Print

№ 25 საკანონმდებლო წინადადება [ჩრდილო ქართლი (ცხინვალის რეგიონი)]

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

 

საქართველოს კანონი

ყოფილისამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“-ს ტერიტორიისათვის „ჩრდილო ქართლი [ცხინვალის ოლქი]“-ს

სახელის მინიჭების შესახებ

 

მუხლი 1.

ამ კანონის მიზანია, საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, გამოასწოროს, უცხო ქვეყნის მიერ თავსმოხვეული, საქართველოს ძირძველი ტერიტორიის გეოგრაფიულ სახელწოდებაში შეტანილი დამახინჯება.

 

მუხლი 2.

ყოფილისამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“-ს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს ეწოდოს - „ჩრდილო ქართლი [ცხინვალის ოლქი]“.

 

მუხლი 3.

ყოფილისამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“-ს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისათვის - „ჩრდილო ქართლი [ცხინვალის ოლქი]“-ს სახელის მინიჭების გამო, შესაბამისი  ცვლილებები შევიდეს შემდეგ სამართლებრივ აქტებში:  

1. „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში [№4625-I, 13 აპრილი 2007 წ.]  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2.

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს: ჩრდილო ქართლი [ცხინვალის ოლქი],  საქართველოს მთავრობის წარდგინებით, დადგენილებით ქმნის და აუქმებს საქართველოს პარლამენტი.“;

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3.

1. ჩრდილო ქართლის [ცხინვალის ოლქის] ტერიტორიაზე სახელმწიფო მმართველობის განხორციელების უფლებამოსილება საქართველოს მთავრობამ, შეთანხმების საფუძველზე, შეიძლება მიანიჭოს ადგილობრივი პოლიტიკური ძალებისა და ადგილობრივი საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს.

2. ჩრდილო ქართლის [ცხინვალის ოლქის] ტერიტორიაზე სახელმწიფო მმართველობის განხორციელების მიზნით იქმნება: „ჩრდილო ქართლის [ცხინვალის ოლქის] ადმინისტრაცია“, რომლის საქმიანობის წესი და ფარგლები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“;

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„მუხლი 4.

„ჩრდილო ქართლის [ცხინვალის ოლქის] ადმინისტრაციის“ ძირითადი ფუნქციებია:“ [შემდეგ როგორც ტექსტშია];

 

2. „დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 8 მაისის №4735 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ყოფილი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“-ს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს ეწოდოს - „ჩრდილო ქართლი [ცხინვალის ოლქი]“.“;

 

3. „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შექმნის, საქმიანობის წესისა და ფარგლების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 10 მაისის №296 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

მუხლი 1. პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ყოფილი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“-ს ტერიტორიაზე შეიქმნას „ჩრდილო ქართლის [ცხინვალის ოლქის] ადმინისტრაცია“.

2. „ჩრდილო ქართლის [ცხინვალის ოლქის] ადმინისტრაცია“ (შემდეგში – ადმინისტრაცია) საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ ბრძანებულების შესაბამისად.“;

მუხლი 2. მესამე პუნქტის: „ბ)“, „გ)“, „დ)“, „ე)“  და „ვ)“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „ჩრდილო ქართლის [ცხინვალის ოლქის]“ ტერიტორიაზე დემოკრატიული არჩევნების ჩატარების მიზნით შესაბამისი პირობების მომზადება;

გ) „ჩრდილო ქართლის [ცხინვალის ოლქის]“ ტერიტორიაზე კანონიერებისა და მართლწესრიგის დაცვის უზრუნველყოფა; ამ ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისა და ეთნიკური ჯგუფების უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე მათი ინტერესების დაცვა;

დ) ადგილობრივი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ხელშეწყობა, „ჩრდილო ქართლის [ცხინვალის ოლქის]“ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ე) „ჩრდილო ქართლის [ცხინვალის ოლქის]“ ტერიტორიაზე განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, სოფლის მეურნეობის, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა; ქართული და ოსური ენების, ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება, სპეციალური ქართულ და ოსურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება; ოსურ ენაზე ნორმატიული აქტების, სხვა ოფიციალური დოკუმენტებისა და ინფორმაციის თარგმნის, გამოცემისა და გავრცელების უზრუნველყოფა, აგრეთვე ოსურენოვანი საინფორმაციო საშუალებების განვითარების ხელშეწყობა;

