Print

№ 26 საკანონმდებლო წინადადების განმარტებითი ბარათი [მაჟორიტარი დეპუტაციის არჩევის ახალი წესის შესახებ]

დანართი

საკანონმდებლო წინადადების

კანონპროექტი:საქართველოს ორგანულ კანონში

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“   

განმარტებითი ბარათი

 

თავი პირველი:

წინათქმა

მეოთხე საუკუნის ოციან წლებში „ქართლის სამეფოში“ ქრისტიანული სარწმუნოების სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან მოყოლებული საერო და საეკლესიო ხელისუფალი ერთობლივად ზრუნავდა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარებიათვის.

ჩვენს ხელთ არსებულ XVII საუკუნის ერთადერთ ხელნაწერში მოცემულია, სავარაუდოდ XIV საუკუნეში შედგენილი ქართული სამართლის ძეგლი - „გარიგება ჴელმწიფის კარისა“.

ე. თაყაიშვილის მიერ მოძიებული და 1920 წელს გამოცემული ამ ხელნაწერის თაობაზე, რომელიც მან გიორგი ბრწყინვალის მეფობის (1314-1346) პერიოდით დაათარიღა,  ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავდა - „ამ ძეგლის შინაარსი იმდენად მრავალფეროვანია, რომ მას საქართველოს როგორც სახელმწიფო წესწყობილების, ისევე კულტურული, ეკონომიური და ნივთიერი კულტურის ისტორიის შესასწავლად უაღრესი მნიშვნელობა აქვს“ [ივ. ჯავახიშვილი, ქართული სამართლის ისტორის, წიგნ., 1, ტფ. 1928].

ამ შემთხვევაში ჩვენთვის ნიშანდობლივია სახელმწიფო წესწყობილების კუთხით შემორჩენილი ინფორმაცია. კერძოდ, ხელნაწერში დეტალურადაა აღნუსხული ვაზირთა და სხვა მოხელეთა უფლება-მოვალეობანი, აღწერილია ვაზირობისა და დარბაზობის წესრიგი და სხვა.

როგორც ცნობილია, ქართული სამოხელეო აპარატი, მაგალითად - თამარ მეფის ეპოქაში, ორი ნაწილისაგან შედგებოდა: პირველში შედიოდნენ „დარბაზის კარს მყოფი“ მოხელენი (ვაზირები და მათზე დაქვემდებარებული მოხელეები), მეორეში კი – „საქვეყნოდ გამრიგენი“ (ცალკეული ადმინისტრაციული ერთეულების მმართველები და მათი ხელქვეითნი).

„გარიგება ჴელმწიფის კარისა“-ს მიხედვით, სახელმწიფოს მმართველობის თითოეულ უწყებას სავსებით ჩამოყალიბებული სამოხელეო აპარატი ჰქონდა. აქვე წარმოდგენილია ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, უმაღლესი სასამართლო დაწესებულება, ე. წ. სააჯო კარი, რომლის თავმჯდომარე იყო მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი.

ქართული სამეფო სახელმწიფოს წყობის სათავეში იდგა - მეფე; ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს წარმოადგენდა - „სახელმწიფო საბჭო“ ანუ „დარბაზი“.

უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - „დარბაზი“ იკრიბებოდა როგორც მნიშვნელოვანი სახელმწიფო საქმეების განსახილველად და გადასაწყვეტად, ისე დღესასწაულ-ზეიმისათვისაც. „დარბაზის“ განსაგებელი იყო: კანონმდებლობა და უზენაესი მართლმსაჯულება, ომის გამოცხადების, დიდ ხელისუფალთა არჩევა-დანიშვნის, ამ ხელისუფალთა „დალოცვა-ჴელდასხმის“ საკითხი და სხვა.

„გარიგება ჴელმწიფის კარისა“ ერთადერთი ისტორიული დოკუმენტია, რომელმაც შემოგვინახა ცნობები ქვეყნის მართვაში: მოძღვართ-მოძღვარის ინსტიტუტის მონაწილეობის თაობაზე.

ზოგადად, დარბაზობა იმართებოდა დიდი და მცირე წესით [დიდი სხდომა საზეიმო იყო, ხოლო, მცირე სხდომა – საქმიანი]. დარბაზის შემადგენლობაში შედიოდნენ: ერისთავთ–ერისთავები, ერისთავები, უმაღლესი სამღვდელოების წარმომადგენლები, და სხვა უმაღლესი საერო პირები.

