Print

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროექტი - მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებით“.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ ირაკლი კობახიძეს!

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო ირაკლი!

 მიგვაჩნია რა, რომ ქვეყნის უმაღლესი კანონი საქართველოს კონსტიტუცია“ სრულად უნდა ასახავდეს ქართველი ერის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ სულიერ ფასეულობებზე დაყრდნობით განსაზღვრულ სახელმწიფოებრივი განვითარების მთავარ მიმართულებას, და

ვიზიარებთ რა საქართველოში დღეს მოქმედი 1995 წლის 24 აგვისტოს რედაქციის საქართველოს კონსტიტუციის“ ძირეული საკონსტიტუციო რეფორმის ჩატარების აუცილებლობას,

გაცნობებთ, რომ 2016 წ. 8 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ 2016 წ. 15 დეკემბერს დამტკიცებული [№65-Iს] სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის“ დებულების მუხლი 1,2-ით განსაზღვრული შესაძლებლობის ფარგლებში

[კომისია მოქმედებს კოლეგიურობის, კომისიის საქმიანობის გამჭვირვალობის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მომზადებასა და განხილვაში საზოგადოების ფართო წრეების ჩართვის პრინციპების დაცვით“],  

ჩვენი გაერთიანების მიერ, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით მომზადებულ იქნა, ოთხი დამოუკიდებელი ნაწილისაგან შემდგარ კანონპროექტთა პაკეტი - საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“.

ამჟამად წარმოგიდგენთ კანონპროექტს - საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ - მართლმადიდე-ბლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებით“.

 

დანართი:  

1. კანონპროექტი:  საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ - მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებით“. - 2 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ - 44 გვ.

პატივისცემით, საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარე,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

თბილისი,  2017 წლის  12 იანვარი

ელ. ფოსტა - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

ჩაბარების №520; 12/01-2917

 

 

კანონპროექტი

საქართველოს კონსტიტუციური კანონი

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ - მართლმადიდებლობის

სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებით

 

მუხლი 1.  საქართველოს კონსტიტუციაში [საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, 31-33, მუხ. 668] შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 

1. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოში მართლმადიდებლობა გამოცხადებულია სახელმწიფო რელი-გიად, რომლის არსი განსაზღვრულია ორგანული კანონით.

2. მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება არ ხელყოფს სხვა რელიგიების აღმსარებელთა, აგრეთვე ათეისტთა მოქალაქეობრივ უფლებებს. საქარ-თველოს სახელმწიფო კვლავაც ერთგულია ტრადიციული რელიგიური შემწყნარებ-ლობისა.

3. სახელმწიფოს მიერ გარანტირებულია სინდისის თავისუფლება და თითოეულ პიროვნებას უფლება აქვს იყოს აღმსარებელი იმ სარწმუნოებისა, რომელსაც თავად აღიარებს.

4. საქართველოს მოქალაქეთა უფლებები არ იზღუდება რელიგიის ნიშნით.“.

 

2. 92-ე  მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „21“ პუნქტი:

„21. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისათვის გამოყოფილია სახელმწიფო  ბიუჯეტის  კანონში დაფიქსირებული საერთო შემოსავლების ათი პროცენტი, რომლის არაუმეტეს ერთი პროცენტისა საეკლესიო პირების სახელფასო და საპენსიო უზრუნველყოფისთვისაა განკუთვნილი“.

 

მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

დანართი

კანონპროექტის:

საქართველოს კონსტიტუციური კანონი

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ - მართლმადიდებლობის

სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებით

    განმარტებითი ბარათი

 

მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად

გამოცხადების საკითხისათვის

ქართულმა გენმა, არსებობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, თავისი სულიერების საბოლოო ნავსაყუდელს - ქრისტიანული რელიგიის წიაღში მიაგნო.

ქრისტეს კვართისა და ღვთისმშობლის წილხვედრილობის უდიდეს მადლს ზიარებულ ქართულ მიწაზე, წმ. ანდრია პირველწოდებულისა და სხვა მოციქულთა მიერ გაკვალულმა გზამ, საბოლოოდ, წმ. ნინოს სუსტ მხრებზე მოკიდებული ჯვრისმტვირთველობის შედეგად, ჩვენი ქვეყანა ჭეშმარიტი რელიგიის სრულად შეცნობამ-დე მიიყვანა.

ნიკეაში 325 . შემდგარი პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების შემდგომად, ღმერთის ნებით, ქართლის სამეფო - პირველი ქვეყანა გახდა, სადაც - ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად იქნა გამოცხადებული.

IV საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული, საერო და სასულიერო იერარქთა შეთანწყობილი მოქმედება, დიდწილად განსაზღვრავდა, მათ მიერ ქართული სახელ-მწიფოებრივი უღლის ტარების შედეგად დამჩნეული ხნულის ავკარგიანობას. რომე-ლიმე მათგანისწაფორხილება“, მყისიერად აისახებოდა, როგორც - მეწყვილის, ასევე - მთელი ქვეყნის ფიზიკურ მდგომარეობაზე.

 

ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის ცალკეულ ეტაპზე განვითარებული მოვლენების გაცნობამდე, მოდით თვალი გადავავლოთ, დღევანდელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ამ კუთხით არსებულ მდგომარეობას.


ა) მსოფლიოში არსებული რეალობის ზოგიერთი მაგალითი

ცივილიზაციის დღევანდელ ეტაპზე მყოფი მსოფლიო საზოგადოება, სახელმწი-ფოს მმართველობით სისტემათა თავისებურებასთან ერთად, რელიგიური მემკვიდ-რეობის მიმართ ინდივიდუალური დამოკიდებულებით გამოირჩევა.

თხრობის დაწყებამდე აღვნიშნავთ, რომ წინამდებარე ქვეთავში მოყვანილი ფაქტობრივი მასალის მოძიებისას, ძირითადად ვისარგებლეთ პროფ. გერჰარდ რობერსის წიგნით - „სახელმწიფო და ეკლესია ევროკავშირის ქვეყნებში“ [2011 წ.] .

 

1992 წ. 7 თებერვალს ევროკავშირის ხელშეკრულების გაფორმების დროიდან მოყოლებული, მასში შემავალი სახელმწიფოები, ისტორიულად ჩამოყალიბებული რელიგიური მემკვიდრეობის გამოცდილებიდან გამომდინარე, საერთო ფასეულო-ბათა მოძებნით ცდილობენ ცივილიზაციის გზაზე ერთობლივ სიარულს.

 

2004 წ. 29 ოქტომბერს, რომში გამართულ შეხვედრაზე, 27 სახელმწიფოს მეთაურის მიერ ხელმოწერილი იქნა - „ევროპის კონსტიტუციის პროექტი“ [სრული სახელწოდება: „შეთანხმება ევროპაში საერთო კონსტიტუციის შექმნის თაობაზე“], რომლის პირველი თავის 52-ე მუხლის პირველ პუნქტში ვკითხულობთ:

„კავშირი პატივს სცემს და არ ეწინააღმდეგება წევრი სახელმწიფოების ეკლესიებისა და რელიგიური ასოციაციების სტატუსს სახელმწიფო კანონმდებლობის შესაბამისად“.

აღნიშნულის დეკლარირებით, კიდევ ერთხელ ესმება ხაზი, რომ ევროპულ სივრცეში განთავსებული თითოეული სახელმწიფო, მასში მაცხოვრებელი მოსახლე-ობის ნებაზე დაყრდნობით, თავად წყვეტს დემოკრატიულ ფასეულობებზე აგებული სახელმწიფოებრივი განვითარების როგორი მოდელი აირჩიოს

 

საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთობის თვალსაზრისით, განასხვავებენ სამოქა-ლაქო - საეკლესიო სამართლებრივი სისტემის შემდეგ სამ ძირითად მოდელს:

1. სახელმწიფო რელიგია, რომლისთვისაც დამახასიათებელი ნიშანია - მტკიცე კავშირი სახელმწიფოსა და ერთ, ან რამოდენიმე ძირითად ეკლესიას შორის [მაგ. დანია, ინგლისი, მალტა, საბერძნეთი, ფინეთი, შოტლანდია...];

2. სახელმწიფოსა და რელიგიის სრული გამიჯვნის, ანუ სახელმწიფოსაგან ეკლესიის მკვეთრი გამოყოფის იდეაზე დაფუძნებული სისტემა [მაგ. ირლანდია, საფრანგეთი, ჰოლანდია...];

3. სახელმწიფოსა და რელიგიის შუალედური ურთიერთთანამშრომლობა, როდესაც ტრადიციული ეკლესიები გარკვეული პრიორიტეტით სარგებლობენ. ეს მოდელი ერთგვარი შუალედურია სახელმწიფო ეკლესიებსა და ეკლესიასა და სახელმწიფოს მკაფიო გამიჯვნას შორის [მაგ. ავსტრია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ბელგია, გერმანია, ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, პორტუგალია...].

 

ზოგადად, რელიგიისათვის სახელმწიფო სატატუსის მინიჭება კონსტიტუციით, ან/და შესაბამისი კანონითაა განსაზღვრული, რაც იმას ნიშნავს, რომ ისტორიული როლისა და ტრადიციების გათვალისწინებით, ესა თუ ის რელიგია, სახელმწიფოს ნაწილი ხდება და  თანამმართველობის სისტემურ სფეროში ექცევა.

 

ამ მოდელის ერთ-ერთი მაგალითია - დანია. ამ ქვეყნის კონსტიტუციის მე-4 მუხლი, სახელმწიფო რელიგიად აღიარებული: ევანგელისტურ-ლუთერანული ეკ-ლესიის სამართლებრივ მდგომარეობას ეხება. მას მეორენაირად „სახალხო ეკლე-სიასაც“ უწოდებენ და მხოლოდ იგი სარგებლობს სახელმწიფოს მხარდაჭერითა და მფარველობით.

დანიაში მოქმედი სხვა რელიგიური გაერთიანებები დამოუკიდებელ კერძო ინსტიტუტებს წარმოადგენენ. მათი შექმნისათვის სახელმწიფო ნებართვა არ არის საჭირო და რაიმე დახმარებას სახელმწიფოსაგან არ იღებენ.

 

ბელგიის კონსტიტუციით რელიგიური განათლების მიღება სავალდებულოა. კანონმდებლობა, მართალია ფორმალურად აღიარებს რელიგიის თანასწორობას, თუმცა ზოგიერთი რელიგიის მიმართ საკანონმდებლო სივრცე განსხვავებულ რეგულაციებს ითვალისწინებს.

ამის გათვალისწინებით შეიძლება გამოიყოს რელიგიათა სამი კატეგორია:

1. კანონიერად აღიარებული და რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანი - რომის კათოლიკური ეკლესია;

2. ხუთი კანონიერად აღიარებული, მაგრამ რეალურად ნაკლები მნიშვნელობის მქონე რელიგიური გაერთიანება [პროტესტანტული, მართლმადიდებლური, ანგლიკანური, იუდაიზმი და ისლამი];

3. არაღიარებული მიმდინარეობები.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ არსებობს ექვსი აღიარებული რელიგია, რომელთა შორის კათოლიციზმს უკავია „პირველი ადგილი თანასწორთა შორის“.

 

დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს მართალია დაწერილი კონსტიტუცია არ  გააჩნიათ და შესაბამისად არ არსებობს რელიგიის თავისუფლებისა და ეკლესიების თვითგამორკვევის კონსტიტუციურ-სამართლებ-რივი გარანტიები, მაგრამ მისი შემადგენელი ქვეყნები პრობლემის გარეშე თანაარსებობენ სახელმწიფო ეკლესიებითა და სახელმწიფო ეკლესიების გარეშე.

ინგლისის ეკლესია სახელმწიფო ეკლესიაა, რომლის სათავეშიც დედოფალი დგას. იგი ლორდთა პალატაში 24 ეპისკოპოსითაა წარმოდგენილი. ამით ეკლესია სახელმ-წიფოს ნაწილს წარმოადგენს და არ შეიძლება ლაპარაკი იყოს კონკორდატზე ან ხელშეკრულებით ურთიერთობებზე ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის.

ინგლისის საეკლესიო სამართალი, რომელიც ინგლისის ეკლესიას ეხება [მათ შორის მისი კანონიკური სამართალი], განიხილება როგორც ინგლისის კანონმდებ-ლობის განუყოფელი ნაწილი.

