Print

1991-1992 წლების მოვლენების შეფასება

 

1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვარში

საქართველოს რესპუბლიკაში

განვითარებული მოვლენების შეფასების საკითხისათვის

  

1991-1992 წლენის მიჯნაზე გარე ძალების ხელშეწყობითა და მონაწილეობით, საქართველოში სამხედრო შეიარაღებული გამოსვლის გზით, კანონიერი ხელისუფლების დამხობამ სათავე დაუდო ჩვენს ქვეყანაში არნახულ უკანონობასა და მორალურ-ზნეობრივი ფასეულობების გადაგვარებას. შექმნილმა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა კრიზისულმა მდგომარეობამ საქართველოში მაცხოვრებელთა ცხოვრების დონის უკიდურესი გაუარესება გამოიწვია.

 

არაკანონიერი გზით ხელისუფლებაში მოსული ძალისა და მისი სამართალმემკვიდრეების უკანონო, ამბიციურმა და გაუთვლელმა მოქმედებამ  საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის სფეროგან გასვლა განაპირობა, რასაც შედეგად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევა მოჰყვა. შექმნილი მდგომარეობის გამო ასეულ ათასობით ადამიანი საკუთარი საცხოვრებელი ადგილიდან იძულებით იქნა განდევნილი.

 

მოვლენათა ზემოთწარმოდგენილი ზოგადი მონახაზიც კი, ვფიქრობთ სავსებით საკმარისია იმისათვის, რათა დღის წესრიგში დადგეს საქართველოში ოცი წლის წინათ განვითარებული მოვლენების, როგორც სამართლებრივ-იურიდიული, ასევე პოლიტიკური შეფასების გაკეთების აუცილებლობა; რაც, თავის მხრივ, წმიდათა-წმიდა წიგნ ბიბლიაში გადმოცემულ _ უფლისმიერ სიმართლეზე უნდა იყოს დაფუძნებული.

 

ყველამ კარგად უნდა გავიცნობიეროთ, რომ განკითხვის დღეს აღსრულებული ღვთაებრივი სამსჯავრო, თითოელ ჩვენთაგანს მიუკერძოებელ უფლისმიერ განაჩენს გამოუტანს _ `... მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები~ (მათე 12,36-37).

 

1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვარში საქართველოს რესპუბლიკაში განვითარებულ მოვლენებს თავისი _ წინარე და მიმდინარე ისტორია გააჩნია, რომელთა მთლიანობაში გააზრების გარეშე შეუძლებელი იქნება მათ შესახებ პირუთვნელი შეფასების გაკეთება.

 

ზემოთქმულ ისტორიულ მეხიერებაზე, ანუ რეალურ ფაქტობრივ მასალაზე დამყარებული, ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველების აცხადებისეული კუთხის გადმომცემი წინამდებარე დოკუმენტი, ვფიქრობთ არავის დაუტოვებს მის ობიექტურობაში დაეჭვების საფუძველს.



 

I. წინარე ისტორია

 

ა) შესავალი


როგორც ცნობილია, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და შექმნა დემოკრატიული რესპუბლიკა. 1919 წლის მარტში ეროვნული საბჭო შეცვალა დამფუძნებელკმა კრებამ, რომლის არჩევნებში მონაწილეობდა ამომრჩეველთა 60 პროცენტზე მეტი. დამფუძნებელმა კრებამ დაადასტურა საქართველოს დამოუკიდებლობა და დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადება. საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო საქართველოს დემოკრატიული რასპუბლიკის კონსტიტუცია.

 

მიუხედავად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური და იურიდიული ინსტიტუტების სტაბილურობისა, დასავლეთის სახელმწიფოები, უწევდნენ რა ანგარიშს რუსეთის მიერ დაკავებულ პოზიციას, თავს იკავებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიული აღიარებისაგან (გამონაკლისს შეადგენდა არგენტინა, რომელმაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა 1919 წლის 13 სექტემბერს ცნო). საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დე იურედ აღიარების შემდეგ ( 1920 წლის 7 მაისი) მდგომარეობა არსებითად შეიცვალა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ცნეს: გერმანიამ (1920 წლის 24 სექტემბერი), ბელგიამ, საფრანგეთმა, ინგლისმა, იტალიამ, იაპონიამ (1921 წლის 27 იანვარი), პოლონეთმა ( 1921 წლის 28 იანვარი), ავსტრიამ ( 1921 წლის 17 თებერვალი), რუმინეთმა ( 1921 წლის 18 თებერვალი), ლუქსემბურგმა ( 1921 წლის 23 თებერვალი), მექსიკამ (1921 წლის 14 აპრილი) და სხვა.

 

 1921 წლის დამდეგს საბჭოთა რუსეთისათვის შექმნილ ხელსაყრელ საერთაშორისო ვითარებაში (თეთრპოლონელთა და ვრანგელის არმიების განადგურება და სხვა), შემუშავდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობისა და საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების გეგმა. ყოველივე შესაძლებელი იყო მხოლოდ გარედან ჩარევის შედეგად, რადგანაც, როგორც რსფს რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ა. შეიმანი აღნიშნავდა `საქართველოს მთავრობას უჭირს, მაგრამ ქვეყნის შიგნით არ არსებობენ ძალები, რომელთაც შეეძლოთ მისი დამხობა~.

 

საბჭოთა ხელისუფლების მიერ საქართველოში შემოჭრის საბაბად გამოყენებულ იქნა ლორეს (ბორჩალოს მაზრის ნაწილის) ნეიტრალურ ზონაში შექმნილი ვითარება, რომელიც სადავო ტერიტორია იყო საქართველოსა და სომხეთს შორის და იქ ბოლო სამი თვის მანძილზე ქართული გარნიზონი იდგა, კავბიურომ იგი საომარი ოპერაციების (იგივე `აჯანყების~) დაწყების ადგილად შეარჩია. იგი (კავბიურო) იმასაც ითვალისწინებდა, რომ ნეიტრალურ ზონაში ქართული ჯარების ყოფნის ოფიციალური ვადა 1921 წლის 13 თებერვალს თავდებოდა. ამ დღის შემდეგ ქართული ჯარი ზონიდან გამოვიდოდა და მაშინ `აჯანყების~ საბაბიც გაქრებოდა. Aმგვარად, ~აჯანყების~ ადგილის შერჩევამ მისი დაწყების დროც განაპირობა.

 

`აჯანყება~ დაიწყო ბორჩალოს მაზრის სომხურ და რუსულ სოფლებში 11 თებერვალს, რაცა საქართველოს ტერიტორიაზე წითელი არმიის ნაწილების შემოჭრის საბაბი გახდა.

 

1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა. საომარი ოპერაციები 1921 წლის მარტის მეორე ნახევარში დასრულდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ემიგრაციაში გაიხიზნა.

 

საქართველოს ემიგრანტული მთავრობის ოფიციალურ განცხადებებში, მოხსენიებით ბარათებსა თუ მემორანდუმებში, 1921 წლის თებერვლის მოვლენები სათანადოდაა შეფასებული. მათში საბჭთა რუსეთის მთავრობას ბრალი ედებოდა, რომ მან უხეშად დაარღვია დამოუკიდებელი და სუვერენული რესპუბლიკის  საერთაშორისო სამართებლივი სტატუსი, უგულვებელყო მის მიერვე დადებული ხელშეკრულების ძირითადი დებულებანი და დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედება, რაიმე სერიოზული მიზეზის გარეშე, ომის გამოუცხადებლად.

 

საქართველოს დემოკრატიული მთავრობის დამხობასა და საქართველოს ფაქტობრივ ანექსიას მოჰყვა ქართველი ხალხის სუვერენული უფლებების უგულვებელყოფა, მას თავს მოახვიეს ისეთი პოლიტიკური და სამართებლივი ინსტიტუტები, ეკონომიკური სისტემა, რომელიც უცხო იყო მისთვის.

 

1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ არ მოუწერა რა ხელი კაპიტულაციაზე საბჭოთა რუსეთს, დე იურედ შეუნარჩუნა არსებობა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, რითაც იურიდიული საფუძველი გამოაცალა საქართველოში საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახით დამყარებული წყობის კანონიერ არსებობას.


 

ბ) შეფასება

 

საქართველოს მოსახლობა და ქართველი ხალხი არასდროს შეჰგუებია შექმნილ მდგომარეობას და იბრძოდა დაკარგული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის. მთელი საბჭოთა პერიოდი სავსეა რეპრესიებითა და ტერორით ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიმართ.

 

მაგრამ ეროვნული ძალები არ ყრიდნენ ფარ-ხმალს... ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა სულ უფრო და უფრო მასობრივ ხასიათს იღებდა.

 

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლამ თვისობრივად ახალი ხასიათი მიიღო.

 

Eეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ გამოიყენა რა 1921 წელს იძულებით ემიგრაციაში წასული კანონიერი მთავრობის მიერ დაკავებული სწორი იურიდიული პოზიცია, მშვიდობიანი ბრძოლის ფორმების გამოყენებით აიძულა მმართველი კომუნისტური რეჟიმი, თავისივე არსებული კანონების დაცვით, თავისი თავი ფაქტობრივად უკანონოდ გამოეცხადებინა.

 

1990 წლის 9 მარტს საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება `საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების შესახებ~, რომელშიც ნათქვამია:

 

`საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო

 

_ ადასტურებს, რომ 1921 წლის თებერვალში საქართველოში საბჭოთა რუსეთის ჯარების შემოყვანა და მთელი ტერიტორიის დაკავება სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენდა სამხედრო ჩარევას (ინტერვენციას) და ოკუპაციას არსებული პოლიტიკური წყობის დამხობის მიზნით, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით, ფაქტობრივ ანექსიას;

 

_ გმობს საქართველოს ოკუპაციას და ფაქტობრივ ანექსიას საბჭოთა რუსეთის მიერ, როგორც საერთაშორისო დანაშაულს...

 

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო აცხადებს უკანონოდ და ბათილად

 

_ 1921 წლის 21 მაისის მუშურ-გლეხურ სამოკავშირეო ხელშეკრულებას საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასა და რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკას შორის;

 

_ 1922 წლის 12 მარტის სამოკავშირეო ხელშეკრულებას ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა ფედერაციული კავშირის შექმნის შესახებ.

 

Dდაიწყოს მოლაპარაკება საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენის შესახებ, ვინაიდან 1922 წლის 30 დეკემბრის ხელშეკრულება საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების შექმნის შესახებ საქართველოს მიმართ არაკანონიერია~.

 

ამდენად, 1921 წელს განხორციელებული კომუნისტური აგრესიის გზით ხელისუფლებაში მოსულთა სამართალმემკვიდრის _ საქართველოს  სსრ უზენაესი საბჭოს მიერ, საქართველოში ძალით დამყარებული თითქმნის 70 წლიანი მმართველობა გამოცხადდა უკანონოდ, ეს აისახა კიდეც 1990 წლის 20 ივნისის საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული დადგენილებაში, რომელშიც კერძოდ ნათქვამია:

 

 `... აღნიშნავს რა, რომ ინტერვენციისა და ოკუპაციის შედეგად საქართველოში დამყარებული ხელისუფლება (რევოლუციური კომიტეტები), ხოლო შემდეგ შეზღუდული, ვიწრო კლასობრივ საწყისებზე აგებული საბჭოები _ არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ჭეშმარიტ, თავისუფალ ნება-სურვილს, საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო აცხადებს უკანონოდ და ბათილად ყველა აქტს, რომელიც აუქმებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ და სხვა ინსტიტუტებს და ცვლიდა მათ გარეშე ძალაზე დამყარებული პოლიტიკური და სხვა სამართებლივი დაწესებულებებით...~

 

ყოველივე აღნიშნული გახდა სამართებრივი და იურიდიული საფუძველი საქართველოში _ ახალი, კანონიერი, მრავალპარტიული არჩევნების ჩასატარებლად.