„სახელმწიფო საბჭოს“, იგივე „დარბაზის“ სხდომის ჩატარებას ეწოდებოდა „მეჯლისი“, რომელსაც იწვევდა და თავმჯდომარეობდა - მეფე; ესწრებოდნენ: მდივანი, სახლთუხუცესი და ნაზირი, ასევე - კათოლიკოსი, არქიეპისკოპოსი, მიტროპოლიტი, ეპისკოპოსები, წინამძღვრები, მუხრანბატონი, არაგვისა და ქსნის ერისთავები, სარდლები, ამილახვარი, მდივანბეგი... შემადგენლობა დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რა საკითხი განიხილებოდა მეჯლისზე.

სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო საქმეებში საერო და სასულიერო იერარქთა ერთობლივი მონაწილეობის მაგალითების მოყვანის აუცილებლობა ვფიქრობთ რომ არც დგას. თუმცა, თანამედროვე ინგლისის უმაღლესი სახელისუფლო სტრუქტურის შემადგენლობაზე გვინდა ორიოდე სიტყვის თქმა.

როგორც მოგეხსენებათ ინგლისის ეკლესია სახელმწიფო რელიგიაა, რომლის სათავეში ინგლისის დედოფალი დგას. იგი „ლორდთა პალატაში“ - 24 ეპისკოპოსითაა წარმოდგენილი.

მთლიანობაში, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ზედა, ანუ „ლორდთა პალატა“. შედგება მემკვიდრეობითი (შემოღებულ იქნა 1858 წლის კანონის შესაბამისად) პერებისაგან, უმაღლესი მოსამართლეების, ანგლიკანური ეკლესიის ეპისკოპოსებისა და მის მიერ დანიშნული სხვა წევრებისაგან, რომლის პოლიტიკური ავტორიტეტი დამყარებულია სახელმწიფო მოწყობაში მის ისტორიულ როლზე.

ჩვენი წინამდებარე საკანონმდებლო წიბადადება კი, ქართული სახელმწიფოს ისტორიულ გამოცდილებაზეა აგებული.

თავი მეორე:

საქართველოს პარლამენტის შემადგენლობა

საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნის თანახმად - „1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირების შემდეგ საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი.

2. რესპუბლიკის საბჭო შედგება პროპორციული წესით არჩეული წევრებისაგან.

3. სენატი შედგება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში (10.10.2002, N1689), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (20.04.2000, N260) და საქართველოს სხვა ტერიტორიულ ერთეულებში არჩეული წევრებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 5 წევრისაგან“ [მუხლი 4,1-3].

იქვე ისიცაა აღნიშნული, რომ - „საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული პირობების შექმნამდე საქართველოს პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან“ [მუხლი 49,1].

როგორც მოგეხსენებათ, დღეის მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიული მოწყობა - ასიმეტრიულ პრინციპზეა აგებული. ის მოიცავს: 2 ავტონომიურ რესპუბლიკას, 9 მხარეს და საქართველოს დედაქალაქს, თბილისს. ცალკე სამართლებრივი აქტებით არის დაფიქსირებული ე.წ. „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“  [იხ. საქართველოს კანონი „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“, 13 აპრილი 2007 წ.; საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №296, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შექმნის, საქმიანობის წესისა და ფარგლების შესახებ“, 10 მაისი 2007 წ.].

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად - „აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლობას საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში უზრუნველყოფს სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი. მისი უფლებამოსილება განსაზღვრულია - „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-81 თავისა და „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების [№308, 29. 11. 2013 წ.] თანახმად.

ჩვენი საკანონმდებლო წინადადების მიზანია, ზემოთმოყვანილ სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით, შექმნას საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი სადეპუტატო კორპუსის ფორმირების ახლებური წესი.

კანონპროექტის თანახმად, კონსტიტუციური ნორმით გათვალისწინებული - მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი 73 საპარლამენტო მანდატი, სამ სხვადასხვა პრინციპზე დამყარებული წესით შეირჩევა. კერძოდ მასში გაერთიანდება:

ა) დღეის მდგომარეობით დადგენილ, საქართველოს ტერიტორიული მოწყობით გათვალისწინებულ საზღვრებში შექმნილ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული დეპუტაცია;

ბ) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის მიერ სახელმწიფოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის გათვალისწინებით შექმნილ ეპარქიებში მომქმედ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული დეპუტაცია;

გ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული ხუთი დეპუტატი.

