Print

საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა ერთიანი სია

საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა

ერთიანი სიის საკითხისათვის

 

წარმოდგენილი გამოკვლევის დასასრულს, მოდით შევეცადოთ აღვადგინოთ ის ზოგადი სურათი, რასაც საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა ერთიანი სია ჰქვია.

როგორც აღინიშნა, საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა შესახებ უძველესი ცნობები `მოქცევაO ქართლისაOსა~ და `ქართლის ცხოვრების~ რედაქციებშია დაცული _ `... აგრეთვე ე.წ. შიომღვიმის 1172 წლის ხელნაწერში (ცნობილია 1270 წლის პირი) და ნიკორწმიდის XVI ს-ის ხელნაწერის მეფეთა და კათალიკოსთა მოსახსენიებელში. Aმას ემატება სომეხი ისტორიკოსის მხითარ აირივანეცის `ქრონოგრაფიულ ისტორიაში~ არსებული ნუსხა ქართლის კათალიკოსებისა IV ს-ის 20-იანი წლებიდან ვიდრე VII ს-ის 30-40 –იან წლებამდე~ [რ. მეტერველი 2000: 5].

`მოქცევაO ქართლისაOს~ რედაქციებში არსებული მღვდელმთავართა სახელები და თანამიმდევრობა [იხ. ს. სალუაშვილი 2010: 49-52], მართალია მეტ-ნაკლებად განსხვავდება `ქართლის ცხოვრებისეული~ ინფორმაციისაგან, მაგრამ ისინი, შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარად ავსებენ ერთმანეთს.

XII ს-ის მიწურულს შექმნილ სომეხი ისტორიკოსის მხითარ აირივანეცის `ქრონოგრაფიულ ისტორიის~ მე-17 ქვეთავში _ `ქართველთა ეპისკოპოსები~, ასეთი სიაა წარმოდგენილი _ `უფალი იოანე, უფალი იაკობ, უფალი იობ, უფალი ელია, უფალი იუნონ, უფალი გრიგოლ, უფალი ბასილ, უფალი მუშიდ, უფალი მიქაელ, უფალი პეტრე, უფალი სამუელ, უფალი თაფეჯან, უფალი ჩიმაგა, უფალი აბას კათალიკოსი, უფალი ელთა, კირიონ ბილწი, უფალი მაკარ, უფალი სიმეონ, უფალი სამუელ, უფალი ბართლომეოს, უფალი იოანე, უფალი ბაბელას, უფალი თაბორ, ასეთი ოდენობით ვპოვეთ ნუსხებში~ [მხითარ აირივანეცი 1990: 32).

აღნიშნულის თაობაზე, ამ თხზულების ქართულად მთარგმნელი ლიანა დავლიანიძე-ტატიშვილი, თანდართულ შენიშვნაში მიუთითებს _ `... რაც შეეხება ქართლის ეპისკოპოსების სიას, მცირე გამინაკლისის გარდა, ის შეესაბამება `ქართლის ცხოვრების~ მონაცემებს. სხვაობას ქმნის გამოტოვებული სახელები. მაგ.: ეპისკოპოსი სვიმონ, რომელიც `ქართლის ცხოვრებაში~ ჩანს მეფე ფარსმანის დროს ელია ეპისკოპოსის შემდეგ (ქ. ცხ. 1, 137), ასევე გამოტოვებულია სამუელ კათალიკოსი (გუარამ კურაპალატის დროს). საყურადღებოა, რომ მხ. აირივანეცს მოტანილი აქვს VII ს-ის დასაწყისის მოღვაწის კირიონ კათალიკოსის სახელი, რომელზეც `ქართლის ცხოვრება~ და მისი ძველი სომხური თარგმანი ცნობებს არ იძლევიან. ამდენად, კირიონის არსებობა მხ. აირივანეცს ეცოდინებოდა უშუალოდ სომხური წყაროებიდან. როგორც ქართლისა და სომხეთის საეკლესიო განხეთქილების მთავარ მონაწილეს, სომხური ტრადიციის მიხედვით მხ. აირივანეცი მას `ბილწს~ უწოდებს...~ [მხითარ აირივანეცი 1990: 87).