 

 

II. არჩევნების გზით უკანონო ხელისუფლების შეცვლა

 

მიუხედავად არსებული ხელისუფლების წინააღმდეგობისა, `მრგვალი მაგიდის~ მეთაურობით მოქმედი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, უდიდესი ძალისხმევის შედეგად მაინც აღწევს სასურველ საარჩევნო კანონის მიღებას, კერძოდ:

 

_ საქართველოში არჩევნები უნდა ყოფილიყო საყოველთაო, მრავალპარტიული, შეუზღუდველი და დემოკრატიული;

 

_ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, არ ცნობდნენ რა არსებული, საბჭოთა ხელისუფლების კანონიერებას, რეგისტრაციას გაივლიდნენ მხოლოდ საარჩევნო კომისიებში, რომლებიც თავის მხრივ დაკომპლექტებული იქნებოდა არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტიების თითო წარმომადგენელისაგან.

 

_ ყოველივე აღნიშნული 1990 წლის 28 ოქტომბრის  არჩევნებისათვის ქმნიდა კანონიერი ხელისუფლების არჩევისათვის საჭირო, ყველა სამართლებრივ ბაზასს. A

 

ამდენად, 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული ნებისმიერი ძალა იურიდიულად დაკანონდებოდა არა როგორც საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს ფორმალური გამგრძელებელი, არამედ, ერთგვარად, 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე _ კანონიერი ხელისუფლება.

 

Dდა ასეც მოხდა.

 

ქართველმა ხალხმა და სრულიად საქართველოს მოსახლეობამ 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში ხმა მისცა, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ფლაგმანს, პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციაა გაერთიანება ~მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველოს~ საარჩევნო ბლოკს, რითაც, პირველად, 70 წლიანი კომუნისტური მმართველობის ისტორიაში, ქვეყნის სათავეში მოვიდა კანონიერი, ჭეშმარიტად დემოკრატიული გზით არჩეული, ეროვნული ხელისუფლება.

 

 

III. სამართლებრივი საფუძვლების შექმნა

 

1990 წლის 14 ნოემბერს საქართველოს უზენაესი საბჭოს სხდომათა დარბაზში მუშაობას შეუდგა რესპუბლიკის პირველი მოწვევის, სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს, პირველი სესია. ფარული კენჭისყრით ბატონი ზვიად გამსახურდია არჩეულ იქნა საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ. პირველივე სესიაზე მიღებულ იქნა კანონი _ `საქართველოს რესპუბლიკაში გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ~, რომელშიც კერძოდ ნათქვამია:

 

`საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს რა საქართველოს რესპუბლიკაში გარდამავალ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც უნდა მომზადდეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუუკიდებლობის აღდგენის საფუძვლები, ადგენს:

 

შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ კონსტიტუციაში (ძირითად კანონში) შემდეგი ცვლილებები:

 

_ ახალი კონსტიტუციის შემუშავებამდე საქართველოს არსებული კონსტიტუცია სათანადო ცვლილებებითა და დამატებებით იმოქმედებს გარდამავალი პერიოდის მოთხოვნათა შესაბამისად, როგორც საქართველოს რესპუბლიკის დროებითი ძირითადი კანონი;

 

_ კონსტიტუციის დასახელებასა და ტექსტში სიტყვები `საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა~, `საქართველოს სს რესპუბლიკა~, `საქართველოს სსრ~ შესაბამისად შეიცვალოს სიტყვებით _ `საქართველოს რესპუბლიკა~.

 

28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: საქართველოს რესპუბლიკა საგარეო-პოლიტიკურ საქმიანობაში ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის პრინციპებითა და საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით.

 

_ მუხლი 68 ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: საქართველოს რესპუბლიკა არის სუვერენული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მემკვიდრე სახელმწიფო. იგი ძალადობით არის შეყვანილი სსრ კავშირის შემადგენლობაში. ამ რეალობიდან გამომდინარე საქართველოს რესპუბლიკა მხოლოდ გარდამავალი პერიოდის განმავლობაში იძულებულია უზრუნველყოს სსრ კავშირისათვის მისი სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების სახით ის უფლებები, რომლებიც განსაზღვრულია სსრ კავშირის კონსტიტიციის 73-ე მუხლით, გარდა მუხლის მე-3, მე-4 და მე-11 პუნქტებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებისა.

 

ზემოთ არნიშნულ ფარგლებს გარეთ საქართველოს რესპუბლიკა დამოუკიდებლად ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლებას თავის ტერიტორიაზე.

 

_ მუხლი 77 ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედებს საქართველოს რესპუბლიკის და სსრ კავშირის კანონები და კანონქვემდებარე აქტები. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აჩერებს სსრ კავშირის კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების მოქმედებას საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, თუ ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის კანონებსა და ინტერესებს.

 

საქართველოს რესპუბლიკის კანონისაგან სსრ კავშირის კანონის განსხვავების შემთხვევაში საქარYველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედებს საქართველოს რესპუბლიკის კანონი~.

 

Pპირველი სესიის სხდომაზე მიღებულ იქნა აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის კანონები:

 

_ საქართველოს რესპუბლიკის სახელწოდების შეცვლის შესახებ;

 

_ საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ;

 

_ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის შესახებ;

 

_ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ.

 

ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო შეუდგა მუშაობას საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იძულებით ყოფნის პერიოდში დანერგილი სისხლიანი სისტემის აღმოსაფხვრელად:

 

_ შეიქმნა: საქართველოს რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის პროექტის მოსამზადებელი კომისია (1990 წ. 15 ნოემბერი);

 

_ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეჩერებულ იქნა სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ სსრ კავშირის კანონის მოქმედება (1990 წ. 15 ნოემბერი);

 

_ მიღებულ იქნა დადგენილება:  `შინაგან ჯარში _ ეროვნულ გვარდიაში გაწვევის დროებითი დებულებების შესახებ~ (1991 წ. 29 იანვარი); კანონი - `რეფერენდუმის შესახებ~ (1991 წ. 29 იანვარი) და სხვა. 

 

 

IV. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის

გაწეული სამართლებრივი ნაბიჯები

 

კანონიერი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ცდილობდა მშვიდობიანი, სამართლებრივი ფორმების გამოყენებით მოეგვარებინა  საბჭოთა ხელისუფლების მიერ ინსპირირებული კონფლიქტები _ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისა და აფხეზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში.


 

ა) შიდა ქართლში შექმნილი მდგომარეობა

 

 1990 წლის 22 ნოემბერს მიღებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება _ `სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახელით სახალხო დეპუტატთა საბჭოს მიერ ოლქის სტატუსის შეცვლის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ~, რომელშიც კერძოდ ნათქვამია:

 

`საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აღნიშნავს, რომ უკანასკნელ პერიოდში სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ  ოლქში შეინიშნება სეპარატისტული მოძრაობა, რომელიც ხელყოფს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

 

ამის დამადასტურებელია სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტათა საბჭოს 1990 წლის 20 სექტემბრის დადგენილება, ოლქის ე.წ. _ `სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ~.

 

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებით გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს სესიის 1990 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება.

 

მიუხედავად ამისა ა. წ. 16 ოქტომბერს მოწვეულ იქნა ავტონომიური ოლქის საბჭოს მეთხუთმეტე სესია, რომელმაც დაადასტურა თავისი წინა გადაწყვეტილება, აირჩია ე. წ. `სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი~ და მიიღო დროებითი დებულება `სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და სამხრეთ ოსეთის ადგილობრივი საბჭოების არჩევნების სესახებ~. არჩევნები დაინიშნა 1990 წლის 2 დეკემბერს.

 

საქართველოს უზენაესი საბჭო ადგენს:

 

გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს დადგენილება ავტონომიური ოლქის ე. წ. `სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად~ გარდაქმნის შესახებ. აქედან გამომდინარე, მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის 1990 წლის 2 დეკემბრისათვის არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების შესახებ, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციის, აგრეთვე სსრ კავშირის კონსტიტუციის დებულებებსა და საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 21 სექტემბერის დადგენილებას.

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მიმართავს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით ოსი ეროვნების მოქალაქეებს მოწოდებით, გამოიჩინონ კეთილგონიერება, პოლიტიკური წინდახედულება, სიფრთხილე და სწორად შეაფასონ სეპარატისტული ძალების სახიფათო მოქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს საერთო დესტაბილიზაცია და უაღრესად მძიმე, გაუთვალისწინებელი შედეგები.

 

რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ იგი განუხრელად იბრძვის საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის. ამასთან ერთად იგი ადასტურებს თავის გადაწყვეტილებას, რომ კვლავაც დაიცავს საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნული უმცირესობის უფლებებს საერთაშორისო საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად~.

 

მიუხედავად აღნიშნულისა, კრემლის მიერ წაქეზებული ოსი სეპარატისტები აგრძელებდნენ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედებას, რასაც მოჰყვა იძულებითი ნაბიჯი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით და მიღებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის კანონი _ `სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შეახებ~ და დადგენილება `ქ. ცხივნალისა და ჯავის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო წესების გამოცხადების შესაებ~ (1990 წ. 11 დეკემბერი); ხოლო მოგვიანებით მიღებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება _ `კანონით გაუთვალისწინებელი შეიარაღებული ფორმირებების აკრძალვის შესახებ~ (1990 წლის 28 დეკემბერი).

 

კრემლის მიერ ინსპირირებული საომარი მოქმედების პასუხად გაისმა ზვიად გამსახურდიას მოწოდება ოსი მოსახლეობისადმი, რომელშიაც კერძოდ ნათქვამი იყო:

 

`...ქართველები და ოსები, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე მშვიდობიანად და მეგობრულად ცხოვრობდნენ ამ მიწაზე ახლა ურთიერთს ხოცავენ, ეომებიან გარეშე ძალის წაქეზებით. ვინაიდან ეს ძმათამკვლელი ომი ვიღაცის იმპერიული ამბიციების დასაყრდენია... სირცხვილი იქნება, თუ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით არ აღდგება მშვიდობა და ძალისხმევა ჩვენს ხალხებს შორის. ამის უპირველესი და აუცილებელი პირობაა ყველა უკანონო შეიარაღებული ფორმირების მიერ იარაღის ჩაბარება შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის, მათი სრული და უსიტყვო განიარაღება, რაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ცხინვალი გამონაკლისი არ უნდა იყოს. შეიარაღებული ჯგუფები უნდა განიარაღდნენ.

 

სამაგიეროდ ჩვენ სრულ ხელშეუხებლობის გარანტიას ვაძლევთ მათ, ვინც ნებაყოფლობით ჩაბარებს იარაღს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება... ოსებისათვის შენარჩუნებული იქნება კულტურული ავტონომიის ყველა უფლება, რომელიც მათ ოლქის არსებობის პერიოდში ჰქონდათ, ის უფლებები კიდევაც გაიზრდება, გაფართოვდება და განმტკიცდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით... ქართველები და ოსები თანაბარი უფლებებით ისარგებლებენ. გარანტირებული იქნება მათი ხელშეუხებლობა, შრომითი მოწყობა და მშვიდი ცხოვრება შიდა ქართლის მთელ ტერიტორიაზე...

 

მოვუხმოთ კეთილგონიერებას, სანამ გვიან არ არის, ვინაიდან ჩვენი კონფლიქტი და სისხლისღვრა მხოლოდ ჩვენს მტრებს აძლევთ ხელს~ (1991 წლის 4 მარტი).

 

ქალაქ ცხინვალის რეგიონში, არსებული კონფლიქტის მოგვარების მიზნით, 1991 წლის 23 მარტს, საქართველოს ტერიტორიაზე, ყაზბეგში ერთმანეთს შეხვდნენ რსფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ბორის ელცინი და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია. Dდაიგეგმა მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიებანი. უპირველესი და უმთავრესი მათ შორის იყო გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რომელიც დაიგეგმა თბილისში. გაფორმდა შეხვედრისა და მოლაპარაკების ოქმი, რომელშიც კერძოდ აღინიშნა:

 

1) 1991 წლის აპრილის მანძილზე ხელმოსაწერად მომზადდეს რუსეთის სფსრ და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის ხელშეკრულების პროექტი, რისთვისაც შეიქმნას სამუშაო ჯგუფები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რეგიონებში ვითარების სტაბილიზაციისათვის, ერთობლივი მოქმედების მიზნით შეთანხმების შედეგად, მხარეები მორიგდნენ:

 

2) რუსეთის სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 დღეში შექმნან ერთობლივი კომისია აღნიშნულ რეგიონში ვითარების შესასწავლად და მიმდინარე წლის 20 აპრილამდე სიტუაციის ობიექტურად შეფასების მიზნით.

