Print

№ 25 მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარეს [ჩრდილო ქართლი (ცხინვალის რეგიონი)]

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

 ბატონ დავით უსუფაშვილს!

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: „უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო დავით!

მიგვაჩნია რა, რომ ჩვენი ქვეყნის ნორმალური სახელმწიფოებრივი განვითარებისათვის აუცილებელია ისტორიული სამართლიანობის აღდგენა; აგრეთვე

ვადასტურებთ რა, რომ საქართველოში შეიძლება არსებობდეს და არსებობს კიდეც სხვა ეთნოსით, ამ შემთხვევაში - ოსებით დასახლებული ტერიტორია და არა რომელიმე ეთნოსის სახელის რაიმე ფორმით მატარებელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, კერძოდ - „ოსეთი“;  და

ვეყრდნობით რა - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებებს, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: „საქართველოს კანონი ყოფილისამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“-ს ტერიტორიისათვის „ჩრდილო ქართლი [ცხინვალის ოლქი]“-ს სახელის მინიჭების შესახებ“.  

 

დანართი:

1. კანონპროექტი: „საქართველოს კანონი ყოფილისამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“-ს ტერიტორიისათვის „ჩრდილო ქართლი [ცხინვალის ოლქი]“-ს სახელის მინიჭების შესახებ - 6 გვ.;  

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ -  21 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით:

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

 „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

 სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

თბილისი,  2015 წლის  9 თებერვალი

ტელ.: 5 (91) 63-63-36

ელ. ფოსტა -  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.