ინგლისის არც ერთ სხვა ეკლესიას [ინგლისში არსებული შოტლანდიის ეკლესიის გარდა] არ აქვს რაიმე ისეთი განსაზღვრება, რაც სახელმწიფომ შეიძლება აღიაროს „საეკლესიო კანონად“;

შოტლანდიაში სახელმწიფო ეკლესიაა შოტლანდიის რეფორმისტული ეკლესია;

უელსში ანგლიკანური ეკლესია სახელმწიფოსაგან გამიჯნულია;

 

ჩრდილოეთ ირლანდიის კონსტიტუცია, საბერძნეთის კონსტიტუციის მსგავსად, იწყება ყოვლადწმიდა სამების ხსენებით: „ყოვლადწმიდა სამების სახელით, რომლის--განაც მომდინარეობს ადამიანის ყველა უფლება და მათ, საბოლოო ჯამში მიმართავს ყველა ადამიანი თუ სახელმწიფო, ჩვენ, ირლანდიის ხალხი, ვითვალისწინებთ რა ვალდებულებებს ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს წინაშე, რომელიც ჩვენს წინაპრებს საუკუნეების განმავლობაში იფარავდა გაჭირვების ჟამს...“.

წლების განმავლობაში „რომის წმინდა სამოციქულო კათოლიკური ეკლესიის“ განსაკუთრებული მდგომარეობა, ერთგვარად შეიცვალა 1972 წ. მიღებული კონსტი-ტუციურ შესწორების აქტით. კერძოდ, კონსტიტუციის 44-ე მუხლის თანახმად:

„1. სახელმწიფო აღიარებს, რომ რელიგიური თაყვანისცემის პატივისცემა ყოვლისშემძლე ღმერთისაგან მოდის. სახელმწიფო მის სახელს მოწიწებით მოეპყრო-ბა და პატივს სცემს რელიგიას.

2. ყველა მოქალაქისათვის გარანტირებულია სინდისის თავისუფლება და რელი-გიის თავისუფალი აღმსარებლობისა და წეს-ჩვეულებების აღსრულების საშუალება საზოგადოებრივი წესრიგისა და მორალის ნორმების დაცვით...“.

მიუხედავად სახელმწიფოსაგან ეკლესიის გამიჯვნისა, ქვეყანაში მაინც დომი-ნირებს საუკუნეების გადმოძახილი. ასე მაგალითად:

ირლანდიის საგანმანათლებლო სისტემაში მომქმედი „მინდობილი მესაკუთრეო-ბის უფლებების გადაცემის აქტით“, რომლითაც საზოგადოებრივი სკოლები იმართე-ბა - მმართველი საბჭო ვალდებულია აიყვანოს სასულიერო პირი;

კაპელანები ინიშნება შეიარაღებულ ძალებსა და ციხეებში;

სამოქალაქო ქორწინება, რომელიც ირლანდიაში 1844 წელს დამკვიდრდა, სავალ-დებულო არ არის. ქორწინებების უმრავლესობა იმართება რელიგიური წესების დაც-ვით და მთელი რიგი სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდეგ, მათ კანონის ძალა ენიჭებათ. და სხვა.

 

გერმანიაში, სადაც დაახლოებით 83 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ფუნქციო-ნირებს ორი, დაახლოებით ერთნაირი სიდიდის და მნიშვნელობის ეკლესია: კათო-ლიკური ეკლესია დაახლოებით 26,5 მილიონს, ხოლო პროტესტანტული - 26,2 მილიონ წევრს აერთიანებს. ისლამს გერმანიაში - 3,2 მილიონი ადამიანი მისდევს; მართლმადიდებელი ქრისტიანების რიცხვი 1,2 მილიონია; ხოლო 22 მილიონამდე გერმანელი [უმეტესწილად აღმოსავლეთ გერმანიის მაცხოვრებლები] თავს აღმსარებ-ლობის გარეშე აცხადებს.

ეკლესიასა და სახელმწიფოს ურთიერთობის ევროპულ სისტემაში [სახელმწიფო რელიგია, ან სახელმწიფოსაგან გამიჯნული ეკლესია] გერმანიას შუალედური პოზი-ცია უკავია.

ძირითადი კანონი აყალიბებს სისტემას, რომლის მიხედვითაც ეკლესია და სახელმწიფო განცალკევებულია და ამავე დროს არსებობს კონსტიტუციურად უზრუნველყოფილი თანამშრომლობის ფორმა.

 

კონსტიტუციის თანახმად ესტონეთში - „სახელმწიფო ეკლესია არ არსებობს“ [მუხლი 40], თუმცა, ადმინისტრაციული პრაქტიკა აუცილებელ პირობად არ მიიჩ-ნევს სახელმწიფოსა და ეკლესიის [ევანგელურ-ლუთერანულის] ერთმანეთისაგან განცალკევებას. ესტონეთის ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის მდგომარეობა აშკარად გამოკვეთავს მის პრივილეგირებულ ხასიათს. 

 

მალტაში მცხოვრები თითქმის ყველა მოქალაქე მონათლული კათოლიკეა. მალტის კონსტიტუციის მეორე თავში, რომლის დასათაურებაა „რელიგია“, კერძოდ ვკით-ხულობთ:

„1. მალტის რელიგია არის რომანულ-კათოლიკური სამოციქულო ეკლესია.

2. რომანულ-კათოლიკური ეკლესიის ხელისუფალთა მოვალეობა და უფლებაა ასწავლოს რომელი პრინციპია სწორი, რომელი - არასწორი.

3. რომანულ-კათოლიკური სამოციქულო რწმენის რელიგიური სწავლება უზრუნველყოფილი უნდა იყოს სახელმწიფო სკოლებში, როგორც სავალდებულო სწავლების ნაწილი“.

 

საბერძნეთის კონსტიტუცია აღმოსავლურ მართმადიდებლურ ეკლესიას ანიჭებს სახელმწიფო რელიგიის სტატუსს და აყენებს სხვა რელიგიებთან მიმართებაში პრიორიტეტულ მდგომარეობაში. მისი სტატუსის წყალობით ეკლესიის კანონიკური სამართალი - შვიდი მსოფლიო კრების, ადგილობრივი სინოდებისა და ეკლესიის მამების მიერ განსაზღვრული ყველა წმიდა კანონი, იმის მიუხედავად ისინი დოგმას ეხება თუ ადმინისტრაციულ საკითხებს, დაკანონებულია კონსტიტუციით.

ამიტომაც, საბერძნეთის სახელმწიფოს მიერ ძალაში შესული ნებისმიერი კანონმდებლობა, მიუხედავად თავისი მიზნისა, ანტიკონსტიტუციურია, თუკი იგი ეწინააღმდეგება წმიდა კანონებს.

საეკლესიო ქორწინება  და  ნათლობა აღიარებულია ოფიციალურ დოკუმენტებად. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობას არეგულირებს - განათლების, ცხოვრების მანძილზე სწავლების და რელიგიურ საქმეთა სამინისტრო.

საბერძნეთის კონსტიტუციის მე-3 მუხლი აღიარებს მართლმადიდებელი სარწმუნოების უპირატესობას. საბერძნეთის ეკლესია განუყოფელია კონსტანტი-ნეპოლის მსოფლიო საპატრიარქოსგან და სხვა ორთოდოქსული ეკლესიებისგან. საბერძნეთის ეკლესია საზოგადოებრივი სამართლის სუბიექტს წარმოადგენს.

 

ფინეთში კონსტიტუციის თანახმად ორი სახის სახელმწიფო ეკლესიაა: ევანგელისტურ-ლუთერანული და ორთოდოქსალური (მართლმადიდებელი). ამას-თანავე, ორთოდოქსალური ეკლესიის შესახებ ცალკე კანონიც არსებობს, რომლის მიხედვით ფინეთის მთავრობაში ორთოდოქსალური ეკლესია ყველაზე დიდი ავტორიტეტია. კერძოდ:

არსებობს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დაკავშირებული პარლამენტის ცალკე აქტი. მისი პირველი ნაწილი წარმოადგენს ეკლესიის კონფესიის აღიარებას. მე-9 ნაწილის თანახმად კი, ფინეთის მთავრობა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უნდა აღიაროს უმაღლეს ხელისუფლად.

ფინეთში არსებობს აგრეთვე კანონი რელიგიური ორგანიზაციების შესახებ. ამ კანონის მიხედვით რელიგიური ორგანიზაციის დაარსება შეუძლია ფინეთში მუდ-მივად მცხოვრებ მინიმუმ 20 ადამიანს. მათ რეგისტრაციას განათლების სამინისტრო ახდენს.

ლუთერანული და მართლმადიდებლური ეკლესიები საზოგადოებრივ-სამართ-ლებრივ დაწესებულებებს წარმოადგენენ და მათ ერთი სასამართლო სისტემა გააჩნიათ. რაიხსტაგის გახსნისას ღვთისმსახურება სრულდება. ეკლესიის საქმეები მინდობილი აქვს განათლების სამინისტროს. იკრიბება საეკლესიო გადასახადი, ეკლესიები განთავისუფლებულები არიან საშემოსავლო გადასახადებისაგან.

 

ლუქსემბურგში სახელმწიფო ეკლესია არ არსებობს. ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობას აწესრიგებს კონკორდატის სისტემა., რომლის ძალითაც კათოლიკურ ეკლესიას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება,

სახელმწიფო აღიარებს: კათოლიკურ, ორ პროტესტანტურ და ებრაულ ორგანიზაციებს. მათ გააჩნიათ საზოგადოებრივი სამართლის სუბიექტის სტატუსი. სხვა რელიგიური გაერთიანებები (მაგ., მუსლიმური) საზოგადოებრივი სამართლის სუბიექტის სტატუსით არ სარგებლობენ, მათ შეუძლიათ გამოიყენონ კერძო სამართლის ყველა ფორმა, დააარსონ ფონდები, რომელთაც თითქმის იგივე უფლე-ბები ექნებათ, რაც აღიარებულ რელიგიურ გაერთიანებებს.

 

პორტუგალიაში კათოლიკური ეკლესიის სტატუსი 1940 წლის კონკორდატითაა განსაზღვრული [„სამისიონერო შეთანხმება წმიდა საყდარსა და პორტუგალიას შორის“]. კათოლიკური ეკლესია, კონკორდატის საფუძველზე, ბეგარისაგან განთა-ვისუფლებულია. კანონიდან გამომდინარე სხვა კონფესიების წარმომადგენლები ამ უფლებებით არ სარგებლობენ, ასევე არ სარგებლობენ სამხედრო ვალდებულებისაგან განთავისუფლების უფლებით. ამ კონფესიათა თავისუფალი შესვლა საავადმყოფო-ებში, სახელმწიფო სკოლებში თუ ციხეებში, ასევე არაა აღიარებული. მათ არ ირჩევენ სახელმწიფო თანამდებობებზე.

მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია უპირატესობას არცერთ ეკლესიას არ ანიჭებს, არ ცნობს აგრეთვე ტრადიციული ეკლესიის სტატუსსაც, კონკორდატიდან გამომდინარე კათოლიკური ეკლესიის დომინანტური როლი მაინც აშკარადაა გამო-კვეთილი. სხვა კონფესიების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს რელიგიის თავის-უფლების კანონი, რომელიც ყველა კონფესიის მიმართ გამოიყენება, გარდა კათოლიკური ეკლესიისა.

 

ისრაელის კანონიისრაელში დაბრუნების შესახებ“, რეპატრიაციის უფლებას აძლევს ყველა ებრაელს, თუ სხვა რელიგიას არ აღიარებს. ისრაელის უზენაესმა სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ებრაელი რომელიც ქრისტიანობას აღიარებს, ერთმევა ისრაელში რეპატრიაციის უფლება.

 

ისლანდიის 1944 წლის კონსტიტუცია ადგენს ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის განსაკუთრებულ სტატუსს.

 

შვედეთის მოსახლეობის უმრავლესობა თავს შვედეთის ევანგელურ - ლუთერანულ ეკლესიას მიაკუთვნებს [80%]. კონსტიტუციის თანახმად, კანონებს მხოლოდ პარლამენტი გამოსცემს. ეს ეხება საეკლესიო კანონებსაც. გენერალურ სინოდს უფლება აქვს შეიტანოს წინადადებები საეკლესიო კანონების ცვლილებასთან დაკავშირებით.

