Print

საქართველოში გაქრისტიანებამდელი დროის ხუროთმოძღვრული ძეგლები

საქართველოს ტერიტორიაზე

გაქრისტიანებამდელი დროის

ხუროთმოძღვრული აღმშენებლობის მინიშნებანი

უძველესი ქართული

საისტორიო წყაროების მიხედვით

 

,,...რადგანაც მოელოდა ქალაქს,

რომელსაც აქვს საფუძველი,

 და რომლის ხუროთმოძღვარი

და შემოქმედი არის ღმერთი~

 (ებრ. 11,10)

 

შესავალი

საქართველო, თავის ტერიტორიაზე არსებული ხუროთმოძღვრული ძეგლების  უამრავი ნიმუშის გამო, სამართლიანად ითვლება _ ,,...ძეგლების კლასიკურ ქვეყნად~ (1, გვ. 3). ჩვენს მადლიან მიწაზე თავმოყრილია სხვადასხვა დანიშნულების მრავალი ნაგებობა _ ,,...რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდება დანიშნულებით, აგების ტექნიკით, იდეურ-ესთეტიკური თავისებურებით. შენობის დანიშნულება განაპირობებს მის გეგმას, მოცულობას, სივრცეეს, მასშტაბს. ამ თვალსაზრისით შეიძლება გავარჩიოთ საკულტო, საცხოვრებელი სახლის, საზოგადოებრივ შენობათა, სათავდაცვო, ანუ სამხედრო სამრეწველო...~ (2, გვ. 604-605) და სხვა ტიპის, ისტორიულ ქარტეხილებს გადარჩენილი ძეგლები.

ამასთანავე არის უამრავი არქიტექტურული ნიმუში, რომელთაც, მიზეზთა გამო, ჩვენამდე არ მოუღწევია, და მათ შესახებ ცნობები მხოლოდ ისტორიულ წყაროებშია შემორჩენილი.

ჩვენი წინამდებარე თემის მიზანია, შეძლებისდაგვარად მიმოვიხილოთ ხუროთმოძღვრული აღმშენებლობის ის მინიშნებანი, რომლებიც უძველეს ქართულ წერილობით წყაროებში _ ,,მოქცევაO ქართლისაO~ და ,,ქართლის ცხოვრებაშია~ დაფიქსირებული. კერძოდ, გვინდა შევეხოთ უძველესი დროიდან, ვიდრე ქართლის სამეფოს გაქრისტიანებამდელ პერიოდს, და დროის ამ მონაკვეთში ჩვენს ქვეყანაში მომხდარ აღმშენებლობით პროცესებს.

დღეისათვის ცნობილი ძეგლებიდან _ ,,უძველეს სამოქალაქო საისტორიო ნაწარმოებად ჯერ-ჯერობით ის მატიანე უნდა ჩაითვალოს, რომელიც შატბერდისეულს ხელთნაწერში წ-ა ნინოს ც-ას წინუძღვის და სათაურად აქვს ,,მოქცევაO ქართლისაO~. Aმის გამო მას ჩვენ მოქცევაO ქართლისაOს მატიანეს ვუწოდებთ. რასაკვირველია ეს თხზულება პირველი ქართული მატიანე არ უნდა ყოფილიყო და უძველესად იგი მხოლოდ იმიტომ ითვლება, რომ ამაზე უწინარესი ამგვარი თხზულებები ჯერ აღმოჩენილი არ არის, ან იქნებ ჩვენამდის არ მოუღწევია...~ (3, გვ.112).

თავის მხრივ X-XI ს-ის ეს თხზულება ორი ნაწილისაგან შედგება. აქედან I ნაწილს _ ,,ქრონიკებს~, ხოლო მეორე ნაწილს _ ,,წმ. ნინოს ცხოვრებას~ უწოდებენ (იხ. 4, გვ.149).

ჩვენს მიერ საძიებელ დროის მონაკვეთში, სხვადასხვა დანიშნულების არქიტექტურული ძეგლების თაობაზე არსებული მინიშნებანი, სწორედ ,,ქრონიკებშია~ დაცული, სადაც გადმოცემულია ქართლის ისტორია _ ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობიდან ვიდრე IX ს-მდე.

თხზულებაში, წარმართ მეფეთა ჩამონათვალის გვერდით ლაკონურადაა აღნუსხული მათი საქმიანობის ის უმთავრესი მომენტებიც, რომლებიც ხუროთმოძღვრული საქმიანობის სხვადასხვა ასპექტს შეიცავს.

