Print

N 23 „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“ [ 2014 წლის 22 დეკემბერი]

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ დავით უსუფაშვილს!

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: „უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო დავით!

მიგვაჩნია რა, რომ ჩვენი დღევანდელი ყოფის ავ-კარგში გასარკვევად აუცილებელია: სულისმიერი ასპექტების შინა-არსში კარგად გარკვევისა და დაგროვილ ისტორიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ერთადერთი მართებული გადაწყვეტილების მიღება, რათა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მქონე საქართველოში - მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდეს.

და

ვეყრდნობით რა - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებებს, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: „საქართველოში მართლმადიდებ-ლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“.

 

დანართი:

1. კანონპროექტი: „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“ - 16 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ - 21 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით:

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

თბილისი, 2014 წლის 22 დეკემბერი

ტელ.: 5 (91) 63-63-36

ელ. ფოსტა -  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი

საქართველოში

მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად

გამოცხადების შესახებ

 

თავი პირველი: ზოგადი დებულება

მუხლი 1.

კანონის მიზანია, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმების, რელიგიურ-ზნეობრივი ავტორიტეტის უზენაესობისა და ეკლესიის განსაკუთრებული სოციალური ფუნქციის აღიარებიდან გამომდინარე, განსაზღვროს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსა-კუთრებული ადგილი ქართულ სახელმწიფოებრივ სისტემაში.

მუხლი 2.

საქართველოში მართლმადიდებლობა გამოცხადებულია სახელმწიფო რელიგიად, რაც განპირობებულია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდე-ბელი ეკლესიის განსაკუთრებული როლით საქართველოს ისტორიაში.

მუხლი 3.

მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება არ ხელყოფს სხვა რელიგიების აღმსარებელთა, აგრეთვე ათეისტთა მოქალაქეობრივ უფლებებს. საქარ-თველოს სახელმწიფო კვლავაც ერთგულია ტრადიციული რელიგიური შემწყნარებ-ლობისა.

მუხლი 4.

საქართველოს სახელმწიფოს მიერ გარანტირებულია სინდისის თავისუფლება და თითოეულ პიროვნებას უფლება აქვს იყოს აღმსარებელი იმ სარწმუნოებისა, რომელსაც თავად აღიარებს.

მუხლი 5.

საქართველოს მოქალაქეთა უფლებები არ იზღუდება რელიგიის ნიშნით.

მუხლი 6.

საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია [შემდეგში - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია] არ ერევიან ურთიერთის საქმიანობაში. ისინი ერთობლივად უზრუნველ-ყოფენ საერო და საეკლესიო ცხოვრების მთლიანობას.

მუხლი 7.

სახელმწიფოზრუნველყოფს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უფლებას, იყოს საერო ცხოვრების აქტიური მონაწილე.

მუხლი 8.

მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სარგებლობს სახელმწიფოს განსაკუთრებული ფინანსური მხარდაჭერითა და მფარველობით.

მუხლი 9.

საქართველოში მოქმედი სხვა რელიგიური გაერთიანებები დამოუკიდებელ კერძო ინსტიტუტებს წარმოადგენენ. მათი შექმნისათვის სახელმწიფოს ნებართვა არ არის საჭირო და რაიმე სახის ფინანსურ დახმარებას სახელმწიფოსაგან არ იღებენ.

 

თავი მეორე:

საეკლესიო ხელისუფლებისა და მმართველობის

უმაღლეს ორგანოები

მუხლი 10.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს, - სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სრულუფლებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საეკლესიო (კანონიკური) სამართლის ნორმებით [საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება], საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური შეთანხმებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 11.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო, მისი განყოფილებები, დაწესებულებები, ეპარქიები, სამრევლოები, მონასტრები, სასულიერო სასწავლებლები და საზღვარ-გარეთ არსებული სამრევლოები და დაწესებულებები სარგებლობენ იურიდიული პირის უფლებით.

მუხლი 12.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენენ:

ა) საქართველოს ეკლესიის ადგილობრივი საეკლესიო კრება - საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი [შემდგომში - საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი];

ბ) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი;

გ) საქართველოს საპატრიარქო (ქორეპისკოპოსისა და მდივნის სახით);

დ) სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამოსილებას ანიჭებს კათოლიკოს-პატრიარქი.

მუხლი 13.

1. საეკლესიო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლეს ორგანოს წარმოად-გენს - საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი.

2. კრებებს შორის პერიოდში უმაღლესი საეკლესიო ხელისუფალი და მმართველი არის - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

მუხლი 14.

საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის თავმჯდომარე არის სრულიად საქარ-თველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან მის მიერ დანიშნული საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე.

მუხლი 15.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხელშეუვალია.

მუხლი 16.

საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საეკლესიო კანონებითა და საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით“.

მუხლი 17.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი: არის საქართველოს მართლმა-დიდებელი ეკლესიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი სახელმწიფოს ხელისუფ-ლების წინაშე.

თავი მესამე:

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართალი

მუხლი 18.

სახელმწიფო აღიარებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ სამართალს:

ა) წმიდა წერილსა და საღმრთო გადმოცემას;

ბ) „დიდი სჯულისკანონს“;

გ) „საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგე-ობის დებულებას“.

მუხლი 19.

„საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში“ ცვლილებების შეტანის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს ეკლე-სიის წმიდა სინოდს.

მუხლი 20.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში უმაღლესი ხელისუფლება - მოძღ-ვრების, საეკლესიო მმართველობისა და საეკლესიო სასამართლოს სფეროებში, ანუ - საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება ეკუთვნის: საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს.

მუხლი 21.

საეკლესიო სასამართლოს უფლება აქვთ:

ა) საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს;

ბ) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს;

გ) ეპარქიის მმართველ მღვდელმთავარს.

მუხლი 22.

საეკლესიო ცხოვრების წესთან დაკავშირებით მიღებულ საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებას, საპარლამენტო კანონის ძალა გააჩნია.

მუხლი 23.

ცენტრალურ საეკლესიო ბიუჯეტთან, საეკლესიო ანაზღაურებასთან და საეკლესიო პენსიებთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში შედის მხოლოდ საქართველოს პარლამენტის მიერ დადგენილების ფორმით დამტკიცების შემდეგ.

მუხლი 24.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებები ძალაში შედიან მიღებისთანავე, თუ დადგენილება არ ითვალისწინებს სხვა ვადებს.

მუხლი 25.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ახორციელებს პირველი ინსტან-ციის საეკლესიო სასამართლოს ფუნქციებს მცხეთა-თბილისის ეპარქიის მართლმა-დიდებელი ქრისტიანებისათვის, ხოლო მეორე ინსტანციის საეკლესიო სასამართლოს ფუნქციებს საქართველოს ეკლესიის დანარჩენი ეპარქიების მართლმადიდებელი ქრისტიანებისათვის, რომელთაც საკმარისი საფუძველი აქვთ გაასაჩივრონ თავიანთი მმართველი მღვდელმთავრის განაჩენი.

 

თავი მეოთხე:

საქართველოს ეკლესიის გაფართოებული საეკლესიო კრება

მუხლი 26.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევისას ან/და საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის ახალი დებულების დამტკიცების ან/და მასში ცვლი-ლებების შეტანისას ხდება „საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით“ განსაზღვრული შემადგენლობის მქონე საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების მოწვევა.

მუხლი 27.

საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ საეკლესიო კრებას იწვევს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე.

მუხლი 28.

კრებათა შორის პერიოდში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი საეკლესიო ხელისუფალი და მმართველი არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

 

თავი მეხუთე:

სრულიად საქართველოს საპატრიარქო

მუხლი 29.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებათა ერთობლიობას ეწოდება - სრულიად საქართველოს საპატრიარქო“.

მუხლი 30.

„სრულიად საქართველოს საპატრიარქოს“ განყოფილებებსა და სამსახურებს ქმნის, მათ ხელმძღვანელებს ნიშნავს და ათავისუფლებს სრულიად საქართველოს კათო-ლიკოს-პატრიარქი.

მუხლი 31.

„სრულიად საქართველოს საპატრიარქოს“ განყოფილებები და სამსახურები არიან ზედამხედველი და მაკოორდინირებელი ორგანოები ეპარქიებში მოქმედი ანალო-გიური დაწესებულებებისა.

მუხლი 32.

„სრულიად საქართველოს საპატრიარქოს“ განყოფილებებისა და სამსახურების მოღვაწეობას არეგულირებენ შესაბამისი წესდებები, რომლებსაც ამტკიცებს სრული-ად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

მუხლი 33.

„სრულიად საქართველოს საპატრიარქო“, მისი განყოფილებები, დაწესებულე-ბები, ეპარქიები, სამრევლოები, მონასტრები, სასულიერო სასწავლებლები და საზღვარგარეთ მყოფი სამრევლოები და დაწესებულებები სარგებლობენ იური-დიული პირის უფლებით.

 

თავი მეექვსე:

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის

შემადგენელი ერთეულები

მუხლი 34.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იყოფა ეპარქიებად, რომლებსაც მართავენ მღვდელმთავრები.

მუხლი 35.

ეპარქიაეწოდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იმ ნაწილს, რომელსაც კანონიკურად მართავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარ-ქისა და წმ. სინოდის მიერ დადგენილი ეპარქიის მღვდელმთავარი.

მუხლი 36.

ეპარქიების საზღვრებს საქართველოს ტერიტორიაზე ადგენს საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდი, სახელმწიფოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის გათვალისწინებით. საქართველოს საზღვრებს გარეთ ეპარქიების საზღვრები დგინდება საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდის გადაწყვეტილებით.

მუხლი 37.

ყოველ ეპარქიაში არსებობენ საეპარქიო მმართველობის ორგანოები, რომლებიც მოქმედებენ საეკლესიო კანონებითა დასაქართველოს ავტოკეფალური მართლმა-დიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით“.

მუხლი 38.

ეპარქიის საჭეთმპყრობელი და მისი კანონიკური მმართველი, წმიდა მოცი-ქულებიდან მომდინარე უწყვეტი იერარქიული ხელდასხმის მადლით, არის ეპარქიის მღვდელმთავარი.

მუხლი 39.

ეპარქიის მღვდელმთავარის არჩევა-დადგინების წესი და უფლება მოვალეობანი განისაზღვრება საეკლესიო კანონებითა დასაქართველოს ავტოკეფალური მართლ-მადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით“.

მუხლი 40.

ეპარქიის მღვდელმთავარს ეპარქიის მმართველობაში ეხმარება, უშუალოდ მის დაქვემდებარებაში მყოფი, სათათბირო, კოლეგიალური ორგანო - საეპარქიო საბჭო.

მუხლი 41.

საეპარქიო საბჭოს უფლება მოვალეობანი განისაზღვრება საეკლესიო კანონებითა დასაქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეო-ბის დებულებით“.

მუხლი 42.

საეპარქიო საბჭოს თავმჯდომარე არის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი.

მუხლი 43.

მმართველი მღვდელმთავარი არის ეპარქიის უმაღლესი საეკლესიო სასამართლო ხელისუფალი. საეპარქიო საბჭო რჩევებითა და მოსაზრებებით ეხმარება ეპარქიის მღვდვლმთავარს საეკლესიო სასამართლო ხელისუფლების განხორციელებაში.

მუხლი 44.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიები იყოფა ოლქებად (სამთავარხუცესოებად), ხოლო ოლქები - სამრევლოებად.

მუხლი 45.

ოლქების ხელმძღვანელები არიან მთავარხუცესები, რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი.

მუხლი 46.

მთავარხუცესების უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საეკლესიო კანონებითა დასაქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით“.

მუხლი 47.

სამრევლო არის ეპარქიის მღვდელმთავრის კანონიკური მმართველობის ქვეშ მყოფი ეპარქიის ნაწილი - ტაძართან გაერთიანებული სამღვდელო და საერო პირთაგან შემდგარი მართლმადიდებელ ქრისტიანთა საზოგადოება.

მუხლი 48.

ოლქში გაერთიანებული სამრევლოების რაოდენობას განსაზღვრავს ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი.

მუხლი 49.

სამრევლოს ხელმძღვანელობს ეპარქიის მღვდელმთავრის მიერ დანიშნული წინამძღვარი, რომელსაც მართვა-გამგეობაში სამრევლო საბჭო ეხმარება.

მუხლი 50.

სამრევლოს წინამძღვრის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საეკლესიო კანონებითა დასაქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით“.

მუხლი 51.

სამრევლო საბჭოს შემადგენლობა და უფლება მოვალეობანი განისაზღვრება საეკლესიო კანონებითა დასაქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით“.

მუხლი 52.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში შემავალ ტერიტო-რიაზე შეიძლება არსებობდეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ან წმ. სინოდის მიერ ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის წარდგინებით და კანონიკური პროცედურის დაცვით დაარსებული, ბერების ან მონოზვნებისაგან შემდგარი კრებულის ცხოვრობისა და მოღვაწეობის სავანე - მონასტერი.

მუხლი 53.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უფლება აქვს დააარსოს უშუა-ლოდ მის დაქვემდებარებაში შემავალი სტავროპიგიალური მონასტრები, საქარ-თველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში შემავალ მთელ ტერიტო-რიაზე.

მუხლი 54.

მონასტრები თავის მოღვაწეობას ახორციელებენ საქართველოს ეკლესიის მონასტრებისა და ბერმონოზვნების შესახებ დებულების თანახმად.

 

 

თავი მეშვიდე:

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის

საერთო-საეკლესიო ფინანსები

მუხლი 55.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უშუალოდ არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას.

მუხლი 56.

არ არსებობს საეკლესიო გადასახადი. ეკლესიის ცენტრალური საეკლესიო ბიუჯეტი შედგება თვითდაფინანსებისა და სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ფულადი სახსრებისაგან.

მუხლი 57.

თვითდაფინანსებით მოძიებული ფინანსები იქმნება: მორწმუნეთა ნებაყოფი-ლობითი შემოწირულობით, საეკლესიო საწარმოების მიერ გამოშვებული პროდუქ-ციის რეალიზაციით და სხვა საეკლესიო-სამეურნეო საქმიანობით.

მუხლი 58.

საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების გამო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გამოყოფილია სახელმწი-ფო ბიუჯეტის კანონში დაფიქსირებული საერთო შემოსავლების - 10 [ათი]%. რომლის არაუმეტეს 1 [ერთი]% საეკლესიო პირების სახელფასო და საპენსიო უზრუნველყოფისთვისაა განკუთვნილი.

მუხლი 59.

საერთო-საეკლესიო ფინანსების განკარგვა ხდება „ცენტრალური საეკლესიო ბიუჯეტის დებულების“ თანახმად.

მუხლი 60.

საერთო-საეკლესიო ფინანსების განმკარგავნი არიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი.

მუხლი 61.

სახელმწიფო და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უფლებამოსილნი არიან ურთიერთშეთანხმებით განახორციელონ მოსახლეობის სოციალური დაცვის ერთობლივი პროგრამები.

მუხლი 62.

სახელმწიფო და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უფლებამოსილნი არიან განათლების სისტემაში განახორციელონ ერთობლივი პროგრამები. სახელ-მწიფო ხელს უწყობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებ-ლო დაწესებულებების ფუნქციონირებას.

მუხლი 63.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში შემავალ მთელ ტერიტორიაზე საეკლესიო წესების აღსრულება უფასოა.

მუხლი 64.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სასულიერო პირებისა და თანამშრომ-ლების ანაზღაურებას აწარმოებს „საეკლესიო ანაზღაურების შესახებ დებულების“ საფუძველზე.

მუხლი 65.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სასულიერო პირებისა და თანამშრომ-ლების საპენსიო ანაზღაურებას აწარმოებს საეკლესიო პენსიების შესახებ დებულების საფუძველზე.

მუხლი 66.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი ახდენენ საერთო-საეკლესიო და საეპარქიო ფულადი სახსრებისა და ქონების რევიზიას. ასეთი რევიზიის განხორციელებისათვის მათ მიერ იქმნება სპეციალური სინოდალური კომისია.

მუხლი 67.

სახელმწიფო, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეთანხმებით, იძლევა ნებართვას ან ლიცენზიას ეკლესიის ოფიციალური ტერმინოლოგიისა და სიმბოლიკის გამოყენებაზე, აგრეთვე, საღვთისმსახურო პროდუქციის დამზადებაზე, შემოტანასა და მიწოდებაზე.

 

თავი მერვე: სხვადასხვა

მუხლი 68.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დადგენილი დიდი საეკლესიო დღესასწაულები და კვირა დასვენების დღეებად ცხადდება.

მუხლი 69.

სახელმწიფო მხარს უჭერს აღსარებისა და საეკლესიო საიდუმლოს დაცვას. სასულიერო პირი ვალდებულია არ გასცეს ინფორმაცია, რომელიც მას, როგორც სულიერ მოძღვარს, გაანდეს ან მისთვის, როგორც სასულიერო პირისათვის, გახდა ცნობილი.

მუხლი 70.

სახელმწიფო აღიარებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შესრულებულ ჯვრისწერას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 71.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულებისაგან.

მუხლი 72.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეთანხმებით მიღებული შესაბამისი სამართლებრივი აქტებით სახელმწიფო უზრუნველყოფს სამხედრო-საჯარისო ფორმირებებში, საპატიმროებსა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მოძღვრის ინსტიტუტის შექმნას.

 

 

თავი მეცხრე:

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრება

მუხლი 73.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონება, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებ-ლობით.

მუხლი 74.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრება და სხვა ქონებრივი უფლებები დაცულია კანონით.

მუხლი 75.

სახელმწიფო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედს და არამოქმედს), მათ ნანგრევებს, აგრეთვე, მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული.

მუხლი 76.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში მოქცეულ ნაგებობათა დაცვის ზონები, მათი მოვლა-პატრონობისა და სარგებლობის წესები განისაზღვრება, ეკლესიასთან შეთანხმებით მიღებული, შესაბამისი მოქმედი კანონმდებლობით.

მუხლი 77.