შვედეთის ეკლესიის აქტის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით, შვე-დეთის ევანგელურ - ლუთერანულ ეკლესიას განსაკუთრებული მდგომარეობა უკა-ვია. სახელმწიფოს უფლებამოსილებას განეკუთვნება ეპისკოპოსებისა და პატრიარ-ქების დანიშვნა. სინოდის წევრებს ირჩევენ ადგილობრივი საბჭოები.

 

ვფიქრობთ, რომ სხვადასხვა ქვეყნების მაგალითების მოყვანის აუცილებლობა აღარ დგას. მით უმეტეს, რომ ჩვენს მიზანს - არა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ეკლესიისა და სახლმწიფოს ურთიერთობათა განხილვა, არამედ, ამ საკითხთან მიმართებაში არსებული მრავალფეროვანი სურათის წარმოჩენა გახლავთ.

 

ბ) 1801 – 1991 წ.წ. საქართველოში სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთმიმართებითი საკითხები

რუსეთის იმპერიის დამპყრობლური პოლიტიკის შედეგად 1801 – 1810 წლებში ქართული სახელმწიფოებრიობის დაკარგვას, 1811 – 1815 წლებიდან საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება მოჰყვა.

მთელი მე-19 საუკუნის მანძილზე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკი-დებლობის აღდგენისათვის მებრძოლ საერო და სასულიერო პირთა ერთობლივი ძალისხმევის პირველი შედეგი მე-20 საუკუნის 10-იანი წლების მიწურულს გამოჩ-ნდა. კერძოდ: 

ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წიაღში მოღვაწე ჭეშმარიტ მამულიშვილთა მრავალწლიან დაუღალავ და თანამიმდევრულ ბრძოლას კონკრე-ტული შედეგი მოჰყვა - საქართველოს მართლმადიდებლურმა სამოციქულო ეკლე-სიამ - 1917 წლის 12 მარტს, 1811/1815 წლებში რუსეთის იმპერიის მიერ ძალით წართმეული ავტოკეფალია - აღდგენილად გამოაცხადა.

1917 წლის 17 სექტემბერს . თბილისში სიონის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა ეპისკოპოსი კირიონ III (საძაგლიშვილი)... კათოლიკოსი კირიონი 1 ოქტომბერს, საუფლო კვართისა და ცხოველმყოფელი სვეტის ხსენების დღეს, აღსაყდრებულ იქნა სვეტიცხოველში.

1917 წლის 12 მარტს საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენილად გამოცხადება, ის სულიერი საძირკველი გახდა, რომლის ბაზაზეც, 1918 წლის 26 მაისს - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება გახდა შესაძლებელი.

 

სამწუხაროდ, ხელისუფლების სათავეში მოსული, ათეისტური მსოფლმხედ-ველობის მატარებელი „სოციალისტ-ბოლშევიკების“ სულიერი მონათესავე,  „სოცია-ლისტ-მენშევიკები“, ვერ აცნობიერებდნენ ქართული ეკლესიის ისტორიულ დამსა-ხურებას. „მათ ეკლესია - ქართველი ხალხის სულიერი ძლიერების სიმბოლო - სახელმწიფოსაგან გამოყვეს“ [ს. ვარდოსანიძე, კირიონ II, 1984 წ., გვ. 21].

 

„ჩვენი ეკლესიის  უდიდესი მოღვაწის, შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქ ლეონი-დეს აზრით, ეს გადაწყვეტილება არასწორი იყო. ამის დასასაბუთებლად ლეონიდეს მოჰყავდა შემდეგი არგუმენტები:

1. რელიგიური გრძნობა ადამიანისათვის ისეთივე აუცილებელია, როგორც სხვა გრძნობები. სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს ამ გრძნობების დაკმაყოფილე-ბისათვის;

2. წარმოუდგენელია ერის განვითარება რელიგიური რწმენის გარეშე, ქართველი ერის განვითარება ქრისტიანობის გარეშე, რადგან სწორედ ქრისტიანობამ გადაარჩინა იგი, მისი კულტურა, ქრისტიანობამ შეუნარჩუნა მას ეროვნული სახე;

3. ადამიანები ვერ იქნებიან მორალურად წმიდანნი, თუ მათი სამოქმედო რიტუა-ლები: ქორწინება, დაბადება და სხვა საეკლესიო წესებით არ იქნება ნაკურთხი“ [ან. ჯაფარიძე, „საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია“, ტ. 4, თბ. 2012 წ, გვ. 231-232].

 

შექმნილი ათეისტურ-პოლიტიკური რეალობის ფონზე - „1920 წლის 27 ივნისს, თბილისში შედგა მეორე საეკლესიო კრება. გაარჩიეს ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამოყოფის, სასულიერო სასწავლებლების სამინისტროებისადმი გადაცემის... საკით-ხები“ [ან. ჯაფარიძე, იქვე, გვ. 209].

 

ქართველი ერის საერთო ნების გაუთვალისწინებლად, სახელმწიფოსაგან ეკლესიის იძულებით გამოყოფას, რამოდენიმე თვის შემდეგ - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვა მოჰყვა.

ჩვენის აზრით, გადაჭარბებული არ იქნება თუკი 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა, და საქართველოს - საბჭოთა რუსეთის ოკუპაციისა და ანექსიის გზით, საბჭოთა კავშირად სახელდებულ რუსეთის იმპერიაში აღმოჩენის მიზეზებს, საერო პროცესების პარალელურად, სასულიერო სფეროში განვითარებულ რეალობას დავუკავშირებთ.

 

1917 წლის 12 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის აღდგენილად გამოცხადების შემდეგ - „... მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ზოგიერთმა ეკლესიამ, მათ შორის, რაც მთავარია - კონსტან-ტინეპოლის, ანუ დღეს - მსოფლიო საპატრიარქომ, არ სცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. მიუხედავად ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელთა დიდი ძალის-ხმევისა, საკმაოდ დიდხანს ვერა და ვერ მოხერხდა ამ უსამართლობის დაძლევა და საქართველოსთვის კუთვნილი სტატუსის აღდგენა...“ [ნოდარ ლომოური,ქრისტიანობის გავრცელება და დამკვიდრება საქართველოში“, თბ., 2009 ., გვ.35].

ამდენად, ქართულ რეალობაში საერო და სასულიერო სფეროთა გასაოცარი თანხვედრა მოხდა:

- დე იურედ: საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა - დამოუკიდებელი იყო; თუმცა დე-ფაქტოდ: იგი, საბჭოთა კავშირის იმპერიის ტყვეობაში იმყოფებოდა;

- თითქმის ანალოგიურად, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია, მხოლოს დე-იურედ არსებობდა, რომლის რეალურ დამოუ-კიდებლობასაც მსოფლიოს მართლმადიდებლური სამყარო არ აღიარებდა.

 

ათეისტურ სახელმწიფოში მცხოვრებთა უმრავლესობისათვის მხოლოდ - „... 1979 . .. ილია  II -ის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევიდან ორი წლის შემდეგ, საზოგა-დოებისთვის ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ქართული ეკლესიის ავტოკეფალია აღიარებული არ იყო...  მისი უწმიდესობა ილია II უკვე კარგა ხანია აწარმოებდა ბრძოლას ამ ღირსების აღდგენისათვის, მაგრამ ჯერ-ჯერობით უშედე-გოდ...“ [ნოდარ ლომოური, იქვე, გვ. 53-54].

სასურველი შედეგი მოგვიანებით იქნა მიღებული - „... 1990 წლის მარტში, სტამბოლში, როგორც იქნა, კვლავ აღიარებულ იქნა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და მისი ადგილი მართლმადიდებლურ ეკლესიათა რიგში მე-6 ადგილი...“ [ნოდარ ლომოური, იქვე, გვ. 36].

 

1990 წლის 4 მარტს კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმიდესმა დიმიტრიოსმა სრულიად საქართველოს კათო-ლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ე გადასცა საქართველოს უწმიდესი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების სიგელი; და საქართველოს უწმიდესი ეკლესიის მეთაურის საპატრიარქო ტიტულის ცნობისა და ბოძების საპატრიარქო და სინოდური განჩინება [იხ. ნოდარ ლომოური, იქვე, გვ. 57].

 

1990 წლის 4 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის საბოლოო აღიარებას, თავისიშედეგიცმალე მოჰყვა. 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ფლაგმანის: „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოსგამარჯვებას, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით ჩამოყალიბებული ეროვნული მთავრობის ძალის-ხმევით, 1991 . 31 მარტს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადებული - საქართველოს დამოუ-კიდებლობის აღდგენა მოჰყვა.

 

ქართულ სინამდვილეში ყველა წინაპირობა შეიქმნა, რომ საერო და სასულიერო სფეროში დაწყებულ სასიკეთო ძვრებს სასურველი შედეგი მოჰყოლოდა. ამისათვის საჭირო პირველი ნაბიჯების კონტურები, 1991 წლის 26 მაისს, საპრეზიდენტო არჩევ-ნებში გამარჯვებული ზვიად გამსახურდიას პირველივე გამოსვლაში ასე გამოიკვეთა:

1991 . 7 ივნისს, საქართველოს უზენაესი საბჭოს სესიაზე საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, კერძოდ განაცხადა - „...სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად უნდა იქცეს...’’

[„საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია“,

რედ. მიხეილ(გელა) სალუაშვილი,

. I, თბ. 1995 ., გვ. 120].

 

სამწუხაროდ, დასახული მიზნის მიღწევა საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო. 1991-1992 წლების გასაყარზე, გარე ძალების აქტიური ხელშეწყობით, საქართველოში განხორციელებული სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების შედეგად, ზვიად გამსახურდია და მისი მხარდამჭერი პოლიტიკური გუნდი იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო.

 

გ) მართლმადიდებლობა

სახელმწიფო რელიგიად უნდა გამოცხადდეს

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადების შემდგომად, კერძოდ, 1991 წლის 26 მაისს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვე-ბულმა ზვიად გამსახურდიამ, თავის პირველივე გამოსვლაში, 1991 . 7 ივნისს, საქართველოს უზენაესი საბჭოს სესიაზე განაცხადა:

- „... საქართველოში, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიან ქვეყანაში, ტრადი-ციული იყო კავშირი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. ქართველთა ცხოველი მორწმუნეობა განსაზღვრავდა მტრულ გარემოცვაში საქართველოს სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვან არსებობას. სახელმწიფო კი, თავის მხრივ, ყოველნაირად უწყობდა ხელს ეკლესიის სამოციქულო მოღვაწეობას.

საქართველოს სახელმწიფოებრივი აღორძინება, მისი დამოუკიდებლობის აღდგენა ვერ მოხერხდება ქართველთათთვის ნიშნეული ცხოველი მორწმუნეობის აღორ-ძინების გარეშე, ამას ადასტურებს საქართველოს წარსულიცა და აწმყოც. სწორედ ამიტომ, ჭეშმარიტად ქართული ეროვნული მოძრაობა მჭიდროდ იყო და არის დაკავშირებული რელიგიურ ცნობიერებასთან, ეკლესიის წიაღთან. დღევანდელი მოძრაობა თავისი შინაგანი არსით ეროვნულ-რელიგიური მოძრაობაა, რამდენადაც იგი არ გულისხმობს მხოლოდ ეროვნულ-პოლიტიკური მიზნების განხორციელებას, არამედ ითვალისწინებს ზნეობრივ აღორძინებასქრისტიანულ რწმენასა და ცნობიე-რებაზე დამყარებით.

ეროვნული ხელისუფლება იღვაწებს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ტრადი-ციული ერთობის აღსადგენად. ამ ერთობის არსი შემდგომში მდგომარეობს:

- ეროვნული სახელმწიფოს ავტორიტეტი უნდა დაემყაროს არა მარტო ხელის-უფლების სოციალ-პოლიტიკურ განსაზღვრულობას, არამედ უმეტესწილად ქრისტიანულ-ზნეობრივ საწყისებს. სახელმწიფოს დამოკიდებულება ეკლესიისადმი უნდა დაეფუძნოს ეკლესიის რელიგიურ-ზნეობრივი ავტორიტეტის უზენაესობისა და ეკლესიის განსაკუთრებული სოციალური ფუნქციის აღიარებას.

- ეკლესიის სამოციქულო მოღვაწეობის სულიერი ბუნება თავისთავად გამორიც-ხავს მის უშუალო მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში, მაგრამ პოლიტიკური სისტემიდან ეკლესიის გამოყოფა არ უნდა ნიშნავდეს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთგათიშვას. სახელმწიფო და ეკლესია არ უნდა ერეოდნენ ურთი-ერთის საქმიანობაში. მათ ერთობლივად უნდა უზრუნველყონ საერო და საეკლესიო ცხოვრების მთლიანობა.