ჩვენთვის საინტერესო თემატიკა XI ს-ში მოღვაწე ლეონტი მროველის იმ თხზულებაშია დაცული, რომლითაც იწყება კიდეც _ ,,ქართლის ცხოვრება~, ძველ ქართული საისტორიო თხზულებათა კრებული. ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ძირითადი წყარო შეიცავს ქვეყნის გაბმულ თხრობას უძველესი ხანიდან...~ (5, გვ.469).

ლეონტი მროველის თხზულება ,,მოქცევაO ქართლისაO~-ზე უფრო მეტ ინფორმაციას შეიცავს, ჩვენს ქვეყანაში, წარმართობისდროინდელი ხუროთმოძღვრული საქმიანობის შესახებ.

თითოეული ეს თხზულება, ავტორის მიერ მოძიებულ, სხვადასხვა წყაროს ბაზაზეა აგებული. არსებობს მოსაზრება, რომ _ ,,...ქრონიკას საფუძვლად უდევს ერთგვარი ,,სააღმშენებლო მატიანის~ ხასიათის მასალა... (მის შემდგენელთ, ჩანს, უპირატესად გარკვეული რიგის ფაქტები აინტერესებდათ)~ (6, გვ.49). სამწუხაროდ, თავად ეს ,,სააღმშენებლო მატიანე~, დღეისათვის, დაკარგულია, და ამიტომ, მათზე მსჯელობა, მხოლოდ აღმოჩენილ წერილობით ძეგლებში შემორჩენილი მინიშნებების მიხედვითღა შეიძლება.

როგორც ვიცით _ ,,არქიტექტურა ნაგებობათა მშენებლობის ხელოვნებას წარმოადგენს.  მაგრამ არქიტექტურა არა მარტო სამშენებლო ხელოვნებაა, არამედ ხელოვნების სპეციფიკური დარგიც, რომელშიც შემოქმედებითი პროცესი მჭიდროდაა დაკავშირებული უტილიტარულ-ტექნიკური ამოცანების გადაწყვეტასთან და უკანასკნელთან ერთად ერთიან პროცესს წარმოადგენს~(7, გვ.5). ჩვენს მიერ განსახილველ უძველეს ქართულ წერილობით წყაროებში ამ `ერთიანი პროცესის~ შედეგი, ანუ _ დაფიქსირებული ხუროთმოძღვრული ნიმუშები, რამდენიმე პირობით ჯგუფად დავყავით, რომელთა შესახებ მსჯელობითაც გვინდა კიდეც განვაგრძოთ საუბარი.

 

1. ქალაქთმშენებლობითი

მინიშნებანი

უძველეს ქართულ წერილობით წყაროებში, სხვა მრავალ მინიშნებათა გვერდით, დაფიქსირებულია ქალაქთმშენებლობასთან დაკავშირებული ინფორმაციებიც. ქრონოლოგიის მიხედვით უძველეს მინიშნებებს ,,ქართლის ცხოვრებაში~  ვხვდებით. ლეონტი მროველი, აღწერს რა ბაბილონის გოდოლის დანგრევის შემდეგ კავკასიაში თარგამოსისა და მისი მოდგმის დამკვიდრების ისტორიას, დეტალურად გვამცნობს ქალაქთმშენებლობის პირველ მინიშნებებს.

პირველი ქალაქის აშენება უკავშირდება თარგამოსის ვაჟის _ ბარდოსის სახელს: ,,...ამან ბარდოს აღაშენა ქალაქი ბარდავი და დაეშენა მუნ~ (8, გვ.5). მაშასადამე, პირველი ქართული ქალაქი, რომლის აშენების თაობაზეც წყარო იტყობინება, ყოფილა _ ბარდავი.

ლეონტი მროველი იქვე ჩამოთვლის თარგამოსის სხვა ვაჟების სახელზე აშენებულ ქალაქებსაც. ქალაქების _ მოვაკანეთისა და ეგროსის პარალელურად, იგი დაწვრილებით გვამცნობს ქალაქ ჰერეთის აშენებასთან დაკავშირებულ ინფორმაციებსაც _ ,,...და ამან ჰეროს აღაშენა პირველად ქალაქი შესაკრებელთა შორის ორთავე ალაზანთასა და უწოდა სახელი თვისი ჰერეთი... და აწ ადგილსა ჰქვიან ხორანთა...~ (8, გვ.5). როგორც ვხედავთ, გარდა სახელისა, აქ მითითებულია ამ ქალაქის განაშენიანების ადგილიც.  

