Print

№ 23 პარლამენტის თავმჯდომარეს [მართლმადიდებლობა]

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

 ბატონ დავით უსუფაშვილს!

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: „უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო დავით!

მიგვაჩნია რა, რომ ჩვენი დღევანდელი ყოფის ავ-კარგში გასარკვევად აუცილებელია: სულისმიერი ასპექტების შინა-არსში კარგად გარკვევისა და დაგროვილ ისტორიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ერთადერთი მართებული გადაწყვეტილების მიღება, რათა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მქონე საქართველოში - მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდეს.

და

ვეყრდნობით რა - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებებს, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“.

 

დანართი:

1. კანონპროექტი: „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“ - 16 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ -  21 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით:

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

 „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

 სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

თბილისი,  2014 წლის  22 დეკემბერი

ტელ.: 5 (91) 63-63-36

ჩაბ. № 26159

ელ. ფოსტა -  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.