Print

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროექტი - საქართველოს პარლამენტის მოწყობასთან დაკავშირებით“

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ ირაკლი კობახიძეს!

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო ირაკლი!

 

მიგვაჩნია რა, რომ ქვეყნის უმაღლესი კანონი საქართველოს კონსტიტუცია“ სრულად უნდა ასახავდეს ქართველი ერის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ სულიერ ფასეულობებზე დაყრდნობით განსაზღვრულ სახელმწიფოებრივი განვითარების მთავარ მიმართულებას, და

ვიზიარებთ რა საქართველოში დღეს მოქმედი 1995 წლის 24 აგვისტოს რედაქციის საქართველოს კონსტიტუციის“ ძირეული საკონსტიტუციო რეფორმის ჩატარების აუცილებლობას,

გაცნობებთ, რომ 2016 წ. 8 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ 2016 წ. 15 დეკემბერს დამტკიცებული [№65-Iს] სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის“ დებულების მუხლი 1,2-ით განსაზღვრული შესაძლებლობის ფარგლებში

[კომისია მოქმედებს კოლეგიურობის, კომისიის საქმიანობის გამჭვირვალობის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მომზადებასა და განხილვაში საზოგადოების ფართო წრეების ჩართვის პრინციპების დაცვით“],  

ჩვენი გაერთიანების მიერ, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით მომზადებულ იქნა, ოთხი დამოუკიდებელი ნაწილისაგან შემდგარ კანონპროექტთა პაკეტი - საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“.

ამჟამად წარმოგიდგენთ კანონპროექტს - საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ - საქართველოს პარლამენტის მოწყობასთან დაკავშირებით.

 

დანართი: 

1. კანონპროექტი:  საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ - საქართველოს პარლამენტის მოწყობასთან დაკავშირებით. - 22 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ - 28 გვ.

პატივისცემით, საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარე,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

თბილისი,  2017 წლის  12 იანვარი

ტელ.: 5 (91) 63-63-36

ელ. ფოსტა -  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

ჩაბ №523; 12/01-2017

 

კანონპროექტი

საქართველოს კონსტიტუციური კანონი

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ -

საქართველოს პარლამენტის მოწყობასთან დაკავშირებით

 

მუხლი 1.

 საქართველოს კონსტიტუციაში [საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, 31-33, მუხ. 668] შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 

1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს პარლამენტი შედგება წარმომადგენელთა და მხარეთა პალატები-საგან.

2. წარმომადგენელთა პალატა შედგება პროპორციული წესით არჩეული წევრები-საგან.

3. მხარეთა პალატ შედგება საქართველოს ტერიტორიულ ერთეულებში მაჟორი-ტარული სისტემით არჩეული საერო და სასულიერო წევრებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 5 სასულიერო წევრისაგან.

4. პალატების შემადგენლობას, უფლებამოსილებასა და არჩევის წესს განსაზღვრავს ორგანული კანონი.“;

 

2. კონსტიტუციის  მესამე თავი, სახელდებით - „საქართველოს პარლამენტი“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 48  

საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუ-ციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას.

 

მუხლი 49

1. საქართველოს პარლამენტი შედგება წარმომადგენელთა და მხარეთა პალატებისაგან.

2. პარლამენტის პალატების შინაგანი სტრუქტურა და მუშაობის წესი განისაზღვრება პარლამენტის შესაბამისი პალატის რეგლამენტით.

3. სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტის პალატებისათვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების შემცირება, წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით, შეიძლება მხოლოდ პარლამენტის შესაბამისი პალატის წინასწარი თანხმობით. პარლამენტის პალატები თავად იღებენ გადაწყვეტილებას სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტის პალატებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების განაწილების თაობაზე.

 

მუხლი 491

1. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის ადგილსამყოფელია ქალაქი თბილისი.

2. საქართველოს პარლამენტის მხარეთა პალატის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი.

3. საქართველოს პარლამენტის პალატათა გაერთიანებული სხდომები იმართება ქალაქ თბილისში.

4. საქართველოს პარლამენტის პალატათა ადგილსამყოფლის დროებით შეცვლა, სხდომის ან სესიის მოწვევის მიზნით, დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს.

 

მუხლი 50

1. პარლამენტის წარმომადგენელთა პალატა შედგება საყოველთაო და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, ოთხი წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 77 პარლამენტის წევრისაგან.

2. პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან.

3. კონსტიტუციის დარღვევისას ან/და დანაშაულის ჩადენისათვის იმპიჩმენტის წესით - საქართველოს პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მთავრობის წევრების, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორისა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს მხოლოდ პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის წევრთა არანაკლებ ერთ მესამედს. საკითხი დასკვნისათვის დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.

4. თუ საკონსტიტუციო სასამართლომ, საქმის წარმოებაში მიღებიდან არა უგვიანეს 15 დღისა თავისი დასკვნით დაადასტურა წინა პუნქტით განსაზღვრულ პირთა ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობა ან კონსტიტუციის დარღვევა, იმპიჩმენტის საკითხი განსახილველად გადაეცემა პარლამენტის მხარეთა პალატას.

5. დაუშვებელია იმპიჩმენტის წესით საკითხის აღძვრა საგანგებო და საომარი მდგომარეობის ან ომის დროს.

6. პარლამენტის წარმომადგენელთა პალატა თავისი უფლებამოსილების ვადით, რეგლამენტით დადგენილი წესით, ფარული კენჭისყრით ირჩევს საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეებს.

7. პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე:

ა) უძღვება პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის მუშაობას, უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვას, ხელს აწერს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ აქტებს, ასრულებს რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ბ) რეგლამენტით გათვალისწინებული წესით ახორციელებს სრულ ადმინისტრა-ციულ ფუნქციებს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის შენობაში;

გ) უძღვება საქართველოს პარლამენტის პალატათა გაერთიანებულ სხდომებს.

8. პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის მოადგილეები ასრულებენ თავმჯდომარის მოვალეობას მისივე დავალებით, თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას ან თანამდებობიდან მისი გადაყენებისას.

9. პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის შინაგანი სტრუქტურა და მუშაობის წესი განისაზღვრება პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის რეგლამენტით.

 

მუხლი 51

1. პარლამენტის მხარეთა პალატაში შედის ოთხი წლის ვადით არჩეული:

ა) საყოველთაო და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით საქართველოს  ტერიტორიულ ერთეულებში მაჟორიტარული სისტემით არჩეული 34 საერო პარლამენტის წევრი;

ბ) საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ დადგენილი საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ეპარქიებიდან მაჟორი-ტარული სისტემით  არჩეული 34 სასულიერო პარლამენტის წევრი, და

გ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ, საქართველოში მომქმედი შემდეგი რელი-გიური გაერთიანების მიერ წარდგენილ კანდიდატთაგან დანიშნული 5 სასულიერო წევრი:

- ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციი-დან - 1;

- „იუდაური  თემი საქართველოში“-დან - 1;

- საქართველოს სუნიტთა რელიგიური საბჭოდან - 1;

- საქართველოს შიიტთა რელიგიური საბჭოდან - 1;

- სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიაიდან -1.

2. ქ. თბილისის მოსახლეობა მაჟორიტარული სისტემით ირჩევს პარლამენტის მხარეთა პალატის ხუთ საერო პარლამენტის წევრს.

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიის მოსახლეობა მაჟორიტარული სისტემით ირჩევს პარლამენტის მხარეთა პალატის ოთხ-ოთხ საერო პარლამენტის წევრს.

4. ჩრდილო ქართლის [ცხინვალის] ოლქის მოსახლეობა მაჟორიტარული სისტე-მით ირჩევს პარლამენტის მხარეთა პალატის სამ საერო პარლამენტის წევრს.

5. გურიის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და შიდა ქართლის მოსახლეობა მაჟორიტარული სისტემით ირჩევს პარლამენტის მხარეთა პალატის ორ-ორ საერო პარლამენტის წევრს.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის ‘’ა’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქვოტით არჩეული პარლამენტის მხარეთა პალატის საერო წევრი შეიძლება იყოს 25 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საქართველოში უცხოვრია არანაკ-ლებ ათი წელი და არჩევის მომენტში იმ ადმინისტრაციულ ერთეულში ცხოვრობს სადაც ირჩევენ.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტის ‘’ბ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქვოტით არჩეული პარლამენტის მხარეთა პალატის სასულიერო წევრი შეიძლება იყოს 25 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საქართველოში უცხოვრია არანაკლებ ათი წელი და არჩევის მომენტში იმ ეპარქიის მღვდელმსახურია სადაც ირჩევენ.

8. ამ მუხლის პირველი პუნქტის ‘’გ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქვოტით დანიშნული პარლამენტის მხარეთა პალატის სასულიერო წევრი შეიძლება იყოს 25 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საქართველოში უცხოვრია არანაკლებ ათი წელი.  

 

მუხლი 52 

1. მხოლოდ პარლამენტის მხარეთა პალატას აქვს 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირთა იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საქმის განხილვის განსაკუთრებული უფლება. მხარეთა პალატა, საკონსტიტუციო სასამარ-თლოს მიერ მომზადებული დასკვნის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა  განი-ხილავს და კენჭს უყრის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.

2. 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირი იმპიჩმენტის წესით თანამ-დებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს მხარეთა პალატის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.  

იმპიჩმენტის საქმეებზე გამოტანილი განაჩენი ითვალისწინებს თანამდებობიდან გადაყენებას და საქართველოს საჯარო სამსახურში რომელიმე საპატიო, ოფიცია-ლური ან შემოსავლის მომტანი თანამდებობის დაკავების უფლების აყრას, თუმცა, ამგვარად დასჯილი პირი, კანონის შესაბამისად, შეიძლება მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში და დაისაჯოს სასამართლოს წესით.

3. თუ 30 დღის ვადაში პარლამენტის მხარეთა პალატამ არ მიიღო გადაწყვეტი-ლება, საკითხი მოხსნილად ითვლება და მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დაუშვებელია იმავე ბრალდების წარდგენა.

4. დაუშვებელია იმპიჩმენტის საქმეებზე წარდგენილი ბრალდების პარლამენტის მხარეთა პალატაში განხილვა და გადაწყვეტილების მიღება საგანგებო და საომარი მდგომარეობის ან ომის დროს.

5. საქართველოს პარლამენტის მხარეთა პალატის თავმჯდომარე აირჩევა საქართ-ველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ქვოტით არჩეულ პარლამენტის წევრთაგან, მათივე წარდგინებით .

6. პარლამენტის მხარეთა პალატის თავმჯდომარე:

ა) უძღვება პარლამენტის მხარეთა პალატის მუშაობას, უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვას, ხელს აწერს პარლამენტის მხარეთა პალატის მიერ მიღებულ აქტებს, ასრულებს რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსი-ლებებს;

ბ) რეგლამენტით გათვალისწინებული წესით ახორციელებს სრულ ადმინისტრა-ციულ ფუნქციებს პარლამენტის მხარეთა პალატის შენობაში.

7. პარლამენტის მხარეთა პალატა ირჩევს პარლამენტის მხარეთა პალატის თავ-მჯდომარის მოადგილეებს, მათ შორის თითო მოადგილეს აფხაზეთის ავტონომი-იდან, აჭარის ავტონომიიდან და ჩრდილო ქართლის [ცხინვალის] ოლქიდან არჩეულ პარლამენტის წევრთაგან, მათივე წარდგინებით .

8. პარლამენტის მხარეთა პალატის თავმჯდომარის მოადგილეები ასრულებენ მხარეთა პალატის თავმჯდომარის მოვალეობას მისივე დავალებით, ან თავმჯდო-მარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას.

9. პარლამენტის მხარეთა პალატის შინაგანი სტრუქტურა და მუშაობის წესი განისაზღვრება პარლამენტის მხარეთა პალატის რეგლამენტით.