 შემდეგი ცნობა თარგამოსის რძლის, ანუ ქართლოსის მეუღლის ხელმძღვანელობით წარმოებულ აღმშენებლობით პროცესს ეხება _ ,,...ამისსა ცოლმან მისმან აღაშენა დედა-ციხე. და მანვე აღაშენა ბოსტან-ქალაქი, რომელსა აწ ჰქვიან რუსთავი~ (8, გვ.8).

ლეონტი მროველი იუწყება ქართლოსის ვაჟების მიერ აშენებული ქალაქების თაობაზეც _ ,,...ამან გაჩიოს აღაშენა ქალაქი გაჩიანი, რომელსა მაშინ ერქუა სანადირო ქალაქი... ამან კახოს აღაშენა ჩელეთი, კუხოს შეეწია შენებასა ჩელეთისას. რამეთუ დედა-ციხე კახოსის ხუედრი იყო. და მისცა კახოს შეწევნისათვის და შეეწია შენებასა ჩელეთისასა, რომელსა ბერ ერქუა პირველ შენებულსა კახეთისასა~ (8, გვ.9).

,,ქართლის ცხოვრებაში~ ხაზგასმითაა მითითებული ქართლოსის უფროსი ვაჟის _ მცხეთოსის მიერ აშენებული ქალაქის თაობაზეც _ ,,...ხოლო მცხეთოს, რომელი უგმირე იყო ძმათა მისთა... აღაშენა ქალაქი შესაკრებელსა შორის მტკურისა და არაგვისასა და უწოდა სახელი თვისი მცხეთა...~ (8, გვ.9). იქვე, ლეონტი მროველი გვაუწყებს, რომ _ ,,...ვინცა იყვის მცხეთას რეცა თავადი იგი იყვის ყოველთა მათ სხუათა ზედა... რამეთუ ქალაქი მცხეთა განდიდებულ იყო უმეტეს ყოველთასა, და უწოდდეს დედა-ქალაქად...~ (8, გვ.11).

თავის მხრივ, ,,ქართლის ცხოვრება~ იუწყება მცხეთოსის ვაჟების მიერ აშენებული ქალაქების თაობაზეც. კერძოდ, უმცროსი ვაჟი _ ჯავახოს, აშენებს ქალაქ არტანისს _ ,,...რომელსა მაშინ ერქუა ქაჯთა ქალაქი, ხოლო აწ ჰქვია ჰური...~ (8, გვ.10).

მცხეთოსის უფროსი ვაჟი _ უფლოსი, ქალაქების აშენების სიმრავლით გამოირჩევა _ ,,...და ამან აღაშენა უფლის-ციხე, ურბნისი, კასპი, არაგვითგან და არმაზითგან ვიდრე ტასისკარამდე უწოდა ამას ქუეყანასა ზენას-სოფლისა, რომელსა აწ ჰქვიან შიდა-ქართლი...~ (8, გვ.10).

ლეონტი მროველი გვაუწყებს თარგამოსის ვაჟის _ ლეკოსის შთამომავლის _ ხოზონის მიერ აშენებული ქალაქის თაობაზეც, რომელსაც მან _ ,,...უწოდა სახელი თვისი ხოზანიხეთი...~ (8, გვ.12).

ქართული წყაროს თანახმად ნებროთის ნათესავმა არდამმა _ ,,...აღაშენა ქალაქი ზღვის-კარს, და უწოდა სახელი დარუბანდი, რომელი ითარგმანების დახშა-კარი...~              (8, გვ.13).

სპარსი ერისთავის არდამის გარდა, ლეონტი მროველი გვაუწყებს, მიზეზთა გამო, ქართლში გადმოხვეწილი თურქების მიერ აშენებული ქალაქის თაობაზეც _ ,,...ხოლო მასვე ჟამსა მოვიდეს თურქნი, ოტებულნი... მცხეთას სახლი ოცდა რვა... და მოითხოვეს ადგილი იგი მცხეთელთა მამასახლისისაგან. მისცა და აღაშენეს იგი, მოზღუდეს მტკიცედ და ეწოდა მას ადგილსა სარკინო...~ (8, გვ.15).

