Print

№ 23 საკანონმდებლო წინადადება [მართლმადიდებლობა]

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი

საქართველოში

მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად

გამოცხადების შესახებ

 

თავი პირველი: ზოგადი დებულება

მუხლი 1.

კანონის მიზანია, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმების, რელიგიურ-ზნეობრივი ავტორიტეტის უზენაესობისა და ეკლესიის განსაკუთრებული სოციალური ფუნქციის აღიარებიდან გამომდინარე, განსაზღვროს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსა-კუთრებული ადგილი ქართულ სახელმწიფოებრივ სისტემაში.

მუხლი 2.

საქართველოში მართლმადიდებლობა გამოცხადებულია სახელმწიფო რელიგიად, რაც განპირობებულია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდე-ბელი ეკლესიის განსაკუთრებული როლით საქართველოს ისტორიაში.

მუხლი 3.

მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება არ ხელყოფს სხვა რელიგიების აღმსარებელთა, აგრეთვე ათეისტთა მოქალაქეობრივ უფლებებს. საქარ-თველოს სახელმწიფო კვლავაც ერთგულია ტრადიციული რელიგიური შემწყნარებ-ლობისა.

მუხლი 4.

საქართველოს სახელმწიფოს მიერ გარანტირებულია სინდისის თავისუფლება და თითოეულ პიროვნებას უფლება აქვს იყოს აღმსარებელი იმ სარწმუნოებისა, რომელსაც თავად აღიარებს.

მუხლი 5.

 საქართველოს მოქალაქეთა უფლებები არ იზღუდება რელიგიის ნიშნით.

მუხლი 6.

საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია [შემდეგში - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია] არ ერევიან ურთიერთის საქმიანობაში. ისინი ერთობლივად უზრუნველ-ყოფენ საერო და საეკლესიო ცხოვრების მთლიანობას.

მუხლი 7.

სახელმწიფოზრუნველყოფს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უფლებას, იყოს საერო ცხოვრების აქტიური მონაწილე.

მუხლი 8.

მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სარგებლობს სახელმწიფოს განსაკუთრებული ფინანსური მხარდაჭერითა და მფარველობით;

მუხლი 9.

საქართველოში მოქმედი სხვა რელიგიური გაერთიანებები დამოუკიდებელ კერძო ინსტიტუტებს წარმოადგენენ. მათი შექმნისათვის სახელმწიფოს ნებართვა არ არის საჭირო და რაიმე სახის ფინანსურ დახმარებას სახელმწიფოსაგან არ იღებენ.

 

თავი მეორე:

საეკლესიო ხელისუფლებისა და მმართველობის

უმაღლეს ორგანოები

მუხლი 10.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს, - სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სრულუფლებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საეკლესიო (კანონიკური) სამართლის ნორმებით [საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება], საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური შეთანხმებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 11.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო, მისი განყოფილებები, დაწესებულებები, ეპარქიები, სამრევლოები, მონასტრები, სასულიერო სასწავლებლები და საზღვარ-გარეთ არსებული სამრევლოები და დაწესებულებები სარგებლობენ იურიდიული პირის უფლებით.

მუხლი 12.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენენ:

ა) საქართველოს ეკლესიის ადგილობრივი საეკლესიო კრება - საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი [შემდგომში - საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი];

ბ) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი;

გ) საქართველოს საპატრიარქო (ქორეპისკოპოსისა და მდივნის სახით);

დ) სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამოსილებას ანიჭებს კათოლიკოს-პატრიარქი.

მუხლი 13.

1. საეკლესიო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლეს ორგანოს წარმოად-გენს - საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი.

2. კრებებს შორის პერიოდში უმაღლესი საეკლესიო ხელისუფალი და მმართველი არის - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

მუხლი 14.

საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის თავმჯდომარე არის სრულიად საქარ-თველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან მის მიერ დანიშნული საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე.

მუხლი 15.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხელშეუვალია.

