Print

ქართული ეკლესიის მღვდელმთავართა ტიტულატურისა და მონაცვლეობის საკითხები

ქართული მართლმადიდებელი

სამოციქულო ეკლესიის

მღვდელმთავართა ტიტულატურისა და

მათი მონაცვლეობის საკითხისათვის

 

მაცხოვრის ჯვარცმა-აღდგომით ფუძეჩაყრილი ქრისტიანული ეკლესია დროთა განმავლობაში `იხვეწებოდა~. ეკლესიის წიაღში არსებულ იერარქიულ სისტემას, როგორც ცნობილია, თავად უფალმა იესუ ქრისტემ ჩაუყარა საფუძველი, რაც თავისი მიმდევრებიდან ჯერ _ 70 მოწაფის და 12 მოციქულის ამორჩევითა და, შემდგომში, მოციქულთა თავად პეტრეს დანიშვნით გამოიხატა _ `... უთხრა სიმონ-პეტრეს იესომ: სიმონ იონას ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ მე? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი კრავები. მეორედაც უთხრა მას: სიმონ, იონას ძეო, გიყვარვარ მე? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: მწყემსე ჩემი ცხვრები. მესამედაც უთხრა მას: სიმონ, იონას ძეო, გიყვარვარ მე? შეწუხდა პეტრე, ვინაიდან მესამედ ჰკითხა: გიყვარვარო? და უთხრა მას: უფალო, შენ ყველაფერი იცი; იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი ცხვრები~ [იოანე 21, 15-17].

Qქრისტიანული ქვეყნების ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხთაგანია, ამა თუ იმ ქვეყნის _ ქრისტიანული ეკლესიის მღვდელმთავართა ქრონოლოგიისა და მათი ტიტულატურის ცვალებადობის დადგენა-განსაზღვრა. ამ მხრივ გამონაკლისს, არც საქართველო და ქართული ისტორიოგრაფია წარმოადგენს.

დღეისათვის _ `საქართველოს ეკლესიის მამამთავართა გამართული ქრონოლოგიური სიის დადგენა დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული...~ [რ. მეტრეველი 2000: 5]. ეს კი, ერთის მხრივ, ჩვენამდე მოღწეულ წყაროთა შედარებითი სიმცირითა და მეორეს მხრივ, ჩვენამდე მოღწეულ წყაროთა შორის არსებულ მონაცემთა ურთიერთგამომრიცხაობით არის გამოწვეული.

დღეისათვის, ჩვენს ხელთ არსებულ წერილობით წყაროთა შორის, რომელშიც ქართული ეკლესიის მღვდელმთავართა ქრონოლოგიაა გადმოცემული _ `... უძველესია `მოქცევაO ქართლისაO~-ს ქრონიკაში დაცული სია, დაწყებული მცხეთის პირველი ეპისკოპოსით _ იოანეთი და დამთავრებული ქართლის კათოლიკოს _ არსენით (X ს-ის 50-80-იანი წლები). ქართლის ეპისკოპოს-კათალიკოსთა და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთა შესახებ ცნობები გვხვდება `ქართლის ცხოვრების~ თითქმის ყველა თხზულებაში, აგრეთვე ე. წ. შიომღვიმის 1172 წლის ხელნაწერში (ცნობილია 1270 წლის პირი) და ნიკორწმინდის XVI ს-ის ხელნაწერის მეფეთა და კათალიკოსთა მოსახსენებელში. Aმას ემატება სომეხი ისტორიკოსის მხითარ აირივანეცის `ქრონოგრაფიულ ისტორიაში~ არსებული ნუსხა ქართლის კათალიკოსებისა IV ს-ის 20-იანი წლებიდან ვიდრე VII ს-ის 30-40-იან წლებამდე...~ [რ. მეტრეველი 2000: 5].

აღნიშნული საკითხი, რომლითაც არაერთი მკვლევარი დაინტერესებულა საკმაოდ რთულ საკვლევ თემას წარმოადგენს. თავის დროზე, განსახილველი საკითხის კვლევას შეეხო XVIII ს-ის II ნახევარში მოღვაწე დავით მუსხელიშვილი (დავით რექტორი). შემდგომში კათოლიკოსთა სიაზე მუშაობდნენ _ პლატონ იოსელიანი, თედო ჟორდანია, პოლიექტოს კარბელაშვილი, მიხეილ თამარაშვილი. ქართული ეკლესიის მღვდელმთავართა ქრონოლოგიის საკითხს შეეხნენ _ ექ. თაყაიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე...

ამ საკითხზე სპეციალური ნაშრომი აქვთ მიძღვნილი _ ს. კაკაბაძეს, ნ. შოშიაშვილს, ნ. ბერძენიშვილს. სრულიად საქართველოსა და განსაკუთრებით დას. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთა ქრონოლოგიის დადგენას ეხება ბ. ლომინაძის ნაშრომები [იხ. რ. მეტრეველი 2000: 6].

ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით საქართველოს მღვდელმთავართა თანამიმდევრობა და ქრონოლოგიური ჩარჩოები შეიმუშავეს _ ლევან და გუბაზ სანიკიძემ, როინ მეტრეველმა, სერგო ვარდოსანიძემ და სხვებმა [იხ. გ. სანიკიძე, ლ. სანიკიძე 1992: 6-62; რ. მეტრეველი 2008: 87-91; ს. ვარდოსანიძე 2010: 3-514].

ჩვენი წინამდებარე თემის მიზანს, მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მღვდელმთავართა საბოლოო სრული სიისა და ქრონოლოგიის დადგენა არ წარმოადგენს. ჩვენი მთავარი მიზანია, წერილობით წყაროებზე დაყრდნობით, შეძლებისდაგვარად განვსაზღვროთ ქართული ეკლესიის მღვდელმთავრების ტიტულატურათა ცვალებადობის თანამიმდევრობა და მათი ქრონოლოგიური ჩარჩოები.

 

პირველი მღვდელმთავარი და

მისი მოღვაწეობის ქრონოლოგიური ჩარჩოები

დღეისათვის ჩვენს ხელთ არსებულ წერილობით წყაროებში, გაქრისტიანებული ქართლის სამეფოს ეკლესიის _ პირველ მღვდელმთავრად იოანეა დასახელებული.

იოანე მღვდელმთავრის მოღვაწეობის ქრონოლოგიური ჩარჩოს დასადგენად, უმთავრესია თავად _ ქართლის სამეფოს გაქრისტიანების თარიღის განსაზღვრა. მითუმეტეს, რომ ეს უკანასკნელი ამოსავალი წერტილია შემდგომში მოღვაწე მღვდელმთავართა ქრონოლოგიური ჩარჩოების დადგენისათვის.

როგორც ცნობილია, დღეისათვის ქართულ ისტორიოგრაფიაში ერთიანი შეხედულება ქართლის გაქრისტიანების თარიღთან მიმართებაში არ არსებობს. რის გამოც _ `... სხვადასხვა მეცნიერთა მიერ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თარიღთა ზოგადი ქრონოლოგიური სურათი ასეთია: 276, 311, 312, 317, 318, 320, 323, 324, 325, 326, 327, 328, 331, 332, 333, 335, 336, 337, 350, 355, 357...~ [ს. სალუაშვილი 2010: 11].

ქართული ეკლესიის მღვდელმთავართა და მათი მოღვაწეობის ქრონოლოგიის ჩარჩოების დადგენაზე მომუშავე ისტორიკოსები, უპირატესობას ანიჭებენ რა ზემოთჩამოთვლილი თარიღებიდან ერთ-ერთს, ქართული ეკლესიის პირველი მღვდელმთავრის _ იოანეს მოღვაწეობას სხვადასხვა თარიღით განსაზღვრავენ. ასე მაგალითად: რ. მეტრეველი იოანეს მღვდელმთავრობის კონკრეტულ თარიღს არ იძლევა და მის  მოღვაწეობას ზოგადად IV ს-ის 20-60-იანი წლებით განსაზღვრავს; გ. და ლ. სანიკიძეები იზიარებენ იოანე მთავარეპისკოპოსის 335-363 წლებში მოღვაწეობის თვალსაზრიის;. იგივე თარიღია მითითებული ვ. თორაძისა და ნ. თორაძის მიერ გამოშვებულ `საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია~-ში [იხ. ვ. თორაძე, ნ. თორაძე 2007: 554], და სხვა.

ქართლის სამეფოს გაქრისტიანების თარიღთა ზემოთაღნიშნული სიმრავლე _ `... გამოწვეულია იმით, რომ ზოგიერთი ქართველი თუ არაქართველი მეცნიერი ეყრდნობა სხვადასხვა საფუძველს _ რეალურ ფაქტებს ანდა, არარეალურს _ ლეგენდებს...~ [ვ. თორაძე, ნ. თორაძე 2007: 14].

