Print

როდის და ვის მიერაა დაწერილი მოქცევაი ქართლისაი

როდის და ვის მიერაა

შედგენილი

„მოქცევაჲ ქართლისაჲ“

 

დღეისათვის ცნობილ ქართულ საისტორიო თხზულებათა შორის უძველესი ძეგლი ,,მოქცევაO ქართლისაO~ აღმოჩენა-გამოქვეყნების დღიდანვე მოექცა ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

,,მოქცევაO ქართლისაOს~ ოთხი ცნობილი რედაქციიდან _ ორი, მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის გასაყარზე (შატბერდული და ჭელიშური _ ავტ.), ხოლო ორი (სინ 48 და 50 _ ავტ.) კი _ მეოცე საუკუნის მიწურულს იქნა აღმოჩენილი~ (1, გვ.3).

1888 წ. ნ. მარის მიერ აღწერილ ხელნაწერთა შორის აღმოჩენილი, და მის მიერვე #1141 დანომრილი ტექსტი, 1890 წ. ექვთ. თაყაიშვილმა დაბეჭდა პირველად და მას `შატბერდის კრებული~ უწოდა, რომელიც საბოლოოდ X ს. 70-იან წლებში შესრულებულად იქნა მიჩნეული (იხ. 2, გვ.15, 26).

1903 წელს არქიმანდრიტ ამბროსი ხელაიას მიერ აღმოჩენილ `ჭელიშურ ხელნაწერად~ სახელდებულ კრებულში შემავალი `მოქცევაO ქართლისაOს~ ტექსტი XIV-XV ს.ს. უნდა იყოს შესრულებული (იხ. 4, გვ.149).

მეოცე საუკუნის 90-იან წლებში სინას მთაზე ზ. ალექსიძის მიერ აღმოჩენილი ,,მოქცევაO ქართლისაOს~ ორი ხელნაწერი: სინ-48 და სინ-50 ტექსტი, პირველად, მის მიერვე 2007 წელს იქნა გამოცემული, და შესაბამისად X ს. დასაწყისსა და IX-X ს.ს. გასაყარზე შესრულებულად იქნა მიჩნეული (იხ. 4, გვ.7-8).

ჯერ კიდევ 1910 წელს ,,...ექვ. თაყაიშვილმა გამოაქვეყნა ,,მოქცევაO ქართლისაOს~ ორი ვარიანტი: შატბერდული და ჭელიშური ვარიანტები ერთად~ (2, გვ.16).

მოგვიანებით, კერძოდ კი _ 1963 წ. ილ. აბულაძემ პირველად გამოაქვეყნა ,,მოქცევაO ქართლისაOს~ შატბერდული და ჭელიშური ხელნაწერების ერთმანეთის პარალელური ტექსტი (იხ. 5, გვ.81-163).

2010 წელს ჩვენს მიერ მომზადდა და დღის სინათლე იხილა _ სინური (48 და 50), შატბერდული და ჭელიშური ხელნაწერების ურთიერთპარალელური ტექსტების კრებულმა (1, გვ.10-131), რამაც დაინტერესებულ მკითხველს საშუალება მისცა თვალი მიადევნოს ,,მოქცევაO ქართლისაOს~თავდაპირველი ვარიანტისაგან რა სავარაუდო განსხვავება-მსგავსებით გამოირჩევა დღეისათვის ჩვენს ხელთ არსებული ხელნაწერები.

ბუნებრივია ,,მოქცევაO ქართლისაOს~ თავდაპირველად შექმნილი ძეგლის არ არსებობა, ხელს უშლის დღეისათვის ცნობილი ოთხი ხელნაწერის დედანთან მსგავსების ხარისხის დადგენას. ყოველივე ამას, ემატება ისიც, რომ, მიუხედავად არაერთი თაობის მეცნიერთა კვლევა-ძიებისა, დღემდე ვერ ხერხდება ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება, არა მარტო იმაზე თუ როდის დაიწერა ,,მოქცევაO ქართლისაOს~ სახელით ცნობილი ძეგლის დედანი, არამედ ბოლომდე გაურკვეველია, თუ როგორი თანამიმდევრობით იწერებოდა მასში შემავალი ცალკეული თავები.

დღეისათვის ცნობილ ხელნაწერთა დათარიღება, საშუალებას იძლევა გამოკვეთილად დადგინდეს განსახილველი ძეგლის შექმნის მხოლოდ ზედა მიჯნა, რაც სინ-50-ის მიხედვით IX-X ს.ს. გასაყარზე მოდის.

თავისთავად ცხადია ისიც, რომ ქართლის სამეფოში ქრისტიანობის სახელმწიფო დონეზე დამკვიდრების ისტორიის აღმწერი ,,მოქცევაO ქართლისაO~, ვერ დაიწერებოდა IV ს. 20-იან წლებზე უფრო ადრე, რამეთუ სავარაუდოდ სწორედ დროის ამ მონაკვეთში მოხდა ქართლის სამეფო კარის ქრისტეს რჯულზე მოქცევა.

ამდენად, ,,მოცქევაO ქართლისაOს~ თავდაპირველი ვარიანტი, თითქოსდა: IV ს. I ნახევარსა და IX-X საუკუნეთა მიჯნას შორის არსებულ დროში დაწერილად უნდა მივიჩნიოთ. თუმცა, ასეთი მსჯელობაც არ შეიძლება მართებული იყოს. საქმე ისაა, რომ, როგორც ცნობილია, ,,მოქცევაO ქართლისაO~ ორი პირობითი ნაწილისაგან _ ,,ქრონიკები~ და ,,წმ. ნინოს ცხოვრება~ _ შედგება. ძეგლის მთლიანობაში საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული შეხედულების თანახმად _ სხვადასხვა დროს უნდა იყოს დაწერილი არა მარტო ძეგლის ორივე ნაწილი, არამედ სხვადასხვა წლების რედაქტირების კვალი იკითხება თითოეული ამ ნაწილის ცალკეულ ტექსტსა, თუ შემადგენელ მონაკვეთებში. გარდა ამისა, ვერც იმაზე შეიქმნა ერთიანი აზრი, თუ როდის უნდა მომხდარიყო ამ ორი ნაწილის გაერთიანება. და ეს მაშინ, როდესაც მეცნიერთა ერთ ჯგუფს ,,მოქცევაO ქართლისაO~, საერთოდ ერთიან თხზულებად მიაჩნიათ.

როგორც ვხედავთ აზრთა სხვადასხვაობა სახეზეა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე წინამდებარე ნაშრომის მიზანია შეძლებისდაგვარად მოხერხდეს ზემოთდასმულ კითხვებზე პასუხის მოძიება. მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი დღეისათვის ჩვენს ხელთ არებულ მასალას, და შევეცადოთ გავერკვეთ იმაში, თუ როდის, და ვის მიერ უნდა იყოს შედგენილი, როგორც ძეგლში შემავალი თითოეული მონაკვეთი, ასევე `მოქცევაO ქართლისაOს~ მთლიანი ტექსტი.

აღნიშნული საკითხის გადასაჭრელად, ჩვენი საუბარი `მოქცევაO ქართლისაOს~ მეორე ნაწილად მიჩნეული `წმ. ნინოს ცხოვრების~ ე.წ. ვრცელი რედაქციის გამოკვლევით გვინდა დავიწყოთ.

 

`წმ. ნინოს ცხოვრების~ ვრცელი

რედაქციის სტრუქტურული ასპექტები

`მოქცევაO ქართლისაOს~ დღეისათვის ცნობილი ოთხი ხელნაწერიდან, `წმ. ნინოს ცხოვრების~ ე.წ. ვრცელი რედაქცია მხოლოდ სამ მათგანშია წარმოდგენილი. ამასთან _ `...ვრცელ ,,ნინოს ცხოვრებაში~, როგორც წესი, ყველა ფაქტს თავისი მხილველი და მთხრობელი ჰყავს. ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს შესავალი, რომლითაც იხსნება კრებული. აქ აღწერილი მოვლენების გადმომცემი პიროვნება დასახელებული არ არის...~ (6, გვ.149).

მ. ჩხარტიშვილის ამ მოსაზრების გვერდით, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ძეგლში ე.წ. ,,შესავლის~ (იხ. 49, გვ.34-35) გარდა კიდევ მოიპოვება  უსახელო ავტორის მიერ აღწერილი მონაკვეთი. აქვე უნდა ითქვას, რომ სამივე რედაქციაში წარმოდგენილი ზოგადი თხრობის ერთიდაიგივეობის მიუხდედავად, მათში აღწერილი ამბები სხვადასხვა თანამიმდევრობითაა გადმოცემული. ამ თვალთახედვით, თხზულებაში დაცული ზოგადი სურათი ასეთია:

_ `თავი ბ~ (თავ `ა~-ში ე. წ. `ქრონიკების~ ტექსტია წარმოდგენილი) სამივე ხელნაწერში თითქმის ერთნაირი სათაურითაა წარმოდგენილი (თუმცა სინ-50 -ში იგი გამოყოფილი არ არის) (იხ.1, გვ.34). აღნიშნული თხრობის პირველ ნაწილს ე.წ. ,,შესავალსაც~ უწოდებენ (მაგ. 6, გვ.149), რომლის დასრულების შემდეგაც, ჭელიშურ რედაქციაში, სინურისაგან განსხვავებით, სინგურითაა გამოყოფილი მომდევნო თხრობა, რომელიც შატბერდულში საერთოდ არ არის შემონახული (იხ. 1, გვ.36);

_ `თავი გ~-ს სათაური მხოლოდ შატბერდულ ხელნაწერშია დაცული (იხ. 1, გვ.47), თუმცა ავტორი მითიებული არაა;

_ `თავი დ~ ასევე მხოლოდ შატბერდულშია დასათაურებული: `აღწერილი მისივე სალომე უჟარმელისაO~ (1, გვ.55), საიდანაც იმასაც ვგებულობთ, რომ `თავი გ~ და `თავი დ~ ერთიდაიმავე ავტორის, ანუ _ სალომე უჟარმელის მიერ უნდა იყოს შედგენილი;

_ `თავი ე~. შატბერდულ რედაქციაში ეს თავი დაკარგულია. თუმცა, სინური და ჭელიშური ხელნაწერის მიხედვით აღწერილი თხრობა, შატბერდული რედაქციის ,,ზ~ თავშია წარმოდგენილი. სამივე რედაქციაში, აღნიშნულ მონაკვეთებში დაცული თხრობის ავტორად აბიათარის ასული სიდონიაა დასახელებული (იხ. 1, გვ. 75);

_ `თავ ვ~. შატბერდულ ხელნაწერში დაცული სალომე უჟარმელის ეს თხრობა, სინურსა და ჭელიშურში დასათაურების გარეშეა მოცემული, და შესაბამისი ხელნაწერის ,,თავი დ~-სეული თხრობის ბოლოშია წარმოდგენილი.

მეორეს მხრივ სინურსა და ჭელიშურში, ,,თავი ვ~-დ სახელდებული დასათაურებით გადმოცემულ თხრობა, შატბერდულის ,,თავ Q~-შია დაცული, და სამივე ხელნაწერში მათ ავტორად სიდონიაა დასახელებული (იხ. 1, გვ.84);

_ ,,თავი ზ~. შატბერდულისეული ,,ზ~ თავად სახელდებული თხრობა, როგორც ითქვა სინური და ჭელიშური ხელნაწერის ,,ე~ თავშია გადმოცემული. თავის მხრივ სინური და ჭელიშურის ,,ზ~ თავში აღწერილი ამბები შატბერდული ხელნაწერის ,,თ~ თავშია წარმოდგენილი და მათ ავტორად (სამივეგან) სიდონიაა დასახელებული (იხ.1 გვ.90);

_ ,,თავი Q~, როგორც ზემოთ ითქვა შატბერდულში ,,Q~ თავად სახელდებული თხრობა სინურისა და ჭელიშურის ,,ვ~ თავშია მოცემული. მეორეს მხრივ შატბერდელში, სინურსა და ჭელიშურში ,,Q~ თავად სახელდებული თხრობა, სათაურის გარეშეა დაფიქსირებული.

სინურსა და ჭელიშურში, სიდონიას სახელს მიკუთვნებული ,,ზ~ თავის თხრობის მომდევნო ,,Q~ თავის სათაურიდან _ ,,მისივე აღწერილი აღშენებისათვის ეკლესიათაOსა~ (49, გვ.95), ვგებულობთ, რომ ამ თავისეული თხრობის ავტორი ასევე სიდონიაა;

_ ,,თავი თ~. შატბერდულისეული ,,თ~ თავად სახელდებული თხრობა, როგორც აღინიშნა, სინურსა და ჭელიშურში დაცულ ,,ზ~ თავშია წარმოდგენილი (იხ. 1, გვ.90).

თავის მხრივ, სინური და ჭელიშური ,,თ~ თავის ამბები, შატბერდულ ხელნაწერში ,,იბ~ თავშია დაცული (იხ. 1, გვ.104). სამივე ხელნაწერი ამ მონაკვეთის აღმწერად აბიათარ მღვდელს ასახელებს.

_ ,,თავი ი~. აღნიშნული თავი შატბერდულში საერთოდ არ არის შემორჩენილი. სინურსა და ჭელიშურში ,,ი~ თავად სახელდებული თხრობა, შატბერდულ ხელნაწერში ,,იე~ თავშია გადმოცემული . სამივე რედაქცია ამ ამბის ავტორად მირიან მეფეს ასახელებს (იხ. 1, გვ.122);

_ `თავი ია~. შატბერდული ხელნაწერის ამ თავში დაფიქსირებული თხრობა სინურსა და ჭელიშურში გამოყოფილი არ არის, და იგი, მათში, `Q~ თავის ბოლოშია წარმოდგენილი (იხ.1, გვ.102).

თავის მხრივ ჭელიშურის ,,თავი ია~-ში აღწერილი თხრობა, შატბერდულის ,,იგ~ თავშია დაცული, ხოლო სინურში, წარმოდგენილი თხრობა, თავის მითითების გარეშეა მოცემული (იხ. 1, გვ.110), და ხელნაწერის ბოლოშია დართული.

სინური და შატბერდული ხელნაწერები ამ ამბების აღმწერად იაკობ მღვდელს ასახელებს; ხოლო ჭელიშური მეორე თანაავტორსაც _ ,,იოანე მთავარეპისკოპოსს~-აც წარმოგვიჩენს;

_ ,,თავი იბ~. როგორც ითქვა, შატბერდულისეული ,,იბ~ თავის აბიათარ მღვდელისეული ეს თხრობა სინურსა და ჭელიშურში ,,ა~ თავშია გადმოცემული (იხ. გვ.104). თავის მხრივ სინური და ჭელიშური ხელნაწერები, მიზეზთა გამო, ,,იბ~ თავს არ შეიცავენ;

_ ,,თავი იგ~. სინურსა და ჭელიშურში აღნიშნული თავი არ არის დაცული. შატბერდულისეული ,,იგ~ თავში აღწერილი ამბები, როგორც ითქვა, ჭელიშურში ,,ია~-თავშია წარმოდგენილი; ხოლო სინურში, ეს თხრობა, თავის მითითების გარეშეა მოცემული, და ხელნაწერის ბოლოშია დაცული (ავტორთა თაობაზე იხ. ზემოთ ,,თავი ია~-სეული აღწერა) (იხ. 1, გვ.110).

_ `თავი იდ~. სინურსა და ჭელიშურში აღნიშნული თავები დაცული არ არის. შატბერდულ ხელნაწერში, ავტორის მითითების გარეშე წარმოდგენილი ეს თხრობა ასეა დასათაურებული _ ,,აღმართებაO პატიოსნისა ჯუარისა მცხეთისა და მერმე კუალად გამოჩინებაO. თავი :იდ:~ (იხ.1, გვ.118);

_ ,,თავი იე~. სინურსა და ჭელიშურში აღნიშნული თავები დაცული არ არის. შატბერდული ხელნაწერის ,,იე~ თავად სახელდებული თხრობა, როგორც ითქვა სინურისა და ჭელიშური ხელნაწერების ,,ი~ თავშია წარმოდგენილი და მის ავტორად მირიან მეფეა დასახელებული (იხ. 1, გვ.122).

ამდენად, როგორც ვხედავთ ,,წმ. ნინოს ცხოვრების~ ე.წ. ვრცელი რედაქცია ,,მოქცევაO ქართლისაOს~ თოთხმეტ: ,,ბ~ _ ,,იე~ თავს მოიცავს. ამასთანავე _ სინ 50 -ში აკლია _ თავი ა; თავი ია; თავი იბ; თავი იგ; თავი იდ; თავი იე; შატბერდულ კრებულში დაკარგულია: თავი ე; და თავი ი; ხოლო _ ჭელიშურში, მიზეზა გამო, არ არის: თავი ა; თავი იბ; თავი იგ; თავი იდ; თავი იე~ 1, გვ.7).

კონკრეტული თავების ავტორები, სამივე ხელნაწერის მიხედვით, გახლავან:

_ სინური ხელნაწერის მიხედვით: სიდონია (თავი: ე, ვ, ზ და Q,) აბიათარ მღვდელი (თავი ა), იაკობ მღვდელი (თავის მითითების გარეშე მოცემული დასათაურების მქონე თხრობა ხელნაწერის ბოლოშია დართული) და მირიან მეფე (თავი ი, და თავის მითითების გარეშე წარმოდგენილი ანდერძი _იხ. 1, გვ.129);

_ შატბერდული ხელნაწერის მიხედვით: სალომე უჟარმელი (თავი: გ, დ და ვ); სიდონია (თავი: ზ, Q, თ, ია), აბიათარ მღვდელი (თავი იბ); იაკობი (თავი იგ და იე, რომლის თანაავტორად მირიან მეფეა გამოყვანილი); მირიან მეფე (თავი იე, რომლის `თანაავტორიც~ _ იაკობია, და ბოლოში დართული ანდერძი);

_ ჭელიშური ხელნაწერის მიხედვით: სიდონია (თავი: ე, ი, ზ, Q), აბითარ მღვდელი (თავი ა), იაკობი და იოანე (თავი ია) და მირიან მეფე (თავი ი, და ხელნაწერის ბოლოში დართული ანდერძი _ ი. 1, გვ.129).

ყოველივე ზემოთქმულს თუ შევაჯერებთ, წარმოდგენილ ავტორთა ზოგადი სურათი ასეთ სახეს მიიღებს:

_ აბიათარ მღვდელი ავტორია ერთი თავისა (სინურსა და შატბერდულში ესა: თავი თ; ხოლო ჭელიშურში: თავი იბ) (იხ. 1, გვ.104);

_ იაკობ მღვდელი, თავის მხრივ ავტორია ერთი თავისა (შატბერდულში: თავი იგ, ჭელიშურში: თავი ია, სინურში ნომრის გარეშე _ იხ. 1, გვ.110), რომლის თანაავტორადაც ჭელიშურ ხელნაწერში იოანე მთავარეპისკოპოსია დასახელებული.

მეორეს მხრივ, მირიან მეფის მიერ დაწერილი ,,წიგნის~ სათაურში მინიშნებულია _,,...დაწერია ხელითა იაკობ მთავარეპისკოპოზისაOთა...~-ო (სინური და შატბერდული _ იხ. 1, გვ.122) ანუ აქ იაკობი _ მირიანის მიერ ,,დაწერილი წიგნის~ ჩამწერადაა მოხსენიებული;

_ მირიან მეფეს მიეწერება ორი მონაკვეთის ავტორობა (სინურსა და ჭელიშურში: თავი ი, ხოლო შატბერდულში: თავი იე; და მეორე _ შატბერდულსა და ჭელიშურში ხელნაწერის ბოლოში დართული ანდერძი) (იხ. 1, გვ.122-131);

_ სალომე უჟარმელის ავტორობით აღწერილი სამი მონაკვეთი მხოლოდ შატბერდულ ხელნაწერშია დაცული, ესაა: თავი გ, დ და ვ. ამასთანავე სინურსა და ჭელიშურში თავ: გ და დ-ში, იგივე თხრობა, ავტორის მითითების გარეშეა მოცემული; ხოლო შატბერდული ,,თავი ვ~-ს შესაბამისი თხრობა, ,,თავი დ~-ს ბოლოშია წარმოდგენილი (იხ. 1, გვ.66).

 გარდა ამისა, სინურსა (თავი ი) და შატბერდულში (თავი იე) მირიანის ავტორობით და იაკობ მღვდლის ხელით ჩაწერილი თავის სათაურიდან ვგებულობთ _ ,,წიგნი რომელი დაწერა მირიან მეფემან ქართლისამან ჟამსა სიკუდილისასა აღწერა Pელითა იაკობ მთავარეპისკოპოსისაOთა და მისცა სალომეს უჟარმელსა, ძის ცოლსა თGსსა რომელი მეცნიერ იყო ყოველსავე ჭეშმარიტად~ (1, გვ.122 _ შატბერდული). მაშასადამე, სალომე უჟარმელი მირიანის მიერ ,,დაწერილი წიგნის~ ერთგვარი ,,შემნახველი~, თუ _ რედაქტორი გამოდის;

_ სიდონია, აბიათარ მღვდლის ასული ხუთი მონაკვეთის ავტორად უნდა გვევლინებოდეს. ესენია: თავი ე (შატბერდულში თავი ზ) (იხ. გვ.75); თავი ვ (შატბერდულში თავი Q) (იხ. 1, გვ.84); თავი ზ (შატბერდულში თავი ა) (იხ. გვ.90); თავი Q (შატბერდულში უსათაუროა) (იხ. 1, გვ.95) და თავი ია (სინურსა და ჭელიშურში უსათაუროა) (იხ. 1, გვ.102).

ყოველივე ზემოთქმულიდან, შეგვიძლია ასეთი დასკვნა გავაკეთოთ:

_ `მოქცევაO ქართლისაOს~ ე.წ. მეორე ნაწილი _ ,,წმ. ნინოს ცხოვრების~ ვრცელი რედაქცია მთლიანობაში თოთხმეტი თავისაგანაა შემდგარი;

_ დღეისათვის აღმოჩენილი ხელნაწერებიდან, უავტოროდ მოცემულია მხოლოდ შატბერდულ კრებულში დაცული: ,,თავი იდ~, სახელდებით _ ,,აღმართებაO პატიოსნისა ჯუარისა მცხეთისა და მერმე კუალად გამოჩინებაO~ (1, გვ.118). (აღნიშნული თავი _ ,,ცალკე საკითხავად არის შეტანილი A-144 ხელნაწერში...~ _ იხ. 2, გვ.35);

_ და ბოლოს ,,წმ. ნინოს ცხოვრების~ ე.წ. ვრცელი რედაქცია მთლიანობაში სამი პირობითი ნაწილისაგან შედგება, ესენია:

1) შესავალი (ავტორის მითითების გარეშე); 2) თავები, რომელთა ავტორების დადგენაც შესაძლებელია; და _ 3) ავტორის გარეშე წარმოდგენლი თავი, რომელიც მხოლოდ შატბერდულ კრებულშია დაცული.

კვლევის გაგრძელებამდე, მოდით მოკლედ გავიხსენოთ ძეგლის შექმნის თაობაზე არსებუილ მოსაზრებანი.

 

,,მოქცევაჲ ქართლისაჲს“

თავდაპირველი რედაქციის შექმნის

სავარაუდო დრო

ჩვენამდე მოღწეული ქართული ისტორიოგრაფიის უძველესი ძეგლის _ თავდაპირველი რედაქციის შექმნის სავარაუდო დროის თაობაზე, მეცნიერთა შორის დღესაც კამათია. აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, შესაბამის არგუმენტებზე დაყრდნობით, გამოთქმულია სხვადასხვა მოსაზრება.

წინამდებარე თავში შევეცდებით თავი მოვუყაროთ დღემდე გამოთქმულ შეხედულებებს და მოკლედ შევეხოთ თითოეულ მათგანს.

თხრობის გაგრძელებამდე, მოდით ძეგლის შექმნის ქვედა და ზედა მიჯნების თაობაზე უფრო დეტალურად ვისაუბროთ.

განსახილველი ძეგლის შექმნის ქვედა მიჯნა თავისთავად უკავშირდება ქართლის სამეფოს გაქრისტიანების თარიღს. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ზოგადად, ქართლის სამეფოს გაქრისტიანების თარიღი: IV ს-ის I ნახევარშია საძიებელი; უფრო ზუსტად კი, ჩვენის აზრით, აღნიშნული თარიღი IV ს-ის 20-იან წლებზე უნდა მოდიოდეს. შესაბამისად ,,მოქცევაO ქართლისაOს~ თავდაპირველი რედაქციის შექმნის ქვედა მიჯნა სწორედაც, რომ IV ს-ის I ნახევრის სიახლოვესაა სავარაუდებელი.

,,მოქცევაO ქართლისაO~ I ნაწილში ე.წ. ,,ქრონიკებში~, ისტორიულ ამბავთა თხრობა IX ს-ის ჩათვლითაა გადმოცემული. მეორეს მხრივ, განსახილველი თხზულების დღეისათვის ცნობილი 4 რედაქციიდან უძველესად სინ-50 ხელნაწერია მიჩნეული, რომელიც სავარაუდოდ IX-X ს-ის გასაყარზეა შექმილი. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ძნელი აღარაა ვივარაუდოთ, რომ ,,მოქცევაO ქართლისაOს~ შექმნის ზედა ზღვარი სწორედაც რომ: IXს-ზე მოდის.

,,მოქცევაO ქართლისაOმ~, გამოქვეყნებისთანავე (1888-1890 წ.წ.), მეცნიერთა შორის დიდი დაინტერესება ჰპოვა. ყველასათვის ნათელი გახდა, რომ სახეზე იყო ძეგლის არა თავდაპირველი, არამედ _ მოგვიანებით რედაქტირებული ვარიანტი. დაიწყო მსჯელობა, თუ როდის შეიძლებოდა შედგენილიყო ,,მოქცევაO ქართლისაOს~ თავდაპირველი რედაქცია.