`ქართლის ცხოვრებაში~, პირველი ქართველი კათოლოკოსის საბას თაობაზე ვკითხულობთ _ `ფარსმან მეფემან დასუა საბა, აქათგან არღარა მოიყვანებდეს კათალიკოსსა საბერძნეთით, არამედ ქართველნი დასხდებოდეს წარჩინებულთა ნათესავნი~ -ო [`ქართლის ცხოვრება~ 1955: 207].

  აღნიშნულის თაობაზე, მხითარ აირივანეცი ასე გვაუწყებს _ `საბა კათალიკოსად დაჯდა იბერიაში ანტიოქიის პატრიარქის [ნებართვის] გარეშე~ -ო [მხითარ აირივანეცი 1990: 68].

XVI ს-ით დათარიღებულ ნიკორწმინდის ხელნაწერში მოთავსებული _ `... `სულთა მატიანე~, ანუ მოხსენებანი ზოგიერთ საქართველოს მეფეთა და კათალიკოზთა... ეკუთვნის მეორე ნაწილს ხელნაწერისა. Dაწერილია ორ სვეტად ნუსხახუცურით... აქ გვხვდება სახელები, რომელნიც ცნობილნი არ არიან ჩვენს ლიტერატურაში სხვა წყაროებიდან. Mოხსენებანი ასეა წარმოდგენილი:

ქართლისა პ~ტრიაქნი: _ იოანესი (ი~ესი), სამოელისი, შიუსი. Eვლალიასი, პეტრესი (პე~სი), სამოელისი, მელქიზედეკისი, ოქროპირისი, გიორგისა (გი~სა),გ~ბრიელისა, პეტრესი (პე~სი), ევსტ~ტისა, გიორგისი (გი~სი),დიმიტრისი, ბასილისი, იოანესი (ი~ესი), სGმონისი.. ძე მეფ~თა:. ქ~ზა მელქიზწდწგისი სკ~ნი.

[დ]ა ყ~ისა აღმოს~ვლეთისა პატრიაქთაO:. სკ~ნსმცა არს სPსნ~ბელი და კ~ხO მათი:

წი~სა და ღ~თ შემოსილისა საბ~O:. ქკ~ზისა და ყ~ლისა საქართველოსა პატრიაქისა სკ~ნს:-

წი~სა გ~ლაბერიძისა არსენისი: მიქელ მირიანის ძისა:. ქკ~ზისა ს~კნო:-

წი~სა მ~მთ მთ~ვრისა და ღ~თშემოსილისა აღმოსავლეთისა და ყ~ლისა საქართველოსა მ~მთ მთ~ვრისაO სჯულთა თGთმპყრობ~ლისა და პატრიაქისა მრ~ვლმც არ~ან წელნი მ~თნი:-

რ~ნ დაიცვ~ს წ~O მეფე მ~თი წ~ნ სამებამან ესენი ადიდნა: ...~ [ექვთ. თაყაიშვილი 1991: 181; 183; 188-189].

უნდა ითქვას, რომ _ `... ქართლის მოქცევის ნუსხის გაგრძელებად მიჩნეულია ერთი, 1270 წლის შიო-მღვიმის ხელნაწერთა [თუმცა შიო-მღვიმის ხელნაწერი 1270 წელს ეკუთვნის, მაგრამ ის გადმოწერილია 1172 წლის დედნიდან...], მაგრამ ეს სია პირდაპირ, უშუალო გაგრძელებას არ წარმოადგენს შატბერდისეული ნუსხისა...~ [ექვთ. თაყაიშვილი 1991: 190].

შიო-მღვიმის ნუსხისეული ჩამონათვალი ასეთია _ 1. ოქროპირი; 2. სვიმეონ; 3. მელქისედეკ; 4. იოვანე; 5. დიმიტრი; 6. ბასილი; 7. იოანე; 8. სვიმეონ; 9. საბაO; 10. ნიკოლოს; 11. მიქაელ; 12. თეოდორე; 13, ბასილი; 14. იოანე; 15. ეპიფანე; 16. არსენი; 17. გიორგი [იხ. ექვთ. თაყაიშვილი 1991: 190].