როგორც ცნობილია _ `... ქართლის მოქცევა, თავის ისტორიულ თხზულებებში, არაერთ ქართველ თუ უცხოელ ისტორიკოსს აქვს აღწერილი. დროთა სვლის შედეგად, არსებულ წყაროთა ნაწილი _ დაიკარგა, ნაწილი _ ნებსით ან უნებლიედ დამახინჯდა. ამის გამო, მართალია ყველა წყაროში, იქნება ეს ქართული თუ უცხოური, როგორც წესი, ზოგადად _ სურათი ერთნაირია, მაგრამ, ამის პარალელურად, ისინი ურთიერთსაპირისპირო, ხანდახან ურთიერთგამომრიცხავ ცნობებსაც კი გვაწვდიან...~ [ს. სალუაშვილი 2010: 6].

ყოველივეს გათვალისწინებით, ჩვენს მიერ, სხვადასხვა წყაროთა ურთიერთშეჯერების გზით ჩატარებული კვლევის შედეგად, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თარიღთან დაკავშირებული მეტ-ნაკლებად რეალური სურათის აღდგენა მოხერხდა [იხ. ს. სალუაშვილი 2010: 6-131;  ს. სალუაშვილი 2011: 3-19]. კერძოდ, დადგინდა, რომ მირიანის მიერ ქრისტეს რჯულის აღიარება, ანუ _ ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება 328 წლის 20 ივლისს, შაბათ დღეს მომხდარა [იხ. ს. სალუაშვილი 2010: 97-107].

Qქართლის მოქცევის ამსახველი წერილობით წყაროებიდან გვეუწყება, რომ _ წმ. ნინოს მიერ ქრისტეს რჯულზე მოქცეული მირიანი გადაწყვეტს ააშენოს ტაძარი _ `...და ვითარცა აღაშენეს ეკლესიაO, წარავლინა მოციქულნი საბერძნეთა, მეფისა კოსტანტინესა, თხოვად მღდელთა...~ [მ. სალუაშვილი, ს. სალუაშვილი 2010: 13], რის შემდეგაც საბერძნეთიდან, ქართლის სამეფოში ჩამოსულან _ `... ეპისკოპოსი OოვანეO და ორნი მღდელნი და ერთი დიაკონი...~ [მ. სალუაშვილი, ს. სალუაშვილი 2010: 15], რომელთა ხელითაც _ `... ნათელი მიიღეს მირიან მეფემან და ნანა დედოფალმან და ყოველმან სახლმან მათმან...~ [მ. სალუაშვილი, ს. სალუაშვილი 2010: 15].

ამდენად, მღვდელმთავ იოანეს ქართლში ჩამოსვლის _ ქვედა დროითი ზღვარი მირიან მეფის მიერ ქრისტეს სჯულის აღიარების _ 328 წელზე მოდის.

მისი მოღვაწეობის ზედა ზღვრის დადგენაში თავად წყაროებში არსებული ინფორმაცია დაგვეხმარება. ქართულ წყაროებში ზემოთაღნიშნული თხრობა ჯვრის აღმართვის აღწერით გრძელდება _ `... ითხოვეს ხე ებისკოპოსმან და ნინო რაOთა შექმნან ჯუარი... და უბრძანა ხუროთა მოკუეთაO ხისაO მის... და აღმართეს მცხეთას...~ [მ. სალუაშვილი, ს. სალუაშვილი 2010: 15-16].

ჩვენს მიერ ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თარიღის კვლევისას დადგინდა, რომ _ ქართლში `პატიოსანი ჯუარის~ აღმართვა 331 წ. უნდა იყოს მომხდარი [იხ. ს. სალუაშვილი 2010: 120-123]. მაშასადამე, მღვდელმთავ იოანეს ქართლში მოღვაწეობის ზედა ზღვრად სწორედაც, რომ მცხეთაში `პატიოსანი ჯუარის~ აღმართვის თარიღი, ანუ _ 331 წელი უნდა მივიჩნიოთ.

შესაბამისად _ `... ქართლის სამეფოში ახლადდაარსებული ქრისტიანული ეკლესიის პირველი მღვდელმთავრის _ იოანეს მოღვაწეობა, თავის ათვლას, სავარაუდოდ 328-331 წლებს შორის არსებული დროითი მონაკვეთიდან უნდა იწყებდეს...~ [ს. სალუაშვილი 2010: 16-17].

ქართულ წყაროებში ზუსტი თარიღი, თუ კონკრეტულად როდის უნდა იყოს გარდაცვლილი იოანე მღვდელმთავარი, არ არის დასახელებული. წყაროებში ვკითხულობთ _ `... და მეორე დაჯდა ბაკურ მეფე, ძე რევისი. და მოკუდა იოანე ებისკოპოსი...~ [მ. სალუაშვილი, ს. სალუაშვილი 2010: 23].

ზოგადად ცნობილია, რომ მირიანი უფროს ვაჟ _ რევის თავის სიცოცხლეშივე გაამეფებს, მაგრამ ორივენი ერთსა და იმავე წელს გარდაიცვლებიან; რის შემდეგაც, `ქრონიკების~ მიხედვით, სამეფო ტახტზე ადის _ `ბაკურ მეფე, ძე რევისი~, და აი, სწორედ _ ბაკურის გამეფებისას კვდება იოანე.

ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად _ `... რევი და მირიანი გარდაცვლილან: 352 წლის 20 ივლისიდან, ვიდრე _ 353 წლის 20 ივლისამდე დროით მონაკვეთში... უფრო ზუსტად კი _ 353 წლის 7 მაისიდან, ვიდრე 20 ივლისამდე დროით მიჯნაში...~ [ს. სალუაშვილი 2010: 17]. სავარაუდოდ, ამავე წლების სიახლოვეს უნდა იყოს გარდაცვლილი იოანეც.

ამდენად, ჩატარებული კვლევის შემდეგ შეგვიძლია გამოვთქვათ ვარაუდი, რომ _ ქართული ეკლესიის პირველი მღვდელმთავარი იოანე, ქართული ეკლესიის სამღვდელმთავრო ტახტს IV ს-ის 20-50-იან წლებში, უფრო ზუსტად კი: 328/331 _ 353/354 წლებში უნდა ფლობდეს.

 

პირველი მღდელმთავრის

ტიტულატურაში გარკვევისათვის

ქართულ წერილობით წყაროებში ქართული ეკლესიის პირველი მღვდელმთავრის ტიტულატურასთან დაკავშირებით განსხვავებული ინფორმაციებია დაცული, კერძოდ:

_ `ქართლის ცხოვრებაში~ იოანე _ ეპისკოპოსის ტიტულითაა მოხსენიებული _ `... მაშინ წარავლინა მირიან მეფემან ებისკოპოსი იოვანე...~ [`ქართლის ცხოვრება~ 2008: 131; იხ. 132; 134; 140-142];

_ იოანე, ეპისკოპოსადაა მოხსენიებული ნიკოლოზ UI (გულაბერიძე) კათალიკოსის თხზულებაშიც _ `... ხოლო აწ შენ მიერ ნაჰანჯნი წარმოგGვლენიან უსაზღვროOთაO მხიარულებითაO გონებისათაO: ებისკოპოსი იოანე...~ [ნიკოლოზ I 1908: 86; იხ. 85; 87-88; 90-92];

_ აღნიშნულისაგან განსხვავებით არსენ ბერისეულ `წმინდა ნინოს ცხოვრებაში~ იოანე _ მთავარეპისკოპოსის სახელითაა მოხსენიებული _ `... ამისსა შემდგომად აკურთხნა ეკლესიანი იგი მათ მიერ აღშენებულნი და დაამყარნა საკურთხეველნი და ყო სატფურებაO და დაასხნა Pელნი ღირსსა იოანეს მთავარ-ებისკოპოზად საყდარსა ზედა ყოვლად წმიდისა ღუთის-მშობლისასა...~ [არსენ ბერი 1902; 36; იხ. 38; 44; 45];

_ იოანე მთავარებისკოპოსადაა მოხსენიებული აგრეთვე `წმ. ნინოს ცხოვრების~ XIII ს-ის მეტაფრასულ რედაქციაში _ `... ნათელ-იღო მეფემან და დედოფალმან და ყოველთა მთავართა და ყოველმან ერმან, და აკურთხა ეკლესიანი და დაამყარნა საკურთხეველნი და ყო სატფურებაO, და დაასხნა Pელნი მთავარებისკოპოსად ღირსსა იოვანეს, და ასწავა სჯული მეფესა და ყოველსა ერსა...~ [ს. ყუბანეიშვილი 1946: 228; ასევე 230];

_ ყოველივე ზემოთქმულისაგან განსხვავებით იოანე, ერთდროულად, ხან _ ეპისკოპოსის, და ხანაც _ მთავარეპისკოპოსის ტიტულითაა მოხსენიებული `მოქცევაO ქართლისაO~-ში. კერძოდ:

იქ, სადაც საბერძნეთიდან იოანეს ქართლში გამოგზავნაზეა საუბარი, იოანე ეპისკოპოსის ხარისხშია მოხსენიებული _ `...და მოსცა მეფემან იოვანე ეპისკოპოსი...~ [მ. სალუაშვილი, ს. სალუაშვილი 2010: 15(2)]. ასევე ეპისკოპოსის ტიტული აქვს იოანეს ჯვრის აღმართვისას _ `... ითხოვეს ხე ებისკოპოსმან და ნინო... და უთხრეს მეფესა და ეპისკოპოსსა...~ [მ. სალუაშვილი, ს. სალუაშვილი 2010: 15 (17, 32)]. იოანე ეპისკოპოსადაა მოხსენიებული მისი გარდაცვალების ჟამსაც _ `...და დაჯდა მეფედ ბაკურ, ძQ რევისი. და მოკუდა იოვანე ებისკოპოსი...~ [მ. სალუაშვილი, ს. სალუაშვილი 2010: 23(7)].

