Print

№ 3 [35] საკანონმდებლო წინადადება - საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადების თაობაზე

ჩაბ. №1784

12 დეკემბერი, 2016 წ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

 ბატონ ირაკლი კობახიძეს

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანების:

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო ირაკლი!

ვითვალისწინებთ რა, რომ - ოქტომბრის თვის ნებისმიერ დღეს დანიშნული მორიგი საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებისათვის საჭირო დროითი რეგულაციები, ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის, მინიმუმ 60 დღიანი წინასაარჩევნო კამპანიის თანაბარ პირობებში წარმართვის შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს, და

 ვეყრდნობით რა - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებებს, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: „საქართველოს კანონი - საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში  ცვლილების შეტანის შესახებ“.   

 

დანართი:

1. კანონპროექტი: „საქართველოს კანონი - საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში  ცვლილების შეტანის შესახებ“   - 4 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“10 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების:

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

ელ. ფოსტა -  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს ორგანულ კანონში

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“

ცვლილების შეტანის შესახებ“

 

მუხლი 1.

საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020. 04.001.016032)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1. 113-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პარლამენტის არჩევნების წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას“.

2. 113-ე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას, ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 17 ივლისისა, ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 1 000 ამომრჩევლის სია, თუ იგი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტია, ხოლო თუ პარტია არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი − სულ ცოტა 25 000 (ეს რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს ამომრჩეველთა საერთო რაოდე-ნობის 1%-ს) ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ამოწმებს ცესკოს სათანადო სამსახური ამ კანონის 38-ე მუხლით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში. საარჩევნო პერიოდში ცესკოს სათანადო სამსახური მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს სიების წარდგენიდან 2 დღის ვადაში“;

„10. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადება და თანდართული საბუთები (ან შესწორებული განცხადება და საბუთები) და მხარდამჭერთა სია წარდგენილია ამ კანონით დადგენილ ვადაში და აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე ცესკოს სათანადო სამსახურის დასკვნის საფუძველზე, დასკვნის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 55-ე დღისა, საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომად-გენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ განკარგულებას (ამ განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვ-ნისთანავე გადაეცემა“.

3. 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე, თუ ვერ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას“.

4. 142-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესწორებული განცხადება და საბუთები მოწმდება და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი წყდება მათი წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა. თუ შესწორებული განცხადება და საბუთები აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმ-ჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ განკარგულებას (ამ განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა. აღნიშნული პროცედურები მთავრდება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 55-ე დღისა.“.

 

მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი:

„საქართველოს ორგანულ კანონში

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“

ცვლილების შეტანის შესახებ“

  განმარტებითი ბარათი

 

პირველი თავი - შესავალი

წინამდებარე საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს:

- ერთის მხრივ მორიგ საპარლამენტო არჩევნებსა, და

- მეორეს მხრივ მორიგ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლო-ბითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის სურვილის მქონე პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებას.

როგორც მოგეხსენებათ, 1995 წლის რედაქციის, „საქართველოს კონსტიტუციის“ მიხედვით:

- „პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა“ [მუხლი 50,21]; ხოლო

- „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულე-ბელი ორგანოების შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით...“ [მუხლი 1011,1].

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს მიხედვით - „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, თვითმმართველი ქალაქის მერის და თვითმმართველი თემის გამგებლის მორიგი არჩევნები ტარდება შესაბამისი ბოლო არჩევნებიდან სრული 3 წლის გასვლის შემდეგ, მე-4 წლის ოქტომბერში... მორიგ არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ მინისტრის კონტრასიგნაციით, შესაბამისად, საკრებულოს, მერის, გამგებლის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 60 დღისა“ [მუხლი 133,1-2].

არჩევნების ოქტომბრის თვეში ჩატარების კონსტიტუციური მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩვენის აზრით, აუცილებელია, რომ პარტიის მხარდამჭერთა სიების წარდგენის ვალდებულების მქონე პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციასთან დაკავშირებული დროითი რეგულაციები, საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ისე იყოს ასახული, რომ ოქტომბრის თვის ნებისმიერ დღეს დანიშნული მორიგი საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის თანაბარი წინასაარჩენო პირობები იყოს უზრუნველყოფილი.


მეორე თავი - დროითი რეგულაციები

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს თანახმად განსაზღვრული - პარტიის მხარდამჭერთა სიების წარდგენის ვალდებულების მქონე პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო რეგისტრაციასთან დაკავშირებული დროითი რეგულაციები, ზოგადად, გათვლილი უნდა იყოს ოქტომბერის თვეში ჩასატარებელი მორიგი საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების ქვედა მიჯნაზე - 1 ოქტომბერზე.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს თანახმად:

„1. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტია მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს:

ა) პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ მას არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში“ [მუხლი 113,1 - ა];

ანალოგიური მოთხოვნაა გათვალისწინებული, ამავე კანონის 142-ე მუხლითაც:

„1. „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტია/საარჩევნო ბლოკი მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს:

ა) საკრებულოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას...“ [მუხლი 142,1 - ა].