ყველაზე გვიანდელი თარიღი, რომელიც გამოთქმულია ,,მოქცევაO ქართლისაO~ თავდაპირველი რედაქციის შექმნის თაობაზე, ივ. ჯავახიშვილს ეკუთვნის. მისი დაკვირვებით, განსახილველი თხზულება, IX საუკუნეში შექმნილი ძეგლია და ამის დასადასტურებლად თავად ტექსტში არსებულ ერთ კონკრეტულ მინიშნებას იმოწმებს _ ,,...ეს მატიანე შეუძლებელია IX საუკუნეზე უწინარეს იყოს შედგენილი იმიტომ, რომ როგორც განსვენებულმა პროფ. ბოლოტოვმა სამართლიანად აღნიშნა, იქ ერთი მსხვილი ქრონოლოგიური შეცდომა მოიპოვება და სასანელთა მეფეების დედაქალაქად ბაღდადია დასახელებული... რომელიც იმ დროს ჯერ არ არსებობდა, რადგან მის აგებას მხოლოდ 762 წელს შეუდგნენ... ეს გარემოება მემატიანეს აღარა სცოდნია, ხოლო მას რომ თუნდ VIII საუკუნეში ეცხოვრა, უნდა სცოდნოდა, როდის ააგეს ქ. ბაღდადი, როგორც ეს იცოდა მაგალითად იოანე საბანის ძემ... ამის გამო ჭკუაზე უფრო ახლოს იქნება ვიფიქროთ, რომ მოქცევაO ქართლისაOს მატიანე IX საუკუნეშია შედგენილი...~ (7, გვ.114).

თავის დროზე, ,,მოქცევაO ქართლისაOს~ თავდაპირველი ვარიანტის IX ს-ში შექმნის ვერსია გაიზიარა კ. კეკელიძემაც, რომელსაც თავისი მოსაზრების გასამყარებლად საკმაო რაოდენობის არგუმენტაცია მოჰყავს _ ,,... როდისაა დაწერილი ეს თხზულება? მხედველობაში გვაქვს მთლიანი თხზულების, კრებულის, შედგენის დრო და არა შემადგენელი მისი ნაწილებისა, რომელთაგან, შეიძლება ზოგიერთი მართლაც შედარებით ძველი იყოს. ამ მხრივ ყურადღება უნდა მივაქციოთ შემდეგ გარემოებას: 1) თხზულებაში დასახელებულია ქალაქი ბაღდადი, როგორც დედაქალაქი სასანიანთა მეფეებისა, ბაღდადი კი, ჩვენ ვიცით, აგებულია 762 წელს; 2) სია მეფე-ერისთავებისა მოყვანილია აშოტ კურაპალატის (გარდ. 836 წ.) და მისი შვილის გუარამის (გარდ. 882 წ.) დრომდე, ესე იგი მეცხრე საუკუნის მეორე ნახევრამდე; 3) თხზულებებში გვხვდება მთელი წინადადება ახალ სპარსულ ენაზე, რომელსაც მეცხრე საუკუნის მეორე ნახევარზე ადრე ადგილი ვერ ექნებოდა; 4) თხრობა აღმართებისათვის პატიოსნისა ჯვარისა და კირილე იერუსალიმელის ეპისტოლე, რომლებითაც, როგორც ვთქვით, ავტორს უსარგებლია, ქართულ მწერლობაში შემოსული უნდა იყოს არაუადრეს მერვე საუკუნის გასვლის ან მეცხრის დამდეგისა, ვინაიდან პირველად ისინი გვხვდება ჩვენ სინას მთაზე დაცულ 864 წლის ,,მრავალთავში~, მაშასადამე, ამაზე ადრე ეს კრებული ვერ დაიწერებოდა; 5) თხზულების მიზანია, როგორც აღვნიშნეთ, დაამტკიცოს, რომ ქართველებს თავისი საკუთარი განმანათლებელი ჰყავს, რომელიც სომხის მისიონერებისაგან, კერძოდ, გრიგოლ განმანათლებელისაგან სრულიად დამოუკიდებელია... 6) თხზულებაში ჩანს წმ. გიორგის კულტი, რომელიც განმტკიცდა ჩვენში არაუადრეს IX საუკუნის II ნახევრისა; 7) აქ ნახმარია მარტის წელიწადი, რომელიც მეცხრე საუკუნის პირველ ნახევარში შემოვიდა ჩვენში; 8) თხზულებამ იცის პანოდორე ალექსანდრიელის წელთაღრიცხვა, რომელიც აგრეთვე მეცხრე საუკნეში იდგამს ფეხს ჩვენში. ყოველივე ამ მოსაზრების გამო ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კრებული შედგენილია არაუადრეს მეცხრე საუკუნისა, დაახლოებით მის უკანასკნელ მეოთხედში...~ (8, გვ. 530-531). (იხ. აგრეთვე: 9, გვ.523; 10, გვ.91).

,,მოქცევაO ქართლისაO IXს-ში მექნის მოსაზრებას იზიარებს აგრეთვე ც. ქურციკიძეც (იხ. 1. გვ.67).

აღნიშნულისაგან განსხვავებულ მოსაზრებას გვთავაზობს პ. ინგოროყვა. მისი დაკვირვებით ,,მოქცევაO ქართლისაOს~ მეორე ნაწილი _ ,,წმ. ნინოს ცხოვრების~ თავდაპირველი ვარიანტი VIII ს-ში უნდა იყოს შესრულებული (იხ.12, გვ.525).

თავად ძეგლის პირველად გამომქვეყნებელის ე. თაყაიშვილის აზრით, ის ფაქტი, რომ ქრონიკებში გაბმული თხრობა ქართლის სახელმწიფოებრიობის წარმოქმნიდან მოყოლებული _ სტეფანოზ II-ის ერისმთავრობამდე, ანუ VII ს-ის II ნახევრამდე გრძელდება, და რომ მის შემდეგ ერისთავთა და კათალიკოსთა მშრალი სიაა მოცემული, მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ,,მოქცევაO ქართლისაOს თავდაპირველი შექმნის სავარაუდო დროა _ VII ს-ის II ნახევარი და რომ ,,ქრონიკების~ ბოლოს არსებული ერისთავთა და კათალიკოსთა მშრალი სია, მოგვიანებით IX ს-ის უცნობი რედაქტორის მიერ უნდა იყოს მომატებული (იხ. 13, გვ. XLIV _ XLXIII).

,,ქრონიკების~ VII ს-ის II ნახევარში შექმნის იდეას იზიარებდა პ. ინგოროყვა (იხ. გვ.136).

,,მოქცევაO ქართლისOს~ VII ს-ში შედგენას ეთანხმება მ. ლორთქიფანიძეც _ ,,... როგორც აღვნიშნეთ, ,,მოქცევაO ქართლისაO~, ყოველ შემთხვევაში, მისი პირველი ნაწილი, VII საუკუნის უგვიანეს არ უნდა იყოს შედგენილი...~ (15, გვ.129).

განსახილველ საისტორიო თხზულებას VII ს-ში შექმნილად მიიჩნევდა მ. გოგოლაძე _ ,,...ვფიქრობთ, ძეგლის შედგენის სავარაუდო დროს უფრო დაკონკრეტება შესაძლებელი ჩანს. ავტორი საისტორიო თხრობას VII ს-ის 40-იანი წლების დასაწყისით ამთავრებს.

ვფიქრობთ, ეს შემთხვევითი არაა. ძეგლი რომ VII ს-ის II ნახევარში დაწერილიყო, მისი ავტორი არაბთა შემოსევას ქართლში ჰაბიბ-იბნგ-მასლაის შემოსვლას 654 წელს, ქართლის დახარკვას და არაბთა ბატონობის დამყარებას ორიოდე სიტყვით მაინც აღნიშნავდა ამიტომ ვფიქრობთ, რომ ,,მოქცევაO ქართლისაO შედგენილი უნდა იყოს VII ს-ის 40-იან წლებში სახელდობრ 642-643 წლებში, უფრო ზუსტად კი 642-654 წლებში, არაბთა მიერ ქართლის დაპყრობამდე (654 წ.) (16, გვ.46).

იმ აზრს, რომ ,,მოქცევაO ქართლისაO~ VII ს-ის II ნახევარში უნდა იყოს შექმნილი, იზიარებს ლელა პატარიძეც (იხ. 18, გვ.61).

ზემოთქმულ მეცნიერთა შეხედულებისაგან განსხვავებულ მოსაზრებას გამოთქვამს სოლ. ყუბანეიშვილი. მისი აზრით აღნიშნული თხზულების შექმნა უკავშირდება ,,პატიოსანი ჯვრის~ აღმართვის დღესასწაულის დადგენასა და ჯვრის ტაძრის აგებას, რომელიც სტეფანოზ I-ის მეფობის დროს VI ს-ის დასასრულსაა აგებული, შესაბამისად თხზულებაც VI საუკუნეზე ადრე ვერ დაიწერებოდაო (იხ. 18. გვ.313).

გ. წულაიას მოსაზრებით ,,მოქცევაO ქართლისაOს~ თავდაპირველი ვარიანტი VII-VIII ს-თა მიჯნაზე უნდა ყოფილიყო შედგენილი (იხ. 19, გვ.98-99).

XX ს-ის ბოლოს, საკითხის ახლებურად გააზრების გამო, ქართულ ისტორიოგრაფიაში, კვლავ წინა პლანზე წამოიწია ,,მოქცევაO ქართლისაOს~ დათარიღებასთან დაკავშირებულმა საკითხებმა. გამოკვლევებით კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ,,მოქცევაO ქართლისაOს~ კულტურულ-ისტორიულ ღირებულების მაღალი დონე, ეს კი გამოწვეულია არა მარტო იმით, რომ იგი ჩვენამდე მოღწეული ქართული ისტორიოგრაფიის უძველესი ძეგლია, არამედ იმითაც, რომ როგორც ახლად ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, ,,მოქცევაO ქართლისაO~ ქართლის გაქრისტიანების თანადროულად უნდა იყოს შექმნილი.

აღნიშნული საკითხის კვლევისადმი საგანგებო შრომა აქვს მიძღვნილი მ. ჩხარტიშვილს. იგი განიხილავს, რა მანამდე გამოთქმულ მოსაზრებებს, ,,მოქცევაO ქართლისაOს~ თავდაპირველად შექმნის თაობაზე, ბრძანებს _ ,,...ქართული წყაროების მიმართ ჰიპერკრიტიკული დამოკიდებულების პირობებში ,,ნინოს ცხოვრების~ ვრცელი რედაქციის გვიანი საუკუნეებით დათარიღება ხდებოდა ფაქტებზე ძალდატანებით. როგორც მსჯელობებში ლოგიკური წრის შემცველნი, ნ. მარის, ივ. ჯავახიშვილის, კ. კეკელიძის მტკიცებანი არ შეიძლება მიღებულ იქნან არგუმენტად განსახილველი ძეგლის თარიღის გარკვევისას. დღეს, სპეციალისტთა ნაწილის მიერ, ვრცელი ,,ნინოს ცხოვრების~ გვიან ხანაში შექმნის შესახებ თვალსაზრისის გაზიარება ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ დასახელებულ მკვლევართა ავტორიტეტს და არა რაიმე მამტკიცებელ საბუთს...~ (6, გვ.153); და იქვე, ავტორი ერთგვარად აჯამებს რა თავისი გამოკვლევის ერთ ნაწილს აღნიშნავს _ ,,...ამგვარად, არა გვაქვს არავითარი საფუძველი არ დავუჯეროთ  თხზულებისვე მითითებას იმის შესახებ, რომ იგი მეოთხე საუკუნის ძეგლია...~ (6, გვ.153) (იხ. იგივე: 20, გვ.78-79; 91).

რაც შეეხება, მთლიანი ძეგლის VII ს-ის II ნახევარში შექმნასთან დაკავშირებულ ვარაუდს, მ. ჩხარტიშვილის მოსაზრებით, _ აღნიშნული თარიღი ,,მოქცევაO ქართლისაOს~ არა _ შექმნის, არამედ _ მისი ერთ-ერთი რედაქტირების პერიოდი უნდა იყოს (იხ. 20, გვ.22).

ვ. გოილაძისეული დაკვირვებით _ ,,...ამ ბოლო ხანებში აშკარად შეიმჩნევა ტენდენცია, ზემოდასახელებული საისტორიო თხზულებათა ძირითადი ფენები ქართლის მოქცევის თანადროულად მიიჩნიონ...~ (21, გვ.149). მისივე მოსაზრებით ,,მოქცევაO ქართლისაOს~ ,,ქრონიკა~ უშუალოდ მირიანის დროსაა შექმნილი და მისი მეფობისადმია მიძღვნილი _ ,,...ყოველივე ზემოთქმული, ვფიქრობ, საფუძველს იძლევა დავასკვნა: ,,ქრონიკის პირველი ნაწილი~ მირიანის უფროს ძეს _ რევის და მის მეუღლეს სალომეს ჯერ კიდევ საუფლისწულო მამულში უჯარმაში, რომ იხსენებს და რევის გამეფებაზე არ მიუთითებს, იმას მოწმობს ,,ქრონიკების ეს ნაწილი~ მირიანის თანადროულად, მის სიცოცხლეში რომ შედგა (იგი მირიანის ანდერძით _ უნდა დამთავრებულიყო)...~ (3, გვ.17).

რაც შეეხება `წმ. ნინოს ცხოვრებასა~ და მის თავდაპირველად შექმნის სავარაუდო დროს, ვ. გოილაძე ბრძანებს _ ,,..,,მოქცევაO ქართლისაOდან~ (,,ნინოს ცხოვრებიდან~) ზემომოტანილი ცნობები, ვფიქრობ, აშკარად მიუთითებს: 1. ქართლში ნინოს მოღვაწეობისა და ქრისტიანობის გამარჯვების ამბავი, იმთავითვე ისეთ ცხოველ ინტერესს იწვევდა, რომ მაშინვე მომხდარა მისი წერილობითი ფიქსაცია (ასე რომ, IV ს. I ნახევრის ქართლის სამეფოში უკვე არსებობდა თხრობათა ციკლი, რომელშიც ქართლის მოქცევის ამბები იყო გადმოცემული). 2. ქართლის მოქცევის შესახებ თხრობათა ციკლი ძირითადად მეფე მირიანისა და წმ. ნინოს ირგვლივ იქმნებოდა. ამრიგად, საეჭვო არა ჩანს, IV საუკუნეშივე რომ არსებობდა თხრობათა ციკლი ქართლის მოქცევის შესახებ...~ (22, გვ.25).

,,მოქცევაO ქართლისაOს~ გაქრისტიანების თანადროულად შედგენილ ძეგლად მიიჩნევს ზ. ალექსიძეც _ ,,...სავარაუდოა, რომ თავდაპირველად დაიწერა ქართლის ისტორია მირიან მეფის გარდაცვალებამდე და მას ეწოდებოდა ,,მოქცევაO ქართლისაO~. მასში შედიოდა ქართლის სამეფოს შექმნის, მცხეთის შენების მშრალი ქრონიკა, წარმართ მეფეთა სია და ნინოს მიერ ქართლის გაქრისტიანების ვრცელი მოთხრობა. ასეთი სტრუქტურა ზუსტად ასახავს ტრადიციულ საეკლესიო ისტორიებისა და ქრონიკების მოდელს. შემდეგში ,,მოქცევაO ქართლისაOს,~ როგორც ჩანს, დაემატა სხვა ნაწილებიც, ხოლო სათაური ძველი შერჩა. სულ ბოლო (IX ს. 30-იან წ.წ.) მას უნდა დართვოდა ერისთავებისა და კათალიკოსების სია. ამასთან ერთად უნდა შექმნილიყო ის პროტორედაქცია, რომლიდანაც მომდინარეობს შატბერდული და ჭელიშური რედაქციები და რომელმაც ,,მოქცევაO ქართლისაOს~ სათაურით გააერთიანა ,,ქრონიკა~ და ,,ნინოს ცხოვრება~... (3, გვ.150) (იხ. 4, გვ.7).

,,მოქცევაO ქართლისაOს~ IV ს-ის ძეგლად მიიჩნევს ს. კაკაბაძეც _ ,,...ამგვარად გამოდის, რომ ,,მოქცევაO ქართლისაO~ წარმოადგენს ძველს ქართულს საისტორიო ნაწარმოებს დაწერილს მე-4 საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში...~ (10, გვ.81). (იხ. აგრეთვე 10, გვ.70-71; 81-85; 91-92).

,,წმ. ნინოს ცხოვრება~ IV ს-ის ძეგლად მიაჩნია რ. სირაძესაც _ ,,...ვფიქრობთ, რომ ,,ნინოს ცხოვრება~, უფრო ზუსტად, მისი ცალკეული ეპიზოდები უნდა განეკუთვნებოდეს ქართული მწერლობის დასაწყის ხანას, კერძოდ IV საუკუნეს...~ (23, გვ.236). ამის ერთ-ერთ გამამყარებელ არგუმენტად კი მოჰყავს ის ფაქტი, რომ IV-V ს-ის ბერძენ-რომაულ ისტორიკოსების მონათხრობი ქართლის გაქრისტიანების ისტორიისა თითქმის ზუსტად იმეორებს ,,წმ. ნინოს ცხოვრებაში~ დაცულ მონაცემებს _ ,,...საქმე ისაა, რომ IV-V ს-ის ხუთი ბერძენ-რომაული ისტორიკოსი, კლასიკური წარმომადგენლები საეკლესიო ისტორიისა, რომლებიც ახლოს იდგნენ ქართლის მოქცევის ეპოქასთან და პირველხარისხოვანი ცნობებით სარგებლობდნენ, ერთნაირად გადმოსცემენ ქართლის მოქცევის ამბებს და თანაც სწორედ ისე, როგორც ,,ნინოს ცხოვრებაში~. ესენია: გელასი კესარიელი, რუფინუსი, თეოდორიტე კვირელი, სოკრატე სქოლასტიკოსი და ერმია სოზომენე...~ (23, გვ.237).

ამ და სხვა არგუმენტებზე დაყრდნობით რ. სირაძე თავის კვლევაში დასკვნის სახით ბრძანებს _ ,,...რეკონსტრუირებული სახით წარმოდგენილი ,,ნინოს ცხოვრება~ უნდა ჩაითვალოს უძველეს ქართული ნაწარმოებად, რომელიც შეიქმნა არაუგვიანეს IV საუკუნისა და რომლის ცნობები უკვე გამოყენებულია IV-V საუკუნეთა მიჯნაზე და V ს. ბერძენ და სომეხ ავტორთა მიერ. ნინოს მოღვაწეობასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხავების შექმნა თითქმის ერთი საუკუნეს უნდა უსწრებდეს ,,შუშანიკის წამებას~... (23, გვ.259).

,,მოქცევაO ქართლისაOს~ თავდაპირველი ვარიანტის IV ს-ში შექმნას იზიარებენ: ივ. ლოლაშვილი (იხ. 24, გვ.439); გ. კუჭუხიძე (იხ. 25, გვ.129); გრ. გიორგაძე (იხ. 26, გვ.156); ს. გოგიტიძე (იხ. 27, გვ.40).

როგორც ვხედავთ, ქართული ისტორიოგრაფიის უძველესი ძეგლის ,,მოქცევაO ქართლისაOს~ თავდაპირველი რედაქციის შექმნის დროსთან მიმართებაში, საკმაოდ ფართო: IV-IX ს-თა არეალია გამოკვეთილი.

ერთ რამეში ყველა თანხმდება, რომ თხზულებას არაერთი რედაქციის კვალი ემჩნევა. ქართლის სამეფოს გაქრისტიანების დროთა სიახლოვეს შექმნილი ძეგლი, როგორც მინიმუმ ორჯერ: VII და IX ს.ს.-ში ახალი მონაცემებით შეუვსიათ უცნობ რედაქტორებს _ ქარლთის სამეფოს გაქრისტიანებისეული თხრობის უცვლელად გადმოცემის პარალელურად ძეგლისათვის ერისთავთა და კათალიკოსთა მშრალი სია დაუმატებიათ. ამგვარი სახით ,,გასრულებული~ ძეგლი, თავის მხრივ, საფუძველი გამხდარა მის შემდგომად შექმნილი არაერთი საისტორიო თხზულებისა (,,ქართლის ცხოვრება~ და სხვა).

 

 

,,ქართლის მოქცევის~ წიგნის

II ნაწილის

ავტორი _ გრიგოლ დიაკონი

,,მოქცევაO ქართლისაOს~ ,,ქრონიკები~, სხვა მრავალ მნიშვნელოვან ინფორმაციათა შორის, შეიცავს მინიშნებებს ძეგლის ავტორის მიერ გამოყენებულ წყაროთა შესახებ. მათ შორის ყველაზე საყურადღებოა ცნობა გრიგოლ დიაკონის ავტორობით არსებული წყაროს თაობაზე _ ,,...ვითარცა სწერია მცირესა მას მოკლედ აღწერილსა მას წიგნსა ქართლისა მოქცევისასა, გრიგოლი დიაკონისა მიერ აღწერილისა...~ (1, გვ.16). ძეგლში დაცულმა ამ ცნობამ, თხზულების გამოქვეყნებისთანავე, მეცნიერთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

ივ. ჯავახიშვილი შეეხო რა ამ საკითხს ბრძანებს _ ,,...მაშასადამე, ყოფილა `მცირე, მოკლედ აღწერილი წიგნი ქართლისა მოქცევისაO~, რომლის ავტორადაც თურმე ვიღაც გრიგოლ დიაკონი ითვლებოდა. ახლა არც ამგვარი თხზულება, არც ამგვარი მემატიანე ცნობილი არ არიან. წმინდა ნინოს შატბერდისეულსა და ჭელიშისეულს ცხოვრებაში თხრობა მცხეთის პატიოსნისა და ცხოველმყოფელის ჯვარის შესახებ თუმცა მოიპოვება, მაგრამ იგი სულ სხვაა, ამასთანავე იგი არის ,,აღწერილი იაკობ მღვდლისა და იოანე მთავარეპისკოპოსის~ მიერ... და არა გრიგოლ დიაკონის მიერ. როგორც ეტყობა გრიგოლ დიაკონის შედგენილი ,,მცირე მოკლედ აღწერილი წიგნი ქართლისა მოცქევისაO~ შატბერდისეულ და ჭელიშისეულ ხელთნაწერებში შენახულ ვრცლად აღწერილ ქართლის მოქცევის წიგნის შემთხვზელს წყაროდ უნდა ჰქონოდა. ამიტომ გრიგოლ დიაკონის ნაწარმოები შატბერდისეულ მატიანეზე უძველესი ყოფილა...~ (7, გვ.112-113).

გრიგოლ დიაკონის საკითხს საგანგებოდ შეეხო კ. კეკელიძე. ის გრიგოლ დიაკონს პირველი ქართველ ისტორიკოსად მიიჩნევს (იხ. 9, გვ.127). განიხილავს რა მისი მოღვაწეობის სავარაუდო პერიოდსა და მის ნაშრომთან დაკავშირებულ საკითხებს, კ. კეკელიძე ბრძანებს _ ,,...გრიგოლის შრომა ,,საკითხავია~ მცხეთის ჯვრის დღესასწაულისა (N 144), რომელიც დადებულია ,,იერუსალიმის განჩინებაში~ ან კანონარში. როდესაც კანონარი ჩამოყალიბდა ქართულად და იმაში მცხეთის ჯვარის დღესასწაული შეიტანეს, საჭირო შეიქნა ,,საკითხავიც~ ამ დღესასწაულისა, კანონარი კი დამუშავდა ქართულად არაუადრეს მერვე საუკუნის ნახევრისა, ამისდა მიხედვით, გრიგოლის შრომა დაწერილი უნდა იყოს დაახლოებით მერვე საუკუნის ნახევარში. მაშასადამე, გრიგოლიც ამ დროს მოღვაწედ უნდა ჩაითვალოს.

გრიგოლი ეკუთვნის იმ მწერალთა ჯგუფს, რომელნიც წარმომადგენელნი არიან წმინდა ეროვნული მიმართულებისა VIII-X საუკუნეთა ქართულ მწერლობაში. ეჭვი არ არის, შატბერდულ-ჭელიშური ,,ქართლის მოქცევის~ რედაქტორს თუ ავტორს გრიგოლის შრომიდან, მცხეთის ჯვრის აღმართვის გარდა, სხვა ცნობაც ექნება ნასესხები, მაგრამ დღესდღეობით იმაში ძნელია გამოყოფა იმისა, რაც გრიგოლს ეკუთვნის...~ (9, გვ.128).

მისივე ვარაუდითა და დასკვნებით გრიგოლ დიაკონის შრომის ფრაგმენტი დაცულია ჩვენამდე მოღწეულ ,,მოქცევაO ქართლისაOს~ მე-14 თავში, რომლის სათაურიცაა _ ,,აღმართებაO პატიოსნისა ჯუარისა მცხეთისაO და მერმე კუალად გამოჩინებაO~ (იხ. 9, გვ.127).

გრიგოლ დიაკონს არაუგვიანეს VII ს-ის II ნახ-ის მოღვაწედ თვლის მ. თარხნიშვილი. მისივე მოსაზრებით _ ,,...რადგანაც მცხეთის ჯვრის შეახებ მოთხრობა უნდა ცოდნოდა სომხის მწერალს ფილონ ტირაკს (686 თუ 696 წ.), გრიგოლის შრომა შედგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს მეშვიდე საუკუნის მეორე ნახევრისა, შეიძლება მეხუთე საუკუნეშიც...~ (9, გვ.128).

ჭელიშური ხელნაწერის აღმომჩენი არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია (მოგვიანებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი), ცნობათა სიმწირის გამო გრიგოლ დიაკონის მოღვაწეობის საკითხს სიფრთხილით ეკიდება და ბრძანებს _ ,,...ჩვენ არ ვიცით, ვინ არის ეს გრიგოლ დიაკონი და ან როდის სცხოვრობდა იგი, მაგრამ, თუ ჩვენის ქართლის მოქცევის შედგენა მიეწერა მეშვიდე საუკუნეს, როგორც ზემოთ მოვიხსენიეთ, მაშინ უეჭველია ეს გრიგოლი ცხოვრებულა მეშვიდე საუკუნეზე ადრე. აქიდან ისიც მტკიცდება, რომ მეშვიდე საუკუნემდე არსებობდნენ სხვადასხვა ისტორიულნი წერილობითნი თქმულებანი, რომელთაგან მეშვიდე საუკუნეში უნდა შემდგარიყო ის ქართლის მოქცევა, რომლის ვარიანტები ახლა ხელთ გვაქვს...

