Print

№28 საკანონმდებლო წინადადება [მაჟორიტარები]

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

 

საქართველოს კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

ცვლილების შეტანის შესახებ

 

 

მუხლი 1.

საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. მე-2 მუხლის „ლ)“ და „ც)“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნებისაქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოსსაკრებულოს წევრების არჩევნები ერთმანდატიანი/მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით;“;

„ც) მაჟორიტარული საარჩევნო ოლქისაქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვისდგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში შექმნილი ერთმანდატიანი/მრავალმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი;“;

 

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც1“ პუნქტი

„ც1) მთავარი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის, ამ კანონის 1101 მუხლის შესაბამისად, დგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში შექმნილი ერთმანდატიანი/ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიერ ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი საარჩევნო კომისიის ფუნქციების შემსრულებელი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი;“;

3. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს, პარტიულ/მაჟორიტარულ სიებსა და ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატებს;“;

 

4. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარმდგენი პარტიისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის (საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნებისთვის) წარმომადგენლებს საოლქო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;“;

 

5. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს, აგრეთვე პარტიულ სიებს და მერობის/გამგებლობის კანდიდატებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისათვის (გარდა ქალაქ თბილისის საკრებულოს და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისა);“;

 

6. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ)“ ქვეპუნქტი გაუქმებულ იქნეს;

 

7. 63-ე მუხლის მე-12 პუნქტის „დ)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) პროპორციული სისტემით არჩევნებისასარჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის რიგითი ნომერი და სახელწოდება;

საქართველოს პრეზიდენტის, თვითმმართველი ქალაქის (მათ შორის, ქალაქ თბილისის) მერის, თვითმმართველი თემის გამგებლისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარული სისტემით არჩევნებისასკანდიდატის რიგითი ნომერი, გვარი, სახელი, წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება. თუ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ან მაჟორიტარი კანდიდატი წარდგენილია ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, საარჩევნო ბიულეტენში რიგითი ნომრის გასწვრივ მიეთითებადამოუკიდებელი“;

მაჟორიტარული სისტემით საქართველოს პარლამენტის წევრის არჩევებისას - მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სიის წარმდგენი არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის რიგითი ნომერი და სახელწოდება; აგრეთვე - ‘ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი“ და მისი რიგითი ნომერი.

თითოეული საარჩევნო სუბიექტის გასწვრივ მიეთითება მის მიერ ამ კანონის 116-ე მუხლის მე-2 პუნქტით შესაბამისად დასახელებული მაჟორიტარობის მხოლოდ იმ რაოდენობის კანდიდატთა გვარი და სახელი, რამდენი მაჟორიტარი დეპუტატის არჩევაც ამ კანონის 1101- მუხლით არის გათვალისწინებული.“;

 

8. 110- მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის იქმნება 73 ერთმანდატიანი ან/და მრავალმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.“;

 

9. 1101- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1101. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის 

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისდგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება ერთი ოცმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

2. საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს,აგოდეხის, ყვარელის, თელავისა და ახმეტის  მუნიციპალიტეტებისდგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება ერთი 7 მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

3. რუსთავის, გარდაბანის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებისდგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება ერთი 8 მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

4. თიანეთის, მცხეთის, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებისდგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება ერთი 2 მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

5. კასპის, გორის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებისდგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება ერთი 5 მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

6. ბორჯომის, ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებისდგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება ერთი 3 მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

7. ონის, ამბროლაურის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებისდგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება ერთი 1 მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

8. ხარაგაულის, თერჯოლის, საჩხერის, ზესტაფონის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ხონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებისდგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება ერთი 12 მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

9. ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებისდგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება ერთი 2 მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

10. მესტიის, აბაშის, სენაკის, მარტვილის, ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და ფოთის მუნიციპალიტეტებისდგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება ერთი 7 მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

11. ბათუმის, ქედის, ქობულეთის, შუახევის, ხელვაჩაურისა და ხულოს მუნიციპალიტეტებისდგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება ერთი 6 მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

 

10. 1102- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1102. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებისა და მათი ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილებათა განსაზღვრის თავისებურებანი.

1. ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შექმნილი საოლქო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილება და სამოქმედო ტერიტორიები საქართვე-ლოს პარლამენტის არჩევნებისათვის განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით, ამ მუხლის შესაბამისად.

