Print

№30 საკანონმდებლო წინადადება - განმარტებითი ბარათი ["რეფერენდუმის" კანონის შესახებ]

დანართი

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი:

„რეფერენდუმის შესახებ“

საქართველოს ორგანულ კანონში

ცვლილების შეტანის შესახებ“

  განმარტებითი ბარათი

 

1995 წლის 24 აგვისტოს რედაქციის „საქართველოს კონსტიტუციაში“, 102-ე მუხლის მე-3 პუნქტი ასეთი სახით იყო წარმოდგენილი:

3. კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედი“.

აღნიშნულ ჩანაწერში საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად საჭირო კონკრეტული ვადის მიუთითებლობა, შესაძლებელს ხდიდა საყოველთაო სახალხო რეფერენდუმის შედეგები, „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გაწერილ ვადაში ასახულიყო, როგორც საქართველოს კონსტიტუციაში, ასევე სხვა სამართლებრივ აქტებში; რამეთუ:

1996 წ. 15 მაისიდან ქვეყანაში მომქმედი „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის თანახმად:

„2. რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოქვეყნების დღიდან, აქვს იურიდიული ძალა და საბოლოოა. რეფერენდუმის შედეგებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა.

3. საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია რეფერენდუმის შედეგებიდან გამომდინარე ერთ თვეში შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობა და სხვა აქტები“.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2003 წ. 2 სექტემბერს მიღებული ბრძანებულების [№428] თანახმად - სარეფერენდუმოდ გამოტანილი იქნა საკითხი თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს არა უმეტეს 150 დეპუტატით“.

აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებათა თაობაზე, რეფერენდუმი გზით მიღებული დადებითი გადაწყვეტილება, არსებული კანონის მოთხოვნის შესაბამისად იქნა სისრულეში მოყვანილი.

 

1995 წლის 24 აგვისტოს რედაქციის „საქართველოს კონსტიტუციაში“ - 2011 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის მე-3 პუნქტი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

„3. კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი. (ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)“.

ამდენად, საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად დადგინდა - კონკრეტული ვადის [„სულ ცოტა სამი თვის ინტერვალი“] დაცვის ვალდებულება.

 

„საქართველოს კონსტიტუციაში“ აღნიშნული ცვლილების შეტანის გამო, „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი დღეს მოქმედი ნორმა:

- „საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია რეფერენდუმის შედეგებიდან გამომდინარე ერთ თვეში შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობა და სხვა აქტები“,

წინააღმდეგობაში მოდის საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საჭირო ახალი ვადების დაცვის ხსენებულ ვალდებულებასთან. რამეთუ:

„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული მოთხოვნის - „ერთ თვეში შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობა და სხვა აქტები"-ს აღსრულება, ანუ ასეთი სახის ცვლილება, კონსტიტუციასთან მიმართებაში, მითითებულ დროში ვერ მოესწრება, და იგი, მხოლოდ, სხვა არსებულ კანონმდებლობას შეიძლება შეეხოს, ვინაიდან ასეთ ვადაში [ერთი თვე] მხოლოდ მათში შეიძლება ცვლილებათა განხორციელება...

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საჭიროა „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტით გაწერილი მოთხოვნა თანხვედრაში მოვიდეს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

ამისათვის, აღნიშნულ ჩანაწერში არსებული ფრაზა - „ერთ თვეში“, უნდა შეიცვალოს ფრაზით - „კანონმდებლობით დადგენილ ვადებში“.

საბოლოოდ, „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტი ასეთ სახეს მიიღებს:

„3. საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია რეფერენდუმის შედეგებიდან გამომდინარე კანონმდებლობით დადგენილ ვადებში შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობა და სხვა აქტები.“;    

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „საქართველოს კანონი - „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ლასკარის თავმჯდომარე; საარჩევნო გაერთიანების: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ თავმჯდომარე

- ავთანდილ იოსელიანი, საარჩევნო გაერთიანების: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე;

- ვალერი მჭედელაძე, „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე;

- სერგი საჯაია, „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“; თავმჯდომარე;

- თინათინ ბაიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს თანათავ-მჯდომარე

- ნანა არუდაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდო-მარე;

- ლია ზაქარეიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია  ეზოთერულ-ასტროსო-ფიული ცნობიერების ცენტრი „ათინათი“-ს თავმჯდომარე;

- ევგენი ღვინიაშვილი, საერთაშორისო საზოგადოება „მშვიდობის მედროშე“-ს პრეზიდენტი;

- მზია ნარიმანიძე, საქართველოს მეანაბრეთა ასოციაციის პრეზიდენტი;

- სოლომონ ბაიაშვილი, „ბაიაშვილების საგვარეულოს“ წინამძღოლი.

 

კანონპროექტის ინიციატორი 

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „საქართველოს კანონი - „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, ინიციატორია - საარჩევნო გაერთიანება: „ზვიადის გზა - უფლის სახელი“, საინიციატივო ჯგუფი:

 არუდაშვილი ნანა, ბაიაშვილი თინათინი,  ბაიაშვილი სოლომონი, ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გაგუა თინათინი, გოგლიძე ანგი [კაკო], ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა,

თანიაშვილი მარგალიტა, ზაქარეიშვილი ლია, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი], კობახიძე ლეილა, ლიპარტელიანი როინი, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, მჭედელაძე ვალერი,

ნათელაძე ბეჟანი, ნარიმანიძე მზია, ოდიშვილი მანანა, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი, სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ფავლენიშვილი ნატო, ქამხაძე ლია,

ღვინიაშვილი ევგენი, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ხრიკული ეკატერინე, ჯიქია დიანა, ჯულაყიძე კობა.

 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.