შესაძლებელია, რომ დიაკონი გრიგოლი ქართლის მოქცევის თანამედროვე თუ არა, ერთი იმ პირთაგანი მაინც იყოს, რომელნიც აღწერდნენ დიდმნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენათა იმ დროს, როდესაც თანამედროვეთ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დავიწყებული ნახულგაგონილი, როდესაც შეეძლოთ ამათგან მოთხრობილი წერილობით გარდაეცათ შთამომავლობისათვის...~ (28, გვ.14-15).

გრიგოლ დიაკონისა და მის თხზულებასთან დაკავშირებით ცალკე შრომა აქვს მიძღვნილი სოლ. ყუბანეიშვილს. მისი ვარაუდით ,,მოქცევაO ქართლისაOს~ მე-14 თავი, რომელიც ჭელიშურ ვარიანტში არ მოგვეპოვება, ეკუთვნის გრიგოლ დიაკონს (იხ. 18 გვ.311-313). მისივე მოსაზრებით გრიგოლ დიაკონის თხზულება შექმნილი უნდა იყოს სტეფანოზ I-ის დროს ანუ VI ს-ის დასასრულს, როცა დაწესებულა ჯვრის დღესასწაული _ ,,...რაკი სპეციალური დღესასწაული დაუწესებიათ, მისთვის საჭირო იქნებოდა საკითხავიც, რომლის შედგენა უკისრია გრიგოლს. ეს კი მოხდებოდა ტაძრის აგების შემდეგ. ტაძარი კი საბოლოოდ აგებულ იქნა სტეფანოზ I-ის დროს VI საუკუნის დასასრულს. ცხადია, თხზულება ამაზე ადრე ვერ დაიწერებოდა...~ (18, გვ.313). რაც შეეხება უშუალოდ გრიგოლ დიაკონს _ ,,...მასალების უქონლობის გამო თვით ავტორის შესახებ ჯერჯერობით არაფრის თქმა არ შეიძლება, გარდა იმისა, რომ მწერალი სასულიერო პირი ყოფილა, როგორც ამას გადმოგვცემს ,,მოქცევაO ქართლისაO~-ს პირველი ნაწილი...~ (18, გვ.318).

პ. ინგოროყვა გრიგოლ დიაკონს უძველეს ქართველ ისტორიკოსთა შორის მოიაზრებს, რომელსაც მისი ვარაუდით, უნდა დაეწერა ,,წიგნი ქართველთა მოქცევისა~, სადაც მოკლედ იქნებოდა გადმოცემული წმ. ნინოს მოღაწეობისა და საქართველოს გაქრისტიანების ისტორია (იხ.12, გვ.320). მისივე აზრით გრიგოლ დიაკონი IV-V საუკუნის მოღვაწე უნდა ყოფილიყო (იხ. 12, გვ.320). (იხ. აგრეთვე:12, გვ.353; 29, გვ.107, 138).

ს. კაკაბაძე განიხილავს რა ,,მოქცევაO ქართლისაOში~ დაცული ჩვენთვის საინტერესო ცნობას, დასკვნის სახით ბრძანებს, რომ ,,მოქცევაO ქართლისაO~ დაწერილი უნდა იყოს გრიგოლ დიაკონის მიერ IV ს-ის უკანასკნელ მეოთხედში და თან ბერძნულ ენაზე (იხ. 16, გვ.67-81). თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ თავდაპირველად ,,მოქცევაO ქართლისაO~ დაწერილიყო ქართულად (იხ. 10, გვ.81-85). მისივე დაკვირვებით თავდაპირველად ,,მოქცევაO ქართლისაO~ მოიცავდა ცნობებს უძველესი დროიდან მირიანის მეფობისა და ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე. და რომ მირიანიდან მოყოლებული სტეფანოზ II-ის ერისმთავრობამდე არსებული პერიოდი, მოგვიანებით VII ს-ში უნდა იყოს მიმატებული _ ,,...ამგვარად, ,,მოქცევაO ქართლისაO~ს მეორე ნაწილი დაწერილი უნდა იყოს დაახლოებით მე-7 საუკუნის ნახევარს, 650 წლის ახლოს. ტექსტი უნდა თავდებოდეს არაბების მიერ ბაღდადის აღების და ბერძნების კავკასიიდან წასვლის ცნობაზე...~ (10, გვ.91-92).

აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში საკუთარი შეხედულება აქვს გამოთქმული ვ. გოილაძეს. იგი განიხილავს რა ამ საკითხთან დაკავშირებულ წყაროებისეულ ინფორმაციასა და მეცნიერთა მიერ გამოთქმულ შეხედულებებს ასკვნის, რომ _ ,,...სავარაუდებელია, ,,მოქცევაO ქართლისაOს~ შატბერდული ვერსიის მეორე ნაწილში  _ ,,ნინოს ცხოვრებისა~ და ,,კლარჯულ მრავალთავში~ გრიგოლი დიაკონის თხზულების დაახლოებით სრული ტექსტია შემონახული და მისი სახით ჩვენს ხელთაა ერთ-ერთი უძველესი _ IV ს. 20-იან წლებში შექმნილი საეკლესიო თხზულება... გრიგოლ დიაკონი მიჩნეული უნდა იყოს IV ს. I ნახევარში მოღვაწე ჩვენთვის ცნობილ პირველი საეკლესიო ისტორიკოსად...~ (30, გვ.171) (იხ. აგრეთვე 22, გვ.19).

თავის მხრივ სანამ უშუალოდ ჩვენი მოსაზრების გადმოცემაზე გადავიდოდეთ, მოდით, კიდევ ერთხელ, გავიხსენოთ ,,მოქცევაO ქართლისაOს~ სტრუქტურულ აგებულებასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი.

როგორც ზემოთ უკვე ითქვა, ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული შეხედულების თანახმად, მთლიანობაში, ,,მოქცევაO ქართლისაO~ ორი დამოუკიდებელი თხზულების გაერთიანების შედეგია. თავის მხრივ, ჩვენის აზრით, ,,მოქცევაO ქართლისაO~-ს მეორე ნაწილი, ე.წ. ,,წმ. ნინოს ცხოვრების~ ვრცელი რედაქცია, ასევე სხვადასხვა თხზულებათა გაერთიანების შედეგს უნდა წარმოადგენდეს, რომელიც დღემდე უცნობი ავტორის მიერ უნდა იყოს თავმოყრილი.

როგორც ზემოთაც ითქვა ,,წმ. ნინოს ცხოვრების~ ე. წ. ვრცელი რედაქცია სამი პირობითი ნაწილისაგან შედგება: 1) ავტორის მითითების გარეშე მოცემული ე.წ. შესავალი, 2) თავები, რომელთა ავტორის დადგენაც შესაძლებელია, და _ 3) ასევე ავტორის მითითების გარეშე წარმოდგენილი ის თავი, რომელიც მხოლოდ შატბერდულ კრებულშია დაცული (იხ. გვ.118-121).

გარდა ამისა, ხელნაწერში წარმოდგენილი თხრობა, თავის მხრივ, ორ ნაწილად შეგვიძლია დავყოთ: 1) სადაც, წმ. ნინოს შესახებ თხრობა პირველ პირშია მოცემული, და 2) სადაც, წმ. ნინოს შესახებ თხრობა მესამე პირშია წარმოდგენილი.

ქვემოთ გადმოცემულ თხრობაში მოდით შევეცადოთ გავერკვეთ არა მარტო თხზულების ამ ნაწილის ,,შემდგენელის~ (ანდა რედაქტორის) ვინაობაში, არამედ გამოვკვეთოთ მასში გაერთიანებული ნაწილების შექმნის სავარაუდო დროითი მონაკვეთები.

 

1) წმ. ნინოს ,,ანდერძის წიგნი~

,,წმ. ნინოს ცხოვრების~ ვრცელი რედაქციის ე. წ. შესავალში გვეუწყება იმ თავყრილობის შესახებ, რომელიც წმ. ნინოს დასნეულების ადგილას _ ბოდბეში გამართულა: ,,... და ვითარ მოვლო წმიდამან და სანატრელმან ნინო სანახები ესე ქართლისაO და მოიწია ქუეყანასა კხოეთისასა, დაბასა, რომელსა ჰრქGან ბოდისი, დასნეულდა სნეულებითა დიდითა... მაშინ შეკრბეს მეფენი ქუეყანისანი დედებითურთ მათით და ყრმებით და სიმრავლQ ერთა ძლიერთაO, რამეთუ ჰხედვიდა ყოველი კაცი პირსა ნინოOსსა ვითარცა ზეცისა ანგელოზისასა...~ (1, გვ.49).

აქვეა დაფიქსირებულ ის თხოვნაც, რომლითაც იქ მყოფნი სთხოვენ წმ. ნინოს მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტების გაცნობას _ ,,და ეტყოდა დედოფალი სალომე უჟარმელი და პერუჟავრი სივნიელი და მათ თანა ყოველნი მთავარნი, და ჰკითხვიდეს: ,,ვითარ ანუ ვინაO მოჰშუერ შენ ქუეყანასა ჩუენისა განმათავისუფლებელად სულთა ჩუენთათGს და გGხსენ ჩუენ კერპთა მსახურებისაგან და გGჩუენე ჩუენ ღმერთი, რომელმან დაგუბადნა, ა[ნ]უ სადაOთმე იყო აღძრვა— შენი, დედუფალო, მაუწყე ჩუენ შენი საქმეQ...~ (1, გვ.45).

ე. წ. შესავლის უცნობი ავტორი, რომელიც, როგორც თხრობიდან ჩანს, თავდავე უნდა იყოს ბოდბეში გამართული თავყრილობის თანამონაწილე (იხ. 6, გვ.151), იქვე გვამცნობს წმ. ნინოს თანხმობის სიტყვებს _ `...მაშინ იწყო სიტყუად ნინო და თქუა: ,,ასულნო სარწმუნოებისანო, მახარობელნო (შატბერდულშია _ ,,მახლობელნო~ _ მ.ს.; ს.ს.) ღმრთისანო, გხედავ თქუენ, ვითარცა პირველთა დედათა ყოველსა ზედა სარწმუნოებასა და სიყუარულსა ქრისტესსა, და გნებავს გზათა ჩემთა ცნობად გლახაკისა მხევლისა თქუენისაO და გაუწყო თქუენ... მოიხუენით აღსაწერელნი წიგნისანი, დაწერენით სიგლახაკეO ჩემი და უდები ცხორებაO ჩემი, რაOთა უწყოდიან შვილთაცა თქუენთა სარწმუნობაO თქუენი და შეწყნარებაO ჩემი და სასწაულნი ესე ღმრთისა ჩუენისანი...~ (1, გვ.46-47).

დღეისათვის შემორჩენილი (აღმოჩენილი) ხელნაწერებიდან მხოლოდ X ს. 70-იან წლებში შესრულებული შატბერდული კრებული იუწყება იმ პირთა ვინაობას, რომლებსაც დაუწყიათ წმ. ნინოს ნაამბობის ჩაწერა _ ,,მაშინ მო-ხოლო-იხუნეს საწერელნი სალომე უჟარმელმან და სივნიელმან პეროჟავრი. და იწყო სიტყუად წმიდამან ნინო, და იგინი წერდეს...~ (1, გვ.47).

ივ. ჯავახიშვილი აღნიშნულთან მიმართებაში ბრძანებს _,,წ-ა ნინოს ც-ა უსახელო ნაწარმოებია: შემთხზველის სახელი აღნიშნული არ არის. შეუძლებელიც იყო რომ ავტორი დასახელებული ყოფილიყო, რადგან თვით თხზულება წ-ა ნინოს ანდერძია, მისივე ნამბობი სიტყვა-სიტყვით ჩაწერილია... მართლაც, წ-ა ნინოს ც-ა ისეა დაწერილი, რომ მოსაუბრედ და მოამბედ თითვე ნინოა გამოყვანილი...~ (7, გვ.106).

თხზულების შინაარსის გაცნობის შემდეგ ძნელი აღარაა იმაში დარწმუნება, რომ მართლაც უნდა არსებულიყო წმ. ნინოს ნაამბობის  გამაერთიანებელი ,,წიგნი~. აღნიშნულის დასტურად გამოდგება, არა მარტო ხელნაწერში დაცული იმ მონაკვეთების არსებობა, რომლებშიც წმ. ნინოს მიერ პირველ პირში გადმოცემული თხრობაა წარმოდგენილი, არამედ ის საინტერესო მინიშნებაც, რომელიც აბიათარ მღვდლის ასულის სიდონიას მიერ აღწერილშია მოცემული _ ,,წარმოდგენილ მონაკვეთში, უაღრესად მნიშვნელოვანი ინფორმაციაა დაფიქსირებული, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ აბიათარ მღვდლის ასული სიდონია, თავის თხრობაში, იმოწმებს ჩვენთვის დღემდე უცნობ _ წიგნს, და თავის მსჯელობას სწორედ ამ წიგნში დაფიქსირებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აგებს.

_ შატბერდულ რედაქციაში დაცულ ამ წიგნზე მინიშნება: ,,რომელი იგი წინა წერილ არსს ანდერძსა მას მისსა შინა~, სამწუხაროდ, ჭელიშურ რედაქციაში არ არის დაფიქსირებული (იხ. 1, გვ.84 -ავტ.)

_ სამაგიეროდ, აღნიშნული ინფორმაცია მოცემულია _ 1990 წელს სინას მთის წმიდა ეკატარინეს მონასტერში გამოვლენილ ხელნაწერში, რომელსაც პირობითი დასახელება: ,,სინ 50~ აქვს მინიჭებული... მასში კერძოდ ვკითხულობთ _ ,,...რომელნი იგი სწერიან წიგნსა მას ანდერძისა მისსა...~ (31, გვ.93).

აღსანიშნავია ისიც, რომ წმ. ნინოს ანდერძად სახელდებული ამ წიგნის შინაარსის თაობაზე, სამივე ხელნაწერში თითქმის ერთნაირი მინიშნებაა მოცემული _ ,,ვითარ-იგი თGთ იტყGს ყოფასა შინა მისსა~ (სინური), ,,ვითარ-იგი თGთ იტყGს ყოფასა შინა მისსა~ (შატბერდული) და ,,ვითარ-იგი თGთ იტყGს~ (ჭელიშური) (იხ. 1, გვ.85).

მაშასადამე _ ,,მიუხედავად იმისა, რომ წმ. ნინოს სავარაუდო _ `ანდერძის წიგნთან~ დაკავშირებით, წმ. ნინოს ცხოვრების არცერთ რედაქციაში მეტი მინიშნება აღარ გვხვდება, ვფიქრობთ რომ, თავად ასეთი წიგნის არსებობის თაობაზე ზემოთმოყვანილი მინიშნება სავსებით საკმარისია იმისათვის, რათა დავასკვნათ _ არსებულა წმ. ნინოს მიერ შესრულებული ,,ანდერძის~ წიგნი (წერილი), რომელიც, უნდა ვიფიქროთ, რომ _ დროის ქარტეხილებს ვერ გადაურჩა, ან უკეთეს შემთხვევაში, დღეისათვის _ ჯერ კიდევ არ არის აღმოჩენილი~ (31, გვ.94).

მიუხედავად იმისა, რომ წმ. ნინოს მიერ პირველ პირში ნაამბობი ტექსტი, თხზულების სამივე რედაქციაში, სალომე უჟარმელის სახელთან დაკავშირებულ მონაკვეთებშია წარმოდგენილი, ვფიქრობთ რომ იგი მაინც წმ. ნინოს მიერ შესრულებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

ზემოთქმულის საფუძველს, თავად თხზულებაში წარმოდგენილი ე.წ. მირიანის წიგნში არსებული ასეთი მინიშნება იძლევა. აღნიშნული მონაკვეთის სათაური სინურსა და შატბერდულ ხელნაწერებში ასეთია _ ,,წიგნO რომელ დაწერა მირიან (მირეან) მეფემან ქართლისამან ჟამსა სიკუდილისასა. დაწერა (აღწერა) Pელითა იაკობ მთავარეპისკოპოზისაOთა..~ (1, გვ.122).

აღნიშნულიდან კარგად ჩანს, რომ მირიანის ნაამბობი (,,დაწერა მირიან მეფემან~), თურმე იაკობ მთავარეპისკოპოსს ჩაუწერია (,,დაწერა (აღწერა) ხელითა იაკობ მთავარეპისკოპოზისაOთა~).

მაშასადამე, ამ მონაკვეთში გადმოცემული თხრობა მართალია მირიან მეფეს ეკუთვნის (ამას პირველ პირში წარმოჩენილი ნაამბობიც გვიდასტურებს), მაგრამ იგი, თურმე, იაკობ მთავარეპისკოპოსის მიერაა ჩაწერილი (,,დაწერა~ _ სინურში, და _ ,,აღწერა~, შატბერდულში).

სწორედ ამდაგვარად ე. წ. ,,წმ. ნინოს ანდერძის წიგნი~, რომელშიც წმ. ნინოს ნაამბობის პირველ პირში გადმოცემული თხრობაა დაფიქსირებული, თამამად შეგვიძლია წმ. ნინოს დაწერილად მივიჩნიოთ, რომელსაც იქვე ერთვის ამ მონათხრობის ჩამწერის სახელიც _ სალომე უჟარმელი.

მარიამ ჩხარტიშვილი თავის კვლევაში ბრძანებს _ ,,სპეციალურ ლიტერატურაში კარგა ხანია მიექცა ყურადღება იმ ფაქტს, რომ ვრცელი ,,ნინოს ცხოვრების~ თავების სათაურებში ჩამწერად მხოლოდ სალომეა დასახლებული, პეროჟავრის აღწერილები კი აღარსად ჩანს: ,,თავების ზედაწარწერაში პეროჟავრ სივნელის სახელს ჩვენ ვერსად ვხვდებით~ (კ. კეკელიძე). ამ ფაქტს ჩვეულებრივ იყენებენ ,,ნინოს ცხოვრების~ აღნიშნული რედაქციის ხარვეზიანობის საჩვენებლად, მაგრამ ეს გაუგებრობაა, რომელიც აღმოცენებულია იმაზე, რომ წყაროს ცნობა ორი ჩამწერის შესახებ გაგებულ იქნა, როგორც მორიგეობით წერა: ,,მწერალი ორი ყოფილა, ალბათ, როცა ერთი დაიღლებოდა, მეორე დაიწყებდა წერას~ (ივ. ჯავახიშვილი), სინამდვილეში თხზულება მიგვითითებს, რომ ერთდროულად იწერდნენ... და ეს სავსებით ლოგიკურია, რომ ნინოს თქმულს, როგორც ისტორიული მნიშვნელობის სიტყვის ფიქსირებას დიდი პასუხისმგებლობით მოჰკიდებოდნენ და რამდენიმე პარალელური ჩანაწერის გაკეთების საჭიროება ეგრძნოთ. ამგვარად, ავტორი ჯერ გვამცნობს, რომ ნინოს ნაამბობი ერთდროულად ორმა პირმა ჩაწერა, ხოლო შემდეგ, თავების სათაურებში მარტოოდენ სალომეს აღნიშვნით, გვიზუსტებს თუ კონკრეტულად რომელია შექმნილი ორი ვარიანტიდან წარმოდგენილი.

აღნიშნული ფაქტის დაზუსტება ჩვენთვის საინტერესო იყო იმიტომ, რომ იგი წამოჭრის მრავალმნიშვნელოვან, თავის თავში პასუხის შემცველ კითხვას: რა საფუძველზე ენიჭება უპირატესობა სალომესეულ ტექსტს; ის რომ ეს არჩევანი არაფრით არ არის დასაბუთებული, ხომ არ მიუთითებს იმას, რომ ჩვენს ხელთ არსებული კრებულის შემდგენლად სწორედ სალომე იგულისხმება და ამიტომაა ისე ბუნებრივი ნინოს ნაამბობი აღნიშნულ ძეგლში მისი ჩანაწერით იყოს განპირობებული?~ (6, გვ.150).

აქ დასმულ კითხვაზე პასუხი, ჩვენის აზრით, თავად ძეგლშივეა მოცემული, რომლის მოძიება, XX ს-ის 90-იან წლებში აღმოჩენილი სინური ხელნაწერის მეშვეობით კიდევ უფრო გამარტივდა. მივყვეთ თანამიმდევრულად.

,,წმ. ნინოს ცხოვრების~ ვრცელი რედაქციის დღემდე უცნობი ავტორი, თხზულების ე. წ. შესავალში გამოკვეთილად უთითებს იმას, თუ ბოდბეში, დასნეულებულ წმ. ნინოსთან შეკრებილთა შორიდან, ვინ სთხოვს წმ. ნინოს თავისი თავგადასავალის მოყოლას _ ,,...და ეტყოდა დედუფალი სალომე უჟარმელი და პეროჟავრი სივნიელი და მათ თანა ყოველნი მთავარნი, და ჰკითხვიდეს...~ (1, გვ.45). დიახ, აქ გამოკვეთილად ორი პიროვნებაა დასახელებული, და ეს ასეა, დღემდე ცნობილ, სამივე ხელნაწერში.

რაც შეეხება იმ ცნობას, თუ ვინ იწყებს წმ. ნინოს ნაამბობის თხრობის ჩაწერას, ამასთან დაკავშირებით ხელნაწერებში სხვადასხვა მდგომარეობაა. კერძოდ:

_ IX-X ს.ს. მიჯნაზე შესრულებული სინური ხელნაწერი და XIV-XV ს.ს.-ის ჭელიშური კრებული, ჩამწერთა ვინაობის თაობაზე არაფერს იუწყება _ ,,მაშინ მსწრაფლ მო-ხოლო-იხუნეს საწერელნი და იწყო სიტყუად წინა შობისა მისისა...~ (1, გვ.45).

_ რაც შეეხება X ს. 70-იან წლებში შესრულებულ შატბერდის კრებულს, მასში ჩამწერთა ვინაობა უკვე დაკონკრეტებულია _ ,,მაშინ მო-ხოლო-იხუნეს საწერელნი სალომე უჟარმელმან და სივნიელმან პეროჟავრი, და იწყო სიტყუად წმიდამან ნინო და იგინი წერდეს...~ (1, გვ.45).

რაშია საქმე? რითი შეიძლება აიხსნას წყაროთა შორის არსებული ეს განსხვავება?

დიდის ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შატბერდის კრებულის შემდგენელი _ ან ისეთი წინარე რედაქციით სარგებლობს, რომელშიც წმ. ნინოს ნაამბობის ჩამწერთა ვინაობაა დაკონკრეტებული, ანდა ეს ცნობა _ მის მიერ უნდა იყოს ჩამატებული. ჩვენის აზრით საქმე ამ უკანასკნელ შემთხვევასთან უნდა გვქონდეს.

შატბერდის კრებულის გადამწერმა, ე.წ. შესავალში, წმ. ნინოსთან საუბრის წარმმართველ პირთა თაობაზე არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩათვალა რომ წმ. ნინოს ნაამბობის ჩამწერელნი სწორედ _ იგივე პირნი, ანუ _ სალომე უჟარმელი და პეროჟავრი სივნიელი უნდა ყოფილიყვნენ. მას უდავოდ ,,გამორჩა~ ის ფაქტი, რომ თხზულებაში მხოლოდ სალომე უჟარმელის ავტორობაზე მიმანიშნებელი ტექსტებია დაცული, და არაფერია ნათქვამი პეროჟავრი სივნიელზე.

ჩვენის აზრით ამ _,,ხარვეზისაგან~ დაცულია სინური და ჭელიშური თხზულება.

ჯერ კიდევ ს. კაკაბაძე აღნიშნავდა, რომ _ ,,...ჭელიშური ვარიანტი საერთოდ, როგორც სჩანს, პირვანდელ ტექსტს თავისი მოცულობით უკეთ უნდა წარმოაჩენდეს~-ო (6, გვ.71).

XIV-XV ს.ს. შესრულებული ჭელიშური ხელნაწერის გადამწერი, ან სარგებლობს IX-Xს.ს. შესრულებული სინური ხელნაწერით, ან ორივე გადამწერი _ ,,არშუშა ყოფილი იოვანე~ და ,,ბასილი~ (იხ. 1, გვ.117) _ სარგებლობენ დღეისათვის ჩვენთვის უცნობი, და მათთვის ხელთ არსებული წინარე რედაქციით, რომელშიც არ იქნებოდა მითითება ჩამწერთა ვინაობის თაობაზე.

თავის მხრივ, ასეთი აუცილებლობა არც უნდა დამდგარიყო. თავად თხზულებაში მხოლოდ სალომე უჟარმელის ავტორობით შესრულებული მონაკვეთების არსებობა, სრულიად ზედმეტს ხდიდა ე.წ. შესავლის უცნობი ავტორისათვის დამატებითი ინფორმაცია მოეცა ჩვენთვის _ ჩამწერთა თაობაზე.

ამდენად, შეგვიძლია გამოვთქვათ თამამი ვარაუდი, რომ ,,წმ. ნინოს ცხოვრების~ ვრცელი რედაქციის თავდაპირველი რედაქტორი, რომლის კალამსაც უნდა ეკუთვნოდეს ე.წ. შესავალი, თავის ტექსტში ჩამწერთა თაობაზე მითითებას აღარ გააკეთებდა, ანუ თხზულების თავდაპირველი ვარიანტი, ამ ნაწილში, სწორედ ისეთია, როგორც ეს _ სინურ და ჭელიშურ ხელნაწერებშია წარმოდგენილი.

რაც შეეხება შატბერდული კრებულის აღნიშნულ ინფორმაციას, იგი ჩვენის აზრით, როგორც მინიმუმ Xს-ის 70 წ. შესრულებული ხელნაწერის გადამწერის მიერ უნდა იყოს ჩამატებული.