წარმოდგენილი მცირე შესავლის შემდეგ, საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა ტიტულატურის ცვლილების მიხედვით აგებული მთლიანი სია [იხ. ბ. ლომინაძე 1951: 67-74; 1966: 274-281;  გ. სანიკიძე, ლ. სანიკიძე 1992: 6-62;  ვ. თორაძე, ნ. თორაძე 2007: 554-557; რ. მეტრეველი 2008: 87-91; ს. სალუაშვილი 2010: 49-52] ასეთი სავარაუდო სახით შეიძლება გადმოიცეს:

 

1. ქართლის (მცხეთის) მთავარეპისკოპოსები:

328/331 _ 498 წ.წ.

1. † იოანე I: ქართლის პირველი მთავარეპისკოპოსი: 328/331 _ დაახ. IV ს-ის 50-იანი [353/354] წლები;

2. † იაკობი: დაახ. IV ს-ის 50-70-იანი [353/354 _ 375] წლები;

3. † იობი: 375 _ 390 წ.წ.;

4. † ელია (ილია): 390 _ 400 წ.წ.;

5. † სიმონ (სჳმეონ) I: 400 _ 410 წ.წ.;

6. † მოსე: 410 _ 425 წ.წ.;

7. † იონა: 425 _ 429 წ.წ.;

8. † იერემია: 429 _ 433 წ.წ.;

9. † გრიგოლ I: 434 წ.;

10. † ბასილ I: 434 _ 436 წ.წ.;

11. † მობიდანი (ნათესავით სპარსი): 436 _ 448 წ.წ.;

12. † იოველ I: 448 _ 452 წ.წ.;

13. † ბოლონქონ (გლონოქონ, ბოლნოქონ): - დაახ. V ს-ის 50-იანი წლები;

14. † მიქაელ I: V ს-ის 50-60-იანი წლები _ 498 წ.;

 

2. ქართლის (მცხეთის) კათოლიკოს_მთავარეპისკოპოსები:

498 _ 980 წ.წ.

 1 (15). † პეტრე I: _ ქართლის პირველი კათოლიკოსი: 498 წ. _  დაახ. VI ს-ის დასაწყისი;

2 (16). † სამოელ I: VI ს-ის დასაწყისი

3 (17). † გაბრიელ I: 505 _ 507/510 წ.წ.;

4 (18). † თავფაჩაგ (თავფაჩაღ) I: დაახ. VI ს-ის 10-იანი [510 _ 516] წ.წ.;

5 (19). † ჩემაგი (ჩიმაგა, ჩიღირმანე) I: 516 _ 523 წ.წ.;

6 (20). † საბა (საბია, დასაბია) I _ პირველი ქართველი კათოლიკოსი: დაახ. VI ს-ის 20-იანი წლები;

7 (21) † ევლალი (ევლავი, ევლავიოს) I: VI ს-ის 20-30 -იანი წ.წ.;

8 (22). † მაკარი: დაახ. VI ს-ის 30-იანი წ.წ.;

9 (23). † სამოელ II: დაახ. VI ს-ის 40-60-იანი წ.წ.;

10 (24). † სჳმონ (სჳმონ-პეტრე) II: 569 _ 575 წ.წ.;

11 (25). † სამოელ III:  575 _ 582 წ.წ.;

12 (26). † სამოელ IV: 582 _ 591 წ.წ.;

13 (27). † ბართლომე I: 591 _ 595 წ.წ.;

14 (28). † ბართლომე II: დაახ. VI ს-ის 90-იანი წ.წ.;

15 (29) † კირიონ (კირონ) I: 595/599 _ 610 [614/616] წ.წ.;

16 (30) † იოანე (იონა) II: 610 [614/616] _ 619 წ.წ.;

17 (31) † ბაბილა (ბაბილი): 619 _ 629 წ.წ.;

18 (32) † თაბორი: 629 _ 634 წ.წ.;

19 (33) † სამოელ (სამუელ) V: 634 _ 640 წ.წ.;

20 (34) † ევნონი: 640 _ 649 წ.წ.;

21 (35) † თავფაჩაგ II (ცოლოსანი): 649 _ 664 წ.წ.;

22 (36) † ევლალე II (ცოლოსანი): 664 _ 668 წ.წ.;

23 (37) † იოველ II (ცოლოსანი): 668 _ 670 წ.წ.;

