Print

N 4 [36] საკანონმდებლო წინადადება - რეფერენდუმის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

ჩაბ. №2361

19 დეკემბერი, 2016 წ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

 ბატონ ირაკლი კობახიძეს

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანების:

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო ირაკლი!

ვითვალისწინებთ რა - დღეისათვის არსებული საკანონმდებლო მოთხოვნათა შესაბამისობის აუცილებლობას, ქვეყნის უმთავრეს კანონთან „საქართველოს კონსტიტუციასთან“, და

 ვეყრდნობით რა - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებებს,

მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: „საქართველოს კანონი - „რეფერენდუმის  შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონშიცვლილების შეტანის შესახებ“.   

 

დანართი:

1. კანონპროექტი: „საქართველოს კანონი - „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონშიცვლილების შეტანის შესახებ“  - 3 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ -  6 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების:

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

ელ. ფოსტა -  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი

„რეფერენდუმის შესახებ“

საქართველოს ორგანულ კანონში

ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1.

 „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №14, 12.06.96, გვ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

28- მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია რეფერენდუმის შედეგებიდან გამომდინარე:

ა) კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) ერთ თვეში შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობა და სხვა აქტები“.

 

მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი:

„რეფერენდუმის შესახებ“

საქართველოს ორგანულ კანონში

ცვლილების შეტანის შესახებ“

  განმარტებითი ბარათი

 

თავი პირველი

1995 წლის 24 აგვისტოს რედაქციის „საქართველოს კონსტიტუციაში“, 102-ე მუხლის მე-3 პუნქტი ასეთი სახით იყო წარმოდგენილი:

3. კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედი“.

აღნიშნულ ჩანაწერში საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად საჭირო კონკრეტული ვადის მიუთითებლობა, შესაძლებელს ხდიდა საყოველთაო სახალხო რეფერენდუმის შედეგები, „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გაწერილ ვადაში ასახულიყო, როგორც საქართველოს კონსტიტუციაში, ასევე სხვა სამართლებრივ აქტებში; რამეთუ:

1996 წ. 15 მაისიდან ქვეყანაში მომქმედი „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის თანახმად:

„2. რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოქვეყნების დღიდან, აქვს იურიდიული ძალა და საბოლოოა. რეფერენდუმის შედეგებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა.

3. საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია რეფერენდუმის შედეგებიდან გამომდინარე ერთ თვეში შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობა და სხვა აქტები“.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2003 წ. 2 სექტემბერს მიღებული ბრძანებულების [№428] თანახმად - სარეფერენდუმოდ გამოტანილი იქნა საკითხი თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს არა უმეტეს 150 დეპუტატით“.

აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებათა თაობაზე, რეფერენდუმი გზით მიღებული დადებითი გადაწყვეტილება, არსებული კანონის მოთხოვნის შესაბამისად იქნა სისრულეში მოყვანილი.

 

1995 წლის 24 აგვისტოს რედაქციის „საქართველოს კონსტიტუციაში“ - 2011 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის მე-3 პუნქტი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

„3. კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი. (ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)“.

ამდენად, საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად დადგინდა - კონკრეტული ვადის [„სულ ცოტა სამი თვის ინტერვალი“] დაცვის ვალდებულება.

 

„საქართველოს კონსტიტუციაში“ აღნიშნული ცვლილების შეტანის გამო, „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი დღეს მოქმედი ნორმა:

- „საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია რეფერენდუმის შედეგებიდან გამომდინარე ერთ თვეში შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობა და სხვა აქტები“,

წინააღმდეგობაში მოდის საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საჭირო ახალი ვადების დაცვის ხსენებულ ვალდებულებასთან. რამეთუ:

„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული მოთხოვნის - „ერთ თვეში შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობა და სხვა აქტები"-ს აღსრულება, ანუ ასეთი სახის ცვლილება, კონსტიტუციასთან მიმართებაში, მითითებულ დროში ვერ მოესწრება, და იგი, მხოლოდ, სხვა არსებულ კანონმდებლობას შეიძლება შეეხოს, ვინაიდან ასეთ ვადაში [ერთი თვე] მხოლოდ მათში შეიძლება ცვლილებათა განხორციელება...

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საჭიროა „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტით გაწერილი მოთხოვნა თანხვედრაში მოვიდეს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

ამისათვის, აღნიშნულ ჩანაწერში საჭიროა დაემატოს კონსტიტუციაში განსახორციელებელი ცვლილებების ვადაზე აგებული, ზოგადი ხასიათის მქონე სპეციალური ჩანაწერი.

საბოლოოდ, „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტი ასეთ სახეს მიიღებს:

„3. საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია რეფერენდუმის შედეგებიდან გამომდინარე:

ა) კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) ერთ თვეში შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობა და სხვა აქტები“.   

 

თავი მეორე

ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მოქმედი ის ერთადერთი  გაერთიანებაა, რომელიც პოლიტიკური ასპექტების პარალელურად, საქართველოს სულიერ მისიასთან დაკავშირებული იმ საკითხების კვლევითაა დაკავებული, რომელიც ბოლო ჟამის თემატიკას ეხება.