სახელმწიფო, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეთანხმებით ვალდებულია აწარმოოს მოლაპარაკება შესაბამის სახელმწიფოებთან მათ ტერიტორიაზე არსებული ყველა ქართული მართლმადიდებლური ტაძრის, მონასტრის, მათი ნანგრევის, სხვა საეკლესიო ნაგებობის, აგრეთვე, საეკლესიო ნივთების დაცვის, მოვლა-პატრონობისა და საკუთრების თაობაზე.

მუხლი 78.

სახელმწიფო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებად ცნობს სახელმწიფო დაცვაში (მუზეუმებში, საცავებში) მყოფ საეკლესიო საგანძურს (კერძო საკუთრებაში არსებული ნაწილის გარდა).

მუხლი 79.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო საგანძური, როგორც საერთო-ეროვნული საგანძურის ნაწილი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არის სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობლივ მფლობელობაში (წმიდა ნაწილებისა და წმიდა რელიკვიების გარდა).

მუხლი 80.

სახელმწიფო და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ერთობლივად ზრუნავენ ისტორიულ-კულტურული და არქეოლოგიურ-არქიტექტურული ფასეუ-ლობების მქონე საეკლესიო ნაგებობებისა და საეკლესიო საგანძურის სათანადო დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის.

მუხლი 81.

საეკლესიო ქონების მართვა და განკარგვა ხდება საეკლესიო კანონების, სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის დასაქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებისთანახმად.

 

თავი მეათე:

გარდამავალი დებულება

მუხლი 82.

1. „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონი ძალაში შედის საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ დამტკიცებისთანავე;

2. „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონს ხელს აწერენ საქართველოს პრეზიდენტი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი;

3. „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძ-ლებელია მხოლოდ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ორივე მხარის ხელმოწერითა და პარლამენტისა და საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის დამტკიცებით;

4. „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლიდან არაუმეტეს ექვსი თვისა, ამ კანონის მოთხოვნათა გასათვალისწინებლად, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინო-დი ღებულობს:

ა) „საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეო-ბის დებულებას“;

ბ) „საქართველოს ეკლესიის მონასტრებისა და ბერმონოზვნების შესახებ დებუ-ლებას“;

გ) „ცენტრალური საეკლესიო ბიუჯეტის დებულებას“;

დ) „საეკლესიო ანაზღაურების შესახებ დებულებას“;

ე) „საეკლესიო პენსიების შესახებ დებულებას“.

5. საქართველოს პარლამენტი, ამ კანონის მუხლი 83,4-ით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებიდან არაუმეტეს ორი თვისა, დადგენილების ფორმით ამტკიცებს:

ა) „ცენტრალური საეკლესიო ბიუჯეტის დებულებას“;

ბ) „საეკლესიო ანაზღაურების შესახებ დებულებას“;

გ) „საეკლესიო პენსიების შესახებ დებულებას“.

6. „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე, მე-60, 65-ე და 66-ე მუხლები ძალაში შედის, ამ კანონის მუხლი 83,4-5 გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებისთანავე;

7. „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე, მე-60, 65-ე და 66-ე მუხლების ამოქმედება მოხდეს:

ა) ამ კანონის მუხლი 83,4-6 გათვალისწინებული მოთხოვნების წლის პირველ ნახევარში დაკმაყოფილების შემთხვევაში - პირველივე ახალი წლის საბიუჯეტო კანონის მიღება-ამოქმედებისთანავე;

ბ) ამ კანონის მუხლი 83,4-6 გათვალისწინებული მოთხოვნების წლის მეორე ნახევარში დაკმაყოფილების შემთხვევაში - მეორე ახალი წლის საბიუჯეტო კანონის მიღება-ამოქმედებისთანავე.

 

მუხლი 83. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადების

კანონპროექტი: „საქართველოს კანონი

საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად

გამოცხადების შესახებ“

განმარტებითი ბარათი

 

თავი პირველი:

მსოფლიოში არსებული რეალობის ზოგიერთი მაგალითი

 

ცივილიზაციის დღევანდელ ეტაპზე მყოფი მსოფლიო საზოგადოება, სახელმწიფოს მმართველობით სისტემათა თავისებურებასთან ერთად, რელიგიური მემკვიდრეობის მიმართ ინდივიდუალური დამოკიდებულებით გამოირჩევა.

თხრობის დაწყებამდე აღვნიშნავთ, რომ წინამდებარე თავში მოყვანილი ფაქტობრივი მასალის მოძიებისას, ძირითადად ვისარგებლეთ პროფ. გერჰარდ რობერსის წიგნით - „სახელმწიფო და ეკლესია ევროკავშირის ქვეყნებში“ [2011 წ.] .

1992 წ. 7 თებერვალს ევროკავშირის ხელშეკრულების გაფორმების დროიდან მოყოლებული, მასში შემავალი სახელმწიფოები, ისტორიულად ჩამოყალიბებული რელიგიური მემკვიდრეობის გამოცდილებიდან გამომდინარე, საერთო ფასეულობათა მოძებნით ცდილობენ ცივილიზაციის გზაზე ერთობლივ სიარულს.

2004 წ. 29 ოქტომბერს, რომში გამართულ შეხვედრაზე, 27 სახელმწიფოს მეთაურის მიერ ხელმოწერილი იქნა - „ევროპის კონსტიტუციის პროექტი“ [სრული სახელწოდება: „შეთანხმება ევროპაში საერთო კონსტიტუციის შექმნის თაობაზე“], რომლის პირველი თავის 52-ე მუხლის პირველ პუნქტში ვკითხულობთ:

„კავშირი პატივს სცემს და არ ეწინააღმდეგება წევრი სახელმწიფოების ეკლესიებისა და რელიგიური ასოციაციების სტატუსს სახელმწიფო კანონმდებლობის შესაბამისად“.

აღნიშნულის დეკლარირებით, კიდევ ერთხელ ესმება ხაზი, რომ ევროპულ სივრცეში განთავსებული თითოეული სახელმწიფო, მასში მაცხოვრებელი მოსახლეობის ნებაზე დაყრდნობით, თავად წყვეტს დემოკრატიულ ფასეულობებზე აგებული სახელმწიფოებრივი განვითარების როგორი მოდელი აირჩიოს

საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთობის თვალსაზრისით, განასხვავებენ სამოქალაქო - საეკლესიო სამართლებრივი სისტემის სამ ძირითად მოდელს:

1. სახელმწიფო რელიგია, რომლისთვისაც დამახასიათებელი ნიშანია - მტკიცე კავშირი სახელმწიფოსა და ერთ, ან რამოდენიმე ძირითად ეკლესიას შორის [მაგ. დანია, ინგლისი, მალტა, საბერძნეთი, ფინეთი, შოტლანდია...];

2. სახელმწიფოსა და რელიგიის სრული გამიჯვნის, ანუ სახელმწიფოსაგან ეკლესიის მკვეთრი გამოყოფის იდეაზე დაფუძნებული სისტემა [მაგ. ირლანდია, საფრანგეთი, ჰოლანდია...],;

3. სახელმწიფოსა და რელიგიის შუალედური ურთიერთთანამშრომლობა, როდესაც ტრადიციული ეკლესიები გარკვეული პრიორიტეტით სარგებლობენ. ეს მოდელი ერთგვარი შუალედურია სახელმწიფო ეკლესიებსა და ეკლესიასა და სახელმწიფოს მკაფიო გამიჯვნას შორის [მაგ. ავსტრია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ბელგია, გერმანია, ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, პორტუგალია...].

ზოგადად, რელიგიისათვის სახელმწიფო სატატუსის მინიჭება კონსტიტუციით, ან/და შესაბამისი კანონითაა განსაზღვრული, რაც იმას ნიშნავს, რომ ისტორიული როლისა და ტრადიციების გათვალისწინებით, ესა თუ ის რელიგია, სახელმწიფოს ნაწილი ხდება და თანამმართველობის სისტემურ სფეროში ექცევა.

ამ მოდელის ერთ-ერთი მაგალითია - დანია. ამ ქვეყნის კონსტიტუციის მე-4 მუხლი, სახელმწიფო რელიგიად აღიარებული: ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის სამართლებრივ მდგომარეობას ეხება. მას მეორენაირად „სახალხო ეკლესიასაც“ უწოდებენ და მხოლოდ იგი სარგებლობს სახელმწიფოს მხარდაჭერითა და მფარველობით.

დანიაში მოქმედი სხვა რელიგიური გაერთიანებები დამოუკიდებელ კერძო ინსტიტუტებს წარმოადგენენ. მათი შექმნისათვის სახელმწიფო ნებართვა არ არის საჭირო და რაიმე დახმარებას სახელმწიფოსაგან არ იღებენ.

ბელგიის კონსტიტუციით რელიგიური განათლების მიღება სავალდებულოა. კანონმდებლობა, მართალია ფორმალურად აღიარებს რელიგიის თანასწორობას, თუმცა ზოგიერთი რელიგიის მიმართ საკანონმდებლო სივრცე განსხვავებულ რეგულაციებს ითვალისწინებს.