24 (38) † სამოელ VI (ცოლოსანი): 670 _ 677 წ.წ.;

25 (39) † გიორგი I (ცოლოსანი): 677 _ 678 წ.წ.;

26 (40) † კჳრიონ II (ცოლოსანი): 678 _ 683 წ.წ.;

27 (41) † იზიდ-ბოზიდი (იზიბოდ) (ცოლოსანი): 683 _ 685 წ.წ.;

28 (42) † თეოდორე I (ცოლოსანი): 685 _ 689 წ.წ.;

29 (43) † პეტრე (სვიმეონ) II (ცოლოსანი): 689 _ 720 წ.წ.;

30 (44) † მამაჲ (მამა) (უცოლო): 720-744 წ.წ.;

31 (45) † იოვანე III: 744 _ 760 წ.წ.;

32 (46) † გრიგოლ II: 760 _ 767 წ.წ.;

33 (47) † კლემენტოსი:  VIII ს-ის 60-70 -იანი წლები;

34 (48) † სარმეანე: VIII ს-ის 70-იანი წლები;

35 (49) † თალალე:  VIII ს-ის 70-იანი წლები;

36 (50) † მიქელ II: 774 _ 780 წ.წ.;

37 (51) † სამოელ (სარმეანე) VII:  780 _ 784/790 წ.წ.;

38 (52) † კირილე I: 784/790 _ 802 წ.წ.;

39 (53) † გრიგოლ III: 802 _ 814 წ.წ.;

40 (54) † სამოელ VIII: 814 _ 826 წ.წ.;

41 (55) † გიორგი II: 826 _ 838 წ.წ.;

42 (56) † გაბრიელ II: დაახ. IX ს-ის 30-50-იანი წ.წ.;

43 (57) † ილარიონი:  დაახ. IX ს-ის 50-იანი წლების ბოლო;

44 (58) † არსენ I დიდი (საფარელი): 860 _ 887 წ.წ.;

45 (59) † ევსუქი: 887 _ 908 წ.წ.;

46 (60) † კლიმენტოს: 908 _ 914 წ.წ.;

47 (61) † ბასილ II: 914 _ 930 წ.წ.;

48 (62) † მიქელ III: 930 _ 944/947 წ.წ.;

49 (63) † დავით I: 944/947 _ 955 წ.წ.;

50 (64) † არსენ II: 955 _ 980 წ.წ.

 

3. ერთიანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები

(ქართლისა და ყოვლისა აღმოსავლეთისა პატრიაქნი):

980 _ 1479 წლები

1 (65) † იოანე IV (ოქროპირი): 980 _ 1001 წ.წ.;

2 (66) † სჳმონ III: 1001 _ 1010/1012 წ.წ.;

3 (67) † მელქისედეკ I: 1010/1012 _ 1030; 1039 _ 1045 წ.წ.;

4 (68) † იოანე V (ოქროპირი): 1031 _ 1049 წ.წ.;

5 (69) † ექვთიმე I: 1049 _ 1955 წ.წ.;

6 (70) † ევსტათი I: XI ს-ის 50-იანი წლები;

7 (71) † გიორგი III (ტაოელი) - XI ს-ის 50-იანი წლები _ 1065 წ.;

8 (72) † გაბრიელ III (საფარელი): 1065 _ 1080 წ.წ.;

9 (73) † დიმიტრი: 1080 _ 1090 წ.წ.;

10 (74) † ბასილ III კარიჭისძე: 1090 _ 1100 წ.წ.;

11 (75) † იოანე VI (საფარელი): 1100 _ 1142 წ.წ.;

12 (76) † სჳმეონ IV (გულაბერისძე): 1142 _ 1146 წ.წ.;

13 (77) † საბა II: 1146 _ 1150 წ.წ.;

14 (78) † ნიკოლოზ I (გულაბერისძე): 1150 _ 1178 წ.წ.;

15 (79) † მიქელ IV: 1178 _ 1186/1187 წ.წ.;

16 (80) † თეოდორე II: 1186/1187/1188 _ 1204/1205/1206 წ.წ.;

17 (81) † ბასილ IV: 1204/1205/1206 _ 1208 წ.წ.;

