Print

№22 საკანონმდებლო წინადადების განმარტებითი ბარათი [კომისიის შექმნა]

დანართი

საკანონმდებლო წინადადების:

„საქართველოს კანონი

 „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“

შესატანი ცვლილების შესახებ“   

განმარტებითი ბარათი

 

წინამდებარე საკანონმდებლო წინადადების ავტორები:

- ვეყრდნობით რა:

ერთის მხრივ საქართველოში მომქმედი პოლიტიკური სპექტრისა და

მეორეს მხრივ 2014 წ. სექტემბრის ბოლოს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ასახულ რეკომენდაციას, რომელიც - მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, შეთანხმდნენ ისეთ საარჩევნო სისტემაზე, რომელიც ფართო კონსენსუსს ეყრდნობა და აძლიერებს ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუტების პლურალისტურ ბუნებას...“ [იხ. რეზოლუცია - დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში", მუხლი 3,2]; და

 

- მიგვაჩნია რა, რომ საარჩევნო პროცესის სტაბილურობის მიზნით აუცილებელია - საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ გაერთიანებებსა თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის მოინახოს ეფექტური ურთიერთ თანამშრომლობისათვის საჭირო სამართლებრივი მექანიზმი,

 

შემოვდივართ წინადადებით, რათა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ LIII-ე  თავში: „პარლამენტთან არსებული დაწესებულებები“, დღეისათვის არსებული - 1. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის“; 2. „გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოსა“ და 3. „ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს [იხ. მუხლი 282-284] მოხსენიების პარალელურად, დაფიქსირდეს ახალი სტრუქტურული ერთეულის - საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისიის [შემგომში - კომისია]“   შემოღების დამადასტურებელი ჩანაწერი.

აღნიშნული კომისიის მთავარი მიზანი იქნება, საარჩევნო გარემოს სრულყოფისათვის, შექმნას საფუძველი, რათა საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი სავარაუდო ცვლილებების პროექტის მომზადებასა და განხილვის პროცესში, უზრუნველყოს ქვეყანაში მომქმედი არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების ფართო წრეების ჩაბმა.

კომისიის ძირითად ამოცანად უნდა განისაზღვროს - საარჩევნო პროცესის სტაბილურობის მიზნით, მაქსიმუმ მორიგი არჩევნების ჩატარების წინა წლის საშემოდგომო საპარლამენტო სესიისათვის, საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების მომზადებული კანონის პროექტის წარდგენის უზრუნველყოფა; რათა მორიგი არჩევნების ჩატარებამდე მინიმუმ - ერთი წლით ადრე მოხდეს „საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვული წესების დადგენა,

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მაქსიმალურ დარეგულირებასა და კოორდინაციაში  კომისიის მიერ შესატანი სავარაუდო წვლილიდან გამომდინარე, საჭიროა რომ:

- კომისია შედგებოდეს საპარლამენტო ფრაქციებისა და  საქართველოში ჩატარებულ - ბოლო [საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის] არჩევნებში მონაწილე არასაპარლამენტო საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენლისაგან;

- მას ხელმძღვანელობდეს - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ხოლო

- თანამდებობრივად მეორე პირი [კომისიის მდივანი] წარმოადგენდეს იმ არასაპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანებას (პარტია ან საარჩევნო ბლოკი), რომელმაც მოაგროვა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა.  

დამატებითი ანაზღაურების გარეშე მოღვაწე წევრებისაგან შემდგარი კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას შესაძლებელია ახორციელებდეს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის სამდივნო.

ფინანსური უზრუნველყოფისათვის საჭირო დაფინანსების შესაძლებლობის შემთხვევაში, კომისიის - საშტატო განრიგს და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისიის“ თავმჯდომარის წარდგინებით, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, დაამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.

საკანონმდებლო წინადადების თანახმად კომისიის დებულების დამტკიცება უნდა მოხდეს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ.

 

ვხელმძღვანელობთ რა საკანონმდებლო წინადადების უმოკლეს დროში მიღების სურვილით, აქვე წარმოგიდგენთ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დასამტკიცებელი: საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისიის “-ს დებულების პროექტს. 

 

 

პროექტი

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი

მუდმივმოქმედი კომისიის

დებულება

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება განსაზღვრავს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისიის  (შემდეგში კომისია) ორგანიზაციის, საქმიანობის წესის, უფლებამოსილებათა განხორციელების სამართლებრივ საფუძ-ვლებს.

2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლო-ბითა და ამ დებულებით.