- ჩვენ მომხრენი ვართ არა სახელმწიფოსა და ეკლესიის, ეკლესიისა და სკოლის ურთიერთგამიჯვნისა, არამედ მათი ბუნებრივი კავშირისა, რომელიც იმავდროულად პოლიტიკური სისტემისა და ეკლესიის ურთიერთდამოკიდებულებასაც ემყარე-ბა. სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად უნდა იქცეს.

- ამ პრინციპებიდან გამომდინარე, ქართულმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ეკლესიის უფლება, იყოს საერო ცხოვრების აქტიური მონაწილე. სახელმწიფომ უნდა დაიცვას საეკლესიო ქონება, ხელი შეუწყოს ეკლესიას ტრადიციულ სამონასტრო მოღვაწეობაში. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რათა ეკლესიამ მიიღოს საჭირო მატერიალური დახმარება, საგანმანათლებლო საქმიანობის, ტაძრების მშენებლობისა და მშენებლობისათვის. უნდა აღდგეს საეკლესიო საკუთრება მიწაზე.

- მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება არ ხელყოფს სხვა რელიგიების აღმსარებელთა, აგრეთვე ათეისტთა მოქალაქეობრივ უფლებებს. სახელმწიფოს მიერ გარანტირებული იქნება სინდისის თავისუფლება და თითოეულ პიროვნებას მიეცემა თავისუფლება, იყოს აღმსარებელი იმ სარწმუნოებისა, რომელ-საც თავად აღიარებს. მოქალაქეთა უფლებები არ შეიზღუდება რელიგიის ნიშნით. საქართველოს სახელმწიფო კვლავაც ერთგული დარჩება ტრადიციული რელიგიური შემწყნარებლობისა...“

[„საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია“,

რედ. მიხეილ(გელა) სალუაშვილი,

. I, თბ. 1995 ., გვ.119-120].

 

დღეს, ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისათვის ნათელია, თუ რაოდენ დიდი ზიანის მომტანი აღმოჩნდა 1991 – 1992 წ.წ. დაწყებული უკანონობის ზეიმი. შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი, მართებულად დაწყებული, მაგრამ, მავანთა ძალისხმევით გაწყვეტილი გზასავალის გამთლიანებაშია საძიებელი. ორიენტირად, უფალ იესუ ქრისტეს მრისხანე შეძახილის ქვეტექსტში შეფარული არსის გააზრება გამოგვადგება - „ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომელნიც გარედან წმენდთ სასმისსა თუ ჯამს, შიგნით კი სავსენი არიან ნაძარცვითა და ნაოხარით. თვალდავსილო ფარისეველო, ჯერ შიგნიდან გაწმინდე სასმისი თუ ჯამი, რათა წმიდა იყოს გარეთაც“ (მათე 23,25-26).

 

და მართლაც, თუ დავაკვირდებით - გარეგნულად, თითქოსდა, მართლაც ყველაფერიწესრიგშია“: საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1990 წლის 4 მარტიდან დე-ფაქტოდ და დე-იურედ ავტოკეფალურია; სწორედ ასევე: 1991 წლის 9 აპრილიდან მოყოლებული საქართველო დე-ფაქტო და დე-იურე დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის მატარებელია.

 

„... ქალბატონებო და ბატონებო! ქართველი ერი გამოირჩევა თანასწორთა შორის თავისი ყოფით, ადგილით და ენით. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. ჩვენი ისტორია, ცხოვრების წესი, ბრძოლა სარწმუნოებისათვის, ეროვნული დამოუკიდებლობისათვის, ეს არის მოწამეობრივი, ქრისტესმიერი გზა სიკეთისა, სიქველისა და სიყვარულისა.

ისტორია გვაძლევს შესაძლებლობას, რათა დავუბრუნდთ მამა-პაპისეულ გზას, ავაღორძინოთ რწმენით თავისუფალი საქართველო.

დგება ჟამი, როცა უკლებლივ ყველა სიცოცხლე მამულს ეკუთვნის, ერი უეჭველად მზად არის გადამწყვეტი ბრძოლისათვის. ეროვნული ხელისუფლების ვალია, იყოს ღირში უდიდესი მისიისა, შეასრულოს დაკისრებული მოღვაწეობა, საქართველოს დაუბრუნოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს ერთა თანამეგობრობაში. დიდი მიზნები მხოლოდ ღვთაებრივი სიყვარულით აღსრულდებიან. დაე აღსრულდეს ნება ღვთისა! ნება ერისა! ...“

[„საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“,

რედ. მიხეილ(გელა) სალუაშვილი,

. I, თბ. 1995 ., გვ.123].

წინამდებარე განსახილველი საკითხის თემატიკიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვეხებით საქართველოს საერო და სასულიერო სფეროთა პერსონალიების როლსა და მნიშვნელობას. ამჟამად, ჩვენი მიზანია საკითხის შინაგანი და გარეგანი ფაქტორების ურთიერთმიმართებაში გავერკვეთ, და ერთადერთი მართებული ორიენტირი გამოვკვეთოთ - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მქონე საქართველოში - მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად უნდა გამოცხადდეს.

 

მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებული დამოუკიდებე-ლი საქართველო, ქართული სახელმწიფოებრივი უღლის გამწევ იმ ერთიანი სხეულის მქონე ძალად იქცევა, რომლის მიერ კაცობრიობის ისტორიაში გაკვალული გზასავალი, საუკუნეების მანძილზე ნასაზრდოებ - ივერიის გაბრწყინებით უნდა დასრულდეს.

დასახული მიზანი შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის გარეშე ვერ იქნება მიღწეული. ეს უკანასკნელი კი, უნდა ეფუძნებოდეს ღმერთის თანადგომით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთიან ძალისხმევას.

„იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ აღდგენილი ქართული სახელმწიფო აღადგენს თავის სულიერ საფუძველს - საქართველოს ეკლესიას. ვლოცულობთ, რათა აღდგეს ჩვენი ერისა და საქართველოს წმიდა ეკლესიის სულიერი კავშირი ისეთივე სახით, როგორითაც იყო წინა საუკუნეებში საქართველოს თავისუფლების დროს. ამენ“ [ან. ჯაფარიძე, იქვე, გვ. 233].

აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, ს/გ „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მავალი გუნდის მიერ საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თაობაზე. შემუშავებული მექანიზმი ემყარება რა - დღეს მომქმედ „კონსტიტუციურ შეთანხმებასა“ და „საქართველოს ავტოკეფალური მართლმადი-დებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებას“, საქართველოს კონსტიტუციაში, შემდეგი სახის საკანონმდებლო ცვლილების გატარებას ითვალისწინებს:

 

1.მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოში მართლმადიდებლობა გამოცხადებულია სახელმწიფო რელი-გიად, რომლის არსი განსაზღვრულია ორგანული კანონით.

2. მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება არ ხელყოფს სხვა რელიგიების აღმსარებელთა, აგრეთვე ათეისტთა მოქალაქეობრივ უფლებებს. საქარ-თველოს სახელმწიფო კვლავაც ერთგულია ტრადიციული რელიგიური შემწყნარებ-ლობისა.

3. სახელმწიფოს მიერ გარანტირებულია სინდისის თავისუფლება და თითოეულ პიროვნებას უფლება აქვს იყოს აღმსარებელი იმ სარწმუნოებისა, რომელსაც თავად აღიარებს.

4. საქართველოს მოქალაქეთა უფლებები არ იზღუდება რელიგიის ნიშნით.“.

 

2. 92-ე  მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „21“ პუნქტი:

„21. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისათვის გამოყოფი-ლია სახელმწიფო  ბიუჯეტის  კანონში დაფიქსირებული საერთო შემოსავლების ათი პროცენტი, რომლის არაუმეტეს ერთი პროცენტისა საეკლესიო პირების სახელფასო და საპენსიო უზრუნველყოფისთვისაა განკუთვნილი“.

 

მინაწერი:

დანართი №2-ის სახით წარმოგიდგენთ:

საქართველოს ორგანული კანონი საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“ მისაღებ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს.

დანართი №2

კანონპროექტი:

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად

გამოცხადების შესახებ“

 

თავი პირველი: ზოგადი დებულება

მუხლი 1.

კანონის მიზანია, რელიგიურ-ზნეობრივი ავტორიტეტის უზენაესობისა და ეკლესიის განსაკუთრებული სოციალური ფუნქციის აღიარებიდან გამომდინარე, განსაზღვროს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული ადგილი ქართულ სახელმწიფოებრივ სისტემაში.

მუხლი 2.

საქართველოში მართლმადიდებლობა გამოცხადებულია სახელმწიფო რელიგიად, რაც განპირობებულია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდე-ბელი ეკლესიის განსაკუთრებული როლით საქართველოს ისტორიაში.

მუხლი 3.

მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება არ ხელყოფს სხვა რელიგიების აღმსარებელთა, აგრეთვე ათეისტთა მოქალაქეობრივ უფლებებს. საქარ-თველოს სახელმწიფო კვლავაც ერთგულია ტრადიციული რელიგიური შემწყნარებ-ლობისა.

მუხლი 4.

საქართველოს სახელმწიფოს მიერ გარანტირებულია სინდისის თავისუფლება და თითოეულ პიროვნებას უფლება აქვს იყოს აღმსარებელი იმ სარწმუნოებისა, რომელსაც თავად აღიარებს.

მუხლი 5.

 საქართველოს მოქალაქეთა უფლებები არ იზღუდება რელიგიის ნიშნით.

მუხლი 6.

საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია [შემდეგში - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია] არ ერევიან ურთიერთის საქმიანობაში. ისინი ერთობლივად უზრუნველ-ყოფენ საერო და საეკლესიო ცხოვრების მთლიანობას.

მუხლი 7.

სახელმწიფოზრუნველყოფს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უფლებას, იყოს საერო ცხოვრების აქტიური მონაწილე.

მუხლი 8.

მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სარგებლობს სახელმწიფოს განსაკუთრებული ფინანსური მხარდაჭერითა და მფარველობით.

მუხლი 9.

საქართველოში მოქმედი სხვა რელიგიური გაერთიანებები დამოუკიდებელ კერძო ინსტიტუტებს წარმოადგენენ. მათი შექმნისათვის სახელმწიფოს ნებართვა არ არის საჭირო და რაიმე სახის ფინანსურ დახმარებას სახელმწიფოსაგან არ იღებენ.

 

 

თავი მეორე:

საეკლესიო ხელისუფლებისა და მმართველობის

უმაღლეს ორგანოები

მუხლი 10.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს, - სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სრულუფლებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საეკლესიო (კანონიკური) სამართლის ნორმებით [საქართ-ველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება], საქართველოს კონსტიტუციისდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 11.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო, მისი განყოფილებები, დაწესებულებები, ეპარქიები, სამრევლოები, მონასტრები, სასულიერო სასწავლებლები და საზღვარ-გარეთ არსებული სამრევლოები და დაწესებულებები სარგებლობენ იურიდიული პირის უფლებით.

მუხლი 12.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენენ:

ა) საქართველოს ეკლესიის ადგილობრივი საეკლესიო კრება - საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი [შემდგომში - საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი];

ბ) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი;

გ) საქართველოს საპატრიარქო (ქორეპისკოპოსისა და მდივნის სახით);

დ) სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამოსილებას ანიჭებს კათოლიკოს-პატრიარქი.

მუხლი 13.

1. საეკლესიო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლეს ორგანოს წარმოად-გენს - საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი.

2. კრებებს შორის პერიოდში უმაღლესი საეკლესიო ხელისუფალი და მმართველი არის - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

მუხლი 14.

საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის თავმჯდომარე არის სრულიად საქარ-თველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან მის მიერ დანიშნული საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე.

მუხლი 15.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხელშეუვალია.

მუხლი 16.

საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საეკლესიო კანონებითა და საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით“.

მუხლი 17.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი: არის საქართველოს მართლმა-დიდებელი ეკლესიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი სახელმწიფოს ხელისუფ-ლების წინაშე.

 

 

თავი მესამე:

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართალი

მუხლი 18.