,,მოქცევაO ქართლისაO~-ს უცნობი ავტორი ასევე ახსენებს ოთხ ქალაქს _ ,,...სარკინე ქალაქი, კასპი, ურბნისი და ოძრახე...~(9, გვ.10), თუმცა არაფერს გვამცნობს მათი აღმშენებლობის თაობაზე.

ლეონტი მროველი გვაუწყებს ძვ.წ. III ს-ში მოღვაწე ფარნავაზის სიძის ქუჯის მიერ ქალაქის აშენების თაობაზე _ ,,...და მან ქუჯი აღაშენა ციხე-გოჯი (ოდიშს ნაქალაქევი)...~ (8, გვ.24).

ძვ.წ. II ს-ის I ნახევარში მოღვაწე (იხ. 10, გვ.18) მეფე არშაკის მიერ აშენებული ქალაქის თაობაზე, წყაროში ვკითხულობთ _ ,,...ამან არშაკ განაშუენა ნელქარ, ქალაქი კახეთისა რომელ არს ნეკრეს...~ (8, გვ.33).

სახელდებით მოხსენიებული ქალაქების გარდა, ქართულ წყაროებში გვხვდება ქალაქების მშენებლობასთან დაკავშირებული _ ზოგადი ცნობები. ასე მაგალითად _ ,,...აღაშენნეს ქალაქნი პირსა ხაზარეთისასა...~ (8, გვ.11); ანდა _ ,,...ამაგრებდეს ციხეთა და ქალაქთა~ (8, გვ.15); ან _ ,,განამაგრეს ციხენი და ქალაქნი~ (8, გვ.16) და სხვა (8, გვ. 30, 47, 48, 69).

 

2. თავდაცვით ნაგებობათა

უძველესი ძეგლები

ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ _ ,,სიმაგრეს ჩვენში აშენებდნენ ჯერ კიდევ 3-4 ათასი წლის წინათ, მაგრამ სიმაგრეთა შექმნის სისტემას ორგანიზებული სახე მხოლოდ სახელმწიფოს ჩამოყალიბების შემდეგ მიეცა~ (1, გვ.3).

თავის მხრივ დროთა განმავლობაში _ ,,ბევრი ქალაქი იმავდროულად ციხე-ქალაქებად იქცა... სიმაგრეები გეგმით მრავალკუთხედია. მისი გვერდები ამოყავდათ მრგვალი ან ოთხკუთხა ბურჯებდატანებული 9-10 მეტრი სიმაღლის კედლებით, რომლებიც ქონგურებიანი და ამბრაზურებიანი პარაპეტით მთავრდებოდა... ბურჯები დამოუკიდებელი საბრძოლო მოქმედებებისთვის იყო მომზადებული~ (11, გვ.237).

,,ქართლის ცხოვრებაში~ ციხე-ქალაქის აშენების უძველესი ცნობები უკავშირდება მცხეთოსის ვაჟის _ ოძრხოსის სახელს: ,,ამან ოძრხოს აღაშენა ორნი ციხე-ქალაქნი: ოძრხე და თუხარისი~ (8, გვ.9). ციხე-ქალაქებს აშენებს მისი ძმაც _ ჯავახოსიც: ,,ამან ჯავახოს აღაშენა ორნი ციხე-ქალაქნი: წუნდა და ქალაქი არტანოსი~ (8. გვ.10).

ჩვენთვის საძიებელ დროში უკანასკნელი ინფორმაცია ციხე-ქალაქის აშენების თაობაზე უკავშირდება ახ.წ. III-IV ს-ის გასაყარზე მოღვაწე (იხ.10, გვ.30) ქართლის მეფე ასფაგურს, კერძოდ _ ,,ამან ასფაგურ აღაშენა ციხე-ქალაქი უჯარმა~ (8, გვ.49).

ციხე-ქალაქების გარდა წყაროში გვეუწყება უშუალოდ ციხეთა აღმშენებლობის თაობაზეც. პირველი ასეთი ინფორმაცია დაკავშირებულია თარგამოსის ვაჟის ქართლოსის სახელთან _ ,,ამან ქართლოს აღაშენა ციხე ორბისა, რომელსა აწ ჰქვიან სამშვილდე და კუალად აღაშენა მტუერის ციხე რომელსა აწ ჰქვიან ხუნანი (ხუნანი გატეხილის ხიდის ციხეა)~ 8, გვ.8).