წმ. ნინოს მონათხრობის ჩამწერი, ანუ დღევანდელი ტერმინით თუ ვიტყვით _ რედაქტორი, არის ის, ვისი ავტორობითაცაა მოცემული თხზულების ის ნაწილი, რომელშიც წმ. ნინოს ნაამბობი პირველ პირშია გადმოცემული, და ესაა _ სალომე უჟარმელი.

დღევანდელი გადმოსახედიდან ძნელია იმაში ზუსტი გარკვევა _ სალომე უჟარმელი თავადვე იწერდა, თუ სამეფო კარზე მყოფი _ ჩამწერის ტექსტის რედაქტირებას ახდენდა. ალბათ ერთიც იყო და მეორეც, რამეთუ აღნიშნული ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდის.

ფაქტი ერთია _ წმ. ნინო, თავისი თავგადასავალის თხრობას სწორედ სალომე უჟარმელის სამფლობელოში მყოფი ახდენს _ ,,თუ ზემოთ მოხსენიებულ გამოსათხოვარ თავყრილობაზე შევაჩერებთ ყურადღებას, არ შეიძლება თვალში არ მოგვხვდეს, რომ ნინოს პირველ რიგში ეკითხება სალომე, დანარჩენები, კი მის ნათქვამს იმეორებენ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ კრება მას მიჰყავს. მისი ასეთი აქტიურობა კი ლოგიკურია. აღნიშნული ღონისძიება ხომ უჟარმელი დედოფლის სამფლობელოში _ ბოდში _ მიმდინარეობს. აქ უფლისწულის მეუღლეა დიასახლისი, მას შეჰფერის უმასპინძლოს ქალ განმანათლებელს...~ (6, გვ.151).

წმ. ნინოს მიერ მონათხრობის, როგორც მინიმუმ _ რედაქტორი, და მაქსიმუმ ჩამწერიც, არის მირიანის ძის რევის მეუღლე _ სალომე, რომლის გამორჩეული როლის დასტურად ძეგლში არსებული ორი ასეთი ჩანაწერი გამოდგება. ორივე ეს ცნობა დაცულია ე.წ. მირიანის წიგნში. ამათგან ერთი _ სათაურშივეა მოცემული: ,,წიგნი რომელი დაწერა მირეან მეფემან ქართლისამან ჟამსა სიკუდილისასა აღწერა Pელითა იაკობ მთავარეპისკოპოსისაOთა და მისცა სალომეს უჟარმელისა, ძის ცოლსა თGსსა რომელი მეცნიერ იყო ყოველსავე ჭეშმარიტად~ (1, გვ.122).

აქ მოცემული _ ,,რომელი მეცნიერ იყო ყოველსავე ჭეშმარიტად~, რომელიც, გავრცელებული შეხედულების თანახმად, წმ. ნინოს გარდაცვალებიდან რამოდენიმე წლის შემდგომად აღსრულებული მირიან მეფის მიერ სიკვდილამდე შესრულებულ ტექსტშია დაცული, თავის თავში არ გამორიცხავს, რომ ამ დროისათვის ყველასათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ,,წმ. ნინოს ანდერძის წიგნის~ არსებობა და წმ. ნინოს ნაამბობის ჩამწერ-რედაქტორად სალომე უჟარმელის ყოფნის ფაქტი. იქნებდა სწორედ ამაზე გვანიშნებს სალომეს _ ,,მეცნიერებაზე~ უწყებული? (აღნიშნულ ფაქტს მოგვიანებით ისევ დავუბრუნდებით).

მეორე მინიშნება უკვე თავად მირიან მეფის ნაამბობშივეა დაცული. მის მიერ აღმართული ჯვრების აღმართზე საუბარში გვეუწყება _ ,,...ერთი ქალაქსა უჟარმას, რომელი წარიღო სალომე...~ (1, გვ.125).

დიახ, _ ,,...დავუკვირდეთ: რევმა წაიღოო კი არ ამბობს მირიანი, არამედ სალომემო. ეს აშკარა ხაზგასმაა სალომეს განსაკუთრებული მიდრეკილებისა გამოსულიყო ქრისტიანობის მოამაგის როლში...~ (6, გვ.151). ამ მხრივ, სალომეს განსაკუთრებულ როლზე თავად წმ. ნინოს პირითაც გვეუწყება _ ,,...ერთი მიეცით სალომეს დედოფალსა, მონასა ქრისტესა, რათა აღმართოს უჟარმას...~ (1, გვ.115).

ზემოთქმულიდან გამომდინარე თუ მირიანის წიგნის სათაურის პერიფრაზს გამოვიყენებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ განსახილველ თხზულებაში წმ. ნინოს მიერ პირველ პირში ნაამბობის ,,დამწერი~ არის თავად _ წმ. ნინო, ხოლო ეს ყველაფერი აღუწერია _სალომე უჟარმელს. აქედან გამომდინარე, ამ მონათხრობის ერთიან წიგნს, ანუ _ ,,რომელნი იგონი სწერიან წიგნსა მას ანდერძისა მისსა~ (1, გვ.84), ასეთი სავარაუდო სათაური შეიძლება გავუკეთოთ, ესაა _ ,,წიგნი, რომელი დაწერა წმ. ნინომ ქართველთა განმანათლებელმან ჟამსა სიკუდილისასა აღწერა Pელითა სალომე უჟარმელისა~.

ამ წიგნში კი, როგორც მინიმუმ გაერთიანებული იქნებოდა, დღეისათვის ცნობილი თხზულების შემდეგი მონაკვეთები _ ,,თავი :გ: ცხორებაO წმიდისა ნინოOსი~; ,,თავი :დ: აღწერილი მისვე სალომე უჟარმელისაO~; ,,თავი :ვ: მოწევნაO წმიდისა ნინოOსი მცხეთად, აღწერილი მისივე სალომე უჟარმელისაO~ (იხ. 1, გვ.47-75).

 

2) ,,წმ. ნინოს ანდერძის წიგნის~

შექმნის დროითი ეტაპები

,,წმ. ნინოს ცხოვრების~ ვრცელი რედაქციის ე.წ. შესავალში, ჩვენის აზრით, მოცემულია შემდგომში ,,წმ. ნინოს ანდერძად~ ქცეული წიგნის დაწერის დაწყების დროითი მინიშნება.

ბოდბეში მყოფი დასნეულებული წმ. ნინოს მიერ მირიან მეფისადმი გაგზავნილი წერილი, მცხეთაში სუჯი (სოჯი) დედოფალს მიაქვს. მას თან ახლავს გუასპურაგანის მთავარი _ ასტირონი, რომელთან საუბარშიც, აბიათარ მღვდელი აფიქსირებს მათი მცხეთაში ჩასვლის წელს _ ,,დღესითგან ქრისტესამდე არიან წელნი სამას ოცდათოთხმეტ~ (1, გვ.43).

შესავალშივე გვეუწყება, რომ წმ. ნინოს დასნეულების ამბის შეტყობისთანავე მცხეთაში მყოფნი დაუყოვნებლივ მიდიან ბოდბეში _ ,,მაშინ შეკრბეს მეფენი ქუეყანისანი დედებითურთ და ყრმებით და სიმრავლე ერთა მრავალთა, რამეთუ ხედვიდეს პირსა ნინოOსსა...~ (1, გვ.44).

შესავლიდანვე ვგებულობთ, რომ ბოდბეში შეკრებილთა თხოვნაზე დათანხმებული წმ. ნინო იწყებს თავისი თავგადასავალის მოყოლას _ ,,მაშინ იწყო სიტყუად ნინო და თქუა... მაშინ მსწრაფლ მოიხუნეს საწერელნი და იწყო სიტყუად, და იგინი წერდეს, წინა შობისა მისისა მშობელთა მოახსენა და თქუა...~ (1, გვ.46-47).

ყოველივე ზემოთქმულიდან ცალსახად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წმ. ნინოს ნაამბობის ჩაწერა დაწყებულა ძეგლშივე მითიებულ წელს _ ,,დღეისითგან ქრისტესამდე არიან წელნი სამას ოცდაათოთხმეტი...~ (1, გვ.43).

,,მოქცევაO ქართლისაOს~ პირველ თავში მოცემულ ე.წ. ,,წმ. ნინოს ცხოვრების~ მცირე რედაქციაში, რომელიც ,,ქრონიკების~ შემადგენელი ნაწილია, მოცემულია წმ. ნინოს გარდაცვალების თარიღი, და რომ ეს მომხდარა _ ,,...სამას ოცდათურამეტსა წელსა~ (1, გვ.21).

ჩვენთვის ძნელია იმის განსაზღვრა თუ დროის რომელ მონაკვეთში დაასრულებდა წმ. ნინო თავის თხრობას, მაგრამ ერთი კი აშკარაა, რომ ,,წმ. ნინოს ანდერძის წიგნის~ დასრულების ზედა მიჯნა სწორედ _ წმ. ნინოს გარდაცვალების თარიღი, ანუ 338 წელია.

ამდენად, ზემოთქმულიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ _ ,,წმ. ნინოს ანდერძის წიგნის~ დაწერის დროითი მონაკვეთი 334-338 წლებშია მოქცეული.

აღნიშნული მონაკვეთის დასასრულს უნდა ითქვას, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან ძნელია იმის განსაზღვრა, თუ როდის მიიღო დასრულებული სახე იმ ნაშრომმა (338 წლამდე, თუ მის შემდგომად), რომელიც დღეისათვის აღმოჩენილ ხელნაწერებში სალომე უჟარმელის ავტორობით შესრულებულ თავებშია წარმოდგენილი. თუმცა, ძნელი არა ვივარაუდოთ, რომ ეს ყველაფერი:

_ მინიმუმ 334 წლიდან ვიდრე წმ. ნინოს გარდაცვალებამდე, ანდა 338 წლიდან ათვლილი დროის სიახლოვეს; და

_ მაქსიმუმ მირიან მეფის გარდაცვალებამდე უნდა მომხდარიყო.

ქართლის სამეფოს პირველი ქრისტიანი მეფის მირიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მეცნიერთა შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ჩვენის აზრით, მირიან მეფის გარდაცვალების თარიღი 352-353 წლებზე უნდა მოდიოდეს (იხ. 31, გვ.118, 130).

ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე დასკვნის სახით შეიძლება ითქვას შემდეგი:

_ ,,წმ. ნინოს ანდერძის წიგნის~ წერა დაწყებულა 334 წელს, ბოდბეში;

_ აღნიშნულ წიგნში შემავალი თხრობის დაფიქსირების ზედა მიჯნად წმ. ნინოს გარდაცვალების თარიღი 338 წელი უნდა მივიჩნიოთ.

_ დღეისათვის აღმოჩენილ ხელნაწერებში დაფიქსირებული სალომე უჟარმელის ავტორობით ცნობილი თავები, რომლებიც სხვა შესაძლო მონაკვეთებთან ერთად ,,წმ. ნინოს ანდერძის წიგნის~ შემადგენელი ნაწილი უნდა ყოფილიყო, დასრულებული, ანუ რედაქტირებული უნდა იყოს: 334/338_ 352/53 წლებში, ანუ ვიდრე მირიან მეფის გარდაცვალებამდელ დროში.

 

3) სიდონიას მიერ აღწერილი და

მათი შექმნის სავარაუდო დრო

თხზულებაში, სალომე უჟარმელის ავტორობით შესრულებულ მონაკვეთს, აბიათარ მღვდლის ასულის _ სიდონიას პირით აღწერილი თხრობა მოსდევს. ივ. ჯავახიშვილი ბრძანებდა _ ,,წმ. ნინოს ც-ა ისეა დაწერილი, რომ მოსაუბრედ და მოამბედ თვითვე ნინოა გამოყვანილი... დანარჩენი ცნობებიც ქართველთა გაქრისტიანების შესახებ თანამედროვეთა და ნინოს თანამშრომელთა აღწერილად არის გამოყვანილი~ (7, გვ.106).

სწორედ, ნინოს ერთ-ერთი თანამშრომელია _ სიდონია, რომლის ავტორობითაც თხზულებაში ხუთი თავია წარმოდგენილი (იხ. 1, გვ.75-104). მათში გადმოცემული ინფორმაციები ასეთი ქრონოლოგიური თანამიმდევრობითაა დაფიქსირებული:

_ ,,აღწერა სიდუნია დედაკაცმან ჰურიამან, ასულმან აბიათარისმან~ (1, გვ.75). მასში თხრობა იწყება: შესავლით, წმ. ნინოს ქართლში შემოსვლაზე მინიშნებით, და მთავრდება იმ ინფორმაციის გადმოცემით, რომელიც ეხება: ქრისტეშობას _ ნათლისღებას _ ჯვარცმას _ ჯვარცმაზე დასასწრებად ელიოზის წასვლასა და მის მიერ კვართის ჩამოტანას _ ელიოზის დედისა და დის სიკვდილსა და კვართის დაფვლას (იხ. 1, გვ.75-84).

აღნიშნულ მონაკვეთში იმ თარიღზეცაა მინიშნება, რასაც წმ. ნინოს ქართლში შემოსვლა და მის მიერ დაწყებული ქადაგების დრო ჰქვია _ ,,...სამას და ათერთმეტი წელიწადი. და ათაოთხმეტისა (სინურშია _ ,,ათხუთმეტისა~) შემდგომად მოივლინა ქუეყანასა ამას ჩუენსა ქადაგი ჭეშმარიტი ნინო დედოფალი ჩემი...~ (1, გვ.76).

აღნიშნული თარიღის კვლევას ამჟამად არ შევეხებით, თუმცა დავსძენთ რომ ჩვენის აზრით აქ 325 წლის 15 მარტიდან მომხდარ მოვლენებზე უნდა მიგვენიშნებოდეს (იხ. 31, გვ.91).

მაშასადამე, სიდონიას ნაამბობში გვეუწყება იმ დროითი მიჯნის დასაწყისი, საიდანაც ათვლითაც ხდება მომხდარი მოვლენების აღწერა.

_ მომდევნო თავის სათაურია: ,,თქმული მისვე სიდონიაOსი~ (49, გვ.84), რომელიც იწყება: სიდონიას მიერ წმ. ნინოსთან დამოწაფების აღწერით _ ნანა დედოფლის დასნეულებითა და მისი მოქცევით, და მთავრდება _ ნანა დედოფლის დედის ძმის ,,სახელით ხუარა~-ს სასწაულებრივი განკურნებისეული ამბის გადმოცემით (იხ. 1, გვ.84-90);

_ თავი: ,,აღწერილი მისივე სიდუნიაOსი, რომელი იხილა, აღწერა: მირიან მეფისა მოქცევისა და ჯუარისა აღმართებისათGს და ეკლესიათა აღშენებისათGს და ყოველთა სასწაულთათGს, რომელნი აღასრულნა წმიდამან ნინო სანატრელმან~ (1, გვ.90). აქ, სათაურშივეა ჩამოთვლილი, თუ რის შესახებაა ამ თავში მოთხრობილი (იხ. 1, გვ.90-95). აღნიშნული თხრობა მთავრდება მირიან მეფის წინაშე მოციქულთა წარგზავნაზე მინიშნებით (იხ. 1, გვ.94-95);

_ თავში: ,,მისივე აღწერილი აღშენებისათვის ეკლესიაOსა~ (1, გვ.95), დეტალურადაა აღწერილი სვეტიცხოვლის პირველი ტაძრის აგებასთან დაკავშირებული ინფორმაციები: ნაძვის ხის მოჭრა _ მისი სასწაულებრივი დამაგრება და ყოველივე ამის შემსწრეთა ღვთაებრივი სიხარული (იხ. 1, გვ.95-102);

_ სიდუნიას ავტორობით შესრულებული ბოლო თავი: ,,თქმული მისივე~ (1, გვ.102), აღწერს სვეტიცხოვლის მიერ აღსრულებულ სასწაულებს _ მირიან მეფის მიერ ,,საბურველი ძელისაOს~ შექმნას _ ეკლესიის მშენებლობის დასრულებას _ საბერძნეთიდან მოვლენილ მღვდელმსახურთა ჩამოსვლასა და მათ მიერ სამეფო კარისა და ყოველი ერის განათვლის ამბებს (იხ. 1, გვ.102-104).

სიდონიასეულ ტექსტში `წმ. ნინოს ანდერძად~ მიჩნეული წიგნის დამოწმება _ `...რომელი-იგი წინა წერილ არს ანდერძსა მას მისსა შინა~ (1, გვ.84), ბუნებრივია გამოკვეთავს სიდონიას ავტორობით ცნობილ თხზულებათა დაწერის დროსაც, ანუ იგი შესრულებული ანდა იყოს _ სალომე უჟარმელის მიერ `წმ. ნინოს ანდერძად~ მიჩნეული წიგნის საბოლოო დასრულების შემდეგ. 

სიდონიას ნაამბობში არაფერია ნათქვამი: წმინდა ნინოს მცხეთიდან მთიულთა გასანათლად წასვლაზე, მის ბოდბეში ჩასვლაზე, დასნეულება-გარდაცვალებაზე... ყოველივე კი გვაფიქრებინებს, რომ ან:

 _ აღნიშნულის თაობაზე არსებული თხრობის შემცველი ტექსტი, ძეგლის თავდაპირველ ვარიანტში იყო და მიზეზთა გამოა დაკარგული; თუ არადა

_შეგვიძლია გამოვთქვათ ვარაუდი, რომ სიდონიას ავტორობით ცნობილი მონაკვეთი `წმ. ნინოს ცხოვრების~ შემდგენელ-რედაქტორის მიერ სპეციალურად არის შეკვეცილი.

 ორივე სავარაუდო შემთხვევაში სიდონიას ავტორობით ცნობილი თხზულებები დაწერილი უნდა იყოს, ზემოთ უკვე აღნიშნული _ სალომე უჟარმელის მიერ `წმ. ნინოს ანდერძად~ მიჩნეული წიგნის საბოლოო დასრულების შემდეგ, ანუ: 334/338 _ 352/353 წლებში.

 

4) აბიათარ მღვდლის მიერ აღწერილი

და მისი შექმნის სავარაუდო დრო

თხზულებაში, აბიათარ მღვდლის ავტორობას მიკუთვნებული ერთადერთი მონაკვეთია დაცული, ესაა: ,,აღწერილი აბიათარ ჰურისა, რომელი იყო მღდელი ბაგინსა შინა მცხეთას და ნათელ-იღო Pელსა შინა ნინოOსსა~ (1, გვ.104). მასში, თხრობა იწყება: წმ. ნინოს ქართლის სამეფოში მოსვლისას აბიათარის მღვდლობაზე მინიშნებით, და მთავრდება: მის მიერ წმ. ნინოსთან დამოწაფების _ განათვლის, და ბრანჯი დიაკონის ჩამოსვლა-წასვლის ამბების გადმოცემით (იხ. 1, გვ.104-110).

აბიათარ მღვდლის ნაამბობი, ჩვენის აზრით, შეიცავს, მის მიერ, აღნიშნული თხზულების დაწერის სავარაუდო დროზე მინიშნებასაც _ ,,...Pელნი შეასხნეს ძესა მას დედაკაცისა მწირისასა და მოკლეს, აღიღო ღმერთმან Pელი მისი ჩუენ ზედა... ხოლო აწ არს სამასი წელი...~ (1, გვ.106).

თუ ჩავთვლით რომ მაცხოვრის ჯვარცმა მისი შობითგან 33-34 წლებშია მომხდარი, მაშინ იმ დროინდელი ტრადიციის თანახმად, ამ მოვლენიდან ათლივ მოცემული ,,სამასი წელი~, აბიათარისეული თხრობის დაფიქსირების სავარაუდო თარიღზე, ანუ 333-334 წლებზე უნდა გვითითებდეს.

აღნიშნულის სასწორეს ისიც უნდა ადასტურებდეს, რომ აბიათარ მღვდელი არაფერს იუწყება წმ. ნინოს დასნეულება-გარდაცვალების წლებზე (334-338 წ.წ.), ანუ _ მისი მონათხრობი სწორედ აღნიშნულ დროით მიჯნამდე შეიძლება იყოს შესრულებული.

 

5) იაკობ და იოანეს მიერ აღწერილი

და მისი შექმნის სავარაუდო დრო

 სინური და შატბერდული ხელნაწერისაგან განსხვავებით, რომელიც მომდევნო თავის ავტორად მხოლოდ იაკობ მღვდელს ასახელებს, ჭელიშურ თხზულებას აღნიშნული თავის ავტორებად ორი პიროვნება გამოჰყავს _ ,,აღწერილი იაკობ მღდლისა და იოანე მთავარეპისკოპოსისაO და აღმართებისათGს პატიოსნისა და ცხოველმყოფელისა ჯუარისა მცხეთას~ (1, გვ.110). აღნიშნულ თავში გვეუწყება: ჯვრისათვის ხის მოკვეთის ამბავი _ მათი სამ ადგილას აღმართვა _ წმ. ნინოს მცხეთიდან მთიულეთში წასვლისა და მცხეთაში აბიათარ მღვდლის დატოვების თაობაზე (იხ. 1, გვ.110-117).

მოცემული თავი სინურ ხელნაწერში თხრობის ბოლოშია დაცული, და მას რიგითი ნომრის მაჩვენებელი არა აქვს (იხ. 4).

ჭელიშური ხელნაწერი ასევე აღნიშნული თავით მთავრდება, რომელსაც წინ უძღვის ე.წ. მირიანის წიგნი და მის ანდერძი.

შატბერდულ კრებულში აბიათარ მღვდლის ავტორობით შესრულებული თავის ნომერია: ,,იბ~, რომელსაც _ ,,იგ~ ნომრიანი იაკობ მღვდლის მიერ აღწერილი მოსდევს (იხ.1, გვ.104-110).

ყოველივე ზემოთქმულიდან შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ წარმოდგენილი თავი, რომელიც არაფერს იუწყება წმ. ნინოსა და მირიანის გარდაცვალებაზე, ან:

_ დღეისათვის ნაკლული სახითაა მოღწეული, და მაშინ მისი შექმნის დროდ 338/353 წლები უნდა ვიგულისხმოთ;

_ ანდა მაშინ იგი წმიდა ნინოს გარდაცვალებამდე, ანუ _ 338 წლამდე უნდა იყოს შესრულებული;

_ აქაც, ზემოთქმულის მსგავსად, შეგვიძლია გამოვთქვათ ვარაუდი, რომ აბიათარ მღვდლის ავტორობით ცნობილი მონაკვეთი `წმ. ნინოს ცხოვრების~ შემდგენელ-რედაქტორის მიერ ასევე სპეციალურად არის შეკვეცილი.

 

6) ე. წ. უავტორო თხზულება

და მისი შექმნის სავარაუდო დრო

დღეისათვის ცნობილი ხელნაწერებიდან მხოლოდ შატბერდის კრებულშია დაცული უავტორო მონაკვეთი: ,,აღმართებაO პატიოსნისა ჯუარისა მცხეთისა და მერმე კუალად გამოჩინებაO თავი :იდ:~ (1, გვ.118).

მცხეთის ჯვრის აღმართვის ამბის გადმომცემი ეს მონაკვეთი, ხელნაწერში დაცული ერთადერთი თავია სადაც წმ. ნინო ნახსენები არ არის. თხრობაში მოცემული მირიან მეფის და მისი ძის რევის სახელებისა და მათ მიერ ნამოქმედარის აღწერა, გვაფიქრებინებს, რომ ეს მონაკვეთი წმ. ნინოს გარდაცვალებიდან, ვიდრე რევისა და მირიანის გარდაცვალებამდელ დროში უნდა იყოს დაწერილი, რაც სავარაუდოდ: 338 _ 352/353 წლებზე მოდის.

 

7) მირიან მეფის ორი წიგნი

და მათი შექმნის სავარაუდო დრო

ზემოთ უკვე ითქვა, რომ სინური და ჭელიშური ხელნაწერისაგან განსხვავებით, შატბერდული კრებული მირიან მეფის სახელით ცნობილი ორი თავით მთავრდება, ესენია:

_ ,,წიგნი რომელი დაწერა მირეან მეფემან ქართლისამან ჟამსა სიკუდილისასა აღწერა Pელითა იაკობ მთავარეპისკოპოსისაOთა და მისცა სალომეს უჟარმელსა, ძის ცოლსა თGსსა რომელი მეცნიერ იყო ყოველსავე ჭეშმარიტად~ (1, გვ.122) (ამ წიგნის თაობაზე ქვემოთ დეტალური საუბარი გვექნება);

_ და: ,,ანდერძი მირეან მეფისაO ძისა თGსისა ნანაOსა~ (1, გვ.129).

პირველი წიგნის თხრობა მოკლედ იმეორებს წინა თავებში სხვადასხვა ავტორის მიერ გადმოცემულს, და მთავრდება: წმ. ნინოს გარდაცვალების, მისი დაკრძალვისა და საფლავთან, მირეან მეფის მიერ ეკლესიის აშენებასთა დაკავშირებული ინფორმაციის გადმოცემით (იხ. 1, გვ.122-129).

მირიანის მეორე, ანუ ,,ანდერძის წიგნში~ რევის სახელის დაფიქსირება _ ,,ხოლო ძესა თGსა ასწავებდა... ხოლო შენ ფრთხილ იყავ, შვილო საყუარელო, რევ...~ (1, გვ.129-130), გვაფიქრებინებს რომ აღნიშნული ანდერძი რევ მირიანის ძის გარდაცვალებამდეა შედგენილი და რაც, ჩვენის აზრით, 352-353 წლებზე მოდის (იხ. 31, გვ.118).

მაშასადამე, აღნიშნული ანდერძის წიგნი, სავარაუდოდ წმ. ნინოს გარდაცვალებიდან, ვიდრე რევის გარდაცვალებამდე (ჯერ რევი, და მერე მირიანი, ერთსადაიმავე წელს გარდაიცვალნენ), ანუ 338 _ 352/353 წლებში უნდა იყო შედგენილი.

