Print

N 28. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“ [საარჩევნო ოლქები - მაჟორიტარებზე] [2016 წლის 15 თებერვალი]

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ დავით უსუფაშვილს!

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: „უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო დავით!

ვითვალისწინებთ რა - მაჟორიტარული სისტემით საქართველოს პარლამენტის წევრთა არჩევის მექანიზმის დახვეწის აუცილებლობას; და

ვეყრდნობით რა - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებებს, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: „საქართველოს კანონი - საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსიცვლილების შეტანის შესახებ“.

 

დანართი:

1. კანონპროექტი: „საქართველოს კანონი - საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსიცვლილების შეტანის შესახებ“ - 17 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ - 12 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით:

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

თბილისი, 2016 წლის 15 თებერვალი

ტელ.: 5 (91) 63-63-36

ელ. ფოსტა -  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

ჩაბ. №2677, 15.02. 2016 წ.

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

 

საქართველოს კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

ცვლილების შეტანის შესახებ

 

 

მუხლი 1.

საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. მე-2 მუხლის „ლ)“ და „ც)“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნებისაქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოსსაკრებულოს წევრების არჩევნები ერთმანდატიანი/მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით;“;

„ც) მაჟორიტარული საარჩევნო ოლქისაქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვისდგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში შექმნილი ერთმანდატიანი/მრავალმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი;“;

 

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც1“ პუნქტი

„ც1) მთავარი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის, ამ კანონის 1101 მუხლის შესაბამისად, დგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში შექმნილი ერთმანდატიანი/ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიერ ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი საარჩევნო კომისიის ფუნქციების შემსრულებელი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი;“;

3. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს, პარტიულ/მაჟორიტარულ სიებსა და ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატებს;“;

 

4. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარმდგენი პარტიისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის (საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნებისთვის) წარმომადგენლებს საოლქო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;“;

 

5. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს, აგრეთვე პარტიულ სიებს და მერობის/გამგებლობის კანდიდატებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისათვის (გარდა ქალაქ თბილისის საკრებულოს და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისა);“;

 

6. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ)“ ქვეპუნქტი გაუქმებულ იქნეს;

 

7. 63-ე მუხლის მე-12 პუნქტის „დ)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) პროპორციული სისტემით არჩევნებისასარჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის რიგითი ნომერი და სახელწოდება;

საქართველოს პრეზიდენტის, თვითმმართველი ქალაქის (მათ შორის, ქალაქ თბილისის) მერის, თვითმმართველი თემის გამგებლისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარული სისტემით არჩევნებისასკანდიდატის რიგითი ნომერი, გვარი, სახელი, წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება. თუ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ან მაჟორიტარი კანდიდატი წარდგენილია ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, საარჩევნო ბიულეტენში რიგითი ნომრის გასწვრივ მიეთითებადამოუკიდებელი“;

მაჟორიტარული სისტემით საქართველოს პარლამენტის წევრის არჩევებისას - მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სიის წარმდგენი არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის რიგითი ნომერი და სახელწოდება; აგრეთვე - ‘ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი“ და მისი რიგითი ნომერი.

თითოეული საარჩევნო სუბიექტის გასწვრივ მიეთითება მის მიერ ამ კანონის 116-ე მუხლის მე-2 პუნქტით შესაბამისად დასახელებული მაჟორიტარობის მხოლოდ იმ რაოდენობის კანდიდატთა გვარი და სახელი, რამდენი მაჟორიტარი დეპუტატის არჩევაც ამ კანონის 1101- მუხლით არის გათვალისწინებული.“;

 

8. 110- მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის იქმნება 73 ერთმანდატიანი ან/და მრავალმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.“;

 

9. 1101- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1101. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისდგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება ერთი ოცმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

2. საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს,აგოდეხის, ყვარელის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებისდგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება ერთი 7 მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

3. რუსთავის, გარდაბანის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებისდგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება ერთი 8 მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

4. თიანეთის, მცხეთის, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებისდგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება ერთი 2 მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

5. კასპის, გორის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებისდგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება ერთი 5 მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

6. ბორჯომის, ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებისდგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება ერთი 3 მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

7. ონის, ამბროლაურის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებისდგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება ერთი 1 მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

8. ხარაგაულის, თერჯოლის, საჩხერის, ზესტაფონის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ხონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებისდგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება ერთი 12 მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

9. ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებისდგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება ერთი 2 მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

10. მესტიის, აბაშის, სენაკის, მარტვილის, ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და ფოთის მუნიციპალიტეტებისდგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება ერთი 7 მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

11. ბათუმის, ქედის, ქობულეთის, შუახევის, ხელვაჩაურისა და ხულოს მუნიციპალიტეტებისდგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება ერთი 6 მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

 

10. 1102- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1102. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებისა და მათი ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილებათა განსაზღვრის თავისებურებანი.

1. ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შექმნილი საოლქო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილება და სამოქმედო ტერიტორიები საქართვე-ლოს პარლამენტის არჩევნებისათვის განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით, ამ მუხლის შესაბამისად.

2. ცესკოს განკარგულებით განისაზღვრება ის საოლქო საარჩევნო კომისიები, რომლებიც საქართველოს პარლამენტის არჩევნების დროს ახორციელებენ ამ კანონის 21- მუხლით დადგენილ უფლებამოსილებას, და მათი სამოქმედო ტერიტორიები;

3. ნებისმიერი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი საოლქო საარჩევნო კომისია შეიძლება ახორციელებდეს უფლებამოსილებას.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცესკოს განკარგულება მიიღება ამ კანონის 110- მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში.

5. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის მთავარი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ფუნქციებს ასრულებს:

ა) ქ. თბილისში - ცესკო;

ბ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიაზე ადმინისტრაციის განთავსების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ცენტრში მდებარე დგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში შექმნილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

 

11. 116- მუხლის მე-2 -5; მე-7; მე-9 -12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, ყოველ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს - შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მაჟორიტარული წესით არჩევის მიზნით წარადგინოს, არანაკლებ, ამ კანონის 1101- მუხლით გათვალისწინებული ოდენობის, და არაუმეტეს, ამ კანონის 1101- მუხლით გათვალისწინებული გაორმაგებული ოდენობის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი.“;

3. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატების წარდგენის მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრამდე არა უგვიანეს 57- დღისა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ნებისმიერ საოლქო საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.

4. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის/კანდიდატების: ... [შემდეგ როგორც ტექსტშია]

5. განცხადებას, რომელსაც ხელს აწერს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი, უნდა ერთოდეს საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად წარდგენილი ყოველი პირის წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე, მისი პირადობის მოწმობის ასლი და ორი ფოტოსურათი.

7. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის/კანდიდატთა რეგისტრა-ციაში გასატარებლად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50- დღისა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს კანდიდატის/კანდიდატთა მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია.

9. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატის/კანდიდატთა წარდ-გენა დადასტურებული უნდა იყოს ამ კანონის 1101 მუხლის შესაბამისად შექმნილ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მხარდამჭერ ამომრჩეველთა არანაკლებ 1 პროცენტის ხელმოწერებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დასახელებული კანდიდატებიდან ერთი მაინც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში არჩეული იყო საქართველოს პარლამენტის წევრად.

10. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს განკარგულებით რეგისტრა-ციაში ატარებს შესაბამისი ცესკოს თავმჯდომარე არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30- დღისა.

11. ცესკოს თავმჯდომარე რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში საქართველოს პარლა-მენტის წევრობის კანდიდატს აძლევს შესაბამის მოწმობას.

12. ცესკოს თავმჯდომარე რეგისტრაციაში არ გაატარებს საქართველოს პარლა-მენტის წევრობის კანდიდატს, თუ:

) არასრული ან არასწორია ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები;

) მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში აღმოჩნდება დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები ამომრჩევლის ხელმოწერა;

) დარღვეულია ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები და ვადა.“;

 

12. 117- მუხლის: პირველი, მეორე, მესამე და მეექვსე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარტიული სია და მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში წარდგენილი პარლა-მენტის წევრობის კანდიდატები საარჩევნო რეგისტრაციაში გატარდება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით, თუ ამ კანონით განსაზღვრული ყველა საბუთი აკმაყოფილებს ამავე კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საბუთების წარდგენისთვის ამ კანონით დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი არ განიხილება.

2. პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ პარტიულ და მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების სიებს, აგრეთვე საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების სიას, ამოწმებს ცესკოს სათანადო სამსახური და სიის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 26- დღისა, დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს, რომელიც 3 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 25- დღისა:

) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ/მაჟორიტარულ სიას და პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატებს, აგრეთვე საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების სიას, თუ წარდგენილი სია/სიები და თანდართული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;

) წერილობით აცნობებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან სიასა/სიებში და თანდართულ საბუთებში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა, და მას 3 დღე ეძლევა სიისა და საბუთების სრულყოფისთვის.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული მონაცემები უნდა შემოწმდეს და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს მათი წარდგენიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა. თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ/მაჟორიტა-რულ სიას, აგრეთვე საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების სიას, ან მის იმ ნაწილს, რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს (თუ ამ ნაწილში კანდიდატთა რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები არ არის), ხოლო დანარჩენი კანდიდატების შესახებ იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). თუ პარტიული/მაჟორიტარული სიის, აგრეთვე საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების სიის, იმ ნაწილში, რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები კანდიდატი დარჩა, არც პარტიული/მაჟორიტარული სია, აგრეთვე საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების სიას, და არც პარტიის/საარჩევნო ბლოკის/საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები რეგისტრაციაში არ გატარდება და ცესკოს თავმჯდომარე ზემოაღნიშნულ ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ამ პუნქტში აღნიშნული განკარ-გულება პარტიის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.

6. პარტიული სიისა და პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატების საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ცესკოს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ამ კანონის 77- და 78- მუხლებით დადგენილი წესით.

 

13. 117- მუხლის მე-4 პუნქტი გაუქმებულ იქნეს;

 

14. 117- მუხლის მე-5 პუნქტის: „ა“ - „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით (ამ პუნქტის“-„დაქვეპუნქტების შემთხვევაში) ან სასამართლოს გადაწყვეტილებით (ამ პუნქტისქვეპუნქტის შემთხვევაში), თუ საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილი განცხადებები და საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას ან დარღვეულია ამავე კანონით დადგენილი სხვა პირობები, კერძოდ:

) არასრული ან არასწორია განცხადებებსა და საბუთებში აღნიშნული მონაცემები;

) პარტიულ/მაჟორიტარულ სიაში შეყვანილი კანდიდატი არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრია;

) კანდიდატი შეყვანილია ერთზე მეტ პარტიულ/მაჟორიტარულ სიაში, აგრეთვე საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების სიაში, და ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მისი თანხმობა ერთზე მეტ სიაში შეყვანაზე;

) პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი განაცხადებს თანხმობას სხვა პარტიის/საარჩევნო ბლოკის/საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენაზე.“;

 

15. 118- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით: ... [შემდეგ როგორც ტექსტშია}.“.

 

16. 119-ე მუხლის მე-7, მე-8 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სიას აქვს იგივე რიგითი ნომერი, რომელიც მათ წარმდგენ პარტიას/საარჩევნო ბლოკს აქვს მინიჭებული.

8. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ მაჟორიტარი დეპუტა-ტობის კანდიდატთა სიას რიგით ნომერს წილისყრით ანიჭებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. წილისყრის მიზნით კომისიის თავმჯდომარე ერთი ფორმისა და სახეობის ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს საარჩევნო ოლქში საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სიის შესაბამისი რაოდენობის ფურცლებზე ნომრებს, რომლებიც იწყება არჩევნებში მონაწილე პარტიებისათვის/საარჩევნო ბლოკებისათვის მინიჭებული უმაღლესი რიგითი ნომრის მომდევნო რიცხვიდან. ყოველი ფურცელი უნდა დამოწმდეს კომისიის ბეჭდით. ყველა ფურცელი იკეცება იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მათზე არსებული ნომრის წაკითხვა. კომისიის თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მათ. წილნაყარი ნომერი ხდება მათ მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სიას რიგითი ნომერი.