 

3) რუსეთის სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 აპრილამდე შექმნან მილიციის გაერთიანებული რაზმი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ყველა უკანონო ფორმირებების განსაიარაღებლად. Aამ რაზმს დაევალოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მოცემულ ტერიტორიაზე ვითარების სტაბილიზაციამდე.

 

4) სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს წინადადება მიეცეს გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთაAარმიის ნაწილები.

 

5) რუსეთის სფსრ, საქართველოს რესპუბლიკის და ჩრდილოეთ ოსეთის ასრ მინისტრთა საბჭომ დაუყოვნებლივ დაიწყონ საიმისო მუშაობა, რომ ლტოლვილებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების საშუალება შეექმნათ.Uუზრუნველყონ ადგილობრივი ხელისუფლების კანონიერი ორგანოების აღდგენა.

 

6) საქართველოს რესპუბლიკის, რუსეთის სფსრ და ჩრდილოეთ ოსეთის ასრ მთავრობებმა შექმნან ლტოლვილებისათვის მიყენებული ზარალის შემფასებელი კომისია და დამატებითი მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური სახსრები გამოჰყონ ამ ზარალის ასანაზღაურებლად.

 

7) შექმნილი კომისიებისა და რაზმების ამოცანად ჩაითვალოს რეგიონში მშიდობისა და სიმშვიდის აღდგენა.

 

8) შეიქმნას მუდმივი ჯგუფი, რომელიც კონტროლს გაუწევს ამ ოქმის შესრულებას და განიხილავს წამოჭრილ მიმდინარე საკითხებს~ (დაბა ყაზბეგი, 1991 წ. 23 მარტი).

 

აღნიშნულ რეგიონში შექმნილ მძიმე მდგომარეობის დარეგულირებას ისახავდა მიზნად საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბატონ ზვიად გამსახურდიას მიერ გამოცემული ბრძანებულება _ `შიდა ქართლში შექმნილი მდგომარეობის შესახებ~, რომელშიც ვკითხულობთ:

 

`...საქართველოს რესპუბლიკის სუვერენიტეტის, ქვეყნის უშიშროებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 121-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ვადგენ:

 

ცნობილ იქნეს ბათილად და იურიდიული ძალის არმქონედ ანტიკონსტიტუციური ანტისახელმწიფოებრივი ორგანოს ე. წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 1991 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებები.

 

_ დაისვას საკითხი სსრ კავშირის სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების წინაშე შიდა ქართლში დისლოცირებული სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარებისა და საბჭოთა არმიის ნაწილების საქართველოს რესპუბლიკის ტერირტორიიდან დაუყოვნებლივ გაყვანის შესახებ~ (1991 წლის 2 დეკემბერი).


 

ბ) აფხაზეთში შექმნილი მდგომარეობა


Kკრემლის წაქეზებითა და ხელშეწყობით, აფხაზი სეპარატისტების მიერ ასევე ხდებოდა მდგომარეობის დაძაბვა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებაში _ `აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ~, ვკითხულობთ:

 

`აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს უფლებამოსილებების ვადა ფაქტობრივად დამთავრდა 1990 წლის 25 თებერვალს.

 

...მიუხედავად ამისა, აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს არ გაუგრძელებია ვადა, არ მიუღია აფხაზეთის უზენასი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონი და შესაბამისად არც აფხაზეთის უზენაესი საბჭოს არჩევნები დაუნიშნავს.

 

Yყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

 

1. წინადადება მიეცეს აფხაზეთის ასსრ უზენაეს საბჭოს:

 

აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს არჩევნები ჩატარდეს არა უგვიანეს 1991 წლის 1 ოქტომბრისა;

 

აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციის 75-ე მუხლის შესაბამისად გააგრძელოს თავისი უფლებამოსილების ვადა ა. წ. 15 მარტამდე.

 

2) იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით ავტონომიურ რესპუბლიკათა სახელმწიფო ორგანოების ვადა განსაზღვრულია ხუთი წლით, ხოლო აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭო ექვს წელზე მეტია მოქმედებს, ამ  დადგენილების პირველი მუხლის შესრულება გამოიწვევს აფხაზეთის ასსრ რეპუბლიკის უზენაესი საბჭოს ახლანდელი შემადგენლობის უფლებამოსილების შეწყვეტას~ (1991 წლის 25 თებერვალი).

 

არსებული დაძაბული მდგომარეობის განმუხტვას ისახავდა მიზნად ბატონი ზვიად გამსახურდიას მიერ გაკეთებული _ `მიმართვა აფხაზი ხალხისადმი~, რომელშიც ვკითხულობთ:

 

`ძვირფასო თანამემამულენო!

 

აფხაზთა და ქართველთა ძმობა უხსოვარი დროიდან იწყება... ჩვენ ერთ მიწა_წყალზე ვცხოვრობდით მუდამ და ურთიერთის ჭირ-ვარამს ვიზიარებდით... ჩვენ მრავალი იმპერიის შემოტევას გავუძელით. ჩვენი ძმობა და მეგობრობა ვერ შეარყიეს ვერც რომაელებმა, ვერც ბიზანტიელებმა, ვერც არაბებმა, ვერც თურქებმა და ვერც სხვებმა.

 

მაგრამ აი, მე- 19-20 საუკუნეში, ჩვენ დაგვიპირისპირდა იმპერიათა შორის უვერაგესი და უბოროტესი _ რუსეთის იმპერია, რომელმაც არნახული უბედურება მოუტანა ჩვენს ხალხს... მიზნად დაისახა ჩვენი ხალხების სრული ასიმილაცია და მოსპობა. მან დაინახა, რომ ამას ვერ განახორციელებდა  მხოლოდ რეპრესიებითა და გენოციდით, ამიტომ გამოიყენა ყველა იმპერიის ნაცადი ხერხი _ გათიშე და იბატონე, და ყოველგვარ ღონეს ხმარობდა აფხაზი და ქართველი ხალხების ურთიერთდასაპირისპირებლად...

 

დღევანდელმა მოდერნიზებულმა კომუნისტურმა იმპერიამ, საუბედუროდ, მიაღწია ამას, თავისი აგენტური ქსელის მეშვეობით, რაც, მისი გეგმით, დასაწყისი უნდა გახდეს კავკასიის მოდერნიზაციისა და ლიბანიზაციისა, რათა ცენტრმა შეინარჩუნოს თავისი პოზიცია და ჰეგემონია კავკასიაში.

 

... მოგიწოდებთ: ნუ აყვებით პროვოკატორებს... ჩვენი ისტორიული მტრების აგენტებსა და პროვოკატორებს. ბოიკოტი გამოუცხადეთ 17 მარტის საბჭოთა რეფერენდუმს და მონაწილეობა მიიღეთ საქართველოს რესპუბლიკის 31 მარტის რეფერენდუმში, რომელიც დაკავშირებული იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან. დამოუკიდებელი საქართველო თქვენ გაცილებით მეტს მოგცემთ, ვიდრე მოდერნიზებული საბჭოთა იმპერია, რომლის მიზანი არის ყველა პატარა ხალხის ასიმილაცია და რუსიფიკაცია. თვითმყოფად საქართველოში იარსებებს ჭეშმარიტი თვითმყოფადი აფხაზეთი, ჭეშმარიტი თვითმმართველობით, როგორც მას ჰქონდა აფხაზთა და ქართველთა ერთიანი სამეფოს არსებობის დროს საუკუნეთა განმავლობაში.

 

გაუმარჯოს ჩვენს ისტორიულ ძმობას, ერთობას და დამოუკიდებლობას!

 

გვფარავდეს ღმერთი სიყვარულისა და ჭეშმარიტებისა!~ [1991 წლის 12 მარტი].

 

 

 

სამწუხაროდ კრემლის მიერ წაქეზებული სეპარატისტული ძალები აფხაზეთში აგრძელებდნენ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს. აი, რას წერდა ბატონი ზვიად გამსახურდია ბატონ ვლადისლავ არძინბას:

 

`საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1990 წლის 11 დეკემბრის კანონით საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე შეწყდა საბჭოების უფლებამოსილება; ხოლო 1991 წლის 29 იანვარს საერთოდ გაუქმდა ადგილობრივი საბჭოების სისტემა. საქართველოს რესპუბლიკისა და აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭო ვალდებული იყო საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოეყვანა აფხაზეთის ასსრ კონსტიტუცია, რაც შეუწყნარებლად ჭიანურდება და მრავალი უხერხულობის მიზეზად შეიძლება იქცეს...

 

...თქვენ პირადად, ბატონო ვლადისლავ და მთლიანად აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი, სისტემატურად უგულებელყოფთ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობას და სხვადასხვა თანამდებობის პირებს აფხაზეთში უმზადებთ ნიადაგს სახელმწიფო დანაშაულის ჩასადენად.

 

თქვენი ასეთი საქციელი შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც თანამდებობის ბოროტად გამოყენება, რასაც საკმაოდ მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ამით თქვენ საფრთხეს უქმნით მოქალაქეთა მშვიდობიან ცხოვრებას, აღვივებთ ეროვნულ შუღლს, იწვევთ ყოვლად გაუმართლებელ დაპირისპირებას ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის, უხეშად არღვევთ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას...

 

... ერთა შორის ჭიდილში გამარჯვებული არ არსებობს. კიდევ ერთხელ დაფიქრდით, გაითვალისწინეთ ისტორიის გაკვეთილები და, რაც მთავარია, შეუსაბამეთ თქვენი პოლიტიკა საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობას, რომლის იურისდიქციის ქვეშაც ბრძანდებით~ [1991 წლის 29 მარტი].

 

მიუხედავად კრემლის იმპერიული ძალების წინააღმდეგობისა, ქართული და აფხაზური მხარის ორმხრივი კონსენსუსის საფუძველზე მაინც მოხერხდა მდგომარეობის ნორმალიზება... მიღებულ იქნა საარჩევნო კანონი, რომელიც გარკვეული ქვოტების პრინციპს ითვალისწინებდა. კერძოდ:

 

_ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში იქნებოდა 65 დეპუტატი;

 

_ მათ შორის: 28 _ აფხაზი ეროვნების; 26 _ ქართველი და 11 _ სხვა დანარჩენი ეროვნების მქონე დეპუტატი;

 

_ მიღწეული შეთანხმების თანახმად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იქნებოდა აფხაზური დეპუტაციის წარმომადგენელი;

 

მისი პირველი მოადგილე _ ქართული დეპუტაციის;

 

_ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იქნებოდა ქართველი, ხოლო მისი პირველი მოადგილე _ აფხაზი;

 

_ აფხაზეთის ასს რესპუბლიკის მოქმედ კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება (გარდა საპროცედუროსი) უნდა მიღებულიყო ხმების 2/3-ით (44 ხმა), რომლის მოსაგროვებლად აუცილებელი ხდებოდა ქართული და აფხაზური მხარის დეპუტატთა ურთიერთკომპრომისი. ასე უსისხლოდ და სხვა მძაფრი დაპირისპირების გარეშე მოხერხდა აფხაზური პრობლემის მოგვარება.


 

V. საქართველოს

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა

 

 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თითქმის ერთწლიანი მოღვაწეობის მანძილზე მიმდინარეობდა კონსტიტუციაში იმ ცვლილებების შეტანა, რაც გარდამავალი პერიოდით იყო ნაკარნახევი _ კონსტიტუციის 185-ი მუხლიდან მთლიანად ამოღებულ იქნა 32-ი მუხლი; საფუძვლიანად გადამუშავდა თითქმის ყველა პარაგრაფი და თავი; მთლიანად ამოღებულ იქნა მე-9 და მე-19 თავები; თავის მხრივ ჩაემატა მე-131 და211-ე თავები (სულ 16 მუხლი).   