18 (82) † იოანე VII `ანგელოსთა სწორი~: 1208 _ 1210 წწ.;

19 (83) † ეპიფანე (ეტიფანე): 1210 _ 1220 წ.წ.;

20 (84) † ექვთიმე II: 1220 _ 1222 წ.წ.;

21 (85) † არსენ III: 1222 _ 1225 წ.წ.;

22 (86) † გიორგი IV: 1225 _ XIII ს-ის 20-იანი წლები;

23 (87) † ნიკოლოზ II: XIII ს-ის 30-იანი წლები;

24 (88) † მიქელ V: XIII ს-ის 30-40 -იანი წლები;

25 (89) † არსენ IV (ბულმაისიმისძე): 1241/42 _ 1249/50 წ.წ.;

26 (90) † ნიკოლოზ III: 1250-1282 წ.წ.;

27 (91) † აბრაჰამ I: 1282-1310 წ.წ.;

28 (92) † ექვთიმე (ეფთჳმე) III: XIV ს. 10-20 -იანი წ.წ.;

29 (93) † ბასილი V: XIV ს-ის 30-50 -იანი წ.წ.;

30 (94) † დოროთეოზ I: 1350 _ 1356 წ.წ.;

31 (95) † შიო I: 1356 _ 1364 წ.წ.:

32 (96) † ნიკოლოზ IV: 1364 _ 1380 წ.წ.;

33 (97) † გიორგი V: 1380 _ 1397/1399 წ.წ.;

34 (98) † ელიოზი (გობირახისძე): 1397/1399 _ 1411/1419 წ.წ.;

35 (99) † მიქელ VI: 1411/1419 _ 1426 წ.წ.;

36 (100) † დავით II (მეფე ალექსანდრე I-ის ძე) – 1426 _ 1428 წ.წ.;

37 (101) † თეოდორე III: 1427; 1428/1429 _ 1435 წ.წ.;

38 (102) † დავით III გობელაძე: 1435 _ 1438/39 წ.წ.;

39 (103) † შიო II: 1438/1439 _ 1443/47 წ.წ.;

40 (104) † დავით IV (ჭავჭავას-ძე): 1443/1447 _ 1459 წ.წ.;

41 (105) † მარკოზი: 1459/1460 _ 1465/1466 წ.წ.;

42 (106) † დავით V:  1466 _ 1479 წ.წ.

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები

ერთიანი სამეფის დაშლის შემდეგ

4. აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები:

1479 _ 1811 წლები

1 (107) † ნიკოლოზ V: 1479 _ 1488/1492 წ.წ.;

2 (108) † ევაგრე: 1488 _ 1492; 1500 _ 1503 წ.წ.;

3 (109) † აბრაამ II აბალაკი: 1492 _ 1497 წ.წ.;

4 (110) † ეფრემ I: 1497 _ 1500/1503 წ.წ.;

5 (111) † დოროთეოზ II: 1503 _ 1505; 1511 _ 1516 წ.წ.;

6 (112) † იოანე VIII: 1505 _ 1509 წ.წ.;

7 (113) † დიონოსი (დიონისე): 1510 _ 1511 წ.წ.;

8 (114) † ბასილ VI:  1516/1517 _ 1528; 1529 _ 1531 წ.წ.;

9 (115) † მელქისედეკ II (ბაგრატიონი): 1528 _ 1529; 1540 _ 1545; 1548 _ 1552 წ.წ.;

10 (116) † მალაქია: 1532 _ 1534 წ.წ.;

11 (117) † გერმანე: 1434/1535 1546 წ.წ.;

12 (118) † ნიკოლოზ VI: 1546-1547 წ.წ.;

13 (119) † სვიმეონ V: 1547 _ 1548 წ.წ.;

14 (120) † ზებედე I: 1552 _ 1556 წ.წ.;

15 (121) † დომენტი I: 1556/1557 _ 1560 წ.წ.;

16 (122) † ნიკოლოზ VII (ბარათაშვილი): 1560/1561 _ 1584 წ.წ.;

17 (123) † ნიკოლოზ VIII (ბაგრატიონი): 1584 _ 1589 წ.წ.;

18 (124) † დოროთეოზ III: 1589 _ 1595 წ.წ.;