სახელმწიფო აღიარებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ სამართალს:

ა) წმიდა წერილსა და საღმრთო გადმოცემას;

ბ) „დიდი სჯულისკანონს“;

გ) „საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგე-ობის დებულებას“.

მუხლი 19.

„საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში“ ცვლილებების შეტანის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს ეკლე-სიის წმიდა სინოდს.

მუხლი 20.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში უმაღლესი ხელისუფლება - მოძღ-ვრების, საეკლესიო მმართველობისა და საეკლესიო სასამართლოს სფეროებში, ანუ - საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება ეკუთვნის: საქარ-თველოს ეკლესიის წმიდა სინოდს.

მუხლი 21.

საეკლესიო სასამართლოს უფლება აქვთ:

ა) საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს;

ბ) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს;

გ) ეპარქიის მმართველ მღვდელმთავარს.

მუხლი 22.

საეკლესიო ცხოვრების წესთან დაკავშირებით მიღებულ საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებას, საპარლამენტო  კანონის  ძალა  გააჩნია.

მუხლი 23.

ცენტრალურ საეკლესიო ბიუჯეტთან, საეკლესიო ანაზღაურებასთან და საეკლესიო პენსიებთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში შედის მხოლოდ საქართველოს პარლამენტის მიერ დადგენილების ფორმით დამტკიცების შემდეგ.

მუხლი 24.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებები ძალაში შედიან მიღებისთანავე, თუ დადგენილება არ ითვალისწინებს სხვა ვადებს.

მუხლი 25.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ახორციელებს პირველი ინსტან-ციის საეკლესიო სასამართლოს ფუნქციებს მცხეთა-თბილისის ეპარქიის მართლმა-დიდებელი ქრისტიანებისათვის, ხოლო მეორე ინსტანციის საეკლესიო სასამართლოს ფუნქციებს საქართველოს ეკლესიის დანარჩენი ეპარქიების მართლმადიდებელი ქრისტიანებისათვის, რომელთაც საკმარისი საფუძველი აქვთ გაასაჩივრონ თავიანთი მმართველი მღვდელმთავრის განაჩენი.

 

 

თავი მეოთხე:

საქართველოს ეკლესიის

გაფართოებული საეკლესიო კრება

 

მუხლი 26.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევისას ან/და საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის ახალი დებულების დამტკიცების ან/და მასში ცვლი-ლებების შეტანისას ხდება „საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით“ განსაზღვრული შემადგენლობის მქონე საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების მოწვევა.

მუხლი 27.

საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ საეკლესიო კრებას იწვევს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე.

მუხლი 28.

კრებათა შორის პერიოდში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღ-ლესი საეკლესიო ხელისუფალი და მმართველი არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

 

 

თავი მეხუთე:

სრულიად საქართველოს საპატრიარქო

მუხლი 29.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებათა ერთობლიობას ეწოდება - სრულიად საქართველოს საპატრიარქო“.

მუხლი 30.

„სრულიად საქართველოს საპატრიარქოს“ განყოფილებებსა და სამსახურებს ქმნის, მათ ხელმძღვანელებს ნიშნავს და ათავისუფლებს სრულიად საქართველოს კათო-ლიკოს-პატრიარქი.

მუხლი 31.

„სრულიად საქართველოს საპატრიარქოს“ განყოფილებები და სამსახურები არიან ზედამხედველი და მაკოორდინირებელი ორგანოები ეპარქიებში მოქმედი ანალო-გიური დაწესებულებებისა.

მუხლი 32.

„სრულიად საქართველოს საპატრიარქოს“ განყოფილებებისა და სამსახურების მოღვაწეობას არეგულირებენ შესაბამისი წესდებები, რომლებსაც ამტკიცებს სრული-ად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

მუხლი 33.

„სრულიად საქართველოს საპატრიარქო“, მისი განყოფილებები, დაწესებულე-ბები, ეპარქიები, სამრევლოები, მონასტრები, სასულიერო სასწავლებლები და საზღვარგარეთ მყოფი სამრევლოები და დაწესებულებები სარგებლობენ იური-დიული პირის უფლებით.

 

 

თავი მეექვსე:

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის

შემადგენელი ერთეულები

მუხლი 34.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იყოფა ეპარქიებად, რომლებსაც მართავენ მღვდელმთავრები.

მუხლი 35.

ეპარქიაეწოდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იმ ნაწილს, რომელსაც კანონიკურად მართავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარ-ქისა და წმ. სინოდის მიერ დადგენილი ეპარქიის მღვდელმთავარი.

მუხლი 36.

ეპარქიების საზღვრებს საქართველოს ტერიტორიაზე ადგენს საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდი, სახელმწიფოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის გათვალისწინებით. საქართველოს საზღვრებს გარეთ ეპარქიების საზღვრები დგინდება საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდის გადაწყვეტილებით.

მუხლი 37.

ყოველ ეპარქიაში არსებობენ საეპარქიო მმართველობის ორგანოები, რომლებიც მოქმედებენ საეკლესიო კანონებითა დასაქართველოს ავტოკეფალური მართლმა-დიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით“.

მუხლი 38.

ეპარქიის საჭეთმპყრობელი და მისი კანონიკური მმართველი, წმიდა მოცი-ქულებიდან მომდინარე უწყვეტი იერარქიული ხელდასხმის მადლით, არის ეპარქიის მღვდელმთავარი.

მუხლი 39.

ეპარქიის მღვდელმთავარის არჩევა-დადგინების წესი და უფლება მოვალეობანი განისაზღვრება საეკლესიო კანონებითა დასაქართველოს ავტოკეფალური მართლ-მადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით“.

მუხლი 40.

ეპარქიის მღვდელმთავარს ეპარქიის მმართველობაში ეხმარება, უშუალოდ მის დაქვემდებარებაში მყოფი, სათათბირო, კოლეგიალური ორგანო - საეპარქიო საბჭო.

მუხლი 41.

საეპარქიო საბჭოს უფლება მოვალეობანი განისაზღვრება საეკლესიო კანონებითა დასაქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეო-ბის დებულებით“.

მუხლი 42.

საეპარქიო საბჭოს თავმჯდომარე არის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი.

 

მუხლი 43.

მმართველი მღვდელმთავარი არის ეპარქიის უმაღლესი საეკლესიო სასამართლო ხელისუფალი. საეპარქიო საბჭო რჩევებითა და მოსაზრებებით ეხმარება ეპარქიის მღვდვლმთავარს საეკლესიო სასამართლო ხელისუფლების განხორციელებაში.

მუხლი 44.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიები იყოფა ოლქებად (სამთავარხუცესოებად), ხოლო ოლქები - სამრევლოებად.

მუხლი 45.

ოლქების ხელმძღვანელები არიან მთავარხუცესები, რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი.

მუხლი 46.

მთავარხუცესების უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საეკლესიო კანონებითა დასაქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეო-ბის დებულებით“.

მუხლი 47.

სამრევლო არის ეპარქიის მღვდელმთავრის კანონიკური მმართველობის ქვეშ მყოფი ეპარქიის ნაწილი - ტაძართან გაერთიანებული სამღვდელო და საერო პირთა-გან შემდგარი მართლმადიდებელ ქრისტიანთა საზოგადოება.

მუხლი 48.

ოლქში გაერთიანებული სამრევლოების რაოდენობას განსაზღვრავს ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი.

მუხლი 49.

სამრევლოს ხელმძღვანელობს ეპარქიის მღვდელმთავრის მიერ დანიშნული წინამძღვარი, რომელსაც მართვა-გამგეობაში სამრევლო საბჭო ეხმარება.

მუხლი 50.

სამრევლოს წინამძღვრის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საეკლესიო კანონებითა დასაქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით“.

მუხლი 51.

სამრევლო საბჭოს შემადგენლობა და უფლება მოვალეობანი განისაზღვრება საეკლესიო კანონებითა დასაქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით“.

მუხლი 52.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში შემავალ  ტერიტო-რიაზე შეიძლება არსებობდეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ან წმ. სინოდის მიერ ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის წარდგინებით და კანონი-კური პროცედურის დაცვით დაარსებული, ბერების ან მონოზვნებისაგან შემდგარი კრებულის ცხოვრებისა და მოღვაწეობის სავანე - მონასტერი.

მუხლი 53.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უფლება აქვს დააარსოს უშუა-ლოდ მის დაქვემდებარებაში შემავალი სტავროპიგიალური მონასტრები, საქარ-თველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში შემავალ მთელ ტერიტო-რიაზე.

მუხლი 54.

მონასტრები თავის მოღვაწეობას ახორციელებენ საქართველოს ეკლესიის მონასტრებისა და ბერმონოზვნების შესახებ დებულების თანახმად.

 

 

თავი მეშვიდე:

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის

საერთო-საეკლესიო ფინანსები

მუხლი 55.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უშუალოდ არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას.

მუხლი 56.

არ არსებობს საეკლესიო გადასახადი. ეკლესიის ცენტრალური საეკლესიო ბიუჯე-ტი შედგება თვითდაფინანსებისა და სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ფულადი სახსრებისაგან.

მუხლი 57.

თვითდაფინანსებით მოძიებული ფინანსები იქმნება: მორწმუნეთა ნებაყოფი-ლობითი შემოწირულობით, საეკლესიო საწარმოების მიერ გამოშვებული პროდუქ-ციის რეალიზაციით და სხვა საეკლესიო-სამეურნეო საქმიანობით.

მუხლი 58.

საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების გამო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გამოყოფილია სახელმწი-ფო  ბიუჯეტის  კანონში დაფიქსირებული საერთო შემოსავლების - 10 [ათი]%. რომ-ლის არაუმეტეს 1 [ერთი]% საეკლესიო პირების სახელფასო და საპენსიო უზრუნველ-ყოფისთვისაა განკუთვნილი.

მუხლი 59.

საერთო-საეკლესიო ფინანსების განკარგვა ხდება „ცენტრალური საეკლესიო ბიუჯეტის დებულების“ თანახმად.

მუხლი 60.

საერთო-საეკლესიო ფინანსების განმკარგავნი არიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი.

მუხლი 61.

სახელმწიფო და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უფლებამოსილნი არიან ურთიერთშეთანხმებით განახორციელონ მოსახლეობის სოციალური დაცვის ერთობლივი პროგრამები.

მუხლი 62.

სახელმწიფო და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უფლებამოსილნი არიან განათლების სისტემაში განახორციელონ ერთობლივი პროგრამები. სახელ-მწიფო ხელს უწყობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებ-ლო დაწესებულებების ფუნქციონირებას.

მუხლი 63.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში შემავალ მთელ ტერიტორიაზე საეკლესიო წესების აღსრულება უფასოა.

 მუხლი 64.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სასულიერო პირებისა და თანამშრომ-ლების ანაზღაურებას აწარმოებს „საეკლესიო ანაზღაურების შესახებ დებულების“ საფუძველზე.

 მუხლი 65.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სასულიერო პირებისა და თანამშრომ-ლების საპენსიო ანაზღაურებას აწარმოებს საეკლესიო პენსიების შესახებ დებუ-ლების საფუძველზე.

მუხლი 66.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი ახდენენ საერთო-საეკლესიო და საეპარქიო ფულადი სახსრებისა და ქონების რევიზიას. ასეთი რევიზიის განხორციელებისათვის მათ მიერ იქმნება სპე-ციალური სინოდალური კომისია.

მუხლი 67.

სახელმწიფო, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეთანხმებით, იძლევა ნებართვას ან ლიცენზიას ეკლესიის ოფიციალური ტერმინოლოგიისა და სიმბოლიკის გამოყენებაზე, აგრეთვე, საღვთისმსახურო პროდუქციის დამზადებაზე, შემოტანასა და მიწოდებაზე.

 

თავი მერვე: სხვადასხვა

მუხლი 68.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დადგენილი დიდი საეკლესიო დღესასწაულები და კვირა დასვენების დღეებად ცხადდება.

მუხლი 69.

სახელმწიფო მხარს უჭერს აღსარებისა და საეკლესიო საიდუმლოს დაცვას. სასულიერო პირი ვალდებულია არ გასცეს ინფორმაცია, რომელიც მას, როგორც სულიერ მოძღვარს, გაანდეს ან მისთვის, როგორც სასულიერო პირისათვის, გახდა ცნობილი.

მუხლი 70.