ვ) რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილისა და საქართველოს შინაგან საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაც- ვის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, სოფლის მეურნეობის,  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროებში მინისტრის მოადგილის კანდიდატურების კანონმდებლობით დადგენილი წესით დასანიშნად წარდგენა, რომელთა მონაწილეობითა და მათთან შეთანხმებით განხორციელდება „ჩრდილო ქართლის [ცხინვალის ოლქის]“ ტერიტორიაზე ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება.“;

მუხლი 3. მეხუთე და მეექვსე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ადმინისტრაციის სტრუქტურა და ადმინისტრაციის საქმიანობის ორგანიზებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ადმინისტრაციის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ დასახელებებს განსაზღვრავს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

6. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არის ადგილობრივი პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების წარმომადგენელი, რომელსაც ენიჭება „ჩრდილო ქართლის [ცხინვალის ოლქის]“ ტერიტორიაზე სახელმწიფო მმართველობის განხორციელების უფლებამოსილება.“;

4. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში [N 431 – IIს, 23 ოქტომბერი, 2008 წ.] შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

მუხლი 1. მეორე მუხლის  „ბ)“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „ჩრდილო ქართლის [ცხინვალის ოლქის] ტერიტორიები);“;

მუხლი 2. მეოთხე მუხლის  „)“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „ჩრდილო ქართლის [ცხინვალის ოლქის] ტერიტორიებზე)გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან.“.

მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „საქართველოს კანონი ყოფილისამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“-ს ტერიტორიისათვის „ჩრდილო ქართლი [ცხინვალის ოლქი]“-ს სახელის მინიჭების შესახებ“, ავტორი:  

 

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სპიკერი;

- ვალერი მჭედელაძე, „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე;

- ავთანდილ იოსელიანი, სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“; თანათავ-მჯდომარე;

- სერგი საჯაია, „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“; თავმჯდომარე;

- ჯემალ ჯიქია, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი;

- თინათინ ბაიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს თანათავ-მჯდომარე

- ნანა არუდაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდო-მარე;

- ლია ზაქარეიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია  ეზოთერულ-ასტროსოფიული ცნობიერების ცენტრი „ათინათი“-ს თავმჯდომარე;

- ევგენი ღვინიაშვილი, საერთაშორისო საზოგადოება „მშვიდობის მედროშე“-ს პრეზიდენტი;

- დავით ამაშუკელი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლევაი საკვირველი“-ს მეთაური.

 

კანონპროექტის ინიციატორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „საქართველოს კანონი ყოფილისამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“-ს ტერიტორიისათვის „ჩრდილო ქართლი [ცხინვალის ოლქი]“-ს სახელის მინიჭების შესახებ“, ინიციატორია - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სახელით, საინიციატივო ჯგუფი:

 

ამაშუკელი დავითი [მომხსენებელი], არუდაშვილი ნანა [მომხსენებელი], ბაიაშვილი თინათინი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გოგლიძე ანგი [კაკო], დარსაძე ომარი, ერქვანიძე ნანული, ვართანიანცი ხაჩატური, ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, ზაქარეიშვილი ლია [მომხსენებელი], თაქთაქიშვილი ალექსანდრე, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი], კინწურაშვილი ირაკლი, კობახიძე ლეილა, ლომიძე თამარი, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, მუშკუდიანი მალხაზი,  მჭედელაძე ვალერი [მომხსენებელი], ოდიშვილი მანანა, ომანაძე დიმიტრი, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი [მომხსენებელი], სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, ღვინიაშვილი ევგენი [მომხსენებელი], შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ცაგარეიშვილი ელეონორა, ცაგარეიშვილი მედეა, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ხრიკული ეკატერინე, ჯიქია დიანა, ჯიქია ჯემალი [მომხსენებელი].      

 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.