მუხლი 16.

საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საეკლესიო კანონებითა და საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით“.

მუხლი 17.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი: არის საქართველოს მართლმა-დიდებელი ეკლესიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი სახელმწიფოს ხელისუფ-ლების წინაშე.

 

თავი მესამე:

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართალი

მუხლი 18.

სახელმწიფო აღიარებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ სამართალს:

ა) წმიდა წერილსა და საღმრთო გადმოცემას;

ბ) „დიდი სჯულისკანონს“;

გ) „საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგე-ობის დებულებას“.

მუხლი 19.

„საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში“ ცვლილებების შეტანის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს ეკლე-სიის წმიდა სინოდს.

მუხლი 20.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში უმაღლესი ხელისუფლება - მოძღ-ვრების, საეკლესიო მმართველობისა და საეკლესიო სასამართლოს სფეროებში, ანუ - საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება ეკუთვნის: საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს.

მუხლი 21.

საეკლესიო სასამართლოს უფლება აქვთ:

ა) საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს;

ბ) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს;

გ) ეპარქიის მმართველ მღვდელმთავარს.

მუხლი 22.

საეკლესიო ცხოვრების წესთან დაკავშირებით მიღებულ საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებას, საპარლამენტო  კანონის  ძალა  გააჩნია.

მუხლი 23.

ცენტრალურ საეკლესიო ბიუჯეტთან, საეკლესიო ანაზღაურებასთან და საეკლესიო პენსიებთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში შედის მხოლოდ საქართველოს პარლამენტის მიერ დადგენილების ფორმით დამტკიცების შემდეგ.

მუხლი 24.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებები ძალაში შედიან მიღებისთანავე, თუ დადგენილება არ ითვალისწინებს სხვა ვადებს.

მუხლი 25.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ახორციელებს პირველი ინსტან-ციის საეკლესიო სასამართლოს ფუნქციებს მცხეთა-თბილისის ეპარქიის მართლმა-დიდებელი ქრისტიანებისათვის, ხოლო მეორე ინსტანციის საეკლესიო სასამართლოს ფუნქციებს საქართველოს ეკლესიის დანარჩენი ეპარქიების მართლმადიდებელი ქრისტიანებისათვის, რომელთაც საკმარისი საფუძველი აქვთ გაასაჩივრონ თავიანთი მმართველი მღვდელმთავრის განაჩენი.

 

თავი მეოთხე:

საქართველოს ეკლესიის გაფართოებული საეკლესიო კრება

მუხლი 26.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევისას ან/და საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის ახალი დებულების დამტკიცების ან/და მასში ცვლი-ლებების შეტანისას ხდება „საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით“ განსაზღვრული შემადგენლობის მქონე საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების მოწვევა.

მუხლი 27.

საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ საეკლესიო კრებას იწვევს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე.

მუხლი 28.

კრებათა შორის პერიოდში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი საეკლესიო ხელისუფალი და მმართველი არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

 

თავი მეხუთე:

სრულიად საქართველოს საპატრიარქო

მუხლი 29.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებათა ერთობლიობას ეწოდება - სრულიად საქართველოს საპატრიარქო“.

მუხლი 30.

„სრულიად საქართველოს საპატრიარქოს“ განყოფილებებსა და სამსახურებს ქმნის, მათ ხელმძღვანელებს ნიშნავს და ათავისუფლებს სრულიად საქართველოს კათო-ლიკოს-პატრიარქი.

მუხლი 31.

„სრულიად საქართველოს საპატრიარქოს“ განყოფილებები და სამსახურები არიან ზედამხედველი და მაკოორდინირებელი ორგანოები ეპარქიებში მოქმედი ანალო-გიური დაწესებულებებისა.

მუხლი 32.

„სრულიად საქართველოს საპატრიარქოს“ განყოფილებებისა და სამსახურების მოღვაწეობას არეგულირებენ შესაბამისი წესდებები, რომლებსაც ამტკიცებს სრული-ად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

მუხლი 33.