 

ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვება-განმტკიცების გზაზე, უმნიშვნელოვანესი გახლდათ მოსახლეობის ნების გათვალისწინება. ამიტომ, გაიშალა მზადება ქვეყანაში რეფერენდუმის მოსაწყობად.

 

1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი _ საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ 1918 წლის 21 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. აი, რამდენიმე მშრალი ინფორმაცია:

 

_ ამომრჩეველთა რაოდენობა საქართველოში: 3 657 477;

 

_ რეფერენდუმში მონაწილეთა რაოდენობა: 3 302 572 (90,3 %);

 

_ საკითხის დადებითად გადაწყვეტის მომხრე ამომრჩეველთა რაოდენობა (`დიახ~): 3 266 265, რაც შეადგენს რეფერენდუმის მონაწილეთა _ 98,9 %-ს, ხოლო ამომრჩეველთა სრული რაოდენობის _ 89,3 %-ს;

 

_ საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მომხრე ამომრჩეველთა რაოდენობა (`არა~): 17 400, რაც შეადგენს რეფერენდუმში მონაწილეთა _ 0,53 %-ს, ხოლო ამომრჩეველთა სრული რაოდენობის _ 0,48 %-ს.

 

რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, 1991 წლის 9 აპრილს, 12:30 სთ-ზე მიღებულ იქნა _ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი.

 

ბატონ ზვიად გამსახურდიას მიერ გაკეთებულ მიმართვაში _ `მსოფლიო ხალხებისადმი~ ვკითხულობთ:

 

`1991 წლის 31 მარტს საქართველოს რესპუბლიკაში ჩატარდა სახალხო რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოსახლეობამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე.

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 9 აპრილს მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი და ამით გამოხატა საქართველოს მოსახლეობის ნება.

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მიმართავს მსოფლიოს ხალხებს, ყველა კეთილი ნების ადამიანს, მხარი დაუჭიროს თავისუფლების, დემოკრატიისა და სამართლიანობის იდეისათვის მებრძოლი ხალხების ნებას, არ დაუშვას მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება და ხელი შეუწყოს საქართველოს რესპუბლიკის ცნობას და დამკვიდრებას დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში~ [1991 წლის 9 აპრილი].

 

საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ მიღებულ იქნა დადგენილება _ `საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის შემოღების შესახებ~ (1991 წლის 9 აპრილი).

 

1991 წლის 14 აპრილს საქართველოს რესპუბლოკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით ზვიად გამსახურდია არჩეულ იქნა _ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად. იმავე წლის 26 მაისს ჩატარდა _ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის საერთო-სახალხო არჩევნები. ამომრჩეველთა საერთო რიცხვიდან (3 550 371) მონაწილეობა მიიღო _ 2 967 744-მა, ანუ _ 90,59 %-მა. ზვიად გამსახურდიამ მოაგროვა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა _ 86, 52 %-ი, და გახდა საერთო-სახალხო არჩევნების გზით არჩეული  _ საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი.

 

საქართველო, რეალური დამოუკიდებლობისაკენ სულ უფრო მტკიცედ მიაბიჯებდა. ეროვნული ხელისუფლების მიერ თანამიმდევრულად ხდებოდა, რეალურად არსებული საბჭოთა კავშირის სამართლებრივი სივრციდან გასვლისათვის, ანუ ქვეყნის ფაქტობრივი დამოუკიდებლობის მიღწევისათვის საჭირო იურიდიული საფუძვლის მომზადება. Mოკლე დროის მანძილზე მიღებულ იქნა კანონები:

 

_ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ (პირველი მოსმენით) [1991 წლის 28 ივნისი];

 

_ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ [1991 წლის 2 აგვისტო];

 

_ საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის შესახებ [1991 წლის 9 1გვისტო];

 

_ საინვესტიციო საქმიანობის შესახებ [1991 წლის 10 აგვისტო];

 

_ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ [1991 წლის 10 აგვისტო];

 

_ პრესისა და მასობივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ [1991 წლის 10 აგვისტო], და სხვა.

 

 

 

VI. 1991 წლის „აგვისტოს პუტჩი“

 

 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ბატონი ზვიად გამსახურდია მოსკოვში, 1991 წ. აგვისტოში მოწყობილ ე. წ. პუტჩს, სპეციალური მიმართვით _ `დასავლეთ ქვეყნების ხალხებისა და მთავრობებისადმი~, გამოეხმაურა:

 

_ .`საბჭოთა კავშირში შეიქმნა არასტაბილური სიტუაცია, რომლის გაკონტროლება ახლო მომავალში შეიძლება შეუძლებელი გახდეს.

 

Mმოვლენების ასეთი განვითარება ყოველთვის გარდაუვალია ტოტალიტარულ იმპერიაში, სადაც იწყება დიდი ლიბერალიზაცია. ასეთ დროს პირდაპირი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დასავლეთის სახელმწიფოთა პრინციპულ პოზიციას, უკომპრომისო შეფასებას ყოველივე იმისა, რაც ხდება, აგრეთვე აქტიურ დიპლომატიურ თუ სხვაგვარ მოქმედებას. დასავლეთი არ უნდა იყოს პასიური მაყურებლის როლში. პოლიტიკური შეფასება მომხდარი გადატრიალებისა ძალზედ ძნელია, ვინაიდან ჯერ-ჯერობით არ არის ნათელი ნამდვილი გადატრიალებაა ეს თუ, მხოლოდ გარიგება ან შოუ, რომლისაგანაც პოლიტიკური დივიდენდების მიღებას მიელტვიან ცალკეული სახელმწიფო ლიდერები.

 

მთავარზე უმთავრესია, დასავლეთმა მხარი დაუჭიროს საბჭოთა კავშირში მხოლოდ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, დემოკრატიას, პლურალიზმის დამკვიდრებას.

 

შექმნილი არასტაბილური მდგომარეობა, რეაქციული ძალების შესაძლო გამარჯვება, საფრთხეს უქადის, უწინარეს ყოვლისა, საბჭოთა კავშირში შემავალ იმ რესპუბლიკებს, რომლებიც იბრძვიან დამოუკიდებლობისათვის, თავისუფლებისათვის და რომელთაც ჰყავთ ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი და პრეზიდენტი. ისინი უშუალოდ სამხედრო აგრესიის წინაშე დგანან.

 

Aმიტომ, მე მოვუწოდებ დასავლეთის მთავრობებს, უწინარეს ყოვლისა, ამერიკის შეერთებულ შტატებს, სასწრაფოდ და გადაუდებლად დე ფაქტო და დე იურე ცნონ ამ რესპუბლიკების, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობა და დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარონ მათთან, რათა დაიცვან ჭეშმარიტად დემოკრატიული რეფორმების მონაპოვარი ამ ქვეყნებში~ [1991 წლის 20 აგვისტო].

 

პუტჩის დამთავრებისთანავე მიღებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება _ `საქართველოს კომუნისტური პარტიის შესახებ~, რომელშიც ნათქვამია:

 

`საბჭოთა კავშირის ე.წ. 19-21 აგვისტოს კომუნისტური პუტჩის დღეებში, საქართველოს კომპარტიამ მხარი დაუჭირა ე.წ. საგანგებო მდგომარეობის კომიტეტს. გარდა ამისა, მისი არსებობა ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის კანონს _ `მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ~. აქედან გამომდინარე ვადგენ:

 

შეჩერდეს საქართველოს კომუნისტური პარტიის ქმედება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე~ [1991 წლის 26 აგვისტო].

 

 

VII. საქართველოს რესპუბლიკის

თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება

 

 დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გახლდათ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება _ `საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შექმნის შესახებ~ [1991 წლის 9 სექტემბერი], რომელსაც მოჰყვა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება `საქართველოს რესპუბლიკაში სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ~, რომელშიც ვკითხულობთ:

 

`ვინაიდან 1921 წ. თებერვალ-მარტში საქართველოს ოკუპაცია და ანექსია განხორციელდა წითელი არმიის _ შეიარაღებული აგრესიის ძალის მეოხებით, რომელიც დღემდე იმყოფება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე და ემორჩილება მხოლოდ სსრ კავშირის ხელმძღვანელობას, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების უზენაესმა ორგანომ ქართველი ხალხის, საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვანი ნების საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

 

1) საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული სსრ კავშირის შეიარაღებული ძალები გამოცხადდეს საოკუპაციო შეიარაღებულ ძალად.

 

2) საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ დაიწყოს მოლაპარაკება სსრ კავშირთან საქართველოს ტერიტორიიდან სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების გაყვანის თაობაზე.

 

3) საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების სრულ გაყვანამდე სსრ კავშირის წინაშე დაისვას საკითხი აფხაზეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან საბჭოთა არმიის ნაწილების დაუყოვნებლივ გაყვანის შესახებ, რადგან მათი ყოფნა და მოქმედება ხელს უშლის მდგომარეობის სტაბილიზაციას ამ რეგიონში~ (1991 წლის 15 სექტემბერი).

 

ზემოთ აღნიშნულს მოჰყვა საქართველოს უზენაესი საბჭოს დადგენილება:

 

_ `საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული საკავშირო და საკავშირო-რესპუბლიკური დაქვემდებარების საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების სტატუსის შესახებ~ (1991 წლის 5 სექტემბერი),

 

_ `სსრ კავშირის სახელმწიფო საკუთრებაში საქართველოს წილის შესახებ~, `საქართველოს რესპუბლიკის საბაჟოს შესახებ~, `საქართველოს რესპუბლიკის საჰაერო სივრცის შესახებ~ კანონები (1991 წლის 15 სექტემბერი) და სხვა.

 

ამავე დღეებში საქართველოს უზენაესი საბჭო ღებულობს დადგენილებებს

 

_ `ადამიანის უფლებათა დეკლარაციასთან საქართველოს რესპუბლიკის შეერთების შესახებ~,

 

_ ჰელსინკის: `ევროპის უსიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის დასკვნით აქტთან~, და ვენის: `ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის შემაჯამებელ დოკუმენტებთან~ საქართველოს რესპუბლიკის შეერთების შესახებ (1991 წლის 15 სექტემბერი).

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებით იქმნება საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭო (1991 წლის 21 სექტემბერი).

 

უდიდესი მნიშვნელობის გახლდათ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება _ `საქართველოს რესპუბლიკაში დისლოცირებული სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების იარაღის, საბრძოლო მასალის, მიმოსვლის საშუალებების, სამხედრო ტექნიკისა და სხვა ქონების შესახებ~, რომლის მიხედვითაც დგინდება:

 

`1) გამოცხადდეს საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებად საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებული სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების იარაღი, საბრძოლო მასალა, მიმოსვლის საშუალებები, სახედრო ტექნიკა და სხვა ქონება.

 

2) საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყოს მოლაპარაკება სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ქონების საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებაში გადმოსაცემად (1991 წლის 17 ნოემბერი).

 

ამდაგვარივე ხასიათისა იყო საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის შემდეგი ბრძანებულებები _ `საქართველოს ტერიტორიაზე დისლოციებული საბჭოთა არმიის კუთვნილი იარაღის, საბრძლო ტექნიკის, სამხედრო ბაზებისა და სხვა სამხედრო ქონების შესახებ~ (1991 წლის 10 ნოემბერი), `საქართველეოს ტერიტორიაზე დისლოცირებული სსრ კავშირის სასაზღვრო ჯარების და სამხედრო-საზღვაო ფლოტის კუთვნილი იარაღის, საბრძოლო მასალის, მიმოსვლის საშუალებების, სამხედრო ტექნიკს, სამხედრო ბაზების და სხვა სამხედრო ქონების შესახებ~ (1991 წ. 16 ნოემბერი) და სხვა.