3. კომისია თავის საქმიანობაში ეფუძნება კოლეგიალობის, გამჭვირვალობის, საზოგადოების ფართო წრეების საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადებასა და განხილვაში ჩაბმის პრინციპებს.

   

მუხლი 2. კომისიის ამოცანები

1.  კომისიის ძირითადი ამოცანაა საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების კანონის პროექტის მომზადება.

2. საარჩევნო პროცესის სტაბილურობის მიზნით, მაქსიმუმ მორიგი არჩევნების ჩატარების წინა წლის საშემოდგომო საპარლამენტო სესიისათვის, საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების მომზადებული კანონის პროექტის წარდგენის უზრუნველყოფა.

 

მუხლი 3. კომისიის შემადგენლობა

1. კომისია შედგება: კომისიის თავმჯდომარის, აგრეთვე საპარლამენტო ფრაქ-ციებისა და  საქართველოში ჩატარებულ - ბოლო [საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის] არჩევნებში მონაწილე არასაპარლამენტო საარჩევნო სუბიექ-ტების თითო წარმომადგენლისაგან;

2. წარმოდგენილი კომისიის წევრის შეცვლა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, დასაშვებია კომისიის წევრის წარდგენის უფლების მქონე შესაბამისი სუბიექტის მიერ.

   

მუხლი 4. კომისიის უფლებამოსილება

თავისი ამოცანების გადასაწყვეტად კომისია უფლებამოსილია:

) მოამზადოს . საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების კანონის პროექტი;

) კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო ორგანი-ზაციებისა და დაწესებულებებისაგან გამოითხოვოს, ხოლო სხვა ორგანიზაციებს დაუკვეთოს, მისი საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაცია, მასალები და დოკუმენტები;

) ცვლილებათა პროექტის ცალკეული ნაწილების მომზადებისა და ექსპერტი-ზისათვის მოიწვიოს როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო სპეციალისტები.

   

მუხლი 5. კომისიის სტრუქტურა

1. კომისიის თანამდებობის პირები არიან - კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი;

2.  სტრუქტურული ერთეულებია - სარედაქციო საბჭო და კომისიის აპარატი.

 

მუხლი 6. კომისიის თავმჯდომარე

1. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.

2. კომისიის თავმჯდომარე ხდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

3. კომისიის თავმჯდომარე:

) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს კომისიას შიდასახელმწიფოებ-რივ და საგარეო ურთიერთობებში;

) კოორდინაციას უწევს კომისიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;

) უძღვება კომისიისა და სარედაქციო საბჭოს სხდომებს;

) უფლებამოსილია თავისი ან კომისიის წევრთა 1/3-ის წერილობითი ინიცია-ტივის საფუძველზე მოიწვიოს კომისიის რიგგარეშე სხდომა კონკრეტული დღის წესრიგით;

) საკუთარი ინიციატივით ან კომისიის მდივნის წარდგინებით დებს შრომით ხელშეკრულებებს;

) უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს მთავრობას, რათა მან გადაწყვიტოს კომისიის გამართული საქმიანობისათვის აუცილებელი საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხები;

) ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმსა და კომისიის სხვა დოკუმენტაციას.

 

მუხლი 7. კომისიის მდივანი

1. კომისიის მდივანი ხდება იმ არასაპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანების (პარტია ან საარჩევნო ბლოკი) წარმომადგენელი, რომელმაც მოაგროვა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა.

2. მდივანი ამზადებს კომისიის და სარედაქციო საბჭოს სხდომებს, განაგებს კომისიის საქმისწარმოებას, კოორდინაციას უწევს კომისიის თანამშრომელთა საქმია-ნობას და უზრუნველყოფს კომისიის სხდომის ოქმის წარმოებას.

3. კომისიის თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილებების შესრულების შეუძლებლობის ან გადადგომის შემთხვევაში, მის მოვალეობას დროებით ასრულებს კომისიის მდივანი.

 

მუხლი 8. კომისიის სარედაქციო საბჭო

კომისიის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი, საპარლამენტო ფრაქციათა და ბოლო [საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის] არჩევნებში მონაწილე იმ არასაპარლამენტო, ბარიერგადაულახავი საარჩევნო სუბიექტების (პარტია ან საარჩევნო ბლოკი) წარმომადგენლები, რომლებმაც ბოლო [საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის] არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა მიღებული ხმების მიხედვით დაიკავეს მეორე-მეხუთე ადგილი, ქმნიან სარედაქციო საბჭოს, რომელიც განაზოგადებს კომისიაში შემოსულ პროექტებს და გაიტანს მათ კომისიის სხდომაზე განსახილველად.