მოდით განვიხილოთ თითოეული ეს წესთაბამი.

ა) საქართველოს ტერიტორიული მოწყობით გათვალისწინებულ საზღვრებში შექმნილმა მრავალმანდატიანმა საარჩევნო ოლქმა უნდა მოიცვას შემდეგი ადმინისტრაციული ტერიტორია:

1. თბილისი;

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიები; 

3. დღევანდელ სამართლებრივ სივრცეში არსებული „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“ [შემდგომში - „ჩრდილო ქართლი (ცხინვალის ოლქი)“];

4. „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების [№308, 29. 11. 2013 წ.] მე-3 მუხლით - „სახელმწიფო რწმუნებულების - გუბერნატორების უფლებამოსილებათა ტერიტორიული საზღვრები“-თ განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები [შემდგომში - „მხარე“]:

) კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულიგუბერნატორის სამოქმედო ტერიტორია: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები[იგივე - კახეთის მხარე];

) ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულიგუბერნატორის სამოქმედო ტერიტორია: ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები [იგივე - ქვემო ქართლის მხარე];

) იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულიგუბერნატორის სამოქმედო ტერიტორია: ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები [იგივე - იმერეთის მხარე];

) გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულიგუბერნატორის სამოქმედო ტერიტორია: ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები [იგივე - გურიის მხარე];

) სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულიგუბერნატორის სამოქმედო ტერიტორია: აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები [იგივე - სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე];

 ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულიგუბერნატორის სამოქმედო ტერიტორია: ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები [იგივე - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე];

) შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულიგუბერნატორისამოქმედო ტერიტორია: გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები [იგივე - შიდა ქართლის მხარე];

) მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულიგუბერნატორი სამოქმედო ტერიტორია: დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები [იგივე - მცხეთა-მთიანეთის მხარე];

ი) სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორია: ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს [იგივე - სამცხე-ჯავახეთის მხარე].

მთლიანობაში, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ასარჩევ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში აირჩევა - 34 დეპუტატი, შემდეგი განაწილებით:

- . თბილისის მოსახლეობაირჩევს პარლამენტის ხუთ წევრს;

- აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიის მოსახლეობაირჩევს პარლამენტის ოთხ-ოთხ წევრს.

- ჩრდილო ქართლის [ცხინვალის ოლქის] მოსახლეობაირჩევს პარლამენტის სამ წევრს.

- სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიების, ანუ საქართველოს მხარეების [გურიის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და შიდა ქართლის] მოსახლეობა აირჩევს პარლამენტის ორ-ორ წევრს.“;

ბ) ერთმანდატიანმა საარჩევნო ოლქმა უნდა მოიცვას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის მიერ, სახელმწიფოს ადმინისტრაციულ - ტერიტორიული დაყოფის გათვალისწინებით განსაზღვრული საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ეპარქიები.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ასარჩევ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში: საქართველოს წმიდა სინოდის მიერ განსაზღვრულ ეპარქიებში, აირჩევა - 34 დეპუტატი.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საქართველოს წმიდა სინოდის მიერ შექმნილი ეპარქიების ჩამონათვალი ასეთია:

1. მცხეთა-თბილისის ეპარქია; 2. ალავერდის ეპარქია; 3. ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია; 4.ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია; 5. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია; 6.ბოდბის ეპარქია; 7. ბოლნისის ეპარქია; 8. ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია; 9. გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია; 10. დასავლეთ ევროპის ეპარქია;

11. დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპარქია; 12. დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქია; 13. ვანისა და ბაღდათის ეპარქია; 14.ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია; 15. თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია; 16. მანგლისისა და წალკის ეპარქია; 17.მარგვეთისა და უბისის ეპარქია; 18. მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია; 19. ნეკრესის ეპარქია; 20.ნიკორწმინდის ეპარქია;

21. ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია; 22. რუსთავისა და მარნეულის ეპარქია; 23. საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია; 24. სამთავისისა და გორის ეპარქია; 25. სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია; 26. სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია; 27. სხალთის ეპარქია; 28. ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქია; 29. ურბნისისა და რუისის ეპარქია; 30. ფოთისა და ხობის ეპარქია;

31. ქუთაისა და გაენათის ეპარქია; 32. შემოქმედის ეპარქია; 33. ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია; 34. ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია; 35. წილკნისა და დუშეთის ეპარქია; 36. ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია; 37. ხონისა და სამტრედიის ეპარქია.