ბიბლიური მინიშნებიდან გამომდინარე, ამჟამად, ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს ბოლო ჟამის ე.წ. მხილებისეული ეტაპი. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს, არა მარტო ქვეყნის წინაშე მდგარი სხვადასხვა ხარისხის მქონე ამა თუ იმ პრობლემის გამოვლენას, არამედ მათი მოგვარების კონკრეტული მექანიზმისა თუ მოდელის შემუშავებას.

 

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციით - საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს“ [მუხლი 48].

ზემოთქმულიდან გამომდინარე:

ვითვალისწინებთ რა მაცხოვრისეულ მინიშნებას: „რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22]; და

ვეყრდნობით რა პავლე მოციქულის შეგონებას: „... რასაც უნდა იქმოდეთ, სიტყვით თუ საქმით, იქმოდეთ მას უფლის იესუს სახელით, რათა ჰმადლობდეთ მის მიერ ღმერთსა და მამას" [კოლ. 3,17],

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მომავალი გუნდი, კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება-მოსილებისა და ბიბლიით გამოკვეთილი - მხილებისეული ეტაპის მოთხოვნებიდან გამომდინარე, წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებაში გთავაზობთ, ჩვენის აზრით, ქვეყნის წინაშე მდგარი კონკრეტული საკითხის მოგვარების ჩვენეულ მექანიზმს.

 

ამასთანავე, ვაცნობიერებთ რა, რომ, დღეის მდგომარეობით, გადაწყვეტილების მიღების მთავარი ბერკეტი თქვენი პილიტიკური გუნდის ხელშია, ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია: მოვიდეთ და გითხრათ; არჩევანი - თქვენზეა!

 

და ბოლოს, მოახლოებული განკითხვის დღის წინარე ეტაპზე, თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულებითი მისიიდან გამომდინარე, საჭიროა გვახსოვდეს, რომ:

კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები[მათე 12,35-37].

დე, ღმერთმა მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი...

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „საქართველოს კანონი - „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში“ ცვლილების შეტანის შესახებ“   ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ თავმჯდომარე;

- ავთანდილ იოსელიანი, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე;

- თინათინ ბაიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს თანათავ-მჯდომარე;

- რომულ ჯაფარიძე, საქართველოს პროგრესულ რეალისტური პარტიის თავმჯდომარე;

- სოლომონ ბაიაშვილი, „ბაიაშვილების საგვარეულოს“ წინამძღოლი;

- იზოლდა [იზა] გრიგოლია, ა/ო „ექიმები: ექიმთა და პაციენტის უფლებე-ბისათვის“ თავმჯდომარე;

- ელგუჯა ქოჩიაშვილი, „საქართველოს მრავალეროვანთა კავშირის“ პრეზიდენტი;   

- ალექსანდრე თაქთაქიშვილი, საქართველოს როიალისტური პარტიის თანა-თავმჯდომარე;

- ევგენი ღვინიაშვილი, საერთაშორისო საზოგადოება „მშვიდობის მედროშე“-ს პრეზიდენტი

- ნანა არუდაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდო-მარე;

- როინ ლიპარტელიანი, გაერთიანებული საქართველოს დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე;

- სერგი საჯაია, „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“; თავმჯდომარე;

- ლია ზაქარეიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია  ეზოთერულ-ასტროსო-ფიული ცნობიერების ცენტრი „ათინათი“-ს თავმჯდომარე;

- ზვიად კვირიკაძე, ა/ო „საქართველოს სიკეთის, სიმართლისა და ერთიანობის კავშირის“ თავმჯდომარე.

 

კანონპროექტის ინიციატორი   

საკანონმდებლო წინადადების -  კანონპროექტი: „საქართველოს კანონი - „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, ინიციატორია - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „ზვიადის გზა - უფლის სახელი“, საინიციატივო ჯგუფი:

 

არუდაშვილი ნანა, ბაიაშვილი თინათინი,  ბაიაშვილი სოლო-მონი, ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გაგუა თინათინი, გოგლიძე ანგი [კაკო], გოხელაშვილი ნათელა, გრიგოლია იზოლდა [იზა], ერქვანიძე ნანული,

 

ვეშაგური ლიდა, ზაქარეიშვილი ლია, თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, თაქთაქიშვილი ალექსანდრე, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი], კვირიკაძე ზვიადი, კობახიძე ლეილა, კოდელაშვილი ნანა, ლიპარტელიანი როინი,

 

ლურსმანაშვილი დავითი, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, ნათელაძე ბეჟანი, ოდიშვილი მანანა, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი,

 

სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, ქობალია ზურაბი, ქოჩიაშვილი ელგუჯა, ღვინიაშვილი ევგენი, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ჩაჩიბაია რამაზი, ჩოხელი ლევანი,

ჩხეტია ეთერი, წერეთელი გობრონი, ხალვაში ნარგიზა, ხრიკული ეკატერინე, ჯაფარიძე რომული, ჯიქია დინა [დიანა]...