 

 

 

VIII. საქართველოში გარე ძალის მიერ ინსპირირებული პოლიტიკური მდგომარეობის დარეგულირებისა და ძალადობრივი გზით

ხელისუფლების შეცვლის

თავიდან აცილებისათვის გადადგმული ნაბიჯები

 

 საქართველოს ხელისუფლების გონივრული მოქმედებების შედეგად ხერხდებოდა კრემლის მიერ დაგეგმილი ყველა მდგომარეობის განმუხტვა და, რაც ყველაზე მთავარია, ეს ხერხდებოდა არა იარაღის ჟღარუნითა და სისხლის დაღვრის საფასურად,  არამედ ურთიერთდაპირისპირებულ მხარეთა გონივრული კომპრომისების ხარჯზე.

 

მთელი ზემოთ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში კრემლის იმპერიულ ძალებს არ შეუწყვეტიათ მოქმედება, მათი მთავარი პრინციპის _ გათიშე და იბატონეს მიხედვით. მოაქციეს რა თავისი გავლენის ქვეშ საქართველოს მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა, რომელთა ერთი ნაწილი წინააღმდეგი იყო საქართველოს რესპუბლიის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა, ხოლო მეორე ნაწილი მიელტვოდა ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, 1990 წლის 28 ოქტობრის არჩევნების შემდეგ, გააჩაღეს ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა, რომელთა მოქმედება კიდევ უფრო გაააქტიურდა მას შემდეგ, რაც გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა (1991 წლის 9 აპრილი), უსისხლლოდ გადაიჭრა აფხაზური და ოსური სეპარატისტული ჩანაფიქრები, ქვეყანა დაადგა საბაზრო ეკონომიკისაკენ მიმავალ რეფორმისტულ კურსს.

 

1991 წლის 19-21 აგვისტოს, მოსკოვში მოწყობილი პუტჩის მარცხის შემდეგ, მოქმედება დაიწყო კრემლში დაგეგმილმა საქართველოს ხელისუფლების _ ძალადობრივი გზით შეცვლის გეგმამ.

 

1991 წლის 2 სექტემბერს საქართველოში ჩამოვიდა ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით. მზადდებოდა ჩვენი ქვეყნის ცნობა მრავალი უცხო ქვეყნის მიერ. დელეგაციის ჩამოსვლაც სწორედ ამასთან იყო მისადაგებული. აი, ეს უნდა ჩაშლილიყო. ამ მიზნით, სწორედ ამ დღეს, რუსთაველის გამზირზე დაირბა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მიერ ორგანიზებული მიტინგი. ეს გახლდათ შეგნებულად მოწყობილი პროვოკაცია, როგორც მილიციის, ასევე მომიტინგეების მხრიდან. ორივე მხარე კი _ იმპერიის ცენტრიდან, კრემლიდან იმართებოდა და ერთი ავტორი ჰყავდა.

 

ეროვნული ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით მოწყობილ აღნიშნულ პროვოკაციასთან დაკავშირებით, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, სპეციალურად მიმართა რუსეთის სფსრ-ს პრეზიდენტს ბატონ ბორის ელცინს, რომელშიც კერძოდ ნათქვამია:

 

`...ზოგიერთმა გარემოებამ მაიძულა თქვენთვის მომემართა წერილით. როგორც მოგეხსენებათ 2 სექტემბრიდან, _ ინცინდენტის:  თბილისში რესპუბლიკური მილიციისა და დემონსტრანტების შეტაკების დღიდან, რომლის შედეგად ტყვიით დაიჭრა სამი კაცი, _ ცენტრალურმა ტელევიზიამ და საბჭოთა პრესამ პრაქტიკულად დემოკრატიული საქართველოს დისკრედიტაციის კამპანია გააჩაღეს. ყოველივე ეს ხდება ამის შესახებ ჩემი განცხადების მიუხედავად, რომ საქართველოს ხელმძღვანელობას არ გაუცია მომიტინგეთა დარბევის ბრძანება და რომ გამოძიების დამთავრების შემდეგ დამნაშავენი, ვინც უნდა იყვნენენ ისინი, პასუხისგებაში მიეცემიან...

 

ახალი ამბების სატელევიზიო სამსახურის პროგრამა მოქმედებს `ვრემიას~ პროგრამის საუკეთესო `ტრადიციით~ _ ხან აჩვენებს საქართველოს მთავრობის მხარდამჭერი მიტინგის კადრებს და ურთავს მას კომენტარებს, რომ ეს ოპოზიციის მიტინგია, ხან აცხადებს, რომ  მოსალოდნელია ეროვნულ გვარდიელთა თავდასხმა, ხან იუწყება, რომ თავდასხმა უკვე მოხდა _ `არიან 67 დაჭრილი და დახოცილები~ და ა.შ. იგივე ხერხით მოქმედებს რუსეთის ტელევიზიაც, კერძოდ პროგრამა `ვესტი~.

 

საქართველოს რესპუბლიკა სუვერენული სახელმწიფოა და გთხოვთ თქვენი კომპეტენციის ფარგლებისა და შესაძლებლობის კვალობაზე გავლენა მოახდინოთ ანტიქართულ ძალებზე, რომლებიც ცდილობენ განხეთქილება ჩამოაგდონ ჩვენსა და დემოკრატიულ რუსეთს შორის. სხვათა შორის, რუსეთის დეპუტატთა ჯგუფმა ბრალად დამდო, თითქოს უკორექტოდ დამემოწმებინოს თქვენი ავტორიტეტი, რაც წინასწარ განზრახული სიცრუეა და ხელს უწყობს საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ იმავე საინფორმაციო ომს.

 

უფრო მეტიც, რუსეთის სფსრ უზენაესი საბჭოს ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო საქმეთა კომიტეტები და რესპუბლიკათაშორისი ურთიერთობის ქვეკომიტეტი წინადადებას იძლევიან, რომ  _ `ალბათ ურიგო არ იქნებოდა გაგვეაზრებინა საკითხი საქართველოში კონფლიქტის ყველა ზონაში [ესე იგი, მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე], საგანგებო წესების შემოღების შესახებ~-ო..

 

ბატონო პრეზიდენტო!

 

თქვენ იცნობთ ჩვენს პოზიციას, ჩვენ ერთმორწმუნე რუსეთთან ნამდვილად კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარების მომხრენი ვართ. ხელშეკრულება ჩვენს ქვეყნებს შორის _ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის საფუძვლების შესახებ _ არსებითად ხელმოსაწერად მზად არის, და მოხარული ვიქნებით მივიღოთ რუსეთის სფსრ საგარეო საქმეთა მინისტრი უახლოეს დღეებში.

 

ნება მიბოძეთ დაგარწმუნოთ, რომ პატივს გცემთ პირადად თქვენ და რუსეთის ხელმძღვანელობას, რომელსაც თქვენ მეთაურობთ~ (1991 წლის 14 სექტემბერი).  

 

 აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება _ `1991 წლის 2 სექტემბერს ქ. თბილისში მიტინგის დროს მომხდარი ფაქტის შესახებ~, რომელშიც ვკითხულობთ:

 

`ა.წ. 2 სექტემბერს, ქ. თბილისში, რუსთაველის მოედანზე მოხდა შეტაკება მიტინგის მონაწილეებსა და მილიციის ნაწილს შორის, რომლის შედეგადაც დაშავდნენ როგორც მომიტინგეები, ასევე მილიციის მუშაკები.

 

ითვალისწინებს რა ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის აღიარებული პრინციპების მოთხოვნებს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ამ ფაქტს მიიჩნევს ქართველი ერის ინტერესების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად და აქედან გამომდინარე ადგენს:

 

1. დაიგმოს ა.წ. 2 სექტემბერს, ქ. თბილისში, რუსთაველის მოედანზე მიტინგის დროს ძალის გამოყენების ფაქტი;

 

2. მიღებულ იქნას ცნობად, რომ ამ ფაქტის გამო თბილისის პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე და აწარმოებს გამოძიებას;

 

3. მომხდარი ფაქტის  გარემოებათა ყოველმხრივ შესწავლისა და სათანადო დასკვნის გამოტანის მიზნით შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს კომისია ყველა რეგისტრირებული პარტიის, აგრეთვე საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით;

 

4. კომისიამ თავისი დასკვნები წარუდგინოს უზენაეს საბჭოს~ (1991 წლის 15 სექტემბერი).

 

საქართველოში მიმდინარე პროცესების ინსპირირებაში თანდათან იკვეთებოდა კრემლის პოზიციები. აი, როგორ ახასიათებს რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია:

 

`...თბილისში მიმდინარეობს ტიპიური სამხედრო პუტჩი პრეზიდენტისა და მთავრობის წინააღმდეგ... ისინი ჩადიან მრავალ უკანონობას: აიღეს ტელევიზიის შენობა, აკეთებენ ზუსტად იმას, რასაც ლიტვაში საბჭოთა ჯარი აკეთებდა; გეგმავენ სატელევიზიო ანძის, კავშირგაბმულობის და სხვა შენობების, მთავრობის სახლის, სხვა ნაგებობათა აღებას. მათ აქვთ მძლავრი მხარდაჭერა მოსკოვიდან... მოსკოვის ტელევიზია და პრესა მათ უჭერს მხარს. საკმარისია ითქვას, რომ მიტინგებს, რომლებიც საქართველოს უზენაესი საბჭოს შენობის წინ იმართება კანონიერი მთავრობისა და პრეზიდენტის დასაცავად, ისინი გადასცემენ როგორც ოპოზიციის მიტინგებს~ (1991 წლის 24 სექტემბერი).

 

ამავე პრესკონფერენციაზე გაისმა ასეთი კითხვა _ `რა მოელით უზენაესი საბჭოს იმ დეპუტატებს, რომლებიც პუტჩისტებს დაუკავშირდნენ?... პასუხი _ `არაფერი. მაგრამ თუ ისინი საბოლოოდ დატოვებენ პარლამენტს, შესაძლოა მოგვიხდეს პარლამენტის დათხოვნა, ახალი არჩევნების გამართვა, როგორც ამის აუცილებელი შედეგი _ პრეზიდენტის მმართველობის შემოღება~.

 

1991 წლის 24 სექტემბერს გამოდის საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება _ `ქ. თბილისში 1991 წლის 25 სექტემბრიდან საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ~, რომელშიც ვკითხულობთ:

 

`იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში მიმდინარეობს სამხედრო და სამოქალაქო პუტჩი, შექმნილია ხუნტა, რომელსაც აქვს შეიარაღებული ძალა, ქ. თბილისში გააქტიურდნენ დესტრუქციული ძალები, რაც გამოიხატა უსანქციო მიტინგების მოწყობასა და კანონიერი ხელისუფლების ძალადური დამხობისათვის მოწოდებებში, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ბლოკირებასა და სახელმწიფო დაწესებულებების შენობების დაკავებაში, საბრძოლო იარაღის ხელში ჩაგდების მიზნით შინაგან საქმეთა ორგანოებზე თავდასხმასა და სატრანსპორტო საშუალებების გატაცებაში, სავაჭრო და საზკვების ობიექტების ძარცვაში, მოქალაქეთა და მათი მანქანების თვითნებურ დაკავებაში, ჩხრეკასა და ნივთების დათვალიერებაში:

 

1. გამოცხადდეს ქ. თბილისში საგანგებო წესები ა.წ. 25 სექტემბრიდან;

 

2. დაინიშნოს ქ. თბილისის სამხედრო კომენდატად პოლკოვნიკი ჯემალ ქუთათელაძე;

 

3. გამოცხადდეს საყოველთაო მობილიზაცია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;

 

4. დაევალოს ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს შექმნან სამობილიზაციო პუნქტები, ჩამოაყალიბონ სახალხო რაზმები;

 

5. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოიყენოს კანონით მინიჭებული უფლებები ქ. თბილისში სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის დამყარებისა და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად~.