ამის გათვალისწინებით შეიძლება გამოიყოს რელიგიათა სამი კატეგორია:

1. კანონიერად აღიარებული და რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანი - რომის კათოლიკური ეკლესია;

2. ხუთი კანონიერად აღიარებული, მაგრამ რეალურად ნაკლები მნიშვნელობის მქონე რელ;იგიური გაერთიანება [პროტესტანტული, მართლმადიდებლური, ანგლიკანური, იუდაიზმი და ისლამი];

3. არაღიარებული მიმდინარეობები.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ არსებობს ექვსი აღიარებული რელიგია, რომელთა შორის კათოლიციზმს უკავია „პირველი ადგილი თანასწორთა შორის“.

დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს მართალია დაწერილი კონსტიტუცია არ გააჩნიათ და შესაბამისად არ არსებობს რელიგიის თავისუფლებისა და ეკლესიების თვითგამორკვევის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტიები, მაგრამ მისი შემადგენელი ქვეყნები პრობლემის გარეშე თანაარსებობენ სახელმწიფო ეკლესიებითა და სახელმწიფო ეკლესიების გარეშე.

ინგლისის ეკლესია სახელმწიფო ეკლესიაა, რომლის სათავეშიც დედოფალი დგას. იგი ლორდთა პალატაში 24 ეპისკოპოსითაა წარმოდგენილი. ამით ეკლესია სახელმწიფოს ნაწილს წარმოადგენს და არ შეიძლება ლაპარაკი იყოს კონკორდატზე ან ხელშეკრულებით ურთიერთობებზე ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის.

ინგლისის საეკლესიო სამართალი, რომელიც ინგლისის ეკლესიას ეხება [მათ შორის მისი კანონიკური სამართალი], განიხილება როგორც ინგლისის კანონმდებლობის განუყოფელი ნაწილი.

ინგლისის არც ერთ სხვა ეკლესიას [ინგლისში არსებული შოტლანდიის ეკლესიის გარდა] არ აქვს რაიმე ისეთი განსაზღვრება, რაც სახელმწიფომ შეიძლება აღიაროს „საეკლესიო კანონად“;

შოტლანდიაში სახელმწიფო ეკლესიაა შოტლანდიის რეფორმისტული ეკლესია;

უელსში ანგლიკანური ეკლესია სახელმწიფოსაგან გამიჯნულია;

ჩრდილოეთ ირლანდიის კონსტიტუცია, საბერძნეთის კონსტიტუციის მსგავსად, იწყება ყოვლადწმიდა სამების ხსენებით: „ყოვლადწმიდა სამების სახელით, რომლისგანაც მომდინარეობს ადამიანის ყველა უფლება და მათ, საბოლოო ჯამში მიმართავს ყველა ადამიანი თუ სახელმწიფო, ჩვენ, ირლანდიის ხალხი, ვითვალისწინებთ რა ვალდებულებებს ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს წინაშე, რომელიც ჩვენს წინაპრებს საუკუნეების განმავლობაში იფარავდა გაჭირვების ჟამს...“.

წლების განმავლობაში „რომის წმინდა სამოციქულო კათოლიკური ეკლესიის“ განსაკუთრებული მდგომარეობა, ერთგვარად შეიცვალა 1972 წ. მიღებული კონსტიტუციურ შესწორების აქტით. კერძოდ, კონსტიტუციის 44-ე მუხლის თანახმად:

„1. სახელმწიფო აღიარებს, რომ რელიგიური თაყვანისცემის პატივისცემა ყოვლსშემძლე ღმერთისაგან მოდის. სახელმწიფო მის სახელს მოწიწებით მოეპყრობა და პატივს სცემს რელიგიას. 2. ყველა მოქალაქისათვის გარანტირებულია სინდისის თავისუფლება და რელიგიის თავისუფალი აღმსარებლობისა და წეს-ჩვეულებების აღსრულების საშუალება საზოგადოებრივი წესრიგისა და მორალის ნორმების დაცვით...“.

მიუხედავად სახელმწიფოსაგან ეკლესიის გამიჯვნისა, ქვეყანაში მაინც დომინირებს საუკუნეების გადმოძახილი. ასე მაგალითად:

ირლანდიის საგანმანათლებლო სისტემაში მომქმედი „მინდობილი მესაკუთრეობის უფლებების გადაცემის აქტით“, რომლითაც საზოგადოებრივი სკოლები იმართება - მმართველი საბჭო ვალდებულია აიყვანოს სასულიერო პირი;

კაპელანები ინიშნება შეიარაღებულ ძალებსა და ციხეებში;

სამოქალაქო ქორწინება, რომელიც ირლანდიაში 1844 წელს დამკვიდრდა, სავალდებულო არ არის. ქორწინებების უმრავლესობა იმართება რელიგიური წესების დაცვით და მთელი რიგი სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდეგ, მათ კანონის ძალა ენიჭებათ. და სხვა.

გერმანიაში, სადაც დაახლოებით 83 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ფუნქციონირებს ორი, დაახლოებით ერთნაირი სიდიდის და მნიშვნელობის ეკლესია: კათოლიკური ეკლესია დაახლოებით 26,5 მილიონს, ხოლო პროტესტანტული - 26,2 მილიონ წევრს აერთიანებს. ისლამს გერმანიაში - 3,2 მილიონი ადამიანი მისდევს; მართლმადიდებელი ქრისტიანების რიცხვი 1,2 მილიონია; ხოლო 22 მილიონამდე გერმანელი [უმეტესწილად აღმოსავლეთ გერმანიის მაცხოვრებლები] თავს აღმსარებლობის გარეშე აცხადებს.

ეკლესიასა და სახელმწიფოს ურთიერთობის ევროპულ სისტემაში [სახელმწიფო რელიგია, ან სახელმწიფოსაგან გამიჯნული ეკლესია] გერმანიას შუალედური პოზიცია უკავია.

ძირითადი კანონი აყალიბებს სისტემას, რომლის მიხედვითაც ეკლესია და სახელმწიფო განცალკევებულია და ამავე დროს არსებობს კონსტიტუციურად უზრუნველყოფილი თანამშრომლობის ფორმა.

კონსტიტუციის თანახმად ესტონეთში - „სახელმწიფო ეკლესია არ არსებობს“ [ნუხლი 40], თუმცა, ადმინისტრაციული პრაქტიკა აუცილებელ პირობად არ მიიჩნევს სახელმწიფოსა და ეკლესიის [ევანგელურ-ლუთერანულის] ერთმანეთისაგან განცალკევებას. ესტონეთის ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის მდგომარეობა აშკარად გამოკვეთავს მის პრივილეგირებულ ხასიათს.

მალტაში მცხოვრები თითქმის ყველა მოქალაქე მონათლული კათოლიკეა. მალტის კონსტიტუციის მეორე თავში, რომლის დასათაურებაა „რელიგია“, კერძოდ ვკითხულობთ:

„1. მალტის რელიგია არის რომანულ-კათოლიკური სამოციქულო ეკლესია.

2. რომანულ-კათოლიკური ეკლესიის ხელისუფალთა მოვალეობა და უფლებაა ასწავლოს რომელი პრინციპია სწორი, რომელი - არასწორი.

3. რომანულ-კათოლიკური სამოციქულო რწმენის რელიგიური სწავლება უზრუნველყოფილი უნდა იყოს სახელმწიფო სკოლებში, როგორც სავალდებულო სწავლების ნაწილი“.

საბერძნეთის კონსტიტუცია აღმოსავლურ მართმადიდებლურ ეკლესიას ანიჭებს სახელმწიფო რელიგიის სტატუსს და აყენებს სხვა რელიგიებთან მიმართებაში პრიორიტეტულ მდგომარეობაში. მისი სტატუსის წყალობით ეკლესიის კანონიკური სამართალი - შვიდი მსოფლიო კრების, ადგილობრივი სინოდებისა და ეკლესიის მამების მიერ განსაზღვრული ყველა წმიდა კანონი, იმის მიუხედავად ისინი დოგმას ეხება თუ ადმინისტრაციულ საკითხებს, დაკანონებულია კონსტიტუციით.

ამიტომაც, საბერძნეთის სახელმწიფოს მიერ ძალაში შესული ნებისმიერი კანონმდებლობა, მიუხედავად თავისი მიზნისა, ანტიკონსტიტუციურია, თუკი იგი ეწინააღმდეგება წმიდა კანონებს.

საეკლესიო ქორწინება და ნათლობა აღიარებულია ოფიციალურ დოკუმენტებად. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობას არეგულირებს - განათლების, ცხოვრების მანძილზე სწავლების და რელიგიურ საქმეთა სამინისტრო.

საბერძნეთის კონსტიტუციის მე-3 მუხლი აღიარებს მართლმადიდებელი სარწმუნოების უპირატესობას. საბერძნეთის ეკლესია განუყოფელია კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქოსგან და სხვა ორთოდოქსული ეკლესიებისგან. საბერძნეთის ეკლესია საზოგადოებრივი სამართლის სუბიექტს წარმოადგენს.