`მოქცევაO ქართლისაO~-ს `ქრონიკებსა~ და `წმ. ნინოს ცხოვრებაში~ გადმოცემულ თხრობათა სხვა ადგილებში იოანე მთავარეპისკოპოსის ტიტულითაა მოხსენიებული _ `... მოვიდეს მეფე და ნანა დედოფალი და იოვანე მთავარ ეპისკოპოსი...~ [მ. სალუაშვილი, ს. სალუაშვილი 2010: 20(36); იხ. 16(43), 19(3), 21(10), 23(11), 37(33-43), 38(7), 110(22), 116(19)].

მაშასადამე, როგორც დავინახეთ ქართული წყაროები იოანეს ხან _ ეპისკოპოსის და ხან _ მთავარეპისკოპოსის ტიტულით მოიხსენიებენ.

როგორც ცნობილია, ქრისტიანულ ეკლესიაში სამი ძირითადი იერარქიული საფეხური არსებობს: დიაკონი _ მღვდელი _ ეპისკოპოსი.

Eეპისკოპოსის განმარტებაში ვკითხულობთ _ `ეპისკოპოსი (ბერძნ. Eპისკოპოს სიტყვა-სიტყვით _ მეთვალყურე, ზედამხედველი), რომის კათოლიკურ, მართლმადიდებლურ და ანგლიკანურ ეკლესიებში ღვთისმსახურთა უმაღლესი წოდება, საეკლ. იერარქიის უმაღლესი წარმომადგენელი; იგივეა, რაც არქიელი (მღვდელმთავარი), მღვდლობის უმაღლესი ხარისხის მქონე, რომელსაც უფლება აქვს შეასრულოს ქრისტიანობის შვიდივე საიდუმლო და აკურთხოს მირონი. ეპისკოპოსი მართავს საეკლესიო-ადმინისტარიულ ერთეულს _ ეპარქიას (საეპისკოპოსოს), სადაც მის პრეროგატივას შეადგენს საეკლესიო იურისდიქცია, ქრისტიანული დოგმატების სწავლება-ქადაგება, დაქვემდებარებული საყდრებისა და მონასტრების განმგებლობა, მისგან დამოკიდებული სამღვდელოების ქიროტონია... საეკლესიო თანამდებობაზე დანიშვნა და ა. შ. ...~ [ბ. ლომინაძე ქ.ს.ე. 1979: 168].

სანამ უშუალოდ იოანეს სამღვდელმთავრო ხარისხზე გავაგრძელებდეთ საუბარს, მანამდე კიდევ ერთი ინფორნაცია გავიხსენოთ. `დიდის ჯულისკანონის~ მიხედვით, ეპისკოპოსის არჩევა ხდება რამდენიმე ეპისკოპოსის მიერ _ `ეპისკოპოსი ხელდასხმული უნდა იყოს ორი ან სამი ეპისკოპოსოს მიერ~ [დიდი სჯულისკანონი 2004 3].

იქვე მოცემულ `მოციქულთა კანონებში~ ვკითხულობთ _ `..ყველა ერის ეპისკოპოსებმა უნდა იცოდნენ მათ შორის პირველი და თავი ეპისკოპოსი და არაფერი ზედმეტი არ უნდა გააკეთონ მის გარეშე...~ [დიდი სჯულისკანონი 2004: 6]. ხოლო იმაში გასარკვევად, თუ ვინ შეიძლება მოიაზრებოდეს კანონში მითითებულში _ `პირველი და თავი ეპისკოპოსი~, დაგვეხმარება 341 წ. ანტიოქიაში შეკრებილ წმინდა მამათა მიერ მიღებული მე-9 კანონი _ `თითოეული სამთავროს ეპისკოპოსები [უნდა ემორჩილებოდნენ] ეპისკოპოსს [მიტროპოლიტს], რომელსაც დედაქალაქის საყდარი უპყრია...~ [დიდი სჯულისკანონი 2004: 37].

მიუხედავად იმისა, რომ ქართულ საისტორიო წყაროებში გამოკვეთილად არსად გვეუწყება, ჩვენთვის საძიებელ დროში, ქართლის სამეფოში არსებულ _ საეპისკოპოსოთა რაოდენობაზე, ჩვენს ხელთ არსებულ წყაროთა გამოწვლილვითი ანალიზი შესაბამისი დასკვნის გაკეთების საშუალებას მაინც იძლევა.

იქ, სადაც წმ. ნინოს გარდაცვალებაზეა საუბარი ქართულ წყაროებში ვკითხულობთ _ `... და აღაშენა ლუსკუმსა მისსა მეფემან ტაძარი დიდი შუენიერი და განაჩინა საებისკოპოსოდ...~ [არსენ ბერი 1902: 45].

Dდაბა ბოდბეს საეპისკოპოსო ერთეულის ცენტრად დასახვის თაობაზე, XIII ს-ის მეტაფრასულ რედაქციაშიც ვკითხულობთ _ `... მაშინ გულისPმა ყვეს და დაჰკძალეს მასვე დაბასა შინა ბუდეს და ეკლესიაO აღუშენეს და ეპისკოპოსი განაჩინეს მას ზედა...~ [ს. ყუბანეიშვილი 1946: 231].

 

მოყვანილი მაგალითი, რომელიც მცხეთის საეპისკოპოსოს გარდა ახალი საეპისკოპოსო ერთეულის ცენტრით _ დაბა ბოდბეში არსებობაზე მიგვანიშნებს, შესაძლებლობას იძლევა გამოვთქვათ ვარაუდი _ ზემოთქმულის გარდა, ქართლის სამეფოში სხვა საეპისკოპოსოების არსებობის თაობაზე.

გამოთქმული მოსაზრების ერთგვარ დადასტურებად შეგვიძლია მივიჩნიოთ ქართულ წყაროებში მირიან მეფის სახელთან დაკავშირებული  ასეთი ინფორმაცია. გარდაცვალების წინ _ `... დავედრა ებისკოპოსთა, რაOთა ადიდონ დიდებაO მის ადგილისაO, რამეთუ ღირს არს პატივისცემისა...~ [`ქართლის ცხოვრება~ 2008: 144]. აქ მოცემული მრავლობითი ფორმის სახელდება _ `ებისკოპოსთა~, ქართლის სამეფოში ამ დროისათვის, როგორც მინიმუმ _ ერთზე მეტი ეპისკოპოსის არსებობას გვაუწყებს.

ბუნებრივია შეგვიძლია ვივარაუდოთ ისიც, რომ ის საეპისკოპოსო ერთეული, რომლის ცენტრიც ქართლის სამეფოს დედაქალაქ მცხეთაში ოყო განთავსებული დანარჩენთაგან გამორჩეული ფუნქციის მატარებელი იქნებოდა.

ქართულ ისტორიოგრაფიაში გაზიარებულია მოსაზრება _ ქართლში ახ. წ. II-III ს-ში ქრისტიანული თემების არსებობის თაობაზე. შესაბამისად _ `... II-III საუკუნეებში ჩვენში სამღვდელოება და ქრისტიანული მრევლი არსებობდა... რადგანაც იყო სამღვდელოება, ეპისკოპოსებიც იარსებებდნენ. `ქართლის ცხოვრება~ კიდევაც წერს, რომ თავად  ანდრია მოციქულმა აწყვერის მრევლს თავისი ეპისკოპოსი გაუჩინაო...~ [მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე 1996: 133].

ამდენად, ყოველივე ზემოთქმულიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების დროისათვის ქართლის სამეფოში რამდენიმე (მინიმუმ _ ერთზე მეტი) ეპისკოპოსი მაინც იქნებოდა, რომლებიც, `დიდი სჯულისკანონის~ ზემოთ განხილული მუხლების თანახმად, იმპერატორ კონსტანტინეს მიერ გამოგზავნილ და დედაქალაქ მცხეთის ეპისკოპოსად დადგენილ იოანეს დაემორჩილებიან. ანუ, სწორედ მცხეთის საეპისკოპოსოს ტახტზე მჯდომი იოანეა, მოციქულთა კანონებიდან გამომდინარე, ის _ `პირველი და თავი ეპისკოპოსი~, რომელსაც ემორჩილებიან დანარჩენი `სამთავროს ეპისკოპოსები~.