ციხეთა მორიგი აღმშენებლობა ფარნავაზის სახელთანაა დაკავშირებული _ ,,ამანვე ფარნავაზ აღაშენა ორნი ციხენნი, შორაპანი და დიმნა~ (8, გვ. 24).

ძვ.წ. II ს-ის I ნახევარში (იხ. 10, გვ.17) მეფე ფარნაჯონი აშენებს ახალ ციხეს _ ,,და ამან ფარნაჯონ მეფემან უმატა ყოველთა ციხე-ქალაქთა შენება და ამან აღაშენა ციხე ზადენი, და შექმნა კერპი სახელით ზადენ, და ამართა ზადენს~ (8, გვ.29).

ქართლის მეფეებთან არმაზელსა და აზორკთან მებრძოლი სომხეთის მეფის არტაშანის მხედართმთავარი სუმბატ ბივრიტიანი სამცხეში ახალ ციხეს აშენებს _ ,,აღაშენა ციხე ქუეყანასა ოძრხევისასა, რომელსა ეწოდების სამცხე, ადგილსა, რომელსა ჰქვან დემოთი, მოკიდებულად მთასა ღადოსსა~(8, გვ.47).

,,მოქცევაO ქართლისაO~, დასახელებული ოთხი ქალაქის პარალელურად, ციხეთა თაობაზეც იუწყება _ ,,და ციხენი მათნი: ციხე დიდი სარკინისაი, უფლისციხე კასპისა, ურბნისისა და ოძრახისაი~ (9, გვ.10).

თავდაცვით ნაგებობათა ძეგლებს შორის ქართული წყაროები ხაზგასმით იუწყებიან ქალაქებისათვის ზღუდეთა შემოვლების შესახებ. მათ შორის პირველივე ცნობა უაღრესად მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა. კერძოდ _ ,,ამან არდამ ერისთავმან... მოზღუდა მცხეთა ქალაქი ქვითკირითა. და აქამომდე არა იყო ქართლსა შინა საქმე ქვითკირისა. და ამის გამო დაისწავლეს ქვითკირი~ (8, გვ.13). ძვ.წ. II ს-ის I ნახევარში მოღვაწე (იხ. 10, გვ.18) მეფე ბარტომს ხელახლა გაუმაგრებია ისტორიული ქარტეხილების გამო დარღვეული კედელი _ ,,ამან მეფემან ბარტომ უმატა ზღუდეთა მცხეთისათა~ (8, გვ.30).

ქართლის სამეფოს უკანასკნელი წარმართი მეფის მირიანის მამამძუძე მირვანოზი ასევე გამოირჩევა თავდაცვითი ნაგებობების აშენებით _ ,,ამან მირვანოზ ჰმატა ყოველთა სიმაგრეთა ქართლისათა და უმეტეს ყოველთასა მოამტკიცნა ზღუდენი ნეკრესისა ქალაქისანი~ (8, გვ.65).

 

3. რესტავრაცია-გამაგრებითი მინიშნებანი

დროთა სვლისა, თუ გაუთავებელი ბრძოლების შედეგად დაზიანებულსა და დანგრეულ ციხე-ქალაქებს განახლება-რესტავრაცია ესაჭიროებოდათ. განსახილველი წყაროები ამის თაობაზეც ამახვილებენ ჩვენს ყურადღებას.

ალექსანდრე მაკედონელის მიერ ქართლის მმართველად დატოვებული აზონის შესახებ ლეონტი მროველი გვატყობინებს _ ,,ამან აზონ მოარღვივნა ზღუდენი ქალაქსა მცხეთას საფუძვლითურთ... და ყოველთა ქართლისა ქალაქთა მოარღვნა ზღუდენი და დაიპყრნა ყოველნი საზღვარნი ქართლისანი~ (8, გვ.19).

,,მოქცევაO ქართლისაO~ გარკვეული დროის შემდგომ, კერძოდ ძვ.წ. II ს-ის I ნახ-ში (იხ. 10, გვ.18) მომხდარზე ასე იუწყება _ `...მეფობდა ბრატმან, რომელსა ზე მცხეთას ქალაქი დაეწყო. და მეფობდა მირვან და მან აღაშენა მცხეთით ქალაქი~ (9, გვ.11).