 

მუხლი 53

1. პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ მოქალაქეთა პოლიტი-კურ გაერთიანებას, რომლის მხარდაჭერაც დადასტურებულია ამომრჩეველთა ხელმოწერებით, ორგანული კანონით დადგენილი წესით, ან რომელსაც ჰყავს წარმო-მადგენელი პარლამენტში არჩევნების დანიშვნის დროისათვის. ორგანული კანონით განსაზღვრული ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობა არ შეიძლება იყოს ამომრჩეველთა რაოდენობის 1 %-ზე მეტი.  

2. პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის არჩევნების შედეგად პარლამენ-ტის წარმომადგენელთა პალატის წევრთა მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და საარჩევნო ბლოკებს შორის, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ს მაინც. იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის წევრთა მანდატების განაწილების შემდეგ დააგროვებენ იმაზე ნაკლები რაოდენობის მანდატებს, ვიდრე საჭიროა საპარლამენტო ფრაქციის შექმნისათვის, მანდატები საქართველოს კანონ-მდებლობით დადგენილი წესით შეევსებათ ფრაქციის შექმნისათვის საჭირო მინიმა-ლურ რაოდენობამდე.

3. პარლამენტის მხარეთა პალატის არჩევნებში მონაწილეობის წესი და პირობები განისაზღვრება საარჩევნო კანონმდებლობით.

4. პარლამენტის ორივე პალატის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლე-ბამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა.

5. თუ არჩევნების ვადა ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან მესამოცე დღეს. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქ-მებისთანავე. პარლამენტის ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში პარლამენტის პალა-ტათა რიგგარეშე არჩევნები ტარდება პარლამენტის ვადამდე დათხოვნის შესახებ ბრძანებულების ამოქმედებიდან მესამოცე დღეს, ხოლო რიგგარეშე არჩევნების თარიღს პრეზიდენტი ნიშნავს პარლამენტის ვადამდე დათხოვნის შესახებ ბრძანე-ბულების ამოქმედებისთანავე.

6. პარლამენტის ორივე პალატა საქმიანობას წყვეტს პარლამენტის დათხოვნის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულების ამოქმედებიდან. პარლამენტის დათხოვნის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულების ამოქმედებიდან ახლადარჩეული პარლამენ-ტის პალატათა პირველ სხდომამდე დათხოვნილი პარლამენტის ორივე პალატა იკრიბება მხოლოდ პრეზიდენტის მიერ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოც-ხადების შემთხვევაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დამტკიცების, ანდა საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაგრძელების საკითხის გადასაწყვეტად. თუ პარლამენტის ორივე პალატა, გაერთიანებულ სხდომაზე არ შეიკრიბა 5 დღის განმავლობაში ან არ დაამტკიცა (გააგრძელა) საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების (გაგრძელების) შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულება, მაშინ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა უქმდება. საომარი მდგომარეობა უნდა გაუქმდეს, თუ პარლამენტის ორივე პალატა, გაერთიანებულ სხდომაზე შეკრებიდან 48 საათში არ დაამტკიცებს საომარი მდგომარეობის გამოცხადების (გაგრძელების) შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულებას. პარლამენტის პალატათა გაერთიანებული შეკრება არ იწვევს პარლამენტის წევრების საპარლამენტო თანამდებობებისა და ხელფასების აღდგენას. პარლამენტის ორივე პალატა წყვეტს საქმიანობას ზემოაღნიშნულ საკით-ხებზე გადაწყვეტილების მიღებისთანავე.

4. პარლამენტის წევრთა უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული პარლამენტის შესაბამისი პალატის პირველი შეკრებისთანავე.

5. პარლამენტის წევრის არჩევის წესი, აგრეთვე არჩევნებში კანდიდატად მონა-წილეობის დაუშვებლობა განისაზღვრება კონსტიტუციითა და ორგანული კანონით.

 

მუხლი 54

საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პალატათა პირველი სხდომა უნდა გაიმართოს არჩევნებიდან 20 დღის განმავლობაში. პირველი სხდომის დღეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. პარლამენტის ორივე პალატა მუშაობას შეუდგება, თუ დადასტურებულია შესაბამისი პალატის დეპუტატთა არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება.

      

მუხლი 55

პარლამენტი შეიძლება დათხოვნილ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში, გარდა:

ა) პარლამენტის არჩევნების ჩატარებიდან ექვსი თვის განმავლობაში;

ბ) პარლამენტის პალატათა მიერ კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-8 პუნქტით და 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციე-ლებისას;

გ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს;

დ) საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო 6 თვის განმავლობაში.

      

მუხლი 56

1. საქართველოს პარლამენტის წევრი არის სრულიად საქართველოს წარმომადგე-ნელი, სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია.

2. პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის იმ პალატის თან-ხმობით, რომლის წევრიც იგი არის. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვე-ვა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტის შესაბამის პალატას. თუ პარლა-მენტის შესაბამისი პალატა არ მისცემს თანხმობას, პარლამენტის ამ პალატის დაკავე-ბული ან დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

3. პარლამენტის წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც პარლამენტის წევრს. დაუშვებელია ამ საკითხთან დაკავშირე-ბული წერილობითი მასალის დაყადაღება. ეს უფლება პარლამენტის წევრს უნარჩუნ-დება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც.

4. პარლამენტის წევრი პასუხისგებაში არ მიეცემა თავისი მოვალეობის შესრულე-ბისას პარლამენტში თუ მის გარეთ გამოთქმული აზრებისა და შეხედულებები-სათვის.

5. უზრუნველყოფილია პარლამენტის წევრის უფლებამოსილებათა შეუფერხებე-ლი განხორციელების პირობები. პარლამენტის წევრის განცხადების საფუძველზე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ მის პირად უსაფრთხოებას.

6. დეპუტატის უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით.

 

მუხლი 57

1. პარლამენტის არცერთი პალატის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. არავის არ შეუძლია იყოს ორივე პალატის წევრი. შეუთავსებლობის შემთხვევებს განსაზ-ღვრავს კანონი. საქართველოს პარლამენტის ყოველი პალატა თვითონ ამოწმებს თავის წევრთა არჩევნების კანონიერებასა და შეუთავსებლობის შემთხვევებს.

2. წინა პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევისას, პარლამენტის შესაბამისი პალატის თანხმობით, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდება.

