Print

N 31. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“ [პლაკატების თაობაზე] [2016 წლის 18 ივლისი]

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ დავით უსუფაშვილს!

საარჩევნო გაერთიანების:

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო დავით!

ვითვალისწინებთ რა - 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და თანაბრადკონკურენტიან საარჩევნო გარემოში ჩატარებისათვის საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავების აუცილებლობას, და

ვეყრდნობით რა - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებებს, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: „საქართველოს კანონი - საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

 

დანართი:

1. კანონპროექტი: „საქართველოს კანონი - საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ - 3 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ - 5 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით:

 

საარჩევნო გაერთიანების:

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარე,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

თბილისი, 2016 წლის 18 ივლისი

ტელ.: 5 (91) 63-63-36

ელ. ფოსტა -  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

ჩაბ. № 12692

18. 07. 2016 წ.

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს ორგანულ კანონში

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“

ცვლილების შეტანის შესახებ“

ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1.

საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020. 04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. 46- მუხლის მე-4 და მე-71 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, ამ მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით განსაზღვრონ იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც სააგიტაციო მასალის განთავსება აკრძალულია, და განსაზღვრონ ადგილები ან/და დადგან სტენდები სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად. სტენდი იმ ზომის უნდა იყოს, რომ სააგიტაციო მასალის გამოფენისას ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბარი პირობებით იყოს უზრუნველყოფილი. სააგიტაციო მასალისათვის გათვალისწინებულ სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას 1 ცალი საარჩევნო პლაკატი ზომით არა უმეტეს: სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი)“;

71. დაუშვებელია და ამ კანონით დადგენილი წესით ისჯება სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, ამ მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევით დაფარვა ან დაზიანება, თუ ის აკრძალულ ადგილას არ არის განთავსებული“;

 

2. მე-80 მუხლს დაემატოს, შემდეგი რედაქციის მქონე - „21“ პუნქტი:

„21. ამ კანონის 46-ე მუხლის მე-71 პუნქტის მოთხოვნათა დამრღვევმა საარჩევნო სუბიექტებმა, მათ მიმართ წარმოშობილი ვალდებულების დადგენის შემდეგ, ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტით განსაზღვრული საჯარიმო თანხის ერთი ნახევარი უნდა ჩარიცხონ სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო მეორე ნახევარი დაზარალებული საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო ფონდში“.

 

მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი:

„საქართველოს ორგანულ კანონში

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“

ცვლილების შეტანის შესახებ“

განმარტებითი ბარათი

 

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს თანახმად:

- „4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, ამ მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით განსაზღვრონ იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც სააგიტაციო მასალის განთავსება აკრძალულია, და განსაზღვრონ ადგილები ან/და დადგან სტენდები სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად. სტენდი იმ ზომის უნდა იყოს, რომ სააგიტაციო მასალის გამოფენისას ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბარი პირობებით იყოს უზრუნველყოფილი.

71. დაუშვებელია და ამ კანონით დადგენილი წესით ისჯება სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ის აკრძალულ ადგილას არ არის განთავსებული“ [მუხლი 46,4; 71].

 

როგორც მოგეხსენებათ, საარჩევნო სუბიექტების მიერ დამზადებული სააგიტაციო პლაკატების თვალსაჩინო ადგილებში გაკვრის სურვილი, ხშირად ხდება, ამ კუთხით, - უსამართლო და არათანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნის მიზეზი.

უმეტესწილად ადგილი აქვს უბრალო - „დასწრების“ შემთხვევებს. საარჩევნო სუბიექტების მიერ ხდება, მათთვის ხელმისაწვდომი ადგილების მაქსიმალურად ათვისება, რის შემდეგაც სხვა საარჩევნო სუბიექტებისათვის კანონის დარღვევის გარეშე სააგიტაციო პლაკატების გაკვრა, ფაქტობრივად შეუძლებელია.

 

ყოველივე ზემოთქმული ხდება კიდეც სხვადასხვა სააგიტაციო პლაკატის - ჩამოხევის, დაზიანებისა თუ მასზე სხვა პლაკატის გადაკვრის მიზეზი.

ამ პრობლემის მოგვარების ერთგვარი მექანიზმი მოცემულია, მაგ. - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში [№16-38, 2014 წლის 5 დეკემბერი] „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“, რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

„3. საარჩევნო პლაკატების გასაკრავად განთავსდეს სპეციალური სტენდები დანართი 3­ით განსაზღვრულ ადგილებზე. სპეციალური სტენდების გარდა პლაკატების გაკვრა დასაშვებია სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე.

4. წინამდებარე დადგენილების მე­3 პუნქტით გათვალისწინებულ სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას 1 ცალი საარჩევნო პლაკატი ზომით არა უმეტეს სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი)...“.

 

აქამდე ჩატარებული არჩევნების პრაქტიკამ აჩვენა, რომ ზედამხედველობის საქალაქო/რაიონული სამსახური, ხელმძღვანელობს რა უფრო მაღალი რანგის საკანონმდებლო ჩანაწერით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს მე-80 მუხლით გაწერილი რეგულაციებს იყენებს მხოლოდ ამავე კანონის მუხლის 46,71 მოთხოვნათა დარღვევის დაფიქსირების დროს.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის გარანტირებული თანაბარი პირობების უზრუნველყოფისათვის, კერძოდ საარჩევნო პლაკატებისათვის განკუთვნილი სტენდების მთელი ფართის მხოლოდ რომელიმე ერთი, ან რამოდენიმე საარჩევნო სუბიექტის მხრიდან ათვისების ფაქტის გამორიცხვის მიზნით, საჭიროდ მიგვაჩნია ცვლილება შევიდეს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 46-ე მუხლში, კერძოდ:

ამ მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს ჩანაწერი - „სააგიტაციო მასალისათვის გათვალისწინებულ სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას 1 ცალი საარჩევნო პლაკატი ზომით არა უმეტეს: სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი)“; ხოლო

ამავე მუხლის 71.პუნქტში ჩაემატოს ჩანაწერი - „ამ მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევით“.