მცხეთის ზღუდეთა გამაგრების გარდა, ,,ქართლის ცხოვრება~, სხვადასხვა ადგილას წარმოებული სამუშაოების თაობაზეც იუწყება _ ,,დაჯდა მეფედ არშაკ... და უმატა ყოველთა სიმაგრეთა ქართლისათა. და უმეტეს მომტკიცნა ზღუდენი ჯავახეთს, ქალაქსა წუნდას~ (8, გვ.21).

ჩვენთვის საძიებელ დროში ზღუდეთა გამაგრების შესახებ ბოლო ინფორმაცია უკავშირდება ზემოთ უკვე ნახსენებ მირვანოზის სახელს _ ,,ამან მირვანოზ... მოამტკიცნა ზღუდენი ნეკრესსა ქალაქისანი~ (8, გვ.65).

 

4. საკულტო არქიტექტურის

უძველესი ძეგლები

ძველქართულ წყაროებში უხვადაა ინფორმაციები წარმართობისდროინდელ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საკულტო ნაგებობების თაობაზეც. ცნობილია, რომ _ ,,საკულტო არქიტექტურა ჩაისახა ადამიანის განვითარების ადრეულ საფეხურებზე. პირველად ეს იყო ცალკეული ან გარკვეული წყობით დამწკრივებული ლოდები... მოგვიანებით ჩნდება სარწმუნოების მიხედვით განსხვავებული სამლოცველო ნაგებობები _ წარმართული ტაძრები, ეკლესიები, მეჩეთები და სხვა... ზოგ ქვეყანაში (ძველი ეგვიპტე, მუსლიმანური სამყარო) სარწმუნოებრივ არქიტექტურას უკავშირდება სამარხების არქიტექტურაც _ პირამიდები, მასტაბები, აკლდამები. არქიტექტურის ისტორიის გარკვეულ ეტაპზე უმთავრესი ადგილი არქიტექტურაში ეჭირა სარწმუნოებრივ შენობებს~ (2, გვ.605).

,,ქართლის ცხოვრებაში~ საკულტო ნაგებობის აშენების თაობაზე პირველი ინფორმაცია უკავშირდება სპართა მეფის ქაიხოსროს სახელს. საქართველოსა და სომხეთში მისი ლაშქრობის აღმწერი ინფირმაციის გვერდით ვკითხულობთ _ ,,აღაშენა ადარბადაგანს (ადრიბეჯანი) სახლი სალოცავი სჯულისა მათისა~ (8, გვ.15).

,,მოქცევაO ქართლისაO~-ს ინფორმაციის თანახმად ძვ.წ. III ს-დან მოყოლებული საქართველოს ტერიტორიაზე ექვსი კერპი და შესაბამისად ამდენივე საკერპო ტაძარი არსებულა (იხ. 9, გვ.10-11).

,,... ,,ქართლის ცხოვრება~ ,,მოქცევაO ქართლისაO~-ში დასახელებული _ 6 კერპის ნაცვლად, ასახელებს _ 7 კერპს... (ესენია – ზ.ს.) _ გაცი, გაიმი, არმაზი, აინინა, დანანა, ზადენი და აფროდიტოს~ (12, გვ. 14-15). აღნიშნულ კერპთათვის საკულტო ტაძრის აშენების შემდგომი ინფორმაცია არმაზის სახელს უკავშირდება. ფარნავაზ მეფემ _ ,,შექმნა კერპი დიდი სახელსა ზედა თვისსა: ესე არს არმაზი, რამეთუ ფარნავაზს სპარსულად არმაზ ერქუა.  ამართა კერპი იგი არმაზი თავსა ზედა ქართლისასა, და მიერითგან ეწოდა არმაზი კერპისა მისთვის~ (8, გვ.25).

ამასთან დაკავშირებით ,,მოქცევაO ქართლისაO~-ში ვკითხულობთ _ (,,და შემდგომად მისა დადგა ფარნავაზ. Aმან აღმართა კერპი დიდი ცხვირსა ზედა, და დასდვა სახელი მისი არმაზი. Dდა მოქმნა ზღუდე წყლით კერძო და ჰრქვიან არმაზ~ (9, გვ.10).

ზემოთაღნიშნული კერპების გარდა ,,ქართლის ცხოვრებაში~ ერთი ასეთი ინფორმაციაცაა დაცული. სამცხეში, კერძოდ აწყურში, წმიდა ანდრია მოციქულის შემოსვლის თაობაზე არსებული ცნობის პარალელურად გვეუწყება _ ,,ხოლო იყო ქალაქსა მას შინა ბომონი საკერპო რომელსა შინა იმსახურებდეს ბილწნი ღმერთნი მათნი, არტემი და აპოლონ~ (8, გვ.41).