ფინეთში კონსტიტუციის თანახმად ორი სახის სახელმწიფო ეკლესიაა: ევანგელისტურ-ლუთერანული და ორთოდოქსალური (მართლმადიდებელი). ამასთანავე, ორთოდოქსალური ეკლესიის შესახებ ცალკე კანონიც არსებობს, რომლის მიხედვით ფინეთის მთავრობაში ორთოდოქსალური ეკლესია ყველაზე დიდი ავტორიტეტია. კერძოდ:

არსებობს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დაკავშირებული პარლამენტის ცალკე აქტი. მისი პირველი ნაწილი წარმოადგენს ეკლესიის კონფესიის აღიარებას. მე-9 ნაწილის თანახმად კი, ფინეთის მთავრობა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უნდა აღიაროს უმაღლეს ხელისუფლად.

ფინეთში არსებობს აგრეთვე კანონი რელიგიური ორგანიზაციების შესახებ. ამ კანონის მიხედვით რელიგიური ორგანიზაციის დაარსება შეუძლია ფინეთში მუდმივად მცხოვრებ მინიმუმ 20 ადამიანს. მათ რეგისტრაციას განათლების სამინისტრო ახდენს.

ლუთერანული და მართლმადიდებლური ეკლესიები საზოგადოებრივ-სამართლებრივ დაწესებულებებს წარმოადგენენ და მათ ერთი სასამართლო სისტემა გააჩნიათ. რაიხსტაგის გახსნისას ღვთისმსახურება სრულდება. ეკლესიის საქმეები მინდობილი აქვს განათლების სამინისტროს. იკრიბება საეკლესიო გადასახადი, ეკლესიები განთავისუფლებულები არიან საშემოსავლო გადასახადებისაგან.

ლუქსემბურგში სახელმწიფო ეკლესია არ არსებობს. ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობას აწესრიგებს კონკორდატის სისტემა., რომლის ძალითაც კათოლიკურ ეკლესიას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება,

სახელმწიფო აღიარებს: კათოლიკურ, ორ პროტესტანტურ და ებრაულ ორგანიზაციებს. მათ გააჩნიათ საზოგადოებრივი სამართლის სუბიექტის სტატუსი. სხვა რელიგიური გაერთიანებები (მაგ., მუსლიმური) საზოგადოებრივი სამართლის სუბიექტის სტატუსით არ სარგებლობენ, მათ შეუძლიათ გამოიყენონ კერძო სამართლის ყველა ფორმა, დააარსონ ფონდები, რომელთაც თითქმის იგივე უფლებები ექნებათ, რაც აღიარებულ რელიგიურ გაერთიანებებს.

პორტუგალიაში კათოლიკური ეკლესიის სტატუსი 1940 წლის კონკორდატითაა განსაზღვრული [„სამისიონერო შეთანხმება წმიდა საყდარსა და პორტუგალიას შორის“]. კათოლიკური ეკლესია, კონკორდატის საფუძველზე, ბეგარისაგან განთავისუფლებულია. კანონიდან გამომდინარე სხვა კონფესიების წარმომადგენლები ამ უფლებებით არ სარგებლობენ, ასევე არ სარგებლობენ სამხედრო ვალდებულებისაგან განთავისუფლების უფლებით. ამ კონფესიათა თავისუფალი შესვლა საავადმყოფოებში, სახელმწიფო სკოლებში თუ ციხეებში, ასევე არაა აღიარებული. მათ არ ირჩევენ სახელმწიფო თანამდებობებზე.

მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია უპირატესობას არცერთ ეკლესიას არ ანიჭებს, არ ცნობს აგრეთვე ტრადიციული ეკლესიის სტატუსსაც, კონკორდატიდან გამომდინარე კათოლიკური ეკლესიის დომინანტური როლი მაინც აშკარადაა გამოკვეთილი. სხვა კონფესიების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს რელიგიის თავისუფლების კანონი, რომელიც ყველა კონფესიის მიმართ გამოიყენება, გარდა კათოლიკური ეკლესიისა.

ისრაელის კანონიისრაელში დაბრუნების შესახებ“, რეპატრიაციის უფლებას აძლევს ყველა ებრაელს, თუ სხვა რელიგიას არ აღიარებს. ისრაელის უზენაესმა სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ებრაელი რომელიც ქრისტიანობას აღიარებს, ერთმევა ისრაელში რეპატრიაციის უფლება.

ისლანდიის 1944 წლის კონსტიტუცია ადგენს ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის განსაკუთრებულ სტატუსს.

შვედეთის მოსახლეობის უმრავლესობა თავს შვედეთის ევანგელურ - ლუთერანულ ეკლესიას მიაკუთვნებს [80%]. კონსტიტუციის თანახმად, კანონებს მხოლოდ პარლამენტი გამოსცემს. ეს ეხება საეკლესიო კანონებსაც. გენერალურ სინოდს უფლება აქვს შეიტანოს წინადადებები საეკლესიო კანონების ცვლილებასთან დაკავშირებით.

შვედეთის ეკლესიის აქტის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით, შვედეთის ევანგელურ - ლუთერანულ ეკლესიას განსაკუთრებული მდგომარეობა უკავია. სახელმწიფოს უფლებამოსილებას განეკუთვნება ეპისკოპოსებისა და პატრიარქების დანიშვნა. სინოდის წევრებს ირჩევენ ადგილობრივი საბჭოები.

ვფიქრობთ, რომ სხვადასხვა ქვეყნების მაგალითების მოყვანის აუცილებლობა აღარ დგას. მით უმეტეს, რომ ჩვენს მიზანს - არა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ეკლესიისა და სახლმწიფოს ურთიერთობათა განხილვა, არამედ, ამ საკითხთან მიმართებაში არსებული მრავალფეროვანი სურათის წარმოჩენა გახლავთ.

 

თავი მეორე:

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მქონე საქართველოში - მართლმადიდებლობა

სახელმწიფო რელიგიად უნდა გამოცხადდეს

საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული არა მარტო ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება, არამედ დღეისათვის მსოფლიოში არსებული რეალობა, რომლის ზოგადი სურათის თაობაზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ.

ქართულმა გენმა, არსებობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, თავისი სულიერების საბოლოო ნავსაყუდელს - ქრისტიანული რელიგიის წიაღში მიაგნო.

ქრისტეს კვართისა და ღვთისმშობლის წილხვედრილობის უდიდეს მადლს ზიარებულ ქართულ მიწაზე, წმ. ანდრია პირველწოდებულისა და სხვა მოციქულთა მიერ გაკვალულმა გზამ, საბოლოოდ, წმ. ნინოს სუსტ მხრებზე მოკიდებული ჯვრისმტვირთველობის შედეგად, ჩვენი ქვეყანა - ჭეშმარიტი რელიგიის სრულად შეცნობამდე მიიყვანა.

ნიკეაში 325 . შემდგარი პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების შემდგომად, ღმერთის ნებით, ქართლის სამეფო - პირველი ქვეყანა გახდა, სადაც - ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად იქნა გამოცხადებული.

IV საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული, საერო და სასულიერო იერარქთა შეთანწყობილი მოქმედება, დიდწილად განსაზღვრავდა, მათ მიერ ქართული სახელმწიფოებრივი უღლის ტარების შედეგად დამჩნეული ხნულის ავკარგიანობას. რომელიმე მათგანისწაფორხილება“, მყისიერად აისახებოდა, როგორც - მეწყვილის, ასევე - მთელი ქვეყნის ფიზიკურ მდგომარეობაზე.

ჩვენი დღევანდელი ყოფის ავ-კარგში გასარკვევად აუცილებელია: სულისმიერი ასპექტების შინა-არსში კარგად გარკვევისა და დაგროვილ ისტორიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ერთადერთი მართებული გადაწყვეტილების მიღება, რათა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მქონე საქართველოში - მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდეს.

აქვე გაგაცნობთ, ჩვენი გაერთიანების მიერ დედა ეკლესიისადმი გაკეთებული მიმართვის ფრაგმენტს:

საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს,

სინოდის თავმჯდომარეს:

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს,

ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს,

უწმიდესსა და უნეტარეს

ილია II-ს

 

თქვენო უწმიდესობავ!

საუკუნეების სიღრმიდან მომდინარე ისტორიის გზასავალზე ქართული სახელმწიფოსა და მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობის სიმყარე დიდწილად განსაზღვრავდა ჩვენი ქვეყნის სულიერ თუ ფიზიკურ სიძლიერეს.

საბჭოთა იმპერიის ათეისტური იდეოლოგია, მთელი სამოცდაათი წლის მანძილზე, თანამიმდევრულად ცდილობდა შემოქმედისთვის დაეცილებია მისი პოლიტიკური გავლენის ქვეშ მაცხოვრებელნი.

1990 წ. 28 ოქტომბრის არჩევნებით, ღმერთის ნებითა და საქართველოს მაცხოვრებელთა ძალისხმევით, ჩვენი ქვეყნის სათავეში მოსულმა ეროვნულმა ხელისუფლებამ ღმერთისაკენ შემობრუნებული ერის წინამძღოლობა დაისახა მიზნად.

1991 წ. 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ზვიად გამსახურდიამ, 1991 . 7 ივნისს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიაზე, ბიბლიაზე ხელდადებით წარმოთქმული საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ, კერძოდ განაცხადა:

„...საქართველოში, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიან ქვეყანაში, ტრადიციული იყო კავშირი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. ქართველთა ცხოველი მორწმუნეობა განსაზღვრავდა მტრულ გარემოცვაში საქართველოს სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვან არსებობას. სახელმწიფო კი, თავის მხრივ, ყოველნაირად უწყობდა ხელს ეკლესიის სამოციქულო მოღვაწეობას.

