწიფოს მიერ სესხის აღებასა და გაცემასთან;

ე) მოითხოვს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შეცვლას, ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად აუცილებელი კანონებისა და კანონის ძალის მქონე აქტების მიღებას.

3. პარლამენის წარმომადგენლობით და მხარეთა პალატებს უნდა ეცნობოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა დადების შესახებ.

4. საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან წარდგინების შეტანის შემთხვევაში დაუშვებელია შესაბამისი საერ-თაშორისო ხელშეკრულების თუ შეთანხმების რატიფიცირება საკონ-სტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე.

 

 

მუხლი 68

საქართველოს პარლამენტის უფლებაა:

1)  კანონმდებლობა;

2) განიხილოს საქართველოს საზღვრებთან დაკავშირებული საკითხები;

3) მიიღოს გადაწყვეტილება ეროვნულ-სახელმწიფო მოწყობის საკითხზე;

4) განიხილოს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხები;

5) ჩამოაყალიბოს და უზრუნველყოს საჭირო სახეობათა ჯარი;

6) ომის გამოცხადება;

7) მოიწვიოს პოლიცია კანონების ცხოვრებაში გატარების, ამბოხების ჩაქრობისა და თავდასხმების მოგერიებისათვის;

8) გაითვალისწინოს ღონისძიებანი პოლიციის იმ ნაწილის ორგანიზების, შეიარაღების, სწავლებისა და ხელმძღვანელობისათვის, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამსახურისათვის. ამასთან დაუტოვოს ყველა მხარეს, პარლამენტის მიერ დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად, პოლიციის თანამდებობის პირების დანიშვნისა და მომზადების ორგა-ნიზაციის უფლებები;

9) განახორციელოს განსაკუთრებული საკანონმდებლო უფლებამო-სილებანი იმ რაიონების იმ მიწების მიმართ, რომელიც ცალკეული მხარის დათმობისა და პარლამენტის მოწონების შემდეგ შეძენილია პორტების, საწყობების, არსენალების, გემთსაშენების და სხვა საჭირო ნაგებობების ასაშენებლად;

10) საშინაო და საგარეო სესხის აღება;

11) მოჭრას ფული, არეგულიროს მისი და უცხოური ფულის ღირებულება, დაადგინოს ზომა-წონის ერთეულები;

12) ყალბი ფასიანი ქაღალდების დამზადებისა და საქართველოში ბრუნ-ვაში მყოფი ფულის მოჭრისათვის გაითვალისწინოს დასჯის ზომები;

13) ამნისტია;

14) დაადგინოს და აკრიფოს გადასახადები, ბაჟი, აქციები;

15) უზრუნველყოს ერთობლივი თავდაცვა და საყოველთაო კეთილ-დღეობა;

16) განსაზღვროს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საკითხთა გადაწყვეტის წესი; თავის კომპეტენციის ფარგლებში ადგენს ქალაქების დაქვემდებარებას, სახელს უცვლის ქვეყნის ქალაქებსა და რაიონებს;

17) განმარტოს საქართველოს კანონები;

18) ამტკიცებს მხარეთა საზღვრების შეცვლას;

19) კონტროლს უწევს საქართველოს კონსტიტუციის დაცვას და უზრუნველყოფას, მხარეთა საკანონმდებლო საქმიანობათა შესაბამისობას საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციასა და კანონებთან;

20) აწესებს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოებს;

კანონით დადგენილ სხვა ულებამოსილებებს.

 

4. 92-ე  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 92

1. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობითი და მხარეთა პალატა, კონსტიტუციის 62-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ყოველწლიურად იღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონს, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს პრეზიდენტი.

2. საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისა გამო,  საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისათვის გამოყოფილია სახელმწიფო  ბიუჯეტის  კანონში დაფიქსირებული საერთო შემოსავლების ათი პროცენტი.

3. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისა და მიღების წესი განისაზღვრება კანონით.

 

მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი


 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

 

უფალია ჩვენი სიმართლეს

 

ლასკარის თავმჯდომარე

 

მიხეილ(გელა)

 

სალუაშვილი