10. რეგისტრირებულ პარტიულ/მაჟორიტარულ სიებს, მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ კანდიდატთა [ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში], აგრეთვე საქართველოს პარლამენტის არჩევნებში, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სიაში რეგისტრირებულ კანდიდატთა შესახებ იმ მონაცემებს, რომლებიც შეიტანება საარჩევნო ბიულეტენში, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცესკო კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 25- დღისა.“;

 

17. 120- მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, არჩეული პარლამენტის/საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარტიულ/მაჟორიტარულ სიაში დარჩენილი პარლამენტის/საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ. პარტიას, საარჩევნო ბლოკს, საინიციატივო ჯგუფს უფლება არა აქვს, პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის/საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმოს ამ სიით არჩეული პარლამენტის/საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობამდე. პარტიის, საარჩევნო ბლოკის, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატურა მოიხსნება ცესკოს განკარგულებით, პარტიის ხელმძღვანელი პირის (საარჩევნო ბლოკის წესდებით განსაზღვრული პირის), საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე, განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, პარლამენტის/საკრებულოს წევრობის კანდიდატი პარტიული/მაჟორიტარული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან.

3. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს შეუძლია არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ მოხსნას თავისი კანდიდატურა პარტიული/მაჟორიტარული სიიდან, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს. მისი კანდიდატურა მოიხსნება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით, განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, პარლამენტის წევრობის კანდიდატი პარტიული/მაჟორიტარული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან.“;

 

18. 125- მუხლის: მე-3, და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება იმ საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილ მაჟორიტარულ სიაში მყოფი საქართველოს პარლამენტის წევრობის ის კანდიდატი/კანდიდატები, რომელმა სიამაც არჩევნებში მონაწილეთა არანაკლებ ერთ მესამედზე მეტის ხმები მიიღო. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.“;

„11. საარჩევნო სუბიექტების პარტიული/მაჟორიტარული სიით არჩეულად ჩაითვლებიან საქართველოს პარლამენტის წევრობის ის კანდიდატები, რომელთა რიგითი ნომრებიც ამ სიაში ნაკლებია ან ტოლია პარტიული/მაჟორიტარული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობისა. ამ პარტიული/მაჟორიტარული სიის მიხედვით არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა უცვლელი რჩება.“;

 

19. 125- მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „31“ პუნქტი:

„31. ამ კანონის 1101- მუხლით შექმნილ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, საარჩევნო სუბიექტებს მიერ მიღებული მანდატები შემდეგნაირად ნაწილდება;

ა) ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება იმ საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილ მაჟორიტარულ სიაში მყოფი საქართველოს პარლამენტის წევრობის ის კანდიდატი, რომელმა სიამაც არჩევნებში მონაწილეთა ყველაზე მეტი, მაგრამ არანაკლებ ერთ მესამედზე მეტი ხმები მიიღო. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

თუ საარჩევნო სუბიექტებმა ხმათა ერთნაირი რაოდენობა მიიღეს, სადეპუტატო მანდატი განაწილდება საარჩევნო სუბიექტების მიერ ცესკოში გავლილი რეგისტრაციის რიგითობის გათვალისწინებით.

ბ) ორმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე იმ ორი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილ მაჟორიტარულ სიაში მყოფი საქართველოს პარლამენტის წევრობის ის კანდიდატი, რომელმა სიამაც არჩევნებში მონაწილეთა არანაკლებ ერთ მესამედზე მეტის ხმები მიიღო.

თუ საარჩევნო სუბიექტებმა ხმათა ერთნაირი რაოდენობა მიიღეს, სადეპუტატო მანდატები განაწილდება საარჩევნო სუბიექტების მიერ ცესკოში გავლილი რეგისტრაციის რიგითობის გათვალისწინებით.

დაწესებული ბარიერის მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ გადალახვის შემთხვევაში, ორივე მანდატი ამ საარჩევნო სუბექტს მიეკუთვნება. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა;

გ) სამ და სამზე მეტ მანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე იმ საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილ მაჟორიტარულ სიაში მყოფი საქართველოს პარლამენტის წევრობის ის კანდიდატი/ კანდიდატები, რომელმა სიამაც არჩევნებში მონაწილეთა არანაკლებ ერთ მესამედზე მეტის ხმები მიიღო. ამათგან:

თავდაპირველად, თითო მანდატს მიიღებს დაწესებული ბარიერის გადამლახავი ყველა საარჩევნო სუბიექტი.

დარჩენილი მანდატები, თანამიმდევრული რიგითობის დაცვით, ნაწილდება ბარიერგადალახულ საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტებზე. კერძოდ - თავიდან დაიწყება მათთვის თითო მანდატის გადაცემა, და ასე გაგრძელდება, ამ კანონის 1101 მუხლით გათვალისწინებული მანდატების ოდენობის ამოწურვამდე.

თუ საარჩევნო სუბიექტებმა ხმათა ერთნაირი რაოდენობა მიიღეს, მათთვის სადეპუტატო მანდატების განაწილდება მოხდება საარჩევნო სუბიექტების მიერ ცესკოში გავლილი რეგისტრაციის რიგითობის გათვალისწინებით.

დაწესებული ბარიერის მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ გადალახვის შემთხვევაში, ყველა მანდატი ამ საარჩევნო სუბექტს მიეკუთვნება. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა,“;

 

20. 126- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 126. საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური

1. თუ მაჟორიტარული არჩევნების პირველ ტურში საქართველოს პარლამენტის წევრი ვერ აირჩა, ცესკო პირველი ტურის შედეგების შეჯამებასთან ერთად ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს, რომელიც იმართება პირველი ტურიდან არა უგვიანეს მე-14 დღისა. მეორე ტურში მონაწილეობს ის 2 საარჩევნო სუბიექტი, რომლის მიერ წარდგენილმა მაჟორიტარულმა სიამ პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. თუ 2-ზე მეტ საარჩევნო სუბიექტს ერთნაირი საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა ან 1 საუკეთესო შედეგის მქონე სუბიექტის მომდევნო რამდენიმე სუბიექტტმა ხმათა ტოლი რაოდენობა მიიღო, მეორე ტურში ყველა ზემოაღნიშნული სუბიექტი მონაწილეობს.