2. ცესკოს განკარგულებით განისაზღვრება ის საოლქო საარჩევნო კომისიები, რომლებიც საქართველოს პარლამენტის არჩევნების დროს ახორციელებენ ამ კანონის 21- მუხლით დადგენილ უფლებამოსილებას, და მათი სამოქმედო ტერიტორიები;

3. ნებისმიერი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი საოლქო საარჩევნო კომისია შეიძლება  ახორციელებდეს უფლებამოსილებას.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცესკოს განკარგულება მიიღება ამ კანონის 110- მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში.

5. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის მთავარი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ფუნქციებს ასრულებს:

ა) ქ. თბილისში - ცესკო;

ბ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიაზე ადმინისტრაციის განთავსების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ცენტრში მდებარე დგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში შექმნილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

 

11. 116- მუხლის მე-2 -5; მე-7; მე-9 -12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, ყოველ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს - შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მაჟორიტარული წესით არჩევის მიზნით წარადგინოს, არანაკლებ, ამ კანონის 1101- მუხლით გათვალისწინებული ოდენობის, და არაუმეტეს, ამ კანონის 1101- მუხლით გათვალისწინებული გაორმაგებული ოდენობის  საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი.“;

3. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატების წარდგენის მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრამდე არა უგვიანეს 57- დღისა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ნებისმიერ საოლქო საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.

4. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის/კანდიდატების: ... [შემდეგ როგორც ტექსტშია]

5. განცხადებას, რომელსაც ხელს აწერს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი, უნდა ერთოდეს საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად წარდგენილი ყოველი პირის წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე, მისი პირადობის მოწმობის ასლი და ორი ფოტოსურათი.

7. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის/კანდიდატთა რეგისტრა-ციაში გასატარებლად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50- დღისა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს კანდიდატის/კანდიდატთა მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია.

9. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატის/კანდიდატთა წარდ-გენა დადასტურებული უნდა იყოს ამ კანონის 1101 მუხლის შესაბამისად შექმნილ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მხარდამჭერ ამომრჩეველთა არანაკლებ 1 პროცენტის ხელმოწერებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დასახელებული კანდიდატებიდან ერთი მაინც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში არჩეული იყო საქართველოს პარლამენტის წევრად.

10. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს განკარგულებით რეგისტრა-ციაში ატარებს შესაბამისი ცესკოს თავმჯდომარე არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30- დღისა.

11. ცესკოს თავმჯდომარე რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში საქართველოს პარლა-მენტის წევრობის კანდიდატს აძლევს შესაბამის მოწმობას.

12. ცესკოს თავმჯდომარე რეგისტრაციაში არ გაატარებს საქართველოს პარლა-მენტის წევრობის კანდიდატს, თუ:

) არასრული ან არასწორია ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები;

) მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში აღმოჩნდება დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები ამომრჩევლის ხელმოწერა;

) დარღვეულია ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები და ვადა.“;

 

12. 117- მუხლის: პირველი,  მეორე, მესამე და მეექვსე  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარტიული სია და მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში წარდგენილი პარლა-მენტის წევრობის კანდიდატები საარჩევნო რეგისტრაციაში გატარდება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით, თუ ამ კანონით განსაზღვრული ყველა საბუთი აკმაყოფილებს ამავე კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საბუთების წარდგენისთვის ამ კანონით დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი არ განიხილება.

2. პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ პარტიულ და მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების სიებს, აგრეთვე საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების სიას, ამოწმებს ცესკოს სათანადო სამსახური და სიის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 26- დღისა, დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს, რომელიც 3 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 25- დღისა:

) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ/მაჟორიტარულ სიას და პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატებს, აგრეთვე საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების სიას,  თუ წარდგენილი სია/სიები და თანდართული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;

) წერილობით აცნობებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან სიასა/სიებში და თანდართულ საბუთებში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა, და მას 3 დღე ეძლევა სიისა და საბუთების სრულყოფისთვის.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული მონაცემები უნდა შემოწმდეს და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს მათი წარდგენიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა. თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ/მაჟორიტა-რულ სიას, აგრეთვე საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების სიას, ან მის იმ ნაწილს, რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს (თუ ამ ნაწილში კანდიდატთა რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები არ არის), ხოლო დანარჩენი კანდიდატების შესახებ იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). თუ პარტიული/მაჟორიტარული სიის, აგრეთვე საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების სიის, იმ ნაწილში, რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები კანდიდატი დარჩა, არც პარტიული/მაჟორიტარული სია, აგრეთვე საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების სიას,  და არც პარტიის/საარჩევნო ბლოკის/საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები რეგისტრაციაში არ გატარდება და ცესკოს თავმჯდომარე ზემოაღნიშნულ ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ამ პუნქტში აღნიშნული განკარ-გულება პარტიის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.