 

8) დასკვნის მაგიერ

ზემოთწარმოდგენილი მასალის ერთგვარი შეჯერების შემდეგ, დიდის ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოდ ქვემოთთქმული, და დასკვნის სახით აღვნიშნოთ:

_ სალომე უჟარმელის ავტორობით ცნობილი ე.წ. ,,წმ. ნინოს ანდერძის წიგნში~ მოაზრებული თავებისეული თხრობის წერა დაწყებულა 334 წელს, ხოლო რედაქტირებული ნაშრომის საბოლოო სახე 334/338 _ 352/353 წლებში უნდა იყოს გამოკვეთილი;

_ სიდონია აბიათარ მღვდლის ასული თავის თხრობას 325 წლიდან მომხდარი ამბების აღწერით იწყებს, რომლის საბოლოო სახეც, სავარაუდოთ 334/338 _ 352/353 წლებს შორის უნდა იყოს დასრულებული;

_ აბიათარ მღვდლის სახელით ცნობილი მონაკვეთი, ჩვენის აზრით, ასევე არა უგვიანეს 334/338 _ 352/353 წლებს შორის უნდა იყოს დაწერილი;

_ უავტორო თხზულებად ცნობილი მონაკვეთის დაწერის დრო, ჩვენის აზრით, 338 _ 352/353 წლებზე უნდა მოდიოდეს;

_ და ბოლოს: მირიან მეფის ანდერძი სავარაუდოდ წმ. ნინოს აღსრულებიდან, ვიდრე რევ მირიანის ძის გარდაცვალებამდე, ანუ 338 _ 352/353 წლებში უნდა იყოს შესრულებული.

აი, ასეთი უნდა იყოს დღეისათვის ცნობილ ,,წმ. ნინოს ცხოვრების~ ე.წ. ვრცელ რედაქციაში შემავალ თხზულებათა შედგენის სავარაუდო დროები, რომლის არეალიც: 334/338 _ 352/53 წლებს შორის უნდა იყოს მოქცეული.

 

9) ,,წმ. ნინოს ცხოვრების~

ვრცელი რედაქციის შემდგენელი

თავიდანვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ,,წმ. ნინოს ცხოვრების~ ე.წ. ვრცელი რედაქციის შემდგენელი, ჩვენის აზრით, უნდა იყოს ის ქართველი ისტორიკოსი, რომლის ნაშრომის, როგორც წყაროს, გამოყენების თაობაზეც მიგვანიშნებს ე.წ. ,,ქრონიკებისეული~ ტექსტი _ ,,...ვითარცა სწერია მცირესა მას წიგნსა ქართლისა მოქცევის(ა)სა, გრიგო(ო)ლი დიაკონის მიერ აღწერილსა~ (1, გვ.16).

ქვემოთ გადმოცემულ თხრობაში, შევეცდებით ზემოთქმულის დამადასტურებელი სათანადო საბუთების მოტანას. თავდაპირველად, ხსენებული ,,გრიგოლ დიაკონის~ ვინაობაზე გვინდა ვისაუბროთ.

 

ა) ,,გრიგოლ დიაკონი~

წყაროსეული ინფორმაციის თანახმად გრიგოლი საეკლესიო იერარქიის წარმომადგენელია (იხ. 1, გვ.1-6).

როგორც ვიცით _ ,,დიაკონი (ბერძ. ,,მსახური~) _ მვდელმსახური(ა) მღვდლობის მესამე, უმდაბლესი ხარისხისა, რომელიც ეპისკოპოსსა და მღვდელს ღმრთისმსახურებისა და საიდუმლოთა შესრულების დროს ეხმარება. დიაკონის მოვალეობაა აგრეთვე ჭურჭლების შენახვა და ტრაპეზისა და სამკვეთლოს სისუფთავისათვის თვალყურის დევნა. სადიაკვნო მსახურება სახეა ანგელოზთა მსახურებისა. დიაკონის საღმრთისმსახურო შესამოსელს სტიქარი, ორარი და საბუხრეები წარმოადგენს~ (32, გვ.35-36).

სიდონია აბიათარ მღვდლის ასულის მონათხრობში ვკითხულობთ _ ,,მაშინ მოვიდეს მოციქულნი საბერძნეთით მღდელთ მოძღუარი, მღდელნი და დიაკონნი და იწყეს ნათლისცემად~ (1, გვ.104).

მაშასადამე, მირიან მეფის თხოვნის თანახმად კონსტანტინე იმპერატორი აგზავნის მღვდელმსახურებს, რომელთაგანაც, წყაროს თანახმად _ ერთი ,,მღდელთმოძღუარია~, ხოლო მღვდელთა და დიაკონთა რაოდენობა დაკონკრეტებული არ არის.

ძეგლის თანახმად გვეუწყება, როგორც ,,მღდელთ მოძღუარის~ სახელი _ ,,იოვანე მთავარებისკოპოზი~ (1, გვ.37), ასევე მღვდლისა და მთავარდიაკონის ვინაობაც _ ,,...ნათელს-სცემდა მუნ შინა Pელითა იაკობ მღდელისაOთა და პროსილა მთავარ დიაკონისაOთა~ (1, გვ.108).

ამდენად, თხზულების თანახმად, გვეუწყება საბერძნეთიდან ჩამოსული სამი მღვდელმსახურის ვინაობა, ესენია _ ,,იოვანე მთავარებისკოპოზი~ ,,იაკობ მღდელი~ და ,,პროსილა მთავარ-დიაკონი~.

გრიგოლ დიაკონის სადაურობის დასადგენად, ჩვენის აზრით, თხზულების ერთი ასეთი მინიშნება დაგვეხმარება. მთიულთა გასანათლად წასული წმ. ნინოს თანმხლებ პირთა თაობაზე მონათხრობაში ,,ქრონიკების~ შემდგენელი გვაუწყებს _ ,,...წარიყვანა იაკობ მღდელი, საბერძნეთით მოსრული~-ო (1, გვ.18-19). მაშასადამე, მან ჩათვალა ხაზი გაესვა, რომ ეს ის იაკობ მღდელია, რომელიც თურმე _ ,,საბერძნეთით მოსრული~-ა.

იგივე ავტორი გრიგოლ დიაკონზე, არანაირ ,,განმარტებით~ ინფორმაციას აღარ იძლევა და უბრალოდ აღნიშნავს _ ,,ვითარცა-იგი სწერია მცირესა მას მოკლედ აღწერილსა წიგნსა ქართლის მოქცევისასა გრიგოლ დიაკონის მიერ აღწერილსა~-ო (1, გვ.16).

ამდენად, ავტორისეული ცნობით _ ,,იაკობ მღდელი~ _ საბერძნეთიდან მოსულთაგანია, რასაც ვერ ვიტყვით _ ,,გრიგოლ დიაკონზე~.

ყოველივე ზემოთქმული, საფუძველს იძლევა დავასკვნათ, რომ გრიგოლ დიაკონი უნდა იყოს არა საბერძნეთიდან მოსულ მღვდელმსახურთაგანი, არამედ იგი, ის ადგილობრივი მაცხოვრებელია, რომელიც, სავარაუდოდ, მოგვიანებით იქნა ხელდასხმული.

(თხრობის გაგრძელებამდე უნდა აღვნიშნოთ, რომ ,,მოქცევაO ქართლისაOს~ თხზულების ბაზაზე წარმოებული მსჯელობისა გამო, ჩვენ აქ არ ვიხილავთ ჯერ კიდევ ქრისტეს უშუალო მოციქულების მიერ დაარსებული ქართული ქრისტიანული თემებისა და, და მათ შორის, მღვდელმსახურთა არსებობის საკითხს).

,,დიდი სჯულისკანონის~ ორგანული ნაწილის ,,წმინდა მოციქულთა კანონის~, პირველ-ორ მუხლში ვკითხულობთ _ ,,1. ეპისკოპოსი ხელდასხმული უნდა იყოს ორი ან სამი ეპისკოპოსის მიერ. 2. მღვდელი ხელდასხმული უნდა იყოს ერთი ეპისკოპოსის მიერ, ასევე დიაკონიც და სხვებიც სამღვდელო დასიდან~ (33, გვ.3).

თხზულებაში, საბერძნეთიდან ჩამოსულთა შორის _ მთავარეპისკოპოსის მოხსენება, საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოდ, რომ სამეფო კარისა და ერის ქრისტიანად განათვლის პარალელურად ალბათ მოხდებოდა მღვდელმსახურების ჩასატარებლად ასე აუცილებელი სამღვდელმსახურეო იერარქთა (მღვდელი, დიაკონი) ხელდასხმაც. ჩვენის აზრითა სავსებით შესაძლებელია, მათ შორის _ გრიგოლ დიაკონიც მოვიაზროთ.

ეხება რა გრიგოლ დიაკონის წარმომავლობის საკითხს კ. კეკელიძე აღნიშნავს _ ,,გრიგოლი პირველი ქართველი ისტორიკოსია ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით~ (9, გვ.127).

ს. კაკაბაძე თავის გამოკვლევაში კიდევ უფრო კონკრეტდება _ ,,...ვინ უნდა ყოფილიყო ეს გრიგოლ დიაკონი? მე მიმაჩნია საეჭვოდ ამ გრიგოლის ვინაობა დავუკავშიროთ იმპერატორ კონსტანტინეს მიერ მღვდლებთან ერთად გამოგზავნილ დიაკონის პიროვნებას, რომლის შესახებ ,,მოქცევაO ქართლისაO~ ამბობს ,,შექმნეს სახე პატიოსნისა ჯ-ისა ვ-ა ასწავა მთავარდიაკონმან~ (იხ. 1, გვ.16 -ავტ.). ამ შემთხვევაში შესაძლებელია გრიგოლი ქართველიც არ ყოფილიყო. მაგრამ საკითხის ასე დაყენება მეტად პრობლემატურად სჩანს. პირიქით... გრიგოლ დიაკონი იყო არა მარტო ქართველი, არამედ კერძოდ შიდა-ქართლის განსაზღვრულ რაიონის მცხოვრები...~ (10, გვ.72-73).

მაშასადამე, თუ შევაჯერებთ აქამდეთქმულს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გრიგოლ დიაკონი არის _,,პირველი ქართველი ისტორიკოსი~, რომელიც _ ,,იყო არა მარტო ქართველი, არამედ კერძოდ შიდა-ქართლის განსაზღვრულ რაიონის მცხოვრები~, და იგი სამღვდელთმსახურო ხარისხში, ანუ _ დიაკვნად, ,,წმინდა მოციქულთა კანონის~ მოთხოვნათა საფუძველზე, ხელთდასხმულ იქნა ,,საბერძნეთიდან~ კონსტანტინე იმპერატორის მიერ გამოგზავნილი _ იოვანე მთავარეპისკოპოზის მიერ.

 

ბ) ე.წ. ,,შესავლისეული~ მინიშნებანი

ჩვენის აზრით, ,,წმ. ნინოს ცხოვრების~ ე.წ. ვრცელი რედაქციის შესავალში, დაცული ფრაზეოლოგიის ანალიზი, დიდ დახმარებას გაგვიწევს მის ავტორთან დაკავშირებული საკითხის გარკვევაში.

ტექსტის ანალიზიდან კარგად ჩანს, რომ ე.წ. შესავლის ავტორი, მასში აღწერილ მოვლენებზე, არა _ სხვა სავარაუდო წყაროზე დაყრდნობით, არამედ როგორც _ თვითმხილველი ისე საუბრობს. უფრო მეტიც, ტექსტის ამ ნაწილის ანალიზი საშუალებას იძლევა განვსაზღვროთ აღწერილი მოვლენის დროისათვის ავტორის პირობითი ,,ადგილმდებარეობაც~. მოდით მივყვეთ თანამიმდევრულად.

თავიდანვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენის აზრით, ამ შესავლის ავტორი, გახლავთ, ,,წმ.ნინოს ცხოვრების~ ვრცელი რედაქციის შემდგენელ-რედაქტორი გრიგოლ დიაკონი.

_ ,,მოვიდა~. ტექსტის დასაწყისშივე ჩანს, რომ ავტორი ქართლის სამეფოს მკვიდრია. წმ. ნინოს თაობაზე საუბრისას იგი აღნიშნავს... ,,წმიდაO ესე და ნეტარი დედაკაცი იკითხვიდა ქალაქსა ამას ჩუენსა და ეძიებდა Pსნასა სულთა ჩუენთასა ვითარ-იგი განიშორა ერთი ესე ქუეყანაO, სამეუფოO ჩრდილოOსაO, მცხეთაO, მეფეთა საჯდომელი, მოვიდა დედაკაცი ესე...~ (1, გვ.35).

შესავლის ავტორის, ანუ გრიგოლ დიაკონისთვის ნინოს მიერ საძიებელი ქალაქი მცხეთა, მისი მშობლიური ქალაქია _ ,,ქალაქსა ამას ჩუენსა~, სადაც, როგორც ქართლის სამეფოს დედაქალაქში, ანუ ზოგადად ქვეყნის სიმბოლოში _ ,,მოვიდა დედაკაცი ესე~. ეს ფრაზა, და ტერმინი _ ,,მოვიდა~, უდავოდ მიანიშნებს, რომ ავტორს წმ. ნინოს მოსვლა ქართლის სამეფოში მყოფის თვალთახედვით აქვს აღწერილი. ტერმინი _ ,,მოვიდა~ (1, გვ.35,21), და არა _ ,,მივიდა~, ზემოთქმულის დასტურად მიგვაჩნია;

_ ,,წარმოემართა~. აღწერს რა სოჯი დედოფლის მიერ მცხეთაში წმ. ნინოს წერილის წამოღებისეულ ამბებს, ავტორისეული ტექსტი გვაუწყებს _ ,,მაშინ დედოფალი იგი სოჯი წარმოემართა ხილვად და თაყ[უ]ანის-ცემად წმიდისა სიონისა და წმიდისა მახარებელისა, მოციქულთა სწორისა ნინო(O)სა~ (1, გვ.36).

აქ გამოყენებული ტერმინი _ ,,წარმოემართა~, აშკარად მიგვანიშნებს, თუ სად იმყოფება აღწერილი დროისთვის ამ სიტყვის დამწერი: სოჯი დედოფლის მიერ წმიდა ნინოს ,,ხილვად და თაყ[უ]ანისცემად~ სვლის აღწერისას სიტყვა _ ,,წარმოემართა~, იმ პიროვნების თვალთახედვას გვამცნობს, რომელიც ამ დროისათვის წმ. ნინოსთან უნდა იმყოფებოდეს.

დიახ, კი არ გვეუბნება წმ. ნინოს ,,ხილვად~ _ ,,წარემართაო~, რაც გარედან მომზირალის თვალთახედვის გამჟღავნება იქნებოდა, არამედ ამბობს _ ,,წარმოემართა~-ო (1, გვ.36,16), რამეთუ იგი, ამ დროისათვის, სავარაუდოდ, _ წმ. ნინოსთან იმყოფება;

_ ,,მოვიდოდეს~, ,,მოიწია~, ,,გამოსვლაO~ და ,,შევიდა~.

,,შესავლის~ ავტორის, ანუ გრიგოლ დიაკონისათვის _ მცხეთა, როგორც სამეფოს დედაქალაქი, და იქ აღმართული _ სვეტიცხოველი, ის მთავარი საორიენტაციო ცენტრია, სადაც, როგორც ერთ-ერთი მღვდელმსახური _ თავადვე იმყოფება სულიერად, მიუხედავად იმისა თუ სადაა იგი ამ დროისათვის ფიზიკურად. ამიტომ, ამ მთავარი სულიერი ცენტრისაკენ სვლა, მისთვის, როგორც ამ სულიერი ცენტრის თანაზიარისათვის, მისკენ მომდინარე სვლაა.

ზემოთთქმულის შემდეგ, ვფიქრობთ ძნელი აღარ უნდა იყოს იმის გააზრება, რასაც სოჯი (სუჯი) დედოფლის მიერ მცხეთისაკენ სვლის აღწერაში ვხვდებით _ ,,...არღ[ა]რა აღPდა ეტლსა ზედა, არამედ ტერფნი მისნი შიშუელნი მიწასა და ქვათა ზედა მოვიდოდეს~ (1, გვ.36).

ნახსენები სულიერი ცენტრისაკენ სვლის მისტერიულ სიდიადეს კიდევ უფრო მძაფრად წარმოგვიჩენს სოჯი დედოფლის მიერ (აღნიშნულისაკენ) ფეხშიშველი წასვლის ფაქტი. სიტყვა ,,მოვიდოდეს~ (1, გვ.36,43), ამ სულიერი ცენტრის ერთ-ერთი თანაზიარისა და სულიერად მუდამ იქ მყოფად მოაზრებული მღვდელმსახურის _ გრიგოლ დიაკონის თვალთახედვის დასტურია.

მცხეთაში, როგორც სულიერების ცენტრში მყოფთა შორისაა მოაზრებული იოვანე მთავარეპისკოპოსიც, რომლის თვალთახედვითაც აღწერილი მოვლენა, ავტორის მიერ, ასეა წარმოდგენილი _ ,,და მოიწია (აქ _ სოჯი, ამ სულიერი ცენტრის გამოკვეთის ადგილზე ანუ) ზედა მდინარესა არაგუსა... ხედვიდა იოვანე მთავარებისკოპოზი და ყოველი ერი, ვითარმედ ერითა დიდითა მოვიდოდა (ამ სულიერ ცენტრში მისაახლებლად) ვინმე (აქ-სოჯი) წყალსა Oმიერ და აყენებდეს, რაOთა დაადროონ გამოსლვაO~ (1, გვ.37).

აქ მოცემული სიტყვები _ ,,მოიწია~, ,,მოვიდოდა~ ,,გამოსლვაO~, აშკარად უთითებს ზემოთნახსენები ,,სულიერი ცენტრის~ თანაზიარ-თანადგომის პოზიციიდან მომდინარე თვალთახედვას.

და აი, შემდეგი ფრაზიდან უკვე ,,გვეუწყება~, თუ სად იმყოფება ამ დროისათვის ამ ამბის გადმომცემი _ ფიზიკურად: ,,ხოლო ამან სარწმუნომან დედუფალმან, ილოცა ღმრთისა მიმართ და აPდა ერთსა საPედარსა და შევიდა (და არა ,,შემოვიდა) წყალსა, და განუდგა მდინარQ იგი, ვითარცა ტბაO მდგომელი ადგილოგან, და განვიდა (და არა ,,გამოვიდა~) უვნებელად~ (1, გვ.37).

დიახ, ჩვენის აზრით სიტყვები ,,შევიდა~ (1, გვ.37,21) და ,,განვიდა~ (1, გვ.37,23), იმ ადამიანის თვალთახედვას გვამცნობს, რომელიც ამ დროს სოჯი დედოფლის ერთ-ერთი მხლებელთაგანია. სწორედ ამიტომაა, რომ სოჯი დედოფალი მისი თვალთახედვიდან მომდინარე _ ,,შევიდა~, და არა ,,შემოვიდა~, ანდა _ ,,განვიდა~, და არა ,,გამოვიდა~ მდინარიდან;

_ ,,მიეგებვოდეს~, ,,შემოვიდა~ და ,,შევიდეს~.

მცხეთისა და სვეტიცხოვლის სულიერი ცენტრის თანაზიარი დიაკონი, სოჯის სხვა მხლებლებთან ერთად მდინარეზე უვნებლად გასვლის შემდეგ, უკვე თავადვე ხდება ამ ,,სულიერი ცენტრის~ უკე ფიზიკური თანაზიარიც. აღნიშნულის დამადასტურებელი ტექსტი, კომენტარებითურთ გვსურს წარმოვაჩინოთ:

,,... და განვიდა უვნებლად. და მიეგებვოდეს (აქ _ უკვე ,,სულიერ ცენტრში მყოფი დიაკონის ხედვაა მოცემული) მას ერნი ეკლესიისანი და მეფენიცა და სალომე უჟარმელი დედუფალი მანდავე იყო. და ყოველნი მიეგებვოდეს (და არა ,,მოეგებვოდეს~) მას. და შემოვიდა (და არა ,,შევიდა~) იგი მტირალი... და ოდეს შემოვიდოდა (ამ დროს გრიგოლი უკვე ეკლესიაშია) ეკლესიად, აღდგა მთავარებისკოპოსი ერითურთ და მეფQ პალატისა კაცებითურთ და შევიდეს (ეს მიანიშნებს, რომ გრიგოლ დიაკონი სწორედ მათ შემდეგ შედის ეკლესიაში, თუმცა უფრო ადრე, ვიდრე სოჯი დედოფალი) ეკლესიად~ (1, გვ.37);

_ ,,მოOღო~. წმიდა ეკლესიის მღვდელმსახურთაგანი გრიგოლ დიაკონი, უკვე ფიზიკურადაც ,,სულიერ ცენტრში~ მყოფის კუთხით აღგვიწერს შემდეგსაც _ ,,მაშინ მოOღო (ე.ი. ავტორის თვალთახედვით ,,მოOღო~, და არა ,,მიOღო~ ვინმესადმი) წიგნი წმიდისა ნი[ნ]ოOსი წმიდისა მიმართ მთავრისა იოვანე ებისკოპოზისა~ (1, გვ.38).

ვფიქრობთ, წარმოდგენილი მასალა დიდის ალბათობით გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ რომ ე.წ. შესავლის ავტორი:

_ გრიგოლ დიაკონი, კახეთის დედოფლის სოჯის მიერ წმ. ნინოსთან მისვლის დროს, თავად წმ. ნინოსთანვე იმყოფება;

_ გრიგოლ დიაკონი, უნდა მოვიაზროთ სოჯი დედოფლის იმ ამალაში მყოფად, რომელიც წმ. ნინოს წერილის მცხეთისაკენ მიმავალ სოჯის ახლავს თან;

_ გრიგოლ დიაკონი უშუალოდ ესწრება როგორც სოჯი დედოფლის მიერ მცხეთაში დამხვდურთათვის წმ. ნინოს წერილის გადაცემისა და ასტირონ მთავრისა და აბიათარ მღვდლის საუბარს; ასევე _ დასნეულებულ წმ. ნინოსთან ჩასულთა, ქართველთა განმანათლებელთან შემდგარ თავყრილობას.

ტექსტის ანალიზი იძლევა საფუძველს ვივარაუდოდ, რომ გრიგოლ დიაკონი თავადვეა შემსწრე იმ გადაწყვეტილებისა, რასაც წმ. ნინოსადმი მიმართული თხოვნის შედეგი _ წმ. ნინოს მიერ თავისი თავგადასავალის აღწერაზე განცხადებული თანხმობა ჰქვია.

წარმოდგენილი თვალთახედვით, ვფიქრობთ რომ ე.წ. ,,შესავლისეული~ მინიშნებანი უდავოდ ყურადსაღები და ანგარიშგასაწევია.

 

გ) დასკვნის მაგიერ

ერთგვარად თუ შევაჯერებთ ზემოთქმულს. მთლიანობაში ასეთი სავარაუდო სურათი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ _ ,,წმ. ნინოს ცხოვრების~ ე.წ. ვრცელი რედაქციის შესავლის სავარაუდო ავტორი გრიგოლ დიაკონი არის:

_ ,,პირველი ქართველი ისტორიკოსი~ (კ. კეკელიძე);

_ რომელიც: ,,იყო არა მარტო ქართველი, არამედ კერძოდ შიდა ქართლის განსაზღვრულ რაიონის მცხოვრები~ (ს. კაკაბაძე);

_ იგი, დიაკვნის ხარისხში აუყვანია, კონსტანტინე იმპერატორის მიერ, მირიან მეფის თხოვნის თანახმად, ქართლის სამეფოში მოვლენილ იოვანე მთავარეპისკოპოსს;

_ გრიგოლ დიაკონი, შესაძლოა წმ. ნინოს იმ თანმხლებთა შორისაც მოვიაზროთ, რომლებთან ერთადაც გაემგზავრა წმ. ნინო მთიელთა განსანათლავად. ყოველ შემთხვევაში, გრიგოლ დიაკონი, როგორც მინიმუმ, ბოდბეში ჩასვლის მომენტისათვის უკვე წმ. ნინოსთანაა;

_ კახეთის დედოფალი სოჯის (სუჯის) წმ. ნინოსთან ბოდბეში ჩასვლის დროისათვის, გრიგოლ დიაკონი წმ. ნინოსთან მყოფთაგანია;

_ გრიგოლ დიაკონი იმ ამალაში მყოფ პიროვნებად უნდა მოვიაზროთ, რომელიც სოჯი დედოფლის მიერ წმ. ნინოს წერილის მცხეთაში წასაღებად მოისწრაფის;

_ გრიგოლ დიაკონი თვითმხილველია სოჯი დედოფლის მიერ მცხეთაში მყოფთათვის წმ. ნინოს წერილის გადაცემის ფაქტისა;

_ გრიგოლ დიაკონი შემსწრე ჩანს გუასპურაგანის მთავრის ასტირონის ინიციატივით აბიათარ მღვდელთან გამართული საუბრისა;

_ გრიგოლ დიაკონი თანამონაწილე ჩანს, მცხეთიდან წასულთა და ბოდბეში მყოფ დასნეულებულ წმ. ნინოს შორის გამართული შეხვედრისას მიღებული ისტორიული გადაწყვეტილებისა: დაიწეროს ქართველთა განმანათლებლის წმ. ნინოს თავგადასავალი.

აი, მოკლედ ყოველივე იმის შესახებ, რაც ,,წმ. ნინოს ცხოვრების~ ვრცელი რედაქციის ე.წ. შესავლის ბაზაზე წარმართული მსჯელობის შედეგად შეიძლება თქმულიყო.

 

10) უავტორო თხზულებისეული

მინიშნებანი

ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებულ შეხედულებათა ერთი ნაწილის თანახმად _ გრიგოლ დიაკონის ავტორობით შესრულებულადაა მიჩნეული ,,წმ. ნინოს ცხოვრების~ ვრცელი რედაქციის ის ერთადერთი თხზულება, რომელშიც მისი სავარაუდო ავტორის თაობაზე არაფერია ნაუწყები (იხ. 18, გვ.311-313; 9 გვ.127-128 და სხვა).