2. არჩევნების მეორე ტურში მოპოვებული ხმების ოდენობის მიხედვით, მანდატები, ამ კანონის 1101 მუხლით გათვალისწინებული მანდატების ოდენობის ამოწურვამდე, თანამიმდევრული რიგითობის დაცვით ნაწილდება მასში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებზე. თუ საარჩევნო სუბიექტებმა ხმათა ერთნაირი რაოდენობა მიიღეს, მანდატების განაწილების თანამიმდევრული რიგითობა დგინდება არჩევნების პირველ ტურში მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით. თუ ხმათა ეს რაოდენობებიც ტოლი აღმოჩნდა, მანდატების განაწილების თანამიმდევრული რიგითობა დგინდება, ამ საარჩევნო სუბიექტების მიერ ცესკოში გავლილი რეგისტრაციის რიგითობის გათვალისწინებით.

 

21. 129- მუხლის: პირველი და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება აპრილში ან ოქტომბერში, ამ კანონით დადგენილი წესით. თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდა 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდა 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე, მაშინუახლოეს აპრილში. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების წელს შუალედური არჩევნები არ იმართება.“;

„3. საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა/საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც ცესკოში რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას, შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად ცესკოს თავისი ხელმძღვანელი პირის (პირების)/წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი განცხადებით უნდა მიმართოს შუალედური არჩევნების დანიშვნის შემდეგ, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 57- დღისა.“;

 

22. 130- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 130. საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი

1. თუ საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრი არჩეული იყო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის პარტიული/მაჟორიტარული სიით, მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებს იმავე სიაში რიგით მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში მისი მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი და . .. თუ პარტიულ სიაში ასარჩევი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი აღარ არის, პარლამენტის წევრის ეს მანდატი გაუქმებულად ჩაითვლება.

2. თუ საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრი არჩეული იყო საარჩევნო ბლოკის პარტიული/მაჟორიტარული სიით და პარტიულ/მაჟორიტარულ სიაში აღნიშნული იყო, რომ იგი საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ერთ-ერთი პარტიის წევრია, მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებს იმავე პარტიის რიგით მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში იმავე პარტიის რიგით მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი და . .. თუ პარტიულ/მაჟორი-ტარული სიაში აღნიშნული არ იყო, რომ იგი საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ერთ-ერთი პარტიის წევრია, მისი ადგილმონაცვლე განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.

3. საქართველოს პარლამენტის მიერ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარტიულ/მაჟორიტარულ სიებში დარჩენილ პირებს შეუჩერდებათ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსი. პარტიული/მაჟორი-ტარული სიით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსი აღუდგება იმ პირს, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად მისი უფლებამონაცვლეა.

4. თუ საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრი არჩეული იყო საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარული სიით მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებს იმავე სიაში რიგით მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში მისი მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი და . .. თუ მაჟორიტარულ სიაში ასარჩევი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი აღარ არის, პარლამენტის წევრის ეს მანდატი გაუქმებულად ჩაითვლება.“.

 

მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი:

„საქართველოს ორგანულ კანონში

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

ცვლილების შეტანის შესახებ“

განმარტებითი ბარათი

 

თავი 1. შესავალი

წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიზანი მთლიანად თანხვდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 110-ე მუხლის მე-3 პუნქტში გაცხადებულს, რომ - „მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოფდეს ამ საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა შეძლებისდაგვარად თანაბარ განაწილებას“. როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში, დასაშვები ცდომილება დაახლოებით 20%-ის ფარგლებში მერყეობს.

საქართველოში 2014 წელს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისათვის ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემთა ელექტრონული ბაზის მიხედვით, საქართველოში სულ დაფიქსირებულია - 3 429 748 ამომრჩეველი. მათ შორის: თბილისში - 918 667; აჭარაში - 301 589; გურიაში - 112 092; იმერეთში - 548 240; კახეთში - 307 800; მცხეთა-მთიანეთში - 86 391; რაჭა - ლეჩხუმ ქვემო სვანეთში - 35 542; სამეგრელო-ზემო სვანეთში - 346 335; სამცხე-ჯავახეთში - 145 260; ქვემო ქართლში - 391 902 და შიდა ქართლში - 235 930 ამომრჩეველი.

საქართველოს საერთო ამომრჩეველთა რაოდენობისა [3 429 748] და „საქართველოს კონსტიტუციით“ [იხ. მუხლი 49] განსაზღვრული, საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარული სისტემით ასარჩევ დეპუტატთა რიცხვის [73] გათვალისწინებით, თითო მაჟორიტარ დეპუტატზე, საშუალოდ: 3 429 748 : 73 = 46 983 ამომრჩეველი მოდის.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი 73 დეპუტატის პროპორციული გადანაწილებისათვის, უდავოდ, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, ცესკოს მიერ დადგენილი - თბილისსა და დანარჩენ რეგიონებში შემავალ მუნიციპალიტეტებში დაფიქსირებულ ამომრჩეველ-თა შემდეგი რაოდენობა:

ქ. თბილისში დაფიქსირებული 918 667 ამომრჩეველი, ასეა გადანაწილებული: მთაწმინდაზე ცხოვრობს - 50 106 ამომრჩეველი; ვაკეში - 93 014, საბურთალოზე - 117 607, კრწანისში - 41 118, ისანში - 104 543, სამგორში - 132 697, ჩუღურეთში - 56 118, დიდუბეში - 65 226, ნაძალადევში - 125 880 და გლდანში - 132 358 ამომრჩეველი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ამომრჩეველთა რაოდენობა - 301 589, მასში შემავალი მუნიციპალიტეტების გათვალისწინებით ასეა გადანაწილებული: ბათუმში - 132 277 ამომრჩეველი ცხოვრობს, ქედაში - 15 679, ქობულეთში - 67 912, შუახევში - 15 087, ხელვაჩაურში - 46 719 და ხულო - 23 915 ამომრჩეველი.