„სრულიად საქართველოს საპატრიარქო“, მისი განყოფილებები, დაწესებულე-ბები, ეპარქიები, სამრევლოები, მონასტრები, სასულიერო სასწავლებლები და საზღვარგარეთ მყოფი სამრევლოები და დაწესებულებები სარგებლობენ იური-დიული პირის უფლებით.

 

თავი მეექვსე:

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის

შემადგენელი ერთეულები

მუხლი 34.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იყოფა ეპარქიებად, რომლებსაც მართავენ მღვდელმთავრები.

მუხლი 35.

ეპარქიაეწოდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იმ ნაწილს, რომელსაც კანონიკურად მართავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარ-ქისა და წმ. სინოდის მიერ დადგენილი ეპარქიის მღვდელმთავარი.

მუხლი 36.

ეპარქიების საზღვრებს საქართველოს ტერიტორიაზე ადგენს საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდი, სახელმწიფოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის გათვალისწინებით. საქართველოს საზღვრებს გარეთ ეპარქიების საზღვრები დგინდება საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდის გადაწყვეტილებით.

მუხლი 37.

ყოველ ეპარქიაში არსებობენ საეპარქიო მმართველობის ორგანოები, რომლებიც მოქმედებენ საეკლესიო კანონებითა დასაქართველოს ავტოკეფალური მართლმა-დიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით“.

მუხლი 38.

ეპარქიის საჭეთმპყრობელი და მისი კანონიკური მმართველი, წმიდა მოცი-ქულებიდან მომდინარე უწყვეტი იერარქიული ხელდასხმის მადლით, არის ეპარქიის მღვდელმთავარი.

მუხლი 40.

ეპარქიის მღვდელმთავარის არჩევა-დადგინების წესი და უფლება მოვალეობანი განისაზღვრება საეკლესიო კანონებითა დასაქართველოს ავტოკეფალური მართლ-მადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით“.

მუხლი 41.

ეპარქიის მღვდელმთავარს ეპარქიის მმართველობაში ეხმარება, უშუალოდ მის დაქვემდებარებაში მყოფი, სათათბირო, კოლეგიალური ორგანო - საეპარქიო საბჭო.

მუხლი 42.

საეპარქიო საბჭოს უფლება მოვალეობანი განისაზღვრება საეკლესიო კანონებითა დასაქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეო-ბის დებულებით“.

მუხლი 43.

საეპარქიო საბჭოს თავმჯდომარე არის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი.

მუხლი 44.

მმართველი მღვდელმთავარი არის ეპარქიის უმაღლესი საეკლესიო სასამართლო ხელისუფალი. საეპარქიო საბჭო რჩევებითა და მოსაზრებებით ეხმარება ეპარქიის მღვდვლმთავარს საეკლესიო სასამართლო ხელისუფლების განხორციელებაში.

მუხლი 45.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიები იყოფა ოლქებად (სამთავარხუცესოებად), ხოლო ოლქები - სამრევლოებად.

 

მუხლი 46.

ოლქების ხელმძღვანელები არიან მთავარხუცესები, რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი.

მუხლი 47.

მთავარხუცესების უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საეკლესიო კანონებითა დასაქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით“.

მუხლი 48.

სამრევლო არის ეპარქიის მღვდელმთავრის კანონიკური მმართველობის ქვეშ მყოფი ეპარქიის ნაწილი - ტაძართან გაერთიანებული სამღვდელო და საერო პირთაგან შემდგარი მართლმადიდებელ ქრისტიანთა საზოგადოება.

მუხლი 49.

ოლქში გაერთიანებული სამრევლოების რაოდენობას განსაზღვრავს ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი.

მუხლი 50.

სამრევლოს ხელმძღვანელობს ეპარქიის მღვდელმთავრის მიერ დანიშნული წინამძღვარი, რომელსაც მართვა-გამგეობაში სამრევლო საბჭო ეხმარება.