 

შესაბამისად, ამავე კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე [საარჩევნო რეგისტრაციის მისაღებად მინიმალურად საჭირო დროის გამოსათვლელად], თუ გავითვალისწინებთ:

- აღნიშნული განცხადების შემოწმებისა და სათანადო დასკვნის მოსამზადებლად განკუთვნილ ერთ დღესა [მუხლი 113,5]; და

- მომზადებული დასკვნის საფუძველზე ცესკოს თავმჯდომარის მიერ სათანადო გადაწყვეტილების მისაღებად გამოყოფილ ერთ დღეს [მუხლი 113,6-ა], მაშინ:

113-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი პოლიტიკური გაერთიანებებისათვის, საარჩევნო რეგისტრაციის მოპოვების მინიმალური ვადა - არჩევნებამდე 55-ე დღით იქნება შემოსაზღვრული.  

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, წინამდებარე საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს ისეთი ცვლილების განხორციელებას, რომლის შემდეგაც პარტიის მხარდამჭერთა სიების წარდგენის ვალდებულების მქონე პოლიტიკურ გაერთიანებებს,  ამავე ვადაში, ანუ - „არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 55-ე დღისა“, შეეძლებათ საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირება.

შესაბამისი ცვლილება უნდა აისახოს კანონის 113-ე და 142-ე მუხლებში. კერძოდ:

- 113-ე მუხლის მე-10 პუნქტში, დღეს არსებული ჩანაწერი - „არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 42-ე დღისა“, უნდა შეიცვალოს 55-ე დღეზე მითითებით, და ეს პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადება და თანდართული საბუთები (ან შესწორებული განცხადება და საბუთები) და მხარდამჭერთა სია წარდგენილია ამ კანონით დადგენილ ვადაში და აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე ცესკოს სათანადო სამსახურის დასკვნის საფუძველზე, დასკვნის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 55-ე დღისა, საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ განკარგულებას (ამ განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა“; ხოლო

- 142-ე მუხლის მე-9 პუნქტში დღეს არსებული ჩანაწერი - „არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 37-ე დღისა“, ასევე უნდა შეიცვალოს 55-ე დღეზე მითითებით, და ეს პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესწორებული განცხადება და საბუთები მოწმდება და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი წყდება მათი წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა. თუ შესწორებული განცხადება და საბუთები აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ განკარგულებას (ამ განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა. აღნიშნული პროცედურები მთავრდება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 55-ე დღისა.“.

 

როგორც ვხედავთ, 113-ე მუხლის მე-10 პუნქტში მითითებული - 10 დღიანი ვადა, პარტიის მიერ ცესკოში შესაბამისი განცხადებისა და მხარდამჭერთა სიების წარდგენის შემდეგ ცესკოს სათანადო სამსახურის მიერ საბოლოო დასკვნის მომზადების დღიდან აითვლება. ამიტომ, ვინაიდან:

- საქართველოს პარლამენტისა თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების - 1 ოქტომბერს ჩატარების დაშვებიდან გამომდინარე,  1 ოქტომბრიდან უკუათვლით აღებული 55-ე დღე - 6 აგვისტოზე მოდის; აგრეთვე

- პარტიის მხარდამჭერთა სიების წარდგენის ვალდებულების მქონე პოლიტიკური გაერთიანებების მიერ, მორიგ არჩევნებში, საარჩევნო სუბიექტებად დასარეგისტრირებლად, ცესკოში წარდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტაციის შემოწმების საფუძველზე, ცესკოს სათანადო სამსახურის მიერ საბოლოო დასკვნის მომზადების  ბოლო ვადა - 6 აგვისტოდან 10 დღის უკუათვლით - 27 ივლისი გამოდის; ხოლო

-  კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პარტიის მხარდამჭერთა სიის შემოწმება მისი წარდგენიდან 10 დღეში  უნდა დასრულდეს, მაშინ:

პოლიტიკური გაერთიანებების მიერ საარჩევნო რეგისტრაციის მისაღებად საჭირო მხარდამჭერთა სიის წარდგენის ბოლო ვადა, 27 ივლისიდან 10 დღის უკუათვლით, საარჩევნო წლის - 17 ივლისზე მოდის. შესაბამისად:

ერთის მხრივ - 113-ე მუხლის მე-9 პუნქტში დღეს არსებული ჩანაწერი - „არაუგვიანეს 1 აგვისტოსი“, უნდა შეიცვალოს - „17 ივლისზე“ მითითებით, და ეს პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას, ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 17 ივლისისა, ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 1 000 ამომრჩევლის სია, თუ იგი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტია, ხოლო თუ პარტია არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი − სულ ცოტა 25 000 (ეს რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%-ს) ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ამოწმებს ცესკოს სათანადო სამსახური ამ კანონის 38-ე მუხლით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში. საარჩევნო პერიოდში ცესკოს სათანადო სამსახური მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს სიების წარდგენიდან 2 დღის ვადაში“; და

მეორეს მხრივ - 142-ე მუხლის მე-2 პუნქტში დღეს არსებული ჩანაწერი - „არაუგვიანეს 1 აგვისტოსი“, ასევე უნდა შეიცვალოს - „17 ივლისზე“ მითითებით, და ეს პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვერცერთ პირობას, ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 17 ივლისისა, ცესკოს წარუდგინოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 1 000 ამომრჩევლის სია, თუ იგი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტია, ხოლო თუ იგი არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი − სულ ცოტა 25 000 (ეს რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%-ს) ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამ კანონის 38-ე მუხლით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში ამოწმებს. საარჩევნო პერიოდში ცესკოს სათანადო სამსახური მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს სიების წარდგენიდან 2 დღის ვადაში.“.

 

დღეს მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნით, პარტიას, რომელიც ვერ აკმაყოფილებს, ერთის მხრივ: 113-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მეორეს მხრივ: 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას, საარჩევნო რეგისტრაციისათვის საჭირო ხელმომწერთა ბლანკების ასაღებად, განცხადების დაწერის მოლო ვადად - 15 ივლისამდე დრო აქვს გამოყოფილი; ხოლო შეგროვებული მხარდამჭერთა სიების ცესკოში წარდგენა, მაქსიმალური თარიღიდან - 15 ივლისიდან ათვლით 16 დღის შემდეგ, ანუ - 1 აგვისტომდე შეუძლია.

ამავე - 16 დღიანი ვადის დაცვის შემთხვევაში, კანონში არსებული - „1 აგვისტოს“ ნაცვლად, ჩვენს მიერ ზემოთ შემოთავაზებული - „17 ივლისის“ გათვალისწინების შემთხვევაში, ასეთი პარტიებისათვის, საარჩევნო რეგისტრაციისათვის საჭირო ხელმომწერთა ბლანკების ასაღებად, განცხადების დაწერის მოლო ვადად - 17 ივლისიდან უკუათვლით აღებული 16 დღით გამოკვეთილი -  1 ივლისი უნდა იქნეს დადგენილი.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, განსახილველი 113-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ასეთი რედაქციით უნდა ჩამოყალიბდეს:

„ბ) პარლამენტის არჩევნების წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას“.

ანალოგიურად, 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ასეთი რედაქციით უნდა ჩამოყალიბდეს:

„ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე, თუ ვერ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას“.

 

მაშასადამე, მთლიანობაში, პარტიის მხარდამჭერთა სიების წარდგენის ვალდებულების მქონე პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო რეგისტრაციის გავლასთან დაკავშირებული დროითი რეგულაციები ასეთი სახის იქნება:

- არჩევნებში მონაწილეობის განაცხადის წარდგენა შესაძლებელი იქნება: მორიგი არჩევნების წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე;

- საარჩევნო რეგისტრაციისათვის საჭირო პარტიის მხარდამჭერთა სიის ცესკოში წარდგენა შეეძლებათ - არაუგვიანეს 17 ივლისისა;

 

დასკვნის სახით აღვნიშნავთ, რომ ოქტომბრის თვეში არჩევნების ჩატარების საკონსტიტუციო ვალდებულებიდან გამომდინარე, არჩევნების ჩატარების ქვედა მიჯნაზე, ანუ - 1 ოქტომბერზე გათვლილი, ჩვენს მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო წინადადებით განსაზღვრული  დროითი რეგულაციები, არჩევნების ოქტომბრის თვის ნებისმიერ რიცხვში ჩატარების შემთხვევაში, არჩევნებში მონაწილეობის მსურველ ყველა პარტიას მისცემს, საარჩევნო პროცესებში თანაბარ პირობებში მონაწილეობის გარანტირებულ უფლებას.

 

თავი მესამე

ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მოქმედი ის ერთადერთი  გაერთიანებაა, რომელიც პოლიტიკური ასპექტების პარალელურად, საქართველოს სულიერ მისიასთან დაკავშირებული იმ საკითხების კვლევითაა დაკავებული, რომელიც ბოლო ჟამის თემატიკას ეხება.

