Print

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროექტი - საქართველოს ტერიტორიულ სახელმწიფოებრივ მოწყობასთან დაკავშირებით

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ ირაკლი კობახიძეს!

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო ირაკლი!

 მიგვაჩნია რა, რომ ქვეყნის უმაღლესი კანონი საქართველოს კონსტიტუცია“ სრულად უნდა ასახავდეს ქართველი ერის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ სულიერ ფასეულობებზე დაყრდნობით განსაზღვრულ სახელმწიფოებრივი განვითარების მთავარ მიმართულებას, და

ვიზიარებთ რა საქართველოში დღეს მოქმედი 1995 წლის 24 აგვისტოს რედაქციის საქართველოს კონსტიტუციის“ ძირეული საკონსტიტუციო რეფორმის ჩატარების აუცილებლობას,

გაცნობებთ, რომ 2016 წ. 8 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ 2016 წ. 15 დეკემბერს დამტკიცებული [№65-Iს] სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის“ დებულების მუხლი 1,2-ით განსაზღვრული შესაძლებლობის ფარგლებში

[კომისია მოქმედებს კოლეგიურობის, კომისიის საქმიანობის გამჭვირვალობის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მომზადებასა და განხილვაში საზოგადოების ფართო წრეების ჩართვის პრინციპების დაცვით“],  

ჩვენი გაერთიანების მიერ, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით მომზადებულ იქნა, ოთხი დამოუკიდებელი ნაწილისაგან შემდგარ კანონპროექტთა პაკეტი - საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“.

ამჟამად წარმოგიდგენთ კანონპროექტს - საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ - საქართველოს ტერიტორიულ სახელმწიფოებრივ მოწყობასთან დაკავშირებით.

 

დანართი: 

1. კანონპროექტი:  საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ - საქართველოს ტერიტორიულ სახელმწიფოებრივ მოწყობასთან დაკავშირებით. - 3 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ - 32 გვ.

პატივისცემით, საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარე,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

თბილისი,  2017 წლის  12 იანვარი

ელ. ფოსტა - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

ჩაბარების № 522; 12/01-2017

 

 

კანონპროექტი

 საქართველოს კონსტიტუციური კანონი

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ -

საქართველოს ტერიტორიულ სახელმწიფოებრივ მოწყობასთან დაკავშირებით

 

მუხლი 1.  საქართველოს კონსტიტუციაში [საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, 31-33, მუხ. 668] შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:  

 

1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველო, სახელმწიფოებრივ-ტერიტორიული მოწყობის მხრივ,  წარმოადგენს სამხარეო პრინციპზე აგებულ უნიტარულ სახელმწიფოს. მხარეებად და რეგიონებად [რაიონებად] დაყოფის სტრუქტურა და მათი უფლებამოსილებების გამოჯვნის პრინ-ციპები განსაზღვრულია ორგანული კანონით“;

 

2. მე-3 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

‘’3. აჭარის ავტონომიის სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციური კანონითაჭარის ავტონომიის სტატუსის შესახებ“.

4. აფხაზეთის ავტონომიის სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუცი-ური კანონითაფხაზეთის ავტონომიის სტატუსის შესახებ“.

5. ჩრდილო ქართლის [ცხინვალის] ოლქის სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციური კანონითჩრდილო ქართლის [ცხინვალის] ოლქის სტატუსის შესახებ“.

 

3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიაში აგრეთვე –  აფხაზური’’.

 

4. 73-ე მუხლის პირველი პუნქტის ‘’ვ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) საქართველოს პრეზიდენტი მხარის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობიდან 10 დღის ვადაში, მხარის საკრებულოს წევრთა შემადგენლობიდან, მხარის საკრებუ-ლოს ასარჩევად წარუდგენს მხარის გამგეობის თავმჯდომარის კანდიდატურას.

 

5. გაუქმდეს მუხლი 813.

 

6. 89-ე მუხლის პირველი პუნქტი და მისი ‘’ა’’ და ‘’ვ1’’ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

‘’1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის, სასამართლოს, მხარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს - მხარის საკრებულოს, თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოსსაკრებულოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, სახალხო დამცველის და მოქალაქის სარჩელისა თუ წარდგინების საფუძველზე ორგანული კანონით დადგენილი წესით:

) იღებს გადაწყვეტილებებს კონსტიტუციასთან, კონსტიტუციური შეთანხმების, კანონის, პრეზიდენტის, მთავრობის, მხარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს - მხარის საკრებულოს ნორმატიული აქტების შესაბამისობის საკითხებზე;

1) იხილავს დავას მხარის სტატუსის შესახებ საქართველოს კონსტიტუციური კანონის დარღვევის თაობაზე.’’.

 

მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

დანართი №1

კანონპროექტის:

საქართველოს კონსტიტუციური კანონი

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ -

საქართველოს ტერიტორიულ სახელმწიფოებრივ მოწყობასთან დაკავშირებით“  

    განმარტებითი ბარათი

 

თავი პირველი

საქართველოში სამხარეო დაყოფასთან დაკავშირებული საკითხისათვის

 

ა) შესავალი

დღეისათვის მოქმედი 1995 წ. 24 აგვისტოს რედაქციის ‘’საქართველოს კონსტი-ტუცია’’ ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტას, ქვეყნის დეოკუპაციასთან აკავშირებს - ‘’საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფო-ებრივი მოწყობა განისაზღვრება კონსტიტუციური კანონით უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის საფუძველზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ’’ [მუხლი 2,3].

ბუნებრივია, ამდაგვარ მიდგომას თავისი საფუძველი გააჩნია.

თუმცა, არც ის უნდა გამოირიცხოს, რომ, არსებული რეალობის გათვალისწი-ნებით, ქართულმა სახელმწიფომ წინასწარვე განსაზღვროს ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის მისთვის ყველაზე უფრო მისაღები ოპტიმალური მონახაზი.

 

ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავებული წინამდებარე კანონპროექტი: უნიტარული სახელმწიფოს ფარგლებში არსებულ ე.წ. ასიმეტრიული სამხარეო მოწყობის პრინციპზეა აგებული.

 

ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის ჩვენეული ხედვის გაცნობამდე, ზოგადი სურა-თის წარმოსახვის მიზნით, გვინდა მოკლე ისტორიული მიმოხილვა შემოგთავაზოთ [სრულად შეგიძლიათ იხილოთ: ‘’ბიბლია და ქართლის ცხოვრება, ანუ (გ)ახსნილი საიდუმლო’’, მიხეილ (გელა) სალუაშვილი, თბ. 2008 წ.].

დღეისათვის შემორჩენილ ისტორიულ წყაროებში, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე დამკვიდრებული ადამის მოდგმის ისტორია ბიბლიური წარღვნის დროიდან იღებს სათავეს.

ბიბლიურ წარღვნას გადარჩენილი ნოეს მოდგმა, არარატის მთების მიდამოებიდან, შინყარის ველისაკენ ინაცვლებს და ბაბილონის გოდოლის შენებას იწყებს. მოგვია-ნებით, ღმერთის მიერ, მიზეზთა გამო, ბაბილონის გოდოლის დანგრევას, ნოეს მოდგმის მთელს დედამიწაზე გაბნევა მოჰყვა.

‘’ქართლის ცხოვრებაში,, ლეონტი მროველისეული თხრობა, სწორედ ბაბილონის გოდოლის დანგრევის შემდგომად განვითარებულ მოვლენებს გვამცნობს - ‘’... ესე თარგამოს იყო ძე თარშისი, ძისწული იაფეთისი, ძისა ნოესი და იყო ესე თარგამოს კაცი გმირი. და შემდგომად განყოფისა ენათასა, ოდეს აღაშენეს ბაბილონს გოდოლი, და განეყვნეს მუნ ენანი და განიბნინეს მუნით ყოველთა ქვეყანასა და წარმოვიდა ესე თარგამოს ნათესავითურთ მისით, და დაემკვიდრა ორთა მთათა შუა კაცშეუვალთა, არარატსა და მასისა...’’ (’’ქართლის ცხოვრება’’, ტ. 1, რედაქტ. ს. ყაუხჩიშვილი, თბ. 1955 წ., გვ. 3).

 

აღნიშნული დროიდან მოყოლებული - კავკასიაში მკვიდრობს თარგამოსის მოდ-გმა, ეს ადგილი მისი შთამომავლების ისტორიული ტერიტორიაა.

 

აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილი ბრძანებს - ‘’...ისტორიული ტერიტორია ეწოდება იმ ფიზიკურ მიწა-წყალს, რომელიც ამა თუ იმ დროს, ამა თუ იმ საზოგადოების (გვარის, სოფლის, თემის, სამთავროს, სახელმწიფოს, ხალხის, ერის), საწარმოო, სამეურნეო აუცილებელ სარბიელს შეადგენს. ვიდრე ეს საზოგადოებრივი ერთეული არსებობს და რამდენადაც არსებობს, არც ეს ტერიტორია (არც მისი ისტორიული ტერიტორია) მოიშლება. ესა თუ ის საზოგადოება და მისი ისტორიული ტერიტორია ორგანული ერთიანობაა და ერთი უმეორისოდ არ წარმოიდგინება...

... ისტორიული ტერიტორია იზრდება, იცვლება შესაფერისი საზოგადოების ზრდა-ცვლილებასთან ერთად. გვარს ერთი ტერიტორია ახასიათებს, ხალხს მეორე, ხოლო ერს კიდევ სხვა. და ეს შესაბამისად იმისა, რომ გვარი საზოგადოებრივი წარმოების ერთი გარკვეული ზედნაშენია, ‘’ხალხი’’ - მეორესი, ‘’ერი’’ კიდევ სხვა...’’ (ნ. ბეძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, თბ. 1990 წ., გვ. 12-13).

ქართველი ხალხის ისტორიულ სამკვიდრებელზე, ერის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა კონფიგურაციით შემოფარგლული სახელმწიფო წარმონაქმნი არსებობდა.

თარგამოს-ქართლოსიდან მოყოლებული და ფარნავაზით გაგრძელებული ქართ-ველთა ისტორიული ყოფა, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მმართველობის დროს, ჩვენი ქვეყნის რუსეთის იმპერიაში იძულებითი ყოფნის შემდგომად ორჯერ მოპო-ვებულ-აღდგენილი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობით, დღევანდელობაში განივთდა.

 

ბაგრატიონთა დინასტიის შესახებ საუბრის დაწყებამდე, მათი გამოჩენამდელი დროის ქართლოსიანთა სამკვიდრებლის ე. წ. საზღვრების თაობაზე გვინდა შევჩერ-დეთ.

 

ბ) ‘’თარგამოსისეული’’ საზღვარი

‘’ქართლის ცხოვრება’’-ში ლეონტი მროველის მიერ საზღვრებთან დაკავშირებული პირველი ინფორმაცია, თარგამოსის სამკვიდრებლის თაობაზე გვაუწყებს - ‘’... და წარმოვიდა ესე თარგამოს ნათესავითურთ მისით. და დაემკვიდრა ორთა მათ მთათა შუა კაცშეუვალთა, არარატსა და მასისსა... ხოლო ქუეყანა იგი, რომელი წილით ხდომოდა, ესე არს საზღვარი ქუეყანისა მისისა: აღმოსავლით ზღუა გურგენისა, დასავლით ზღუა პონტოსი, და სამხრით ზღუა ორეთისა, და ჩრდილოთ მთა კავკასია’’ [’ქართლის ცხოვრება’’, ტ. 1, რედაქტ. ს. ყაუხჩიშვილი, თბ. 1955 წ., გვ. 3-4].