მუხლი 51.

სამრევლოს წინამძღვრის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საეკლესიო კანონებითა დასაქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით“.

მუხლი 52.

სამრევლო საბჭოს შემადგენლობა და უფლება მოვალეობანი განისაზღვრება საეკლესიო კანონებითა დასაქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით“.

მუხლი 53.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში შემავალ  ტერიტო-რიაზე შეიძლება არსებობდეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ან წმ. სინოდის მიერ ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის წარდგინებით და კანონიკური პროცედურის დაცვით დაარსებული, ბერების ან მონოზვნებისაგან შემდგარი კრებულის ცხოვრობისა და მოღვაწეობის სავანე - მონასტერი.

მუხლი 54.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უფლება აქვს დააარსოს უშუა-ლოდ მის დაქვემდებარებაში შემავალი სტავროპიგიალური მონასტრები, საქარ-თველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში შემავალ მთელ ტერიტო-რიაზე.

მუხლი 55.

მონასტრები თავის მოღვაწეობას ახორციელებენ საქართველოს ეკლესიის მონასტრებისა და ბერმონოზვნების შესახებ დებულების თანახმად.

 

 

თავი მეშვიდე:

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის

საერთო-საეკლესიო ფინანსები

მუხლი 56.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უშუალოდ არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას.

მუხლი 57.

არ არსებობს საეკლესიო გადასახადი. ეკლესიის ცენტრალური საეკლესიო ბიუჯეტი შედგება თვითდაფინანსებისა და სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ფულადი სახსრებისაგან.

მუხლი 58.

თვითდაფინანსებით მოძიებული ფინანსები იქმნება: მორწმუნეთა ნებაყოფი-ლობითი შემოწირულობით, საეკლესიო საწარმოების მიერ გამოშვებული პროდუქ-ციის რეალიზაციით და სხვა საეკლესიო-სამეურნეო საქმიანობით.

მუხლი 59.

საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების გამო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გამოყოფილია სახელმწი-ფო  ბიუჯეტის  კანონში დაფიქსირებული საერთო შემოსავლების - 10 [ათი]%. რომლის არაუმეტეს 1 [ერთი]% საეკლესიო პირების სახელფასო და საპენსიო უზრუნველყოფისთვისაა განკუთვნილი.

მუხლი 60.

საერთო-საეკლესიო ფინანსების განკარგვა ხდება „ცენტრალური საეკლესიო ბიუჯეტის დებულების“ თანახმად.

 

მუხლი 61.

საერთო-საეკლესიო ფინანსების განმკარგავნი არიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი.

მუხლი 62.

სახელმწიფო და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უფლებამოსილნი არიან ურთიერთშეთანხმებით განახორციელონ მოსახლეობის სოციალური დაცვის ერთობლივი პროგრამები.

მუხლი 63.

სახელმწიფო და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უფლებამოსილნი არიან განათლების სისტემაში განახორციელონ ერთობლივი პროგრამები. სახელ-მწიფო ხელს უწყობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებ-ლო დაწესებულებების ფუნქციონირებას.

მუხლი 64.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში შემავალ მთელ ტერიტორიაზე საეკლესიო წესების აღსრულება უფასოა.

მუხლი 65.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სასულიერო პირებისა და თანამშრომ-ლების ანაზღაურებას აწარმოებს „საეკლესიო ანაზღაურების შესახებ დებულების“ საფუძველზე.

 მუხლი 66.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სასულიერო პირებისა და თანამშრომ-ლების საპენსიო ანაზღაურებას აწარმოებს საეკლესიო პენსიების შესახებ დებულების საფუძველზე.

მუხლი 67.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი ახდენენ საერთო-საეკლესიო და საეპარქიო ფულადი სახსრებისა და ქონების რევიზიას. ასეთი რევიზიის განხორციელებისათვის მათ მიერ იქმნება სპეციალური სინოდალური კომისია.

მუხლი 68.