სახელმწიფო აღიარებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შესრუ-ლებულ ჯვრისწერას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 71.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულებისაგან.

მუხლი 72.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეთანხმებით მიღებული შესაბამისი სამართლებრივი აქტებით სახელმწიფო უზრუნველყოფს სამხედრო-საჯარისო ფორმირებებში, საპატიმროებსა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მოძღვრის ინსტიტუტის შექმნას.

 

 

თავი მეცხრე:

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრება

მუხლი 73.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონება, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებ-ლობით.  

მუხლი 74.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრება და სხვა ქონებრივი უფლებები დაცულია კანონით.

მუხლი 75.

სახელმწიფო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონას-ტრებს (მოქმედს და არამოქმედს), მათ ნანგრევებს, აგრეთვე, მიწის ნაკვეთებს, რომ-ლებზეც ისინია განლაგებული.

მუხლი 76.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში მოქცეულ ნაგებობათა დაცვის ზონები, მათი მოვლა-პატრონობისა და სარგებლობის წესები განისაზღვრება, ეკლესიასთან შეთანხმებით მიღებული, შესაბამისი მოქმედი კანონმდებლობით.

მუხლი 77.

სახელმწიფო, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეთანხმებით ვალ-დებულია აწარმოოს მოლაპარაკება შესაბამის სახელმწიფოებთან მათ ტერიტორიაზე არსებული ყველა ქართული მართლმადიდებლური ტაძრის, მონასტრის, მათი ნანგრევის, სხვა საეკლესიო ნაგებობის, აგრეთვე, საეკლესიო ნივთების დაცვის, მოვლა-პატრონობისა და საკუთრების თაობაზე.

მუხლი 78.

სახელმწიფო, საქართველოს მართლმადიდებელი  ეკლესიის საკუთრებად ცნობს სახელმწიფო დაცვაში (მუზეუმებში, საცავებში) მყოფ საეკლესიო საგანძურს (კერძო საკუთრებაში არსებული ნაწილის გარდა).

მუხლი 79.

 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო საგანძური, როგორც საერთო-ეროვნული საგანძურის ნაწილი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არის სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობლივ მფლობელობაში (წმიდა ნაწილებისა და წმიდა რელიკვიების გარდა).

მუხლი 80.

სახელმწიფო და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ერთობლივად ზრუნავენ ისტორიულ-კულტურული და არქეოლოგიურ-არქიტექტურული ფასეუ-ლობების მქონე საეკლესიო ნაგებობებისა და საეკლესიო საგანძურის სათანადო დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის.

მუხლი 81.

საეკლესიო ქონების მართვა და განკარგვა ხდება საეკლესიო კანონების, სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის დასაქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებისთანახმად.

 

 

თავი მეათე:

გარდამავალი დებულება

მუხლი 82.

1. „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი ძალაში შედის საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ დამტკიცების-თანავე;

2. „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს ხელს აწერენ საქართველოს პრეზიდენტი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი;

3. „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ორივე მხარის ხელმოწერითა და პარლამენტისა და საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის დამ-ტკიცებით;

4. „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ძალაში შესვლიდან არაუმეტეს ექვსი თვისა, ამ კანონის მოთხოვნათა გასათვალისწინებლად, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი ღებულობს:

ა) „საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეო-ბის დებულებას“;

ბ) „საქართველოს ეკლესიის მონასტრებისა და ბერმონოზვნების შესახებ დებუ-ლებას“;

გ) „ცენტრალური საეკლესიო ბიუჯეტის დებულებას“;

დ) „საეკლესიო ანაზღაურების შესახებ დებულებას“;

ე) „საეკლესიო პენსიების შესახებ დებულებას“.

5. საქართველოს პარლამენტი, ამ კანონის მუხლი 82,4-ით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებიდან არაუმეტეს ორი თვისა, დადგენილების ფორმით ამტკიცებს:

ა) „ცენტრალური საეკლესიო ბიუჯეტის დებულებას“;

ბ) „საეკლესიო ანაზღაურების შესახებ დებულებას“;

გ) „საეკლესიო პენსიების შესახებ დებულებას“. 

6. „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე, მე-60, 65-ე და 66-ე მუხლები ძალაში შედის, ამ კანონის მუხლი 82,4-5 გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილე-ბისთანავე;

7. „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე, მე-60, 65-ე და 66-ე მუხლების ამოქმედება მოხდეს:

ა) ამ კანონის მუხლი 82,4-6 გათვალისწინებული მოთხოვნების წლის პირველ ნახევარში დაკმაყოფილების შემთხვევაში - პირველივე ახალი წლის საბიუჯეტო კანონის მიღება-ამოქმედებისთანავე;

ბ) ამ კანონის მუხლი 82,4-6 გათვალისწინებული მოთხოვნების წლის მეორე ნახევარში დაკმაყოფილების შემთხვევაში - მეორე ახალი წლის საბიუჯეტო კანონის მიღება-ამოქმედებისთანავე;

8. „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის სრულად ძალაში შესვლიდან ძალა-დაკარგულად გამოცხადდეს - „კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელ-მწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლე-სიას შორის“.

მუხლი 83.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

კანონპროექტის:

 

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად

გამოცხადების შესახებ“   

განმარტებითი ბარათი

 

თავი პირველი:

საკანონმდებლო წინადადების ზოგადი არსის თაობაზე

წინამდებარე კანონპროექტის მომზადებისას ვიხელმძღვანელეთ ისეთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტებით, როგორიცაა:

1. „საქართველოს კონსტიტუცია“ [1995 წლი 24 აგვისტოს რედაქცია] შემდგომში - „ს.კ.“];

2. „კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ [დაიდო 2002 წ. 14 სექტემბერს], [შემდგომში - „კ.შ.“] და

3. საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება“ [მიღებულ იქნა 1995 წ. 18-19 სექტემბერს], [შემდგომში „დ.“].

 

კანონპროექტი: „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“, შედგება - ათი თავისა და 83 მუხლისაგან.

მეათე თავის - „გარდამავალი დებულების“ ორი თავის გამოკლებით, კანონპროექ-ტის პირველ ცხრა თავში მოცემული 80 მუხლიდან - 57-ი, ანუ - 71,25%, მთლიანად აღებულია ზემოთ ხსენებული სამი დოკუმენტიდან. კერძოდ:

 

ა) კანონპროექტის პირველი თავის - „ზოგადი დებულება“, ცხრავე მუხლი ორიგინალური ხასიათისაა, რომლებიც მთლიანად განსაზღვრავენ წინამდებარე კანონპროექტის ხასიათს.

კანონის მიზნის [მუხლი 1] განსაზღვრის შემდგომ დეკლარირებულია, რომ - „საქართველოში მართლმადიდებლობა გამოცხადებულია სახელმწიფო რელიგიად, რაც განპირობებულია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდე-ბელი ეკლესიის განსაკუთრებული როლით საქართველოს ისტორიაში[მუხლი 2].

აქვე, ხაზგასმითაა აღნიშნული ჩვენი სახელმწიფოს ტრადიციული რელიგიური შემწყნარებლობა, და საქართველოს მოქალაქეთათვის გარანტირებული სინდისის თავისუფლება „იყოს აღმსარებელი იმ სარწმუნოებისა, რომელსაც თავად აღიარებს“ [მუხლი 3-4], და სხვა.

 

ბ) კანონპროექტის მეორე თავი - „საეკლესიო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლეს ორგანოები“, 8 მუხლს მოიცავს, რომელთაგან მხოლოდ ერთია ორიგი-ნალური [მუხლი 16], დანარჩენი შვიდი მუხლი იდენტურია ზემოთ ხსენებულ სამ ძირითად დოკუმენტში მოცემული ფორმულირებისა. ესენია:

მე-10 მუხლი [იხ. „დ.“ თავი 1, მ. 5]; მე-11 მუხლი [იხ. „დ.“ თავი 1, მ. 9]; მე-12 მუხლი [იხ. „კ.შ.“ მუხლი 1,4]; მე-13 მუხლი [იხ. „დ.“ თავი 1, მ. 7]; მე-14 მუხლი [იხ. „დ.“ თავი 2, მ. 5]; მე-15 მუხლი [იხ. „კ.შ.“ მუხლი 1,5]; მე-17 მუხლი [იხ. „დ.“ თავი 4, მ. 30,5]; 

ჩვენს მიერ შემოთავაზებულია მხოლოდ მე-16 მუხლის ახალი ფორმულირება, რომელიც ასეთია:

მუხლი 16. საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საეკლესიო კანონებითა და საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით“.

 თავის მხრივ, მუხლებში გადმოცემული ფორმულირებების ზოგადი ხასიათი ასეთია:

საქართველოში მომქმედი სხვა რელიგიური გაერთიანებებისაგან განსხვავებით, რომლებიც კერძო სამართლის ინსტიტუტებს წარმოადგენენ [მუხლი 9],  კანონპროექ-ტის მე-10 მუხლი განსაზღვრავს, რომ - „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს, - სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სრულუფლებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს...“.  ამავე თავში გამოკვეთილია საეკლესიო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოები [მუხლი 12-13].

 

გ) რვა მუხლისაგანაა შემდგარი კანონპროექტის მესამე თავი - „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართალი“. ამათგან ხუთი მუხლი არსებული კანონებიდანაა აღებული. კერძოდ:

მე-19 მუხლი [„დ.“ თავი 3, მ. 2; აგრეთვე: თავი 15, მ.3]; მე-20 მუხლი [„დ.“ თავი 2, მ. 1]; 21-ე მუხლი [„დ.“ თავი 1, მ. 8]; 24-ე მუხლი [„დ.“ თავი 2, მ. 17]; 25-ე მუხლი [„დ.“ თავი 3, მ. 28].

მე-18 მუხლის თანახმად - „სახელმწიფო აღიარებს საქართველოს მართლმადიდე-ბელი ეკლესიის კანონიკურ სამართალს: ა) წმიდა წერილსა და საღმრთო გადმოცემას; ბ) „დიდი სჯულისკანონს“; გ) „საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებას“.

ამავე თავში გამოკვეთილია თუ ვინ სარგებლობს საეკლესიო სასამართლოს უფლებით [მუხლი 20-21].

22-24 -ე მუხლების თანახმად განსაზღვრულია, სახელმწიფო რელიგიის სტატუსის მატარებელი მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების იურიდიული სტატუსი და მათი ამოქმედების წესი.

 

დ) კანონპროექტის მომდევნო ორ: მეოთხე [3 მუხლი] და  მეხუთე [5 მუხლი] თავში  წარმოდგენილი რვავე მუხლი აღებულია მოქმედი კანონმდებლობიდან. ესენია:

26-ე მუხლი [„დ.“ თავი 3, მ. 2; და თავი 15, მ. 3]; 27-ე მუხლი [„დ.“ თავი 3, მ. 1]; 28-ე მუხლი [„დ.“ თავი 4, მ. 26];

29-ე მუხლი [„დ.“ თავი 5, მ. 1]; 30-ე მუხლი [„დ.“ თავი 5, მ. 3]; 31-ე მუხლი [„დ.“ თავი 5, მ. 5]; 32-ე მუხლი [„დ.“ თავი 5, მ. 4]; 33-ე მუხლი [„დ.“ თავი 5, მ. 6, და მ.11];

 

ე) კანონპროექტის მეექვსე თავის 21 მუხლიდან მხოლოდ ხუთი მუხლია განსხვავებული ფორმულირების [ესენია: 39-ე, 41-ე, 46-ე, 50-ე და 51-ე მუხლები].