კ. კეკელიძე, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას, დროით მინიშნებასაც იძლევა _ ,,როდისაა დაწერილი ეს თხზულება? მხედველობაში გვაქვს მთლიანი თხზულების, კრებულის, შედგენის დრო და არა შემადგენელი მისი ნაწილებისა, რომელთაგან, შეიძლება ზოგიერთი მართლაც ძველი იყოს. ამ მხრივ კი ყურადღება უნდა მივაქციოთ შემდეგ გარემოებას... თხრობა აღმართებისათვის პატიოსნისა ჯვარისა და კირილე იერუსალიმელის ეპისტოლე, რომლებითაც, როგორც ვთქვით, ავტორს უსარგებლნია, ქართულ მწერლობაში შემოსული უნდა იყოს არაუადრეს მერვე საუკუნის გასულს ან მეცხრეს დამდეგისა, ვინაიდან პირველად ისინი გვხვდება ჩვენ სინას მთაზე დაცულ 864 წლის ,,მრავალთავში~...~ (8, გვ.530-531).

დღევანდელი გადმოსახედიდან ძნელია ცალსახად იმის თქმა, თუ აღნიშნული თხზულება ვის მიერაა წყაროდ გამოყენებული, მაგრამ 864 წლით დათარიღებული ხელნაწერის არსებობა, თავის მხრივ საძიებელი თხზულების დაწერის ზედა მიჯნასაც განგვისაზღვრავს.

ჭელიშური ხელნაწერის აღმომჩენი არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია ბრძანებს _ ,,ჩვენი ვარიანტი იხსენიებს ქართლის მოქცევის წიგნს, რომელიც მოკლედ აღუწერია გრიგოლ დიაკონს (ასეთივე მინიშნება, შატბერდულისაგან განსხვავებით, გვხვდება მოგვიანებით აღმოჩენილ სინ-48 -ის ტექსტშიც _ ავტ.)... ჩვენ არ ვიცით, ვინ არის ეს გრიგოლ დიაკონი და ან როდის სცხოვრობდა იგი, მაგრამ... შესაძლებელია, რომ დიაკონი გრიგოლი ქართლის მოქცევის თანამედროვე თუ არა, ერთი იმ პირთაგანი მაინც იყოს, რომელნიც აღწერდნენ დიდმნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენათა იმ დროს, როდესაც თანამედროვეთ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დავიწყებული ნახულ-გაგონილი, როდესაც შეეძლოთ ამათგან მოთხრობილი წერილობით გარდაეცათ შთამომავლობისათვის~ (28, გვ.14-15).

ჩვენის აზრით სავსებით გასაზიარებელია ,,შატბერდის კრებულის~ მე-14 (,,თავი :იდ:~) (იხ. 1, გვ.118-121) თავის გრიგოლ დიაკონისადმი მიკუთვნების როგორც მოსაზრება, ასევე ამ შეხედულების მქონე მეცნიერთა მიერ მოხმობილი მტკიცებულებანი, რომელთა განმეორებისაგან ჩვენ თავს შევიკავებთ. ამჟამად, გვინდა შევეხოთ მხოლოდ იმ მინიშნებებს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება ამ მონაკვეთის დაწერის სავარაუდო დროის განსაზღვრა.

როგორც უკვე აღინიშნა, შატბერდის კრებულში შემავალი მე-14 თავი, დაწერილი უნდა იყოს წმ. ნინოს გარდაცვალებიდან ვიდრე რევისა და მირიანის გარდაცვალებამდელ, ანუ 338-352/353 წლებში (იხ. ზემოთქმული).

აღნიშნულის დასტურად მიგვაჩნია ამ თავში აღწერილი რევის ძის დასნეულებისა და პატიოსანი ჯვრის მიერ მისი სასწაულებრივი განკურნების გადმომცემი მონაკვეთი.

,,პატიოსანი ჯვრის~ სიდიადესთან შედარებით, თხზულების ავტორს თვით მეფის ძე, ერთ ჩვეულებრივ, რიგით მოკვდავად ჰყავს წარმოდგენილი _ ,,მას ჟამსა იყო ვინმე კაცი ერთი მოშიში ღმრთისაO, რომელსა ერქუა რევ, ძQ მეფისაO, და იყო ძQ რევისი სნეულ და მიწევნულ სიკუდიდ, რამეთუ იგი ხოლო მარტოO ესუა~ (1, გვ.120).

აღნიშნულიდან, გვეუწყება ორი მნიშვნელოვანი მომენტი (როგორც ცნობილია, წყაროთა თანახმად მირიან მეფე თავისსავე სიცოცხლეში გაამეფებს თავის უფროს ძეს _ რევს. მოგვიანებით რევი, მირიან მეფეზე ადრევე აღსრულებულა; იმავე წელსვე გარდაიცვლება მირიან მეფეც):

_ წარმოდგენილი წყაროს თანახმად აღწერილი მომენტისათვის _ რევი, არა _ სამეფო ტახტზე მჯდომი ხელისუფალი, არამედ ჯერ კიდევ _ `რევ, ძQ მეფისაO~-ა;

_ და მეორეც, ამ დროისათვის რევ მირიანის ძეს, ერთადერთი ძე ჰყავს (,,ხოლო მარტოO ესუა~), რომელიც ავადაა გამხდარი.

რევ მირიანის ძე ასე შესთხოვს ,,ჯუარსა პატიოსანსა~ _ ,,...უკუეთუ მომიბოძო ყრმაO ესე, გუმბადი აღვაშენო საყოფელად შენდა~... მუნქუესვე განიკურნა ყრმაO იგი~ (1, გვ.120).

სულხან-საბასეული განმარტებით _ ,,...ათხუთმეტისა წლით(გან) ვიდრე ოცამდე ვაჟსა ყრმა~ (34, გვ.360) ეწოდება. აღნიშნულზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რევის დასნეულებული ძე (,,ყრმაO~) ამ დროისათვის 15-20 წლის ასაკისაა.

ძეგლში დაცული თხრობა ასე გრძელდება _ ,,...მერმე მოვიდა (აქ-რევი) აღნათქუემისა აღსრულებად. და იყო მადლისა მიცემაO და დიდი სიხარული. და გულს-მოდგინედ გუმბადი აღაშენა მცხეთისაO რევის ძემან, და წლითიწლად მოვიდის და აღასრულის მსახურებაO იგი პატიოსნისა ჯუარისა~ (1, გვ.120).

აქ, მოხსენიებული გვაუწყებს, რომ აღნიშნული ფაქტი, უშუალოდ ,,რევის ძის~ ე.წ. ზედამხედველობით მომხდარა (,,გუმბადი აღაშენა მცხეთისაO რევის ძემან~), რომელიც ამ დროისთვის არანაირი სხვა სამეფო ტიტულის მატარებელი არ არის. იგი უბრალოდ ,,რევის ძეა~, ისევე, როგორც მისი მამა _,,რევ, ძQ მეფისაOა~. ყოველივე თქმული კი გვაფიქრებინებს, რომ ეს ყველაფერი იმ დროით მონაკვეთშია მომხდარი, როდესაც _ რევი ჯერ კიდევ ცოცხალია, ხოლო სამეფო ტახტზე _ მირიან მეფე ზის.

ავტორისეული მინიშნება _ ,,...და წლითიწლად მოვიდის და აღასრულის მსახურებაO იგი პატიოსნისა ჯუარისა~, გვაუწყებს, რომ ამ სტრიქონების ავტორისათვის რევ მირიანის ძის გამეფება, და მით უმეტეს _ რევისა და მირიანის გარდაცვალება, ცნობილი არ არის.

ზემოთქმულიდან, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აღნიშნული თავის სავარაუდო ავტორი _ გრიგოლ დიაკონი, შატბერდის კრებულში შემორჩენილი თხრობის აღწერის დროისათვის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, რევ მირიანის ძის გამეფებამდე უნდა წერდეს ზემოთქმულს, რამეთუ სავარაუდოდ ამ დროისათვის იგი უკვე ცოცხალი აღარ არის. აღნიშნულის გათვალისწინებით ეს ყველაფერი 352/353 წლამდე არსებული დროითი მონაკვეთითაა შემოფარგლული.

 

11) იაკობის ,,მღვდლობის~

ფაქტისეული მინიშნება

,,წმ. ნინოს ცხოვრების~ ვრცელი რედაქციისეული ტექსტი, თავის თხრობაში, ცალსახად მიგვანიშნებს, რომ იოვანე მთავარეპისკოპოსის შემცვლელი _ იაკობი, ჯერ კიდევ არაა უმაღლესი სამღვდელთმსახურო ტახტის პირველი იერარქი. დიახ, თხზულებაში, მომავალში, გაქრისტიანებული ქართლის სამეფოს რიგით მეორე მღვდელმთავარი _ იაკობი, ჯერ ისევ მხოლოდ ,,იაკობ მღდელია~.

,,ქრონიკებისეული~ თხრობის თანახმად, მირიან მეფის გარდაცვალების შემდეგ _ ,,...დაჯდა მეფედ ბაკურ, ძQ რევისი (სავარაუდოდ სწორედ იგია ,,პატიოსანი ჯვრის~ მიერ სასწაულებრივად განკურნებული ,,ძQ რევისი~ _ ავტ.). და მოკუდა იოვანე ებისკოპოსი და დაჯდა იაკობ, მღვდელი იგი მუნით მოსრული, მთავარ ეპისკოპოსად~ (1, გვ.23).

ამდენად, თხზულებაში _ იაკობთან მიმართებაში, მხოლოდ ,,მღვდლის~ ტიტულის მოხსენიების ფაქტით, განსახილველი თხზულების შედგენის, კიდევ ერთი ზედა მიჯნა გვიფიქსირდება _ ,,წმ. ნინოს ცხოვრების~ ე. წ. ვრცელი რედაქცია ერთიან თხზულებად შეიკრა _ იაკობ მღვდლის მიერ მთავარეპისკოპოსის ტახტის დაკავებამდელ დროში.

 

12) ,,მირიანის წიგნისმიერი~

დროითი მინიშნებანი

განსახილველ თხზულებაში, როგორც ვიცით მირიან მეფის ავტორობასთან გაიგივებული ორი მონაკვეთია შესული. მოდით ცალ-ცალკე განვიხილოთ თითოეული მათგანის მიერ ,,მოწოდებული~ დროითი ფაქტორის განმსაზღვრელი მინიშნებები. მივყვეთ თანამიმდევრობით.

ჭელიშურ ხელნაწერში, მირიან მეფის სახელთან დაკავშირებული პირველი თხზულების სათაური _ `თავი :ი: წიგნი, რომელი დაწერა მირიან მეფემან ქართლისამან ჟამსა სიკ[უ]დილ[ი]სა მისისასა~, აშკარად განსხვავდება სინურისა და შატბერდულისაგან _ ,,წიგნი რომელი დაწერა მირეან მეფემან ქართლისამან ჟამსა სიკუდილისასა აღწერა Pელითა იაკობ მთავარ ეპისკოპოსისაOთა და მისცა სალომეს უჟარმელსა, ძის ცოლსა თGსსა რომელი მეცნიერ იყო ყოველსავე ჭეშმარიტად~ (1, გვ.122). როგორც ვხედავთ _ ჭელიშურ რედაქციაში: იაკობ მთავარეპისკოპოსისა და სალომე უჟარმელის სახელები არ ფიგურირებს.

ერთი შეხედვითაც აშკარაა, რომ წარმოდგენილი ხასიათის თხრობა, რომელიც მთელი კონტექსტიდან ერთგვარად ამოვარდნილად ჩანს, თითქოსდა მიგვანიშნებს, რომ იგი, არსებული სახით, არ უნდა იყოს თავდაპირველი ვარიანტის ორგანული ნაწილი, ანუ _ მოგვიანებით ჩამატებული ჩანს.

აღნიშნულის საბუთად გამოდგება, თავის სათაურში დაფიქსირებული იაკობის _ მთავარეპისკოპოსობის ფაქტი. როგორც უკვე ითქვა, ქართული საისტორიო წყაროების თანახმად რევისა და მირიანის გარდაცვალების დროისათვის სამღვდელთმსახურო ტახტის უმაღლესი იერარქი _ იოვანე მთავარეპისკოპოსია, რომელიც, მისი სიკვდილის შემდეგ, ანუ ბაკურ რევის ძის დროს, შეცვალა იაკობ მღვდელმა _ ,,მოკუდა იოვანე ებისკოპოსი და დაჯდა იაკობ, მღდელი იგი მუნით მოსრული, მთავარეპისკოპოსად~ (1, გვ.23).

ზემოთქმულიდან აშკარაა, რომ მირიან მეფე, თავის მიერ დაწერილ წიგნს, ვერ აღწერდა _ ,,Pელითა იაკობ მთავარეპისკოპოსისაOთა~.

თუ იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ თხზულებაში შემავალ ერთ-ერთ თავში იაკობი _ მღვდლის იერარქის სტატუსითაა წარმოდგენილი (,,აღწერილი იაკობ მღდელისა და იოანე მთავარეპისკოპოსისაO და აღმართებისათGს პ[ა]ტიოსნი[სა] და ცხოველ-მყოფ[ე]ლი[სა] ჯუარისა მცხეთას~ _ იხ. 1, გვ.110), მაშინ აშკარა ,,შეუსაბამობასთან~ უნდა გვქონდეს საქმე.

თხზულებაში შემავალი თავების ერთსა და იმავე დროს გაერთიანების, ანუ შედგენილად მიჩნევის შემთხვევაში, შეუძლებელია გვერდიგვერდ იყოს წარმოდგენილი ერთი და იგივე პირის, ორ განსხვავებულ დროში დაკავებული იერარქიული სტატუსი _ ,,მღდელი~ და ,,მთავარეპისკოპოსი~.

ყოველივე ზემოთქმული გვაფიქრებინებს, რომ _ თავდაპირველად შედგენილ ,,წმ. ნინოს ცხოვრების~ ვრცელ ვარიანტში, ე.წ. მირიანის წიგნის სათაურში _ იაკობი, არა _ `მთავარეპისკოპოსის~, არამედ _ `მღვდლის~ სტატუსით იქნებოდა წარმოდგენილი.

აქედან გამომდინარე, კიდევ ერთი დროითი მონაკვეთის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ _ ,,წმ. ნინოს ცხოვრების~ ვრცელი რედაქციის თავდაპირველი ვარიანტი, გრიგოლ დიაკონის მიერ, შედგენილი უნდა იყოს _ იოვანეს მთავარეპისკოპოსობის დროს (ოღონდ მირიან მეფის გარდაცვალებამდე), როდესაც მასთან ერთად საბერძნეთიდან მოსული _ იაკობი, ჯერ კიდევ მხოლოდ _ მღვდლის იერარქიული სტატუსის მატარებელია.

რაც შეეხება ამ თავის სათაურს, რომელიც იაკობ მღდელს _ მთავარეპისკოპოსის სტატუსით მოიხსენიებს, იგი, აღნიშნული ვრცელი რედაქციის, პირველი რედაქტირების შედეგი უნდა იყოს, რომელიც, სავარაუდოდ, გრიგოლ დიაკონის გარდაცვალებიდან, ვიდრე იაკობის მღვდელმთავრობამდელ დროში (ან სულაც მოგვიანებით, თუმცა ეს შედარებით ნაკლებ სავარაუდოა) უნდა იყოს განხორციელებული.

აღნიშნული სათაურის კიდევ ერთი მინიშნება, ერთგვარად შემოსაზღვრავს თხზულების პირველი რედაქტირების დროით საზღვრებს. კერძოდ, საქმე ეხება სალომე უჟარმელის ხსენების ფაქტს _ ,,წიგნი რომელი დაწერა მირიან მეფემან... და მისცა სალომეს უჟარმელსა, ძის ცოლსა თGსსა რომელი მეცნიერ იყო ყოველსავე ჭეშმარიტად~ (1, გვ.122).

როგორც აღინიშნა, მირეან მეფე თავის მიერ დაწერილ წიგნს ვერ აღწერდა ,,Pელითა იაკობ მთავარეპისკოპოსისაOთა~, რამეთუ მისი გარდაცვალების შემდეგაც კი, გარკვეული დროის მანძილზე სამღვდელმთავარო ტახტზე, არა _ იაკობი, არამედ იოვანე მთავარეპისკოპოსი იმყოფება.

ჩვენის აზრით, აღნიშნული თავი (მასში იაკობის მთავარეპისკოპოსის სტატუსზე მითითებით) მიძღვნილი უნდა იყოს, იმ უმნიშვნელოვანესი მოვლენის დასაფიქსირებლად, რასაც იოვანე ეპისკოპოსის _ იაკობ მღვდლით ჩანაცვლება ჰქვია.

როგორც ვიცით, აღნიშნული თავი მირიანის არა _ ანდერძის, არამედ მის მიერ _ მომხდარის აღწერილისადმი მიძღვნილი წიგნია, რომელშიც თხრობა _ პირველ პირში მიმდინარეობს.

სალომე უჟარმელის მიერ აღწერილი ,,წმ. ნინოს ცხოვრების~ თავები, როგორც ცნობილია _ წმ. ნინოს მიერ ასევე პირველი პირში მონათხრობის შემცველი ტექსტია. მაშასადამე, ამბავის მთხრობელი _ წმ. ნინოა, ხოლო, გადმოცემულის აღმწერი _ სალომე უჟარმელი, აკი შესაბამისი სათაურებიც ასეა მოცემული _ ,,აღწერილი მისივე სალომე უჟარმელისაO~ (1, გვ.55), ანდა _ ,,მოწევნაO წმიდისა ნინოOსი მცხეთად, აღწერილი მისივე სალომე უჟარმელისა~ (1, გვ.66).

მირიანთან მიმართებაშიც რაღაც ამდაგვართან უნდა გვქონდეს საქმე. მირიან მეფის მიერ მონათხრობი თურმე _ ,,აღწერა Pელითა იაკობ მთავარეპისკოპოსისაOთა~. მირიანის მიერ პირველ პირში მონათხრობის ,,აღმწერად~, იაკობ მთავარეპისკოპოსის [აქ- მღვდლის] დასახელება, სხვა არაფერია თუ არა იმის ანალოგი, რასაც წმ. ნინოს მიერ პირველ პირში გადმოცემული ამბის სალომე უჟარმელის მიერ _ ,,აღწერილი~ ჰქვია.

ორივე შემთხვევაში _ მთხრობელი სხვაა და ,,აღმწერი~ კიდევ სხვა. სათაურის თავდაპირველი შემდგენელი, და მისი დღეს არსებული ვარიანტის უშუალო ავტორი, ჩვენის აზრით, სხვადასხვა პიროვნებები უნდა იყვნენ. სათაური, რამოდენიმე ნაწილად შეიძლება დავყოთ:

_ ,,წიგნი რომელი დაწერა მირეან მეფემან ქართლისამან ჟამსა საკუდილისასა~, გვაუწყებს, რომ აქ _ მირიან მეფის ის მონათხრობია გადმოცემული, რომელიც მის სიკვდილამდე მომხდარ მოლვლენთა აღწერას ეხება;

_ ,,აღწერა Pელითა იაკობ მთავარეპისკოპოსისაOთა~ [აქ- მღვდლისა], გვაუწყებს, თუ ვინაა ამ ამბავთა ,,აღმწერი~, ანუ გამხსენებელ-დამფიქსირებელი;

_ უდავოდ საინტერესო მინიშნებას იძლევა სათაურის ე. წ. მე-3 ნაწილი: ,,და მისცა სალომეს უჟარმელსა, ძის ცოლსა თGსსა რომელი მეცნიერ იყო ყოველსავე ჭეშმარიტად~. აქ წარმოდგენილის გასაღები ტერმინ ,,მეცნიერ~-ის არსში უნდა ვეძებოთ.

როგორც ცნობილია, ტერმინი _ ,,მეცნიერი~, თავისი არსით _ პირონვების განსწავლულობის მიმანიშნებელია და გვითითებს რომელიღაც სფეროს იმ წარმომადგენელზე, რომელიც ამ დარგის, როგორც მინიმუმ კარგი მცოდნეა. ამ კუთხით _ ,,მეცნიერი~: განსწავლულს, ანდა რაღაც ამბის (სფეროს) კარგად მცოდნესა და მცნობელს უნდა აღნიშნავდეს.

მაშასადამე, სალომე უჟარმელისადმი _ იაკობის მიერ აღწერილის გადაცემაზე მინიშნება, და იქვე მირიანის ,,ძის ცოლის~ _ ,,მეცნიერის~ ტერმინით დახასიათება, უნდა მიგვანიშნებდეს _ სალომე უჟარმელზე, როგორც მომხდარი მოვლენების კარგად მცოდნე პიროვნებაზე.

ამდენად, მირიან მეფე მისი თვალთახედვით დანახულ და იაკობ მთავარეპისკოპოსის [აქ- მღვდლის] ხელით აღწერილ იმ ამბებს,  რომლის მომსწრეც თავადვეა, აღნიშნულის საიმედოობის შემოწმების მიზნით, გადასცემს მომხდარის მეორე თვითმხილველსა და, არანაკლებ კარგად მცოდნეს, ანუ _ ,,მეცნიერს~, სალომე უჟარმელს.

როგორც აღინიშნა ჭელიშურ ხელნაწერში მირიანის წიგნის სათაურში `თავი :ი: წიგნი, რომელი დაწერა მირიან მეფემან ქართლისამან ჟამსა სიკ[უ]დილ[ი]სა მისისასა~, სინურისა და შატბერდულისეულის მხოლოდ პირველი ნაწილია დაცული. ყოველივე გვაფიქრებინებს, რომ ხელნაწერის გადამწერ-რედაქტორი _ ბასილი (1, გვ.118), სათაურის მეორე ნაწილის არ მოხსენიებით, შეეცადა `გაესწორებინა~ იაკობის `მღვდლისა~ და `მთავარეპისკოპოსობის~ არსთან დაკავშირებული შეუსაბამობა.

 

13) მირიან მეფის

ანდერძისეული მინიშნებანი

თხზულებაში, მირიან მეფის სახელთან დაკავშირებული მეორე მონაკვეთი ასეა დასათაურებული _ ,,ანდერძი მირეან მეფისა ძისა თGსისა მიმართ რევისა და ცოლისა თGსისა ნანაOსა~ (1, გვ.129).

აღნიშნული მონაკვეთის შინარასი, აშკარად მიგვანიშნებს მისი დაწერის დროზე: ანდერძი შედგენილია რევისა და მირიანის გარდაცვალებამდე, ანუ 352/353 წლამდე. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავუშვათ ისიც, რომ იგი იქნებოდა თხზულების იმ თავდაპირველი ვარიანტის შემადგენელი ნაწილი, რომელიც გრიგოლ დიაკონის მიერ იქნა შესრულებული.

 

 

14) გრიგოლ დიაკონის მიერ შედგენილი თხზულების თავდაპირველი შემადგენლობა

ზემოთწარმოდგენილი გამოკვლევის საფუძველზე შეგვიძლია ერთგვარად თავი მოვუყაროთ გაანალიზებულ მასალას, და გამოვკვეთოთ `წმ. ნინოს ცხოვრების~ ვრცელ რედაქციად წოდებული თხზულების თავდაპირველი ვარიანტის შედგენილობა:

 _ იოვანე მთავარეპისკოპოსის მიერ დიაკვნად ხელდასხმული გრიგოლი, უდავოდ სამეფო კარიდან მომდინარე მოთხოვნისა და მხარდაჭერით, თავს უყრის მის ხელთ არსებულ მასალას, რომლის პირობითი სათაურის ანარეკლი, ე.წ. `ქრონიკების~ ტექსტშია გადმოცემული. იგი, ალბათ ასე იკითხებოდა _ `მოკლედ აღწერილი წიგნი ქართლის მოქცევისა~;

_ აღნიშნული წიგნის თავდაპირველი რედაქციის შესაქმნელად გრიგოლ დიაკონს გამოუყენებია, მანამდე უკვე არსებული შემდეგი წერილობითი თხზულებები:

ა) სალომე უჟარმელის მიერ 334-338 წლებში ჩაწერილი, და სავარაუდოდ წმ. ნინოს გარდაცვალების შემდეგ მოკლე დროში დასრულებული `ცხორებაO წმიდისა ნინოOსი~;

ბ) წმ. ნინოს ერთ-ერთი პირველი მოწაფისა და მის მიერ გაწეული ღვაწლის უშუალო შემსწრის _ სიდონია აბიათარ მღვდლის ასულის მიერ დაფიქსირებულ ამბავთა აღმწერი თხზულება;

გ) წმ. ნინოსა და სიდონიას მიერ ქრისტეს რჯულის მაღიარებლად მოქცეული იუდეველ ებრაელთა მღვდელი აბიათარის მიერ აღწერილი თხზულება;

დ) იაკობ მღვდლის (და იოვანე მთავარეპისკოპოსის) მიერ აღწერილის ამსახველი თხზულება _ `...აღმართებისათGს პ[ა]ტიოსნი[ს]ა ცხოველმყოფ[ე]ლი[სა] ჯუარისა მცხეთას~ (1, გვ.110);

ე) მირიან მეფის მიერ შესრულებული ორივე მონაკვეთი: ე.წ. წიგნი და ანდერძი, რომელშიც უმაღლეს სახელმწიფოებრივ დონეზეა აყვანილი წმ. ნინო და მის მიერ გაწეული ღვაწლი _ `აჰა ესერა მე წარვალ, ვინაOცა მოვედ, ხოლო შენ, ნანა, უკუეთუ გეცეს მოცალებაO ცხორებისაO შემდგომად ჩემსა, განყავ სამეუფოO ჩემი ორად და მიიღე სამარხვოსა წმიდისა ნინოOსსა ჟამთა შეცვალებისათGს, რაOთა არა შეირყიოს უკუნისამდე ადგილი იგი...~ (1, გვ.129).

ჩვენის აზრით, დიდის ალბათობით შეგვიძლია დავუშვათ, რომ აღნიშნული წიგნის შედგენის აუცილებლობა წმ. ნინოს გარდაცვალებიდან მომდინარე, რომელიღაც დროითი მონაკვეთის დაფიქსირებით უნდა იყოს გამოწვეული.