მაშასადამე, იოანე, ერთის მხრივ, არის უმაღლესი სამღვდელმთავრო ხარისხის _ ეპისკოპოსის მატარებელი, ხოლო მეორეს მხრივ, ვინაიდან იგი იმ საეპისკოპოსოს მეთაურია, რომლის ცენტრიც ქართლის სამეფოს დედაქალაქ მცხეთაში მდებარეობს, იმ დროინდელი, და დღესაც მოქმედი, საეკლესიო კანონმდებლობიდან გამომდინარე, იგი სხვათაგან გამორჩეული _ `პირველი და თავი ეპისკოპოსია~. ჩვენის აზრით, სწორედ ამაზე უნდა მიგვანიშნებდეს ქართულ საისტორიო წერილობით წყაროებში მცხეთის ტახტზე მჯდომი იოანეს _ მთავარ, ანუ _ სხვათაგან გამორჩეულ ეპისკოპოსად მოხსენიება, რაც მისი _ მთავარეპისკოპოსის ტიტულით მოხსენიების საფუძველი უნდა გამხდარიყო.

ამდენად, ქართულ საისტორიო წერილობით წყაროებში, ახლად დაარსებული ქრისტიანული სახელმწიფოს _ პირველი მღვდელმთავრის, ერთდროულად _ ეპისკოპოსად და მთავარეპისკოპოსად მოხსენიება, არა ურთიერთსაპირისპირო, არამედ ერთმანეთის შემავსებელი მინიშნების მაჩვენებელია.

Yყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ:

_ ქართული ეკლესიის პირველი მღვდელმთავარი იოანე სამღვდელმთავრო ტახტზე: IV ს-ის 20-50-იან წლებში, კერძოდ: 328/331 _ 353/354 წლებში უნდა მოღვაწეობდეს; და

_ ეპისკოპოსი იოანე, ვითარცა ქართლის სამეფოს დედაქალაქში მდებარე საეპისკოპოსოს მეთაური, ქართულ საისტორიო წერილობით წყაროებში, მთავარეპისკოპოსის ტიტულითაა მოხსენიებული.

 

კათოლიკოსობის ინსტიტუტის დაარსების თაობაზე

ქართული ეკლესიის მღვდელმთავართა ტიტულატურაში _ პირველი ცვლილება, როგორც ეს ქართული საისტორიო წერილობითი წყაროებიდან ჩანს, ვახტანგ გორგასლის პერიოდში განხორციელებულა.

როგორც ცნობილია, ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირდება საქართველოს გაერთიანება-გაძლიერება, რომელიც მის მიერ ჩატარებული რეფორმების ლოგიკურ შედეგს წარმოადგენს. ჩატარებულ რეფორმებს შორის აღსანიშნავია _ ქართული ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მოპოვების ფაქტი, და საქართველოს ეკლესიის მეთაურად _ კათოლიკოსობის ინსტიტუტის შემოღება.

აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში მიტროპოლოტი ანანია ჯაფარიძე ბრძანებს _ `... ვახტანგ გორგასლის მიერ საქართველოს საკათალიკოსოს დაარსებასთან დაკავშირებით უნდა დავასკვნათ: V საუკუნეში ქართული ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ მყოფი ტერიტორიები გაიზარდა, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ ვახტანგ გორგასლის დროს ბიზანტიამ საქართველოს დაუბრუნა მიტაცებული კლარჯეთი (სამხრეთ საქართველო) და ზღვისპირეთი (ციხე-გოჯიდან კლისურამდე).

ცნობილია, რომ V საუკუნეში ქალკედონიის კრების დროისათვის გამსხვილდა ზოგიერთი ეკლესია, მაგალითად, შეიქმნა იერუსალიმის საპატრიარქო, პონტოს, ასიისა და თრაკიის დიოცეზები შევიდა კონსტანტინეპოლის პატრიარქის იურისდიქციაში. მსგავსადვე, სწორედ ამ ეპოქაში, საქართველოს გაერთიანებისა და ვრცელი ეროვნული ტერიტორიების დაბრუნების შემდეგ ვახტანგ გორგასალმა ინება, რომ ქართული ეკლესია მოწყობილიყო როგორც ერთიანი ცენტრალიზებული სამამამთავრო ეკლესია. ე.ი. დედაქალაქის (მცხეთის) ეპისკოპოსი სქართველოს ეკლესიისათვის გახდა საყოველთაო ეპისკოპოსი ანუ კათოლიკოსი (ბერძნული სიტყვიდან _ `კათოლოს~ _ საყოველთაო)...~ [მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე 1996: 304-305].

საქართველოს საკათოლიკოსო ტახტზე, ქართული საისტორიო წერილობითი წყაროების მიხედვით, პირველ კათოლიკოსად პეტრე გვევლინება _ `... აქაOთგან იწყეს კათალიკოზთა მამადმთავრობად და მწყემსა ერისა. Pპირველი კათალიკოზი იყო პეტრე ვახტანგ მეფისა ზე...~ [მ. სალუაშვილი, ს. სალუაშვილი 2010: 26]. აქვეა პირველი ღია დროითი მინიშნება საქართველოში კათოლიკოზობის ინსტიტუტის დაარსების თაობაზე _ `...და ესე იყო ქართლის მოქცევითგან მეასსამოცდამეათესა წელსა...~ [მ. სალუაშვილი, ს. სალუაშვილი 2010: 26].

როგორც ცნობილია _ დღეისათვის ქართულ ისტორიოგრაფიაში ერთიანი შეხედულება იმაზე, თუ ზუსტად რომელ წლებში მეფობდა ვახტანგ გორგასალი არ არსებობს _ `... ვახტანგ გორგასალის მეფობის დათარიღება(ა): ვახუშტი 439-499წ.; ს. გორგაძე 443-503 წ.; ივ. ჯავახიშვილი 442-502 წ.; კ. თუმანოვი 435-522 წ.; ვ. გოილაძე 438-491 წ. ...~ [მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი 2000: 42].

აღნიშნულისაგან განსხვავებით, ქართულ ისტორიოგრაფიაში _ `... ყველაზე უფრო მეტად დამკვიდრებული შეხედულებით _ ვახტანგ გორგასალი 502-503 წლებში უნდა იყოს გარდაცვლილი...~ [ს. სალუაშვილი 2010: 101].

 Aაქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ _ `...კათალიკოსის ჩამოყვანის შემდეგ, ასკვნის მემატიანე, ვახტანგს კარგა ხანს უცოცხლია და კიდევ ბევრი რამ გაუკეთებია...~ [ვ. თორაძე, ნ. თორაძე 2007: 15].

Yყოველივეს გათვალისწინებით, თუ ჩვენს მიერ დადგენილ: ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თარიღს _ 328 წელს, დავუმატებთ წყაროებისეულ ინფორმაციას საქართველოში კათოლიკოსობის ინსტიტუტის დაარსების თაობაზე _ `...და ესე იყო ქართლის მოქცევითგან მეასსამოცდამეათესა წელსა...~ [მ. სალუაშვილი, ს. სალუაშვილი 2020: 26], მაშინ გამოვა, რომ _ ქართლის სამეფოში პირველი კათალიკოზი პეტრე, საკათოლიკოსო ტახტზე ასულა: 498 (328 + 170) წელს. მიღებული თარიღიდან ათვლით _ `... თუ იმ 4-5 წელსაც გავითვალისწინებთ, რომელიც ვახტანგ გორგასალს კათოლიკოსის ჩამოყვანის შემდეგ უცოცხლია, მაშინ ვღებულობთ ვახტანგ მეფის გარდაცვალების 502-503 წლებს, რაც თავის მხრივ, ჩვენი მსჯელობის სისწორის ერთგვარი დასტურია...~ [ს. სალუაშვილი 2010: 19].

როგორც ვხედავთ, 498 წელს საქართველოში მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების პარალელურად, ქართული ეკლესიის მამამთავრის ტიტულატურაში მოხდა ცვლილება და მთავარეპისკოპოსის ნაცვლად. ქართული ეკლესიის მღვდელმთავარი უკვე _ კათოლიკოსად იწოდება.

ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგად, დადგინდა ისიც, რომ ქართულ საისტორიო წერილობით წყაროებში მითითებული 170 წლიანი დროითი მონაკვეთი [იხ. მ. სალუაშვილი, ს. სალუაშვილი 2020: 26]: 328-498 წლებითაა შემოფარგლული.