 

ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა მშვიდობიანად მოეგვარებინა შექმნილი კრიზისი. ამ მიზნით გამოიცა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ბრძანებულება _ `საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული აქციების მონაწილეთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ~, რომელშიც ვკითხულობთ:

 

`საქართველოს რესპუბლიკაში ბოლო დღეებში შექმნილი მძიმე საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის ნორმალიზებისა და სამოქალაქო მშვიდობის მიზნით ვადგენ:

 

საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გაანთავისუფლოს ყველა პირი, რომელმაც მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბერში ორგანიზაცია გაუკეთა ან მონაწილეობდა საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ აქციებში, თუ ისინი მიმდინარე წლის 3 ოქტომბრის დღის 12 საათამდე ნებაყოფლობით ჩააბარებენ იარაღს, საბრძოლო მასალებსა და ტექნიკას სპორტის სასახლეში საამისოდ მოწყობილ სპეციალურ პუნქტებში და უარს განაცხადებენ ზემოაღნიშნული აქციების გაგრძელებაზე~ (1991 წლის 30 სექტემბერი).

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი და მთავრობა ყველაფერს აკეთებდა, რათა უმსხვერპლოდ მოეგვარებინათ ქვეყანაში შექმნილი უაღრესად მძიმე მდგომარეობა. სწორედ ამას ემსახურებოდა _ `საქართველოს რესპუბლოკის პრეზიდენტის განცხადება~, რომელშიც ნათქვამია:

 

`რამოდენიმე საათის წინ პუტჩისტებმა ბომბი ააფეთქეს ტელევიზიის შენობასთან, რომელიც მათ მიერვე უკანონოდაა დაკავებული. სამწუხაროდ არიან დაზარალებულნი როგორც ტელევიზიის შენობასთან, აგრეთვე მახლობელ შენობებთან.

 

ამასთან, ცირკის შენობიდან მათ ზარბაზანი ესროლეს კვების ნრეწველობისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (ყოფილი აგრომრეწვის) შენობას, დაზიანდა ერთი ოთახი, ნაპოვნია ჭურვის ნამსხვრევები.

 

ეს შემთხვევა მოწმობს, რომ ოპოზიციური ძალები, რომლებიც გაწვრთნილი არ არიან  სამხედრო თვალსაზრისით, კიდევ უფრო საშიშნი ხდებიან არა მარტო საკუთარი თავისათვის, არამედ თბილისის უდანაშაულო მოსახლეობისთვისაც.

 

ეს სამწუხარო შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბოლო უნდა მოეღოს საშიშ დაპირისპირებას, ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს კონფრონტაცია.

 

ჩვენ არ დავსჯით დამნაშავეებს, თუ ისინი მშვიდობიანად დაიშლებიან, იარაღს ჩააბარებენ და სახლებს მიაშურებენ. ჩვენ მათ ხელშეუხებლობას ვპირდებით და ვთხოვთ, იცხოვრონ როგორც ქართველებმა და პატიოსანმა მოქალაქეებმა.

 

მათი დაშლისთანავე მთავრობა შეწყვეტს საგანგებო მდგომარეობას და ყველაფერს იღონებს იმისთვის, რომ ჩვენი ხალხი დაუბრუნდეს მშვიდობიან ცხოვრებას. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას~.

 

შექმნილი მდგომარეობის გამორკვევის მიზნით გამოდის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სპეციალური დადგენილება _ `ქ. თბილისში და რესპუბლიკის სხვა რეგიონებში 1991 წლის 4-5 ოქტომბერს მომხდარი მოვლენების შესწავლის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს კომისიის შექმნის შესახებ~ (1991 წლის 9 ოქტომბერი).

 

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის მშვიდობიანად მოგვარებისათვის გაკეთდა _ `საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართვა ეროვნული გვარდიის ნაწილს, რომელიც არ ემორჩილება სახელმწიფო ხელისუფლებას~, მასში კერძოდ ვკითხულობთ:

 

`ქართველებო!

 

ეს საუკუნე მეორედ გვაძლევს დიდებულ შესაძლებლობას მოვიპოვოთ ის, რისთვისაც მუდამ იბრძოდნენ და იღწვოდნენ ჩვენი წინაპრები _ ჩვენი სამშობლოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა.

 

პირველი შესაძლებლობა დავკარგეთ, რადგან არ აღმოგვაჩნდა საკმარისი ძალა და ერთობა იმპერიის შემოტევის წინაშე _ მტრის ურდოებს საქართველოში ისევ მოღალატე ქართველები შემოუძღვნენ.

 

დღეს, ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენი ისტორიის, წინაპრების და მომავლის წინაშე. ამიტომ, არა გვაქვს უფლება გავუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა. არა გვაქვს უფლება ხელი შევუწყოთ იმ ძალებს, რომლებსაც სურთ შეიტანონ განხეთქილება ერში, შეაფერხონ ჩვენი მოძრაობა დამოუკიდებლობისაკენ.

 

გვარდიელებო!

 

ქართველ ხალხს არასოდეს დაავიწყდება სიამაყისა და კმაყოფილების ის გრძნობა, რომელიც ყოველმა ჩვენთაგანმა ეროვნული გვარდიის ჩამოყალიბებისას განიცადა; ის ამაღელვებელი წუთები, როდესაც თქვენ ერთგულება შეჰფიცეთ საქართველოს, მის პრეზიდენტს და კანონიერ ხელისუფლებას. ყველანი დარწმუნებული ვიყავით, რომ თქვენ არც ნიჭს, არც ვაჟკაცობას და, თუ საჭირო გახდებოდა არც სიცოცხლეს არ დაზოგავდით იმ ზნეობრივი მიზნის მისაღწევად, რომელსაც ერთიანობა, თავისუფლება და დამოუკიდებლობა ჰქვია.

 

დღეს მე მოგმართავთ ისე, როგორც მოგმართავდით ადრე _ მაშინ, როდესაც ეროვნული გვარდია ყალიბდებოდა; მაშინ როდესაც თქვენ დებდით ფიცს, რომ ერთგული იქნებოდით საქართველოსი და მისი კონსტიტუციისა; ისე, როგორც მოგმართავდით ვიდრე არ გადაუდექით თქვენ მიერვე არჩეულ კანონიერ ხელისუფლებას, რადგან მწამს, რომ ქართველი კაცი ყოველთვის წინ დააყენებს საქართვველოს სიყვარულს.

 

ქართველო გვარდიელებო!

 

ნუ გადავჩეხავთ საქართველოს უფსკრულში, ნუ ვიზამთ ამას, ისტორია და შთამომავლობა არ გვაპატიებს ამ საბედისწერო შეცდომას. დღეს საქართველო დგას დამოუკიდებლობის მიჯნაზე და ეს არის ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზა _ დამოუკიდებლობა ხომ ერის ზნეობრივი გადარჩენაა და ამდენად, თვით ერის გადარჩენაც. დღეს უჭირს საქართველოს თქვენი განდგომა და თბილისის ზღვაზე დაბანაკება, რომელიც ზიანის მეტს არაფერს მოუტანს ჩვენს ერს. ამიტომ, მოგიწოდებთ დაუბრუნდით თქვენი დისლოცირების ადგილებს, კვლავ დაექვემდებარეთ საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას და აკეთეთ ის, რაც მოეთხოვება დღეს ყველა ქართველს _ მამულის ინტერესების დაცვა~ (1991 წლის 22 ნოემბერი).

 

 

 

 

IX. გარე სამყაროსადმი გაკეთებული მიმართვები

 

 საქართველოს რესპუბლიკასა და საერთოდ კავკასიაში მიმდინარე პროცესების შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდებას ემსახურებოდა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას მიმართვა _ `გაერო-ს გენერალურ მდივანს ბატონ ხავიერ პერეს დე კუელიარს, მსოფლიოს ხალხებსა და პარლამენტებს, რომელშიც ვკითხულობთ:

 

`დაშლის პირამდე მისული იმპერია ამოდ ცდილობს ყოველი ხერხით შეაჩეროს მამაცი და თავისუფლებისმოყვარე კავკასიელი ხალხების სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ. ამა წლის 27 აპრილს ჩვენ მოგმართეთ თქვენ, რომ მზადდებოდა სისხლიანი პროვოკაციები კავკასიაში. იმპერიის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ინტენსიურად ნერგავდნენ აზრს, თითქოს `კავკასიელი ველურები~ და `ტუზემცები~ ცენტრის ჩარევის გარეშე ამოჟლეტდნენ ერთმანეთს. ამ მოტივით, როგორც საქართველოში, შიდა ქართლში (ყოფილ `სამხრეთ ოსეთში~), ისე ჩეჩნეთ-ინგუშეთში სამხედრო ძალის გამოყენებით ხდება მშვიდობიანი მოსახლეობის აწიოკება.

 

დღეს დილით, ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში, სადაც უნდა მომხდარიყო საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ჩეჩნეთის პრეზიდენტის ბატონ ჯოჰარ დუდაევის ინაუგურაცია, იმპერიის სამხედრო ძალები თავს დაესხნენ ჩეჩენ პატრიოტებს. ნოსალოდნელია სისხლისღვრა. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით შეტაკებები გრძელდება. ხდება ახალი სამხედრო შენაერთების შეყვანა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე. მზადდება ამ თავისუფლებისმოყვარე და ვაჟკაცი ხალხის გენოციდი, რომლის მიმართაც ჯერ ცარისტულმა, ხოლო შემდეგ ბოლშევიკურმა იმპერიამ უკვე ორჯერ (1878 და 1944 წლებში), განახორციელა მასობრივი რეპრესიები, რის შედეგადაც ათიათასობით ჩეჩენი იქნა ფიზიკურად მოსპობილი და იძულებით გასახლებული სამშობლოდან.

 

მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია პოლიტიკური საკითხების უხეში სამხედრო ძალის გამოყენებით გადაწყვეტა. ნებისმიერი სადავო საკითხი უნდა წყდებოდეს მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით..

 

იმედი გვაქვს, რომ გაერო, მსოფლიოს ხალხები და პარლამენტები გულთან ახლოს მიიტანენ მცირერიცხოვანი ჩეჩენი ხალხის ტრაგედიას და ხმას აღიმაღლებენ სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ.

 

ჩვენი აზრით, უხეშად ირღვევა, როგორც ჩეჩენთა, ისე ქართველთა ეროვნული უფლებები (ვგულისხმობთ ყოფილ `სამხრეთ ოსეთს~). ამიტომ მოვითხოვთ გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის ექსპერტთა და მეთვალყურეთა ჯგუფის სასწრაფოდ ჩამოსვლას, რათა ადგილზე (ქ. გროზნოსა და შიდა ქართლში) შეისწავლონ შექმნილი მძიმე მდგომარეობა და ხელი შეუწყონ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას (1991 წლის 9 ნოემბერი).

 

თანდათან უფრო აშკარა ხასიათს ატარებდა კრემლის იმპერიული ძალების მონაწილეობა საქართველოში მიმდინარე პროცესებში. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი პირდაპირ ამხელდა ასეთ მოქმედებებს. მის მიერ გაკეთებულ მიმართვაში _ `სსრ კავშირის პრეზიდენტს ბატონ მიხეილ გორბაჩოვს~, ვკითხულობთ:

 

`ბატონო პრეზიდენტო!

 

ამ ბოლო ხანს, როცა უკვე დაისახა შიდა ქართლში (ყოფილი `სამხრეთ ოსეთი~) კონფლიქტის მოწესრიგების გზები, ამ რეგიონში დისლოცირებულმა სსრკ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანმა ჯარებმა დაიწყეს საბრძოლო ოპერაციები ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ.

 

15 ნოემბერს სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები, ოს ექსტრემისტებთან ერთად, შვიდი საათის განმავლობაში ინტენსიურ ცეცხლს უშენდნენ ქართულ სოფლებს _ ზემო ნიქოზსა და ქვემო ნიქოზს. სარაკეტო დანადგარების, ნაღმტყორცნების, ჯავშანტრანსპორტიორებისა და ავტომატური იარაღის მეშვეობით დაინგრა სახლები, არიან დაჭრილები.