საქართველოს სახელმწიფოებრივი აღორძინება, მისი დამოუკიდებლობის აღდგენა ვერ მოხერხდება ქართველთათთვის ნიშნეული ცხოველი მორწმუნეობის აღორძინების გარეშე, ამას ადასტურებს საქართველოს წარსულიცა და აწმყოც...

ეროვნული ხელისუფლება იღვაწებს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ტრადიციული ერთობის აღსადგენად...

ჩვენ მომხრენი ვართ არა სახელმწიფოსა და ეკლესიის, ეკლესიისა და სკოლის ურთიერთგამიჯვნისა, არამედ მათი ბუნებრივი კავშირისა, რომელიც იმავდროუ-ლად პოლიტიკური სისტემისა და ეკლესიის ურთიერთდამოკიდებულებასაც ემყარება. სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად მართლმადი-დებლობა სახელმწიფო რელიგიად უნდა იქცეს...“.

ჩვენი შეცოდებების გამო მომძლავრებული უკეთური ძალის გავლენით მომქმედი ქვეყნის გარე და შიდა დამნაშავე ელემენტების ერთობლივმა ქმედებამ, ქვეყნის მიერ სწორად განსაზღვრული გზასავალი დროებით შეცვალა.

ღმერთისადმი შინაგანი დამოკიდებულების ფიზიკურ ქმედებაში გამოვლენის ნიმუშად გამოდგება ისიც, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში „გამარჯვებულმა“ პრეზიდენტებმა, ჯერ - ედ. შევარდნაძემ, ხოლო შემდგომად მ. სააკაშვილმა და გ. მარგველაშვილმა, საპრეზიდენტო ფიცის აღვლენა არა - ბიბლიაზე, არამედ ჩვეულებრივ მოკვდავთა ნააზრევის ერთობის ამსახველ იურიდიულ დოკუმენტზე - კონსტიტუციაზე ხელდადებით წარმოთქვეს.

ღმერთის სიტყვასა და ადამიანის ნამოღვაწარს შორის გაკეთებული ამ საბედისწერო არჩევანის შედეგმაც არ დააყოვნა: 1991-1992 წლების გასაყარზე მომხდარი სამხედრო გადატრიალების გზით ქვეყნის სათავეში მოსული უკანონო და დამნაშავე ხელისუფალისა და მის სამართალმემკვიდრეთა ქმედებამ დღევანდელი რეალობის სურათი შექმნა.

თქვენო უწმიდესობავ!

თქვენ ყველაზე უკეთ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნისა და აქ მაცხოვრებელთა ხსნა მხოლოდ ღმერთისაკენ მავალ ჭეშმარიტ გზისკენ შემობრუნებაშია.

მონანიების მადლით გამოვლენილმა საეკლესიო და პოლიტიკურმა ნებამ, ერთსულოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მქონე საქართველოში - მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად უნდა გამოცხადდეს.

სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე პირთა მიმართ ჩვენი ისტორიული ტოლერანტული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, ოცდაოთხწლიანი წყვეტის შემდეგ, დღესაც აქტუალურია პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიერ წარმოთქმული - „მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება არ ხელყოფს სხვა რელიგიების აღმსარებელთა, აგრფეთვე ათეისტთა მოქალაქეობრივ უფლებებს. სახელმწიფოს მიერ გარანტირებული იქნება სინდისის თავისუფლება და თითოეულ პიროვნებას მიეცემა თავისუფლება, იყოს აღმსარებელი იმ სარწმუნოებისა, რომელსაც თავად აღიარებს. მოქალაქეთა უფლებები არ შეიზღუდება რელიგიის ნიშნით. საქართველოს სახელმწიფო კვლავაც ერთგული დარჩება ტრადიციული რელიგიური შემწყნარებლობისა...“.

თქვენო უწმიდესობავ!

გვინდა წარმოგიდგინოთ, საქართველოს პარლამენტისათვის საკანონმდებლო წინადადების სახით გადასაცემად განკუთვნილი, ს/გ „უფლის სახელით...“ მომზადებული კანონპროექტი - „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“...

ერი და ბერი - ჭეშმარიტ რწმენაზე დაფუძნებული საქმის მოლოდინშია - „ვინაიდან, როგორც სხეული მკვდარია სულის გარეშე, ასევე რწმენაც მკვდარია საქმის გარეშე“ [იაკობ. 2,26].

და - „თუ ვინმე თავის თავს წინასწარმეტყველად ან სულიერად თვლის, დაე შეიცნოს, რომ რასაც თქვენ გწერთ, უფლის მცნებანი გახლავთ. ხოლო ვისაც არ ესმის, დაე, ნუ ესმის“ [1 კორ. 14,37-38].

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!“ [2014 წ. 10 დეკემბერი].

 

თავი მესამე

საკანონმდებლო წინადადების ზოგადი არსის თაობაზე

წინამდებარე საკანონმდებლო წინადადების მომზადებისას ვიხელმძღვანელეთ ისეთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტებით, როგორიცაა:

1. „საქართველოს კონსტიტუცია“,

2. „კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“,

3. საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება“.

კანონპროექტი: „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“, შედგება - ათი თავისა და 84 მუხლისაგან. მივყვეთ თანმიმდევრობით.

 

ა) კანონპროექტის პირველი თავი - „ზოგადი დებულება“, ცხრა მუხლისაგან შედგება.

კანონის მიზნის [მუხლი 1] განსაზღვრის შემდგომ დეკლარირებულია, რომ - „საქართველოში მართლმადიდებლობა გამოცხადებულია სახელმწიფო რელიგიად, რაც განპირობებულია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდე-ბელი ეკლესიის განსაკუთრებული როლით საქართველოს ისტორიაში“ [მუხლი 2].

აქვე, ხაზგასმითაა აღნიშნული ჩვენი სახელმწიფოს ტრადიციული რელიგიური შემწყნარებლობა, და საქართველოს მოქალაქეთათვის გარანტირებული სინდისის თავისუფლება „იყოს აღმსარებელი იმ სარწმუნოებისა, რომელსაც თავად აღიარებს“ [მუხლი 3-4], და სხვა.

 

ბ) კანონპროექტის მეორე თავი - „საეკლესიო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლეს ორგანოები“, 8 მუხლს მოიცავს.

საქართველოში მომქმედი სხვა რელიგიური გაერთიანებებისაგან განსხვავებით, რომლებიც კერძო სამართლის ინსტიტუტებს წარმოადგენენ [მუხლი 9], კანონპროექტის მე-10 მუხლი განსაზღვრავს, რომ - „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს, - სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სრულუფლებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს...“.

ამავე თავში გამოკვეთილია საეკლესიო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოები [მუხლი 12-13]. აქვე ხაზგასმულია, რომ - საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საეკლესიო კანონებითა დასაქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით“ [მუხლი 16].

 

გ) რვა მუხლისაგანაა შემდგარი კანონპროექტის მესამე თავი - „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართალი“.

მე-18 მუხლის თანახმად - „სახელმწიფო აღიარებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ სამართალს: ა) წმიდა წერილსა და საღმრთო გადმოცემას; ბ) „დიდი სჯულისკანონს“; გ) „საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებას“.

ამავე თავში გამოკვეთილია თუ ვინ სარგებლობს საეკლესიო სასამართლოს უფლებით [მუხლი 20-21].

22-24 -ე მუხლების თანახმად განსაზღვრულია, სახელმწიფო რელიგიის სტატუსის მატარებელი მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების იურიდიული სტატუსი და მათი ამოქმედების წესი.

 

დ) კანონპროექტის სამ მომდევნო თავში - მეოთხე [3 მუხლი], მეხუთე [5 მუხლი], მეექვსე [21 მუხლი], მოცემულია „საქართველოს ეკლესიის გაფართოებული საეკლესიო კრების“, „სრულიად საქართველოს საპატრიარქოსა“ და „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენელი ერთეულების“ უფლება-მოვალეობები.

 

ე) კანონპროექტის მეშვიდე თავის ცამეტი მუხლი მთლიანად ეთმობა - „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საერთო-საეკლესიო ფინანსებს“.

ევროპის ქვეყანებში, ეკლესიათა დაფინანსების საკითხი სხვადასხვაგვარადაა გადაწყვეტილი. ასე მაგალითად:

დანიის სახელმწიფო, კონსტიტუციის ძალით იღებს ვალდებულებას დააფინანსოს სახელმწიფო რელიგიად აღიარებული: ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესია.

ზოგადად, დანიაში ეკლესიის დაფინანსების სამი წყარო არსებობს: საეკლესიო გადასახადი, [საერთო შემოსავლის - 75%] რომელსაც ეკლესიის ყველა წევრი იხდის, სახელმწიფო დახმარება ხელფასებისა და პენსიებისათვის [შემოსავლის -12%] და საეკლესიო ქონებიდან, ფონდებიდან და შემოწირულობებიდან შემოსავალი [შემოსავლის -13%].