დანარჩენი 16 მუხლი „საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლე-სიის მართვა-გამგეობის დებულებიდანაა“ აღებული:

34-ე მუხლი [„დ.“ თავი 6, მ. 1]; 35-ე მუხლი [„დ.“ თავი 6, მ. 2]; 36-ე მუხლი [„დ.“ თავი 6, მ. 3]; 37-ე მუხლი [„დ.“ თავი 6, მ. 4]; 38-ე მუხლი [„დ.“ თავი 7, მ. 1]; მე-40-ე მუხლი [„დ.“ თავი 8, მ. 1]; 42-ე მუხლი [„დ.“ თავი 7, მ. 4]; 43-ე მუხლი [„დ.“ თავი 8, მ. 9]; 44-ე მუხლი [„დ.“ თავი 9, მ. 1; და მე-10 თავის მ.1]; 45-ე მუხლი [„დ.“ თავი 9, მ. 2]; 47-ე მუხლი [„დ.“ თავი 10, მ. 2]; 48-ე მუხლი [„დ.“ თავი 10, მ. 4]; 49-ე მუხლი [„დ.“ თავი 10, მ. 3]; 52-ე მუხლი [„დ.“ თავი 11, მ. 1-2]; 53-ე მუხლი [„დ.“ თავი 4, მ. 24; და მე-11 თავის მ.3]; 54-ე მუხლი [„დ.“ თავი 11, მ. 8];

 

ვ) განსაკუთრებით გვინდა შევჩერდეთ ცამეტი თავისაგან შემდგარ კანონპროექტის მეშვიდე თავზე, რომელიც მთლიანად ეთმობა - „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საერთო-საეკლესიო ფინანსებს“.

საუბარი, დღეისათვის არსებული მაგალითების მოყვანი გვინდა დავიწყოთ. როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ქვეყანებში, ეკლესიათა დაფინანსების საკითხი სხვადასხვაგვარადაა გადაწყვეტილი. ასე მაგალითად:

დანიის სახელმწიფო, კონსტიტუციის ძალით იღებს ვალდებულებას დააფინანსოს სახელმწიფო რელიგიად აღიარებული: ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესია.

ზოგადად, დანიაში ეკლესიის დაფინანსების სამი წყარო არსებობს:

- საეკლესიო გადასახადი, [საერთო შემოსავლის - 75%] რომელსაც ეკლესიის ყველა წევრი იხდის,

- სახელმწიფო დახმარება ხელფასებისა და პენსიებისათვის [შემოსავლის -12%] და

- საეკლესიო ქონებიდან, ფონდებიდან და შემოწირულობებიდან შემოსავალი [შემოსავლის -13%].

საბერძნეთში არ არსებობს საეკლესიო გადასახადი, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდიები გამოიყოფა ეპისკოპოსების, მღვდლებისა და სხვა საეკლესიო პერსო-ნალის ხელფასებისათვის. ეკლესია თავისუფლდება ზოგიერთი ისეთი გადასახადი-საგან, როგორიცაა მიწისა და საშემოსავლო გადასახადები.

ისლანდიაში შემოღებულია სპეციალური საეკლესიო გადასახადი. თუ ისლანდიის მოქალაქე არ გადაიხდის საეკლესიო გადასახადს, მას გადასახადს იძულებით გადაახდევინებენ და ჯარიმა მიემართება რეიკიავიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე.

შვედეთში ასევე არსებობს საეკლესიო გადასახადი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში შედის. შვედეთის ევანგელურ - ლუთერანული ეკლესიის გარდა ფინანსურ დახმარებას სხვა რელიგიური ორგანიზაციები არ ღებულობენ.

განსხვავებული წესია ნორვეგიაში, სადაც რელიგიური ორგანიზაციები სახელ-მწიფოსაგან ფინანსურ დახმარებას ღებულობენ მორწმუნეთა რაოდენობის პროპორ-ციულად.

ბელგიის კონსტიტუციის 181-ე მუხლის თანახმად, სასულიერო პირების ხელ-ფასებისა და პენსიების გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტს ეკისრება. ამავე დროს, არსებობს სხვადასხვა სახის შეღავათი. დაფინანსების ამ სისტემას ემატება შემო-სავალი ეკლესიის კუთვნილი ქონებიდან. არსებული სისტემა მოიცავს საგადასახადო შეღავათებს შემოსავალზე. არსებობს სხვა შეღავათებიც. მაგ. ქალაქმა, რომელშიც მდებარეობს ეპარქია, უნდა უზრუნველყოს პასტორი საცხოვრებლით, ან საჭირო ექვივალენტური თანხით, და სხვა.

გაერთიანებულ სამეფოში შეზღუდულია სახელმწიფოს მიერ ეკლესიების პირდაპირი დაფინანსება. ამასთანავე, საკანონმდებლო სივრცე ითვალისწინებს ეკლესიის ე.წ. ირიბი დაფინანსების შესაძლებლობას. მაგ. სახელმწიფო არ აფინანსებს სამღვდელოების ხელფასებს, პენსიებს ან ეკლესიის სხვა ხარჯებს, თუმცა კანონი მოითხოვს, რომ ინგლისის ეკლესიის სამღვდელოებამ ჩაატაროს ქორწინებისა და დაკრძალვების რიტუალი და საამისოდ, კანონით განსაზღვრული ჰონორარი მიიღოს; სახელმწიფო ვალდებულებას იღებს დააფინანსოს ინგლისის ეკლესიის კუთვნილი ისტორიული შენობების შენახვის ხარჯები, და სხვა.

ჩეხეთში სახელმწიფო უზრუნველყოფს სამღვდელოების წარმომადგენლები-სათვის ხელფასებისა და პენსიების გადახდას. ბიუჯეტის ხარჯზე ხდება ეკლესიის სათაო ოფისებისა და საეკლესიო ნაგებობების მოვლა-შენახვა. სახელმწიფოს მიერ გაღებული სუბსიდირების პარალელურად, რელიგიური გაერთიანებების შემოსავ-ლის წყაროა ფულადი შემოწირულობები.

გერმანიის კანონმდებლობის თანახმად სახელმწიფო ვალდებულია ეკლესიის წინაშე. ეს ეხება მაგ. სუბსიდიების გაცემას ეკლესიის ხელმძღვანელობის ხელფასებისათვის. ადგილობრივი ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს ეკლესიის შენობების შენახვა. ზოგიერთ შემთხვევაში ეკლესია განთავისუფლებულია საეკლესიო გადასახადისაგან.

კანონმდებლობით, ის რელიგიური გაერთიანება, რომელიც საჯარო კორპორაციაა, უფლებამოსილია დააწესოს გადასახადი. საეკლესიო გადასახადის განაკვეთი განი-საზღვრება ინდივიდის ხელფასისა და საშემოსავლო გადასახადის ვალდებულების 8-9%-ით.

ესპანეთში, კათოლიკური ეკლესია [რომლის წევრად თავს თვლის ესპანელთა 80,3%] ერთადერთი ეკლესიაა, რომელიც პირდაპირ სახელმწიფო დაფინანსებას იღებს. არსებული პროცედურის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელმა პირმა უნდა მიუთითოს, რომ თანხის 0,5% პირდაპირ ეკლესიას გადაერიცხოს.

სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის დაფინანსების ალტერნატიული გზაა მისი გარკვეული სახის გადასახადებისაგან განთავისუფლება, ეკლესიის შენობა ნაგებობების მოვლის ვალდებულება და სხვა.

ლუქსემბურგში საეკლესიო გადასახადი არ არსებობს. ამის ნაცვლად კათოლიკური ეკლესიის დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მაღალი წოდების საულიერო პირები, როგორებიცაა ეპისკოპოსები, მღვდლები და ეკლესიაში მომუშავე ზოგიერთი საერო პირი, შრომის ანაზღაურებას საერთო სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ. დაწესებულია საგადასახადო შეღავათები.

უნგრეთში არსებული ეკლესიები [ძირითადად კათოლიკური (მოსახლეობის 65%), რეფორმისტული (20%), ლუთერანული (6%) და სხვა], 1998 წლამდე პირდაპირ ფინანსდებოდა სახელმწიფოს მიერ. შემდგომად, ახალი საგადასახადო დეკლარაციის მიღებით, საკმაოდ რთული საგადასახადო სისტემა ჩამოყალიბდა. გადამხდელს უფლება მიეცა საშემოსავლო გადასახადის 1% მისთვის სასურველი ეკლესიისათვის გადაეხადა. 2002 წლამდე სახელმწიფოს მიერ გარანტირებული იყო აღნიშნულ რაოდენობაზე 0,5% საშემოსავლო გადასახადის დამატება. 2004 წლიდან, ამ თანხას დაემატა საშემოსავლო გადასახადის მთლიანი სახელმწიფო შემოსავლის 0,9%.

 

სხვადასხვა ქვეყნებში არსებული - სახელმწიფოს მიერ ეკლესიათა დაფინანსების მაგალითების მოყვანის გაგრძელების გარეშეც, ვფიქრობთ აშკარაა, ამ სფეროში არსებული მრავალფეროვნება, რომელიც თითოეული ქვეყნის ისტორიული ტრადიციის ერთგვარი ანარეკლია.

 

წინამდებარე კანონპროექტის მეშვიდე თავის ცამეტი მუხლიდან  - 8, მოქმედი კანონებიდანაა აღებული. ესენია:

55-ე მუხლი [„კ. შ.“ მუხლი 6,3]; 57-ე მუხლი [„კ. შ.“ მუხლი 6,4; და „დ.“ თავი 12, მ. 1-2]; მე-60-ე მუხლი [„დ.“ თავი 11, მ. 5]; 61-ე მუხლი [„კ. შ.“მუხლი 4,1]; 62-ე მუხლი [„კ. შ.“ მუხლი 3,3]; 65-ე მუხლი [„დ.“ თავი 14, მ. 1]; 66-ე მუხლი [„დ.“ თავი 12, მ. 15]; 67-ე მუხლი [„კ. შ.“ მუხლი 6,6].

 

ჩვენი საკანონმდებლო წინადადების თანახმად:

- საერთო-საეკლესიო ფინანსების განკარგვა ხდება „ცენტრალური საეკლესიო ბიუჯეტის დებულების“ თანახმად [მუხლი 59];

- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში შემავალ მთელ ტერიტორიაზე საეკლესიო წესების აღსრულება უფასოა[მუხლი 63];

- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სასულიერო პირებისა და თანამშრომლების ანაზღაურებას აწარმოებს „საეკლესიო ანაზღაურების შესახებ დებულების“ საფუძველზე [მუხლი 64];

 - „არ არსებობს საეკლესიო გადასახადი. ეკლესიის ცენტრალური საეკლესიო ბიუ-ჯეტი შედგება თვითდაფინანსებისა და სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ფულადი სახსრებისაგან“ [მუხლი 56];

სამაგიეროდ - „...საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გამოყოფი-ლია სახელმწიფო  ბიუჯეტის  კანონში დაფიქსირებული საერთო შემოსავლების - 10 [ათი] %, რომლის არაუმეტეს 1 [ერთი]% საეკლესიო პირების სახელფასო და საპენსიო უზრუნველყოფისთვისაა განკუთვნილი“ [მუხლი 58].

 

წარმოდგენილი ინიციატივა ბიბლიის წიაღიდან იღებს სათავეს, ამიტომ, მოდით ვნახოთ, თუ რა ფორმითაა იგი მოცემული წმიდა წერილში.

 

„მეათედის“ პირველი ხსენება ბიბლიაში, შალემის (იგივე - სალემის) მეფის - მელქისედეკის სახელთან კავშირდება.

ტყვედ აყვანილი ლოტის დამხსნელ აბრამს, ე.წ. „მეფის ველზე“, მელქისედეკი მიეგებება - „... მელქისედეკმა შალემის მეფემ, გამოუტანა პური და ღვინო. ის იყო უზენაესი ღმერთის მღვდელი. აკურთხა აბრამი და უთხრა: კურთხეულ იყოს აბრამი უზენაესი ღმერთის წინაშე, ცისა და მიწის შემოქმედისა! კურთხეულ იყოს უზენაესი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგაგდებინა შენი მტერი! მაშინ მისცა მას აბრამმა ნადავლის მეათედი“ (დაბ. 14,18-20).

 

პავლე მოციქულის პირით გვეუწყება - „...ჩვენდა წინამორბედად შევიდა იესო, და წესისამებრ მელქისედეკისა, მღვდელმთავარი გახდა უკუნისამდე“-ო (ებრ. 6,20).

მისტერიული კავშირი უფლისა და მელქისედეკისა, იქვე ასეა განმარტებული - „რადგანაც მელქისედეკი, მეფე შალემისა, მღვდელი (აქ - უფალი) მაღალი ღმრთისა, რომელიც შეეგება აბრაამს, მეფეთა შემუსვრის შემდეგ მობრუნებულს, და აკურთხა იგი, და რომელსაც ყველაფრის მეათედი უწილადა აბრაამმა, პირველად განიმარტება, როგორც სიმართლის მეფე, ხოლო შემდეგ შალემის მეფედაც, რაც ნიშნავს მშვიდობის მეფეს; უმამო, უდედო, უგვირგვინო, დღეთა დასასრულისა თუ სიცოცხლის დასასრულის არმქონე, ღმრთის ძის (აქ - უფლის) მსგავსად, და მღვდლად შთენილი სამარადისოდ“ (ებრ. 7,1-3).