 

იქვე გვეუწყება, რომ თარგამოსის რვა ვაჟიდან, სამის - ჰაოსის, ლეკოსისა და კავკასოსის გამოკლებით, სამხრეთ კავკასიაში დამკვიდრებული ხუთი ძმის საცხოვ-რისი ტერიტორია ასეთ საზღვრებშია მოქცეული:

‘’... მისცა ქართლოსს და უჩინა საზღვარი: აღმოსავლით ჰერეთი და მდინარე ბერდუჰისი [იგივე: დებედა გ.ს.]; დასავლით ზღუა პონტოსი; სამხრით მთა, რომელი მიჰყვების ბერდუჰის მდინარის თავსა, და მთა, რომელი მიჰყვების დასავლით კერძო, რომლისა წყალი გარდმოდის ჩრდილოთ კერძო და მიერთვის მტკუარსა რომელ მიჰყვების მთა შორის კლარჯეთისა და ტაოს ვიდრე ზღუამდის; და ჩრდილოთ საზღვარი ღადო, მთა მცირე, რომელი გამოვლის შტოდ კავკასისაგან და მოჰკიდავს წუერი დასასრულსა ღადოსა, რომელსა აწ ჰქვიან ლიხი. და ამათ საზღვართა საშუალ მისცა ყოველი ქართლოს.

ხოლო ბარდოსს მისცა მტკუარს სამხრით, ბერდუჰის მდინარითგან ვიდრე სადა შეკრბებიან მტკუარი და არაქსი. ამან ბარდოს აღაშენა ქალაქი და დაეშენა მუნ.

ხოლო მოვაკანს მისცა მტკუარსა ჩრდილოთ, მცირისა ალაზნისა შესართავითგან ვიდრე ზღუამდე. და ამან აღაშენა ქალაქი მოვაკანეთი, და დაემკვიდრა მუნ.

ხოლო ჰეროს მისცა ქუეყანა მტკუარისა ჩრდილოთ, მცირისა ალაზნისა შესართა-ვითგან ვიდრე ტყეტბამდე, რომელსა აწ ჰქვიან გულგულა. და ამან ჰეროს აღაშენა პირველად ქალაქი შესაკრებელთა შორის ორთავე ალაზანთასა, და უწოდა სახელი თვისი ჰერეთი...

ხოლო ეგროსს მისცა ქუეყანა ზღვის ყურისა, და უჩინა საზღვარი: აღმოსავლით მთა მცირე, რომელსა აწ ჰქვიან ლიხი; დასავლით ზღუა; [ჩრდილოთ] მდინარე მცირისა ხაზარეთისა, სადა წარსწუთების წუერი კავკასისა. ხოლო ამან ეგროს აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელი თვისი ეგრისი. აწ მას ადგილსა ჰქვიან ბედია’’-ო [‘’ქართლის ცხოვრება’’, ტ. 1, რედაქტ. ს. ყაუხჩიშვილი, თბ. 1955 წ., გვ. 4-5].

 

გ) ‘’ფარნავაზიანთა’’ საზღვარი

თარგამოსიანთა მოდგმის ქართლოსიანთაში განივთებული საცხოვრისისეული საზღვარი, ლეონტი მროველის მიერ, ფარნავაზის სამეფოს ასეთ კონტურებს შემო-ხაზავს:

‘’მაშინ ფარნავაზ უშიშ იქმნა ყოველთა მტერთა თვისთაგან და მეფე იქმნა ყოველსა ქართლსა და ეგურსა ზედა. და განამრავლნა ყოველნი მხედარნი ქართლოსიანნი, განაწესა ერისთავნი რვანი და სპასპეტი.

ერთი გაგზავნა მარგვის ერისთავად, და მისცა მცირით მთითგან, რომელ არს ლიხი, ვიდრე ზღუ[რ]ამდე [ეგრისის], რიონს ზემოთ და ამანვე ფარნავაზ აღაშენნა ორნი ციხენი, შორაპანი და დიმნა.

და გაგზავნა მეორე კახეთის ერისთავად, და მისცა არაგვითგან ვიდრე ჰერეთამდე, რომელ არს კახეთი და კუხეთი.

მესამე გაგზავნა ხუნანისა ერისთავად, და მისცა ბერდუჰის მდინარითგან ვიდრე ტფილისამდე და გაჩიანთამდის, რომელ არს გარდაბანი.

მეოთხე გაგზავნა სამშვილდის ერისთავად, და მისცა სკვირეთისა მდინარითგან [იგივე ვერის წყალი - გ.ს.] ვიდრე მთამდე, რომელ არს ტაშირი და აბოცი.

მეხუთე გაგზავნა წუნდის ერისთავად, და მისცა ფანვარითგან ვიდრე თავადმდე მტკურისა, რომელ არს ჯავახეთი და კოლა და არტანი.

მეექუსე გაგზავნა ოძრხის ერისთავად, და მისცა ტასისკარითგან ვიდრე არსიან-თამდის ნოსტის თავითგან ზღუამდის, რომელ არს სამცხე და აჭარა.

მეშვიდე გაგზავნა კლარჯეთის ერისთავად, და მისცა არსიანითგან ზღუამდე.

და მერვე, ქუჯი იყო ერისთავი ეგრისისა.

ხოლო ერთი დაადგინა სპასპეტად და მისცა ტფილისითგან და არაგვითგან ვიდრე ტასისკარამდე და ფანვარამდე, რომელ არს შიდა ქართლი. და ესე სპასპეტი იყო შემდგომად წინაშე მეფისა, მთავრობითა განაგებდის ყოველთა ერისთავთა ზედა’’ [‘’ქართლის ცხოვრება’’, ტ. 1, რედაქტ. ს. ყაუხჩიშვილი, თბ. 1955 წ., გვ. 24-25].

 

 

ე) ‘’არჩილისეული’’ საზღვარი

‘’ქართლის ცხოვრება’’-ში, ცალკე სათაურის მქონე თხზულებაში, ლეონტი მროველი გადმოგვცემს მე-8 საუკუნეში მოღვაწე რიგით 44-ე მეფის ცხოვრებას - ‘’წამება წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი რომელი იყო მეფე ქართლისა’’ [’’ქართლის ცხოვრება’’, ტ. 1, რედაქტ. ს. ყაუხჩიშვილი, თბ. 1955 წ., გვ. 245].

არჩილი გახლდათ 42-ე მეფის სტეფანოზ II უმცროსი ვაჟი. მის უფროს ძმას - ‘’მეორმოცდასამე მეფე მირ, ძე სტეფანოზ მთავრისა, ხოსროიან’’-ს [’’ქართლის ცხოვ-რება’’, ტ. 1, რედაქტ. ს. ყაუხჩიშვილი, თბ. 1955 წ., გვ. 233], - შვიდი ასული ჰყავდა.

სიკვდილის წინ, უძეოდ გადაგებული მეფე, ასე მიმართავს, იმ დროისთვის ჯერ კიდევ უცოლო, არჩილს - ‘’... აწ შენა ხარ მკვიდრი სახლისაგან მეფობისა ჩუენისა, მირიან მეფისა... შენ ხარ უცოლო, და მე ვარ უძეო. აწ რათგან მოიყვანნიან მამათა ჩუენთა ცოლნი ასულნი ერისთავთა ჩუენთანი, მისცენ მათ ასულნი ჩემნი და გაუყვენ მათ ქუეყანანი ქართლისანი: ნახევარი შენ და ნახევარი მათ. ხოლო საუხუცესოდ რომელ მქონდა, მომიცია შენდა, და გქონდეს საუხუცესოდ: ეგრისი, სუანეთი, თაკუე-რი, არგუეთი და გურია. ხოლო კლარჯეთი და შუა მთიულეთი მიეც ასულთა ჩემ-თა...’’-ო [’’ქართლის ცხოვრება’’, ტ. 1, რედ. ს. ყაუხჩიშვილი, თბ. 1955 წ., გვ. 240-241].

და აი, ძმის სიკვდილის შემდეგ - ‘’...არჩილ მოუწოდა ერისთავთა ქართლისათა, და მისცა ძმისწულნი მისნი:

ერთი მისცა მამის ძმისწულსა მისსა, შვილსა გუარამ კურაპალატისასა [აქ: ვარაზ-ბაკური (იხ.’ქართლის ცხოვრება’’, ტ. 1, რედაქტ. ს. ყაუხჩიშვილი, თბ. 1955 წ., გვ. 252) - გ.ს.], რომელსა ჰქონდა კლარჯეთი და ჯავახეთი;

მეორე მისცა პიტიახშსა, ნათესავსა ფეროზისსა, რომელი მთავრობდა თრიალეთს, ტაშირს და აბოცს;

მესამე მისცა ნერსე ნერსიანსა, რომელი-იგი იყო წარჩინებული ვახტანგ მეფისა;

მეოთხე მისცა ადარნასეს ადარნასიანსა, და ორთავე ამათ განუყო ზენა სოფელი, რომელ არს ქართლი;

მეხუთე მისცა ვარზმანს, და მისცა კოტმანითგან ქურდისხევამდე; იყო ესე ვარზმან ნათესავი სპარსთა ერისთავისა ბარდაველისა, რომელი იყო დედის მამა ვახტანგ მეფისა;

მეექუსე მისცა ჯუანშერს ჯუანშერიანსა, რომელი - იგი იყო ნათესავი მირიან მეფისა, შვილთაგან რევისთა, და მისცა ჯუარი და ხერკი, და ყოველი მთიულეთი, მანგლისის ხევი და ტფილისი... და განუტევა მთავარნი ესე ცოლებითურთ თვის-თვისად ადგილად’’ [’ქართლის ცხოვრება’’, ტ. 1, რედაქტ. ს. ყაუხჩიშვილი, თბ. 1955 წ., გვ. 241-242].

 

არჩილ მეფე ასე მიმართავს აფხაზეთის მთავარს ლეონს - ‘’... კურთხეულ იყავ შენ უფლისა მიერ, რამეთუ კეთილად იღვაწე სტუმრობა ჩუენი, და დამიცვენ ჩუენ ადგილთა შენთა მშვიდობით: გარნა აწ უწყიეს შენება ადგილთა ჩუენთა კლისუ-რითგან აღმართ. წარვალ და დავეშენები ციხე-გოჯს და ქუთათისს. აწ ითხოვე თავისა შენისათვის რა გნებავს ჩემგან, ნაცვლად კეთილისა მსახურებისა შენისა.

ხოლო ლეონ რქუა: მომცა მე კეისარმან ქუეყანა ესე მკვიდრობით კეთილად სიმხნითა თქუენითა. ხოლო ამიერითგან არს ესე მამულობით სამკვიდრებელ ჩემდა კლისურითგან ვიდრე მდინარედმდე დიდად ხაზარეთადა, სადა დასწუდების წუერი კავკასიისა ამის. შემრთე მეცა მონათა შენთა თანა, რომელნი-ესე დღეს ღირს ყვენ შვილად და ძმად შენდა. არა მინდა ნაწილი შენგან, არამედ ჩემიცა ესე შენადვე იყოს. მაშინ მისცა ლეონს ცოლად ძმისწული მისი გურანდუხტი’’ [’’ქართლის ცხოვრება’’, ტ. 1, რედაქტ. ს. ყაუხჩიშვილი, თბ. 1955 წ.. გვ. 242].

