Print

N 33. „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ „22 დეკემბერი - მონანიებისა და მიტევების დღე“ [2016 წლის 28 ნოემბერი]

ჩაბარების N426

28/11-2016 წ.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

 ბატონ ირაკლი კობახიძეს

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანების:

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო ირაკლი!

იმედს ვიტოვებთ, რომ 2016 წ. 8 ოქტომბრის მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობა შეძლებს გამოხატოს ქართველი ერის სულიერი გაერთიანებისათვის საჭირო პოლიტიკური ნება.

ზემოთქმულის გათვალისწინებითა და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლის შესაბამისად, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს:საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“.

 

დანართი:

1. კანონპროექტი:საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“- 4 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“12 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების:

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

თბილისი,  2016 წლის 28 ნოემბერი

ელ. ფოსტა -   This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში

საქართველოს შრომის კოდექსი

ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1.

საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს შრომის კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №75, 27.12.2010, მუხ. 461) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-20 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) 22 დეკემბერი - მონანიებისა და ურთიერთმიტევების დღე“.

 

მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადების

კანონპროექტი:საქართველოს ორგანულ კანონში

„საქართველოს შრომის კოდექსში“

ცვლილების შეტანის შესახებ“,   

განმარტებითი ბარათი

 

თავი პირველი

ბიბლიური სწავლებით -  „არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს“.

დღევანდელ საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი ან გარკვეულ შეხედულებათა მიხედვით შექმნილი გაერთიანება, რომელიც არ ეთანხმებოდეს იმ შეფასებას, თუ, ჩვენი ქვეყნის ნორმალური სახელმწიფოებრივი განვითარებისათვის, რაოდენ ზიანის მომტანი აღმოჩნდა, საქართველოში - 1991 წ. 22 დეკემბერს დაწყებული, სამხედრო-კრიმინალური ძალის მიერ მოწყობილი, სახელმწიფო გადატრიალება.

წმინდა ეფრემ ასური ამბობს: ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“. ამასთანავე, თუ:

- ერთის მხრივ ჩადენილ შეცდომებს [ცოდვას[ სათანადო გააზრება და მონანიება სჭირდება;

- მეორეს მხრივ აუცილებელია მიმტევებელნი ვიყოთ იმ ადამიანთა მიმართ ვინც გულრწფელად ცდილობს დაცემის შედეგების გამოსწორებასა და ფეხზე დადგომას. შესაბამისად:

ვითვალისწინებთ რა, რომ თავისი სულის გადარჩენაზე ორიენტირებულთა ვალია ვუერთგულოთ უფალ იესუ ქრისტეს მიერ ნასწავლ ლოცვაში გადმოცემულ ვედრებას - „...და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“; და

გვჯერა რა უფლის მოციქულის შეგონებისა - „ძმანო, თუ რომელიმე თქვენთაგანი გადაუხვევს ჭეშმარიტებას, და თუ ვინმე მოაქცევს მას, იცოდეს, რომ ცოდვილის მოქცევა მცდარი გზიდან სიკვდილისაგან იხსნის სულს, და დაჩრდილავს უთვალავ ცოდვას“ [იაკობი 5,19-20], 

მოგმართავთ წინადადებით, რათა ქართველი ერის სულიერი გაერთიანების მიზნით, ზემოთხსენებული ტრაგედიის დაწყების დღე - 22 დეკემბერი, დაწესებულ იქნეს - მონანიებისა და ურთიერთმიტევების დღედ, და, შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“-ს მე-4 თავის [სამუშაო, შესვენების და დასვენების დრო]  მეოცე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს, შემდეგი შინაარსის, „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) 22 დეკემბერი - მონანიებისა და ურთიერთმიტევების დღე“,

 

დაე, 22 დეკემბერს დაწესებული - მონანიებისა და ურთიერთმიტევების დღე, საქართველოს ყველა მაცხოვრებლისათვის, იქცეს იმ დაფიქრების დღედ, როდესაც თითოეულს მოგვეცემა შესაძლებლობა:

ერთის მხრივ - მოვინანიოთ, ქვეყნის წინაშე ჩადენილი ჩვენი წილი დანაშაული, და,

მეორეს მხრივ - მივუტევოთ ერთმანეთს ნებსითი თუ უნებლიე შეცოდებანი, რათა ღმერთმა მოგვანიჭოს შენდობით გამოწვეული მადლისმიერი სიხარული.

 

თავი მეორე

ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მოქმედი ის ერთადერთი  გაერთიანებაა, რომელიც პოლიტიკური ასპექტების პარალელურად, საქართველოს სულიერ მისიასთან დაკავშირებული იმ საკითხების კვლევითაა დაკავებული, რომელიც ბოლო ჟამის თემატიკას ეხება.

ბიბლიური მინიშნებიდან გამომდინარე, ამჟამად, ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს ბოლო ჟამის ე.წ. მხილებისეული ეტაპი. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს, არა მარტო ქვეყნის წინაშე მდგარი სხვადასხვა ხარისხის მქონე ამა თუ იმ პრობლემის გამოვლენას, არამედ მათი მოგვარების კონკრეტული მექანიზმისა თუ მოდელის შემუშავებას.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციით - საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს“ [მუხლი 48].