სახელმწიფო, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეთანხმებით, იძლევა ნებართვას ან ლიცენზიას ეკლესიის ოფიციალური ტერმინოლოგიისა და სიმბოლიკის გამოყენებაზე, აგრეთვე, საღვთისმსახურო პროდუქციის დამზადებაზე, შემოტანასა და მიწოდებაზე.

 

თავი მერვე: სხვადასხვა

მუხლი 69.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დადგენილი დიდი საეკლესიო დღესასწაულები და კვირა დასვენების დღეებად ცხადდება.

მუხლი 70.

სახელმწიფო მხარს უჭერს აღსარებისა და საეკლესიო საიდუმლოს დაცვას. სასულიერო პირი ვალდებულია არ გასცეს ინფორმაცია, რომელიც მას, როგორც სულიერ მოძღვარს, გაანდეს ან მისთვის, როგორც სასულიერო პირისათვის, გახდა ცნობილი.

მუხლი 71.

სახელმწიფო აღიარებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შესრულებულ ჯვრისწერას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 72.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულებისაგან.

მუხლი 73.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეთნხმებით მიღებული შესაბამისი სამართლებრივი აქტებით სახელმწიფო უზრუნველყოფს სამხედრო-საჯარისო ფორმირებებში, საპატიმროებსა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მოძღვრის ინსტიტუტის შექმნას.

 

 

თავი მეცხრე:

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრება

მუხლი 74.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონება, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებ-ლობით.  

მუხლი 75.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრება და სხვა ქონებრივი უფლებები დაცულია კანონით.

მუხლი 76.

სახელმწიფო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედს და არამოქმედს), მათ ნანგრევებს, აგრეთვე, მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული.

მუხლი 77.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში მოქცეულ ნაგებობათა დაცვის ზონები, მათი მოვლა-პატრონობისა და სარგებლობის წესები განისაზღვრება, ეკლესიასთან შეთანხმებით მიღებული, შესაბამისი მოქმედი კანონმდებლობით.

მუხლი 78.

სახელმწიფო, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეთანხმებით ვალდებულია აწარმოოს მოლაპარაკება შესაბამის სახელმწიფოებთან მათ ტერიტორიაზე არსებული ყველა ქართული მართლმადიდებლური ტაძრის, მონასტრის, მათი ნანგრევის, სხვა საეკლესიო ნაგებობის, აგრეთვე, საეკლესიო ნივთების დაცვის, მოვლა-პატრონობისა და საკუთრების თაობაზე.

მუხლი 79.

სახელმწიფო, საქართველოს მართლმადიდებელი  ეკლესიის საკუთრებად ცნობს სახელმწიფო დაცვაში (მუზეუმებში, საცავებში) მყოფ საეკლესიო საგანძურს (კერძო საკუთრებაში არსებული ნაწილის გარდა).

მუხლი 80.

 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო საგანძური, როგორც საერთო-ეროვნული საგანძურის ნაწილი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არის სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობლივ მფლობელობაში (წმიდა ნაწილებისა და წმიდა რელიკვიების გარდა).

მუხლი 81.

სახელმწიფო და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ერთობლივად ზრუნავენ ისტორიულ-კულტურული და არქეოლოგიურ-არქიტექტურული ფასეუ-ლობების მქონე საეკლესიო ნაგებობებისა და საეკლესიო საგანძურის სათანადო დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის.

მუხლი 82.

საეკლესიო ქონების მართვა და განკარგვა ხდება საეკლესიო კანონების, სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის დასაქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებისთანახმად.

 

თავი მეათე:

გარდამავალი დებულება

მუხლი 83.