 

`ცოლოსანი~ და `უცოლო~ კათოლიკოსთა

მოღვაწეობის დროით მიჯნათა საკითხისათვის

როგორც ცნობილია, ჩვენამდე მოღწეული `მოქცევაO ქართლისაO~-ის რედაქციები: სინ-50, სინ-48, შატბერდული და ჭელიშური ხელნაწერები, შესაბამისად: IX –X ს., X ს-ის დასაწყისით, X ს. 70-იანი წლებითა და XIV_XV ს-ებით თარიღდება.

ქართული ისტორიოგრაფიიდან ცნობილია, რომ _ `... `მოქცევაO ქართლისაO~-ში მოცემული ქართლის ისტორიისა და თვით ძეგლის ისტორიული თხრობის ქრონოლოგიური საზღვრებია: ჩვენს ერამდე ქართლის სახელმწიფოს წარმოქმნიდან (ძვ. წ. IV ს.), ვიდრე ახ.წ. -ის VII ს-ის II ნახ-მდე (არაბების შემოსევამდე, ქართლის ერისმთავარ სტეფანოზ II-მდე). ამიტომ, თვით ძეგლის პირველი გამომცემლის _ ექ. თაყაიშვილის აზრით, ადრე `ქართლის მოქცევის~ ქრონიკა სტეფანოზ II-ის (639-663) დრომდე ყოფილა მოყვანილი, ხოლო სტეფანოზ II-ის შემდეგ ერისთავების და კათალიკოსების სია ძეგლში მერმეა მიმატებული...~ [მ. გოგოლაძე 1998: 21].

მაშასადამე, როგორც ვხედავთ, `ქრონიკის~ ბოლო ნაწილში არსებული კათოლიკოსების სია გვიანდელი მინაწერია. ამ მინაწერში, მეოცე კათოლიკოსიდან მოყოლებული, პირველ ცხრა კათოლიკოსთან დაკავშირებით `მოქცევაO ქართლისაO~-ის სამივე რედაქციაში ერთნაირი ინფორმაციაა დაცული, რომლებიც _ იდენტურ სახელდებათა გვერდით, ასეთ ცნობას გვაწვდიან _ `... ესე ცხრანი ცოლოსანნი იყვნეს...~ [მ. სალუაშვილი, ს. სალუაშვილი 2010: 32-33].

ამ უკანასკნელ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია განვსაზღვროთ ამ კათოლიკოსთა მოღვაწეობის სავარაუდო დროითი პერიოდი. აღნიშნული საკითხის გარკვევისათვის კი, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიხსენოთ შემდეგი:

სამღვდელოებათა ქორწინების თაობაზე, `მოციქულთა კანონების~ მე-5 მუხლში ვკითხულობთ _ `... ეპისკოპოსი, მღვდელი, ან დიაკონი, ნუ განიშორებს თავის მეუღლეს ღვთისმოშიშობის მიზეზობით და თუ განიშორებს, თავი უნდა დაანებოს მღვდლობას. თუ განაგრძობს ამას, უნდა განიკვეთოს...~ [დიდი სჯულისკანონი 2004: 3].

როგორც ცნობილია, 680 წელს კონსტანტინეპოლში ჩატარებულ VI მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, მრავალ საკითხს შორის, განხილული იქნა _ სამღვდელოებათა ქორწინების საკითხი, რაც აისახა კიდეც კრების მე-12, მე-13, და 48-ე კანონებში, რომლებიც წყვეტდნენ მღვდელმთავართა ქორწინების საკითხს. კერძოდ ჩვენთვის საინტერესო კუთხით, მე-12 კანონში ვკითხულობთ _ `... ჩვენს ყურამდე მოაღწია იმ ამბავმა, რომ აფრიკაში, ლიბიაში და სხვა ადგილებში მყოფი ღვთისმოყვარე ეპისკოპოსები არც ხელდასხმის შემდეგ ანებებენ თავს მეუღლეებთან თანაცხოვრებას, რითაც ისინი სხვებისათვის საფრთხესა და დაბრკოლებებს ქმნიან. ჩვენ დიდი მისწრაფება გვაქვს, რომ ჩვენს გამგებლობაში მყოფი სამწყსოს სასარგებლოდ იყოს ყველაფერი. ამისათვის დავადგინეთ, რომ ამიერიდამ აღარ მოხდეს ამგვარი რამ... თუU ვინმე გაბედავს ასეთ მოქმედებას, განიკვეთოს...~ [დიდი სჯულისკანონი 2004: 155].

`ქრონიკების~ მიხედვით ჩანს, რომ მეცხრამეტე და მეოცე კათოლიკოსები _ სტეფანოზ II-ის ერისმთავრობის დროს მოღვაწეობდნენ. თავად სტეფანოზ II-თან დაკავშირებით კი ისტორიოგრაფიიდან ცნობილია, რომ _ `... სტეფანოზ II-ის ზეობის წლები(ა): ვახუშტი 639-663 წ., გ. ჩუბინიშვილი _ ერისმთავრად დაჯდა 634-635 წ., ვ. გუჩუა _ მე-VII ს-ის მე-3 ნახ., გ. აბრამიშვილი 634/635 _ 681/682 წ., ნ. შოშიაშვილი, მ. სანაძე VII ს. შუა წლები...~ [მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი 2000: 50-51].

მაშასადამე _ `... თუ გავითვალისწინებთ, სტეფანოზ II-ის მეფობის სავარაუდო წლებს და 680 წელს ჩატარებული VI მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებებს, თამამად შეგვიძლია გამოვთქვათ ვარაუდი, რომ მეოცე კათოლიკოზ ევნონიდან აღებული, ზემოთხსენებული _ `...ესე ცხრანი ცოლოსანნი იყვნეს...~, სწორედაც, რომ VII ს-ის 50-60-იანი წლებიდან მოყოლებული VII ს-ის 80-90-იან წლებამდე არსებულ დროის პერიოდში მოღვაწეობდნენ...~ [ს. სალუაშვილი 2010: 21]. აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ქართული წყაროების მიხედვით უკანასკნელი ცოლოსანი კათოლიკოსი პეტრე (სვიმონ) II, სამღვდელმთავრო ტახტზე 689 წლიდან ადის, და 720 წლამდე ანუ 31 წლის მანძილზე მოღვაწეობს.

ამდენად, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ _ VII-VIII საუკუნეთა გასაყარი ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში კარდინალური ცვლილებების წლებია, კერძოდ ამ პერიოდში მთავრდება: ერთის მხრივ _ 328/331 წ. მთავარეპისკოპოს იოანეთი დაწყებული, და მეორეს მხრივ _ 498 წ. კათოლიკოს პეტრეთი გაგრძელებული ცოლოსან მღვდელმთავართა მოღვაწეობა და იწყება _ უცოლო კათოლიკოსთა მმართველობა.

აღნიშნული მონაკვეთის დასასრულს დავსძენთ, რომ `მოქცევაO ქართლისაO~ უცოლო მღვდელმთავართა სიას კათოლიკოს მამადან იწყებს _ `... ესე ცხრანი ცოლოსანნი იყვნეს. მერმე: მამა : ~ა:, იოვანე: : ~ბ; ...~ [მ. სალუაშვილი, ს. სალუაშვილი 2010: 33].

 

მღვდელმთავრობის ახალი ტიტულის

კათოლიკოს-პატრიარქის საკითხისათვის

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მღვდელმთავართაA ტიტულატურის ისტორიაში მომდევნო ცვლილება X-XI ს-თა მიჯნაზე განხორციელდა.

ბოლო დრომდე ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული შეხედულების თანახმად საქართველოს ეკლესიის პირველ კათოლიკოს-პატრიარქად მელქისედეკ I იყო მიჩნეული [იხ. ბ. ლომინაძე 1983: 561].

თავის მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ეკლესიის სამღვდელმთავრო ტიტულატურაში _ კათოლიკოს-პატრიარქის შემოღება ორგანულად უნდა უკავშირდებოდეს ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნისათვის დაწყებული ეტაპის დასასრულს. პროფ. ვ. სილოგავას მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგად დაზუსტდა _ კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულის მატარებელი პირველი მღვდელმთავრის ვინაობა. პარხლის _ `ტაძრის სამხრეთ ფასადის შუა ნავზე, წითელი საღებავით, მსხვილი ფუნჯით მიწერილი წარწერები... ჩაწერილი ფასადის კამარნარის მე-6 და მე-7 თაღებს შორის, მთლიანად შემორჩენილია და თავისუფლად იკითხება... წარწერის ტექსტი ასეთია:

`მ სა(ხელ)ითა ღ(მრთ)ის(ა)Oთა, მე(ო)ხებითა წ(მიდ)ისა ღ(მრთი)სმშობელისაOთა, წ(მიდ)ისა იოვ(ა)ნე ნათლ(ი)სმცემელისაOთა, ად(ი)დ(ე)ნ ღ(მერთმა)ნ, ქ(რისტ)ეს მიერ ქ(ართლისა) და ყ(ოვ)ლისა აღმ(ო)სავლ(ე)თისა პ(ა)ტრ(ი)აქსა იოვანეს, პარხალს ეკლ(ე)სი(ა)სა ზ(ედ)ა ჩასდ(უ)დარ(ა)O კ(უ)რ(აპალა)ტსა აეშენა, აღარავ(ი)ს ეკ(აზ)მა, და მ(ა)ნ შეკ(ა)ზმა; ჰგი(ან)მცა დ(იდე)ბ(ა)O მისი უკ(უნისამდ)ე. წ(ინამძღურის)ა გ(იორგ)ი ღ(ა)ღ(უე)ლისა ს(ულს)ა შ(ე)ეწ(იე)ნ ღ(მერთმა)ნ; ამენ, ა(მე)ნ. ი(ოვა)ნე წ(ი)ნ(ა)მაძღ(უა)რი(სიც)~ [ვ. სილოგავა 2006: 159-160].