3. პარლამენტის წევრი იღებს კანონით დადგენილ გასამრჯელოს.

 

 

 

მუხლი 58

1. საქართველოს პარლამენტის ორივე პალატა თავისი უფლებით იკრიბება მორიგ სესიაზე წელიწადში ორჯერ. საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და იხურება დეკემბრის მესამე პარასკევს, ხოლო საგაზაფხულო სესია იხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს და იხურება ივნისის ბოლო პარასკევს.

2. საქართველოს პრეზიდენტი - პარლამენტის: წარმომადგენელთა ან მხარეთა პალატის თავმჯდომარის, დეპუტატთა არანაკლებ მეოთხედის მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით, სესიებს შორის პერიოდში, იწვევს პარლამენტის პალატათა რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას – რიგგარეშე სხდომას/ სხდომებს. თუ წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში მოწვევის აქტი არ გამოიცა, პარლამენტის შესაბამისი პალატა თავისი რეგლამენტის თანახმად იკრიბება  მომდევნო 48 საათის განმავლობაში.

3. პარლამენტის პალატათა რიგგარეშე სხდომა/სხდომები ჩატარდება მხოლოდ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.

4. პარლამენტის სესიის დროს არც ერთ პალატას არ შეუძლია მეორე პალატის თანხმობის გარეშე გადაიტანოს სხდომები სამ დღეზე მეტი ხნის ვადით, ან დანიშნოს სხვაგან, გარდა იმ ადგილისა, სადაც ტარდება ორივე სხდომა.

5. პრეზიდენტის მიერ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებიდან 48 საათის განმავლობაში პარლამენტი იკრიბება, პალატათა გაერთიანებულ სხდომაზე. პარლამენტის მუშაობა გრძელდება ამ მდგომარეობის დამთავრებამდე.

 

მუხლი 59

1. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს წყვეტს პარლამენტის შესაბამისი პალატა. პარლამენტის პალატის ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში.

2. პარლამენტის პალატის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:

ა) პირადი განცხადებით უფლებამოსილება მოეხსნა;

ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

გ) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაც-ვლილად;

დ) დაიკავა პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა, ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას;

ე) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;

ვ) არასაპატიო მიზეზით ოთხი თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა პარლამენ-ტის მუშაობაში;

ზ) გარდაიცვალა.

 

მუხლი 60

1. წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით პარლამენტის შესაბამისი პალატა იღებს თავის რეგლამენტს.

2. პარლამენტის ორივე პალატის სხდომები საჯაროა. ამასთან პრეზიდენტის ან შესაბამისი პალატის წევრ პარლამენტართა ერთი მეათედის მოთხოვნით პალატებს შეუძლიათ ცალკეული საკითხების განხილვისას სხდომა ან მისი ნაწილი დახურუ-ლად გამოაცხადონ.

3. პარლამენტის წარმომადგენლობითი ან მხარეთა პალატის მიერ არჩეული, დანიშნული ან დამტკიცებული თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს პარლამენტის შესაბამისი პალა-ტის, მისი კომიტეტისა და კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში. ასეთი თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს პარლამენტის შესაბამისმა პალატამ, კომიტეტმა ან კომისიამ.

3. პარლამენტის წარმომადგენლობითი და მხარეთა პალატის პლენარულ სხდო-მებზე კენჭისყრა არის ღია ან ფარული. კენჭისყრა ღიაა, გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. პარლამენტის წარმომადგენლობითი ან მხარეთა პალატის ღია პლენარული სხდომების ოქმი საჯაროა.

 

მუხლი 61

პარლამენტის პალატებში საქმეთა წარმოებისათვის საჭირო ქვორუმს შეადგენს წევრთა უმრავლესობა. პალატა ყოველ საკითხს წყვეტს ხმის მარტივი უმრავლესო-ბით, თუ შესაბამისი პალატის რეგლამენტით ან კანონით სხვა წესი არ არის მიღებული.

პალატები აწარმოებენ სხდომის ოქმს და პერიოდულად აქვეყნებენ ოფიციალურ მოამბეში, გარდა მისი საიდუმლოდ ცნობილი საკითხებისა.

 

მუხლი 62

1. საკანონმდებლო საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, პარლამენტის მიერ მის წინაშე ანგარიშვალდე-ბული ორგანოების საქმიანობის კონტროლის მიზნით პარლამენტის წარმომადგენ-ლობით და მხარეთა პალატებში მათი უფლებამოსილების ვადით იქმნება კომიტე-ტები.

2. კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე პარლამენტის წარმომადგენლობით და მხარეთა პალატებში, წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის მოთხოვნით, იქმნება საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიები. დროებითი კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის წარმომადგენლობითი და მხარეთა პალატა, რეგლამენტით დადგენილი წესით. დროებით კომისიაში წარმომადგენლობითი პალატის საპარლამენტო უმრავლესობის რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარს.

3. საგამოძიებო კომისიის მოთხოვნით მის სხდომაზე გამოცხადება, აგრეთვე საკითხის გამოკვლევისათვის აუცილებელი საბუთების წარდგენა სავალდებულოა.

4. პარლამენტის წარმომადგენლობითი და მხარეთა პალატის წევრები შეიძლება გაერთიანდნენ შესაბამისი პალატის საპარლამენტო ფრაქციაში. ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს ექვსზე ნაკლები.

5. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებამოსილება განისაზღვრება კანონითა და რეგლამენტით.

 6. პარლამენტის წარმომადგენლობითი და მხარეთა პალატის მუშაობის ორგანი-ზაციისათვის იქმნება პარლამენტის წარმომადგენლობითი და მხარეთა პალატის ბიუროები, რომელთა შემადგენლობაშიც შედიან საქართველოს პარლამენტის შესა-ბამისი პალატის - თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები,  კომიტეტებისა და  ფრაქციების თავმჯდომარეები.

 

მუხლი 63

1. ყველა კანონპროექტი მომდინარეობს წარმომადგენელთა პალატიდან, მხარეთა პალატას შეუძლია დაეთანხმოს წარმოდგენილ კანონპროექტს ან შეიტანოს შესწო-რებები.