საბერძნეთში არ არსებობს საეკლესიო გადასახადი, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდიები გამოიყოფა ეპისკოპოსების, მღვდლებისა და სხვა საეკლესიო პერსონალის ხელფასებისათვის. ეკლესია თავისუფლდება ზოგიერთი ისეთი გადასახადისაგან, როგორიცაა მიწისა და საშემოსავლო გადასახადები.

ისლანდიაში შემოღებულია სპეციალური საეკლესიო გადასახადი. თუ ისლანდიის მოქალაქე არ გადაიხდის საეკლესიო გადასახადს, მას გადასახადს იძულებით გადაახდევინებენ და ჯარიმა მიემართება რეიკიავიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე.

შვედეთში ასევე არსებობს საეკლესიო გადასახადი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში შედის. შვედეთის ევანგელურ - ლუთერანული ეკლესიის გარდა ფინანსურ დახმარებას სხვა რელიგიური ორგანიზაციები არ ღებულობენ.

განსხვავებული წესია ნორვეგიაში, სადაც რელიგიური ორგანიზაციები სახელმწიფოსაგან ფინანსურ დახმარებას ღებულობენ მორწმუნეთა რაოდენობის პროპორციულად.

ბელგიის კონსტიტუციის 181-ე მუხლის თანახმად, სასულიერო პირების ხელფასებისა და პენსიების გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტს ეკისრება. ამავე დროს, არსებობს სხვადასხვა სახის შეღავათი. დაფინანსების ამ სისტემას ემატება შემოსავალი ეკლესიის კუთვნილი ქონებიდან. არსებული სისტემა მოიცავს საგადასახადო შეღავათებს შემოსავალზე. არსებობს სხვა შეღავათებიც. მაგ. ქალაქმა, რომელშიც მდებარეობს ეპარქია, უნდა უზრუნველყოს პასტორი საცხოვრებლით, ან საჭირო ექვივალენტური თანხით, და სხვა.

გაერთიანებულ სამეფოში შეზღუდულია სახელმწიფოს მიერ ეკლესიების პირდაპირი დაფინანსება. ამასთანავე, საკანონმდებლო სივრცე ითვალისწინებს ეკლესიის ე.წ. ირიბი დაფინანსების შესაძლებლობას. მაგ. სახელმწიფო არ აფინანსებს სამღვდელოების ხელფასებს, პენსიებს ან ეკლესიის სხვა ხარჯებს, თუმცა კანონი მოითხოვს, რომ ინგლისის ეკლესიის სამღვდელოებამ ჩაატაროს ქორწინებისა და დაკრძალვების რიტუალი და საამისოდ, კანონით განსაზღვრული ჰონორარი მიიღოს; სახელმწიფო ვალდებულებას იღებს დააფინანსოს ინგლისის ეკლესიის კუთვნილი ისტორიული შენობების შენახვის ხარჯები, და სხვა.

ჩეხეთში სახელმწიფო უზრუნველყოფს სამღვდელოების წარმომადგენლები-სათვის ხელფასებისა და პენსიების გადახდას. ბიუჯეტის ხარჯზე ხდება ეკლესიის სათაო ოფისებისა და საეკლესიო ნაგებობების მოვლა-შენახვა. სახელმწიფოს მიერ გაღებული სუბსიდირების პარალელურად, რელიგიური გაერთიანებების შემოსავლის წყაროა ფულადი შემოწირულობები.

გერმანიის კანონმდებლობის თანახმად სახელმწიფო ვალდებულია ეკლესიის წინაშე. ეს ეხება მაგ. სუბსიდიების გაცემას ეკლესიის ხელმძღვანელობის ხელფასებისათვის. ადგილობრივი ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს ეკლესიის შენობების შენახვა. ზოგიერთ შემთხვევაში ეკლესია განთავისუფლებულია საეკლესიო გადასახადისაგან.

კანონმდებლობით, ის რელიგიური გაერთიანება, რომელიც საჯარო კორპორაციაა, უფლებამოსილია დააწესოს გადასახადი. საეკლესიო გადასახადის განაკვეთი განისაზღვრება ინდივიდის ხელფასისა და საშემოსავლო გადასახადის ვალდებულების 8-9%-ით.

ესპანეთში, კათოლიკური ეკლესია [რომლის წევრად თავს თვლის ესპანელთა 80,3%] ერთადერთი ეკლესიაა, რომელიც პირდაპირ სახელმწიფო დაფინანსებას იღებს. არსებული პროცედურის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელმა პირმა უნდა მიუთითოს, რომ თანხის 0,5% პირდაპირ ეკლესიას გადაერიცხოს.

სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის დაფინანსების ალტერნატიული გზაა მისი გარკვეული სახის გადასახადებისაგან განთავისუფლება, ეკლესიის შენობა ნაგებობების მოვლის ვალდებულება და სხვა.

ლუქსემბურგში საეკლესიო გადასახადი არ არსებობს. ამის ნაცვლად კათოლიკური ეკლესიის დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მაღალი წოდების საულიერო პირები, როგორებიცაა ეპისკოპოსები, მღვდლები და ეკლესიაში მომუშავე ზოგიერთი საერო პირი, შრომის ანაზღაურებას საერთო სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ. დაწესებულია საგადასახადო შეღავათები.

უნგრეთში არსებული ეკლესიები [ძირითადად კათოლიკური (მოსახლეობის 65%), რეფორმისტული (20%), ლუთერანული (6%) და სხვა], 1998 წლამდე პირდაპირ ფინანსდებოდა სახელმწიფოს მიერ. შემდგომად, ახალი საგადასახადო დეკლარაციის მიღებით, საკმაოდ რთული საგადასახადო სისტემა ჩამოყალიბდა. გადამხდელს უფლება მიეცა საშემოსავლო გადასახადის 1% მისთვის სასურველი ეკლესიისათვის გადაეხადა. 2002 წლამდე სახელმწიფოს მიერ გარანტირებული იყო აღნიშნულ რაოდენობაზე 0,5% საშემოსავლო გადასახადის დამატება. 2004 წლიდან, ამ თანხას დაემატა საშემოსავლო გადასახადის მთლიანი სახელმწიფო შემოსავლის 0,9%.

სხვადასხვა ქვეყნებში არსებული - სახელმწიფოს მიერ ეკლესიათა დაფინანსების მაგალითების მოყვანის გაგრძელების გარეშეც, ვფიქრობთ აშკარაა, ამ სფეროში არსებული მრავალფეროვნება, რომელიც თითოეული ქვეყნის ისტორიული ტრადიციის ერთგვარი ანარეკლია.

 

ჩვენი საკანონმდებლო წინადადების თანახმად - „არ არსებობს საეკლესიო გადასახადი. ეკლესიის ცენტრალური საეკლესიო ბიუჯეტი შედგება თვითდაფინანსებისა და სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ფულადი სახსრებისაგან“ [მუხლი 57];

სამაგიეროდ - „...საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გამოყოფილია სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში დაფიქსირებული საერთო შემოსავლების - 10 [ათი] %, რომლის არაუმეტეს 1 [ერთი]% საეკლესიო პირების სახელფასო და საპენსიო უზრუნველყოფისთვისაა განკუთვნილი“ [მუხლი 59].

წარმოდგენილი ინიციატივა ბიბლიის წიაღიდან იღებს სათავეს, ამიტომ, მოდით ვნახოთ, თუ რა ფორმითაა იგი მოცემული წმიდა წერილში.

 

„მეათედის“ პირველი ხსენება ბიბლიაში, შალემის (იგივე - სალემის) მეფის - მელქისედეკის სახელთან კავშირდება.

ტყვედ აყვანილი ლოტის დამხსნელ აბრამს, ე.წ. „მეფის ველზე“, მელქისედეკი მიეგებება - „... მელქისედეკმა შალემის მეფემ, გამოუტანა პური და ღვინო. ის იყო უზენაესი ღმერთის მღვდელი. აკურთხა აბრამი და უთხრა: კურთხეულ იყოს აბრამი უზენაესი ღმერთის წინაშე, ცისა და მიწის შემოქმედისა! კურთხეულ იყოს უზენაესი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგაგდებინა შენი მტერი! მაშინ მისცა მას აბრამმა ნადავლის მეათედი“ (დაბ. 14,18-20).

პავლე მოციქულის პირით გვეუწყება - „...ჩვენდა წინამორბედად შევიდა იესო, და წესისამებრ მელქისედეკისა, მღვდელმთავარი გახდა უკუნისამდე“-ო (ებრ. 6,20).

მისტერიული კავშირი უფლისა და მელქისედეკისა, იქვე ასეა განმარტებული - „რადგანაც მელქისედეკი, მეფე შალემისა, მღვდელი (აქ - უფალი) მაღალი ღმრთისა, რომელიც შეეგება აბრაამს, მეფეთა შემუსვრის შემდეგ მობრუნებულს, და აკურთხა იგი, და რომელსაც ყველაფრის მეათედი უწილადა აბრაამმა, პირველად განიმარტება, როგორც სიმართლის მეფე, ხოლო შემდეგ შალემის მეფედაც, რაც ნიშნავს მშვიდობის მეფეს; უმამო, უდედო, უგვირგვინო, დღეთა დასასრულისა თუ სიცოცხლის დასასრულის არმქონე, ღმრთის ძის (აქ - უფლის) მსგავსად, და მღვდლად შთენილი სამარადისოდ“ (ებრ. 7,1-3).