 

5. ქრისტიანული ტაძრების

პირველი ძეგლები

ქართლის სამეფოს გაქისტიანებამდელ დროში ,,ქართლის ცხოვრება~ გვაუწყებს წმიდა ანდრია მოციქულის მიერ დაარსებული ორი ეკლესიის თაობაზე. ამათგან, პირველი ქრისტიანული ეკლესია აშენებულა დიდ-აჭარაში _ ,,მოვიდა... ანდრია ქალაქად ტრაპიზონად... და შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდ-აჭარა ეწოდების... და აღაშენეს ეკკლესია შუენიერი სახელსა ზედა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისასა~ (8, გვ.39).

რაც შეეხება მეორე ქრისტიანულ ეკლესიას წმ. ანდრია მოციქულს იგი ყოფილ საკერპო ადგილას დაუარსებია _ ,,ხოლო წმიდა მოციქული წარმოემართა და მოიწია აწყვერს, რომელსა პირველად ეწოდებოდა სოსანგეთი, და პირისპირ საქრისი. და დაივანა აგილსა ერთსა სადა იგი იყო ტაძარი საკერპო, რომელსა აწ ძველ-ეკკლესია ეწოდების... და დაასვენეს ყოვლადდიდებული ხატი, ყოვლადწმიდისა აწყვერის ღვთისმშობლისა მცირესა მას ეკუდერსა, რომელსა აწ ძველ-ეკლესიად სახელ-სდებენ~ (8, გვ.41-42).

 

6. სხვადასხვა ხუროთმოძღვრული ძეგლების მინიშნებანი

ჩვენი თემის დასასრულს გვინდა შევეხოთ ძველ ქართულ წყაროებში გაქრისტიანებამდელ დროში სხვადასხვა ხუროთმოძღვრული ძეგლების თაობაზე არსებულ მინიშნებებს. მათი პირობითი ქრონოლოგია ასეთია:

_ პირველი ინფორმაცია უკავშირდება თარგამოსის ვაჟის _ ქართლოსის სახელს: ,,და ესე ქართლოს მოვიდა პირველად ადგილსა მას, სადა შეერთვის არაგვი მტკუარსა... და პირველად შექმნა სიმაგრენი მას ზედა და აშენა მუნ ზედა სახლი, და უწოდა მას სახელი თვისისა ქართლი~ (8, გვ.8). მაშასადამე, აქ გვენიშნება ქართველთა წინაპრის ქართლოსის მიერ ე.წ. _ სამეფო სახლის, იგივე _ სამეფო რეზიდენციის აშენების თაობაზე;

_ მომდევნო ინფორმაცია ეხება გვირაბის აგებასთან დაკავშირებულ ხუროთმოძღვრულ აღმშენებლობას. სარკინელთა წინააღმდეგ მებრძოლ ალექსანდრეს ლაშქარს  ციხე-ქალაქი თერთმეტი თვე ჰყოლია ალყაში _ ,,ხოლო სარკინელთა შესჭირდა, რამეთუ ჰბრძოდა თერთმეტ თვე.  იწყეს ფარულად კლდესა კაფა.  და განხურიტეს კლდე იგი, რომელი ლბილ იყო და ადვილად სახურეტელი. და განკრბეს ხურელსა მას სარკინელნი ღამე, და შეივლტოდეს კავკასიად, და დაუტევეს ცარიელად ქალაქი~ (8, გვ.18);

_ ,,მოქცევაO ქართლისაO~ გვაუწყებს ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობის დროს ქსანში წყალგაყვანილობის სისტემის აგების თაობაზე _ ,,მოვიდა ალექსანდრე... და დასცა ვენახი და რუO გამოიღო ქსნით, და დასხნა კაცნი მერუვენი დასტაგითა რუOსაOთა;  და ჰრქGან ადგილსა მას ნასტაგისი~ (9, გვ.10).