აღნიშნული სახელმწიფოებრივი მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩვენთვის დღეისათვის ძნელად გამოსაკვეთი მიზეზისა გამო, ამ `დავალების~ შესრულება გრიგოლ დიაკონის ხელით განხორციელებულა.

გრიგოლ დიაკონი, ეყრდნობა რა იმ დროისათვის მის ხელთ არსებულ ზემოთდასახელებულ სავარაუდო თხზულებებს, ქართლის მოქცევის ერთიანი ისტორიის ამსახველ ნაწარმოებს უკეთებს ე.წ. შესავალს, რომელშიც მისი, როგორც ამ ამბების უშუალო მომსწრე-მონაწილის თვალთახედვით დანახული რეალობაა ასახული.

ჩვენის აზრით, გრიგოლ დიაკონის რედაქტირების კვალი ემჩნევა, ძეგლში შემავალ თითოეულ თხზულებას. უნდა ვიფიქროთ, რომ გრიგოლ დიაკონს, ხელთ ჰქონდა რა სხვადასხვა ავტორთა მიერ შესრულებული წმ. ნინოს მოღვაწეობის ამსახველი, დამოუკიდებელი თხრობის შემცველი, ხელნაწერი, თავისი შეხედულებით განუსაზღვრავს, არა მარტო წარმოდგენილ თხზულებათა თანამიმდევრობა, არამედ მათი მოცულობაც.

ძნელი დასაჯერებელია, რომ ე.წ. `წმ. ნინოს ანდერძის~ შემდგენელ სალომე უჟარმელს, არაფერი დაეწერა თუნდაც _ წმ. ნინოს გარდაცვალების თაობაზე. სავარაუდოდ, სხვადასხვა იფორმაციის შემცველი იქნებოდა ძეგლში დაცულ დანარჩენ ავტორთა თავდაპირველი მონათხრობიც.

თქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გრიგოლ დიაკონს ერთიან ქარგაზე აუგია თითოეული თხზულება. საიდანაც, მხოლოდ ის მონაკვეთები გადმოუღია, რომელიც, მის მიერვე გააზრებული, გაბმული თხრობისათვის იქნებოდა საჭირო.

საფიქრებელია, რომ გრიგოლ დიაკონი, არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, უცვლელად გადმოიტანდა ე.წ. მირიანის წიგნის მთელ მოცულობას, რომელსაც, დღევანდელი გადმოსახედიდან თუ შევაფასებთ _ ერთიანი ნაწარმოებისათვის დამახასიათებელი _ დასკვნის სახე აქვს. 

ნაშრომის თავდაპირველი ვარიანტი ალბათ მთავრდებოდა, სავარაუდოდ, მის მიერვე აღწერილი მონაკვეთით _ `აღმართებაO პატიოსნისა ჯუარისა მცხეთისა და მერმე კუალად გამოჩინებაO~ (1, გვ.118).

ჩვენი აზრით, გრიგოლ დიაკონის მიერვე უნდა იყოს შესრულებული ძეგლში წარმოდგენილი მონაკვეთების დასათაურებანი. რაც შეეხება თავების დღეისათვის არსებულ დანომვრას, იგი, უდავოდ, მოგვიანო რედაქტირების ანარეკლი უნდა იყოს, რომელიც ერთგვარი გზამკვლევის ფუნქციის მატარებელიც კია. და აი, რატომ.

როგორც ზემოთაც ითქვა, დღეისათვის ჩვენს ხელთ არსებული ხელნაწერები, არა _ თავდაპირველი, არამედ მოგვიანო წლების რედაქტორთა მიერ შედგენილი ძეგლია. მათში არსებული თავების დანომვრით შესაძლებელია ვივარაუდოთ, თუ თხზულების რომელი, და რამდენი მონაკვეთია დღეისათვის დაკარგული.

გრიგოლ დიაკონის მირ შედგენილ თავდაპირველ თხზულებას, ჩვენამდე მოღწეულ სხვადასხვა ხელნაწერებში, როგორც მინიმუმ აკლია: `... შIN-50 -ში ... თავი ია; თავი იბ; თავი იგ; თავი იდ; თავი იე; _ შატბერდულ კრებულში დაკარგულია: თავი ე; და თავი ი; ხოლო _ ჭელიშურში, მიზეზთა გამო, არ არის: ... თავი იბ; თავი იგ; თავი იდ; თავი იე...~ (1, გვ.7).

ამდენად, რომ არა, სავარაუდოდ, მომდევნო (VII ან IX ს.ს.) რედაქტორის მიერ, თხზულების თავების დანომვრის ფაქტი, ალბათ გაჭირდებოდა, მიზეზთა გამო, დაკარგულ მონაკვეთთა ოდენობის  რეალობასთან მეტ-ნაკლებად მიახლოებული სურათის აღდგენა.

წარმოდგენილი თხრობის დასასრულს დავსძენთ, რომ, როგორც ზემოთაც ითქვა, გრიგოლ დიაკონი რევისა და მირიან მეფის გარდაცვალების ფაქტს არ იცნობს, რაც გვაფიქრებინებს, რომ მის მიერ შედგენილი _ `მოკლედ აღწერილი წიგნი ქართლის მოქცევისა~, სავარაუდოდ 338 _ 352/353 წლებში უნდა იყოს შედგენილი.

 

15) IV ს. 30-40-იან წლებში შედგენილი

ძეგლის გავლენა

ქართულ და უცხოურ წყაროებზე

`წმ. ნინოს ცხოვრების~ ვრცელი რედაქციის შედგენის სავარაუდო დროის თაობაზე, როგორც ზემოთაც ითქვა, არაერთ მეცნიერს აქვს თავისი აზრი გამოთქმული. `მოქცევაO ქართლისაOს~ ე.წ. მეორე ნაწილს IV ს-ში შექმნილად მიიჩნევენ _ ს. კაკაბაძე (10, გვ.81); ივ. ლოლაშვილი (24, გვ.439); ზ. ალექსიძე (3, გვ.150); მ. ჩხარტიშვილი (6, გვ.153); ვ. გოილაძე (22, გვ.25); გ. კუჭუხიძე (25, გვ.129); გრ. გიორგაძე (26, გვ.156); ს. გოგიტიძე (27, გვ.40), რ. სირაძე (23, გვ.259) და სხვ.

ჩვენს მიერ წარმოდგენილი კვლევის შედეგად ერთგვარად დაკონკრეტდა, არა მარტო თხზულების განსახილველი მონაკვეთის შედგენის თარიღი, არამედ მისი სავარაუდო ავტორ-რედაქტორი.

_ როგორც ზემოთაც ითქვა, `მოქცევაO ქართლისაOში~ შემავალი `წმ. ნინოს ცხოვრების~ ვრცელი რედაქცია, დღეისათვის შემორჩენილი მოცულობით, თითქმის მთლიანად წარმოადგენდა `ქრონიკებში~ მოხსენიებული გრიგოლ დიაკონის მიერ შედგენილი _ `მოკლედ აღწერილი წიგნი ქართლისა მოქცევისა~-ს ორგანულ ნაწილს;

_ და რომ გრიგოლ დიაკონის _`მოკლედ აღწერილი წიგნი ქართლისა მოქცევისა~, თავისი თავდაპირველი სავარაუდო ვარიანტით, შედგენილი უნდა იყოს წმ. ნინოს გარდაცვალებიდან, ვიდრე რევისა და მირიანის გარდაცვალებამდელ დროში, ანუ: 338 _ 352/353 წლებში.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, უკვე დიდ სიძნელეს აღარ წარმოადგენს იმაში გარკვევა, თუ რატომაა _ `...რომ IV-V ს.ს.-ის ხუთი ბერძენ-რომაელი ისტორიკოსი, კლასიკური წარმომადგენლები საეკლესიო ისტორიისა, რომლებიც ახლოს იდგნენ ქართლის მოქცევის ეპოქასთან და პირველხარისხოვანი ცნობებით სარგებლობდნენ, ერთნაირად გადმოსცემენ ქართლის მოქცევის ამბებს და თანაც ისე, როგორც ეს `ნინოს ცხოვრებაშია~. ესენია: გელასი კესარიელი, რუფინუსი, თეოდორიტე კვირელი, სოკრატე სქოლასტიკოსი და ერმია სოზომენე. არავითარი საფუძველი არ არსებობს და ფაქტობრივად არც არავის უჩვენებია, რომ უნდა დავეჭვდეთ ამ ავტორთა ცნობებში. ანდა, რა ინტერესი ამოძრავებდა ამ ავტორებს, რომ `ვიღაც~ ტყვე-ქალისთვის მიეწერათ ქართლის გაქრისტიანება და არა, ვთქვათ, კონსტანტინეპოლელი (ანდა: რომაელი _ ავტ.) ღვთისმსახურისთვის?!~ (23, გვ.237).

ყოველივე ზემოთქმულის მიზეზი ერთადერთია _ ბერძენ თუ რომაელ ისტორიკოსებს ხელთ უნდა ჰქონოდათ, ქართლის სამეფოს გაქრისტიანების უშუალო თვითმხილველებისა და ამ პროცესში მონაწილეთა მიერ შედგენილი წერილობითი ძეგლი, რომელშიც მთელი სიგრძე-სიგანით (მაშინ _ სრულად, ეხლა კი შემორჩენილი `ფრაგმენტების~ სახით) იყო წარმოდგენილი, ნიკეაში 325 წელს გამართული I მსოფლიო საეკლესიო კრების გამართვის შემდეგ გაქრისტიანებული პირველი სამეფოს ქრისტეს რჯულზე მოქცევის ამბები.

მათთვის რომ ეს ამბები ხელმისაწვდომი იქნებოდა, ამაზე თავად `მოქცევაO ქართლისაOს~ ტექსტი მიგვანიშნებს. როგორც ვიცით, ქართლის სამეფოს მოქცევის ამბების გადმომცემ `წმ. ნინოს ცხოვრების~ როგორც მოკლე (`ქრონიკები~), ისე მის ვრცელ რედაქციაში, ცალსახად მიგვენიშნება მირიანის თხოვნისა და ამის შედეგად კონსტანტინე იმპერატორის მიერ მღვდელმსახურთა გამოგზავნის თაობაზე:

_ `...და წარავლინნა მეფემან მოციქულნი და წიგნი ნინო[O] სი საბერძნეთად, მეფისა კოსტანტინესსა, თხოვად მღდელთა. ხოლო მოციქულნი იგი მსწრაფლ მიიწივნეს წინაშე მეფისა... ხოლო მეფემან წარავლინნა ეპისკოპოსი იოვანე და ორნი მღდელნი და ერთი დიაკონი... და ვითარცა მიიწინეს, ნათელიღეს სახელსა ზედა წმიდისა სამების[ა]სა მირიან მეფემან და ნანა დედოფალმან და ყოველმან პალატ-ბანაკმ[ა]ნ მათმან~ (1, გვ.13-15);

_ `მაშინ მოვიდეს საბრძნეთით მღდელთმოძღ[უ]არი და მღდელნი და დიაკონნი. და იწყეს ნათლის-ღებად მეფემან და ყოველმან ერმან; ვითარცა ზემოწერილ არს~ (1, გვ.104).

კონსტანტინე იმპერატორის მიერ ქართლის სამეფოში მღვდელმსახურთა გაგზავნის თაობაზე ასევე იუწყება ზემოთ მოხსენიებული ხუთივე ბერძენ-რომაელი ისტორიკოსი.

ქართული წყაროს თანახმად _ `...დაჯდა მეფედ ბაკურ, ძQ რევისი. და მოკუდა იოვანე ებისკოპოსი და დაჯდა იაკობ, მღდელი იგი მუნითვე მოსრული, მთავარეპისკოპოსად~ (1, გვ.23). მაშასადამე, ახლად გაქრისტიანებული ქართლის სამეფოს სამღვდელმთსახურეო ტახტის პირველი ორი მთავარეპისკოპოსი სწორედ რომის იმპერიიდან მოსულები არიან.

როგორც ზემოთაც ითქვა, გრიგოლ დიაკონის თხზულება სავარაუდოთ ქართლის სამეფოს პირველი მთავარეპისკოპოსის იოვანეს სიცოცხლეში უნდა იყოს შედგენილი; ხოლო ამ ნაწარმოების _ პირველი რედაქტირება, მეორე მთავარეპისკოპოსის _ იაკობის დროს უნდა განხორციელებულიყო, რომლის შედეგადაც მასში, უკვე სამღვდელმთავრო ტახტის უმაღლეს საფეხურზე მყოფი _ იაკობი, ე.წ. მირიანის წიგნში _ `მთავარეპისკოპოსის~ ტიტულითაა მოხსენიებული.

კონსტანტინე იმპერატორის მიერ გამოგზავნილ მღვდელთმსახურებს, ბუნებრივია მჭიდრო კონტაქტი ექნებოდა, როგორც მათ წარმომგზავნელ, ასევე სხვა ქრისტიანულ ეკლესიებთან. მომხდარ მოვლენათა თაობაზე არსებული ინფორმაციების ორმხრივი ურთიერთგაცვლის პირობებში, ძნელი აღარაა ვივარაუდოთ _ ქართლის სამეფოს გაქრისტიანების ამბების მათდამი (დანარჩენილი ქრისტიანული ეკლესიებისადმი) შეტყობინების ფაქტი.

დ. ბაქრაძე, 1889 წელს გამოთქვამდა ვარაუდს _ `მირიანის დროს წმ. ნინოს მიერ ქართლის ამბების გადმოცემისას რუფინუსი, სოზომენე და მოვსეს ხორენაცი ქართულ ცნობებს იყენებდნენო~ (იხ. 52, გვ.50). აღნიშნული თხზულების კვალი აშკარად შეინიშნება სხვა ქართულ წყაროებშიც.

წინამდებარე გამოკვლევის მიზანს არ წარმოადგენს, დღემდე, ამ თვალსაზრისით ჩატარებული კვლევის შედეგების მიმოხილვა. ფაქტის კონსტანტაციის მიზნით მხოლოდ ლ. ჯანაშიას პოზიციას გავიხსენებთ _ `...ქართლის გაქრისტიანების ამბავი მოთხრობილია ქართულ წყაროებშიც. `მოქცევაO ქართლისაOს~ ორივე ნაწილში _ `მოქცევაO ქართლისაOს~ მატიანესა და `ნინოს ცხოვრებაში~, პირველში მოკლედ, მეორეში ვრცლად, მხოლოდ ოდნავ განსხვავებით, გადმოცემულია ქართლის გაქრისტიანება. მოთხრობა ძირითად ხაზებში იგივეა, რაც ბერძნულ-ლათინურ-სომხურ წყაროებში, ოღონდ აქ იგი გავრცელებულია მრავალი დეტალით. `ნინოს ცხოვრების~ მოთხრობა გამეორებულია `ქართლის ცხოვრებაშიც~, სადაც მცირეოდენად გადამუშავებული სახითაა წარმოდგენილი... შემდგომში ეს რედაქცია თავის მხრივ ამოსავალი გახდა ნინოს ცხოვრების სხვა რედაქციებისა და თხზულებებისა, რომლებშიც აგრეთვე მოთხრობილია ქართლის გაქრისტიანების ამბები~ (36, გვ.65).

დიახ, ქართლის სამეფოს გაქრისტიანების უშუალო მონაწილე- თვითმხილველის გრიგოლ დიაკონის მიერ, სავარაუდოდ 338 _ 352/53 წლებში შედგენილი თხზულება _ `მოკლედ აღწერილი წიგნი ქართლისა მოქცევისა~, მრავალი ისტორიკოსისათვის გახდებოდა (და გამხდარა კიდეც) ფასდაუდებელი წყარო, მათ მიერ აღნიშნული ამბების გაშუქებისას.

ფაქტია ისიც, რომ დღეისათვის ჩვენს ხელთ არსებული `მოქცევაO ქართლისაOს~ არც ერთი ხელნაწერი, სრულად ვერ ასახავს გრიგოლ დიაკონის მიერ შედგენილი თავდაპირველი თხზულების შინაარსს. ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავდა _ `...შატბერდისეული ხელთნაწერი ამ ც-ის თავდაპირველი ნუსხა-დედანი კი არ არის, არამედ გადმოწერილი უნდა იყვეს სხვა ხელთნაწერითგან, რომელიც ამასთანავე შეიძლება თვით გადმოწერილი ყოფილიყო თავდაპირველი ნუსხითგან...~ (7, გვ.109).

თავდაპირველ დედანში არსებული ნამდვილი სურათის სრულად აღდგენა, დღეისათვის აღმოჩენილი ხელთნაწერების საფუძველზე, თითქმის შეუძლებელია, თუმცა ჩატარებული კვლევის საფუძველზე აშკარაა, რომ _ `...რეკონსტრუირებული სახით წარმოდგენილი `ნინოს ცხოვრება~ უნდა ჩაითვალოს უძველეს ქართულ ნაწარმოებად, რომელიც შეიქმნა არაუგვიანეს IV საუკუნისა და რომლის ცნობები უკვე გამოყენებულია IV-V საუკუნეთა მიჯნაზე და V ს. ბერძენ და სომეხ ისტორიკოსთა მიერ. ნინოს მოღვაწეობასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შექმნა თითქმის ერთი საუკუნით უნდა უსწრებდეს `შუშანიკის წამებას~...~ (23, გვ.259).

წინამდებარე თავის თხრობის დასასრულს, გვინდა აღვნიშნოთ, რომ კვლევის თემატიკიდან გამომდინარე, ჩვენ, ამჯერად, არ ვეხებით იმ საკითხს, რასაც _ თხზულების თავდაპირველი დაწერის ენა ჰქვია. დღეისათვის არსებულ შეხედულებათა თანახმად განსახილველი ძეგლის თავდაპირველი ვარიანტი შეიძლება დაწერილიყო _ არაბულად (9, გვ.531), ბერძნულად (10, გვ.67-81) ან ქართულად (10, გვ. 81-85).

ჩვენის აზრი, გრიგოლ დიაკონი, თავის თხზულებას ქართულად დაწერდა, რომელსაც, პარალელური, ბერძნული თარგმანის ტექსტიც შეიძლება შეესრულებინა. მასალათა სიმწირის გამო, ძნელია იმის განსაზღვრაც, თავდაპირველად რომელ ენაზე დაიწერებოდა_ სალომე უჟარმელის, სიდონიას, აბიათარ მღვდლისა თუ იაკობ მღვდლის (მთავარეპისკოპოსის) ავტორობით შესრულებული მონაკვეთები.

თუ გავითვალისწინებთ ზემოთ გამოთქმულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გრიგოლ დიაკონს თავისი თხზულება, სახელმწიფოს უმაღლესი იერარქიდან მომდინარე მოთხოვნის შესაბამისად უნდა შეექმნა. მაშინ დიახაც უნდა ვივარაუდოდ რომ _ `მოკლედ აღწერილი წიგნი ქართლისა მოქცევისა~ _ ქართულად დაიწერებოდა. აღნიშნულის დამადასტურებელი (ანუ თხზულების იმდროინდელი ვარიანტის ამსახველი) ხელნაწერის უქონლობა, ბუნებრივია აძნელებს გამოთქმული მოსაზრების უცილობელ ფაქტად აღიარებას, თუმცა, ბუნებრივია რომ არც ეწინააღმდეგება მას.

 

 

`ქართლის მოქცევის~ დღეისათვის ცნობილი რედაქციების შედგენის საკითხისათვის

ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდერბული შეხედულების თანახმად `მოქცევაO ქართლისაO~ ორი სხვადასხვა თხზულების გაერთიანების შედეგად მიღებული ისტორიული ძეგლია. წინამდებარე ქვეთავში, ჩვენ მოკლედ გვინდა განვიხილოთ ძეგლის შედგენის ქრონოლოგიასთან დაკავშირებული საკითხები.

მთლიანი სურათის აღდგენისათვის, აღარ გავიმეორებთ ზემოთ უკვე ჩატარებული მიმოხილვის დეტალებს; ხოლო მსჯელობას ძეგლის პირველ ნაწილზე, ე.წ. `ქრონიკებზე~ საუბრით დავიწყებთ.

 

1) `ქრონიკების~ შედგენის საკითხისათვის

ჩვენს ხელთ არსებული ხელთნაწერების დეტალურად შესწავლის საფუძველზე დადგენილია, რომ `ქრონიკების~ თავდაპირველი ტექსტი სტეფანოს II -ის ერისმთავრობის დროს, ანუ VII ს-ის II ნახევარში უნდა იყოს შედგენილი (14, გვ.136; 16, გვ.46; 18, გვ.61 და სხვა).

ხელთნაწერებში წარმოდგენილი თხრობის სისავსიდან გამომდინარე ასეთი შეხედულების რეალობა უფრო სარწმუნოდ უნდა ჩანდეს _ `VII ს. შუახანებში ქართლის ხელისუფალთა წინაშე კვლავ დადგა საკითხი, რათა ქართლის ეკლესიისათვის ავტოკეფალია მსოფლიო საეკლესიო კრებას დაედასტურებინა. ალბათ, კვლავ გახდა საჭირო ქართლში ქრისტიანობის ისტორიის შესახებ სათანადო წიგნი ჰქონოდათ. და, როგორც დღესაა მიღებული, VII ს. შუახანებში `მ. ქ-ის~ ახალი რედაქცია შეიქმნა... ვფიქრობ, `ქრონიკის~ თხრობა ქართლის ერისმთავარ სტეფანოზ II-ის დრომდე რომაა მოყვანილი, შემთხვევითი არაა. სტეფანოზ II-ისა და მისი ძის _ `ღმრთივგვირგვინოსანი მეფე არჩილის~ ზეობაში კონსტანტინეპოლში გამართულმა VI მსოფლიო საეკლესიო კრებამ ქართლის ეკლესიას ავტოკეფალია დაუდასტურა...~ (22, გვ.26).

`ქრონიკების~ აღნიშნული რედაქციის ავტორს, სახელმწიფოდან მომდინარე მოთხოვნა, მის ხელთ იმდროისათვის არსებული წყაროების ბაზაზე შეუსრულებია.

მსოფლიო საეკლესიო კრებისათვის ვახტანგ გორგასლის დროს მოპოვებული ავტოკეფალიის დედასტურების მოთხოვნით წარმდგარ ქართული სახელმწიფოს წარმომადგენლებს, თავისი პოზიციის გასამყარებლად, უდავოდ წაადგებოდათ ქართლის სამეფოს ზოგადი ისტორიის ამსახველი დოკუმენტის ხელთ ქონა.

`ქრონიკები~, თავის მხრივ, ასევე იყოფა რამოდენიმე პირობით ნაწილად _ წარმართ მეფეთა მოღვაწეობა (1, გვ.10-11) _ ქართლის გაქრისტიანებისეული თხრობა (1, გვ.11-22) _ ქრისტიან მეფეთა ისტორია (1, გვ.22-28) _ უმეფობის პერიოდი (1, გვ.28-29 _ ერისმთავართა მმართველობა, რომელიც გუარამ ერისმთავრიდან _ სტეფანოზ II-მდეა მოყვანილი (1, გვ.29-32).

თითოეული ეს მონაკვეთი, თავის მხრივ უნიკალურ ინფორმაციებს შეიცავს. თუმცა, აშკარაა, რომ მათში ყველაზე უფრო დეტალურად ქართლის მოქცევის ამბებია აღწერილი, ანუ ყველაზე მრავალმხრივი ინფორმაცია დროის ამ მონაკვეთში მომხდარი მოვლენების თხრობაშია წარმოდგენილი.

სწორედ ქართლის მოქცევისეულ თხრობაში გვეუწყება, რომ `ქრონიკების~ შემდგენილი იცნობს გრიგოლ დიაკონის მიერ შედგენილ _ `მოკლედ აღწერილსა მას წიგნსა ქართლისა მოქცევისასაა~ (1, გვ.16).

დღეისათვის ჩვენს ხელთ არსებული `მოქცევაO ქართლისაOს~ ტექსტის ამ ორი მონაკვეთის შედარება, აშკარად გვანახებს მათ შორის არსებულ ინფორმაციათა მსგავსება-განსხვავებებს, რაც კიდევ უფრო მეტ საფუძველს იძლევა დავასკვნათ, რომ ისინი ცალ-ცალკე შედგენილი თხზულებებია:

_ გრიგოლ დიაკონის წინაშე იდგა ამოცანა _ შეექმნა ქართლის მოქცევისეული ისტორია;

_ `ქრონიკების~ ავტორი, აღნიშნულის პარალელურად, ქართლის სამეფოს ისტორიას აღწერს, რომელშიც როგორც ერთ-ერთ მის შემადგენელ ნაწილს, ქართლის გაქრისტიანებისეულ ისტორიის ყველაზე უფრო დიდი ადგილი უკავია.

 მე-7 ს-ის შუა წლებში მცხოვრები ქართველი ისტორიკოსი, ქმნის ქართლის მოქცევის ისტორიის ამსახველ _ დამოუკიდებელი ხასიათის ნაწარმოებს. მისი აგების სტრუქტურა, თხრობის სტილი, და ხშირად მასში არსებული ინფორმაციებიც კი ერთგვარად განსხვავებულია. ბუნებრივია, VII ს-ის უცნობი ქართველი ისტორიკოსი, ძირითადად იმეორებს IV ს-ში მოღვაწე გრიგოლ დიკონისეულ თხრობაში გადმოცემულს, თუმცა, ალბათ, მის ხელთ არსებული წყაროებისეული ინფორმაციებით, ერთგვარად ავსებს კიდეც მას. ერთ-ერთ ასეთ სავარაუდო წყაროზე, შედარებით დეტალურად გვინდა შევჩერდეთ.

 

ა) რამოდენიმე მოსაზრება

`ესე აღწერილი გამოკრებულად არს~

 საკითხისათვის

`ქრონიკების~ ავტორი ე.წ. უმეფობის ხანის აღწერისას ასეთ მინიშნებას აკეთებს _ `ესე [აღწერი]ლი გამოკრებულად არს, არ[თუ] [ვრ]ცლად დაწერი[ლ] არს~ (1, გვ.29). აღნიშნული ჩანაწერი მოიპოვება მხოლოდ: სინ-50 და ჭელიშურ ხელნაწერებში.