როგორც ვხედავთ _ `... წარწერაში დასახელებულია ორი ისტორიული პირი _ კურაპალატი სახელოს გარეშე და იოვანე ქართლისა და ყოვლისა აღმოსავლეთისა პატრიარქი. Kკურაპალატი, რომელიც ტექსტში ტაძრის მაშენებლადაა დასახელებული (`პარხალს ეკლესიასა ზედა ჩასდუდარა კურაპალატსა აეშენა~) ცნობილი დავით კურაპალატია...~ [ვ. სილოგავა 2006: 161].

მეორე პიროვნების თაობაზე დღევანდლამდე ასეთი შეხედულება იყო გაბატონებული _ `... რაც შეეხება იოვანე ქართლისა და ყოვლისა აღმოსავლეთისა პატრიარქს ე. თაყაიშვილმა იგი გაცილებით გვიანდელი დროის მოღვაწედ მიიჩნია; ჩათვალა, რომ ეს უნდა იყოს კათოლიკოს-პატრიარქი იოანე VIII (1497-1507) და წარწერაც ამ დროით დაათარიღა... ე. თაყაიშვილის სავსებით დამსახურებული დიდი სამეცნიერო ავტორიტეტის გამო, სხვა თვალსაზრისი არავის გამოუთქვამს წარწერის დათარიღების შესახებ. თუმცა ყველა გრძნობდა წინააღმდეგობას მის შინაარსსა (ტაძრის აგება X ს-ში დავით კურაპალატის მიერ) და დათარიღებას შორის... დღეს უკვე... ეჭვი არაა, რომ პარხლის ტაძრის აქ განხილული წარწერა, სწორედ პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით, X ს-ის დასასრულისა და XI ს-ის წერილობითი ძეგლების რიგში დგას, რაშიც პირადად დავრწმუნდი ძეგლის ადგილზე შესწავლით 2002 წლის 5 ოქტომბერს და 2003 წლის 12 აგვისტოს...~ [ვ. სილოგავა 2006: 162].

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე პროფ. ვ. სილოგავა ასკვნის _ `... მართლაც, საქართველოს ეკლესიის ისტორიაში დავით კურაპალატის დროს ცნობილია კათალიკოსი იოვანე I ოქროპირი (980-1001), რომელიც უნდა იყოს დასახელებული პარხლის წარწერაში და რომლის შესახებაც სხვა წყაროებიცაა ცნობილი...

...პოლიტიკურად დამოუკიდებელ (ბიზანტიის იმპერიისაგან), ძირითადად გაერთიანებულ ქვეყანას ეკლესიური დამოუკიდებლობაც სჭირდებოდა, რაც მისი ეკლესიის საჭეთმპყრობლისათვის პატრიარქის ტიტულის მინიჭებაში უნდა გამოხატულიყო. ამისათვის ყველა პირობა არსებობდა _ Mმრავალი (40-ზე მეტი) საეპისკოპოსო კათედრა და მონასტერი, ამ დროისათვის უკვე ორი საკათალიკოსოს _ ქართლისა და აფხაზეთის საკათალიკოსოების არსებობა, ჯერ კიდევ IX ს-დან წმ. მირონის ხარშვის უფლების მოპოვება, რაც დოკუმენტურად დასტურდება `წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან~ და სხვა.

ასეთ ვითარებაში, Dდავით კურაპალატის დროს, მისი დროის საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელს, ქართლის კათალიკოს იოვანეს მიენიჭა პატრიარქის ტიტული და იგია ამ ტიტულის პირველი მატარებელი საქართველოს ეკლესიის ისტორიაში, როგორც ამას დოკუმენტურად ადასტურებს პარხლის ეკლესიის შესანიშნავი წარწერა X ს-ის ბოლო ოცწლეულისა.

Aარ არის გამორიცხული, რომ 980 წელს ქართლის კათალიკოსად ნაკურთხმა იოვანემ იმთავითვე მიიღო პატრიარქის ტიტული, რასაც იმ დროისათვის ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება განაპირობებდა _ ორი წლით ადრე, 978 წელს, დავით კურაპალატის შვილობილი უფლისწული ბაგრატი კურაპალატის სიცოცხლეშივე დიდწილად გაერთიანებული ქვეყნის მეფედ იქნა ნაკურთხი `აფხაზთა და ქართველთა მეფის~ ტიტულით, რომელსაც მოგვიანებით შექმნილი, ასევე პოლიტიკური ვითარების შესაბამისად, ჯერ 1003 წელს და შემდეგ 1010 წელს, `კახთა და რანთა მეფის` ტიტულიც დაემატა...~ [ვ. სილოგავა 2006: 164-165].

მაშასადამე ყოველივე ზემოთქმულიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ X-XI ს-თა მიჯნაზე დაწყებული საქართველოს გაერთიანების პროცესი, საქართველოს მღვდელმთავრის ტიტულატურაში მორიგი ცვლილებით აღინიშნა, რაც 980-1001 წელს მოღვაწე საქართველოს მღვდელმთავრის (იოანეს) ტიტულატურაში კათოლიკოს-პატრიარქის სახელდების დამკვიდრებაში გამოიხატა.                              

 

ავტოკეფალიის გაუქმება,

ანუ _ „ეგზარქოსი“

როგორც ქართული ისტორიოგრაფიიდანაა ცნობილი, საქართველოს დაშლა სამეფო-სამთავროებად 1490 წელს გაფორმდა _ `... მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობა მეტად ღრმად იყო შერყეული, ქართლის მთავრობას მაინც უცდია მდგომარეობის გამოსწორება. Mმაგ., მთავრობას განუზრახავს ომით მოესპო გამრავლებული მეფე-მთავრები და საქართველო ამ გზით ექცია განუყოფელ სამეფოდ. ასეთი რადიკალური ზომისათვის საქართველოს ხელისუფლებას წარსულშიაც არაერთხელ მიუმართავს და, ეტყობა, ახლაც ასე სურდათ მოქცეულიყვნენ. ამ საკითხზე ქართლის მეფეს კონსტანტინეს 1490 წელს დარბაზიც კი მოუწვევია, რომელსაც ესწრებოდნენ კათალიკოსი, ეპისკოპოსები და სხვა წარჩინებულნი. დარბაზს ომის გამართვა სიტუაციის არახელსაყრელობის გამო უნაყოფოდ მიუჩნევია... ამიტომაც დარბაზს საბოლოოდ შერიგება და ზავი დაუსკვნია. ამის შემდეგ კონსტანტინე დაზავებია კახეთის მეფეს ალექსანდრეს, იმერეთის მეფეს ალექსანდრეს და სამცხის ათაბაგს. Mმხარეები, ჩანს, საზღვრებზეც შეთანხმებულან...~ [საქართველოს ისტორიის ნარკვევები 1979: 750].

სამეფო-სამთავროებად საქართველოს საბოლოო დაშლას წინ უსწრებდა ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ერთიანობის დარღვევა _ `... საქართველოს მთლიანობას ამ პერიოდში საგრძნობლად გამოუთხარა ძირი ბაგრატის საეკლესიო პოლიტიკამ, რომელიც მან განახორციელა დასავლეთ საქართველოს ქართლის სამეფოსაგან მოწყვეტის მიზნით. ბაგრატმა ისარგებლა იმერეთში შესაწირის შესაგროვებლად იერუსალიმ-ანტიოქიის პატრიარქის მიხაელის (1470/1474 _ 1484 წ.წ.) ჩამოსვლით და მას `აფხაზეთის~ (დას. საქართველოს) კათალიკოსად ცაიშელ-ბედიელი ეპისკოპოსი იოაკიმე აკურთხებინა. არსებული წესით კი დას. საქართველოს კათალიკოსი მცხეთის კათალიკოს-პატრიარქს ემორჩილებოდა და მისგან უნდა კურთხეულიყო. აღმოსავლეთ საქართველოსაგან დასავლეთის ეს ეკლესიური გამოყოფა ბაგრატმა სათანადო წერილობითაც გააფორმებინა: ჩასულ პატრიარქს შეადგენინა `მცნება სასჯულო~, სადაც ცრუ თეორიებით დაასაბუთებინა დასავლეთ საქართველოს ეკლესიის მცხეთისაგან დამოუკიდებლობის ვითომდა სამართლიანობა...~ [საქართველოს ისტორიის ნარკვევები 1979: 740-741].