1. „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონი ძალაში შედის საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ დამტკიცებისთანავე;

2. „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონს ხელს აწერენ საქართველოს პრეზიდენტი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი;

3. „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძ-ლებელია მხოლოდ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ორივე მხარის ხელმოწერითა და პარლამენტისა და საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის დამტკიცებით;

4. „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლიდან არაუმეტეს ექვსი თვისა, ამ კანონის მოთხოვნათა გასათვალისწინებლად, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინო-დი ღებულობს:

ა) „საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეო-ბის დებულებას“;

ბ) „საქართველოს ეკლესიის მონასტრებისა და ბერმონოზვნების შესახებ დებუ-ლებას“;

გ) „ცენტრალური საეკლესიო ბიუჯეტის დებულებას“;

დ) „საეკლესიო ანაზღაურების შესახებ დებულებას“;

ე) „საეკლესიო პენსიების შესახებ დებულებას“.

5. საქართველოს პარლამენტი, ამ კანონის მუხლი 83,4-ით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებიდან არაუმეტეს ორი თვისა, დადგენილების ფორმით ამტკიცებს:

ა) „ცენტრალური საეკლესიო ბიუჯეტის დებულებას“;

ბ) „საეკლესიო ანაზღაურების შესახებ დებულებას“;

გ) „საეკლესიო პენსიების შესახებ დებულებას“. 

6. „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე, მე-60, 65-ე და 66-ე მუხლები ძალაში შედის, ამ კანონის მუხლი 83,4-5 გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებისთანავე;

7. „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე, მე-60, 65-ე და 66-ე მუხლების ამოქმედება მოხდეს:

ა) ამ კანონის მუხლი 83,4-6 გათვალისწინებული მოთხოვნების წლის პირველ ნახევარში დაკმაყოფილების შემთხვევაში - პირველივე ახალი წლის საბიუჯეტო კანონის მიღება-ამოქმედებისთანავე;

ბ) ამ კანონის მუხლი 83,4-6 გათვალისწინებული მოთხოვნების წლის მეორე ნახევარში დაკმაყოფილების შემთხვევაში - მეორე ახალი წლის საბიუჯეტო კანონის მიღება-ამოქმედებისთანავე.

 მუხლი 84

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „საქართველოში მართლმადიდებ-ლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“, ავტორი:

 

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სპიკერი;

- ვალერი მჭედელაძე, „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე;

- ავთანდილ იოსელიანი, სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“; თანათავ-მჯდომარე;

- სერგი საჯაია, „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“; თავმჯდომარე;

- ჯემალ ჯიქია, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი;

- თინათინ ბაიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს თანათავ-მჯდომარე

- ნანა არუდაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდო-მარე;

- ლია ზაქარეიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია  ეზოთერულ-ასტროსოფიული ცნობიერების ცენტრი „ათინათი“-ს თავმჯდომარე;

- ევგენი ღვინიაშვილი, საერთაშორისო საზოგადოება „მშვიდობის მედროშე“-ს პრეზიდენტი;

- დავით ამაშუკელი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლევაი საკვირველი“-ს მეთაური.  

 

კანონპროექტის ინიციატორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „საქართველოში მართლმადიდებ-ლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“, ინიციატორია - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სახელით, საინიციატივო ჯგუფი:

 

ამაშუკელი დავითი [მომხსენებელი], არუდაშვილი ნანა [მომხსენებელი], ბაიაშვილი თინათინი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გოგლიძე ანგი [კაკო], დარსაძე ომარი, ერქვანიძე ნანული, ვართანიანცი ხაჩატური, ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, ზაქარეიშვილი ლია [მომხსენებელი], თაქთაქიშვილი ალექსანდრე, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი], კინწურაშვილი ირაკლი, კობახიძე ლეილა, ლომიძე თამარი, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, მუშკუდიანი მალხაზი,  მჭედელაძე ვალერი [მომხსენებელი], ოდიშვილი მანანა, ომანაძე დიმიტრი, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი [მომხსენებელი], სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, ღვინიაშვილი ევგენი [მომხსენებელი], შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ცაგარეიშვილი ელეონორა, ცაგარეიშვილი მედეა, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ხრიკული ეკატერინე, ჯიქია დიანა, ჯიქია ჯემალი [მომხსენებელი].     

 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.