კანონპროექტის მოთხოვნიდან გამომდინარე, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი თავად განსაზღვრავს, კანონით საჭირო 34 ეპარქიის საზღვრებს.

გ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დასანიშნი

- პარლამენტის 5 წევრი

2002 წლის აღწერის მიხედვით საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 4.6 მილიონია. აქედან: მართლმადიდებელი ქრისტიანები მოსახლეობის 84 პროცენტს შეადგენენ, სიდიდით მეორე ჯგუფი, მუსლიმები - 10 პროცენტს, ხოლო სომხური სამოციქულო ეკლესიის (სსე) წევრები - 4 პროცენტს.

რომაელი კათოლიკეები, ქურთი იეზიდები, ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები და ებრაელები; აგრეთვე „არატრადიციული“ რელიგიური ჯგუფები - ათეისტები, ბაპტისტები, იეღოვას მოწმეები, ორმოცდაათიანელები და კრიშნაიდები - ერთობლივად, ქვეყნის მოსახლეობის - 2 პროცენტს შეადგენენ.

საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ბიუჯეტიდან დაფინანსება, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გარდა, 4 რელიგიური გაერთიანებას გამოეყო. ესენია:

1. ისლამური თემი,  2. სომეხთა წმიდა სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის საქართველოს ეპარქია, 3. კათოლიკური ეკლესია და 4. ებრაული თემი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო“ აერთიანებს სუნიტთა და შიიტთა რელიგიურ საბჭოებს [რელიგიურმა საბჭოებმა თავიანთი რელიგიური ლიდერები 2014 წ. 9 იანვარს აირჩიეს].

ზემოთქმულის გათვალისწინებით, კანონპროექტით შემოთავაზებულია, რომ კონსტიტუციური ნორმიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა 5 პარლამენტის წევრი დანიშნოს - საქართველოში მომქმედი შემდეგი რელიგიური გაერთიანების მიერ წარდგენილ კანდიდატთაგან:

- საქართველოს სუნიტთა რელიგიურ საბჭოდან - ერთი დეპუტატი;

- საქართველოს შიიტთა რელიგიურ საბჭოდან - ერთი დეპუტატი;

- სომეხთა სამოციქულო  წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიიდან -ერთი დეპუტატი;

- ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციიდან - ერთი დეპუტატი;

- „იუდაური  თემი საქართველოში“-დან - ერთი დეპუტატი.

დ) დასკვნის მაგიერ

ამდენად, წინამდებარე კანონპროექტის თანახმად, კონსტიტუციური ნორმით გათვალისწინებული - საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი 73 საპარლამენტო მანდატი, ასეა გადანაწილებული:

- დღეის მდგომარეობით დადგენილ, საქართველოს ტერიტორიული მოწყობით გათვალისწინებულ საზღვრებში შექმნილ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ასარჩევ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში აირჩევა - 34 დეპუტატი;

- საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ასარჩევ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებიდან აირჩევა - 34 დეპუტატი;

- საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყანაში მომქმედი ძირითადი რელიგიური კონფესიების წარმომადგენელთაგან, დანიშნავს - 5 დეპუტატს.

თავი მესამე:

საარჩევნო ადმინისტრაცია

წარმოდგენილი კანონპროექტით, საჭიროა ცვლილება შევიდეს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მეორე მუხლით განსაზღვრულ „ტერმინთა განმარტებაში“. კერძოდ, საჭიროება მოითხოვს ორი ახალი ტერმინის: „საეპარქიო საბჭო“-სა და „სამრევლო საბჭო“-ს დამატებას. ამათგან:

- ტერმინ „საარჩევნო ოლქი“-ს შესატყვისი „საეპარქიო საბჭო“ ეწოდება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიების ტერიტორიით განსაზღვრულ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში მომქმედ უმაღლეს საარჩევნო ადმინისტრაციას; ხოლო