Aაქედან მოყოლებული საქართველოში ჩამოყალიბდა ორი _ მცხეთისა და აფხაზეთის საკათოლიკოსოები. მართალია XV ს-ის ბოლოს საქართველოს ეკლესიის ერთიანობა დაირღვა, მაგრამ ორივე საკათოლიკოსო დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა.

სიტუაცია შეიცვალა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ჯერ 1801 წელს ქართლ-კახეთისა და შემდეგ 1810 წელს იმერეთის სამეფოები დაიპყრო. როგორც ისტორიოგრაფიიდანაა ცნობილი 1800 წლის 28 დეკემბერს გარდაიცვალა ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე გიორგი XII [იხ. საქართველოს ისტორიის ნარკვევები 1973: 813].

მანამდე, ანუ _ 1800 წლის 18 დეკემბერს, პეტერბურგში პავლე I-ის საიმპერატორო კარზე შეიმუშავეს მანიფესტი საქართველოს შემოერთების შესახებ [იხ. საქართველოს ისტორიის ნარკვევები 1973: 812].

_ `... 1801 წ. 18 იანვარს პეტერბურგში გამოქვეყნდა პავლე პირველის მანიფესტი. როგორც ვიცით, იგი გიორგი მეფის სიცოცხლეში შეადგინეს (18. XII. 1800 წ.), მანიფესტის მიხედვით ქართლ-კახეთი რუსეთის გუბერნიად გამოცხადდა. იგი თბილისში ცნობილი გახდა მხოლოდ 16-17 თებერვალს. 1801 წ. 20 იანვრის ბრძანების საფუძველზე საქართველოს სამეფო ქალაქში ჯარის ნაწილის თანხლებით გაიგზავნა მცხეთაში დაკრძალული გიორგი მეფის სამეფო გვირგვინი და კვერთხი...~ [საქართველოს ისტორიის ნარკვევები 1973: 815].

 თუმცა _ `... 1801 წ. 11 მარტს კი, პავლე იმპერატორის მკვლელობასთან დაკავშირებით, ქართლ-კახეთში რუსული მმართველობის დანერგვის საქმე დროებით შეფერხდა. ახალი იმპერატორი ალექსანდრე პირველი ახლა საქართველოს `დაკავებისათვის~ `გასამართლებელ მოტივებს~ ეძებდა და საკითხის განხილვა სახელმწიფო საბჭოს დაავალა. 1801 წ. 19 აპრილს გენ. კნორინგს დაევალა `გაერკვია~ _ შეძლებდა თუ არა ქართლ-კახეთის სახელმწიფო დამოუკიდებლად არსებობას...~ [საქართველოს ისტორიის ნარკვევები 1973: 816].

გენერალ კნორინგის მიერ დაწერილი `დასკვნის~ საფუძველზე (მასზე დაყრდნობით), რომელიც წინასწარ იყო განსაზღვრული, 1801 წლის 12 სექტემბერს გამოქვეყნდა _ `... ალექსანდრე პირველის... მანიფესტი, რის საფუძველზეც ქართლ-კახეთის სამეფოს ლიკვიდაცია დასრულდა და იგი რუსეთის იმპერიის გუბერნიად იქცა... 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტი და საქართველოს ახალი მმართველის შესახებ დებულება თბილისში 7 თვის დაგვიანებით, 1802 წლის 12 აპრილს წაუკითხეს სიონის ტაძარში შეკრებილ ქართველ ფეოდალებს...~ [საქართველოს ისტორიის ნარკვევები 1973: 817-818]. 1802 წლის 8 მაისს კი თბილისში, რუსული მმართველობის საზეიმო გახსნა მოხდა.

ქართლ-კახეთის შემოერთების შემდეგ, რუსეთის იმპერიამ 1810 წ. საბოლოოდ `შეიერთა~ იმერეთის სამეფო [იხ. საქართველოს ისტორიის საკითხები 1973: 865], რითაც დაასრულა კიდეც მთლიანი საქართველოს დაპყრობა.

ამის შემდეგ რუსეთის იმპერიის მთავრობა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის გაუქმებასაც შეუდგა _ `... მალე მთავრობამ საქართველოს ეკლესია რუსეთის ეკლესიის ცენტრს _ სინოდს დაუკავშირა. 1811 წელს გააუქმეს საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა, საქართველოს ეკლესიას სათავეში ჩაუდგა რუსეთის სინოდის განყოფილება _ დიკასტერია...~ [საქართველოს ისტორიის ნარკვევები 1973: 891]. მანამდე, საქართველოს უკანასკნელი კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II-ე 1810 წლის 3 მარტს _ `... ვითომცდა საქართველოს ეკლესიის საქმეების მოწესრიგების მიზნით, თითქმის ძალით, გაიწვიეს პეტერბურგს... 1812 წელი ანტონ კათალიკოსი ნიჟნი-ნოვგოროდში გადაასახლეს... ანტონ კათალიკოსი გარდაიცვალა 1827 წლის 21 დეკემბერს, ნიჟნი-ნოვგოროდში, დაკრძალულია იქვე, ხარების ეკლესიაში...~ [ვ.თორაძე, ნ.თორაძე 2007: 305-306].

დიკასტერიას სათავეში ჩაუყენეს წარმოშობით ქართველი, მაგრამ ცნობიერებით რუსოფილი: ვარლამ ერისთავი, და მას საქართველოს ეგზარქოსის ტიტული უბოძეს. რუსეთის წმიდა სინოდმა 1811 წ. 24 ივნის განიხილა, და 30 ივნისიდან აამოქმედა საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის `საკითხთან~ დაკავშირებული დადგენილება, რომელშიც ვკითხულობთ _ `... 1. გაუქმდეს 13 ეპარქია და დარჩეს 2, ხოლო 9 არქიმანდრიტის ნაცვლად _ 5; 2. საქართველოს ეკლესიას სათავეში ჩაუდგეს მცხეთა-ქართლის მიტროპოლიტი ვარლამ ერისთავი და მიენიჭოს მას მუდმივად ეგზარქოსის წოდება. ამავე დროს იგი უნდა იყოს წმიდა სინოდის წევრი; 3.გაუქმდეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია და სათავეში ჩაუდგეს წმიდა სინოდის განყოფილება _ დიკასტერია, რომელიც ყველაფერში დაემორჩილება წმიდა სინოდის გადაწყვეტილებებს...~ [ვ.თორაძე, ნ.თორაძე 2007: 308].

მოგვიანებით კი, მცხეთის საკათალიკოსოს ბედი აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) საკათალიკოსომაც გაიზიარა. რუსეთის წმიდა სინოდის მიერ 1815 30 აგვისტოს მიღებული დადგენილების საფუძველზე _ `... რუსეთის სინოდის საქართველოს დიკასტერია გადაკეთდა იმერეთის სინოდარულ კანტორად. მთავრობამ მას დაუმორჩილა აგრეთვე ჯერ კიდევ ავტონომიური სამთავროების _ გურია-სამეგრელოს ეკლესიაც... კანტორაში მთავარ წარმომადგენლად ინიშნებოდა საქართველო-იმერეთის ეგზარქოსი... 1819 წელს იმერეთი გაერთიანდა ერთ ეპარქიად. თითო ეპარქია დარჩა გურიასა და სამეგრელოში. ამრიგად, დასავლეთ საქართველოს 12 ეპარქიიდან დარჩა 3 ეპარქია...~ [ვ.თორაძე, ნ.თორაძე 2007: 308].

Aრუსეთის წმიდა სინოდმა, წარმოშობით ქართველის ვარლამ ერისთავის ხელით გაკეთებული `საქმე~ მიიჩნია რა დამთავრებულად _ `... მიზანშეწონილად არ ცნო ამ თანამდებობაზე ქართველი კაცის დატოვება და 1817 წელს იგი პეტერბურგში გაიწვიეს. მის ადგილზე კი 1817 წლის 14 მაისს რიაზანის არქიეპისკოპოსი თეოფილაქტე რუსანოვი დანიშნეს. ამ დღიდან მოყოლებული საქართველოს ეკლესიის მეთაურად მხოლოდ რუსი ეროვნების მღვდლები ინიშნებოდნენ...~ [ვ.თორაძე, ნ.თორაძე 2007: 308].