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე:

ვითვალისწინებთ რა მაცხოვრისეულ მინიშნებას: „რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22]; და

ვეყრდნობით რა პავლე მოციქულის შეგონებას: „... რასაც უნდა იქმოდეთ, სიტყვით თუ საქმით, იქმოდეთ მას უფლის იესუს სახელით, რათა ჰმადლობდეთ მის მიერ ღმერთსა და მამას" [კოლ. 3,17],

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მომავალი გუნდი, კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება-მოსილებისა და ბიბლიით გამოკვეთილი - მხილებისეული ეტაპის მოთხოვნებიდან გამომდინარე, წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებაში გთავაზობთ, ჩვენის აზრით, ქვეყნის წინაშე მდგარი კონკრეტული საკითხის მოგვარების ჩვენეულ მექანიზმს.

 

ამასთანავე, ვაცნობიერებთ რა, რომ, დღეის მდგომარეობით, გადაწყვეტილების მიღების მთავარი ბერკეტი თქვენი პილიტიკური გუნდის ხელშია, ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია: მოვიდეთ და გითხრათ; არჩევანი - თქვენზეა!

 

და ბოლოს, მოახლოებული განკითხვის დღის წინარე ეტაპზე, თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულებითი მისიიდან გამომდინარე, საჭიროა გვახსოვდეს, რომ:

კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები[მათე 12,35-37].

დე, ღმერთმა მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი...

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, ავტორი:

 

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ თავმჯდომარე;

- ავთანდილ იოსელიანი, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე;

- თინათინ ბაიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს თანათავმჯდომარე;

- რომულ ჯაფარიძე, საქართველოს პროგრესულ რეალისტური პარტიის თავმჯდომარე;

- ნანა არუდაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდომარე;

- სოლომონ ბაიაშვილი, „ბაიაშვილების საგვარეულოს“ წინამძღოლი;

- იზოლდა [იზა] გრიგოლია, ა/ო „ექიმები: ექიმთა და პაციენტის უფლებებისათვის“ თავმჯდომარე;

- ელგუჯა ქოჩიაშვილი, „საქართველოს მრავალეროვანთა კავშირის“ პრეზიდენტი;

- ალექსანდრე თაქთაქიშვილი, საქართველოს როიალისტური პარტიის თანათავმჯდომარე;

- როინ ლიპარტელიანი, გაერთიანებული საქართველოს დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე;

- სერგი საჯაია, „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“; თავმჯდომარე;

- ლია ზაქარეიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია  ეზოთერულ-ასტროსო-ფიული ცნობიერების ცენტრი „ათინათი“-ს თავმჯდომარე;

- ევგენი ღვინიაშვილი, საერთაშორისო საზოგადოება „მშვიდობის მედროშე“-ს პრეზიდენტი.

 

კანონპროექტის ინიციატორი 

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „საქართველოს კანონი - „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, ინიციატორია - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „ზვიადის გზა - უფლის სახელი“, საინიციატივო ჯგუფი:

 

 არუდაშვილი ნანა, ბაიაშვილი თინათინი [მომხსენებელი],  ბაიაშვილი სოლო-მონი, ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გაგუა თინათინი, გოგლიძე ანგი [კაკო], გრიგოლია იზოლდა [იზა], ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა,

 

თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, თაქთაქიშვილი ალექსანდრე, ზაქარეიშვილი ლია, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი], კობახიძე ლეილა, კოდელაშვილი ნანა, ლიპარტელიანი როინი, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი,

 

მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, ნათელაძე ბეჟანი, ოდიშვილი მანანა, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი, სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ფავლენიშვილი ნატო,

 

ქამხაძე ლია, ქობალია ზურაბი, ქოჩიაშვილი ელგუჯა, ღვინიაშვილი ევგენი, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ჩაჩიბაია რამაზი, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, წერეთელი გობრონი,

 ხალვაში ნარგიზა, ხრიკული ეკატერინე, ჯაფარიძე რომული, ჯიქია დიანა [დიანა]...


პარლამენტისაგან მიღებული "პასუხი{:


N 2363 20/12/2016

 საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2016 წლის 20 დეკემბრის სხდომაზე განიხილა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება ზვიადის გზა - უფლის სახელით მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საქართველოს ორგანულ კანონშისაქართველოს შრომის კოდექსიცვლილების შეტანის შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N426, 28.11.2016).

კომიტეტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება უარყოფილ იქნა შემდეგი მიზეზის გამო:

კომიტეტის აზრით და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციით, მიზანშეუწონელია შრომით კანონმდებლობაში პერმანენტული ცვლილებების განხორციელება, უმჯობესია მსგავსი წინადადებები/მოსაზრებები განხილულ იქნეს ერთიანად, სისტემური მიდგომით, სოციალური პარტნიორების მონაწილეობით. ეს შეიძლება განხორციელდეს:

  • სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ფარგლებში;
  • ასევე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელიც შექმნილია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის N258 დადგენილებით დამტკიცებული სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების მე-7 მუხლის საფუძველზე.

აკაკი ზოიძე

თავმჯდომარე