ანალოგიურად, სხვადასხვა რეგიონების მიხედვით, ასეთი სურათია:

გურია, სულ - 112 092 ამომრჩეველი, მათ შორის: ოზურგეთი - 63 552, ლანჩხუთი - 29 889 და ჩოხატაური - 18 651;

იმერეთი, სულ - 548 240 ამომრჩეველი, მათ შორის: ხარაგაული - 20 184, თერჯოლა - 34 567, საჩხერე - 44 018, ზესტაფონი - 56 108, ბაღდათი - 22 924, ვანი - 26 284, სამტრედია - 47 321, ხონი - 23 484, ჭიათურა - 44 542, ტყიბული - 23 184, წყალტუბო - 52 087 და ქუთაისი - 153 537;

კახეთი, სულ - 307 800 ამომრჩეველი, მათ შორის: საგარეჯო - 45 533, გურჯაანი - 54 147, სიღნაღი - 30 949, დედოფლისწყარო - 22 622, ლაგოდეხი - 39 013, ყვარელი - 29 195, თელავი - 55 912 და ახმეტა - 30 429;

მცხეთა-მთიანეთი, სულ - 86 391 ამომრჩეველი, მათ შორის: თიანეთი - 10 893, მცხეთა - 44 199, დუშეთი - 26 057 და ყაზბეგი - 5 242;

რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სულ - 35 542 ამომრჩეველი, მათ შორის: ონი - 6 484, ამბროლაური - 11 717, ცაგერი - 11 425, ლენტეხი - 5 916 და მესტია - 8 242;

სამეგრელო-ზემო სვანეთი, სულ - 346 335 ამომრჩეველი, მათ შორის: აბაშა - 21 463, სენაკი - 40 932, მარტვილი - 33 640, ხობი - 28 482, ზუგდიდი - 120 028, წალენჯიხა - 30 383, ჩხოროწყუ - 22 509 და ფოთი - 40 656;

სამცხე-ჯავახეთი, სულ - 145 260 ამომრჩეველი, მათ შორის: ახალციხე - 34 467, ადიგენი - 15 426, ასპინძა - 9 710, ახალქალაქი - 38 016, ბორჯომი - 26 681 და ნინოწმინდა - 20 960;

ქვემო ქართლი, სულ - 391 902 ამომრჩეველი, მათ შორის: რუსთავი - 104 456, გარდაბანი - 71 192, მარნეული - 96 000, ბოლნისი - 56 163, დმანისი - 22 301, წალკა - 20 997 და თეთრიწყარო - 20 793;

შიდა ქართლი, სულ - 235 930 ამომრჩეველი, მათ შორის: კასპი - 39 868, გორი - 109 517, ქარელი - 37 163 და ხაშური - 49 382.

 

თავი 2. ამომრჩეველთა ქვოტირებით

განსაზღვრული ზოგადი მონაცემები

ამომრჩევლის დადგენილი მინიმალური ქვოტის - 46 933 გათვალისწინებით, მთელი საქართველოს მასშტაბით არსებულ 83 მუნიციპალურ საარჩევნო ოლქთან მიმართებაში ასეთ სურათს ვღებულობთ:

- ამომრჩეველთა რაოდენობიდან გამომდინარე „დადგენილ მინიმალურ ქვოტაზე [46 983]“ მეტი ამომრჩეველი დაფიქსირებულია მხოლოდ 25 მუნიციპალურ საარჩევნო ოლქში, ესენია:

1. ქუთაისი - 153 537; 2. სამგორი - 132 697; 3. გლდანი - 132 358; 4. ბათუმი - 132 277; 5. ნაძალადევი - 125 880; 6. ზუგდიდი - 120 028; 7. საბურთალო - 117 607; 8. გორი - 109 517; 9. ისანი - 104 543; 10. რუსთავი - 104 456; 11. მარნეული - 96 000; 12. ვაკე - 93 014; 13. გარდაბანი - 71 192; 14. ქობულეთი - 67 912; 15. დიდუბე - 65 226; 16. ოზურგეთი - 63 552; 17. ბოლნისი - 56 163; 18. ჩუღურეთი - 56 118; 19. ზესტაფონი - 56 108; 20. თელავი - 55 912; 21. გურჯაანი - 54 147; 22. წყალტუბო - 52 087; 23. მთაწმინდა - 50 106; 24. ხაშური - 49 382; 25. სამტრედია - 47 321;

მიუხედავად ამისა, დადგენილი მინიმალური ქვოტის [46 983] სიდიდის მიხედვით აღებული ჯერადობა [ბიჯი], უმეტეს მუნიციპალიტეტებში, არ იძლევა მათი გათანაბრების შესაძლებლობას. ასე მაგალითად: ქ. ქუთაისის შემთხვევაში: 153 537 : 46 983 = 3,27-ია. შესაბამისად, თუ დავადგენთ, რომ ქუთაისში 3 მაჟორიტარის არჩევა უნდა მოხდეს, მიღებული ცდომილება იქნება: 153 537 – [46 983 x 3 = 140 949] = 12 589 ამომრჩევლის, რაც - 26,79%-ის ტოლია. თუ დავუშვებთ, რომ ქუთაისში 4 მაჟორიტარი უნდა აირჩეს, მაშინ ცდომილება - 73,21%-ის ტოლი იქნება.

მეტ-ნაკლებად ამდაგვარი სურათია აღნიშნულ მუნიციპალიტეტებთან მიმართებაშიც.

- დანარჩენ 58 მუნიციპალურ საარჩევნო ოლქში, ამომრჩეველთა რაოდენობა, 5 242-დან [ყაზბეგი] – 46 719-მდე [ხელვაჩაური] მერყეობს, რაც, მათი გათანაბრებისათვის, ასევე ქმნის გარკვეულ სირთულეს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენის აზრით, ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს წარმოადგენს, რომ საქართველოს პარლამენტის 73 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა მოხდეს, დღეისათვის არსებულ ე.წ. სამხარეო ერთეულებში შექმნილ, ერთმანდატიან ან/და მრავალმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში.