ბიბლიური მინიშნებიდან გამომდინარე, ამჟამად, ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს ბოლო ჟამის ე.წ. მხილებისეული ეტაპი. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს, არა მარტო ქვეყნის წინაშე მდგარი სხვადასხვა ხარისხის მქონე ამა თუ იმ პრობლემის გამოვლენას, არამედ მათი მოგვარების კონკრეტული მექანიზმისა თუ მოდელის შემუშავებას.

 

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციით - საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს“ [მუხლი 48].

ზემოთქმულიდან გამომდინარე:

ვითვალისწინებთ რა მაცხოვრისეულ მინიშნებას: „რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22]; და

 

ვეყრდნობით რა პავლე მოციქულის შეგონებას: „... რასაც უნდა იქმოდეთ, სიტყვით თუ საქმით, იქმოდეთ მას უფლის იესუს სახელით, რათა ჰმადლობდეთ მის მიერ ღმერთსა და მამას" [კოლ. 3,17],

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მომავალი გუნდი, კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება-მოსილებისა და ბიბლიით გამოკვეთილი - მხილებისეული ეტაპის მოთხოვნებიდან გამომდინარე, წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებაში გთავაზობთ, ჩვენის აზრით, ქვეყნის წინაშე მდგარი კონკრეტული საკითხის მოგვარების ჩვენეულ მექანიზმს.

 

ამასთანავე, ვაცნობიერებთ რა, რომ, დღეის მდგომარეობით, გადაწყვეტილების მიღების მთავარი ბერკეტი თქვენი პილიტიკური გუნდის ხელშია, ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია: მოვიდეთ და გითხრათ; არჩევანი - თქვენზეა!

 

და ბოლოს, მოახლოებული განკითხვის დღის წინარე ეტაპზე, თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულებითი მისიიდან გამომდინარე, საჭიროა გვახსოვდეს, რომ:

კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები[მათე 12,35-37].

დე, ღმერთმა მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი...

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „საქართველოს კანონი - საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში  ცვლილების შეტანის შესახებ“  ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ თავმჯდომარე;

- ავთანდილ იოსელიანი, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე;

- თინათინ ბაიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს თანათავ-მჯდომარე;

- რომულ ჯაფარიძე, საქართველოს პროგრესულ რეალისტური პარტიის თავმჯდომარე;

- სოლომონ ბაიაშვილი, „ბაიაშვილების საგვარეულოს“ წინამძღოლი;

- იზოლდა [იზა] გრიგოლია, ა/ო „ექიმები: ექიმთა და პაციენტის უფლებე-ბისათვის“ თავმჯდომარე;

- ელგუჯა ქოჩიაშვილი, „საქართველოს მრავალეროვანთა კავშირის“ პრეზიდენტი;   

- ალექსანდრე თაქთაქიშვილი, საქართველოს როიალისტური პარტიის თანა-თავმჯდომარე;

- ევგენი ღვინიაშვილი, საერთაშორისო საზოგადოება „მშვიდობის მედროშე“-ს პრეზიდენტი

- ზვიად კვირიკაძე, ა/ო „საქართველოს სიკეთის, სიმართლისა და ერთიანობის კავშირის“ თავმჯდომარე;

- ნანა არუდაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდო-მარე;

- როინ ლიპარტელიანი, გაერთიანებული საქართველოს დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე;

- სერგი საჯაია, „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“; თავმჯდომარე;

- ლია ზაქარეიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია  ეზოთერულ-ასტროსო-ფიული ცნობიერების ცენტრი „ათინათი“-ს თავმჯდომარე.

 

კანონპროექტის ინიციატორი   

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „საქართველოს კანონი - საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში  ცვლილების შეტანის შესახებ“, ინიციატორია - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „ზვიადის გზა - უფლის სახელი“, საინიციატივო ჯგუფი:

 

 არუდაშვილი ნანა, ბაიაშვილი თინათინი,  ბაიაშვილი სოლო-მონი, ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გაგუა თინათინი, გოგლიძე ანგი [კაკო], გოხელაშვილი ნათელა, გრიგოლია იზოლდა [იზა], ერქვანიძე ნანული,

 

ვეშაგური ლიდა, ზაქარეიშვილი ლია, თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, თაქთაქიშვილი ალექსანდრე, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი], კვირიკაძე ზვიადი, კობახიძე ლეილა, კოდელაშვილი ნანა, ლიპარტელიანი როინი,

 

ლურსმანაშვილი დავითი, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, ნათელაძე ბეჟანი, ოდიშვილი მანანა, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი,

 

სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, ქობალია ზურაბი, ქოჩიაშვილი ელგუჯა, ღვინიაშვილი ევგენი, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ჩაჩიბაია რამაზი, ჩოხელი ლევანი,

ჩხეტია ეთერი, ხალვაში ნარგიზა, ხრიკული ეკატერინე, ჯაფარიძე რომული, ჯიქია დინა [დიანა]...