  

 მუხლი 9. კომისიის აპარატი

1. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და საინფორმაციო უზრუნ-ველყოფას ახორციელებს კომისიის აპარატი.

2. კომისიის აპარატი:

) აწარმოებს კომისიისა და სარედაქციო საბჭოს სხდომების ოქმს; აგრეთვე კომისიაში - მოქალაქეთა, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებისა და არასამთავ-რობო ორგანიზაციის მიერ წარდგენილ წინადადებათა რეგისტრაციას;

) კომისიის თავმჯდომარის მითითებით ამზადებს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს;

) კომისიის წევრებს აცნობებს კომისიისა და სარედაქციო საბჭოს სხდომის თარიღს, ადგილს, დროს და დღის წესრიგს სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი კვირისა;

) უზრუნველყოფს კომისიის, თავმჯდომარის ან მდივნის გადაწყვეტილებათა შესრულებას;

) ასრულებს კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ცალკეულ დავალებებს;

  

მუხლი 10. კომისიის საქმიანობის წესი

1. კომისიის საქმიანობის ძირითადი ფორმებია - კომისიისდა სარედაქციო საბჭოს სხდომა.

2. კომისიის სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის მიერ საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ორ თვეში ერთხელ მაინც.

3. კომისიისდა სარედაქციო საბჭოს სხდომები უფლებამოსილია, თუ სხდომებს ესწრება მათი სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

4. კომისიის გადაწყვეტილება „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ცვლილებათა პროექტის მიღების შესახებ მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ კომისიის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა.

5. დაუშვებელია კომისიის წევრის მიერ თავისი უფლებამოსილების სხვაზე გადაცემა.

6. კომისიისა და სარედაქციო საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერენ - თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

8. კომისიის წევრს უფლება აქვს სარედაქციო საბჭოს მიერ წარმოდგენილი საკითხის ალტერნატიული წინადადების განხილვის მოთხოვნით დასაბუთებული წერილით მიმართოს კომისიას. წერილი უნდა წარედგინოს კომისიის აპარატს. კომისიის სხდომამდე არა უგვიანეს 24 საათისა. ალტერნატიულ წინადადებას კენჭი ეყრება სარედაქციო საბჭოს მიერ წარმოდგენილი წინადადების კენჭისყრამდე;

9. კომისიის თავმჯდომარის ან/და მდივნის ინიციატივით კომისიის სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით ესწრებიან მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

 

მუხლი 11. გარდამავალი დებულება

კომისიის პირველ სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 15 დღისა.

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში  შესატანი ცვლილებების შესახებ“ ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სპიკერი;

- ვალერი მჭედელაძე, „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე;

- ავთანდილ იოსელიანი, სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“; თანათავ-მჯდომარე;

- სერგი საჯაია, „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“; თავმჯდომარე;

- ჯემალ ჯიქია, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი;

- თინათინ ბაიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს თანათავ-მჯდომარე

- ნანა არუდაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდო-მარე;

- ლია ზაქარეიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია  ეზოთერულ-ასტროსოფიული ცნობიერების ცენტრი „ათინათი“-ს თავმჯდომარე;

- ევგენი ღვინიაშვილი, საერთაშორისო საზოგადოება „მშვიდობის მედროშე“-ს პრეზიდენტი;

- დავით ამაშუკელი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლევაი საკვირველი“-ს მეთაური.  

 

კანონპროექტის ინიციატორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში  შესატანი ცვლილებების შესახებ“, ინიციატორია - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სახელით, საინიციატივო ჯგუფი:

 

ამაშუკელი დავითი [მომხსენებელი], არუდაშვილი ნანა [მომხსენებელი], ბაიაშვილი თინათინი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გოგლიძე ანგი [კაკო], დარსაძე ომარი, ერქვანიძე ნანული, ვართანიანცი ხაჩატური, ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, ზაქარეიშვილი ლია [მომხსენებელი], თაქთაქიშვილი ალექსანდრე, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი], კინწურაშვილი ირაკლი, კობახიძე ლეილა, ლომიძე თამარი, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, მუშკუდიანი მალხაზი,  მჭედელაძე ვალერი [მომხსენებელი], ოდიშვილი მანანა, ომანაძე დიმიტრი, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი [მომხსენებელი], სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, ღვინიაშვილი ევგენი [მომხსენებელი], შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ცაგარეიშვილი ელეონორა, ცაგარეიშვილი მედეა, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ხრიკული ეკატერინე, ჯიქია დიანა, ჯიქია ჯემალი [მომხსენებელი].     

 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.