 

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა პროტესტს აცხადებს სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების არამართლზომიერი მოქმედების გამო და ამგვარი სადამსჯელო აქციები სუვერენული საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის გაგრძელებად მიაჩნია.

 

თუ ზემოხსენებული ჯარები კვლავაც გამოიყენებენ იარაღს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, მთელი პასუხისმგებლობა კონფლიქტის შემდგომი გამწვავებისათვის მთლიანად თქვენ დაგეკისრებათ~ (1991 წლის 17 ნოემბერი).

 

ბატონი ზვიად გამსახურდია მიმართვას უგზავნის აგრეთვე: Aაზერბაიჯანის პრესიდენტს, მის აღმატებულებას ბატონ აიაზ მუთალიბოვს და სომხეთის პრესიდენტს, მის აღმატებულებას ბატონ ლევონ ტერ-პეტროსიანს, რომელშიც ნათქვამია:

 

`პატივცემულო ბატონებო!

 

ჩვენ ვიმყოფებით სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობის მიღწევის ზღურბლთან. ნებისმიერი კონფრონტაცია ჩვენს რეგიონში ართულებს ამ უმნიშვნელოვანესი ამოცანის გადაწყვეტას.

 

რეაქციული იმპერიული ძალები ცდილობენ გამოიწვიონ ურთიერთდაპირისპირება და დესტაბილიზაცია მთელს რეგიონში, გააღვივონ კონფლიქტები და ერთაშორისი შუღლი და ამით დაუმტკიცონ მთელ მსოფლიოს ჩვენი მისწრაფებათა უსუსურობა და შეუძლებელი გახადონ სანუკვარი მიზნის _ ჩვენი ქვეყნების მიერ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიღწევა.

 

იმ ხალხებისათვის, რომლებიც ათასწლეულების განმავლობაში გვერდიგვერდ ცხოვრობენ, ერთად მიჰყვებიან ისტორიის რთულ გზას, რომელთაც ბედმა არგუნა მომავალში კვლავაც გვერდიგვერდ ცხოვრება, ყოველგვარი პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთ გზას წარმოადგენს მოლაპარაკებები, ურთიერთპატივისცემა და კეთილმეზობლირი თანაარსებობის აუცილებლობის აღქმა.

 

Aზერბაიჯანს, სომხეთს და საქართველოს ძალუძს დადებითი გავლენა მოახდინონ არა მარტო კავკასიის, არამედ წინააზიის პოლიტიკურ კლიმატზე _ აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დაძაბულობისა და სისხლისღვრის ყოველგვარი კერის ლიკვიდაცია.

 

პატივცემულო ბატონებო!

 

მოგიწოდებთ კონფრონტაციის შეწყვეტისაკენ და გიწვევთ თბილისში მოლაპარაკების ჩასატარებლად, არსებული პრობლემების პოლიტიკური გზით მოგვარების მიზნით. დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ამდაგვარად არის შესაძლებელი ჩვენთვის სასურველი შედეგის მიღწევა. გთხოვთ მაცნობოთ შეხვედრის თარიღი~ [1991 წლის 26 ნოემბერი].

 

თვისობრივად სხვაგვარი მდგომარეობა შეიქმნა საბჭოთა კავშირში 1991 წლის 8 დეკემბრის ცნობილი შეთანხმების შემდეგ. საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, ზვიად გამსახურდიას მიერ გაკეთებულ სპეციალურ მიმართვაში, ამდაგვარადაა ფორმულირებული:

 

`მის აღმატებულებას ბატონ ბორის ელცინს, რუსეთის სფს რესპუბლიკის პრეზიდენტს

 

პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო!

 

ბელორუსიის რესპუბლიკის, რუსეთის სფს რესპუბლიკისა და უკრაინის რესპუბლიკის 1991 წლის 8 დეკემბრის შეთანხმების შესაბამისად სსრ კავშირმა, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტმა, შეწყვიტა არსებობა. ამის საფუძველზე, ერთადერთ სამართლებრივ დოკუმენტად, რომელიც განსაზღვრავს რუსეთის სფს რესპუბლიკისა და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორის ურთიერთობას, უნდა მივიჩნიოთ 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება, ვინაიდან _ საქართველოს რესპუბლიკა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უფლებამონაცვლეა, და რადგან საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე 1991 წლის 31 მარტს გამართული რესპუბლიკური რეფერენდუმის შედეგების თანახმად, ეს ხელშეკრულება არ არის დენონსირებული არც რუსეთის სფს რესპუბლიკის, არც საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უზენაესი ორგანოების მიერ.

 

მოგიწოდებთ, ჩვენი ქვეყნების საერთაშორისო ურთიერთობა შეუსაბამოთ ზემოთ ნახსენებ ხელშეკრულებას, რუსეთის სფს რესპუბლიკის და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოების თავმჯდომარეთა 1991 წლის 23 მარტის ყაზბეგის შეხვედრის ოქმის სულისკვეთებით, რათა შესაძლებელი გახდეს ბოლო ათწლეულების პერიოდში წამოჭრილი საკითხების მოგვარება~. [1991 წლის 10 დეკემბერი].

 

 

X. საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების

შეიარაღებული გზით დამხობა

 

 


შეიარაღებული ოპოზიციის მოქმედება შელამაზებული იყო მათი, ვითომდა ქვეყნისადმი, იმ გულისტკივილით, თითქოსდა საქართველოში არსებული ხელისუფლების პოლიტიკით ქვეყანა სრულ პოლიტიკურ იზოლაციაში ექცეოდა, ანუ ფერხდებოდა საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის, საერთაშორისო აღიარება.

 

სინამდვილეში საქმე შემდეგში გახლდათ:

 

მიუხედავად იმისა, რომ 1990 წლის 28 ოქტომბერს კანონიერად არჩეულმა ხელისუფლებამ, 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა და საბჭოთა კავშირიდან თავისი გასვლა დააფიქსირა, სხვადასხვა ქვეყნების მიერ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ცნობა მაინც იგვიანებდა არა იმიტომ, რომ საქართველოში მაშინდელი ხელისუფლების კურსი არ აკმაყოფილებდა გარკვეულ საერთაშორისო ნორმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, არამედ იგვიანებდა იმის გამო, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება მაშინ, საბჭოთა კავშირის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ტოლფასი იქნებოდა. ვინც არ უნდა ყოფილიყო ქვეყნის სათავეში, საქართველოს, როგორც _ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნობა შეუძლებელი იყო, თუ არ მოხდებოდა საბჭოთა კავშირის, როგორც პოლიტიკური ერთეულის დაშლა.

 

მოვლენები კი შემდეგნაირად განვითარდა.

 

1991 წლის 8 დეკემბერს _ რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიის სახელმწიფო მეთაურები, ერთობლივად მიღებული დოკუმენტის საფუძველზე, დაშლილად მიიჩნევენ საბჭოთა კავშირს და აცხადებენ _ სლავურ სახელმწიფოთა კავშირის ჩამოყალიბებას.

 

საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა მაქსიმალურად აერიდებინა თავი მდგომარეობის გამწვავებისათვის. ამ სულისკვეთებით გაკეთდა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიმართვა _ `საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასაზღვრო ჯარების ნაწილებისა და ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობისადმი~, რომელშიც ნათქვამია:

 

`უკანასკნელ ხანს, სამხედრო წრეებში გახშირდა კრიტიკული შენიშვნები, საჩივრები და საყვედურები საქართველოს ხელმძღვანელობის მიმართ. გარკვეული პოლიტიკური ძალები ცდილობენ გადააბრალონ რესპუბლიკის ხელმძღვანელობას სამხედრო სამსახურების ყველა სირთულე, პასუხისმგებლობა ცალკეულ ექსცესებზე, სამხედრო სამსახურთან და ყოფასთან დაკავშირებული სიძნელეები.

 

ანალოგიური აღინიშნება საბჭოთა კავშირის დაშლასთან დაკავშირებით წარმოქმნილ სხვა სუვერენულ სახელმწიფოებშიც, სადაც, ისევე როგორც საქართველოში, რესპუბლიკის საერთო იურისდიქციაში გადავიდა მათ ტერიტორიაზე განლაგებული სამხედრო ნაწილები და რესპუბლიკის საკუთრებად არის გამოცხადებული ამ ნაწილების შეიარაღება, აღჭურვილობა და სხვა ქონება. აქედან გამომდინარე დაუშვებელია მათი გატანა რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ.

 

საქართველოში დღესაც არ არის ანტირუსული განწყობილება, არ არის აგრეთვე მიკერძოებული დამოკიდებულება სამხედრო მოსამსახურეების მიართ.

 

ქართველი ხალხის კეთილშობილება, სიმამაცე და გამბედაობა სრულად წარმოჩნდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენათა შემდგომ. რესპუბლიკაში არ ყოფილა სამხედროების მიმართ ანგარისწორების არც ერთი ფაქტი. მთელი პასუხისმგებლობა ამ ბარბაროსული აქციის გამო ქართველმა ხალხმა დააკისრა სსრ კავშირის უმაღლეს ხელმძღვანელობას.

 

ამჟამად ქართული საზოგადოების აღშფოთებას იწვევს სსრკ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული ნაწილების მონაწილეობა შიდა ქართლში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოებულ დამსჯელ აქციებში. სამხედროთა მიერ ქართულ სოფლებში ჩატარებული რეიდები, თვითნებობა, მძევლების აყვანა და სხვა განუკითხავი მოქმედებები ხელს არ უწყობს ამ რეგიონში მდგომარეობის სტაბილიზაციას.

 

საქართველოს ხელისუფლება მოითხოვს აქ დისლოცირებული ნაწილების გაყვანას, რაც სავსებით შეესაბამება რსფსრ უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებებს, რომელიც ეთნოკრიზისების რაიონებში რუსი ეროვნების სამხედრო პირთა მიერ სამხედრო სამსახურის გავლის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამასვე მოითხოვს ჯარისკაცთა დედების რუსეთის საზოგადოებრივი მოძრაობა.

 

სამხედრო წრეებში ანტიქართული განწყობილების გამძაფრება ჩვენს მიერ განიხილება, როგორც შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე  დანაშაულებრივი მუშაობის შემადგენელი ნაწილი, რომლის მიზანია სამხედრო მოსამსახურეთა შორის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების კანონიერი მთავრობების მიმართ მტრული დამოკიდებულების გაღვივება, ხელისუფლების და უპირველეს ყოვლისა, რსფსრ-ს ხელმძღვანელობის წინააღმდეგ მიმართული გამოსვლების გამოწვევა.

 

როგორც ჩანს, მილიტარისტულ იმპერიულ ძალებს ამოძრავებთ შურისძიების სურვილი აგვისტოს თვეში განცდილი მარცხის გამო. მათ ჯერ კუდევ ვერ გაათვითცნობიერეს, რომ შეუძლებელია ხალხების ეროვნული დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვის იარაღის ძალით ჩახშობა, ამ გზით მართვის დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება.

 

მოგმართავთ საქართველოში დისლოცირებულ სსრკ თავდაცვის და სასაზღვრო ჯარების პირად შემადგენლობას. მოგიწოდებთ სათანადო პატივი მიაგოთ რესპუბლიკის სუვერენიტეტს, ხელი შეუწყოთ წესრიგისა და კანონიერების დამყარებას სამხედრო სამსახურის ადგილებში. ზემოაღნიშნული ჯარების ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან სრულ გაყვანამდე დაიცვათ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საჭოს მიერ 1991 წლის 3 დეკემბერს მიღებული დადგენილება საბჭოთა არმიის საჯარისო ფორმირებების, ნაწილებისა და ქვედანაყოფების იურისდიქციაში გადასვლის შესახებ.

 

წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა სიტუაციის გამწვავების გამო დაგეკისრებათ თქვენ და თქვენს სარდლობას~ [1991 წლის 9 დეკემბერი].

 

1991 წლის 21 დეკემბერს კი, ალმა-ათაში საბოლოოდ გაფორმდა საბჭოთა კავშირის მშვიდობიანი დაშლა და მის მაგივრად თერთმეტი რესპუბლიკის ბაზაზე _ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) შექმნა.