მაშასადამე, აბრამი „ყველაფრის მეათედს უწილადებს“ მელქისედეკს, რომელიც - „ღმრთის ძის მსგავსია“, ანუ წინარე სახეა უფლისა - „მაშ, იხილეთ, რაოდენ დიდი იყო ის (აქ - „მელქისედეკი“, ანუ - უფალი), ვისაც მამამთავარმა აბრაამმა უწილადა მეათედი თავისი უკეთესი ნადავლისაგან“ (ებრ. 7,4).

მოგვიანებით, ლევიანთა შტო (საიდანაც იყვნენ - მოსე და აარონი) - მღვდელმსახურებად იქნება განპიროვნებული. მათ, უფალი - ცალკე რომელიმე მხარეს არ უწილადებს, რამეთუ ეუბნება - „...მე ვარ შენი წილი და შენი სამკვიდრო ისრაელიანთა შორის. ლევიანებს კი, აჰა, მივეცი სამკვიდროდ ყველაფრის მეათედი, რაც ისრაელშია, მათი სამსახურის სანაცვლოდ, რასაც სადღესასწაულო კარავთან ასრულებენ...“ (რიცხ. 18,21).

ზოგადად - „ლევიანთა შტო“, მისტერიული სახეა მთლიანი ეკლესიისა, სწორედ მათთვისაა განკუთვნილი „შემოსავლის მეათედი“ – „რადგან ლევიანებს (აქ - ეკლესიას) სამკვიდროდ ისრაელიანთა მეათედი მივეცი, რომელსაც ღალად უხდიან უფალს...“ (რიცხვ. 18,24).

ამდენად - „შემოსავლის მეათედი“, რომელიც უფლის წინარესახებებს - შალემის მეფე მელქისედეკსა და ლევიანთა შტოსთვისაა განკუთვნილი, ეს - ეკლესიისათვის განკუთვნილი წილია.

წმიდა წერილი იქვე განგვიმარტავს, თუ როგორ უნდა განაწილდეს ეს (ანუ - ეკლესიისათვის განკუთვნილი) „მეათედი“ – „ასე ელაპარაკა უფალი მოსეს: დაელაპარაკე ლევიანებს, უთხარი: როცა ისრაელიანთაგან აიღებთ მეათედს, რომელიც თქვენთვის მაქვს მათგან მოცემული თქვენს სამკვიდროდ, უფალს გადაუხადეთ მისგან ღალა - მეათედი მეათედიდან“ (რიცხვ. 18,26).

 

ამდენად, ქვეყნის საერთო შემოსავლის მეათედი თუ - უფლის „ღალაა“, ანუ ეკლესიისათვისაა განკუთვნილი, იქვე გვიკონკრეტდება, თუ რას უნდა მოხმარდეს მისი მეათედი - „...უფალს გადაუხადეთ მისგან ღალა - მეათედი მეათედიდან... ასე, თქვენც (აქ - ეკლესია) გადაუხდით ღალას უფალს (აქ - მღვდელმსახურთ) იმ მეათედიდან, რასაც ისრაელიანები {აქ - ქვეყანა) მოგცემენ; მისგან გადაუხდით საუკეთესო ღალას აარონ მღვდელს (ზოგადი სახე - მღვდელმსახურებისა) ... ყველგან ჭამეთ იგი თქვენ და თქვენმა საგვარეულომ, რადგან ეს არის გასამრჯელო სადღესასწაულო კარავში (აქ - ეკლესიაში) თქვენი მსახურებისათვის“-ო (რიცხვ. 18,28-31).

 

მაშასადამე, ბიბლიის მიხედვით, ქვეყნის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მეათედი, ეს - ეკლესიისათვის განკუთვნილი წილია („ღალაა“); ხოლო ამ „მეათედის მეათედი“, უკვე უშუალოდ ეკლესიის მღვდელმსახურთა „გასამრჯელოა“, მათ მიერ სადღესასწაულო კარავში, ანუ ეკლესიაში მსახურებისათვის დადგენილი.

შესაბამისად, ჩვენი კანონპროექტით, სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებული მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გამოყოფილი, ქვეყნის ბიუჯეტის ათი პროცენტი, რომლის მეათედიც [1%] საეკლესიო პირების სახელფასო და საპენსიო უზრუნველყოფისთვისა უნდა იყოს განკუთვნილი.

 

ვ) კანონპროექტის მერვე [„სხვადასხვა“] და მეცხრე თავს [„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრება“], ჯამში - თოთხმეტი მუხლი ეთმობა, რომელიც - სადღესასწაულო დღეებსა თუ ჯვრისწერასთან დამოკიდებულების, სასულიერო პირთა გარვეული ვალდებულებებისა და საეკლესიო ქონების დარეგულირების ზოგად ჩარჩოებს არეგულირებს.

 

 

ზ) კანონპროექტის ბოლო, მეათე თავი - „გარდამავალი დებულება“, ორი მუხლისაგან შედგება.

წარმოდგენილი კანონპროექტის უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ კანონის ამოქმედების რეგულაციასთან მიმართებაში, შემოთავაზებულია [იხ. მუხლი 82,1-3], გათვალისწინებულ იქნეს - „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ დადებული „საკონსტიტუციო შეთანხმების“ მე-12 მუხლის მოთხოვნათა ანალოგიური მექანიზმი, სადაც კერძოდ ვკითხულობთ - „შეთანხმებას ხელს აწერენ საქართველოს პრეზიდენტი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. შეთანხმება ძალაში შედის პარლამენტისა და წმიდა სინოდის მიერ დამტკიცებისთანავე“ [მუხლი 12,3-4].

 

კანონპროექტი [მუხლი 82,4], საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს მაქსიმუმ ექვს თვიან ვადას განუსაზღვრავს, რათა მან, ამ კანონის მოთხოვნები, ერთის მხრივ სრულად ასახოს - საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებასა და საქართველოს ეკლესიის მონასტრებისა და ბერმონოზვნების შესახებ დებულებაში“; ხოლო მეორეს მხრივ, შემუშავების ან/და დაზუსტების შემდეგ მიიღოს ცენტრალური საეკლესიო ბიუჯეტის, საეკლესიო ანაზღაურებისა და პენსიების დებულებები.

 

ამასთანავე, ზემოთქმულის აღსრულების შემდეგ, კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს ავალდებულებს არა უმეტეს ორი თვის ვადაში, დადგენილების სახით დაამტკიცოს, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ, ორმხრივი კონსულტაციის გზით მიღებული: ა) „ცენტრალური საეკლესიო ბიუჯეტის დებულება“; ბ) „საეკლესიო ანაზღაურების შესახებ დებულება“; გ) „საეკლესიო პენსიების შესახებ დებულება[მუხლი 82,5].

 

კანონპროექტის გარდამავალი დებულება, ითვალისწინებს რა სახელმწიფო ბიუჯეტის შემუშავება-ამოქმედების ვადებს, იძლევა, ამ კანონის სრულყოფილად ამოქმედებისათვის საჭირო მოქმედებათა თანამიმდევრობას.    

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „საქართველოში მართლმადიდებ-ლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“, ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სპიკერი;

 

- ვალერი მჭედელაძე, „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე;

 

- ავთანდილ იოსელიანი, სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“; თანათავ-მჯდომარე;

 

- სერგი საჯაია, „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“; თავმჯდომარე;

 

- ჯემალ ჯიქია, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი;

 

- თინათინ ბაიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს თანათავ-მჯდომარე

- ნანა არუდაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდო-მარე;

- ლია ზაქარეიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია ეზოთერულ-ასტროსო-ფიული ცნობიერების ცენტრი „ათინათი“-ს თავმჯდომარე;

- ევგენი ღვინიაშვილი, საერთაშორისო საზოგადოება „მშვიდობის მედროშე“-ს პრეზიდენტი;

- დავით ამაშუკელი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლევაი საკვირველი“-ს მეთაური.

კანონპროექტის ინიციატორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „საქართველოში მართლმადიდებ-ლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“, ინიციატორია - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სახელით, საინიციატივო ჯგუფი:

 

ამაშუკელი დავითი [მომხსენებელი], არუდაშვილი ნანა [მომხსენებელი], ბაიაშვილი თინათინი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გოგლიძე ანგი [კაკო], დარსაძე ომარი, ერქვანიძე ნანული, ვართანიანცი ხაჩატური, ვეშაგური ლიდა,

თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, ზაქარეიშვილი ლია [მომხსენებელი], თაქთაქიშვილი ალექსანდრე, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი], კინწურაშვილი ირაკლი, კობახიძე ლეილა, ლომიძე თამარი, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი,

მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, მუშკუდიანი მალხაზი, მჭედელაძე ვალერი [მომხსენებელი], ოდიშვილი მანანა, ომანაძე დიმიტრი, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი [მომხსენებელი], სისაური ლენა,

სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, ღვინიაშვილი ევგენი [მომხსენებელი], შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ცაგარეიშვილი ელეონორა, ცაგარეიშვილი მედეა, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ხრიკული ეკატერინე,

ჯიქია დიანა, ჯიქია ჯემალი [მომხსენებელი].  

 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.