2. პარლამენტში კანონპროექტი ან დადგენილება მიღებულად ითვლება, როცა მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის შესაბა-მისი პალატის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული კანონპროექტის ან დადგენილების მიღების სხვა წესი.

3. ორგანული კანონის პროექტი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის შესაბამისი პალატის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

4. კონსტიტუციური შეთანხმება დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის შესაბამისი პალატის სრული შემადგენლობის სულ ცოტა სამი მეხუთედი.

5. პარლამენტის გადაწყვეტილება ომისა და ზავის, საგანგებო ან საომარი მდგომარეობისა და კონსტიტუციის 46- მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე მიიღება, ამ მიზნით შეკრებილი პარლამენტის ორივე პალატის ერთობლივ სხდო-მაზე, პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

 

მუხლი 64

1. მხარეთა პალატების მიერ მიღებული კანონპროექტი 7 დღის ვადაში გადაეცემა  საქართველოს პრეზიდენტს.

2. პრეზიდენტი 10 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან მოტივი-რებული შენიშვნებით უბრუნებს მხარეთა პალატას.

3. თუ პრეზიდენტი დააბრუნებს კანონპროექტს, მხარეთა პალატა კენჭს უყრის პრეზიდენტის შენიშვნებს. შენიშვნათა მისაღებად საკმარისია ხმათა იგივე რაოდ-ენობა, რაც ამ სახის კანონპროექტისათვის დადგენილია კონსტიტუციის 63- მუხ-ლით. თუ შენიშვნები მიღებულია, კანონპროექტის საბოლოო რედაქცია გადაეცემა პრეზიდენტს, რომელიც 7 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას.

4. თუ პარლამენტმა არ მიიღო პრეზიდენტის შენიშვნები, კენჭი ეყრება კანონ-პროექტის პირვანდელ რედაქციას. კანონის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მხარეთა პალატის იგივე რაოდენობა, რაც ამ სახის კანონპროექტისათვის დადგენილია კონსტიტუციის 62- მუხლით.

5. კანონპროექტის საბოლოო რედაქცია გადაეცემა პრეზიდენტს , რომელიც 7 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას. თუ ათი დღის გამნავლობაში პრეზიდენტი არ დააბრუნებს კანონპროექტს, იგი კანონი ხდება იმავე წესით, როგორც პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი.

6. სხვა სახის გადაწყვეტილებათა მიღების წესი განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით.

7. კანონი ძალაში შედის მისი ოფიციალურ ორგანოში გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, თუ სხვა ვადა არ არის დადგენილი.

 

მუხლი 65   

1. საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვთ: საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წევრს, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის კომიტეტს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიების, ჩრდილო ქართლის [ცხინვალის] ოლქისა და სამხარეო საკრებულოებს, პარლამენტის ბოლო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ ორგანიზაციებს, არანაკლებ 30 000 ამომრჩეველს.

4. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, მათივე მოთხოვნით პარლამენტი რიგგარეშე განიხილავს.

6. საკანონმდებლო ინიციატივა განიხილება და კენჭი ეყრება წარმომადგენლობით პალატაში, მისივე რეგლამენტით დადგენილი წესითა და ვადებში.

 

მუხლი 66

პალატებს შეუძლიათ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად გამოიძიონ საკითხები, რომლებიც საზოგადოებრივ ინტერესს იწვევენ. ამ მიზნის განხორციელებისათვის პალატები თავის წევრთაგან ქმნიან კომისიებს (დასაშვებია კომისიაში არაპარლა-მენტარის მონაწილეობა). კომისია აწარმოებს გამოძიებას ან ფაქტების შესწავლას, ისეთივე უფლებამოსილებებითა და შეზღუდვებით, რაც დადგენილია სასამართლოს ორგანოებისათვის.

  

მუხლი 67

1. პარლამენტის წარმომადგენლობითი და მხარეთა პალატის წევრს,  წევრთა სულ ცოტა ათკაციან ჯგუფს, ფრაქციას უფლება აქვთ შეკითხვით მიმართონ პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელ ორგანოებს, სახელმწიფო დაწესებულებებს და მიიღოს მათგან პასუხი, რომელიც  შეიძლება გახდეს პარლამენტის განხილვის საგანი.

2. პრიორიტეტის წესით კვირაში ერთი სხდომა რეზერვირებულია პარლამენტის წარმომადგენლობითი და მხარეთა პალატის წევრების შეკითხვებისა და მთავრობის პასუხების განხილვისათვის.

3. პარლამენტის წარმომადგენლობითი და მხარეთა პალატა უფლებამოსილია პრეზიდენტის/პრემიერ-მინისტრის წინაშე დასვას მთავრობის ცალკეული წევრის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. თუ პრეზიდენტი/პრემიერ-მინისტრი არ გაათავისუფლებს მთავრობის წევრს, ასეთ შემთხვევაში, იგი ორი კვირის ვადაში პარლამენტის შესაბამის პალატას წარუდგენს თავის მოტივირებულ გადაწყვე-ტილებას.

 

მუხლი 68

1. პარლამენტის წარმომადგენლობითი და მხარეთა პალატები, გაერთიანებულ სხდომაზე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ახდენენ საერთაშორისო ხელ-შეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირებას, დენონსირებასა და გაუქმებას.

2. იმ საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა გარდა, რომლებიც ითვალისწინებენ რატიფიცირებას, სავალდებულოა აგრეთვე ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც:

ა) ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციაში ან სახელმწიფოთაშორის კავშირში საქართველოს შესვლას;

ბ) სამხედრო ხასიათისაა;

გ) ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრების შეცვლას;

დ) დაკავშირებულია სახელმწიფოს მიერ სესხის აღებასა და გაცემასთან;

ე) მოითხოვს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შეცვლას, ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად აუცილებელი კანონებისა და კანონის ძალის მქონე აქტების მიღებას.

3. პარლამენის წარმომადგენლობით და მხარეთა პალატებს უნდა ეცნობოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა დადების შესახებ.

4. საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან წარდგინების შეტანის შემთხვევაში დაუშვებელია შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების თუ შეთანხმების რატიფიცირება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე.“;

 

3. 73-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ‘’რ’’ ქვეპუნქტი:

‘’რ) სარგებლობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით’’.

 

4. 75-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

‘’2. პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ან მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობის შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია კონსტიტუციის 50-ე და 52- მუხლებითა და კანონით დადგენილი წესით თანამდებობიდან გადააყენოს პრეზიდენტი.’’.

 

5. 76-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

‘’1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციე-ლების შეუძლებლობის ან საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს პარლა-მენტის წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარე, ხოლო პარლამენტის წარმო-მადგენლობითი პალატის თავმჯდომარის მიერ საქართველოს პრეზიდენტის მოვა-ლეობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, აგრეთვე თუ პარლამენტი დათხოვნილია, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს პრემიერ - მინისტრი. პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარის მიერ საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების პერიოდში პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარის მოვალეობას, პარლამენტის წარმო-მადგენლობითი პალატის თავმჯდომარის დავალებით, ასრულებს პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარის ერთ - ერთი მოადგილე. პრემიერ - მინისტრის მიერ საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების პერიოდში პრემიერ - მინისტრის მოვალეობას ასრულებს პირველი ვიცე - პრემიერის უფლება-მოსილების მქონე მთავრობის წევრი.

 

6. მე-80 მუხლის 1-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

‘’1. ახალარჩეული პარლამენტის პალატების უფლებამოსილების ცნობისთანავე მთავრობის უფლებამოსილება მოხსნილად ითვლება და საქართველოს პრეზიდენტი მასვე აკისრებს მოვალეობის შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე.

2. საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 7 დღის ვადაში წამოაყენებს პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას.

3. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი 7 დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდი-დატურებს და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობით და მხარეთა პალატებს წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს სამთავრობო პროგრამა.

4. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობით და მხარეთა პალატა მთავრო-ბის შემადგენლობის წარდგენიდან 7 დღის ვადაში განიხილავს და პალატათა გაერთიანებულ სხდომაზე კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის პალატათა გაერთიანებულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.’’.

 

7. მე-801 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

‘’1. მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრეზი-დენტი 7 დღის ვადაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წამოაყენებს პარლამენ-ტის წარმომადგენლობითი პალატის საპარლამენტო უმრავლესობის, ხოლო თუ უმრავლესობა შექმნილი არ არისწარმომადგენლობითი პალატის იმ საპარლამენტო ფრაქციის მიერ წარდგენილ კანდიდატურას, რომელშიც ყველაზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული.’’;

 

8. 81-ე მუხლის 1-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

‘’1. პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატა უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას. უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის შესახებ პარლამენტის წარმომადგენლობით პალატას შეიძლება მიმართოს პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორმა მეხუთედ-მა. უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრასთან დაკავშირებით კენჭისყრა იმართება არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 25 დღისა. უნდობლობის გამოცხადების საკითხი აღძრულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. თუ პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატა არ მიიღებს გადაწყვეტილებას უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის თაობაზე, პარლამენტის იმავე წევრთა მიერ უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის შესახებ პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატისთვის მიმართვა კენჭისყრიდან ექვსი თვის განმავლო-ბაში დაუშვებელია.  

2. უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 25 დღისა პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატა კენჭს უყრის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მეხუთედის მიერ დასახელებული პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის პრეზი-დენტისათვის წარდგენას. თუ ამ პუნქტით დადგენილი წესით დასახელდა პრემიერ-მინისტრის 2 კანდიდატურა, კენჭი ეყრება ორივე კანდიდატურას. პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა წარედგინება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ამ პუნქტით დადგენილი წესით პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარუდ-გენლობა ნიშნავს უნდობლობის გამოცხადების პროცედურის შეწყვეტას.

3. პრეზიდენტი უფლებამოსილია პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენი-დან 5 დღის ვადაში წამოაყენოს წარდგენილი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა ან უარი განაცხადოს ამ კანდიდატურის წამოყენებაზე. თუ პრეზიდენტი წამოაყენებს პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის მიერ წარდგენილ კანდიდატურას, მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება ხდება კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით.

4. თუ პრეზიდენტი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უარს განაცხადებს პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის მიერ მისთვის წარდგენილი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წამოყენებაზე, პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატა კანდიდატურის წარდგენიდან არა უადრეს 15 და არა უგვიანეს 20 დღისა კენჭს უყრის პრეზიდენტისათვის პრემიერ-მინისტრის იმავე კანდიდატურის წარდგენას. თუ წარდგენას მხარს დაუჭერს პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის სიითი შემადგენლობის სამი მეხუთედი, პრეზიდენ-ტი ვალდებულია 3 დღის ვადაში წამოაყენოს მისთვის წარდგენილი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა. მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება ხდება კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით.’’.

 

9. 89-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

‘’1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის, პარლამენტის წარმომადგენლობითი ან/და მხარეთა პალატების წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის, სასამართლოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბ-ლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების, თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოსსაკრე-ბულოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, სახალხო დამცველის და მოქალაქის სარ-ჩელისა თუ წარდგინების საფუძველზე ორგანული კანონით დადგენილი წესით:’’.

 

10. 92-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

‘’1. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობითი და მხარეთა პალატა, გაერთიანებულ სხდომაზე, პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ყოველწლიურად იღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონს, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს პრეზიდენტი.’’.

 

11. 96-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

‘’1. საქართველოს ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომლის წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით 7 წლის ვადით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი, წარმომადგენლობითი და მხარეთა პალატის გაერთიანებულ სხდომაზე. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების გადაყენება შეიძლება მხოლოდ პარლამენტის გადაწყვეტილებით 50-ე და 51- მუხლების შესაბამისად.’’.

 

12. 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

‘’2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს 5 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, წარმომადგენელთა და მხარეთა პალატების გაერთიანებულ სხდომაზე. მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები და წესი განისაზღვრება კონსტიტუციითა და კანონით.’’.