შესაბამისად, 46- მუხლის მე-4 და მე-71 პუნქტები უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, ამ მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით განსაზღვრონ იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც სააგიტაციო მასალის განთავსება აკრძალულია, და განსაზღვრონ ადგილები ან/და დადგან სტენდები სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად. სტენდი იმ ზომის უნდა იყოს, რომ სააგიტაციო მასალის გამოფენისას ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბარი პირობებით იყოს უზრუნველყოფილი. სააგიტაციო მასალისათვის გათვალისწინებულ სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას 1 ცალი საარჩევნო პლაკატი ზომით არა უმეტეს: სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი)“;

„71. დაუშვებელია და ამ კანონით დადგენილი წესით ისჯება სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, ამ მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევით დაფარვა ან დაზიანება, თუ ის აკრძალულ ადგილას არ არის განთავსებული“.

 

უკვე გაკრული საარჩევნო პლაკატის ჩამოხსნის, დაზიანებისა თუ ჩამოხევის განმხორციელებელი პირის გამოვლენა საკმაო სიძნელეს წარმოადგენს.

ამისაგან განსხვავებით, ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ თავისი საარჩევნო პლაკატის, მეორე საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო პლაკატზე გადაკვრის [დაგარვის] ფაქტის დაფიქსირების დროს, ადვილად დგინდება კანონის დამრღვევი საარჩევნო სუბიექტი.

როგორც მოგეხსენებათ საარჩევნო სუბიექტების მიერ არჩევნებისათვის განკუთვნილი სააგიტაციო მასალის, კერძოდ საარჩევნო პლაკატების დაბეჭვდა და, კანონით განსაზღვრულ, სხვადასხვა ადგილებში გაკვრა - გარკვეულ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

საარჩევნო სუბიექტებს, მათი საარჩევნო პლაკატების დაფარვით [მათზე გადაკვრით] საკამოდ მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი ადგებათ.

შესაბამისად, სამართლიანი იქნება, თუკი საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მე-71 პუნქტის დამრღვევი საარჩევნო სუბიექტების მიმართ, ამავე კანონის მე-80 მუხლით გათვალისწინებული სანქციების გამოყენების დროს, საჯარიმო ფულადი გადასახადი, სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვის პარალელურად, მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების მიზნით, წილობრივად გადაირიცხება იმ საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო ფონდში, რომლის საარჩევნო პლაკატების გადაფარვაც მოხდა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლს დაემატოს, შემდეგი რედაქციის მქონე - „21“ პუნქტი:

„21. ამ კანონის 46-ე მუხლის მე-71 პუნქტის მოთხოვნათა დამრღვევმა საარჩევნო სუბიექტებმა, მათ მიმართ წარმოშობილი ვალდებულების დადგენის შემდეგ, ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტით განსაზღვრული საჯარიმო თანხის ერთი ნახევარი უნდა ჩარიცხონ სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო მეორე ნახევარი დაზარალებული საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო ფონდში“.

 

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „საქართველოს კანონი - „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; საარჩევნო გაერთიანების: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ თავმჯდომარე

- ავთანდილ იოსელიანი, საარჩევნო გაერთიანების: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე;

- ვალერი მჭედელაძე, „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე;

- სერგი საჯაია, „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“; თავმჯდომარე;

- თინათინ ბაიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს თანათავ-მჯდომარე

- ნანა არუდაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდო-მარე;

- ლია ზაქარეიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია ეზოთერულ-ასტროსო-ფიული ცნობიერების ცენტრი „ათინათი“-ს თავმჯდომარე;

- ევგენი ღვინიაშვილი, საერთაშორისო საზოგადოება „მშვიდობის მედროშე“-ს პრეზიდენტი;

- მზია ნარიმანიძე, საქართველოს მეანაბრეთა ასოციაციის პრეზიდენტი;

- სოლომონ ბაიაშვილი, „ბაიაშვილების საგვარეულოს“ წინამძღოლი.

 

 

კანონპროექტის ინიციატორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „საქართველოს კანონი - „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, ინიციატორია - საარჩევნო გაერთიანება: „ზვიადის გზა - უფლის სახელი“, საინიციატივო ჯგუფი:

არუდაშვილი ნანა, ბაიაშვილი თინათინი, ბაიაშვილი სოლომონი, ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გაგუა თინათინი, გოგლიძე ანგი [კაკო], ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა,

თანიაშვილი მარგალიტა, ზაქარეიშვილი ლია, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი], კობახიძე ლეილა, ლიპარტელიანი როინი, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, მჭედელაძე ვალერი,

ნათელაძე ბეჟანი, ნარიმანიძე მზია, ოდიშვილი მანანა, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი, სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ფავლენიშვილი ნატო, ქამხაძე ლია,

ღვინიაშვილი ევგენი, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ხრიკული ეკატერინე, ჯიქია დიანა, ჯულაყიძე კობა.

 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.