აღნიშნულთან მიმართებაში ექვთ. თაყაიშვილი ბრძანებს _ `... `დასტაგი~ ჩვენ ერთ სიტყვათ მივიღეთ, მაგრამ მერე დავრწმუნდით, რომ ორ სიტყვას უნდა შეადგენდეს _ `და სტაგი~. სტაგი საბა სულხან ორბელიანის ლექსიკონის განმარტებით ნიშნავს `რუს სათავეს~. მაშასადამე ფრაზა ასე უნდა წავიკითხოთ: `რუO გამოიღო ქსნით, და დასხნა კაცნი მერუვენი და სტაგითა რუOსაOთა;  და ჰრქGან ადგილსა მას ნასტაგისი~...~ (13, გვ. ჩI ). მაშასადამე, წყაროში ქსანში წყალგაყვანილობასთან დაკავშირებულ მშენებლობასა, და `რუს სათავეში~ `კაცნი მერუვენის~ `დასხმის~ თაობაზე მიგვენიშნება.

 

დასკვნა

საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ხუროთმოძღვრული აღმშენებლობის დამადასტურებელი ნიმუშების ნაწილი, კერძოდ ისინი, რომლებიც ისტორიულ ქარტეხილებს გადაურჩნენ, ქართველი კაცის ნიჭის დამადასტურებლად, დღესაც აოცებს შინაურსა თუ უცხოელს. განხილულ ძველ-ქართულ ისტორიულ წყაროებში, როგორც ვნახეთ, არაერთი ისეთი ხუროთმოძღვრული ძეგლია მოხსენიებული, რომლებიც, მიზეზთა გამო, აღგვილია მიწისაგან პირისა.

ჩვენს მიერ საძიებელ, ანუ ქართლის სამეფოს გაქრის-ტიანებამდელ დროში, დეტალურად შევეხეთ ,,მოქცევაO ქართლისაO~-ისა და ,,ქართლის ცხოვრებაში~ დაფიქ-სირებული ხუროთმოძღვრული ძეგლების თაობაზე არსებულ მინიშნებებს.

განხილულ წყაროებში არსებული მონაცემები დავყავით რამოდენიმე პირობით ჯგუფად:

_ ქალაქთმშენებლობით ჯგუფში გაერთიანდა შემდეგი სახელდებითი ქალაქები: ბარდავი, მოვაკანეთი, ჰერეთი, ეგროსი, ბოსტან-ქალაქი (იგივე: დედა-ციხე, ანუ რუსთავი), გაჩიანი, ჩელეთი (იგივე: ბერი), მცხეთა, არტანისი (იგივე: ქაჯთა ქალაქი, ანუ ჰური), უფლისციხე, ურბნისი, კასპი, ხოზანიგეთი, ზღვის-კარი (იგივე: დარუბანდი) და სარკინე;

_ თავდაცვით ნაგებობათა ჯგუფში თავი მოვუყარეთ, როგორც ციხე-ქალაქებს: ოძრხე, თუხარისი, წუნდა, უჯარმა, ციხე-გოჯი; ასევე უშუალოდ ციხეებს: ორბისა (სამშვილდე), ხუნანი, შორაპანი, დიმნა, ზადენი, სამცხე (იგივე: დემოთი) და არმაზი;

_ ცალკე ერთეულად გამოიყო საკულტო არქიტექტურის უძველესი ძეგლები, მიძღვნილი _ ცეცხლთაყვანისმცემლობასა, თუ კერპების: გაცი, გაიმი, არმაზი, აინინა, დანანა, ზადენი, აფროდიტო, არტემისა და აპოლონისადმი;

_ დამოუკიდებელ ერთეულად დავაჯგუფეთ წმიდა ანდრია მოციქულის მიერ ჩვენს ტერიტორიაზე აშენებულ-დაფუძნებული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ორი პირველი ქრისტიანული ტაძარი;

_ ბოლო პირობით ჯგუფში განვიხილეთ წყაროებში დაცული სხვადასხვა არქიტექტურულ ძეგლებთან დაკავშირებული ინფორმაციები: პირველი სამეფო რეზიდენციის, გვირაბისა და წყალგაყვანილობითი სისტემის აგების შესახებ.

წარმოდგენილ უძველეს ქართულ ხელნაწერებში დაცული, ჩვენს მიერ გაანალიზებული ინფორმაცია, ვფიქრობთ, ნათელ წარმოდგენას გვიქმნის იმის თაობაზე, რასაც საქართველოს ტერიტორიაზე _ უძველესი დროიდან, ვიდრე გაქრისტიანებამდე (IV ს-ის 20-იანი წლები) არსებული ხუროთმოძღვრული აღმშენებლობითი საქმიანობა ჰქვია.

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის

არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის

ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი

ზაალ

სალუაშვილი