 

თავი 3. ამომრჩეველთა მინიმალური ქვოტირებიდან გამომდინარე

ცდომილების პროცენტული მაჩვენებელი

დადგენილი მინიმალური ქვოტის [46 933 ამომრჩეველი] გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი 73 დეპუტატის გადანაწილების ზოგადი სურათი ასეთი იქნება:

1. თბილისში დაფიქსირებული ამომრჩევლისა [918 667] და მიღებული მინიმალური ქვოტის [46 983] გათვალისწინებით, დედაქალაქის მაცხოვრებლების მიერ მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი იქნება - 918 667 : 46 933 = 19,57 = 20 მაჟორიტარი.

შესაბამისად, თბილისისათვის მაჟორიტარული სისტემით 20 სადეპუტატო მანდატის გამოყოფის შემთხვევაში, ერთ მაჟორიტარზე, საშუალოდ: 918 667 : 20 = 45 933 ამომრჩევლის ხმა იქნება განკუთვნილი.

ასეთ შემთხვევაში, მთელი თბილისის მასშტაბით, ამომრჩევლის „მინიმალურ ქვოტასა“ [46 983] და „მიღებულ სიდიდეს“ [45 933] შორის, ცდომილება 1 050 ამომრჩევლის ხმა იქნება, რაც მხოლოდ - 2,23%-ს შეადგენს.

საქართველოს დანარჩენი რეგიონებისათვის, ანალოგიურად დადგენილი მონაცემები ასე გამოიყურება:

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის - 301 589 : 46 983 = 6,42 = 6 მაჟორიტარი იქნება ასარჩევი. „დადგენილი სიდიდე“ ტოლია - 301 589 : 6 = 50 265, საძიებელი ცდომილება 3 282 ამომრჩევლის ხმა იქნება, რაც - 6,99%-ს შეადგენს.

3. გურიის მხარისათვის - 112 092 : 46 983 = 2,39 = 2 მაჟორიტარი იქნება ასარჩევი. „დადგენილი სიდიდე“ ტოლია - 112 092 : 2 = 56 046, საძიებელი ცდომილება 9 063 ამომრჩევლის ხმა იქნება, რაც - 19,29%-ს შეადგენს.

4. იმერეთის მხარისათვის - 548 240 : 46 983 = 11,67 = 12 მაჟორიტარი იქნება ასარჩევი. „დადგენილი სიდიდე“ ტოლია - 548 240 : 12 = 45 687, საძიებელი ცდომილება 1 296 ამომრჩევლის ხმა იქნება, რაც - 2,76%-ს შეადგენს.

5. კახეთის მხარისათვის - 307 800 : 46 983 = 6,55 = 7 მაჟორიტარი იქნება ასარჩევი. „დადგენილი სიდიდე“ ტოლია - 307 800 : 7 = 43 971, საძიებელი ცდომილება 3 012 ამომრჩევლის ხმა იქნება, რაც - 6,41%-ს შეადგენს.

6. მცხეთა-მთიანეთის მხარისათვის - 86 391 : 46 983 = 1,84 = 2 მაჟორიტარი იქნება ასარჩევი. „დადგენილი სიდიდე“ ტოლია - 86 391 : 2 = 43 196, საძიებელი ცდომილება 3 787 ამომრჩევლის ხმა იქნება, რაც - 8,06%-ს შეადგენს.

7. რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარისათვის - 35 542 : 46 983 = 0,76 = 1 მაჟორიტარი იქნება ასარჩევი. „დადგენილი სიდიდე“ ტოლია - 35 542, საძიებელი ცდომილება 11 441 ამომრჩევლის ხმა იქნება, რაც - 24,35%-ს შეადგენს.

8. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარისათვის - 346 335 : 46 983 = 7,37 = 7 მაჟორიტარი იქნება ასარჩევი. „დადგენილი სიდიდე“ ტოლია - 346 335 : 7 = 49 476, საძიებელი ცდომილება 2 493 ამომრჩევლის ხმა იქნება, რაც - 5,31%-ს შეადგენს.

9. სამცხე-ჯავახეთის მხარისათვის - 145 260 : 46 983 = 3,09 = 3 მაჟორიტარი იქნება ასარჩევი. „დადგენილი სიდიდე“ ტოლია - 145 260 : 3 = 48 420, საძიებელი ცდომილება 1 437 ამომრჩევლის ხმა იქნება, რაც - 3,06%-ს შეადგენს.

10. ქვემო ქართლის მხარისათვის - 391 902 : 46 983 = 8,34 = 8 მაჟორიტარი იქნება ასარჩევი. „დადგენილი სიდიდე“ ტოლია - 391 902 : 8 = 48 988, საძიებელი ცდომილება 2 005 ამომრჩევლის ხმა იქნება, რაც - 4,27%-ს შეადგენს.

11. შიდა ქართლის მხარისათვის - 235 930 : 46 983 = 5,02 = 5 მაჟორიტარი იქნება ასარჩევი. „დადგენილი სიდიდე“ ტოლია - 235 930 : 5 = 47 186, საძიებელი ცდომილება 203 ამომრჩევლის ხმა იქნება, რაც - 0,43%-ს შეადგენს.

 

ზემოთმოყვანილ მონაცემებს თუ შევაჯერებთ, მიღებული ცდომილების პროცენტული მაჩვენებლის კლებადობის მიხედვით აგებული ჩამონათვალი ასეთი სახისაა:

რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში მცხოვრები 35 542 ამომრჩეველი აირჩევს, საქართველოს პარლამენტის 1 მაჟორიტარ დეპუტატს, მიღებული ცდომილება - 24,35%-ს შეადგენს;

გურიის მხარეში მცხოვრები 112 092 ამომრჩეველი აირჩევს, საქართველოს პარლამენტის 2 მაჟორიტარ დეპუტატს, მიღებული ცდომილება - 19,29%-ს შეადგენს.

მცხეთა-მთიანეთის მხარეში მცხოვრები 86 391 ამომრჩეველი აირჩევს, საქართველოს პარლამენტის 2 მაჟორიტარ დეპუტატს, მიღებული ცდომილება - 8,06%-ს შეადგენს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში მცხოვრები 301 589 ამომრჩეველი აირჩევს, საქართველოს პარლამენტის 6 მაჟორიტარ დეპუტატს, მიღებული ცდომილება - 6,99%-ს შეადგენს.