6. პარტიული სიისა და პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატების საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ცესკოს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ამ კანონის 77- და 78- მუხლებით დადგენილი წესით.

 

13. 117- მუხლის მე-4 პუნქტი გაუქმებულ იქნეს;

 

14. 117- მუხლის მე-5 პუნქტის: „ა“ - „დ“ ქვეპუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით (ამ პუნქტის“-„დაქვეპუნქტების შემთხვევაში) ან სასამართლოს გადაწყვეტილებით (ამ პუნქტისქვეპუნქტის შემთხვევაში), თუ საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილი განცხადებები და საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას ან დარღვეულია ამავე კანონით დადგენილი სხვა პირობები, კერძოდ:

) არასრული ან არასწორია განცხადებებსა და საბუთებში აღნიშნული მონაცემები;

) პარტიულ/მაჟორიტარულ სიაში შეყვანილი კანდიდატი არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრია;

) კანდიდატი შეყვანილია ერთზე მეტ პარტიულ/მაჟორიტარულ სიაში, აგრეთვე საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების სიაში,  და ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მისი თანხმობა ერთზე მეტ სიაში შეყვანაზე;

) პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი განაცხადებს თანხმობას სხვა პარტიის/საარჩევნო ბლოკის/საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენაზე.“;

 

15. 118- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით: ... [შემდეგ როგორც ტექსტშია}.“.

 

16. 119-ე მუხლის მე-7, მე-8 და მე-10 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სიას აქვს იგივე რიგითი ნომერი, რომელიც მათ წარმდგენ პარტიას/საარჩევნო ბლოკს აქვს მინიჭებული.

8. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ მაჟორიტარი დეპუტა-ტობის კანდიდატთა სიას რიგით ნომერს წილისყრით ანიჭებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. წილისყრის მიზნით კომისიის თავმჯდომარე ერთი ფორმისა და სახეობის ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს საარჩევნო ოლქში საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სიის შესაბამისი რაოდენობის ფურცლებზე ნომრებს, რომლებიც იწყება არჩევნებში მონაწილე პარტიებისათვის/საარჩევნო ბლოკებისათვის მინიჭებული უმაღლესი რიგითი ნომრის მომდევნო რიცხვიდან. ყოველი ფურცელი უნდა დამოწმდეს კომისიის ბეჭდით. ყველა ფურცელი იკეცება იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მათზე არსებული ნომრის წაკითხვა. კომისიის თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მათ. წილნაყარი ნომერი ხდება მათ მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სიას რიგითი ნომერი.

10. რეგისტრირებულ პარტიულ/მაჟორიტარულ სიებს, მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ კანდიდატთა [ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში], აგრეთვე საქართველოს პარლამენტის არჩევნებში, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სიაში რეგისტრირებულ კანდიდატთა შესახებ იმ მონაცემებს, რომლებიც შეიტანება საარჩევნო ბიულეტენში, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცესკო კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 25- დღისა.“;

 

17. 120- მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, არჩეული პარლამენტის/საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარტიულ/მაჟორიტარულ სიაში დარჩენილი პარლამენტის/საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ. პარტიას, საარჩევნო ბლოკს, საინიციატივო ჯგუფს უფლება არა აქვს, პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის/საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმოს ამ სიით არჩეული პარლამენტის/საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობამდეპარტიის, საარჩევნო ბლოკის, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატურა მოიხსნება ცესკოს განკარგულებით, პარტიის ხელმძღვანელი პირის (საარჩევნო ბლოკის წესდებით განსაზღვრული პირის), საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე, განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, პარლამენტის/საკრებულოს წევრობის კანდიდატი პარტიული/მაჟორიტარული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან.

3. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს შეუძლია არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ მოხსნას თავისი კანდიდატურა პარტიული/მაჟორიტარული სიიდან, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს. მისი კანდიდატურა მოიხსნება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით, განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, პარლამენტის წევრობის კანდიდატი პარტიული/მაჟორიტარული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან.“;

 

18. 125- მუხლის: მე-3, და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება იმ საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილ მაჟორიტარულ სიაში მყოფი საქართველოს პარლამენტის წევრობის ის კანდიდატი/კანდიდატები, რომელმა სიამაც არჩევნებში მონაწილეთა არანაკლებ ერთ მესამედზე მეტის ხმები მიიღო. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.“;