 

საქართველო ამ თანამეგობრობაში არ შევიდა.

 

ამდენად, საბჭოთა კავშირი, როგორც საერთაშორისო სამართლის პოლიტიკური ერთეული _ 1991 წლის 21 დეკემბრიდან უკვე აღარ არსებობდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას ხელს აღარაფერი უშლიდა.

 

და მართლაც, თუ 1991 წლის 21 დეკემბრამდე საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარებული ჰქონდა მხოლოდ რვა სახელმწიფოს, ესენია _ რუმინეთი, მოლდოვა [1991 წლის 27 აგვისტო], აზერბაიჯანი [1991 წლის 30 აგვისტო], სომხეთი [1991 წლის 13 სექტემბერი], უკრაინა [1991 წლის 12 დეკემბერი], თურქეთი [1991 წლის 16 დეკემბერი], მონღოლეთი, ლიტვა [1991 წლის 20 დეკემბერი],

 

მომდევნო, სულ რაღაც, ორი კვირის მანძილზე საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა ოცზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორისაა _ აშშ, კანადა, ირანი [1991 წლის 25 დეკემბერი], ბრაზილია, კუბა, ტაილანდი, ინდოეთი [1991 წლის 26 დეკემბერი], ვიეტნამი, ბელორუსია, ეგვიპტე, ალჟირი, ჩინეთი, სლოვენია [1991 წლის 27 დეკემბერი] და სხვა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე კარგად ჩანს, თუ რა იყო კრემლის მიერ მართული შეიარაღებული ოპოზიციის ის მოტივი, რამაც მათ შეიარაღებული გამოსვლებისაკენ უბიძგა _ 1991 წლის 21 დეკემბრიდან ქრებოდა მითი: საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში ყოფნის შესახებ.

 

1991 წლის 22 დეკემბრიდან დაიწყო კანონიერი ხელისუფლების შეიარაღებული გზით ქვეყნის მმართველობიდან ჩამოცილება, რაც 1992 წლის 2 იანვარს სამხედრო საბჭოსა (თენგიზ კიტოვანი და ჯაბა იოსელიანი) და დროებითი მთავრობის (თავმჯდომარე თენგიზ სიგუა) შექმნით დამთავრდა _ ჩამოგდებულად გამოცხადდა პრეზიდენტი, გაუქმებულ იქნა უზენაესი საბჭო და ქვეყნის ძირითადი კანონი _ კონსტიტუცია. ამავე დროს, პატიმრობიდან გაანთავისუფლეს და `დემოკრატიის მებრძოლთა არმიაში~ ჩართეს დაახლოებით 4000-მდე პატიმარი.

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დაინახა რა, რომ ომის გაგრძელებას სისხლისღვრა და დედაქალაქის სრული ნგრევა მოჰყვებოდა, 1992 წლის 6 იანვრის გამთენიას დატოვა საქართველოს ტერიტორია.

 

1992 წლის 6 იანვრიდან, ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ, ხუნტამ დაიწყო ქვეყნის კანონიერი პრეზიდენტის მომხრეთა რეპრესიები და სიკვდილით დასჯა. თბილისსა და საქართველოს ბევრ სხვა ქალაქში იმართებოდა მოსახლეობის მრავალათასიანი დემონსტრაციები და მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლები, საქართველოს პრეზიდენტისა და უზენაესი საბჭოს მხარდასაჭერად.

 

საქართველოს კანონიერი ხელისუფლება ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე აგრძელებდა თავის მოღვაწეობას დევნილობაში. 1992 წლის 13 მარტს, ქ. გროზნოში გამართულ სესიაზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება _ `1991 წლის 22 დეკემბერს რესპუბლიკაში მომხდარი მოვლენების პოლიტიკური შეფასების შესახებ~, რომელშიც ვკითხულობთ:

 

`საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

 

1. 1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვრის მოვლენები, რომლებიც მოხდა საქართველოში, კვალიფიცირებულ იქნეს, როგორც სახელმწიფო გადატრიალება;

 

2. არაკანონიერი ხელისუფლების სტრუქტურების `სამხედრო საბჭო~ და ა.შ. შექმნა კვალიფიცირებული იქნეს, როგორც ხელისუფლების უზურპაცია;

 

3. ყველა აქტი, რომელიც მიღებულია საქართველოს არაკანონიერი ხელისუფლების მიერ, მათ შორის პარლამენტის არჩევნების დანიშვნის აქტი, გამოცხადდეს იურიდიული ძალის არმქონედ;

 

4. სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორების მოქმედება კვალიფიცირებულ იქნას, როგორც სამშობლოს ღალატი;

 

5. საქართველოს მოსახლეობას მოვუწოდებთ უკანონო ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობისაკენ~.

 

  

XI. ბიბლიური კუთხით დანახული საქართველოს ისტორია

 

ზემოთაღწერილი მოვლენების პოლიტიკურ-სამართლებრივი კუთხით განხილვის შემდეგ, მოდით ვნახოთ როგორაა ყოველივე ეს აღწერილი _ ბიბლიაში, ანუ გავეცნოთ, ჩვენს თვალწინ მიმდინარე პროცესების უფლისმიერი სიმართლით შეფასებას.

 

  

[იხილეთ:

1991-1992 წ.წ. მოვლენების ბიბლიური შეფასება]

 

 

XII. დასკვნის მაგიერ

 

 

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე _ სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიართლე _ უფლებამოსილია განაცხადოს:

 

 

 

1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებით საქართველოს რესპუბლიკის სათავეში მოსული ხელისუფლებამ:

 

_ ხელმძღვანელობდა რა სამართალმემკვიდრეობის აღდგენის აუცილებლობით,

 

_ ეყრდნობოდა რა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას,

 

_ საერთაშორისო აქტებს ადამიანის: ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, ასევე საბჭოთა კავშირის და საქართველოს კონსტიტუციებს,

 

სამართლებრივი ნორმების სრული დაცვით:

 

_ 1991 წლის 31 მარტს ჩაატარა რეფერენდუმი, რომლის თანახმადაც საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, დაადასტურა რა თავისი სურვილი, მხარი დაუჭირა საქართველოს რესპუბლიკის გასვლას საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე;

 

1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზეაესმა საბჭომ, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, აღადგინა _ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, რაც დადასტურებულ იქნა სათანადო აქტით, და რის საფუძველზეც საქართველოს რესპუბლიკა გახდა სუვერენული სახელმწიფო _ 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე.

 

საქართველოს რესპუბლიკა, თნახმად:

 

_ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძირითადი განმსაზღვრელი დოკუმენტებისა,

 

_ ჰელსინკის, პსრიზის, კოპენჰაგენის თათბირების დასკვნითი აქტებისა,

 

_ ჰააგისა და ჟენევის კანონმდებლობებისა

 

გახდა საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, რადგან საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლებამ დაიქვემდებარა მთელი ქვეყნის მუნიციპალური და აღმასრულებელი ორგანოები, ქვეყნის შეიარაღებული ძალები, რითაც დააწესა კონტროლი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და აიღო სრული პასუხისმგებლობა სახელმწიფო მართვაზე.

 

მაშასადამე, საქართველოს რესპუბლიკა _ 1991 წლის 9 აპრილიდან გახდა სრულუფლებიანი სუვერენული სახელმწიფო, რომელმაც იმთავითვე აღიარა საერთაშორისო სამართლის პრიმატი და დაადგა დემოკრატიული განვითარების გზას.

 

და აი, ამ დროს ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული იმპერიული ძალების ძალისხმევით, საქართველოს მოსახლეობის და პოლიტიკური ძალების გარკვეულმა ნაწილმა, რომელთა ერთი ჯგუფი _ წინააღმდეგი იყო საქარტველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა, ხოლო მეორე ჯგუფი თავად მიელტვოდა უკანონო გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას, 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების გამოცხადების პირველივე დღეებიდან მოყოლებული, გააჩაღეს აღვირახსნილი ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა.

 

მათი დანაშაულებრივი ქმედების კულმინაციამ, საბოლოოდ 1992 წლის 22 დეკემბერს დაწყებულ შეიარაღებული გამოსვლის დღეს მიაღწია. თბილისში დისლოცირებულ უცხო ქვეყნის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით, დამნაშავე ელემენტებმა:

 

_ 1992 წლის 2 იანვარს შექმნეს უკანონო სახელმწიფო სტრუქტურები, ხოლო

 

_ 1992 წლის 6 იანვარს აიძულეს საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი პრეზიდენტი და მისი მხარდამჭერი საქართველოს რესპუბლიკის უძანაესი საბჭოს დელეგაცია დაეტოვებინათ ქვეყნის ტერიტორია.

 

_ გაუქმებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედი კონსტიტუცია, რამაც სამართლებრივი ვაკუუმი შექმნა და საფუძველი დაუდო საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ქმედებების შემდგომ ესკალაციას: ხელყოფილ იქნა საქარღველოს რესპუბლიკის სუვერენიტეტი და მისი ტერიტორიული მთლიანობა; ასიათასობით ადამიანი იძულებით იქნა აყრილი საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან; განადგურდა ქვეყნის ეკონომიკა...

 

 

 

აღწერილი მოვლენების პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება, სრულ თანხვედრაშია ბიბლიურ, ანუ ღვთაებრივ _ უფლისმიერ სიმართლესთან, რომლის თანახმადაც:

 

_ საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების საქმიანობა, მისი პრეზიდენტის (ზვიად გამსახურდია) სახით, რომელიც 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების დღიდან მოყოლებული ვიდრე 1992 წლის 6 იანვრამდე, მხოლოდ 434 დღე, ანუ `სამოცდაორი შვიდეული~ დღის მანძილზე იყო ქვეყნის სათავეში, ასეთნაირადაა  შეფასებული: `სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ მოიკვეთება ცხებული (ზვიად გამსახურდია) მაგრამ ბრალი არ ექნება...~-ო (დან. 9,26);

 

_ 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის დღეთა გამომწვევი ანტისახელმწიფოებრივი ელემენტების საქმიანობის ბიბლიური შეფასება ასეთია: `... დიდი რქა მისი პირველი მეფეა (საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია). ეს რქა მოსტყდა და მის ნაცვლად ოთხი 9იოსელიანი, კიტოვანი, სიგუა, შევარდნაძე) ამოვიდა... მისი (ზვიად გამსახურდიას) მეფობის ბოლოს, როდესაც მოღალატენი თავიანთ საქმეს აღასრულებენ, დადგება პირქუში და იგავთა მცოდნე მეფე...~-ო (დან. 8,21-23).

 

ამდენად, სახეზეა ბიბლიური შეფასების ორი მხარე:

 

_ საქართველოს კანონიერი ხელისუფლების საქმიანობა, მისი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახით, შეფასებულია ასე: `ბრალი არ ექნება~;

 

_ ხოლო ანტისახელმწიფოებრივი ძალების კოლექტიური საქმიანობა ასეა დაკვალიფიცირებული: `მოღალატენი~.

 

სწორედ ამდაგვარივე ტერმინითაა შეფასებული მათი საქციელი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ, 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, რომლის მე-4 პუნქტში ვკითხულობთ _ `4. სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორების მოქმედება კვალიფიცირებულ იქნას, როგორც სამშობლოს ღალატი~.

 

 

 

უფლისმიერ სიმართლეზე დამყარებული და ერის ხმიდან მომდინარე ნებაზე აგებული, ქვეყანაში დარღვეული სამართლიანობის აღდგენის მოიმედე _ სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიართლე _ მოვითხოვთ:

 

1. 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში საქართველოში მომხდარი მოვლენები შეფასდეს, როგორც _  საქართველოს რესპუბლიკის სუვერენული სახელმწიფოსა და ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად;

 

2. აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ყველა იმ პირისა თუ პოლიტიკური გაერთიანების წინააღმდეგ ვინც უშუალოდ მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ ამ დანაშაულებრივ ქმედებებს.

 

  

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა)

სალუაშვილი