კახეთის მხარეში მცხოვრები 307 800 ამომრჩეველი აირჩევს, საქართველოს პარლამენტის 7 მაჟორიტარ დეპუტატს, მიღებული ცდომილება - 6,41%-ს შეადგენს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მცხოვრები 346 335 ამომრჩეველი აირჩევს, საქართველოს პარლამენტის 7 მაჟორიტარ დეპუტატს, მიღებული ცდომილება - 5,31%-ს შეადგენს.

ქვემო ქართლის მხარეში მცხოვრები 391 902 ამომრჩეველი აირჩევს, საქართველოს პარლამენტის 8 მაჟორიტარ დეპუტატს, მიღებული ცდომილება - 4,27%-ს შეადგენს.

სამცხე-ჯავახეთის მხარეში მცხოვრები 145 260 ამომრჩეველი აირჩევს, საქართველოს პარლამენტის 3 მაჟორიტარ დეპუტატს, მიღებული ცდომილება - 3,06%-ს შეადგენს.

იმერეთის მხარეში მცხოვრები 548 240 ამომრჩეველი აირჩევს, საქართველოს პარლამენტის 12 მაჟორიტარ დეპუტატს, მიღებული ცდომილება - 2,76%-ს შეადგენს.

თბილისში მცხოვრები 918 667 ამომრჩეველი აირჩევს, საქართველოს პარლამენტის 20 მაჟორიტარ დეპუტატს, მიღებული ცდომილება - 2,23%-ს შეადგენს.

შიდა ქართლის მხარეში მცხოვრები 235 930 ამომრჩეველი აირჩევს, საქართველოს პარლამენტის 5 მაჟორიტარ დეპუტატს, მიღებული ცდომილება - 0,43%-ს შეადგენს.

 

როგორც ვხედავთ, შემოთავაზებული პრინციპის გათვალისწინებით, თერთმეტი რეგიონიდან, ცდომილების, შედარებით დიდი პროცენტული მაჩვენებელი, მხოლოდ ორ მათგანში, კერძოდ - რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთისა [24,35%] და გურიის მხარეში [19,29%] ფიქსირდება.

მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ცდომილების საშუალო პროცენტული მაჩვენებელი იქნება: 24,35% + 19,29% + 8,06% + 6,99% + 6,41% + 5,31% + 4,27% + 3,06% + 2,76% + 2,23% + 0,43 = 83,16% : 11 = 7,56%.

 

თავი 4.

ერთმანდატიანი და მრავალმანდატიანი

მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები

როგორც აღინიშნა, საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის, ჩვენის აზრით, ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს წარმოადგენს, რომ საქართველოს პარლამენტის 73 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა მოხდეს, თბილისის მუნიციპალიტეტსა და დღეი-სათვის არსებულ ე.წ. სამხარეო ერთეულებში. ამისათვის საჭირო იქნება, რომ დგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში შეიქმნას - ერთმანდატიან ან/და მრავალმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები. კერძოდ:

- რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, დგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქნება: ერთი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი;

- ყველა სხვა შემთხვევაში დგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქნება მრავალმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. მათ შორის:

თბილისის მუნიციპალიტეტში, დგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქნება - ერთი 20 მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი;

იმერეთის მხარეში, დგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქნება - ერთი 12 მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი;

სამეგრელო ზემო სვანეთის მხარეში, დგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქნება - ერთი 12 მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი;

ქვემო ქართლის მხარეში, დგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქნება - ერთი 8 მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი;

კახეთის მხარეში, დგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქნება - ერთი 7 მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი;

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, დგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქნება - ერთი 6 მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი;

შიდა ქართლის მხარეში, დგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქნება - ერთი 5 მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი;

სამცხე-ჯავახეთის მხარეში, დგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქნება - ერთი 3 მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი;

გურიის მხარეში, დგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქნება - ერთი 2 მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი;

მცხეთა მთიანეთის მხარეში, დგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქნება - ერთი 2 მანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი; [იხ.მუხლი 1101].

 

თავი 5. ზოგადად - შემოთავაზებულ ცვლილებათა თაობაზე

წინამდებარე საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, ზემოთქმულიდან გამომდინარე საჭირო ხდება „საარჩევნო კოდექსის“ ტერმინთა განმარტებაში [თავი 2] აისახოს - ერთმანდატიანი და მრავალმანდატიანი ოლქების ცნება.

ამასთანავე, ამავე თავში, დამატებით ჩნდება - „მთავარი მაჟორიტარული ოლქის“ ცნება, რომლის ქვეშაც მოიზრება ამა თუ იმ მხარეში არსებული ის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, რომელიც სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიაზე ადმინისტრაციის განთავსების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ცენტრში მდებარეობს. იგი იქნება - ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი საარჩევნო კომისიის ფუნქციების შემსრულებელი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

ქ. თბილისის შემთხვევაში ასეთ ფუნქციას - ცესკო შეასრულებს [იხ.„მუხლი 1102-ის მე-5 პუნქტი];

შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას - მაჟორიტარული სიის, აგრეთვე საარჩევნო სუბიექტების საოლქო წარმომადგენლების რეგისტრაცია ცესკოს მიერ უნდა განხორციელდეს [იხ.მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე)“ ქვეპუნქტი; და მე-4 პუნქტის „ბ)“ ქვეპუნქტი];

 

მაჟორიტარული სისტემით საქართველოს პარლამენტის წევრის არჩევებისას - საარჩევნო ბიულეტენში მითითებული იქნება, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სიის წარმდგენი, როგორც - არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის რიგითი ნომერი და სახელწოდება; აგრეთვე - ‘ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი“ და მისი რიგითი ნომერი.

