Print

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროექტი - მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებასთან დაკავშირებით

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ ირაკლი კობახიძეს!

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო ირაკლი!

 მიგვაჩნია რა, რომ ქვეყნის უმაღლესი კანონი საქართველოს კონსტიტუცია“ სრულად უნდა ასახავდეს ქართველი ერის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ სულიერ ფასეულობებზე დაყრდნობით განსაზღვრულ სახელმწიფოებრივი განვითარების მთავარ მიმართულებას, და

ვიზიარებთ რა საქართველოში დღეს მოქმედი 1995 წლის 24 აგვისტოს რედაქციის საქართველოს კონსტიტუციის“ ძირეული საკონსტიტუციო რეფორმის ჩატარების აუცილებლობას,

გაცნობებთ, რომ 2016 წ. 8 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ 2016 წ. 15 დეკემბერს დამტკიცებული [№65-Iს] სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის“ დებულების მუხლი 1,2-ით განსაზღვრული შესაძლებლობის ფარგლებში

[კომისია მოქმედებს კოლეგიურობის, კომისიის საქმიანობის გამჭვირვალობის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მომზადებასა და განხილვაში საზოგადოების ფართო წრეების ჩართვის პრინციპების დაცვით“],  

ჩვენი გაერთიანების მიერ, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით მომზადებულ იქნა, ოთხი დამოუკიდებელი ნაწილისაგან შემდგარ კანონპროექტთა პაკეტი - საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“.

ამჟამად წარმოგიდგენთ კანონპროექტს - საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ - მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებასთან დაკავშირებით.

 

დანართი: 

1. კანონპროექტი:  საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ - მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებასთან დაკავშირებით. - 2 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ - 16 გვ.

პატივისცემით, საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარე,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

თბილისი,  2017 წლის  12 იანვარი

ელ. ფოსტა - i This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

ჩაბარების №521; 12/01-2017

 

 

კანონპროექტი

საქართველოს კონსტიტუციური კანონი

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ -

მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებასთან დაკავშირებით

 

მუხლი 1.  საქართველოს კონსტიტუციაში [საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, 31-33, მუხ. 668] შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე მე-4 ქვეპუნქტი:

„4. საქართველო არის მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფო, რომლის არსი განსაზღვრულია ორგანული კანონით“;

2. მე-100 მუხლის მე-1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართ-ველოს პრეზიდენტი და 48 საათის განმავლობაში შეაქვს იგი პარლამენტში დასამ-ტკიცებლად.“.

 

მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

დანართი №1

კანონპროექტის:

საქართველოს კონსტიტუციური კანონი

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ -

მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებასთან დაკავშირებით“  

    განმარტებითი ბარათი

 

თავი პირველი

საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის

გამოცხადებასთან დაკავშირებით

ღმერთის მიერ ჩვენთვის ბოძებული ქვეყნის - საქართველოს, როგორც კავკასიის რეგიონის ცენტრალური სახელმწიფოს, გეოსტრატეგიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ჩვენი სამშობლო ყოველთვის წარმოადგენდა მრავალი სახელმწიფოს განსაკუთრებული ინტერესის ობიექტს.

ჩვენი წინაპრების მრავალი თაობის მუხლჩაუხრელი ბრძოლისა და პოლიტიკური განჭვრეტილობის შედეგად, მეტ-ნაკლები წარმატებით ხერხდებოდა საქართველოს სტრატეგიული ინტერესების შესაბამისი კურსის შემუშავება და ცხოვრებაში გატარება.

საუკუნეთა მიჯნაზე მცხოვრები ჩვენი თაობის წინაშე, მთელი სიცხადით დადგა საკითხი - ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიუ-ლი მთლიანობის უზენაესი პრინციპიდან გამომდინარე, როგორ უნდა მოახერხოს საქართველოს სახელმწიფომ, რომ:

ერთის მხრივ - გაითვალისწინოს კავკასიის რეგიონში ჩვენი ქვეყნის გეოსტრა-ტეგიული მდებარეობიდან გამომდინარე მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა ინტე-რესი, და

მეორეს მხრივ ცალსახად თქვას უარი სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ძალთა დაპირისპირების სავარაუდო პოლიგონად ქცევის ალბათობაზე.

 

აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში პასუხის მოძიებამდე, მცირე ისტორიული რაკურსი გვინდა შემოგთავაზოთ.

1917 წ. 19-22 ნოემბერს თბილისში ჩატარებულ - საქართველოს პოლიტიკური პარტიებისა [ბოლშევიკების გამოკლებით, რომლებმაც საბჭოს ბოიკოტი გამოუცხა-დეს] და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა კრებაზე, გამოც-ხადდა ე.წ. „ეროვნული საჭოს“ შექმნა, რომლის თავმჯდომარედაც სოციალ-დემოკრატი ნოე ჟორდანია იქნა არჩეული.

რუსეთის იმპერიაში 117 წლიანი ტყვეობის შემდეგ, კერძოდ 1918 წ. 26 მაისს, „ეროვნული საბჭოს“ მიერ მიღებულ იქნა - „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“.

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან „დამფუძნებელი კრების“ შეკრებამდე, საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებდა საქართველოს პარლამენტად წოდებული „საქართველოს ეროვნული საბჭო“, რომელსაც კარლო ჩხეიძე თავმჯდომარეობდა.

 

1919 წლის 14-15 თებერვალს, საყოველთაო, ფარული, თანაბარი და პირდაპირი კენჭისყრით ჩატარებული არჩევნების საფუძველზე არჩეულმა - „დამფუძნებელმა კრებამ“, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტისადმი თავისი პოზიცია ასე დააფიქსირა:

„საქართველოს დამფუძნებელი კრება, - არჩეული პირდაპირი, თანასწორი, ფარუ-ლი და პროპორციული საარჩევნო სისტემით ორივე სქესის მოქალაქეთა მიერ, - თავის პირველსავე სხდომაზე, 1919 წ. მარტის 12-ს, ქვეყნისა და ისტორიის წინაშე აღიარებს, რომ ის სავსებით იღებს და ადასტურებს საქართველოს ეროვნულ საბჭოს მიერ 1918 წ. 26-ს, ნაშუადღევის 5 ს. და 10 წ. თბილისში გამოცხადებულს საქართველოს დამოუ-კიდებლობის შემდეგ აქტს: 

 

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი:

მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო.

მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველ მხრით მტრისაგან შევიწროვებული საქართველო თავის ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდე-ბული იყო საქართველო გარეშე მტრისაგან დაეცვა.

რუსეთის დიდის რევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილე-ბა შეჰქმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად დაიშალა და რუსის ჯარმაც დაუტევა ამიერკავკასია.

დარჩნენ რა თავისი ძალღონის ამარად, საქართველომ და მასთან ერთად ამიერკავკასიამ თვით იდვეს თავის საკუთარ საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერი ორგანოებიც შეჰქმნეს; მაგრამ გარეშე ძალთა ზეგავლენით ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და მით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა.

ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუა-ლებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელი განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს.

ამისდა თანახმად საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის 22 ნოემბერს არჩეული საქართველოს ეროვნულ ყრილობის მიერ, აცხადებს:

1. ამიერიდგან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

2. დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბ-ლიკაა.

3. საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა.

4. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ჰსურს საერთაშორისო ურთიერ-თობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრე-ბით კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან.

5. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველჰყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა და სქესისა.

6. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპა-რეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზედ მოსახლე ყველა ერს.

7. დამფუძნებელი კრების შეკრებამდე მთელი საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირე-სობათა წარმომადგენლებით, და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე.“.

ამდენად, ჯერ - „ეროვნულმა კრებამ“, ხოლო მოგვიანებით „დამფუძნებელმა კრებამ“, საქართველოს მოსახლეობის ნება ასეთი ფორმულირებით დააფიქსირა: „საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა“.

 

სამწუხაროდ, მიზეზთა გამო, ქართველი ხალხის ნების რეალიზება ვერ მოხერხდა. საბჭოთა რუსეთის მიერ 1921 წლის თებერვლის დასაწყისიდან განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად, „საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ“ ფაქტობრივი არსებობა შეწყვიტა... 1921 წ. 25 თებერვალს „საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის“ შექმნა გამოცხადდა, რომელიც, მოგვიანებით [1922 წლის დეკემ-ბრიდან], რუსეთის სახეცვლილ იმპერიაში - „საბჭოთა სოციალისტური რესპუბ-ლიკების კავშირში“ იქნა შეყვანილი.

 

1990 წ. 28 ოქტომბერს „საქართველოს სსრ“ უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მმართველი კომუნისტური პარტიის დამარცხების გზით ქვეყნის სათავეში ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით მოსულმა ეროვნულმა ხელისუფლებამ, რუსეთის საბჭოთა იმპერიის შემადგენლობაში ყოფნის 70 წლისთავზე, 1991 წ. 31 მარტს საყოველთაო რეფერენდუმი ჩაატარა.

რეფერენდუმზე მოსახლეობას პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე - სურდა თუ არა დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე.

 

საქართველოში დაფიქსირებული - 3. 657. 477 ამომრჩევლიდან, რეფერნდუმში მონაწილეობა მიიღო - 3. 302. 700, ანუ - 90,3%; კითხვას დადებითად უპასუხა არჩევნებში მონაწილეთა - 98,9 %-მა, რაც რეფერენდუმში მონაწილეთა - 89,3%-ს შეადგენს.

 

კანონიერი ხელისუფლების დროს მომქმედ - „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის“ [1978 წ. 15 აპრილის რედაქცია] შესავალში, კერძოდ ვკითხულობთ:

 „...1991 წ. 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმით საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობამ ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წ. 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. რეფერენდუმის შედეგი გახდა დამატებითი სამართლებრივი და ზნეობრივი საფუძველი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წ. 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებისა, რითაც მთელ მსოფლიოს ეცნობა ქართველი ერისა და მთლიანად საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის ერთსულოვანი ნება“ [იხ. გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 26 ნოემბერი, 1991 წ.].

 

ეს „ერთულოვანი ნება“ კი, როგორც ზემოთაც ითქვა, „საქართველოს დამოუკიდებ-ლობის აქტში“ ასეა ფორმულირებული - „საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა“.

 

სამწუხაროდ, 1991 წ. 22 დეკემბერს დაწყებულმა, რუსეთის იმპერიული ნების განმხორციელებელი, ქვეყნის - გარე და შიდა ძალების დანაშაულებრივმა ურთიერთ-კოორდინირებულმა ქმედებამ, ქვეყნის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბე-ბის პროცესის გამრუდება გამოიწვია.

 

საქართველოში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შედეგად, ქვეყნის სათავეში მოსულმა დამნაშავე სახელისუფლო სტრუქტურის:

1992 წ. 2 იანვარს ჩამოყალიბებული  - „სამხედრო საბჭოსა“ და „დროებითი მთავრობის“, და

1992 წ. 10 მარტს შექმნილი, „სახელმწიფო საბჭოს“ სამართალმემკვიდრის,

1992 წ. 11 ოქტომბრის ე.წ. არჩევნებით დაკომპლექტებული „საქართველოს პარლამენტის“ მიერ, 1995 წ. 24 აგვისტოს მიღებული „საქართველოს კონსტიტუცის“ პრეამბულაში ვკითხულობთ:

„საქართველოს მოქალაქენი... ეყრდნობიან რა ქართველი ერის მრავალსაუ-კუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და  საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს, საქვეყნოდ აცხადებენ ამ კონსტიტუციას“.

 

კონსტიტუციის პირველივე მუხლი, კი გვამცნობს - „საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით“ [მუხლი 1,1].

 

და ბოლოს, მოკლედ შევეხებით 2008 წ. 5 იანვრის პლებისციტის თემას.

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრით - 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები მასიური გაყალბებით ჩატარდა.

როგორც ვიცით, 2008 წ. 5 იანვარს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად დაინიშნა - საქართველოს ნატოში გაწევრიანების პლებისციტი.

რეფერენდუმის კითხვა განსაზღვრული იყო შემდეგნაირად:

„უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო)?“

 

მოდით ვნახოთ, რა ოფიციალური შედეგი გამოაქვეყნა საქართველოს ცესკომ, პლებისციტთან მიმართებაში.

„...საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2008 წლის 15 იანვრის სხდომაზე შეაჯამა 2008 წლის 5 იანვარს ჩატარებული პლებისციტის (ნატოში შესვლის თაობაზე) შედეგები და დაადგინა:

1. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა: 3 527 964  [100%];

2. პლებისციტის მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა 1 982 318  [56,19%];

3. ბათილად ცნობილ საპლებისციტო ბიულეტენთა რაოდენობა: 222 047;

4. მიცემულ ხმათა რაოდენობა: „დიახ” - 1 355 328   [77,0%,], „არა” - 404 943   [23%]...“.

მაშასადამე, მთლიანობაში ასეთი სურათი გვაქვს:

2008 წლის 5 იანვარს ჩატარებულ პლებისციტში (ნატოში შესვლის თაობაზე): ამომრჩეველთა საერთო რაოდენობიდან: 3 527 964  [100%]:

1. მონაწილეობა არ მიიღო - 1 545 646 [43,81%] ამომრჩეველმა;

2. დადებითი პასუხი გასცა - 1 355 328 [38,42%] ამომრჩეველმა;

3. უარყოფითი პასუხი გასცა - [404 943 – 11,48%] ამომრჩეველმა;

4. ბათილად იქნა ცნობილი - [222 047 – 6,29%] ამომრჩევლის ბიულეტენი

თუ ერთგვარად შევაჯერებთ ზემოთქმულს, მთლიანობაში ასეთი სურათი იხატება:

1. ქვეყანაში დღეს მომქმედი 1995 წ. 24 აგვისტოს „საქართველოს კონსტიტუცია“, ეფუძნება:

ერთის მხრივ 1918-1921 წლების „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის“ უმაღლეს იურიდიულ დოკუმენტს - 1921 წ. 21 თებერვალს მიღებულ კონსტიტუციას; და

მეორეს მხრივ 1991 წ. 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, 1991 წ. 9 აპრილს გამოცხადებულ „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს“;

2. 1991 წ. 31 მარტის რეფერენდუმში მონაწილე ამომრჩევლის ხმის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა - 98, 3%-მა, თანხმობა განაცხდა, რომ „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა“ მომხდარიყო 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის“ საფუძველზე;

3. 1918 წ. 26 მაისს გამოცხადებულ „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში“ საქართველოს მოსახლეობის ნება ასეა ფორმულირებული - „საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა“.

4. აღნიშნულის საპირისპიროდ არსებობს, მხოლოდ  2008 წ. 5 იანვარს, მასიური გაყალბებით ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად გამართული პლებისციტი, რომლის საფუძველზეც - საქართველოში დაფიქსირებულ საერთო ამომრჩეველთა 61,58%-ის, ანუ - 2 172 636 ამომრჩევლის ნების გაუთვალისწინებლად, მ. სააკაშვილის დანაშაულებრივმა რეჟიმმა, დაეყრდნო რა, საერთო ამომრჩევლის, მხოლოდ - 38,41%-ს, ანუ - 1 355 328 ამომრჩევლის მიერ გამოხატულ პოზიციას, განაცხადა, რომ თითქოს - საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას.

 

მაშასადამე, დღეისათვის მომქმედი იურიდიული ძალის მქონე სამივე დოკუმენტი:

- 1918 წ. 26 მაისს გამოცხადებული „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“;

-1991 წ. 31 მარტის რეფერენდუმის შედეგ-ები, და 1991 წ. 9 აპრილს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის“ თაობაზე მიღებული დადგენილება; და

- 1995 წ. 24 აგვისტოს რედაქციის „საქართველოს კონსტიტუცია“,

პირდაპირ თუ ირიბად იღებს ვალდებულებას, დაეყრდნოს და გაითვალისწინოს საქართველოს მოსახლეობის ნება, რომ - „საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა“.

ყოველივე ზემოთქმულ;იდან გამომდინარე, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „ზვიადის გზა - უფლის სახელით“, საქართველოს მოსახლეობის ნება,ზე დაყრდნობით უფლებამოსილია განაცხადოს, რომ:

- საქართველოს სახელმწიფომ პირველმა უნდა დააფიქსიროს ნეიტრალიტე-ტისაკენ მტკიცე ნაბიჯის გადადგმის სურვილი, რომელიც უდავოდ შეიტანს წვლილს, გეოპოლიტიკური დაპირისპირების - მშვიდობიანად და ყველასათვის მისაღებად მოგვარების საქმეში;

- საქართველო: აქტიური სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფო უნდა გახდეს!

შესაბამისად, ჩვენს მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი შემდეგი სახითაა ფორმულირებული:

„4. საქართველო არის მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფო, რომლის არსი განსაზღვრულია ორგანული კანონით“.

აღნიშნულის გამო, კონსტიტუციის მე-100 მუხლის პირველი პუნქტი, ნაცვლად არსებულისა - ‘’1. სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი და 48 საათის განმავლობაში შეაქვს იგი პარლამენტში დასამტკიცებლად. ამასთან, საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად სამხედრო ძალთა გამოყენება დაუშვებელია საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე’’, უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

‘’1. სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართ-ველოს პრეზიდენტი და 48 საათის განმავლობაში შეაქვს იგი პარლამენტში დასამ-ტკიცებლად.’’.

 

მინაწერი:

დანართი №2-ის სახით წარმოგიდგენთ - „საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებასთან დაკავშირებით“ მისაღებ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს.

დანართი №2

კანონპროექტი

 

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებასთან დაკავშირებით“

 

მუხლი 1.

კანონის მიზანია დააფიქსიროს საქართველოს სახელმწიფოებრივი სწრაფვა - გაითვალისწინოს კავკასიის რეგიონში ჩვენი ქვეყნის გეოსტრატეგიული მდება-რეობიდან გამომდინარე მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა ინტერესი, და თავისი წვლილი შეიტანოს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ძალთა შესაძლო დაპირისპირების გასანეიტრალებლად.

მუხლი 2.

საქართველო არის მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფო.

მუხლი 3.

მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე საქართველო არ შეიძლება იყოს რომელიმე სამხედრო ან სამხედრო-პოლიტიკური კავშირისა თუ ბლოკის წევრი.

მუხლი 4.

მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე საქართველოს ტერიტორიაზე დაუშვებელია მეორე სახელმწიფოს შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ბაზების განლაგება.

მუხლი 5.

მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია სხვა ქვეყნის ჯარის, იარაღისა თუ სამხედრო ქონების ტრანსპორ-ტირება.

მუხლი 6.

მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე საქართველოში აკრძალულია სამხედრო დაპირისპირებული მხარეების დახმარების მიზნით რაიმენაირი სამხედრო ფორმირების და მოხალისეთა გაერთიანებების შექმნა.

მუხლი 7.

მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე საქართველოს შეიარაღებული ძალები არასოდეს და არანაირი ფორმით არ შეიძლება ჩართული იქნენ სამხედრო დაპირის-პირებაში მყოფი რომელიმე მხარის სასარგებლოდ მიმართულ ქმედებებში.

მუხლი 8.

მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე საქართველოს აქვს საერთაშორისო სამართლის მიხედვით მისთვის მინიჭებული უფლება - შეიარაღებული ძალების მეშვეობით მოიგერიოს თავდასხმები მის ნეიტრალიტეტზე.

მუხლი 9.

მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფოს პოზიციიდან გამომდინარე, საქართველოს უფლება აქვს თავისი წვლილი შეიტანოს სამხედრო დაპირისპირებაში მონაწილე მხარეების მშვიდობიანად მორიგების პროცესის წარმატებით დაგვირგვინების საქმეში, რათა თავადვე გახდეს მსოფლიოში მშვიდობის დამყარების აქტიური ხელშემწყობი ქვეყანა.

მუხლი 10.   

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

მუხლი 11. გარდამავალი დებულებები

დაევალოს საქართველოს მთავრობას,  რომ:

1 ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი კვირის ვადაში მოახდინოს საქართველოს მიერ მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების შესახებ მიღებული გადაწყვე-ტილების თაობაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს ინფორმირებულობა;

2. ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისადმი განკუთვნილი სპეციალური მიმართვის გაგზავნა, რათა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრთა წინაშე დაისვას საკითხი, მათი მხრიდან, საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტე-ტის - გარანტორებად დადგომის თაობაზე;

3. ამ კანონის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში მოამზადოს - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრ (და არაწევრ) ყველა სახელმწიფოსათვის განკუთვნილი წინადადება, რათა - ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულების დადებით, მოხდეს საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფოს სტატუსის ცნობა და მხარდაჭერა.



საქართველოს ორგანული კანონის

 „საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის

გამოცხადებასთან დაკავშირებით“   

განმარტებითი ბარათი

თავი პირველი

 სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმტკიცების გარანტი -

 მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტი

„ადიდეთ უფალი. ადიდე, სულო ჩემო, უფალი.

ვადიდებ უფალს მთელი სიცოცხლე,

ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ.

იმედს ნუ დაამყარებ მთავრებზე, ადამის ძეზე,

რომელსაც არ შეუძლია შველა. ამოუვა სული,

დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები.

ნეტარ არს ვისიც შემწეა ღმერთი იაკობისა,

 ვინც დაიმედებულია უფალ ღმერთზე,

რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და ყოველივე, რაც მათშია;

რომელიც იცავს ჭეშმარიტებას უკუნისამდე“ [ფსალმ. 145,1-6]

 

მეჩვიდმეტე მეთვრამეტე საუკუნეთა გასაყარიდან მოყოლებული, თითქმის ყველა საუკუნეთა მიჯნაზე, საქართველოსთვის არასასურველად დატრიალებული ბედის ჩარხის გამო, მრავალი განსაცდელისათვის უხდება გამკლავება ქართველ ერს.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხად-ებიდან მოყოლებული, ჩვენს ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა დღის წესრიგში დააყენა, ჩვენს წინ მდგარი ორი გზიდან - უკეთესის არჩევის აუცილებლობა:

- საქართველოს სახელმწიფომ, უნდა გაითვალისწინოს რა: კავკასიის რეგიონში ჩვენი ქვეყნის გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა ინტერესი, ცალსახად უნდა თქვას უარი სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ძალთა დაპირისპირების სავარაუდო პოლიგონად ქცევის ალბათობაზე;

- საქართველოს სახელმწიფომ პირველმა უნდა დააფიქსიროს ნეიტრალიტე-ტისაკენ მტკიცე ნაბიჯის გადადგმის სურვილი, რომელიც უდავოდ შეიტანს წვლილს, გეოპოლიტიკური დაპირისპირების - მშვიდობიანად და ყველასათვის მისაღებად მოგვარების საქმეში;

- საქართველო: აქტიური სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფო უნდა გახდეს!

 

 ჩვენს მიერ მომზადებული კანონპროექტი, საქართველოს პარლამენტის მიერ ისეთი კანონის მიღების შეთავაზებას ითვალისწინებს, რომლის მიზანია:

 

დააფიქსიროს საქართველოს სახელმწიფოებრივი სწრაფვა - გაითვალისწინოს კავკასიის რეგიონში ჩვენი ქვეყნის გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა ინტერესი, და თავისი წვლილი შეიტანოს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ძალთა შესაძლო დაპირისპირების გასანეიტრალებლად [მუხლი 1].

კანონპროექტის მესამე-მერვე მუხლების ფორმულირება, ძირითადად ეყრდნობა, ჯერ კიდევ - 1907 წელს მიღებულ ჰააგის კონვენციებისა და სხვა დოკუმენტების სულისკვეთებას, რომელთა მიხედვით:

- ნეიტრალური სახელმწიფოს ტერიტორია ხელშეუხებელია და არ შეიძლება გადაიქცეს საომარ მოქმედებათა ცენტრად;

- მეომარ მხარეებს ეკრძალებათ მისი გავლით ჯარების, იარაღისა და სხვა სამხედრო ქონების ტრანსპორტების გადაყვანა და ა.შ.

- ნეიტრალური სახელმწიფოს ტერიტორიაზე იკრძალება მეომარი მხარეებისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით სამხედრო ფორმირებებისა და მოხალისეთა დასაქირავებელი დაწესებულებების შექმნა;

- ნეიტრალურ სახელმწიფოს საერთაშორისო სამართალი უფლებას აძლევს შეიარაღებული ძალის მეშვეობით მოიგერიოს თავდასხმები მის ნეიტრალიტეტზე.

 

კანონპროექტის მეთერთმეტე თავში - „გარდამავალი დებულებები“, დეტალურადაა გაწერილი, წინამდებარე კანონის ძალაში შესვლის შემდგომად გადასადგმელი ნაბიჯები. კერძოდ:

საქართველოს მთავრობამ [საგარეო საქმეთა სამინისტროს ბაზაზე], საქართველოს მიერ მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გაეროს უშიშროების საბჭოში გადაგზავნის შემდეგ, სპეციალური წინადადებებით უნდა მიმართოს გაეროს უშიშროების საბჭოში შემავალ ხუთივე მუდმივ წევრ სახელმწიფოს, რათა თითოეულ მათგანთან [აშშ, ინგლისი, რუსეთი, საფრანგეთი და ჩინეთი] დაიდოს სპეციალური ხელშეკრულება, მათი მხრიდან  - საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გარანტორად დადგომის თაობაზე.

 

დიახ, გაეროს უშიშროების საბჭოში შემავალი ხუთივე მუდმივი წევრი სახელმწიფო - აშშ, ინგლისი, რუსეთი, საფრანგეთი და ჩინეთი, ცალ-ცალკე, და მთლიანობაში, მათთან გაფორმებული ორმხრივი ხელსეკრულების საფუძველზე, უნდა გახდნენ გარანტორები, საქართველოს მიერ მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებით აღებული ვალდებულებების, რომ:

 

- საქართველო არასოდეს გახდება რომელიმე სამხედრო ან სამხედრო-პოლიტიკური კავშირისა თუ ბლოკის წევრი;

- საქართველო არასოდეს დაუთმობს თავის ტერიტორიას, მეორე სახელმწიფოს, შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ბაზების განლაგებისათვის;

- საქართველო არასოდეს დაუშვებს თავის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის ჯარის, იარაღისა თუ სამხედრო ქონების ტრანსპორტირებას;

- საქართველო არასოდეს შეუწყობს ხელს, სამხედრო დაპირისპირებული მხარეების დახმარების მიზნით რაიმენაირი სამხედრო ფორმირების და მოხალისეთა გაერთიანებების შექმნას;

- საქართველოს შეიარაღებული ძალები არასოდეს და არანაირი ფორმით არ ჩაერთვება სამხედრო დაპირისპირებაში მყოფი რომელიმე მხარის სასარგებლოდ მიმართულ ქმედებებში;

- საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფოს პოზიციიდან გამომდინარე, თავისი წვლილი შეიტანოს სამხედრო დაპირისპირებაში მონაწილე მხარეების მშვიდობიანად მორიგების პროცესის წარმატებით დაგვირგვინების საქმეში.

კანონპროექტის გარდამავალ დებულებებში მოცემულია საქართველოს მთავ-რობის მიერ აღსასრულებლად განსაზღვრული დავალება, რათა:

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრ (და არაწევრ) ყველა სახელმწიფოსათვის განკუთვნილი წინადადების მომზადებისათვის, რათა თითოეულ მათგანთან - ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულების დადებით, მათ მიერ მოხდეს საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფოს სტატუსის ცნობა და მხარდაჭერა.

 

დასასრულს დავსძენთ, რომ საქართველოს მიერ გამოცხადებული მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტისადმი გაეროს უშიშროების საბჭოში შემავალი ხუთივე მუდმივი წევრი სახელმწიფოს [აშშ, ინგლისი, რუსეთი, საფრანგეთი და ჩინეთი] მხრიდან დეკლარირებული მხარდაჭერა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ერთ-ერთ მყარ საფუძვლად იქცევა.

 

თავი მეორე

ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მოქმედი ის ერთადერთი  გაერთიანებაა, რომელიც პოლიტიკური ასპექტების პარალელურად, საქართველოს სულიერ მისიასთან დაკავშირებული იმ საკითხების კვლევითაა დაკავებული, რომელიც ბოლო ჟამის თემატიკას ეხება.

ბიბლიური მინიშნებიდან გამომდინარე, ამჟამად, ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს ბოლო ჟამის ე.წ. - მხილებისეული ეტაპი. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს, არა მარტო ქვეყნის წინაშე მდგარი სხვადასხვა ხარისხის მქონე ამა თუ იმ პრობლემის გამოვლენას, არამედ მათი მოგვარების კონკრეტული მექანიზმისა თუ მოდელის შემუშავებას.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე:

ვითვალისწინებთ რა მაცხოვრისეულ მინიშნებას: „რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22]; და

ვეყრდნობით რა პავლე მოციქულის შეგონებას: „... რასაც უნდა იქმოდეთ, სიტყვით თუ საქმით, იქმოდეთ მას უფლის იესუს სახელით, რათა ჰმადლობდეთ მის მიერ ღმერთსა და მამას" [კოლ. 3,17],

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მომავალი გუნდი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულებით განსაზღვრული უფლება-მოსილებისა და ბიბლიით გამოკვეთილი - მხილებისეული ეტაპის მოთხოვნებიდან გამომდინარე, წინამდებარე კანონპროექტის სახით, გთავაზობთ, ჩვენის აზრით, ქვეყნის წინაშე მდგარი კონკრეტული საკითხის მოგვარების ჩვენეულ მექანიზმს.

 

ამასთანავე, ვაცნობიერებთ რა, რომ, დღეის მდგომარეობით, გადაწყვეტილების მიღების მთავარი ბერკეტი თქვენი პილიტიკური გუნდის ხელშია, ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია: მოვიდეთ და გითხრათ; არჩევანი - თქვენზეა!

 

და ბოლოს, მოახლოებული განკითხვის დღის წინარე ეტაპზე, თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულებითი მისიიდან გამომდინარე, საჭიროა გვახსოვდეს, რომ:

 

კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები[მათე 12,35-37].

 

დე, ღმერთმა მოგცეთ მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი...

 

 

კანონპროექტის ავტორი

კანონპროექტი:ს საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ - მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებასთან დაკავშირებით,- ავტორი: 

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ თავმჯდომარე;

- ავთანდილ იოსელიანი,

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე;

 

 

კანონპროექტის ინიციატორი 

კანონპროექტის: საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ - მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებასთან დაკავშირებით“, ინიციატორია

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“, საინიციატივო ჯგუფი:

 არუდაშვილი ნანა, ბაიაშვილი თინათინი, ბაიაშვილი სოლომონი, ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გაგუა თინათინი, გოგლიძე ანგი [კაკო], გრიგოლია იზოლდა [იზა], ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა,

ზაქარეიშვილი ლია, თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, თაქთაქიშვილი ალექსანდრე, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი], კობახიძე ლეილა, კოდელაშვილი ნანა, ლურსმანაშვილი დავითი, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი,    

მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, ნათელაძე ბეჟანი, ოდიშვილი მანანა, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი, სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია,  

ქობალია ზურაბი, ქოჩიაშვილი ელგუჯა, ღვინიაშვილი ევგენი, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ჩაჩიბაია რამაზი, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, წერეთელი გობრონი, ხალვაში ნარგიზა,

ხრიკული ეკატერინე, ჯაფარიძე რომული, ჯიქია დინა [დიანა]...