საუბრის გაგრძელებამდე, მოდით კიდევ ერთხელ შევეხოთ თარგამოსის ვაჟის - ეგროსის, ანდა ეგრისის მთავრის - ქუჯის საცხოვრისის საზღვრების საკითხს.

 

 

ვ) ეგრისის სამეფო

ლეონტი მროველი, ფარნავაზის მიერ ერისთავებისთვის განსაზღვრული ტერიტო-რიების ჩამოთვლისას, ეგრისის მთავარ ქუჯის სამკვიდრებელზე არაფერს ამბობს, რითაც მიგვენიშნება, რომ ეგრისი, ისეთსავე საზღვრებშია როგორც ეს თარგამოსის მიერ იქნა დადგენილი. კერძოდ - ‘’ეგროსს მისცა ქუეყანა ზღვის ყურისა, და უჩინა საზღვარი აღმოსავლით მთა მცირე, რომელსა აწ ჰქვიან ლიხი; დასავლით ზღუა; [ჩრდილო] მდინარე მცირისა ხაზარეთისა, სადა წარსწუთების წუერი კავკასისა’’ [‘’ქართლის ცხოვრება’’, ტ. 1, რედაქტ. ს. ყაუხჩიშვილი, თბ. 1955 წ., გვ. 5], ხოლო სამხრეთით ეგრისს ესაზღვრება ქართლოსის საცხოვრისი.

როგორც ცნობილია - ‘’...ანტიკურ წყაროებში ეგრისის სამეფოს ლაზიკა ეწოდე-ბოდა...’’ [ქ.ს.ე. ტ. 4, თბ. 1979 წ., გვ. 25].

ეგრისი, ქართლოსიანთა სამკვიდრებლის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია. რიგით მე-!0 მეფე ადერკი, რომლის  ‘’...პირველსავე წელსა მეფობისა მისისასა იშვა უფალი ჩვენი იესუ ქრისტე, ბეთლემს ურიასტანისასა’’ [’’ქართლის ცხოვრება’’, ტ. 1, რედაქტ. ს. ყაუხჩიშვილი, თბ. 1955 წ., გვ. 35], როცა შეიტყობს თავის სამკვიდრებელში ქრისტეს რჯულის გავრცელების შესახებ, წარმართობის დაცვას ცდილობს - ‘’...ვითარცა ესმა მეფესა ადერკის მეგრელთაგან სჯულის დატევება, განუწყრა და წარავლინნა ერისთავნი მისნი, და იძულებით კუალადვე მიაქცივნა მეგრელნი. და დამალნეს ხატნი და ჯუარნი...’’ [‘’ქართლის ცხოვრება’’, ტ. 1, რედ. ს. ყაუხჩიშვილი, თბ. 1955 წ., გვ. 42].

ლეონტი მროველი, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამომცხადებელ მირიან მეფეზე ბრძანებს - ‘’...და მეფობდა ესრეთ მირიან მცხეთით გაღმართ ქართლს, სომხითს, რანს, ჰერეთს, მოვაკანს და ეგრს’’-ო [’ქართლის ცხოვრება’’, ტ. 1, რედაქტ. ს. ყაუხჩიშვილი, თბ. 1955 წ., გვ. 65].

უკვე ახ. წ. – ‘’... მე-4 ს-ში ეგრისის სამეფო გაძლიერდა და გააერთიანა მთელი დასავლეთ საქართველო. სამხრეთით მისმა ტერიტორიამ მიაღწია მდ. ჭოროხის ქვემო დინების რაიონს. ხოლო ჩრდილოეთით მას დამორჩილდა აფსილების, აბაზგე-ბის და სანიგების სამთავროები, აგრეთვე სვანები [მისიმიელები] და ლეჩხუმის [სკვიმნიის] მცხოვრებნი...’’ [ქ.ს.ე. ტ. 4, თბ. 1979 წ., გვ. 25].

 

ამჟამად, ჩვენს მიზანს არ შეადგენს ეგრისის მმართველ ერისთავთა, თუ მეფეთა ქრონოლოგიის თაობაზე ვრცლად საუბარი, თუმცა მოკლედ უნდა ითქვას, რომ:

‘’გუბაზ I, ეგრისის მეფე, მოღვაწეობდა V ს-ნის 50-60-იან წლებში... დამნაზე ეგრისის მეფე(ა) V ს. პირველ ნახევარში... წათე I ეგრისის მეფე(ა) VI ს. 20-იან წლებში... გუბაზ II ეგრისის მეფე(ა) VI ს. 40-50-იან წლებში... წათე II ეგრისის მეფე(ა) 554 წლის შემდეგ...

მას შემდეგ რაც დასრულდა ‘’დიდი ომიანობა’’ ბიზანტიასა და ირანს [სპარსეთს - გ.ს.] შორის, 562 წლის ზავით ბიზანტიელებმა განიმტკიცეს პოზიციები ეგრისში... და მიაღწიეს იმას, რომ გააუქმეს მეფობა დასავლეთ საქართველოში. მაგრამ ეგრისში მეფობის გაუქმების მიუხედავად, ბიზანტიელებმა ვერ მოახერხეს ქვეყნის პოლიტი-კური ავტონომიის მთლიანად მოსპობა. ეგრისის სათავეში დგანან ადგილობრივი მთავრები - ‘’ლაზეთის პატრიკოსის’’ ტიტულით, არ არის გამორიცხული, რომ ისინი სამეფო დინასტიის წარმომადგენლები არიან.

VII ს-ის ბოლოს არაბებმა დაიპყრეს დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი. საფიქრებელია, რომ ლაზეთის პატრიკოსები აფხაზეთში გამაგრდნენ და იქიდან იწყებენ ბრძოლას არაბების წინააღმდეგ. ხოლო შემდგომში, VIII საუკუნიდან, ისინი ერისთავების ტიტულს ატარებენ... არსებობს მოსაზრება, რომ VII-VIII ს-ში აფხაზთა მთავრები [არხონტები] ეგრისის სამეფო დინასტიის წარმომადგენლები ‘’ლაზიკის პატრიკოსები’’ იყვნენ’’ [მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი, ‘’საქართველოს მეფეები’’, თბ. 2000 წ., გვ. 59-63].

ყოველივე თქმულის ანარეკლი უნდა იყოს, ეგრისში დამკვიდრებული 44-ე მეფე არჩილთან მოსაუბრე, აფხაზეთის ერისთავის ლეონ I-ის სიტყვები - ‘’... ხოლო ამიერითგან არს ესე მამულობით სამკვიდრებელ ჩემდა კლისურითგან ვიდრე მდინა-რედმდე დიდად ხაზარეთად, სადა დასწუდების წუერი კავკასიისა ამისა’’-ო [’ქართ-ლის ცხოვრება’’, ტ. 1, რედაქტ. ს. ყაუხჩიშვილი, თბ. 1955 წ., გვ. 242]. ეს კი, როგორც ვხედავთ ეგრისის სამეფოს ჩრდილოეთი ნაწილია.

აქ მითითებული - ‘’კლისური, მდ. კელასურის ძველი სახელწოდება’’-ა [ქ.ს.ე. ტ. 5, თბ. 1980 წ., გვ. 461], რომელსაც - ‘’... სათავე აქვს ბზიფის ქედის სამხრეთ კალთაზე, ხიმსის მწვერვალზე... ერთვის შავ ზღვას სოფ. კელასურთან... სოხუმიდან 5 კმ. სახელწოდება ‘’კელასური’’, ‘’კლისურა’’ ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს გასას-ვლელ ადგილს, ვიწრობს...’’ [ქ.ს.ე. ტ. 5, თბ. 1980 წ., გვ. 462].

როგორც ვიცით, საქართველოს გაერთიანების საქმეში თავისი უდიდესი წვლილი შეიტანა აფხაზეთის საერისთავომ, რომელიც მოგვიანებით, ეგრისის სამეფოს მსგავსად, მთელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიის სახელწოდებად იქცა. თუმცა, ამ თემის განხილვამდე, მოდით ისევ ბაგრატიონთა დინასტიის დამკვიდ-რების ისტორია გავიხსენოთ.

 

ზ) ბაგრატიონთა დინასტიის გამოჩენიდან,

ანუ - გაერთიანებული საქართველო

როგორც ვნახეთ ‘’საქართველოს მეფისა’’ და ‘’აფხაზთა მეფის’’ ტიტულების მქონე პირთა წრე X ს. 70-იან წლებში მჭიდროდ დაუახლოვდა ერთმანეთს.

ამ დროისთვის აფხაზეთის სამეფო დინასტიის ერთადერთი ცოცხალი წარმომად-გენელია - თეოდოს III [975-978 წ.წ.]. ქართლის 49-ე მეფის ადარნასეს ასულის ძის გიორგი II-ის [958 – 994 წ.წ.] ძეს - გურგენს, ცოლად ჰყავს - გურანდუხტი, ღვიძლი და თეოდოს III-ისა.

თავის მხრივ ბაგრატ II რეგვენის ძმას - ადარნასე კურაპალატს  ჰყავს ერთადერთი ვაჟი, უშვილო - ‘’დავით III დიდი კურაპალატი. ქართველთა მეფე X ს. მე-2 ნახევარში [გარდაიცვალა 1001 წ.] 978 წ. მიიღო კურაპალატის ტიტული, 974 წ. კი [ბიძამისის - ბაგრატ II-ის გარდაცვალების შემდეგ - გ.ს.] ქართველთა მეფობა [‘’რომელი იყო ძე ადარნასე კურაპალატისა, ძისა სუმბატ მეფე-კურაპალატისა, რომელი იყო ბაგრა-ტოანი’’ [’ქართლის ცხოვრება’’, ტ. 1, რედაქტ. ს. ყაუხჩიშვილი, თბ. 1955 წ., გვ. 271]...’’ [მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი, ‘’საქართველოს მეფეები’’, თბ. 2000 წ., გვ. 105].

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ - ‘’... მე-8 ს. დასასრულს შიდა ქართლი კახეთს ეკუთ-ვნის. IX ს. დასაწყისში მას ქართველთა სამეფო [ტაო-კლარჯეთი] იერთებს. IX ს. მეორე ნახევრიდან X ს. 70-იან წლებამდე იგი პერმანენტულად ეგრის-აფხაზეთის სამეფოს გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. მაგრამ  X ს. 70-იანი წლებიდან აქ იწყება შინა-ფეოდალური ომები, რაც სამეფოს დასუსტებას იწვევს. ფეოდალურმა ანარქიამ განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო თეოდოს III უსინათლოს [975 – 978 წ.წ.] მეფობაში. ამით სარგებლობს კახეთის საქორეპისკოპოსო, და იწყებს ქართლისათვის ბრძოლას... იწყება ბრძოლა ერთიანი ქართული მონარქიის შექმნისათვის. ამ ბრძო-ლის ერთ-ერთი მოთავეა ქართლის ერისთავი იოანე მარუშისძე, თანამოაზრეებით...’’ [მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი, ‘’საქართველოს მეფეები’’, თბ. 2000 წ., გვ. 108–109].

მემატიანე ამის თაობაზე ასე იუწყება - ‘’... მაშინ მოვიდეს კახნი და მოადგეს უფლისციხესა. და იყო მათ ჟამთა ერისთავი ქართლისა იოანე მარუშის ძე, კაცი ძლიერი და ერმრავალი. ამან წარავლინა მოციქული წინაშე დავით კურაპალატისა, აწვია, რათა გამოილაშქროს ძალითა მისითა, აღიღოს ქართლი, ანუ დაიჭიროს თვით, ანუ უბოძოს ბაგრატს, ძესა გურგენისასა, ასულის წულსა გიორგი აფხაზთა მეფისა, რომელსა ეყოდა დედულად აფხაზეთი და ქართლი. ესევე ივანე მარუშის ძე ეძებდა ბაგრატს მეფედ.

და ვითარცა მოისმინა დავით კურაპალატმან სიტყვა იოანე მარუშის ძისა, წარმოემართა ძალითა თვისითა ყოვლითა და მოვიდა ქართლად. და რაჟამს ცნეს მოსლვა მისი კახთა, წარვიდეს ვითარცა მეოტნი და დაუტევეს ქართლი’’ [‘’ქართლის ცხოვრება’’, ტ. 1, რედაქტ. ს. ყაუხჩიშვილი, თბ. 1955 წ., გვ. 272].

 

ღმერთის განგებულობით უნიკალური ისტორიული სურათი შეიქმნა. ბაგრატის გარშემო, ბაგრატიონთა საგვარეულოში, თითქმის ყველა უშვილძიროდაა გადაგებუ-ლი - ‘’... იგი სამი სამეფოს მემკვიდრედ ითვლება. ბაგრატი არის - ქართველთა მეფის ტიტულის მქონე ბაგრატ ბაგრატიონის შვილიშვილი და მეფეთა-მეფის გურგენის შვილი; ეგრის-აფხაზეთის მეფის უშვილო თეოდოსის დისწული; ტაოს მეფის - დავით III კურაპალატის შვილობილი...

დავითმა მხარი დაუჭირა თავისი შვილობილის, ბაგრატის გამეფებას და 975 წ. ჯარით ქართლისაკენ გაემართა... იოანე მარუშისძემ უფლისციხე დავითს გადასცა. დავითმა ქართლის დიდაზნაურებს ბაგრატისადმი მორჩილება უბრძანა, რომელსაც მცირეწლოვნობის გამო თანაგამგებლად მამამისი გურგენი დაუნიშნა...’’ [მ. ლორთქი-ფანიძე, რ. მეტრეველი, ‘’საქართველოს მეფეები’’, თბ. 2000 წ., გვ. 109].

 

ზემოთქმულის შესაჯამებლად, მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ იმდროინდე-ლი ისტორიული სურათი - ‘’... VIII  ს. დასასრულსა და IX ს. დასაწყისში ისტორიული საქართველოს მიწა-წყალზე არსებობდა:

- კახეთის სამთავრო, ანუ საქორეპისკოპოსო [მთავრები ქორეპისკოპოსის ტიტულს ატარებდნენ], რომლის ცენტრი თიანეთი იყო;

- ქართველთა სამთავრო ანუ საკურაპალატო [IX ს. დასასრულიდან სამეფო], რომელსაც სათავეში ბაგრატიონთა დინასტია ედგა [დედაქალაქი არტანუჯი];

- ჰერეთის სამეფო, რომელსაც ბაგრატიონთა დინასტია მართავდა [დედაქალაქი თელავი];

- აფხაზეთის სამეფო [დედაქალაქი ქუთაისი], და

- IX ს. 80-იანი წლებიდან თბილისის, ანუ ქართლის, ფაქტობრივად დამოუკი-დებელი, საამირო, რომელსაც მაჰმადიან ამირათა მმართველი დინასტია განაგებდა და რომლის მოსახლეობა ძირითადად ქართული იყო...

... ივანე მარუშისძის თაოსნობითა და დავით კურაპალატის ძალით - 975 წ. შიდა ქართლი, რომლის ცენტრი უფლისციხე იყო, ბაგრატ ბაგრატიონს [ბაგრატ III] ჩააბარეს, ხოლო 978 წ. იმავე ძალებმა ბაგრატი დასავლეთ საქართველოს - ‘’აფხა-ზეთის’’ მეფედ აკურთხეს...’’ [მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი, ‘’საქართველოს მეფეები’’, თბ. 2000 წ., გვ. 50].

 

წინამდებარე კვლევის თემატიკიდან გამომდინარე, ჩვენ აღარ შევუდგებით ბაგრატ III [975 – 1014 წ.წ.] ძალისხმევითა და დავით III კურაპალატის ხელშეწყობით მი-დინარე გაერთიანებული საქართველოს შექმნა-შედუღაბების პროცესის დეტალურ განხილვას.

ბაგრატ გურგენის ძე ბაგრატიონმა - მისია, რომელიც მას დაეკისრა პირნათლად შეასრულა. მან საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ფეოდალურ მონარქიას და სახელმწიფო - ‘’საქართველოს’’. ბაგრატ III იწოდებოდა - ‘’მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა ‘’კურაპალატად’’. ერთიანი საქართველოს დედაქალაქი ქუთაისი იყო...’’ [მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი, ‘’საქართველოს მეფეები’’, თბ. 2000 წ., გვ. 111-112].

 

გაერთიანებული საქართველოს პირველი ბაგრატიონი მეფის: ბაგრატ  III [975 – 1014 წ.წ.] დროს დაწყებული ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მმართველობის ქვეშ საქართველოს გაერთიანების პროცესი, საბოლოოდ - დავით IV აღმაშენებლის [1089 – 1125 წ.წ.] დროს დასრულდა.

თავის მხრივ - ‘’... საინტერესოდ ჩამოყალიბდა საქართველოს მეფეთა ტიტულა-ტურა. ერთიანი საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III ტიტული შემდეგია: ‘’მეფე აფხაზთა [დასავლეთ საქართველო], ქართველთა [ქართლი, მესხეთი], რანთა და კახთა [ჰერეთი]’’.

მეფე დავით IV აღმაშენებლის დროს, როდესაც მოხდა ქართული ქვეყნების [აქ - მხარეების - გ. ს.] გაერთიანების პროცესის დასრულება და არაქართული მიწების [??? - გ.ს.] შემოერთება, საქართველოს მეფეთა ტიტულატურა შემდეგნაირად გაიმართა: ‘’მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შაჰანშა [ანისის მეფეთა ტიტული] და შარვანშა [შარვანის მფლობელთა ტიტული]’’.

ზემოთ მოყვანილი ორივე ტიტულატურა იმ რეალური ისტორიული სურათის გამომხატველია, რაც შექმნილი იყო შესაბამის ეპოქებში...’’ [მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი, ‘’საქართველოს მეფეები’’, თბ. 2000 წ., გვ. 5].

თბილისის განთავისუფლება, ბაგრატ III-ის შვილთაშვილმა დავით IV აღმაშე-ნებელმა მოახერხა - ‘’... დიდგორის ველზე ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ დავითმა 1122 წელს, დიდი ბრძოლის შემდეგ, თბილისი აიღო და 400 წელი მაჰმა-დიანთა ხელში მყოფი ქალაქი კვლავ საქართველოს დაუბრუნა. სამეფო ტახტი ქუთაისიდან თბილისში გადმოიტანა...’’ [მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი, ‘’საქართ-ველოს მეფეები’’, თბ. 2000 წ., გვ. 129].

 

დასკვნის მაგიერ

წარმოდგენილი მცირე ისტორიული ექსკურსიდან, ვფიქრობთ, კარგად ჩანს, რომ  ჩვენი ქვეყანა, მცირე გამონაკლისის გარდა, ძირითადად, სხვადასხვა მხარეთა ერთობაზე აგებული ერთიანი სახელმწიფოებრივი სხეულის მატარებელი გახლდათ.

შემოთავაზებული კანონპროექტი, ამ დიდი ისტორიული გამოცდილების ბაზაზე დაყრდნობით, საქართველოს კონსტიტუციაში - სახელმწიფოებრივ ტერიტორიული მოწყობის მხოლოდ მთავარი პრინციპის დაფიქსირებას ისახავს მიზნად.

ამასთან, შემოთავაზებულია, რომ ქვეყნის ტერიტორიული დაყოფისა და მათ შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულების სამართლებრივი ასპექტები ორგა-ნული კანონით იქნეს დარეგულირებული.

საბოლოოდ, საქართველოს კონსტიტუციის მეორე მუხლის მესამე პუნქტის ცვლილების ჩვენს მიერ შემოთავაზებული ფორმულირება ასეთია: „საქართველო, სახელმწიფოებრივ-ტერიტორიული მოწყობის მხრივ,  წარმოადგენს სამხარეო პრინციპზე აგებულ უნიტარულ სახელმწიფოს. მხარეებად და რეგიონებად [რაიონებად] დაყოფის სტრუქტურა და მათი უფლებამოსილებების გამოჯვნის პრინციპები განსაზღვრულია ორგანული კანონით“.

საკითხის ამდაგვარი მიდგომა, ტოვებს იმის შესაძლებლობას, რომ საჭიროების შემთხვევაში, კონსტიტუციური ცვლილების გარეშე, უშუალოდ ორგანული კანონის ფარგლებში მოხდეს, ქვეყნის ინტერესების გამომხატველი ცალკეული დეტალების დაზუსტება.

ქვეყნის სამხარეო დაყოფაში - ‘’ავტონომიური რესპუბლიკის’’ ცნების გაუქმებიდან გამომდინარე, კონსტიტუციის მე-3 და მე-8 მუხლებში შეტანილი ცვლილება ითვალისწინებს, მათში მხოლოდ - ‘’აფხაზეთის ავტონომიისა’’ და ‘’აჭარის ავტო-ნომიის’’ ტერმინთა დატოვებას.

საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 2,3-ის ჩანაწერის წარმოდგენილი ცვლი-ლების შემდგომად, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს, კონსტიტუცი-აში, ‘’სახელმწიფო რწმუნებულისგუბერნატორის’’ ცნების შემცველი - მუხლი 813-ის გაუქმებას. შესაბამისად, სახელმწიფოებრივ-ტერიტორიულის მოწყობის თაობაზე განხორციე-ლებული საკონსტიტუციო ცვლილებისა და მისი თანამდევი ორგანული კანონის მიღების შემდგომად, უნდა გაუქმდეს:

1. ‘’საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის: ‘’ თავი VIII1 სახელმწიფო რწმუნებულიგუბერნატორი’’;

2. საქართველოს მთავრობის დადგენილება №308 [2013 წლის 29 ნოემბერი] ‘’სახელმწიფო რწმუნებულისგუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ’’.

 

მინაწერი:

დანართი №2-ის სახით წარმოგიდგენთ - საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ - საქართველოს ტერიტორიულ სახელმწიფოებრივ მოწყობასთან დაკავშირებით მისაღები კანონპროექტის თანამდევ: - საქართველოს ორგანული კანონის პროექტს - საქართველოს ტერიტორიულ სახელმწიფოებრივ მოწყობასთან დაკავშირებით“.


დანართი №2

კანონპროექტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს

ტერიტორიულ სახელმწიფოებრივ მოწყობასთან დაკავშირებით“

 

მუხლი 1.

საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული ერთეულებია: აფხაზეთი, აჭარა, გურია, ერწო-თიანეთი, თორი, თრიალეთი, თუშეთი, იმერეთი, კახეთი, ლეჩხუმი,  მესხეთი,  მთიულეთ-გუდამაყარი, რაჭა, სამცხე, სამეგრელო, სვანეთი, ფშავი, ქართლი, ქიზიყი, ხევი, ხევსურეთი, ჯავახეთი.

მუხლი 2.

საქართველო, სახელმწიფოებრივ-ტერიტორიული მოწყობის მხრივ,  წარმოადგენს სამხარეო პრინციპზე აგებულ უნიტარულ სახელმწიფოს, რომელიც დაყოფილია - მხარეებად და რეგიონებად (რაიონებად).

მუხლი 3.

საქართველო დაყოფილია შემდეგ მხარეებად: აფხაზეთის ავტონომია, აჭარის ავტონომია, გურია, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო და ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი, ჩრდილო ქართლის [ცხივალის] ოლქი.

ქ. თბილისი წარმოადგენს ცალკე ერთეულს.

მუხლი 4.

საქართველოს მხარეების ტერიტორიული საზღვრები განისაზღვრება შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით:

1. აფხაზეთის ავტონომია - მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთი საზღვარი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის თხემს გასდევს. სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით შავი ზღვა აკრავს. ჩრდილოეთის საზღვარი მდ. ფსოუზე გადის, ხოლო აღმოსავლეთით - სვანეთ-აფხაზეთის ქედზე და მდ. ენგურზე (ქვემო დინება). ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაცია; აღმოსავლეთითა და სამხრეთით - სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე.

აფხაზეთის ავტონომიის რეგიონებად (რაიონებად) დაყოფის სტრუქტურა განისაზღვრება ცალკე კანონით.

2. აჭარის ავტონომია - მდებარეობს საქართველოს სამხრეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროზე. სამხრეთით საზღვარი თურქეთთან გასდევს ჭანეთისა და შავშეთის ქედებს, აღმოსალეთით - არსიანის ქედს, ჩრდილოეთით - მესხეთის ქედსა და მის განშტოებას (მდინარეების ნატანებისა და კინტრიშის წყალგამყოფი), დასავლეთით აკრავს შავი ზღვა.

აჭარის ავტონომიას ჩრდილოეთით ესაზღვრება გურიის მხარე; აღმოსავლეთით - სამცხე-ჯავახეთის მხარე; სამხრეთით - თურქეთი;

აჭარის ავტონომია მოიცავს: ქ. ბათუმის  ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზ-ღვრებს, ქედის, ქობულეთის, შუახევის, ხელვაჩაურის და ხულოს რეგიონებს [რაიონებს].

3. გურიის მხარე მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის პირას. გურიის მხარეს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე, რომლისგანაც გამოყოფილია მდინარე ფიჩორით. სამხრეთით ესაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, რომლისგანაც გამოჰყოფს მესხეთის ქედი. გურიის მხარეს ასევე ესაზღვრება იმერეთის მხარე (ჩრდილო-აღმოსავლეთიდან) და სამცხე-ჯავახეთის მხარე (სამხრეთ-აღმოსავლეთიდან).გურიის მხარის ნაწილი ოდიშ-გურიის დაბლობზე მდებარეობს, ხოლო ნაწილი კი მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე.

გურიის მხარე მოიცავს: ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის რეგიონების [რაიონების] ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს

4. იმერეთის მხარე - მდებარეობს დასავლეთ საქართველოში. იმერეთის მხარე შემოსაზღვრულია: აღმოსავლეთით ლიხის ქედით, დასავლეთით ცხენისწყლით, ჩრდილოეთით კავკასიონის ქედით და სამხრეთით ფერსათის, ანუ მესხეთის მთებით. იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად.

იმერეთის მხარეს ესაზღვრება: შიდა ქართლის მხარე [აღმოსავლეთით]; ჩრდილო ქართლის (ცხინვალის) ოლქი [ჩრდილო აღმოსავლეთით]; სამცხე-ჯავახეთის მხარე [სამხრეთ-აღმოსავლეთით]; სამეგრელო ზემო სვანეთის მხარე [დასავლეთით]; გურიის მხარე [სამხრეთ-დასავლეთით]; რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე [ჩრდილოეთით].

იმერეთის მხარე მოიცავს: ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის რეგიონებისა [რაიონებიას] და ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს.

5. კახეთის მხარე - მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში. კახეთის მხარე მოიცავს - მდინარე ივრის შიდა და ქვემო დინებისა და მდინარე ალაზნის აუზში მდებარე ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების: კახეთის, ჰერეთის (ნაწილობ-რივ) და თუშეთის ტერიტორიებს. კახეთის მხარის ცალკეულ რეგიონებს ეწოდებოდა: გარეკახეთი (მდინარე ივრის შუა წელი), ქიზიყი (მდინარე ივრის ქვემო წელი), შიგნიკახეთი (მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო) და გაღმამხარი (მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო).

კახეთის მხარეს ესაზღვრება: აზერბაიჯანი [აღმოსავლეთით]; შიდა ქართლის მხარე [დასავლეთით]; ქვემო ქართლის მხარე [სამხრეთ-დასავლეთით]; სომხეთი [სამხრეთით]; მცხეთა-მთიანეთის მხარე [ჩრდილო-დასავლეთით]; რუსეთის ფედე-რაცია [ჩრდილოეთით].  

კახეთის მხარე მოიცავს: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის რეგიონების [რაიონების] ტერიტორიას.

6. მცხეთა-მთიანეთის მხარე - მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების შიდა ქართლის, ერწო-თიანეთის, ფშავის, ხევსურეთის, მთიულეთის, გუდამაყრის, ქსნისხევის ტერიტორიებს.

მცხეთა-მთიანეთის მხარეს ესაზღვრება: კახეთის მხარე [აღმოსავლეთით]; ჩრდი-ლო ქართლის (ცხინვალის) ოლქი [დასავლეთით]; შიდა ქართლის მხარე [სამხრე-თით]; რუსეთის ფედერაცია [ჩრდილოეთით].

მცხეთა-მთიანეთის მხარე მოიცავს: დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის რეგიონების [რაიონების] ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს;

7. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის მხარე - მდებარეობს დასავლეთ საქართ-ველოში, მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების რაჭის, ლეჩხუმის და სვანეთის (ნაწილობრივ) ტერიტორიებს.

 რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის მხარეს ესაზღვრება: ჩრდილო ქართლის (ცხინ-ვალის) ოლქი [აღმოსავლეთით]; სამეგრელო ზემო სვანეთის მხარე [დასავლეთით]; იმერეთის მხარე [სამხრეთით]; რუსეთის ფედერაცია [ჩრდილოეთით].

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის მხარე მოიცავს: ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის რეგიონების [რაიონების] ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზ-ღვრებს

8. სამეგრელო და ზემო სვანეთის მხარე - მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეს ესაზღვრება: იმერეთის მხარე [აღმოსავლე-თით]; შავი ზღვა [დასავლეთით], აფხაზეთი [ჩრდილო-დასავლეთით]; რაჭა-ლეჩხუ-მი ქვემო სვანეთის მხარე [ჩრდილოეთით]; გურიის მხარე [სამხრეთით].

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე მოიცავს: აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის რეგიონებისა [რაიონებისა] და ქალაქ ფოთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს.

9. სამცხე-ჯავახეთის მხარე - მმდებარეობს სამხრეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების - სამცხის, ჯავახეთის და თორის ტერი-ტორიებს.

სამცხე-ჯავახეთის მხარეს ესაზღვრება: ქვემო ქართლის მხარე [აღმოსავლეთით]; შიდა ქართლის მხარე [ჩრდილო-აღმოსავლეთით]; აჭარის ავტონომია [დასავლე-თით]; თურქეთი [სამხრეთ-დასავლეთით]; სომხეთი [სამხრეთით]; გურიის მხარე [ჩრდილო-დასავლეთით]; იმერეთის მხარე [ჩრდილოეთით].

სამცხე-ჯავახეთის მხარე მოიცავს: ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის რეგიონების [რაიონების] ადმინისტრაციულ-ტერიტო-რიულ საზღვრებს.

10. ქვემო ქართლის მხარე - მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების ქვემო ქართლის და თრიალეთის ტერი-ტორიებს. მისი საზღვრები აერთიანებს გარე კახეთის ნაწილსაც (კუხეთი და გარდა-ბანი). ჩრდილოეთი და დასავლეთი საზღვრები მიუყვება თრიალეთისა და სამსარის ქედებს.

ქვემო ქართლის მხარეს ესაზღვრება: კახეთის მხარე [აღმოსავლეთით]; სამცხე ჯავახეთის მხარე [დასავლეთით]; სომხეთი [სამხრეთით]; შიდა ქართლის მხარე [ჩრდილოეთით].

ქვემო ქართლის მხარე მოიცავს: ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის რეგიონებისა [რაიონებისა] და ქალაქ რუსთავის ადმინისტრა-ციულ-ტერიტორიულ საზღვრებს;

11. შიდა ქართლის მხარე - არის ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში. შიდა ქართლი ისტორიულად მოიცავდა ტერიტორიას, რომელიც შემოფარგლული იყო: აღმოსავლეთით - არაგვით, ჩრდილოეთით - კავკასიონით, დასავლეთით - ლიხის ქედით, სამხრეთით - თრიალეთის ქედით. შიდა ქართლის მტკვრის სამხრეთით მდებარე ნაწილს გაღმამხარს უწოდებდნენ.

შიდა ქართლის მხარეს ესაზღვრება: მცხეთა-მთიანეთის მხარე [ჩრდილო-აღმო-სავლეთით]; იმერეთის მხარე [დასავლეთით]; ჩრდილო ქართლის (ცხინვალის) ოლქი [ჩრდილოეთით]; ქვემო ქართლის მხარე [სამხრეთით]; სამცხე-ჯავახეთის მხარე [სამხრეთ-დასავლეთით].

შიდა ქართლის მხარე მოიცავს: გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის რეგიონების [რაიონების] ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს;

12. ჩრდილო ქართლის (ცხინვალის) ოლქი - მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.

ჩრდილო ქართლის (ცხინვალის) ოლქს ესაზღვრება: მცხეთა-მთიანეთის მხარე [აღმოსავლეთით]; იმერეთის მხარე [დასავლეთით]; შიდა ქართლის მხარე [სამხრე-თით]; რუსეთის ფედერაცია [ჩრდილოეთით].

ჩრდილო ქართლის (ცხინვალის) ოლქის რეგიონებად (რაიონებად) დაყოფის სტრუქტურა განისაზღვრება ცალკე კანონით.

13. თბილისი - მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე ნაპირას.

ქ. თბილისს ესაზღვრება: ქვემო ქართლის მხარე [აღმოსავლეთით და სამხრეთით]; მცხეთა-მიანეთის მხარე [დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით].

ქ. თბილისის რეგიონებად (რაიონებად) დაყოფის სტრუქტურა განისაზღვრება ცალკე კანონით.

მუხლი 5.

მხარეები წარმოადგენენ საკუთარი უფლებებისა და ფუნქციების მქონე ავტონო-მიურ ერთეულებს. მხარეებში შემავალი რეგიონები (რაიონები) წარმოადგენენ მხარეთა ხელისუფლე-ბის პირდაპირი კონტროლის ქვეშ მყოფ ერთეულებს.

მუხლი 6.

საქართველოს განუყოფელ ნაწილებს - აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიებს, აგრეთვე ჩრდილო ქართლს [ცხინვალის ოლქს], გააჩნიათ ავტონომიის განსაკუთრე-ბული ნორმები და პირობები, რომლებიც შემუშავებული იქნება ცალკე კანონით.

მუხლი 7.

საქართველოს პარლამენტს, მხარეთა საკრებულოების (უმაღლესი წარმომადგენ-ლობითი ორგანოს) აზრის გათვალისწინებით, შეუძლია დაუშვას არსებული მხარე-ების გაერთიანება, ან ახალი მხარეების შექმნა, თუ ამას მოითხოვენ დაინტერესე-ბული მოსახლეობის ერთი მესამედის რაიონული საკრებულოები და თუ ეს წინ-დადება მოწონებულია რეფერენდუმზე, იმავე მოსახლეობის უმრავლესობით.

მხარეთა საკრებულოების აზრის გათვალისწინებით, რეფერენდუმისა და საქართვ-ელოს პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილებით შეიძლება ნება დაერთოს რეგიო-ნებსა და რაიონებს, მათი სურვილისამებრ, გამოვიდნენ ერთი მხარის შემადგენ-ლობიდან და შევიდნენ მეორეში.

მუხლი 8.

ა) საქართველოს პარლამენტი, მხარეთა საკრებულოს ინიციატივის საფუძველზე, შესაბამის მხარეთა საკრებულოსთან კონსულტაციების შემდეგ, ქმნის ახალ რეგი-ონებს ან ცვლის რეგიონების საზღვრებს ერთი და იგივე მხარის საზღვრებში.

ბ) მხარის საკრებულოს შეუძლია, დაინტერესებული მოსახლეობის აზრის გათვა-ლისწინებით, გამოსცეს დადგენილება, რომელიც მხარის ტერიტორიაზე შექმნის ახალ სასოფლო თემებს ან შეცვლის მათ დასახელებებსა და საზღვრებს.

მუხლი 9.

საქართველოს კანონებით დადგენილი ძირითადი პრინციპების ფარგლებში იმ პირობით, რომ ეს არ ეწინააღმდეგებოდეს საერთო ეროვნულ და სხვა მხარეთა ინტე-რესებს, მხარის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს - საკრებულოს უფლება აქვს მიიღოს საკანონმდებლო ნორმები, ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირე-ბით:

- ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის სოციალური და ეკონომიკური განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;

- მხარეთა ბიუჯეტის დამტკიცება;

- ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების, არასაბიუჯეტო სახსრების, ადგილობრივი სესხების, აქციებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების შემოღება;

- მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების უზრუნველყოფა;

- კულტურისა და განათლების დაწესებულებათა მუშაობის უზრუნველყოფა;

- მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა; კანონით დადგენილ ფარგლებში მეურნეობისა და მზრუნველობის დაწესებულებათა მუშაობის უზრუნველყოფა;

- ქალაქმშენებლობა;

- ტურიზმი და სასტუმროების საქმე;

- სამხარეო მნიშვნელობის საავტომობილო გზები;

- მინერალური და სამკურნალო წყლები;

- სოფლის მეურნეობა და ტყეები;

- ბუნების დაცვისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენების სფერო;

- კომუნალური მეურნეობის, მომსახურებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობა;

- მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, კანონიერებისა და საზოგადოებ-რივი წესრიგის დაცვის სფერო;

საქართველოს კანონებს შეუძლიათ მისცენ მხარეებს ამ კანონების ცხოვრებაში გატარებისათვის საჭირო ნორმების გამოცემის უფლება.

მუხლი 10.

მხარე ასრულებს ადმინისტრაციულ ფუნქციებს წინა მუხლში ჩამოთვლილი საკითხების მიმართ, გარდა ადგილობრივი მნიშვნელობის ისეთი საკითხებისა, რომელთა რეგულირების უფლება საქართველოს კანონებით შეიძლება გადაეცეს რეგიონებს, რაიონებს, სასოფლო თემებს ან ადგილობრივ დაწესებულებებს.

სახელმწიფოს შეუძლია მხარეებს საკანონმდებლო წესით გადასცეს სხვა ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელება.

მხარე თავის ადმინისტრაციულ ფუნქციებს ახორციელებს რეგიონებისათვის, რაიონებისა და სასოფლო თემებისათვის სათანადო დავალების გზით, აგრეთვე ამ ტერიტორიული ერთეულების დაწესებულებების გამოყენების საშუალებით.

მუხლი 11.

ა) კანონით დადგენილი ფორმებით და ფარგლებში მხარეები სარგებლობენ ფინან-სური ავტონომიით, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს სახელმწიფოს, რაგიო-ნებისა და რაიონების ფინანსებთან.

ბ) მხარეთა განკარგულებაშია ადგილობრივი გადასახადები.

გ) მხარეთა ფუნქციების ნორმალური განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დასაფარავად უნარჩუნდებათ სახელმწიფო გადასახადების ნაწილი.

დ) გარკვულ ამოცანათა გადაწყვეტისათვის, კერძოდ, მთაგორიანი ადგილების განვითარებისათვის, საკანონმდებლო წესი სახელმწიფოს ცალკეულ მხარეებს გამოუ-ყოფს სპეციალურ სახსრებს.

ე) საქართველოს კანონების შესაბამისად მხარეებს გააჩნიათ საკუთარი სახელ-მწიფო და საზოგადოებრივი ქონება.

მუხლი 12.

არც ერთ მხარეს არ შეუძლია დადოს რაიმე ხელშეკრულება შევიდეს კავშირში ან კონფედერაციაში, მოჭრას ფული, გამოუშვას საკრედიტო საშუალებები, მიიღოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო კანონები, უბოძოს თავადაზნაურული წოდებები.

საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე არც ერთ მხარეს არ შეუძლია დაადგინოს ბაჟი შემოზიდვებზე, გადატანაზე და მხარეთა შორის ტრანზიტზე. დაუშვებელია ისეთი ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც ხელს შეუშლიან მოქალა-ქეების ან ქონების თავისუფალ გადაადგილებას მხარებს შორის.

არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება შეაიარაღოს ჯარი ან იყიდოს სამხედრო ხომალ-დები, დადოს სხვა მხარებთან ან უცხო სახელმწიფოსთან შეთანხმება ან ხელშეკ-რულება, აწარმოოს ომი.

მუხლი 13.

ყველა მხარეში სრული ნდობითა და პატივისცემით უნდა მოეკიდონ მხარის ოფიციალურ აქტებს, დოკუმენტებს და სამართალწარმოების მასალებს. საერთო კანო-ნების მიღების გზით საქართველოს პარლამენტს შეუძლია მიუთითოს ასეთი აქტე-ბის, დოკუმენტების ან სამართალწარმოების მასალების ნამდვილობის და იურიდიული ძალის დადგენის წესი.

მუხლი 14.

საქართველოს კონსტიტუციის არც ერთი დებულება არ უნდა განიმარტებოდეს საქართველოს ან რომელიმე მხარის უფლებათა საზიანოდ.

მუხლი 15.

ყოველ მხარეს აქვს თავისი სტატუსი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების შესაბამისად ადგენს მხარის შინაგანი ორგანიზაციის მარეგულირებელ ნორმებს. სტატუსი არეგულირებს მხარის საკანონმდებლო ინიციატივის განხორციე-ლებისა და რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებს და აგრეთვე მხარის კანონების, დადგენილებების გამოქვეყნებისა და ადმინისტრაციული ღონის-ძიების ჩატარებათა წესს.

სტატუსს იღებს მხარის საკრებულო, წევრთა ხმების ორი მესამედით და ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი კანონის მიღების გზით.

მუხლი 16.

მხარის ორგანოებია: მხარის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო და მისი თავმჯდომარე.

მუხლი 17.

მხარის საკრებულო:

ა) მხარის საკრებულო ირჩევა საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი, ფარული და პროპორციული საარჩევნო წესით, რომელიც განისაზღვრება საქართველოს ორგანუ-ლი კანონით ‘’საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’;

ბ) მხარის საკრებულოს საქმიანობის წესის განმსაზღვრელ ‘’მხარის საკრებულოს რეგლამენტს’’ იღებს მხარის საკრებულო, წევრთა ხმების სიითი უმრავლესობით და ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი დადგენილების მიღების გზით.

გ) მუშაობის წარმართვისათვის მხარის საკრებულო თავის შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარეს (ფარული კენჭისყრით), მოადგილეებსა და ბიუროს. საკრე-ბულო ქმნის მუდმივ და საჭიროებისდა მიხედვით დროებით კომისიებს.

არავის არ შეუძლია ერთდროულად იყოს მხარის საკრებულოსა და პარლამენტის ერთ-ერთი პალატის ან სხვა მხარის საკრებულოს წევრი.

დ) მხარის საკრებულო ახორციელებს მხარის კომპეტენციაში შემავალი საკანონ-მდებლო და განმკარგულებელ ხელისუფლებას, კონსტიტუციით ან კანონით მინიჭე-ბულ სხვა ფუნქციებს. მას გააჩნია საკანონმდებლო ინიციატივის უფლება.

მუხლი 18.

მხარის აღმასრულებელი ორგანო და მისი თავმჯდომარე:

ა) მხარის საკრებულოს აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენს - მხარის გამგეობა. გამგეობის თავმჯდომარე, არის მხარის წარმომადგენელი. იგი აქვეყნებს მხარის საკრებულოს მიერ მიღებულ კანონებსა და დადგენილებებს, ცენტრალური მთავრობის ინსტრუქციების შესაბამისად ხელმძღვანელობს სახელმწიფოს მიერ მხარისათვის დელეგირებული ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელებას.

ბ) საქართველოს პრეზიდენტი მხარის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობიდან 10 დღის ვადაში, მხარის საკრებულოს წევრთა შემადგენლობიდან, მხარის საკრებულოს ასარჩევად წარუდგენს მხარის გამგეობის თავმჯდომარის კანდიდატუ-რას. კანდიდატი არჩეულად ითვლება, თუ ფარული კენჭისყრის დროს მას მხარი დაუჭირა საკრებულოს წევრთა საერთო რიცხვის ნახევარზე მეტმა. თუ მხარის საკრებულომ არ აირჩია პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატი, ახალ კანდი-დატურას კვლავ პრეზიდენტი ასახელებს.

გ) მხარის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეების და გამგეობის წევრების დასა-ხელების უფლება აქვს მხარის გამგეობის თავმჯდომარეს. დასახელებული კანდიდა-ტი არჩეულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კენჭისყრის მონაწილე მხარის საკრებულოს დეპუტატთა ნახევარზე მეტი.

მუხლი 19.

კონტროლს, მხარის ადმინისტრაციული აქტების კანონიერებაზე დეცენტრალიზე-ბულ ფორმებში, საქართველოს კანონებით დადგენილ ფარგლებში, ახორციელებს სახელმწიფოს სპეციალური ორგანო. კანონს შეუძლია გარკვეულ შემთხვევაში დაუშ-ვას არსებითი კონტროლი, რომელსაც მხოლოდ ერთი მიზანი ექნება - მოტივირე-ბული შეკითხვის გზით მოითხოვოს მხარის საკრებულოს გადაწყვეტილების ახალი განხილვა.

საქართველოს კანონით დადგენილი წესით მხარეში იქმნება ადმინისტრაციული იუსტიციის პირველი რიგის ორგანოები. შეიძლება დაწესდეს ამ ორგანოთა ქვეგანყო-ფილებები, რომელთა რეზიდენცია მხარის მთავარ ქალაქში არ იქნება.

მუხლი 20.

მხარის საკრებულო შეძლება დათხოვნილი იყოს თუ იგი ჩაიდენს კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებებს, კანონის სერიოზულ დარღვევებს ან არ ასრულებს მთავ-რობის წინადადებას, გადააყენოს აღმასრულებელი ორგანო ან მისი თავმჯდომარე - გამგებელი, რომლებმაც ჩაიდინეს ანალოგიური ქმედებანი ან დარღვევები. საკრებუ-ლო, შეიძლება დათხოვნილი იქნას, თუ გადადგომის შედეგად ან უმრავლესობის შექმნის შეუძლებლობის გამო მას არ ძალუძს ფუნქციონირება. იგი შეიძლება დათხოვნილი იყოს, აგრეთვე, ეროვნული უშიშროების მოსაზრებით.

დათხოვნის ფორმალური საფუძველია საქართველოს პრეზიდენტის მოტივირე-ბული დეკრეტი, რომელსაც იგი მიიღებს საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნი-ლი მხარეთა საკითხების პარლამენტის ერთობლივი კომისიის აზრის გაგების შემდეგ.

დათხოვნის დეკრეტით ინიშნება მხარის საკრებულოს სამი წევრისაგან შემდგარი კომისია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ მხარის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა-ჩატარებამდე, ახორციელებს მხარის გამგეობის კომპეტენციაში შემავალ ჩვეულებრივ მმართველობას და ყველა გადაუდებელ ღონისძიებებს, რომელნიც შემდგომში დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს მხარის ახალ საკრებულოს.

მუხლი 21.

თუ საქართველოს მთავრობა თვლის, რომ მხარის საკრებულოს მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტი სცილდება მხარის კომპეტენციას, ეწინააღმდეგება ეროვნულ ან სხვა მხარეების ინტერესებს, იგი დადგენილ ვადებში აბრუნებს მას მხარის საკრე-ბულოში.

თუ მხარის საკრებულო კვლავ მიიღებს ამავე საკანონმდებლო აქტს წევრთა ორი მესამედით, მაშინ თხუთმეტი დღის განმავლობაში საქართველოს მთავრობას შეუძ-ლია აღძრას საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში ან ინტერესთა წინააღმდე-გობის გამო - საქართველოს პარლამენტის პალატების წინაშე. დაეჭვების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო წყვეტს ვის კომპეტენციაში შედის ეს საქმე.

მუხლი 22.

საქართველოს საერთო კანონებით დადგენილი ძირითადი პრინციპების ფარგლებ-ში რეგიონები და რაიონები არიან ავტონომიური ერთეულები. ეს კანონები განსაზ-ღვრავენ მათ ფუნქციებს.

მუხლი 23.

რეგიონების, რაიონების და სხვა ადგილობრივი დაწესებულებების აქტების კონტროლს, დეცენტრალიზებულ ფორმებში, ახორციელებს საქართველოს კანონით დადგენილი წესით შექმნილი მხარის ორგანო.

ეს კონტროლი შეიძლება განხორციელდეს კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში გადასინჯვის შესახებ მოტივირებული მოთხოვ-ნის შეტანის გზით.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.



საქართველოს ორგანული კანონის

 „საქართველოს

ტერიტორიულ სახელმწიფოებრივ მოწყობასთან დაკავშირებით“   

განმარტებითი ბარათი

თავი პირველი

 საქართველოს სამხარეო დაყოფის

შემოთავაზებული მოდელი

1921 წლის 21 თებერვალს მიღებულ ‘’საქართველოს კონსტიტუციის’’ მე-10 თავი [მუხლები 98 – 106] ადგილობრივი თვითმმართველობის, ხოლო მე-11 თავი  [107 – 108 მუხლები] ავტონომიური მმართველობის თემატიკას განსაზღვრავს. სადაც გადმოცემულია - ასიმეტრიულ სამხარეო პრინციპზე აგებული უნიტარული სახელმწიფოებრივი მოწყობის მოდელი.

კერძოდ, 107-ე მუხლში ვკითხულობთ - ‘’საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს - აფხაზეთის სოხუმის ოლქი, სამუსლიმანო საქართველოს [ბათუმის მხარე] და ზაქათალის ოლქი, ენიჭებათ ადგილობრივი ავტონომიური მმართველობა’’.

საქართველოს გასაბჭოებისეული დროის [1921 -1991 წ.წ.] ადმინისტრაციული მოწყობა - ორი ავტონომიისა [აფხაზეთი და აჭარა] და ერთი ოლქის[სამხრეთ ოსეთი] პრინციზე იყო აგებული.

ამასთანავე, 1990-1991 წლების გასაყარზე განვითარებული მოვლენების შედეგად, „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიგაუქმებული იქნა.

1995 წლიდან საქართველოში - ათი ადმინისტრაციული ერთეული ჩამოყალიბდა. კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე აგებული სამხარეო დაყოფიდან გამომდინარე, ყოფილისამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისტერიტორია - „შიდა ქართლის რეგიონისშემადგენლობაში მოექცა.

მოგვიანებით (2007 .), საქართველოს პრეზიდენტ . სააკაშვილის სპეციალური ბრძანებულებით, თავის ძველ საზღვრებში აღდგენილად გამოცხადდა .. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“.

ამდენად, დღევანდელი რეალობიდან გამიმდინარე, საქართველოს ადმინისტრაცი-ული რუკა 13 ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისაგან შედგება. ესენია:

- ორი ავტონომია [აფხაზეთი, აჭარა],

- ერთი: სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციია“,

- ცხრა სამხარეო სტრუქტურა და

- ცალკე რგოლად დაფიქსირებული - თბილისი.

მათ შორის ოთხი მათგანი [აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიები, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია და ქ. თბილისი], დანარჩენი ცხრა მხარისაგან განსხვავებული უფლებამოსილების მატარებელია.

ჩვენის კანონპროექტის თანახმად, 2007 წლიდან, ყოფილი ‘’სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის’’ საზღვრებში აღდგენილი - „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრა-ციის“ დასახელების ნაცვლად, არსებული „შიდა ქართლისა“ და „ქვემო ქართლის“ პარალელურად, „ჩრდილო ქართლის [ცხინვალის] ოლქი“-ს სახელდება გახლავთ შემოთავაზებული.

კანონპროექტის თანახმად, არსებული რეალობიდან გამომდინარე, დღეისათვის ოკუპირებული საქართველოს განუყოფელი ნაწილების - ‘’აფხაზეთის ავტონომიისა’’ და „ჩრდილო ქართლის [ცხინვალის] ოლქის, აგრეთვე ‘’აჭარის ავტონომიისა’’ დედაქალაქის - ქ. თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და უფლებამოსილებათა გამიჯვნის საკითხები ცალკე კანონის მეშვეობით უნდა იქნეს განისაზღვროს.

ამდენად, სახეზე გვაქვს - უნიტარული სახელმწიფო მოწყობის მოდელი, რომელიც მთლიანობაში ერთმანეთისაგან განსხვავებული, ანუ ასიმეტრიულ სამხარეო პრინციპზე აგებული 13 ადმინისტრაციული ერთეულისგან შედგება.

 

 

თავი მეორე:

სულიერად მღვიძარეთა გასაგონად სათქმელი, ანუ

საქართველოს სამხარეო დაყოფასთან დაკავშირებული

ბიბლიური საფუძვლები

ს/გ „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მომზადებული - „საქართველოში სამხარეო დაყოფასთან დაკავშირებული საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები“-ს შედგენისას, ჩვენი სამოქმედო გეგმის ამოსავალი ბიბლია გახლდათ.

ამიტომ, ვისაც ყური სასმენლად აქვს - ისმინოს.


ა) ძველი აღთქმის მიხედვით

ეზოთერული თვალსაზრისით, ბიბლიური ცნება - „ისრაელით“, კოდირებულად - ბოლო ჟამის საქართველოზე მიგვენიშნება.

თავის მხრივ, ტერმინი ისრაელი, ბიბლიური აბრაამის შვილიშვილის - იაკობიდან მომდინარეობს, რამეთუ - „... გამოეცხადა იაკობს ღმერთი ფადან-არამიდან დაბრუნებისას და აკურთხა ღმერთმა იგი. უთხრა ღმერთმა: იაკობია შენი სახელი; აღარ გერქმევა ამიერიდან სახელად იაკობი, არამედ ისრაელი იქნება შენი სახელი. და უწოდა სახელად ისრაელი“ (დაბ. 35,9-10).

კოდირებული - „იაკობი“, თავის ტყუპისცალ - „ესავთან“ ერთად, ერთგვარი წყალგამყოფია - ამ, ანუ - ხრწნადში ყოფნისა და - მომავლის, ანუ - უკვდავებისეული ეტაპის დასაწყისს შორის. ბიბლიაში, უზენაესის სიტყვები ასეა გადმოცემული:

- „მითხრა: დედამიწის დასაბამიდან, ვიდრე აღიმართებოდა სამყაროს კარიბჭენი... ვიდრე დაიბეჭდებოდნენ რწმენის დამცველნი, მაშინ ჩავიფიქრე და შეიქმნენ ჩემს მიერ, არა სხვის მიერ და ბოლოც ჩემს მიერ, არა სხვის მიერ.

ვიკითხე და ვთქვი (აქ - ეზრამ): რა იქნება დროთა გამიჯვნა? ან როდის დადგება წინანდელის (აქ - ხრწნადის) ბოლო და მომდევნოს (აქ - უკვდავების) დასაბამი?

მითხრა (აქ - ღმერთმა): აბრაამიდან ისაკამდე, როცა იშვნენ მისგან იაკობი და ესავი, დასაბამითვე იაკობის ხელს ეჭირა ესავის ქუსლი. ამიტომ ამ წუთისოფლის ბოლოა ესავი („ეს-ავი“, იგივე: „ავი“-ს, ანუ - ხრწნადის დასასრული), ხოლო იაკობი - მომდევნოს დასაბამი“ (3 ეზრა 6,1; 5-9).

წინამდებარე კანონპროექტის თემატიკიდან გამომდინარე, აქ მოცემული რამოდენიმე მინიშნებიდან, მხოლოდ ერთზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას.

კოდი - „იაკობი - მომდევნოს დასაბამი“, მისტერიულ კავშირშია იმასთან, რასაც უკვე ნახსენები: „საქართველოს სამხარეო დაყოფის“ თემატიკა მოიცავს.

ძველი აღთქმის მიხედვით - იაკობი, ანუ - ისრაელი, თავის 12 შთამომავალს გაუნაწილებს მამისეულ კურთხევას; რასაც, მოგვიანებით, მოსესა და იესო ნავეს ძის მიერ, ღმერთის ნებით, ისრაელიანთა სამკვიდრებლის, იაკობის შვილებიდან მომდინარე შტოთა შორის დაყოფა მოსდევს.

როგორც ვიცით, იაკობი შვილებისთვის განკუთვნილ კურთხევას, იოსების ორ ვაჟს - მენაშესა და ეფრემსაც გაუნაწილებს, ანუ სულ - ცამეტი კურთხევა გვიფიქსირდება, რომელიც მიიღეს: 1. რეუბენმა, 2. სიმონმა, 3. ლევიმ, 4. იუდამ, 5. ზებულონმა, 6. ისაქარმა, 7. დანიმ, 8. გადიმ, 9. აშერმა, 10. ნაფთალმა, 11. ბენიამინმა, და იოსების ვაჟებმა: 12. ეფრემმა და 13. მენაშემ.

ბიბლიაში დეტალურადაა აღწერილი ისრაელის მოდგმის მიერ, უზენაესისაგან მათთვის აღთქმულ მიწაზე დამკვიდრების ისტორია და მათი შტოების საცხოვრე-ბელი საზღვრები - „ასე გამოუცხადა მოსემ ისრაელიანებს: აჰა, ქვეყანა, რომელიც უნდა დაინაწილოთ წილისყრით, რომელზეც ბრძანა უფალმა, რომ მისცემოდა ცხრა შტოს და ნახევარს (კოდია), რადგან მიიღეს რეუბენიანთა შტომ მამისსახლების მიხედვით და გადიანელთა შტომ მათი გვარეულობის მიხედვით და მენაშეს ნახევარმა შტომ (კოდია). მათ მიიღეს თავიანთი წილი იორდანეს გაღმა (კოდია), იერიხონის მახლობლად, აღმოსავლეთით“ (რიცხვ. 34,13-15).

იქვე მოცემულია ამ შტოთა ჩამონათვალი, და მათი საზღვრები:

1) რეუბენიანთა შტო (რიცხვ. 34,14; იესო 13,15-23);

2) გადიანელთა შტო (რიცხვ. 34,14; იესო 13,24-28);

3) იოსების უფროსი ვაჟის  მენაშეს შტოს ერთი ნახევარი (რიცხვ. 34,14;23;  იესო 13,29); მენაშეს შტოს მეორე ნახევარი (რიცხვ. 34,23; იესო 17,1);

4) იუდას შტო (რიცხვ. 34,19; იესო 15,1);

5) სიმონიანთა შტო (რიცხვ. 34,20; იესო 19,1);

6) ბენიამინის შტო (რიცხვ. 34,21; იესო 18,11); 

7) დანიანთა შტო (რიცხვ. 34,22; იესო 19,40);

8) იოსების უმცროსი ვაჟის ეფრემის შტო (რიცხვ. 34,24; იესო 16,5);

9) ზებულონიანთა შტო (რიცხვ. 34,25; იესო 19,10);

10) ისაქარიანთა შტო (რიცხვ. 34,26; იესო 19,17);

11) აშერიანთა შტო (რიცხვ. 34,27; იესო 19,24) და

12) ნაფთალიანთა შტო (რიცხვ. 34,28; იესო 19,32).

როგორც ვხედავთ, ამ ჩამონათვალში არ ფიგურირებს იაკობის ვაჟის - ლევის შტო.

წმიდა წერილში, ზემოხსენებული თორმეტი შტოსთვის განკუთვნილი თორმეტი მხარის საზღვრების პარალელურად, ხაზგასმით გვეუწყება, რომ - ლევიანების სამკვიდრებელ ადგილად - ქალაქია გამოყოფილი:

„ქალაქგარე სანახები, რომლებიც ლევიანებს უნდა მისცეთ, ქალაქის კედლებს იქით ათას წყრთაზე უნდა გადიოდეს ირგვლივ. გადაზომე ორი ათასი წყრთა ქალაქგარეთ აღმოსავლეთის მიმართულებით, ორი ათასი წყრთა სამხრეთის მიმართულებით, ორი ათასი წყრთა დასავლეთის მიართულებით და ორი ათასი წყრთა ჩრდილოეთის მიმართულებით; შუაში ქალაქი. ეს ჰქონდეს მათ ქალაქგარე სანახებად“-ო (რიცხვ. 35,4-5).

მაშასადამე, ძველი აღთქმის მიხედვით, გვეკარნახება:

„ისრაელიანთა“ (აქ - საქართველოს) ტერიტორიის თორმეტი შტოსთვის, ანუ - თორმეტ „მხარედ“, და მეცამეტე - „ქალაქად“ დაყოფის თაობაზე.

 

ბ) ახალი აღთქმის მიხედვით

 ახალ აღთქმაში, უფალი იესუ ქრისტე მის თორმეტ მოციქულს ასე მიმართავს:

- „ხოლო იესუმ მიუგო მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ თქვენ, რომელნიც გამომყევით მე, მეორედ შობისას, როცა ძე კაცისა დაჯდება თავისი დიდების ტახტზე, - ერთად დასხდებით თორმეტ ტახტზე, ისრაელის თორმეტი ტომის განსჯად“ [მათე 19,28].

როგორც ვხედავთ აქ გამოყოფილია ადგილი სადაც - „ძე კაცისა დაჯდება თავისი დიდების ტახტზე“, და მის ირგვლივ მდგარი - „თორმეტი ტახტი“, ანუ სულ 13 ერთეული.

ყოველივე ზემოთქმულის მთლიანობაში გააზრების შემდეგ, ვგონებთ უკვე გასაგები უნდა იყოს, რომ ბოლო ჟამის გასრულებისეულ ეტაპზე მდგარი გაბრწყინებული საქართველოსაკენ ორიენტირებული ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა: სამხარეო პრინციპზე უნდა იქნეს აგებული, რომელთაგან:

- თორმეტი მხარე, ხოლო

- მეცამეტე - მხარის სტატუსთან გათანაბრებული: ქალაქი უნდა იყოს.

 

ამდენად, ძველი და ახალი აღთქმის, ანუ ბიბლიისეული მინიშნებით, მეორედ მოსვლის წინარე დროში, ანუ ბოლო ჟამის გასრულებისეულ ეტაპზე მდგარი გაბრწყინებული საქართველოსაკენ ორიენტირებული ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა: სამხარეო პრინციპზე უნდა იქნეს აგებული, რომელთაგან:

12 მხარე, და ერთი - „ქალაქი“, .. სულ - 13 ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული უნდა იყოს. მათი სახელდება დღეის მდგომარეობით ასეთი გახლავთ:

1. . თბილისი;  2. აფხაზეთის ავტონომია; 3. აჭარის ავტონომია; 4. ჩრდილო ქართლის [ცხინვალის] ოლქი; და - ცხრა სამხარეო დანაყოფი:

5. გურია, 6. იმერეთი, 7. კახეთის, 8. მცხეთა-მთიანეთი, 9. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, 10. სამეგრელო და ზემო სვანეთი, 11. სამცხე-ჯავახეთი, 12. ქვემო ქართლი და 13. შიდა ქართლი.

ვისაც ყური აქვს ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

თავი მესამე - დასკვნის მაგიერ

ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მოქმედი ის ერთადერთი  გაერთიანებაა, რომელიც პოლიტიკური ასპექტების პარალელურად, საქართველოს სულიერ მისიასთან დაკავშირებული იმ საკითხების კვლევითაა დაკავებული, რომელიც ბოლო ჟამის თემატიკას ეხება.

ბიბლიური მინიშნებიდან გამომდინარე, ამჟამად, ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს ბოლო ჟამის ე.წ. - მხილებისეული ეტაპი. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს, არა მარტო ქვეყნის წინაშე მდგარი სხვადასხვა ხარისხის მქონე ამა თუ იმ პრობლემის გამოვლენას, არამედ მათი მოგვარების კონკრეტული მექანიზმისა თუ მოდელის შემუშავებას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე:

ვითვალისწინებთ რა მაცხოვრისეულ მინიშნებას: „რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22]; და

ვეყრდნობით რა პავლე მოციქულის შეგონებას: „... რასაც უნდა იქმოდეთ, სიტყვით თუ საქმით, იქმოდეთ მას უფლის იესუს სახელით, რათა ჰმადლობდეთ მის მიერ ღმერთსა და მამას" [კოლ. 3,17],

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მომავალი გუნდი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულებით განსაზღვრული უფლება-მოსილებისა და ბიბლიით გამოკვეთილი - მხილებისეული ეტაპის მოთხოვნებიდან გამომდინარე, წინამდებარე კანონპროექტის სახით, გთავაზობთ, ჩვენის აზრით, ქვეყნის წინაშე მდგარი კონკრეტული საკითხის მოგვარების ჩვენეულ მექანიზმს.

ამასთანავე, ვაცნობიერებთ რა, რომ, დღეის მდგომარეობით, გადაწყვეტილების მიღების მთავარი ბერკეტი თქვენი პილიტიკური გუნდის ხელშია, ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია: მოვიდეთ და გითხრათ; არჩევანი - თქვენზეა!

და ბოლოს, მოახლოებული განკითხვის დღის წინარე ეტაპზე, თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულებითი მისიიდან გამომდინარე, საჭიროა გვახსოვდეს, რომ:

კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები[მათე 12,35-37].

დე, ღმერთმა მოგცეთ მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი...

 

კანონპროექტის ავტორი

კანონპროექტი:ს საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ - საქართველოს ტერიტორიულ სახელმწიფოებრივ მოწყობასთან დაკავშირებით,- ავტორი: 

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერ-თიანების: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ თავმჯდომარე;

- ავთანდილ იოსელიანი,

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე;

 

კანონპროექტის ინიციატორი   

კანონპროექტის: საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ - საქართველოს ტერიტორიულ სახელმწიფოებრივ მოწყობასთან დაკავშირებით, ინიციატორია

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“, საინიციატივო ჯგუფი:

 არუდაშვილი ნანა, ბაიაშვილი თინათინი, ბაიაშვილი სოლომონი, ბეგაშვილი ლა-ლი, ბუიძე ეთერი, გაგუა თინათინი, გოგლიძე ანგი [კაკო], გრიგოლია იზოლდა [იზა], ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა,

ზაქარეიშვილი ლია, თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, თაქთაქიშვილი ალექსანდრე, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი], კობახიძე ლეილა, კოდელაშ-ვილი ნანა, ლურსმანაშვილი დავითი, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი,    

მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, ნათელაძე ბეჟანი, ოდიშვილი მანანა, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი, სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია,  

ქობალია ზურაბი, ქოჩიაშვილი ელგუჯა, ღვინიაშვილი ევგენი, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ჩაჩიბაია რამაზი, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, წერეთელი გობრონი, ხალვაში ნარგიზა,

ხრიკული ეკატერინე, ჯაფარიძე რომული, ჯიქია დინა [დიანა]...