რუსეთის იმპერიის ზრახვების გამტარებელი რუსეთის წმიდა სინოდის მოქმედების მოტივაცია კარგად ჩანს _ `... შავრაზმელი მღვდლის ვოსტორგოვის სიტყვაში: `საქართველოს ეგზარქოსს, უპირველეს ყოვლისა, უნდა ახსოვდეს, რომ ის ვალდებულია მთელი თავისი ენერგია მოახმაროს ქართველთა გარუსების საქმეს რელიგიურ საფუძველზე~...~ [ვ.თორაძე, ნ.თორაძე 2007: 307].

მაშასადამე, ერთის მხრივ _ 1811, ხოლო მეორეს მხრივ _ 1815 წელს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში _ ახალი უმძიმესი ერა დაიწყო. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებით დამთავრდა კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულის მატარებელ მღვდელმთავართა მოღვაწეობაც და საქართველოს ეკლესიის მეთაურად, 1811/1815 წლიდან უკვე _ ეგზარქოსის ტიტულის მატარებელი მღვდელმსახური გვევლინება. საქართველოში 1811 წლიდან დაწყებული საეგზარქოსო მმართველობა 1917 წლამდე გაგრძელდა, რომელი დროის განმავლობაშიც, მთლიანობაში, 19 ეგზარქოსი გამოიცვალა.

 

ავტოკეფალიის აღდგენა,

ანუ _ კათოლიკოს-პატრიარქი

1917 წლის თებერვალში რუსეთში მომხდარი რევოლუციის შედეგად, მეფის რუსეთის მთავრობა გადაყენებული იქნა და სახელმწიფოს _ დროებითი მთავრობა ჩაუდგა სათავეში.

Aამ დროიდან ახალი ძალებით დაიწყო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი სხვადასხვა ხალხების მხრიდან ეროვნული მოძრაობის გაძლიერება, რაც მათი მხრიდან დამოუკიდებლობის მოპოვებით დამთავრდა.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ისტორიაში მოხდა უმნიშვნელოვანესი მოვლენა: საქართველომ, რუსეთის იმპერიაში 117 წლიანი იძულებითი ყოფნის შემდეგ _ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

აღნიშნულ პოლიტიკურ მოვლენებს წინ უსწრებდა ერთი მეტად მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა: საქართველოს მართლმადიდებლურმა სამოციქულო ეკლესიამ _ 1917 წლის 12 მარტს, 1811/1814 წლებში რუსეთის იმპერიის მიერ ძალით წართმეული ავტოკეფალია _ აღდგენილად გამოაცხადა.

1917 წლის 17 სექტემბერს ქ. თბილისში სიონის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა ეპისკოპოსი კირიონNII (საძაგლიშვილი) _ `... კათალიკოსი კირიონი 1 ოქტომბერს, საუფლო კვართისა და ცხოველმყოფელი სვეტის ხსენების დღეს, აღსაყდრებულ იქნა სვეტიცხოველში. ახლად დადგენილმა მწყემსმთავარმა, ძველი ტრადიციების მიხედვით, მოკითხვის ბარათები გაუგზავნა აღმოსავლეთის პატრიარქებს, რომის პაპს და სასომხეთის კათალიკოს-პატრიარქს... ამგვარად, საქართველოს უძველესმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ 107 წლის შემდეგ კვლავ მოიპოვა ავტოკეფალია...~ [ვ. თორაძე ნ. თორაძე 2007: 424].

1917 წლის 17 სექტემბერს საქართველოს ეკლესიის სამღვდელმთავრო ტახტზე არჩეული კირიონ II-ის ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა _ `უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი~.

ქართველ მღვდელმთავართა ტიტულატურაში მორიგი ცვლილება, როგორც ეს ისტორიოგრაფიიდანაა ცნობილი _ 1920 წლის 27 ივნისს განხორციელდა. ამ დღეს ქ. თბილისში შედგა სრულიად საქართველოს II საეკლესიო კრება _ `... შიდა პრობლემებისა და სახელმწიფოსთან ურთიერთობის მოგვარების მიზნით. Kკრებამ გააუქმა თბილისის სამიტროპოლიტო კათედრა, გააერთიანა მცხეთისა და თბილისის ეპარქიები. კათალიკოს-პატრიარქად დაამტკიცა მიტროპოლიტი ლეონიდე (ოქროპირიძე) და მას ეწოდა _ `მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი~...~ [ვ. თორაძე, ნ. თორაძე 2007: 425].

Aამდენად, 1920 წლიდან საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა ტიტულატურაში _ `უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის~ გვერდით, ჩნდება ახალი ტიტული _ `მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი~.

Uუკანასკნელი ცვლილება საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წინამძღვრის ტიტულატურაში _ 2010 წლის 21  დეკემბერს განხორციელდა.

საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდის გადაწყვეტილებით საქართველოს მღვდელმთავრის ტიტულატურაში დამატებულ იქნა _ `ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი~-ს წოდება და ავტოკეფალიის აღდგენიდან, რიგით IX მღვდელმთავარს _ ილია II-ს (ღუდუშაური-შიოლაშვილი) ეწოდა: `უწმიდესი და უნეტარესი ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა~ [იხ. საპატრიარქოს უწყებანი 2010: # 44].

 

გამოყენებული ლიტერატურა

 1)  გოგოლაძე მ., „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ შედგენილობა, წყაროები და დათარიღება, ჟურნალი `საქართველო~, #3, თბ. 1998 წ.;

2)   `დიდი სჯულისკანონი~, თბ. 2004 წ.;

3)   ვარდოსანიძე ს., `ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეებში~, თბ. 2010 წ.;

4)   თორაძე ვ., თორაძე ნ., `საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორია~, თბ. 2007 წ.;

5)   ლომინაძე ბ., `მასალები საქართველოს XVII-XVIII ს-თა ისტორიის ქრონოლოგიისათვის~, იხ. მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, 1951 წ. ნაკვეთი 29, გვ.67-74;

6)   ლომინაძე ბ., `XV საუკუნის საქართველოს ქრონოლოგიიდან~, იხ. `კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები~, თბ. 1966 წ. გვ.275-281;

7)   ლომინაძე ბ., ქ. ს. ე. ტ. 4, თბ. 1979 წ.;

8)   ლომინაძე ბ.,  ქ. ს. ე.,  ტ. 6, თბ. 1983 წ.;

9)   მთავარეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე, `საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია~, თბ. 1996 წ.;

10) ნიკოლოზ I კათალიკოსი, საკითხავი სუეტის ცხოველისაO კუართისა საუფლოOსა და კათოლიკე ეკლესიისა~, თბ. 1908 წ.;

11) სალუაშვილი მ., სალუაშვილი ს., „მოქცევაჲ ქაართლისაჲს~ რედაქციების პარალელური ტექსტები~, თბ. 2010 წ.;

12) სალუაშვილი ს., `ქართლის მოქცევის თარიღთან დაკავშირებული საისტორიო ძოიებები~, თბ. 2010 წ.;

13) სალუაშვილი ს., `მოქცევაჲ ქაართლისაჲს~ სინური, შატბერდული და ჭელიშური რედაქციების ე. წ. `ქრონიკების~ შედარებათა საკითხისათვის~, თბ. 2010 წ.;

14) სალუაშვილი ს., `ქართლის მოქცევის თარიღზე მიმანიშნებელი მე-16 საუკუნის სამი უნიკალური დოკუმენტი~, თბ. 2011 წ.;

15) სანიკიძე გ., სანიკიძე ლ., `უბის ისტორია~, #2, თბ. 1992 წ.;

16) `საპატრიარქოს უწყებანი~, #44 (30 დეკემბერი _ 5 იანვარი), თბ. 2010 წ.;

17) `საქართველოს ისტორია XIX საუკუნე~, სახელმძღვანელო ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის~, თბ. 2003 წ.;

18) `საქართველოს ისტორიის ნარკვევები~, ტ. 3, თბ. 1979 წ.;

19) `საქართველოს ისტორიის ნარკვევები~, ტ. 4, თბ. 1973 წ.;

20) `საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები~, რედ. რ. მეტრეველი, თბ. 2000 წ.;

21) სილოგავა ვ., `ოშკი~, თბ. 2006 წ.;

22) `ქართველი მეფეები~, რედ. მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი, თბ. 2000 წ.;

23) `ქართლის ცხოვრება~, რედ. ს. ყაუხჩიშვილი, თბ. 1955 წ.;

24) `ქართლის ცხოვრება~, მთ. რედ. რ. მეტრეველი, თბ. 2008 წ.;

25) `ცხოვრება წმიდა ნინოსი~, არსენ ბერისეული რედაქცია, თბ. 1902 წ.;

26) `ცხორებაჲ და მოქალაქეობაჲ ღირსისა და მოციქულთა სწორისა ნეტარისა ნინოOსი~, `ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია~, ტ. I, შემდგ. სოლ. ყუბანეიშვილი, თბ. 1946 წ.

საბა სალუაშვილი