- ტერმინ „საარჩევნო უბნის“-ს შესატყვისი „სამრევლო საბჭო“ ეწოდება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიების ტერიტორიით განსაზღვრულ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში მომქმედ ქვედა რგოლის საარჩევნო ადმინისტრაციას;  

 შესაბამისად, კანონპროექტით შემოთავაზებული რეგულაცია [იხ. პუქტი 5] ასეთი სახით ფორმულირდება:

„მე-2 მუხლის „ს“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (შემდგომ − ცესკო) და მისი აპარატი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიები (შემდგომ − უსკო) და მათი აპარატები, საეპარქიო და სამრევლო საბჭოები, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები“;

კანონპროექტით განსაზღვრულია, რომ - „საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილება და შექმნის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და „საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით“ [იხ. პუქტი 9; აგრეთვე პუნქტი 10].

თავი მეოთხე:

მრავალმანდატიანი და ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქები

კანონპროექტი ითვალისწინებს - მრავალმანდატიანი და ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ერთეულის შექმნას [იხ. პუნქტი 2; 7]. კერძოდ:

1. პირველ შემთხვევაში ეს არის - საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის შექმნილი მრავალმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები. ამასთანავე: თბილისი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკები, ჩრდილო ქართლი [ცხინვალის ოლქი] და მხარეები [სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიები] წარმოადგენს თითო საარჩევნო ოლქს [იხ. პუნქტი 11].

ამ დროს, საოლქო საარჩევნო კომისიის ფუნქციებს ასრულებს, დადგენილი წესით ფორმირებული:

- აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე ჩრდილო ქართლის [ცხინვალის ოლქი] ადმინისტრაციულ ცენტრებში; მდებარე საოლქო საარჩევნო კომისია;

- მხარეებში, სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის ადმინისტრაციის განთავსების ცენტრში მდებარე საოლქო საარჩევნო კომისია;

- ქ. თბილისში, უკვე შექმნილი საოლქო საარჩევნო კომისიიდან, ცესკოს მიერ განსაზღვრული ერთი საოლქო საარჩევნო კომისია [იხ. პუნქტი 13].

2. მეორე შემთხვევაში ეს არის - საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩევნებისათვის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის მიერ შექმნილი ეპარქიების ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები.

ამ დროს, საოლქო საარჩევნო კომისიის ფუნქციებს ასრულებს, თითოეული ეპარქიის ადმინისტრაციულ ცენტრში მდებარე  „საეპარქიო საბჭო“.

კანონპროეტის თანახმად - „საეპარქიო საბჭოს“ წევრები არიან: მღვდელმთავარი, ოთხი სასულიერო და ორი საერო პირი. მათი დანიშვნის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსითა“ და „საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით“ [იხ. პუნქტი 14].

თავი მეხუთე:

საარჩევნო უბნები

კანონპროექრის თანახმად [იხ. პუნქტი 8; 15] საარჩევნო უბანს წარმოადგენს:

ერთის მხრივ - „ადმინისტრაციული საარჩევნო დანაყოფი“, რომელიც იქმნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კენჭისყრისა და ხმების დათვლისათვის არჩევნებისა და რეფერენდუმის გამართვისას;

მეორეს მხრივ - საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საარჩევნოდ განსაზღვრულ ეპარქიაში მდებარე ეკლესიები ან/და მონასტრები.

ამასთანავე, „საეპარქიო საბჭოს“ მიერ, ეპარქიაში, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩევნების ჩასატარებელ ტერიტორიაზე, შემავალ ეკლესიაში ან/და მონასტერში მდებარე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო პროცესს წარმმართველი „სამრევლო საბჭო“, შედგება ეკლესიაში ან/და მონასტერში მომსახურე ყველა სასულიერო და სამი საერო პირისაგან. სამრევლო საბჭოს თავმჯდომარე არის სამრევლოს წინამძღვარი.

თავი მეექვსე:

ეპარქიებში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატი და

მისი ამომრჩეველი

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საარჩევნოდ განსაზღვრულ ეპარქიაში, თითო მაჟორიტარული კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ ეპარქიაში შემავალ, ანუ მის საზღვრებში მდებარე ეკლესიებსა და მონასტრებს [იხ. პუნქტი 6; 31].

ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საარჩევნოდ განსაზღვრული ეპარქიის ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატი უნდა იყოს ამ ეპარქიის მღვდელმსახური [იხ. პუნქტი 30].

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საარჩევნოდ განსაზღვრული ეპარქიის ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ, ამომრჩეველთა სპეციალური სიით განსაზღვრულ, ეპარქიის ტერიტორიაზე მდებარე ეკლესიებისა და მონასტრების მღვდელმსახურებს [იხ. პუნქტი 19].

 

თავი მეშვიდე:

არჩევნების შედეგების შეჯამება

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საარჩევნოდ განსაზღვრული ეპარქიის, ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში მდებარე ეკლესია-მონასტრებში მოქმედი „სამრევლო საბჭოები“, არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს, ამომრჩეველთა სიების დალუქულ პაკეტთან ერთად დაუყოვნებლივ  აგზავნიან „საეპარქიო საბჭოში“.

თავის მხრივ, „საეპარქიო საბჭო“, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-11 დღისა, ადგენს არჩევნების შემაჯამებელ ოქმს და ამომრჩეველთა სიების დალუქულ პაკეტთან ერთად დაუყოვნებლივ წარუდგენს მას საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს [იხ. პუნქტი 23; 24].

ამის შემდგომად, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი საეპარქიო და სამრევლო საბჭოების საარჩევნო კომისიებიდან მიღებული ოქმების საფუძველზე, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-15 დღისა თავის სხდომებზე აჯამებს ეპარქიებში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებს, რის თაობაზეც ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რომელიც, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-18 დღისა, გადაეგზავნება ცესკოს [იხ. პუნქტი 25].

ჩვენს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო წინადადების თაობაზე საუბრის დასასრულს დავსძენთ, რომ

- ერთის მხრივ, პარლამენტის მიერ კანონპროექტის ძირითადი დებულებების ბაზაზე შემუშავებული კანონის ამოქმედებით, და

- მეორეს მხრივ ამ კანონის მიხედვით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდგომად ფორმირებული საქართველოს პარლამენტის საქმიანობით, შეიქმნება ის მყარი საფუძველი, რაც ხელს შეუწყობს, ჩვენი ქვეყნის ნორმალური სახელმწიფოებრივი განვითარებისაკენ მიმართულ, საერო და საეკლესიო სტრუქტურების წარმომადგენელთა ერთობლივ საქმიანობას.


კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“, ავტორი:

 

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სპიკერი;

- ვალერი მჭედელაძე, „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე;

- ავთანდილ იოსელიანი, სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“; თანათავ-მჯდომარე;

- სერგი საჯაია, „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“; თავმჯდომარე;

- ჯემალ ჯიქია, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი;

- თინათინ ბაიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს თანათავმჯდომარე

- ნანა არუდაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდომარე;

- ლია ზაქარეიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია  ეზოთერულ-ასტროსოფიული ცნობიერების ცენტრი „ათინათი“-ს თავმჯდომარე;

- ევგენი ღვინიაშვილი, საერთაშორისო საზოგადოება „მშვიდობის მედროშე“-ს პრეზიდენტი;

- დავით ამაშუკელი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლევაი საკვირველი“-ს მეთაური.

 

კანონპროექტის ინიციატორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“, ინიციატორია - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სახელით, საინიციატივო ჯგუფი:

 

ამაშუკელი დავითი [მომხსენებელი], არუდაშვილი ნანა [მომხსენებელი], ბაიაშვილი თინათინი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გოგლიძე ანგი [კაკო], დარსაძე ომარი, ერქვანიძე ნანული, ვართანიანცი ხაჩატური, ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, ზაქარეიშვილი ლია [მომხსენებელი], თაქთაქიშვილი ალექსანდრე, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი], კინწურაშვილი ირაკლი, კობახიძე ლეილა, ლომიძე თამარი, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, მუშკუდიანი მალხაზი,  მჭედელაძე ვალერი [მომხსენებელი], ოდიშვილი მანანა, ომანაძე დიმიტრი, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი [მომხსენებელი], სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, ღვინიაშვილი ევგენი [მომხსენებელი], შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ცაგარეიშვილი ელეონორა, ცაგარეიშვილი მედეა, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ხრიკული ეკატერინე, ჯიქია დიანა, ჯიქია ჯემალი [მომხსენებელი].       

 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში