Print

№29 საკანონმდებლო წინადადება [თავისუფლების ქარტია]

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი

 საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“

ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22.06.2011, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.016342) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. კანონის მიზანი

 ამ კანონის მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ტერორიზმისა და ქვეყნის უშიშროების საფუძვლების ხელყოფის აღკვეთა, თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობის ნორმების ეფექტიანი ამოქმედება და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცება, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივებისდა რევანშისტულად განწყობილი დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენელთა წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა.“;

 

2. მეორე მუხლს: „ტერმინთა განმარტება,“ დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე - „ვ1“ ქვეპუნქტი:

1) დანაშაულებრივი  რეჟიმი      - 2004 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებიდან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების დამტკიცებამდე საქართველოში მომქმედი დანაშაულის ხასიათისა და  დანაშაულის შემცველი სახელმწიფო მმართველობითი რეჟიმი.“;

3. მე-7 მუხლის - პირველი, მე-3, მე-4, მე-5 და მე-7 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXVIII თავით გათვალისწინებულ დანაშაულთა პრევენციის მიზნით, ქვეყნის უსაფრთხოების და დემოკრატიული განვითარების უზრუნველსაყოფად, ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების, ამ კანონით დადგენილი თანამდებობის პირების რეგისტრაციის, ნებაყოფლობითი აღიარებისა და რეესტრის წარმოების, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიებისა და  დამნაშავე რეჟიმის რევანშისტულად განწყობილ წარმომადგენელთა პროპაგანდის აკრძალვის მიზნით და ამ კანონით განსაზღვრული სხვა მიზნებისათვის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იქმნება კომისია. კომისიაში თითო წევრის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს პარლამენტის ფრაქციებს. კომისიის შემადგენლობა (გარდა საქართველოს პარლამენტის ფრაქციების მიერ წარდგენილი წევრებისა) და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.“;

„3. კომისია დადგენილი წესით აგროვებს მონაცემებს და აწარმოებს როგორც დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენელთა, ასევე იმ პირთა რეესტრს, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან ან რომელთა შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული მონაცემები ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან მათ ფარულ კავშირზე მიუთითებს. კომისია ასევე აგროვებს ინფორმაციას ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კომუნისტური ტოტალიტარული ან/და ფაშისტური სიმბოლიკის, აგრეთვე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაზე გამოყენების თაობაზე, ასევე საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების შესახებ, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების, აგრეთვე მასობრივი თავშეყრის სხვა ადგილების თაობაზე, რომლებიც შეიცავს კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების და პროპაგანდის ელემენტებს თუ ამ იდეოლოგიების ლიდერთა სახელებს.

4. კომისია იღებს გადაწყვეტილებას რეესტრში როგორც დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენელთა, ასევე იმ პირთა შესახებ მონაცემების შეტანის თაობაზე, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ან ფარული კავშირი ჰქონდათ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან

5. კომისია უზრუნველყოფს როგორც დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენელთა, ასევე იმ პირთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საიდუმლოებას, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენან ფარული კავშირი ჰქონდათ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთანგარდა  კანონით  დადგენილი  გამონაკლისებისა.“;

„7. კომისია საჯაროდ აცხადებს მხოლოდ იმ პირთა ვინაობას და მათ შესახებ მონაცემებს, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ან ფარული კავშირი ჰქონდათ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან, აგრეთვე წარმოადგენდნენ დანაშაულებრივ რეჟიმს და უკავიათ ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული თანამდებობა და ნებაყოფლობით, კანონით დადგენილ ვადაში არ განაცხადებენ უარს ამ თანამდებობაზე.“;

 

4. მერვე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე - „ა1“ ქვეპუნქტი:

1) საქართველოს პარლამენტის დეპუტატს; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს; ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების ანაზღაურებად თანამდებობაზე მომუშავე დეპუტატს; ადგილობრივი თვითმმართველობის  აღმასრულებელი ორგანოების თანამშრომლებს: მერს, მერის მოადგილეებს, გამგებელს, გამგებლის მოადგილეებს;“;

 

5. მეცხრე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე - „11“ ქვეპუნქტი:

„11. ამ კანონის მე-8  მუხლით  განსაზღვრულ  თანამდებობებზე, ამ კანონის ძალაში შესვლიდან ყველა სახის არჩევნების ორი ციკლის განმავლობაში, არ შეიძლება  დანიშნულ ან არჩეულ  იქნენ  დანაშაულებრივი რეჟიმის დამამყარებელი პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ის პირებირომლებსაც, საქართველოში დანაშაულებრივი რეჟიმის მოქმედების დროის განმავლობაში, ამ პარტიის წევრის სტატუსით ეკავათ ამ კანონის მე-8  მუხლით  განსაზღვრული არჩევითი ან დანიშნული ანაზღაურებადი თანამდებობა.“;  

 

6. დაემატოს - „მუხლი 101.“ , რომელიც ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 101. ყოფილი დანაშაულებრივი რეჟიმის თანამშრომლები

ყოფილი დანაშაულებრივი რეჟიმის  თანამშრომლებს  მიეკუთვნებიან: 2004 – 2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის დამამყარებელი პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ხელმძღვანელობის ყველა ის პირი რომელსაც 2004 - 2012 წლებში ამ პარტიათა წევრის სტატუსით ეკავა ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული არჩევითი ან დანიშნული ანაზღაურებადი თანამდებობა.“;

 

7.  მე-11 მუხლის მე-2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია მიმართოს კომისიას და შეამოწმოს იმ პირის შესახებ მონაცემები, რომელიც საქართველოს ორგანული კანონითსაქართველოს საარჩევნო კოდექსითდადგენილი წესით მიმართავს მას კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნით. თუ კომისია დაადგენს, რომ კანდიდატი არის დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენელი თანამდებობის მქონე პირი, ან პირი, რომელიც თანამშრომლობდა ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან და არის ამ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული სპეციალური სამსახურის საიდუმლო თანამშრომელი, კომისია საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამ პირის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ და მხოლოდ კანდიდატის მიერ კანდიდატურის არმოხსნის შემთხვევაში აქვეყნებს კანდიდატის შესახებ არსებულ საიდუმლო მონაცემებს.“.

 

8. მეთორმეტე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე - მე-5 ქვეპუნქტი:

„5. არ დაიშვას მოქალაქეთა დევნა ან დისკრიმინაცია მათი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის დამამყარებელი პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი - არა ანაზღაურებადი წევრობის გამო.“.

 

  მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  

 

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ ავტორი:

 

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სპიკერი;

- ვალერი მჭედელაძე, „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე;

- ავთანდილ იოსელიანი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარის მოადგილე, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე;

- სერგი საჯაია, „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“; თავმჯდომარე;

- ჯემალ ჯიქია, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი;

- თინათინ ბაიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს თანათავ-მჯდომარე

- ნანა არუდაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდო-მარე;

- ლია ზაქარეიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია  ეზოთერულ-ასტროსო-ფიული ცნობიერების ცენტრი „ათინათი“-ს თავმჯდომარე;

- ევგენი ღვინიაშვილი, საერთაშორისო საზოგადოება „მშვიდობის მედროშე“-ს პრეზიდენტი;

- დავით ამაშუკელი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლევაი საკვირველი“-ს მეთაური.

 

 

კანონპროექტის ინიციატორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ, ინიციატორია - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სახელით, საინიციატივო ჯგუფი:

 

ამაშუკელი დავითი, არუდაშვილი ნანა, ბაიაშვილი თინათინი,  ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გოგლიძე ანგი [კაკო], დარსაძე ომარი, ერქვანიძე ნანული, ვართანიანცი ხაჩატური, ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, ზაქარეიშვილი ლია, თაქთაქიშვილი ალექსანდრე, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი], კობახიძე ლეილა, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, მუშკუდიანი მალხაზი,  მჭედელაძე ვალერი [მომხსენებელი], ოდიშვილი მანანა, ომანაძე დიმიტრი, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი, სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, ღვინიაშვილი ევგენი, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ცაგარეიშვილი ელეონორა, ცაგარეიშვილი მედეა, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ხრიკული ეკატერინე, ჯიქია დიანა, ჯიქია ჯემალი [მომხსენებელი].      

 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.

 

ჩაბ. №3712,

1 მარტი, 2016 წ.