„11. საარჩევნო სუბიექტების პარტიული/მაჟორიტარული სიით არჩეულად ჩაითვლებიან საქართველოს პარლამენტის წევრობის ის კანდიდატები, რომელთა რიგითი ნომრებიც ამ სიაში ნაკლებია ან ტოლია პარტიული/მაჟორიტარული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობისა. ამ პარტიული/მაჟორიტარული სიის მიხედვით არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა უცვლელი რჩება.“;

 

19. 125- მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „31“ პუნქტი:

„31. ამ კანონის 1101- მუხლით შექმნილ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, საარჩევნო სუბიექტებს მიერ მიღებული მანდატები შემდეგნაირად ნაწილდება;

ა) ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება იმ საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილ მაჟორიტარულ სიაში მყოფი საქართველოს პარლამენტის წევრობის ის კანდიდატი, რომელმა სიამაც არჩევნებში მონაწილეთა ყველაზე მეტი, მაგრამ არანაკლებ ერთ მესამედზე მეტი ხმები მიიღო. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

თუ საარჩევნო სუბიექტებმა ხმათა ერთნაირი რაოდენობა მიიღეს, სადეპუტატო მანდატი განაწილდება საარჩევნო სუბიექტების მიერ ცესკოში გავლილი რეგისტრაციის რიგითობის გათვალისწინებით.

ბ) ორმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე იმ ორი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილ მაჟორიტარულ სიაში მყოფი საქართველოს პარლამენტის წევრობის ის კანდიდატი, რომელმა სიამაც არჩევნებში მონაწილეთა არანაკლებ ერთ მესამედზე მეტის ხმები მიიღო.

თუ საარჩევნო სუბიექტებმა ხმათა ერთნაირი რაოდენობა მიიღეს, სადეპუტატო მანდატები განაწილდება საარჩევნო სუბიექტების მიერ ცესკოში გავლილი რეგისტრაციის რიგითობის გათვალისწინებით.

დაწესებული ბარიერის მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ გადალახვის შემთხვევაში, ორივე მანდატი ამ საარჩევნო სუბექტს მიეკუთვნება. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა;

გ) სამ და სამზე მეტ მანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე იმ საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილ მაჟორიტარულ სიაში მყოფი საქართველოს პარლამენტის წევრობის ის კანდიდატი/ კანდიდატები, რომელმა სიამაც არჩევნებში მონაწილეთა არანაკლებ ერთ მესამედზე მეტის ხმები მიიღო. ამათგან:

თავდაპირველად, თითო მანდატს მიიღებს დაწესებული ბარიერის გადამლახავი ყველა საარჩევნო სუბიექტი.

დარჩენილი მანდატები, თანამიმდევრული რიგითობის დაცვით, ნაწილდება ბარიერგადალახულ საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტებზე. კერძოდ - თავიდან დაიწყება მათთვის თითო მანდატის გადაცემა, და ასე გაგრძელდება, ამ კანონის 1101 მუხლით გათვალისწინებული მანდატების ოდენობის ამოწურვამდე.

თუ საარჩევნო სუბიექტებმა ხმათა ერთნაირი რაოდენობა მიიღეს, მათთვის სადეპუტატო მანდატების განაწილდება მოხდება საარჩევნო სუბიექტების მიერ ცესკოში გავლილი რეგისტრაციის რიგითობის გათვალისწინებით.

დაწესებული ბარიერის მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ გადალახვის შემთხვევაში, ყველა მანდატი ამ საარჩევნო სუბექტს მიეკუთვნება. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა,“;

 

20. 126- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 126. საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური

1. თუ მაჟორიტარული არჩევნების პირველ ტურში საქართველოს პარლამენტის წევრი ვერ აირჩა, ცესკო პირველი ტურის შედეგების შეჯამებასთან ერთად ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს, რომელიც იმართება პირველი ტურიდან არა უგვიანეს მე-14 დღისა. მეორე ტურში მონაწილეობს ის 2 საარჩევნო სუბიექტი, რომლის მიერ წარდგენილმა მაჟორიტარულმა სიამ პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. თუ 2-ზე მეტ საარჩევნო სუბიექტს ერთნაირი საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა ან 1 საუკეთესო შედეგის მქონე სუბიექტის მომდევნო რამდენიმე სუბიექტტმა ხმათა ტოლი რაოდენობა მიიღო, მეორე ტურში ყველა ზემოაღნიშნული სუბიექტი მონაწილეობს.