თითოეული საარჩევნო სუბიექტის გასწვრივ მიეთითება მის მიერ ამ კანონის 116-ე მუხლის მე-2 პუნქტით შესაბამისად დასახელებული მაჟორიტარობის მხოლოდ იმ რაოდენობის კანდიდატთა გვარი და სახელი, რამდენი მაჟორიტარი დეპუტატის არჩევაც ამ კანონის 1101- მუხლით არის გათვალისწინებული [იხ.63-ე მუხლის მე-12 პუნქტის „დ)“ ქვეპუნქტი];

 

შემოთავაზებული ცვლილებით ახლებურად რეგულირდება მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებული საარჩევნო სუბიექტის მიერ გადასალახი ბარიერი. კერძოდ, საჭიროა არჩევნებში მონაწილეთა არანაკლებ ერთ მესამედზე მეტის ხმების მოგროვება [იხ. მუხლი 125,3]. ასეთ შემთხვევაში, მაქსიმუმ სამ საარჩევნო სუბიექტს ეძლევა მანდატის მოპოვების შესაძლებლობა.

ამასთანავე, არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა;

 

სიახლე შეეხება - მანდატების განაწილების მექანიზმსაც [იხ. მუხლი 125,31]. კერძოდ, როგორც წესი - თუ საარჩევნო სუბიექტებმა ხმათა ერთნაირი რაოდენობა მიიღეს, სადეპუტატო მანდატების განაწილდება მოხდება საარჩევნო სუბიექტების მიერ ცესკოში გავლილი რეგისტრაციის რიგითობის გათვალისწინებით; ხოლო

დაწესებული ბარიერის მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ გადალახვის შემთხვევაში, ყველა მანდატი ამ საარჩევნო სუბექტს მიეკუთვნება. ამასთანავე:

ა) ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება იმ საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილ მაჟორიტარულ სიაში მყოფი საქართველოს პარლამენტის წევრობის ის კანდიდატი, რომელმა სიამაც არჩევნებში მონაწილეთა ყველაზე მეტი, მაგრამ არანაკლებ ერთ მესამედზე მეტი ხმები მიიღო.

 

ბ) ორმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე იმ ორი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილ მაჟორიტარულ სიაში მყოფი საქართველოს პარლამენტის წევრობის ის კანდიდატი, რომელმა სიამაც არჩევნებში მონაწილეთა არანაკლებ ერთ მესამედზე მეტის ხმები მიიღო;

 

გ) სამ და სამზე მეტ მანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე იმ საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილ მაჟორიტარულ სიაში მყოფი საქართველოს პარლამენტის წევრობის ის კანდიდატი/კანდიდატები, რომელმა სიამაც არჩევნებში მონაწილეთა არანაკლებ ერთ მესამედზე მეტის ხმები მიიღო.

ასეთ მრავალმანდატიან ოლქებში, მანდატები შემდეგნაირად ნაწილდება:

თავდაპირველად თითო მანდატს მიიღებს დაწესებული ბარიერის გადამლახავი ყველა საარჩევნო სუბიექტი.

დარჩენილი მანდატები, თანამიმდევრული რიგითობის დაცვით ნაწილდება ბარიერგადალახულ საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტებზე. კერძოდ - თავიდან დაიწყება მათთვის თითო მანდატის გადაცემა, და ასე გაგრძელდება, ამ კანონის 1101 მუხლით გათვალისწინებული მანდატების ოდენობის ამოწურვამდე.

არჩევნების მეორე ტურის გამართვის შემთხვევაში, სადეპუტატო მანდატები იმავე პრინციპით ნაწილდება. თუ საარჩევნო სუბიექტებმა ხმათა ერთნაირი რაოდენობა მიიღეს, მანდატების განაწილების თანამიმდევრული რიგითობა დგინდება არჩევნების პირველ ტურში მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით. თუ ხმათა ეს რაოდენობებიც ტოლი აღმოჩნდა, მანდატების განაწილების თანამიმდევრული რიგითობა დგინდება, ამ საარჩევნო სუბიექტების მიერ ცესკოში გავლილი რეგისტრაციის რიგითობის გათვალისწინებით [იხ. მუხლი 126].

აღნიშნულის გარდა, საკანონმდებლო წინადადებით, ცვლილებები უნდა განხორციელდეს „საარჩევნო კოდექსის“: 116-ე, 117-ე, 118-ე, 119-ე, 120-ე, 129-ე და 130-მუხლებში. მთლიანობაში, გათვალისწინებულია 22 ცვლილების განხორციელება.

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „საქართველოს კანონი - საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსიცვლილების შეტანის შესახებ“ ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სპიკერი;

- ვალერი მჭედელაძე, „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე;

- ავთანდილ იოსელიანი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარის მოადგილე, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე;

- სერგი საჯაია, „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“; თავმჯდომარე;

- ჯემალ ჯიქია, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი;

- თინათინ ბაიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს თანათავ-მჯდომარე

- ნანა არუდაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდო-მარე;

- ლია ზაქარეიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია ეზოთერულ-ასტროსო-ფიული ცნობიერების ცენტრი „ათინათი“-ს თავმჯდომარე;

- ევგენი ღვინიაშვილი, საერთაშორისო საზოგადოება „მშვიდობის მედროშე“-ს პრეზიდენტი;

- დავით ამაშუკელი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლევაი საკვირველი“-ს მეთაური.

 

კანონპროექტის ინიციატორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „საქართველოს კანონი - საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსიცვლილების შეტანის შესახებ“, ინიციატორია - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სახელით, საინიციატივო ჯგუფი:

ამაშუკელი დავითი, არუდაშვილი ნანა, ბაიაშვილი თინათინი, ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გოგლიძე ანგი [კაკო], დარსაძე ომარი, ერქვანიძე ნანული, ვართანიანცი ხაჩატური, ვეშაგური ლიდა,

თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, ზაქარეიშვილი ლია, თაქთაქიშვილი ალექსანდრე, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი], კობახიძე ლეილა, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა,

მუშკუდიანი მალხაზი, მჭედელაძე ვალერი [მომხსენებელი], ოდიშვილი მანანა, ომანაძე დიმიტრი, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი, სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია,

ღვინიაშვილი ევგენი, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ცაგარეიშვილი ელეონორა, ცაგარეიშვილი მედეა, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ხრიკული ეკატერინე, ჯიქია დიანა, ჯიქია ჯემალი [მომხსენებელი].    

 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.

ჩაბ. №2677, 15.02. 2016 წ.