19 (125) † დომენტი II: 1595 _ 1610 წ.წ.;

20 (126) † ზებედე II: 1610 _ 1611 წ.წ.;

21 (127) † იოანე IX (ავალიშვილი): 1612 _ 1616 წ.წ.;

22 (128) † ქრისტეფორე I: 1616 _ 1622 წ.წ.;

23 (129)† ზაქარია (ჯორჯაძე): 1623 _ 1630 წ.წ.;

24 (130) † ევდემოზ I (დიასამიძე): 1630 _ 1637 წ.წ.;

25 (131) † ქრისტეფორე II (ურდუბეგაშვილი): 1638 _ 1660 წ.წ.;

26 (132) † დომენტი III ქაიხოსროს-ძე ამილახორის შვილი: 1660 _ 1676/1678 წ.წ.;

27 (133) † ნიკოლოზ IX (იოთამის ძე ამილახორის შვილი): 1678 _ 1688; 1691 _ 1696 წ.წ.;

28 (134) † იოანე X (დიასამიძე): 1688 _ 1691; 1696 _ 1700 წ.წ.;

29 (135) † ევდემოზ II (დიასამიძე): 1701 _ 1705 წ.წ.;

30 (136) † დომენტი IV (დამიანე ლევანის ძე ბაგრატიონი): 1705 _ 1741 წ.წ. (1725 წ. 21/II _ 1739 წ. 27/XI ქართლში არ იმყოფებოდა);

31 (137) † ბესარიონ (ბარათაშვილი-ორბელიშვილი): 1725 _ 1737 წწ.

32 (138) † კირილე II: 1737 _ 1739 წ.წ.;

33 (139) † ნიკოლოზ X (ხერხეულიძე): 1741 _ 1744 წ.წ.;

34 (140) † ანტონ I (იესეს ძე ბაგრატიონი): 1744 _ 1755; 1764 _ 1788 წ.წ.;

35 (141) † იოსები (ჯანდიერიშვილი): 1755 _ 1764 წ.წ.;

36 (142) † ანტონ II (ერეკლეს ძე ბაგრატიონი): 1788 _ 1811 წ.წ.

 

5. დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის)

კათოლიკოსები

1. † სვიმეონი: სავარაუდოდ XI ს-ის ბოლო ან XII ს-ის დასაწყისი;

2. † ნიკოლოზი I ბედიელ-ყოფილი: XIII ს-ის დასასრული;

3. † დანიელი: XIV ს-ის II ნახევარი;

4. † არსენი: 1390 წ.;

5. † იოანე (იოაკიმე) (შემადავლე დადიანის დროს): 1455 _ 1474 წ.წ.;

6. † სტეფანე: 1490 _ 1516 წ.წ.

 

6. დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის)

კათოლიკოს-პატრიარქები

1 (7) † მალაქია I (აბაშიძე): 1519 _ 1542 წ.წ.;

2 (8) † ევდემონ I (ჩხეტიძე): 1543 _ 1578 წ.წ.;

3 (9) † ეფთვიმე (ექვთიმე) I (საყვარელიძე): 1578 _ 1605 წ.წ.;

4 (10) † მალაქია II (გურიელი): 1605 _ 1612 წ.წ.;

5 (11) † გრიგოლ I: 1612 _ 1628 წ.წ.;

6 (12) † მაქსიმე I (მაჭუტაძე): 1628 _ 1656 წ.წ.;

7 (13) † ბესარიონ I: 1639 _ 1656 წ.წ.;

8 (14) † ზაქარია (ქვარიანი): 1657 _ 1660 წ.წ. (კათოლიკოსის კათედრა ბიჭვინთიდან გელათში გადმოიტანა);

9 (15) † სვიმონ I (ჩხეტიძე): 1660 _ 1666 წ.წ.;

10 (16) † ევდემონ II (საყვარელიძე): 1666 _ 1669 წ.წ.;

11 (17) † ეფთვიმე (ექვთიმე) II (საყვარელიძე): 1669 _ 1673 წ.წ.;

12 (18) † დავითი (ნემსაძე): 1673 _ 1696 წ.წ.;

13 (19) † გრიგოლ II (ბეჟანის ძე ლორთქიფანიძე): 1696 _ 1742 წ.წ.;

14 (20) † გერმანე (წულუკიძე): 1742 _ 1754 წ.წ.;

15 (21) † ბესარიონ II (ერისთავი): 1755 _ 1766 წ.წ.;

16 (22) † იოსები (ალექსანდრეს ძე ბაგრატიონი): 1767 _ 1776 წ.წ.;

17 (23) † მაქსიმე II (აბაშიძე): 1776 _ 1795 წ.წ.;

18 (24) † დოსითეოსი (წერეთელი), ქუთათელი მიტროპოლიტი: 1795 _ 1814 წ.წ.

 

7. რუსეთის წმიდა სინოდის მიერ დანიშნული _

საქართველოს ეგზარქოსები:

1811/1815 _ 1917 წლები

1. მიტროპოლიტი ვარლამ ერისთავი: 1811 _ 1817 წ.წ.;

2. მიტროპოლიტი თეოფილაქტე რუსანოვი: 1817 _ 1821 წ.წ.;

3. მიტროპოლიტი იოანე ვასილევსკი: 1821 _ 1832 წ.წ.;

4. მიტროპოლიტი მოსე ბოგდავოვ-პლატონოვი: 1832 _ 1834 წ.წ.;

5. მიტროპოლიტი ევგენი ბაჟენოვი: 1834 _ 1844 წ.წ.;

6. მიტროპოლიტი ისიდორე ნიკოლსკი: 1844 _ 1858 წ.წ.;

7. მიტროპოლიტი ევსევი ილინსკი: 1858 _ 1877 წ.წ.;

8. მიტროპოლიტი იოანიკე რუდნევი: 1877 _ 1882 წ.წ.;

9. მიტროპოლიტი პავლე ლებედევი: 1882 _ 1887 წ.წ.;

10. მიტროპოლიტი პალადინ რაევი: 1887 _ 1892 წ.წ.;

11. მიტროპოლიტი ვლადიმერ ბოგოიავლენსკი: 1892 _ 1898 წ.წ.;

12. მიტროპოლიტი ფლაბიანე გოროდეცკი: 1898 _ 1901 წ.წ.;

13. მიტროპოლიტი ალექსეი I ოპოცკი: 1901 _ 1905 წ.წ.;

14. მიტროპოლიტი ნიკოლოს ნალიმოვი: 1905 _ 1906 წ.წ.;

15. მიტროპოლიტი Nიკონ სოფიისკი: 1906 _ 1908 წ.წ.;

16. მიტროპოლიტი ინოკენტი ბელიაევი: 1909 _ 1913 წ.წ.;

17. მიტროპოლიტი ალექსეი II მოლჩანოვი: 1913 _ 1914 წ.წ.;

18. მიტროპოლიტი პიტირიმე ოკნოვი: 1914 _ 1915 წ.წ.;

19. მიტროპოლიტი პლატონ როჟდესტვენსკი: 1915 _ 1917 წ.წ.

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები

ავტოკეფალიის აღდგენიდან (1917 წ.)

 

8. უწმიდესი და უნეტარესი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

1 (143) † კირიონ II (საძაგლიშვილი): 1917 _ 1917 წ.წ.

 

9. უწმიდესი და უნეტარესი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი

1 (144) † ლეონიდე (ოქროპირიძე): 1918 _ 1921 წ.წ.;

2 (145) † ამბროსი (ხელაია): 1921 _ 1927 წ.წ.;

3 (146) † ქრისტეფორე III (ციცქიშვილი): 1927 _ 1932 წ.წ.;

4 (147) † კალისტრატე (ცინცაძე): 1932 _ 1952 წ.წ.;

5 (148) † მელქისედეკ III (ფხალაძე): 1952 _ 1960 წ.წ.;

6 (149) † ეფრემ II (სიდამონიძე): 1960 _ 1972 წ.წ.;

7 (150) † დავით VI (დევდარიანი): 1972 _ 1977 წ.წ.

8 (151) † ილია II (შიოლაშვილი): 1977 წლიდან

 

10. `უწმინდესი და უნეტარესი,

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,

მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და

მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა~

1 (151) † ილია II (შიოლაშვილი): 2010 წლის 21 დეკემბრიდან

 

საბა  სალუაშვილი