 

13. 98-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

‘3. სამხედრო ძალების სახეობები და შემადგენლობა განისაზღვრება კანონით. სამხედრო ძალების სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი, რაოდენო-ბას კი ეროვნული უშიშროების საბჭოს წარდგინებითპარლამენტი, სიითი შემად-გენლობის უმრავლესობით, წარმომადგენელთა და მხარეთა პალატების გაერთია-ნებულ სხდომაზე.’’.

 

14. მე-100 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

‘’1. სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი და 48 საათის განმავლობაში შეაქვს იგი პარლამენტში დასამტკიცებლად. ამასთან, საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად სამხედრო ძალთა გამოყენება დაუშვებელია საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელთა და მხარეთა პალატების გაერთიანებულ სხდომაზე მიღებული თანხმობის გარეშე.

2. სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალის-წინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალის შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზი-დენტი. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ წარედგინება პარლამენტს დასამტკიცებ-ლად და ძალაში შედის პარლამენტის წარმომადგენელთა და მხარეთა პალატების გაერთიანებულ სხდომაზე მიღებული  თანხმობის შემდეგ.’’;

 

15. 102-ე მუხლის პირველი პუნქტის ‘’ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) პარლამენტის წარმომადგენლობითი ან/და მხარეთა პალატების წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს.’’;

 

16. 102-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელთა და მხარეთა პალატების გაერთია-ნებულ სხდომაზე, ორ თანამიმდევრულ სესიაზე, სულ ცოტა სამი თვის ინტერ-ვალით, მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.

4. კონსტიტუციის 64- მუხლით გათვალისწინებული წესით კონსტიტუციის გადასინჯვის კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტი.’’.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

დანართი №1

კანონპროექტის:

საქართველოს კონსტიტუციური კანონი

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ -

საქართველოს პარლამენტის მოწყობასთან დაკავშირებით

    განმარტებითი ბარათი

 

თავი პირველი

საქართველოს პარლამენტის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხისათვის

 

მეოთხე საუკუნის ოციან წლებში „ქართლის სამეფოში“ ქრისტიანული სარწმუ-ნოების სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან მოყოლებული საერო და საეკლესიო ხელისუფალი ერთობლივად ზრუნავდა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებ-რივი განვითარებიათვის.

ჩვენს ხელთ არსებულ XVII საუკუნის ერთადერთ ხელნაწერში მოცემულია, სავარაუდოდ XIV საუკუნეში შედგენილი, ქართული სამართლის ძეგლი - „გარიგება ჴელმწიფის კარისა“.

ე. თაყაიშვილის მიერ მოძიებული და 1920 წელს გამოცემული ამ ხელნაწერის თაობაზე, რომელიც მან გიორგი ბრწყინვალის მეფობის (1314-1346) პერიოდით დაათარიღა,  ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავდა - „ამ ძეგლის შინაარსი იმდენად მრავალ-ფეროვანია, რომ მას საქართველოს როგორც სახელმწიფო წესწყობილების, ისევე კულტურული, ეკონომიური და ნივთიერი კულტურის ისტორიის შესასწავლად უაღრესი მნიშვნელობა აქვს“ [ივ. ჯავახიშვილი, ქართული სამართლის ისტორის, წიგნ., 1, ტფ. 1928].

ამ შემთხვევაში ჩვენთვის ნიშანდობლივია სახელმწიფო წესწყობილების კუთხით შემორჩენილი ინფორმაცია. კერძოდ, ხელნაწერში დეტალურადაა აღნუსხული ვაზირთა და სხვა მოხელეთა უფლება-მოვალეობანი, აღწერილია ვაზირობისა და დარბაზობის წესრიგი და სხვა.

როგორც ცნობილია, ქართული სამოხელეო აპარატი, მაგალითად - თამარ მეფის ეპოქაში, ორი ნაწილისაგან შედგებოდა: პირველში შედიოდნენ „დარბაზის კარს მყოფი“ მოხელენი (ვაზირები და მათზე დაქვემდებარებული მოხელეები), მეორეში კი – „საქვეყნოდ გამრიგენი“ (ცალკეული ადმინისტრაციული ერთეულების მმართველები და მათი ხელქვეითნი).

„გარიგება ჴელმწიფის კარისა“-ს მიხედვით, სახელმწიფოს მმართველობის თითოეულ უწყებას სავსებით ჩამოყალიბებული სამოხელეო აპარატი ჰქონდა. აქვე წარმოდგენილია ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, უმაღლესი სასამართლო დაწესებულება, ე. წ. სააჯო კარი, რომლის თავმჯდომარე იყო მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი.

ქართული სამეფო სახელმწიფოს წყობის სათავეში იდგა - მეფე;

ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს წარმოადგენდა - „სახელმწიფო საბჭო“ ანუ „დარბაზი“.

უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - „დარბაზი“ იკრიბებოდა როგორც მნიშვნე-ლოვანი სახელმწიფო საქმეების განსახილველად და გადასაწყვეტად, ისე დღესას-წაულ-ზეიმისათვისაც. „დარბაზის“ განსაგებელი იყო: კანონმდებლობა და უზენაესი მართლმსაჯულება, ომის გამოცხადების, დიდ ხელისუფალთა არჩევა-დანიშვნის, ამ ხელისუფალთა „დალოცვა-ჴელდასხმის“ საკითხი და სხვა.

„გარიგება ჴელმწიფის კარისა“ ერთადერთი ისტორიული დოკუმენტია, რომელმაც შემოგვინახა ცნობები ქვეყნის მართვაში: მოძღვართ-მოძღვარის ინსტიტუტის მონაწილეობის თაობაზე.

ზოგადად, დარბაზობა იმართებოდა დიდი და მცირე წესით [დიდი სხდომა საზეიმო იყო, ხოლო, მცირე სხდომა – საქმიანი].

დარბაზის შემადგენლობაში შედიოდნენ: ერისთავთ–ერისთავები, ერისთავები, უმაღლესი სამღვდელოების წარმომადგენლები, და სხვა უმაღლესი საერო პირები.