ეხება რა წარმოდგენილ ჩანაწერს ივ. ჯავახიშვილი ბრძანებს _ `...საყურადღებოა აგრეთვე ჭელიშისეულს ხელთნაწერში შენახული მეორე ცნობაც. იქ, სადაც მატიანის მოთხრობა კავკასიაში სპარსთა გაბატონებასა და ქართლში მეფობის გაუქმების ამბებს შეიცავს, ჭელიშისეულს ხელთნაწერში (შატბერდულთან შედარებით _ ავტ.) უფრო მეტი ცნობები მოიპოვება და, როგორც აღნიშნულია, მემატიანეს ამისთვის შესაფერისი წყაროებიც ჰქონია, იქ სახელდობრ ნათქვამია: `ესე აღწერილი გამოკრებულად არს-~ო... მაშასადამე, იმ წყაროებში, საითგანაც მემატიანეს ისეთ მცირე და შემოკლებულ წყაროს გარდა, როგორიც გრიგოლ დიაკონის ნაწარმოები ყოფილა, რომლის ცნობები მას უნდა შეევსო და გაევრცელებინა, ხელთა ქონია სხვა ვრცელი და შინაარსიანი წყაროებიც, რომელთაგან მას შემოკლებით ამოუღია და ამოუკრეფია საჭირო მასალები~ (7, გვ.113).

ერთი შეხედვით, მართლაც დასაშვებია რომ მემატიანის მიერ დამოწმებული, მთელ მის თხრობაში გადმოცემული ამბების, რომლიღაც არსებული წყაროდან `გამოკრებულად~ სარგებლობის ფაქტზე უთითებდეს.

აღნიშნულის პარალელურად, ჩვენის აზრით არც შემდეგი მოსაზრების უგულებელყოფა იქნებოდა მართებული. საუბრის გაგრძელებამდე კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ტექსტს, რათა გავიხსენოთ თუ რა კონტექსტშია მოცემული ფრაზა გამოუყენებელი.

როგორც ითქვა _ ზემოთქმული, ავტორის მიერ, უმეფობის ხანის აღწერის ამბების ბოლოშია დაფიქსირებული _ `...ამის ბაკურის ზე დაესრულა მეფობაO ქართლისა[O]. და ვითარცა მეფობაO დაესრულა ქართლს შინა, სპარსნი განძლიერდეს და ერეთი და სომხითი დაიპყრეს. ხოლო ქართლი უმეტესად დაიპყრეს. და კავკასიანთა შევიდეს და კარნი ოვსეთისანი აიგნეს და ერთი დიდი კარი ოვსეთვე და ორნი დვალეთს და ერთი პარჭუანს დურძუკეთისასა, და იგი მთიულნი გომართად დაადგინეს და სხუაO ვინმე კაცი დაადგინეს მთავრად წინარეთისა Pევსა და მორჩილებაO დასდვეს მისი. და ოდეს ერაკლე მეფე მოვიდა, მაშინ დაიმPუნეს სპარსნი. და სპარსთა ხაზარეთისა კარნი შექმნეს და ხაზარნი მეოტ ყვეს. ესე აღწერილი გამოკრებულად არს~ (1, გვ.28-29).

ჩვენის აზრით, აღნიშნული ფრაზა, არა აქამდე გადმოცემულ მთლიან თხრობას, არამედ კონკრეტული მონაკვეთის, კერძოდ უმეფობის ხანის აღწერას უნდა ეხებოდეს.

მემატიანეს, ყოველივე თქმულით, უნდა მიგვანიშნოს, რომ _ უმეფობის ხანაში კიდევ სხვა მრავალი უბედურებაც დატრიალდა ქართლში, თუმცა იგი მათ მხოლოდ `გამოკრებულად~, ანუ მოკლედ გადმოგვცემს.

უმეფობის ხანა ავტორმა დიახაც რომ _ `გამოკრებულად~, თუმცა, უნდა ვიგულისხმოთ, ყველა საკვანძო მომენტის დაფიქსირებით აღწერა, რომელთა ჩამონათვალი, როგორც ვნახეთ, ასეთია:

_ `სპარსნი გაძლიერდნენ: ერეთი და სომხითი დაიპყრეს;

_ ყველაზე უფრო მეტად (`უმეტესად~) ქართლში გაბატონდნენ;

_ კავკასიონზე გარდამავალი ოთხი კარი: ერთი `დიდი კარი ოვსეთისვე~, `ორნი დვალეთს~, `ერთი პარჭუანს დურძუკეთისასა~ დაიკავეს და მათ მცველებად `მთიულნი გომართად დაადგინეს~;

_ უშუალოდ `წინაპრეთისა Pევსა~-ს მთავრად `სხუO ვინმე კაცი~ დაუდგენიათ;

_ ამდაგვარი მდგომარეობა გაგრძელებულა ვიდრე `ერაკლე მეფე მოვიდა~, სწორედ მაშინ დამთავრებულა სპასთა განუკითხავი ბატონობა;

_ თუმცა მანამდე სპარსელებს ხაზარებიც განუდევნიათ, და `ხაზარეთის კარი შექმნეს~-ო.

ჩვენის აზრით, ამ ჩამონათვალის გადმოცემის შემდეგ გაკეთებული ფრაზა _ `ესე აღწერილი გამოკრებუალდ არს~, სწორედ იმაზე მიგვანიშნებს, რომ ავტორმა _ სპარსელების მიერ ქართლში დატრიალებული სხვა მრავალი უბედურების მაუწყებელი ფაქტიც იცის, თუმცა მათ _ `გამოკრებულად~ გვამცნობს, და, როგორც აღინიშნა, მხოლოდ _ მთავარი, საკვანძო, მომენტების აღწერითღა შემოიფარგლება.

ამდენად, მემატიანის მიერ დაფიქსირებულ ამ ფრაზაში, არა რაიმე _ ვრცელი ამბების შემცველ წყაროზეა მინიშნება, არამედ იგი, კონკრეტულად _ უმეფობის ხანის აღწერის კონტექსტშია გადმოცემული, და მხოლოდ მასზე მიგვანიშნებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ბუნებრივია, არც ის მოსაზრება უნდა გამოირიცხოს, რომ მემატიანე, უმეფობის ხანის ამბების შემცველ რაიმე წყაროს ეყრდნობა, და თავის თხზულებაში მათ შესახებ მხოლოდ `გამოკრებულად~ საუბრობს.

 

ბ) რაზე მიგვანიშნებს:

`მცირესა მას მოკლედ აღწერილსა~

`მოქცევაO ქართლისაOს~ დღეს არსებული ტექსტი `წმ. ნინოს ცხოვრების~ ორ _ მოკლე და ვრცელ ვარიანტს აერთიანებს.

როგორც ითქვა, ძეგლის მეორე ე.წ. ვრცელი ვარიანტი, ძირითადად, გრიგოლ დიაკონის მიერ უნდა იყოს შედგენილი (თუ არ ჩავთვლით ე.წ. I რედაქტირების დროს `მირიანის წიგნის~ სათაურში არსებულ ჩამატებას).

`ქრონიკების~ უცნობი მემატიანე გრიგოლ დიაკონის შრომასთან მიმართებაში აღნიშნავს _ `ვითარცა სწერია მცირესა მას მოკლედ აღწერილსა მას წიგნსა ქართლსა მოქცევისასა~ (1, გვ.16).

მოდით ვცადოთ გარკვევა, თუ რატომ უწოდებს თავადვე _ `წმ. ნინოს ცხოვრების~ მოკლედ გადმონაცემი მონაკვეთის ავტორი, მასზე გაცილებით უფრო ვრცელ შრომას _ `მოკდედ აღწერილს~?!

აქ, ორი მოსაზრებაა ანგარიშგასაწევი. პირველის თანახმად, დასაშვებია რომ ეს ფრაზა, თავად გრიგოლ დიაკონის სავარაუდო ნაშრომის სათაურიდანვე ჰქონდეს აღებული, რომელიც ასე უნდა იკითხებოდეს _ `მოკლედ აღწერილი წიგნი ქართლისა მოქცევისა~.

მეორე მოსაზრება, თავისთავად პირველსაც რომ არ გამორიცხავს, შემდეგნაირად შეიძლება გადმოიცეს:

VII ს-ის მემატიანისათვის, რომელიც არა მარტო ქართლის მოქცევის, არამედ `ქართლის სამეფოს ისტორიას~ წერს, გრიგოლ დიაკონის მიერ IV ს-ში შექმნილი _ მხოლოდ `ქართლის მოქცევის~ ისტორიის ამსახველი თხზულება, მისი მოცულობისდა მიუხედავად, მაინც _ `მოკლედ აღწერილია~, რამეთუ იგი `ქართლის სამეფოს~ მართალია უმნიშვნელოვანეს, მაგრამ მაინც ერთ კონკრეტულ მონაკვეთს ეხება.

ამ კუთხით, გრიგოლ დიაკონის შრომა, VII ს-ის მემატიანეს, _ მის მიერვე შედგენილი თხზულების თემატიკიდან გამომდინარე, _ `მოკლედ აღწერილად~ მიუჩნევია, მით უმეტეს რომ ამავე დროის ამსახველი თხრობა, მისი _ `ქართლის სამეფოს ისტორიის~ მხოლოდ ერთ-ერთი მონაკვეთთაგანია.

 

გ) დასკვნის მაგიერ

აღნიშნული თავის შეჯერების მიზნით შეიძლება ითქვას შემდეგი:

_ `მოქცევაO ქართლისაOს~ ე. წ. `ქრონიკები~, შექმნილი უნდა იყოს VII ს-ის მეორე ნახევარში, 680 წელს კონსტანტინეპოლში გამართული VI მსოფლიო კრების წინარე დროში;

_ მასში წარმოდგენილი თხრობა, დაწერის დრომდე არსებული `ქართლის სამეფოს ისტორიას~ აღწერს, რომელიც სტეფანოზ II-ის თაობაზე წარმოდგენილი ინფორმაციით მთავრდებოდა _ `...ერისთვობდა სტეფანოზ, ძQ მისი. და ამან განიშორა ჯუარისა ეკლესიაO და დადვა კრებაO ჯუარს ჯუარობასა ერთ თთუე. და ტფილისს დაჯდა სტეფანოზ და კათალიკოზი იყო სამოველ და მისა ზევე ევნონ.

და ჰამბავი მოPდა,  ვითარმედ ბაღდადი აგარეანთა დაიპყრესო. და ამისთGს ბერძენთა ქუეყანაO ჯორსა აჰკიდეს და წარიღეს საბერძნეთა~ (1, გვ.31-32).

 

2) `ქრონიკების~ რედაქტირებისა და

`მოქცევაჲ ქართლისაჲს~ ერთიანი

თხზულების შედგენის საკითხისათვის

დღეისათვის არსებული `ქრონიკების~ ტექსტის გადამუშავება, ანუ მისი რედაქტირება სავარაუდოდ IX ს-ში უნდა იყოს მომხდარი.

როგორც უკვე აღინიშნა, `შატბერდის კრებულის~ პირველი გამომცემლის ექვ. თაყაიშვილის აზრით, თუკი `ქრონიკის~ პირველი ნაწილი მეფეთა თუ ერისმთავართა, ანდა მღვდელმსახურთა ნამოქმედარის უმთავრესი მომენტების დაფიქსირებით ხასიათდება _ `...სტეფანოზ II შემდეგ ეს წესი უცებ იცვლება და შემოკლებულ ცნობების მაგიერ ერისთავების შესახებ მხოლოდ სია არის მოყვანილი ცამეტთა დიდი ერისთავთა. არც ერთი ღირს-სახსოვარი ფაქტი მათი ერისთაობის დროისა აღნიშნული არ არის. არ არის ნაჩვენები, თუ რომელი კათალიკოსი რომელ ერისთავის დროს იყო, არამედ ერისთავების სიის შემდეგ სიითვე არის წარმოდგენილი 27 კათალიკოსი~ (13, გვ.XჩIV).

აღნიშნული სიის IX საუკუნისეული ინფორმაციით შემოფარგვლა, ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული შეხედულების თანახმად, სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ, თითქოსდა, `ქრონიკების~ ახალი რედაქცია IX ს-შია შექმნილი.

ჩვენის აზრით `ქრონიკებში~ IX ს-ის 30-იანი წლებისეული ინფორმაციის არსებობა, მიგვანიშნებს არა მარტო VII ს-ში შექმნილი თხზულების ახალი რედაქტირების კვალზე, არამედ გვიფიქსირებს თავად `მოქცევაO ქართლისაOს~ დღეს არსებული ვარიანტის _ წინარე თხზულების შექმნის დროსაც. მომხდარი პროცესის სავარაუდო ქრონოლოგია ასეთი უნდა იყოს.

IX ს-ის პირველი ნახევრის უცნობი მემატიანის წინაშე, მიზეზთა გამო, დამდგარა `ქართლის სამეფოს ისტორიის~ ახალი რედაქციის შექმნის აუცილებლობა. ამ მიზნით მას გადაუწყვეტია მის ხელთ არსებული ორი დამოუკიდებელი თხზულების ერთიან ნაწარმოებად გაერთიანება. კერძოდ:

_ VII ს-ში შექმნილი თხზულებისათვის მას დაუმატებია სტეფანოზ II-ის დროიდან მოყოლებული იმ დრომდე არსებულ ერისთავთა და მღვდელმსახურთა ჩამონათვალი, რითაც ე. წ. საერო ისტორიის `დასრულებული~ სურათის მიღება დაფიქსირდა;

_ IV ს-ში შექმნილი გრიგოლ დიაკონის სახელით ცნობილი თხზულება, მას, ძეგლის _ მის ხელთ არსებული სახით, სრულად მიუმატებია ე. წ. საერო ისტორიის ნაწილისათვის;

_ ერთიანი ნაწარმოების შექმნის მიზნით, IX ს-ის მემატიანე (ძეგლის რედაქტორი), თხზულებათა თავების ერთიან დანომვრას ახდენს, რითაც სავარაუდოდ, დასრულდა კიდეც _ დღეისათვის ჩვენს ხელთ არსებული `მოქცევაO ქართლისაOს~ სახელით ცნობილი ძეგლის საბოლოო სახის მიღება.

ამდენად, IX ს-ის 30-იან წლებში, ერთიანი თხზულების სახე მიიღო, ანუ ერთ ძეგლად გაერთიანდა მანამდე ორ დამოუკიდებელ ნაწარმოებად არსებული თხზულებები. ახალი ხელნაწერის რედაქტორს, ეტყობა იმდენად დიდი კრძალვა ჰქონდა უძველესი ხელნაწერებისა, რომ როგორც ითქვა, სავარაუდოდ მხოლოდ ერისთავთა და კათალიკოსთა მშრალი სიის მიმატებით შემოიფარგლა; ხოლო სხვა ყველაფერი უცვლელად გადმოიტანა.

როგორც ჩანს `წმ. ნინოს ცხოვრების~ ვრცელი რედაქციის, მის ხელთ არსებული ტექსტი, იმდენად ყოფილა დაზიანებული, რომ მასში ავტორის ვინაობის დამადასტურებელი ინფორმაცია აღარც კი იყო შემორჩენილი. იქნებდა სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ ე.წ. `ქრონიკებში~ გრიგოლ დიაკონის სახელის არსებობის მიუხედავად, ძეგლის მეორე ნაწილში მისი სახელის ხსენებაც კი აღარაა.

 

3) დასკვნა

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ასეთი საერთო დასკვნის გაკეთება ხდება შესაძლებელი:

_ IV ს-ის 30-40-იან წლებში იქმნება ქართველი ისტორიკოსის გრიგოლ დიაკონის _ `მოკლედ აღწერილი წიგნი ქართლისა მოქცევისისა~, რომელშიც ქართლის სამეფოს გაქრისტიანების უშუალო მომსწრე-მონაწილეთა მიერ შექმნილი მონაკვეთებია გაერთიანებული;

_ IV ს-ის 50-იან წლებში, კერძოდ კი იაკობ მთავარეპისკოპოსის დროს, გრიგოლ დიაკონის სავარაუდო თხზულება _ პირველ რედაქტირებას განიცდის; რის შედეგადაც სამღვდელმთავრო ტახტის უმაღლეს საფეხურზე მყოფი _ იაკობი, ე.წ. მირიანის წიგნში უკვე _ `მთავარეპისკოპოსის~ ტიტულითაა მოხსენიებული.

_ VII ს. II ნახევარში უცნობი ქართველი მემატიანე ქმნის `ქართლის სამეფოს ისტორიას~, რომელიც ხუთი პირობითი ნაწილისაგან შედგება, ესენია:

1) ალექსანდრე მაკედონელის კავკასიაში სავარაუდო ლაშქრობიდან მოყოლებული, ვიდრე ქართული სახელმწიფოს უკანასკნელი წარმართი მეფის მირიანის მმართველობამდე არსებული ისტორია (იხ. 1, გვ.10-11);

2) ქართლის სამეფოს გაქრისტიანების ისტორია (იხ. 1, გვ.11-22);

3) ქრისტიან მეფეთა ისტორია (1, გვ.22-28);

4) უმეფობის პერიოდი (იხ. 1, გვ.28-29) და

5) ერისმთავართა სტეფანოზ II -მდე არსებული მმართველობის ისტორია (იხ. 1, გვ.29-32).

_ IX ს-ში მოღვაწე უცნობი ქართველი მემატიანე (რედაქტორი), მის ხელთ არსებულ წყაროთა გათვალისწინებით, ქმნის `ქართლის სამეფოს ისტორიის~ ამსახველ _ ახალ თხზულებას, რომელშიც მანამდე არსებული ორი თხზულება ერთიანდება:

ა) VII ს-ის `ქართლის სამეფოს ისტორიად~ მოაზრებულ ნაშრომს ემატება სტეფანოზ II-დან მოყოლებული IX ს. 30-იან წლებამდე, ანუ ძეგლის რედაქტირებამდე არსებულ ერისთავთა და მღვდელმსახურთა მშრალი სია;

ბ) IV ს-ის შუა წლებში რედაქტირებული ქართლის სამეფოს გაქრისტიანების ისტორიის ამსახველი, და სავარაუდოდ (უკვე იმდროისათვის) ნაკლული სახით შემორჩენილი თხზულება (უნდა ვიფიქროთ რომ _ უცვლელად) ე. წ. `ქართლის სამეფოს საერო ისტორიის~ ხელნაწერთან ერთიანდება. ხდება, მათი თავებისათვის, ერთიანი ნუმერაციის დასმა, რითაც ვღებულობთ კიდეც IX-X ს-ის გასაყარზე `არშუშაყოფილ იოვანეს~ მიერ გადაწერილი სან-50 -ის სახელით ცნობილი ხელნაწერის (სავარაუდო) წინარე თხზულების დედანს.

ჩვენის აზრით, სწორედ ასეთი უნდა იყოს დღეისათვის ჩვენს ხელთ არსებული თხზულების შექმნის თითქმის ხუთ საუკუნოვანი (IV-IX ს.ს.) ისტორია. ძეგლისა, რომელსაც დღეს: სინური _ შატბერდული-ჭელიშური ხელნაწერებით წარმოდგენილი სახე აქვს (იხ. 1, გვ.10-131), და რომელიც სამართლიანად ითვლება დღეისათვის ცნობილ ხელნაწერთა შორის _ უძველეს ქართულ საისტორიო თხზულებად.

ჩვენს მიერ, მკითხველთა სამსჯავროზე გამოტანილი წინამდებარე გამოკვლევა, გვინდა `შატბერდის კრებულში~ შემონახული `მოქცევაO ქართლისაOდ~ სახელდებული თხზულების ბოლოში დართული მინაწერით დავასრულოთ:

`წიგნი ქართლის მოქცევისა, რომლითა ღმერთმან ნათელი გამოაბრწყინვა, დასაბამი წმიდათა ეკლესიათა გამობრწყინვებისაO [ძალთა ზეცისა მგალობელთა გუნდთა ყუავილად უბიწოO სარწმუნოვებაO შეუძრავი კედელი ქრისტესსა. ესე ჩუენისა ცოდვასა PსნაO და მარგებელ] [300] სულისაO, ვითარცა ტალანტი წინამძღუართაგან დაფარული შემდგომად მრავალთა ჟამთა და წელთა ვპოვეთ~ (1, გვ.131).

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი. დაილოცოს შენი ძალი და სამართალი, სახელი და დიდებანი უკუნისამდე. ამენ!

 

გამოყენებული ლიტერატურა

_ ბიბლია, საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა, თბ. 1989 წ.;

1. სალუაშვილი მიხეილ(გელა), სალუაშვილი საბა, `მოქცევაO ქართლისაOს~ რედაქციების პარალელური ტექსტები~, თბ. 2010 წ.; 

2. გიგინეიშვილი ბ., გიუნაშვილი ელ., `შატბერდული კრებული~, თბ. 1979 წ.;

3. ალექსიძე ზაზა, `მოქცევაO  ქართლისაO ~, ქ.ს.ე., ტ. 7, თბ. 1984 წ.;

4. ალექსიძე ზაზა, `მოქცევაO  ქართლისაO ~,  თბ. 2007 წ.;

5. ილია აბულაძე, `ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურული ძეგლები~ , წ. I, თბ. 1963 წ.;

6. ჩხარტიშვილი მარიამი, `ნინოს ცხოვრების~ ვრცელი რედაქციის ატრიბუცია, `მნათობი~, # 5,  1987 წ.;

7. ჯავახიშვილი ივანე, თხზულებანი, ტ. 8, თბ. 1977 წ.;

8. კეკელიძე კორნელი, `ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია~, ტ. I, თბ. 1980 წ.;

9. კეკელიძე კორნელი, `ქართული ლიტერატურის ისტორია~, ტ. I, თბ. 1960 წ.;

10. კაკაბაძე ს., `მოქცევაO ქართლისაO, საისტორიო ძიებანი~, ტფ. 1924 წ.;

11. ქურციკიძე ც., `მოქცევაO ქართლისაOს~ ტექსტის და ენის საკითხები, ფილოლოგიური ძიებანი, I, თბ. 1984 წ.;

12. ინგოროყვა პავლე, `თხზულებანი~, ტ. IV, თბ. 1978 წ.;

13. თაყაიშვილი ექვთ., `სამი ისტორიული ქრონიკა, ტფ. 1890 წ.;

14. ინგოროყვა პავლე, `ქართული მწერლობის ისტორიის მოკლე მიმოხილვა~, `მნათობი~, # 4,  1939 წ.;

15. ლორთქიფანიძე მარიამი, `ადრეფეოდალური ხანის ქართული საისტორიო მწერლობა~, თბ. 1966 წ.;

16. გოგოლაძე მ., `მოქცევაO ქართლისაOს~ შედგენილობა, წყაროები და დათარიღება, `საქართველო~, # 3, თბ. 1998 წ.;

17. პატარიძე ლელა, `ცხორებაი წმიდისა ნინოისი~ (ქართლის გაქრისტიანების კულტურულ-ისტორიული საკითხები~, თბ. 1993 წ.;

18. ყუბანეიშვილი სოლ., `გრიგოლ დიაკონი და მისი თხზულება~, ლიტერატურული ძიებანი, II, თბ. 1945 წ.;

19. წულაია ვ, `მაცნე~, ისტორიის სერია, 1979 წ. # 3;

20. ჩხარტიშვილი მარიამი, `ქართული ჰაგიოგრაფიის წყაროთ-მცოდნეობითი შესწავლის პრობლემები, `ცხორებაO წმიდისა ნინოOსი~, თბ. 1987 წ.;

21. გოილაძე ვახტანგი, `წმ. ნინოს ქრთლში შემოსვლისა და ქართლის მოქცევის დათარიღებისათვის~, `მნათობი~, #2, თბ. 1991 წ.;

22. გიუნაშვილი ელ., გოილაძე ვ., `ქართლის მოქცევა...~, თბ., 2009 წ.;

23. სირაძე რ., `ნინოს ცხოვრება~ და დასაწყისი ქართული მწერლობისა, `განთიადი~, # 3, 1989 წ.;

24. ლოლაშვილი ივ., `ნინოს ცხოვრების რედაქციები~, ქ.ს.ე., ტ.7, თბ. 1984 წ.;

25. კუჭუხიძე გ., კიდევ ერთხელ `წმ. ნინოს ცხოვრების~ დათარიღებისათვის, ლიტერატურული ძიებანი,  XX, თბ. 1999 წ.;

26. გიორგაძე გრ., `ხეთურ-არმაზული `ტრიადები~, `მნათობი~, # 7, 1985 წ.;

27. გოგიტიძე ს., `მირიან მეფე და ქართლის მოქცევა~, ბათუმი, 1997 წ.;

28. ხელაია ამბროსი, `ძველი საქართველო~, I, ტფ. 1909 წ.;

 29. ინგოროყვა პავლე, `ქართული მწერლობის ისტორიის მოკლე მიმოხილვა~, `მნათობი~, # 4,  1939 წ.;

30. გოილაძე ვახტანგი, `პირველი ქართული საეკლესიო თხზულება~, `მნათობი~, #5-6, თბ. 2003 წ.;

31. სალუაშვილი საბა, `ქართლის მოქცევის თარიღთან დაკავშირებული საისტორიო ძიებები~, თბ. 2010 წ.;

32. `საეკლესიო ლექსიკონი~, თბ. 2008 წ.;

33. `დიდი შჯულისკანონი~, თბ. 2004 წ.;

34. სულხან-საბა ორბელიანი, `სიტყვის კონა~, II ტ., თბ. 1991 წ.;

35. დ. ბაქრაძე, `ისტორია საქართველოსი~, ტფ. 1889 წ.;

36. `საქართველოს ისტორიის ნარკვევები~, ტ. II, თბ. 1973 წ.

 

მიხეილ(გელა) სალუაშვილი

საბა სალუაშვილი