2. არჩევნების მეორე ტურში მოპოვებული ხმების ოდენობის მიხედვით, მანდატები, ამ კანონის 1101 მუხლით გათვალისწინებული მანდატების ოდენობის ამოწურვამდე, თანამიმდევრული რიგითობის დაცვით ნაწილდება მასში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებზე. თუ საარჩევნო სუბიექტებმა ხმათა ერთნაირი რაოდენობა მიიღეს, მანდატების განაწილების თანამიმდევრული რიგითობა დგინდება არჩევნების პირველ ტურში მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით. თუ ხმათა ეს რაოდენობებიც ტოლი აღმოჩნდა, მანდატების განაწილების თანამიმდევრული რიგითობა დგინდება, ამ საარჩევნო სუბიექტების მიერ ცესკოში გავლილი რეგისტრაციის რიგითობის გათვალისწინებით.

 

21. 129- მუხლის: პირველი და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის  შუალედური არჩევნები იმართება აპრილში ან ოქტომბერში, ამ კანონით დადგენილი წესით. თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდა 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდა 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე, მაშინუახლოეს აპრილში. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების წელს შუალედური არჩევნები არ იმართება.“;

„3. საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა/საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც ცესკოში რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას, შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად ცესკოს თავისი ხელმძღვანელი პირის (პირების)/წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი განცხადებით უნდა მიმართოს შუალედური არჩევნების დანიშვნის შემდეგ, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 57- დღისა.“;

 

22. 130- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 130. საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი

1. თუ საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრი არჩეული იყო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის პარტიული/მაჟორიტარული სიით, მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებს იმავე სიაში რიგით მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში მისი მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი და . .. თუ პარტიულ სიაში ასარჩევი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი აღარ არის, პარლამენტის წევრის ეს მანდატი გაუქმებულად ჩაითვლება.

2. თუ საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრი არჩეული იყო საარჩევნო ბლოკის პარტიული/მაჟორიტარული სიით და პარტიულ/მაჟორიტარულ სიაში აღნიშნული იყო, რომ იგი საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ერთ-ერთი პარტიის წევრია, მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებს იმავე პარტიის რიგით მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში იმავე პარტიის რიგით მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი და . .. თუ პარტიულ/მაჟორი-ტარული სიაში აღნიშნული არ იყო, რომ იგი საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ერთ-ერთი პარტიის წევრია, მისი ადგილმონაცვლე განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.

3. საქართველოს პარლამენტის მიერ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარტიულ/მაჟორიტარულ სიებში დარჩენილ პირებს შეუჩერდებათ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსი. პარტიული/მაჟორი-ტარული სიით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსი აღუდგება იმ პირს, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად მისი უფლებამონაცვლეა.

4. თუ საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრი არჩეული იყო საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარული სიით მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებს იმავე სიაში რიგით მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში მისი მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი და . .. თუ მაჟორიტარულ სიაში ასარჩევი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი აღარ არის, პარლამენტის წევრის ეს მანდატი გაუქმებულად ჩაითვლება.“.

 

მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „საქართველოს კანონი - საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსიცვლილების შეტანის შესახებ“ ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სპიკერი;

- ვალერი მჭედელაძე, „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე;

- ავთანდილ იოსელიანი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარის მოადგილე, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე;

- სერგი საჯაია, „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“; თავმჯდომარე;

- ჯემალ ჯიქია, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი;

- თინათინ ბაიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს თანათავ-მჯდომარე

- ნანა არუდაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდო-მარე;

- ლია ზაქარეიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია  ეზოთერულ-ასტროსო-ფიული ცნობიერების ცენტრი „ათინათი“-ს თავმჯდომარე;

- ევგენი ღვინიაშვილი, საერთაშორისო საზოგადოება „მშვიდობის მედროშე“-ს პრეზიდენტი;

- დავით ამაშუკელი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლევაი საკვირველი“-ს მეთაური.  

 

 

კანონპროექტის ინიციატორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „საქართველოს კანონი - საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსიცვლილების შეტანის შესახებ“, ინიციატორია - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სახელით, საინიციატივო ჯგუფი:

 

ამაშუკელი დავითი, არუდაშვილი ნანა, ბაიაშვილი თინათინი,  ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გოგლიძე ანგი [კაკო], დარსაძე ომარი, ერქვანიძე ნანული, ვართანიანცი ხაჩატური, ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, ზაქარეიშვილი ლია, თაქთაქიშვილი ალექსანდრე, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი], კობახიძე ლეილა, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, მუშკუდიანი მალხაზი,  მჭედელაძე ვალერი [მომხსენებელი], ოდიშვილი მანანა, ომანაძე დიმიტრი, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი, სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, ღვინიაშვილი ევგენი, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ცაგარეიშვილი ელეონორა, ცაგარეიშვილი მედეა, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ხრიკული ეკატერინე, ჯიქია დიანა, ჯიქია ჯემალი [მომხსენებელი].      

 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.

 

ჩაბ. №2677, 15.02. 2016 წ.