 

მაშასადამე, აბრამი „ყველაფრის მეათედს უწილადებს“ მელქისედეკს, რომელიც - „ღმრთის ძის მსგავსია“, ანუ წინარე სახეა უფლისა - „მაშ, იხილეთ, რაოდენ დიდი იყო ის (აქ - „მელქისედეკი“, ანუ - უფალი), ვისაც მამამთავარმა აბრაამმა უწილადა მეათედი თავისი უკეთესი ნადავლისაგან“ (ებრ. 7,4).

მოგვიანებით, ლევიანთა შტო (საიდანაც იყვნენ - მოსე და აარონი) - მღვდელ-მსახურებად იქნება განპიროვნებული. მათ, უფალი - ცალკე რომელიმე მხარეს არ უწილადებს, რამეთუ ეუბნება - „...მე ვარ შენი წილი და შენი სამკვიდრო ისრა-ელიანთა შორის. ლევიანებს კი, აჰა, მივეცი სამკვიდროდ ყველაფრის მეათედი, რაც ისრაელშია, მათი სამსახურის სანაცვლოდ, რასაც სადღესასწაულო კარავთან ასრუ-ლებენ...“ (რიცხ. 18,21).

ზოგადად - „ლევიანთა შტო“, მისტერიული სახეა მთლიანი ეკლესიისა, სწორედ მათთვისაა განკუთვნილი „შემოსავლის მეათედი“ – „რადგან ლევიანებს (აქ - ეკლე-სიას) სამკვიდროდ ისრაელიანთა მეათედი მივეცი, რომელსაც ღალად უხდიან უფალს...“ (რიცხვ. 18,24).

ამდენად  - „შემოსავლის მეათედი“, რომელიც უფლის წინარესახებებს - შალემის მეფე მელქისედეკსა და ლევიანთა შტოსთვისაა განკუთვნილი, ეს - ეკლესიისათვის განკუთვნილი წილია. 

წმიდა წერილი იქვე განგვიმარტავს, თუ როგორ უნდა განაწილდეს ეს (ანუ - ეკლესიისათვის განკუთვნილი) „მეათედი“ – „ასე ელაპარაკა უფალი მოსეს: დაე-ლაპარაკე ლევიანებს, უთხარი: როცა ისრაელიანთაგან აიღებთ მეათედს, რომელიც თქვენთვის მაქვს მათგან მოცემული თქვენს სამკვიდროდ, უფალს გადაუხადეთ მისგან ღალა - მეათედი მეათედიდან“ (რიცხვ. 18,26).

ამდენად, ქვეყნის საერთო შემოსავლის მეათედი თუ - უფლის „ღალაა“, ანუ ეკლესიისათვისაა განკუთვნილი, იქვე გვიკონკრეტდება, თუ რას უნდა მოხმარდეს მისი მეათედი - „...უფალს გადაუხადეთ მისგან ღალა - მეათედი მეათედიდან... ასე, თქვენც (აქ - ეკლესია) გადაუხდით ღალას უფალს (აქ - მღვდელმსახურთ) იმ მეათედიდან, რასაც ისრაელიანები {აქ - ქვეყანა) მოგცემენ; მისგან გადაუხდით საუკეთესო ღალას აარონ მღვდელს (ზოგადი სახე - მღვდელმსახურებისა) ... ყველგან ჭამეთ იგი თქვენ და თქვენმა საგვარეულომ, რადგან ეს არის გასამრჯელო სადღესასწაულო კარავში (აქ - ეკლესიაში) თქვენი მსახურებისათვის“-ო (რიცხვ. 18,28-31).

მაშასადამე, ბიბლიის მიხედვით:

-  ქვეყნის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მეათედი, ეს - ეკლესიისათვის განკუთვნილი წილია („ღალაა“); ხოლო

- ამ „მეათედის მეათედი“, უკვე უშუალოდ ეკლესიის მღვდელმსახურთა „გასამრჯელოა“, მათ მიერ სადღესასწაულო კარავში, ანუ ეკლესიაში მსახურე-ბისათვის დადგენილი.

შესაბამისად, ჩვენი კანონპროექტით, სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებული მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გამოყოფილი, ქვეყნის ბიუჯეტის ათი პროცენტი, რომლის მეათედიც [1%] საეკლესიო პირების სახელფასო და საპენსიო უზრუნველყოფისთვისა უნდა იყოს განკუთვნილი.

 

ზ) კანონპროექტის მერვე [„სხვადასხვა“] და მეცხრე თავს [„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრება“], რომელიც - სადღესასწაულო დღეებსა თუ ჯვრისწერასთან დამოკიდებულების, სასულიერო პირთა გარვეული ვალდებულებებისა და საეკლესიო ქონების დარეგულირების ზოგად ჩარჩოებს არეგულირებს, ჯამში - თოთხმეტი მუხლი  ეთმობა. ყველა ამათგანი მოქმედი კანონმდებლობიდანაა აღებული. კერძოდ:

68-ე მუხლი [„კ. შ.“ მუხლი 1,6]; 69-ე მუხლი [„კ. შ.“ მუხლი 2]; 70-ე მუხლი [„კ. შ.“ მუხლი 3]; 71-ე მუხლი [„კ. შ.“ მუხლი 4.1]; 72-ე მუხლი [„კ. შ.“ მუხლი 4,2].

73-ე მუხლი [„კ. შ.“ მუხლი 6]; 74-ე მუხლი [„კ. შ.“ მუხლი 6]; 75-ე მუხლი [„კ. შ.“ მუხლი 7,1]; 76-ე მუხლი [„კ. შ.“ მუხლი 7,2]; 77-ე მუხლი [„კ. შ.“ მუხლი 10]; 78-ე მუხლი [„კ. შ.“ მუხლი 8,1]; 79-ე მუხლი [„კ. შ.“ მუხლი 8,1]; მე-80-ე მუხლი [„კ. შ.“ მუხლი 9,1]; 81-ე მუხლი [„კ. შ.“ მუხლი 6,2; და „დ.“ თავი 12, მუხლი 19].

 

თ) კანონპროექტის ბოლო, მეათე თავი - „გარდამავალი დებულება“, ორი 82-ე და 83-ე მუხლისაგან შედგება. ამათგან 83-ე მუხლის შვიდი პუნქტი წინამდებარე კანონპროექტის ძალაში შესვლისათვის საჭირო პროცედურებს ეხება. ამათგან პირველი სამი პუნქტი, მთლიანად ეყრდნობა „კონსტიტუციურ შეთანხმების“ მე-12 მუხლის 2-4 პუნქტებს.

წარმოდგენილი კანონპროექტის უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ კანონის ამოქმედების რეგულაციასთან მიმართებაში, შემოთავაზებულია [იხ. მუხლი 82,1-3], გათვალისწინებულ იქნეს - „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ დადებული „საკონსტიტუციო შეთანხმების“ მე-12 მუხლის მოთხოვნათა ანალოგიური მექანიზმი, სადაც კერძოდ ვკითხულობთ - „შეთანხმებას ხელს აწერენ საქართველოს პრეზიდენტი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. შეთანხმება ძალაში შედის პარლამენტისა და წმიდა სინოდის მიერ დამტკიცებისთანავე“ [მუხლი 12,3-4].

კანონპროექტი [მუხლი 82,4], საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს მაქსიმუმ ექვს თვიან ვადას განუსაზღვრავს, რათა მან, ამ კანონის მოთხოვნები, ერთის მხრივ სრულად ასახოს - საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებასა და საქართველოს ეკლესიის მონასტრებისა და ბერმონოზვნების შესახებ დებულებაში“; ხოლო მეორეს მხრივ, შემუშავების ან/და დაზუსტების შემდეგ მიიღოს ცენტრალური საეკლესიო ბიუჯეტის, საეკლესიო ანაზღაურებისა და პენსიების დებულებები.

ამასთანავე, ზემოთქმულის აღსრულების შემდეგ, კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს ავალდებულებს არა უმეტეს ორი თვის ვადაში, დადგენილების სახით დაამტკიცოს, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ, ორმხრივი კონსულტაციის გზით მიღებული: ა) „ცენტრალური საეკლესიო ბიუჯეტის დებულება“; ბ) „საეკლესიო ანაზღაურების შესახებ დებულება“; გ) „საეკლესიო პენსიების შესახებ დებულება[მუხლი 82,5].

კანონპროექტის გარდამავალი დებულება, ითვალისწინებს რა სახელმწიფო ბიუჯეტის შემუშავება-ამოქმედების ვადებს, იძლევა, ამ კანონის სრულყოფილად ამოქმედებისათვის საჭირო მოქმედებათა თანამიმდევრობას.       

 

გაფრთხილება, ანუ - დასკვნის მაგიერ

ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მოქმედი ის ერთადერთი  გაერთიანებაა, რომელიც პოლიტიკური ასპექტების პარალელურად, საქართველოს სულიერ მისიასთან დაკავშირებული იმ საკითხების კვლევითაა დაკავებული, რომელიც ბოლო ჟამის თემატიკას ეხება.

ბიბლიური მინიშნებიდან გამომდინარე, ამჟამად, ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს ბოლო ჟამის ე.წ. - მხილებისეული ეტაპი. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს, არა მარტო ქვეყნის წინაშე მდგარი სხვადასხვა ხარისხის მქონე ამა თუ იმ პრობლემის გამოვლენას, არამედ მათი მოგვარების კონკრეტული მექანიზმისა თუ მოდელის შემუშავებას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე:

ვითვალისწინებთ რა მაცხოვრისეულ მინიშნებას: „რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22]; და

ვეყრდნობით რა პავლე მოციქულის შეგონებას: „... რასაც უნდა იქმოდეთ, სიტყვით თუ საქმით, იქმოდეთ მას უფლის იესუს სახელით, რათა ჰმადლობდეთ მის მიერ ღმერთსა და მამას" [კოლ. 3,17],

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მომავალი გუნდი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულებით განსაზღვრული უფლება-მოსილებისა და ბიბლიით გამოკვეთილი - მხილებისეული ეტაპის მოთხოვნებიდან გამომდინარე, წინამდებარე კანონპროექტის სახით, გთავაზობთ, ჩვენის აზრით, ქვეყნის წინაშე მდგარი კონკრეტული საკითხის მოგვარების ჩვენეულ მექანიზმს.

ამასთანავე, ვაცნობიერებთ რა, რომ, დღეის მდგომარეობით, გადაწყვეტილების მიღების მთავარი ბერკეტი თქვენი პილიტიკური გუნდის ხელშია, ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია: მოვიდეთ და გითხრათ; არჩევანი - თქვენზეა!

და ბოლოს, მოახლოებული განკითხვის დღის წინარე ეტაპზე, თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულებითი მისიიდან გამომდინარე, საჭიროა გვახსოვდეს, რომ:

კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები[მათე 12,35-37].

 

დე, ღმერთმა მოგცეთ მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი...

 

კანონპროექტის ავტორი

კანონპროექტის: საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ - მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებით,- ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერ-თიანების: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ თავმჯდომარე;

- ავთანდილ იოსელიანი,

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე;

 

 

კანონპროექტის ინიციატორი 

კანონპროექტის: საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ - მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებით“, ინიციატორია

- საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“, საინიციატივო ჯგუფი:

 არუდაშვილი ნანა, ბაიაშვილი თინათინი, ბაიაშვილი სოლომონი, ბეგაშვილი ლა-ლი, ბუიძე ეთერი, გაგუა თინათინი, გოგლიძე ანგი [კაკო], გრიგოლია იზოლდა [იზა], ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა,

ზაქარეიშვილი ლია, თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, თაქთაქიშვილი ალექსანდრე, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი], კობახიძე ლეილა, კოდელაშ-ვილი ნანა, ლურსმანაშვილი დავითი, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი,    

მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, ნათელაძე ბეჟანი, ოდიშვილი მანანა, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი, სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია,  

ქობალია ზურაბი, ქოჩიაშვილი ელგუჯა, ღვინიაშვილი ევგენი, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ჩაჩიბაია რამაზი, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, წერეთელი გობრონი, ხალვაში ნარგიზა,

ხრიკული ეკატერინე, ჯაფარიძე რომული, ჯიქია დინა [დიანა]...