„სახელმწიფო საბჭოს“, იგივე „დარბაზის“ სხდომის ჩატარებას ეწოდებოდა „მეჯლისი“, რომელსაც იწვევდა და თავმჯდომარეობდა - მეფე;

ესწრებოდნენ: მდივანი, სახლთუხუცესი და ნაზირი, ასევე - კათოლიკოსი, არქიეპისკოპოსი, მიტროპოლიტი, ეპისკოპოსები, წინამძღვრები, მუხრანბატონი, არაგვისა და ქსნის ერისთავები, სარდლები, ამილახვარი, მდივანბეგი... შემადგენ-ლობა დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რა საკითხი განიხილებოდა მეჯლისზე.

სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო საქმეებში საერო და სასულიერო იერარქთა ერთობლივი მონაწილეობის მაგალითების მოყვანის აუცილებლობა ვფიქრობთ რომ არც დგას. თუმცა, თანამედროვე ინგლისის უმაღლესი სახელისუფლო სტრუქტურის შემადგენლობაზე გვინდა ორიოდე სიტყვის თქმა.

როგორც მოგეხსენებათ ინგლისის ეკლესია სახელმწიფო რელიგიაა, რომლის სათავეში ინგლისის დედოფალი დგას. იგი „ლორდთა პალატაში“ - 24 ეპისკოპოსითაა წარმოდგენილი.

მთლიანობაში, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ზედა, ანუ „ლორდთა პალატა“. შედგება მემკვიდრეობითი (შემოღებულ იქნა 1858 წლის კანონის შესაბამისად) პერე-ბისაგან, უმაღლესი მოსამართლეების, ანგლიკანური ეკლესიის ეპისკოპოსებისა და მის მიერ დანიშნული სხვა წევრებისაგან, რომლის პოლიტიკური ავტორიტეტი დამყარებულია სახელმწიფო მოწყობაში მის ისტორიულ როლზე.

 

ჩვენი წინამდებარე კანონპროექტი კი, სწორედ ქართული სახელმწიფოს ისტორიულ გამოცდილებაზეა აგებული, რომლის თანახმადაც - 1. საქართველოს პარლამენტი შედგება წარმომადგენელთა და მხარეთა პალატებისაგან. 2. წარმომადგენელთა პალატა შედგება პროპორციული წესით არჩეული წევრებისაგან. 3. მხარეთა პალატა შედგება საქართველოს ტერიტორიულ ერთეულებში მაჟორი-ტარული სისტემით არჩეული საერო და სასულიერო წევრებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 5 სასულიერო წევრისაგან. 4. პალატების შემადგენლობას, უფლებამოსილებასა და არჩევის წესს განსაზღვრავს ორგანული კანონი.

ზემოთწარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, თავის თავში აერთიანებს, შემოთავაზებულ პრინციპზე დაყრდნობით დეტალურად დამუშავებულ წინადადებათა სრულ პაკეტს.

 

მინაწერი:

დანართი №2-ის სახით წარმოგიდგენთ - საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ - საქართველოს პარლამენტის მოწყობასთან დაკავშირებით მისაღები კანონპროექტის თანამდევ:

- კანონპროექტს - საქართველოს კანონი საქართველოს ორგანულ კანონშისაქართველოს საარჩევნო კოდექსიცვლილების შეტანის შესახებ“.

 

დანართი №2

კანონპროექტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ორგანულ კანონშისაქართველოს საარჩევნო კოდექსი

ცვლილების შეტანის შესახებ

განმარტებითი ბარათი

 

თავი პირველი:

საქართველოს პარლამენტის შემადგენლობა

როგორც მოგეხსენებათ, დღეის მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიული მოწყობა - ასიმეტრიულ პრინციპზეა აგებული. ის მოიცავს: 2 ავტონომიურ რესპუბ-ლიკას, 9 მხარეს და საქართველოს დედაქალაქს, თბილისს.

ცალკე სამართლებრივი აქტებით არის დაფიქსირებული ე.წ. „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“  [იხ. საქართველოს კანონი „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“, 13 აპრილი 2007 წ.; საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №296, „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შექმნის, საქმიანობის წესისა და ფარგლების შესახებ“, 10 მაისი 2007 წ.].

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად - „აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლობას საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში უზრუნველყოფს სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი. მისი უფლება-მოსილება განსაზღვრულია - „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო-სილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-81 თავისა და „სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების [№308, 29. 11. 2013 წ.] თანახმად.

 

კანონპროექტის თანახმად, კონსტიტუციური ნორმით გათვალისწინებული - მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი 73 საპარლამენტო მანდატი, სამ სხვადასხვა პრინციპზე დამყარებული წესით შეირჩევა. კერძოდ მასში გაერთიანდება:

ა) დღეის მდგომარეობით დადგენილ, საქართველოს ტერიტორიული მოწყობით გათვალისწინებულ საზღვრებში შექმნილ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული დეპუტაცია;

ბ) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის მიერ სახელმწიფოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის გათვალისწინებით შექმნილ ეპარქიებ-ში მომქმედ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული დეპუტაცია;

გ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული ხუთი დეპუტატი.

მოდით განვიხილოთ თითოეული ეს წესთაგანი.

 

ა) საქართველოს ტერიტორიული მოწყობით გათვალისწინებულ საზღვრებში შექმნილმა მრავალმანდატიანმა საარჩევნო ოლქმა უნდა მოიცვას შემდეგი ადმინისტრაციული ტერიტორია:

1. თბილისი;

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიები; 

3. დღევანდელ სამართლებრივ სივრცეში არსებული „სამხრეთ ოსეთის ადმინის-ტრაცია“ [შემდგომში - „ჩრდილო ქართლი (ცხინვალის) ოლქი“];

4. „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესა-ხებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების [№308, 29. 11. 2013 წ.] მე-3 მუხლით - „სახელმწიფო რწმუნებულების - გუბერნატორების უფლებამოსილებათა ტერიტო-რიული საზღვრები“-თ განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები [შემდგომში - „მხარე“]:

) კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულიგუბერნატორის სამოქმედო ტერიტორია: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები[იგივე - კახეთის მხარე];

) ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულიგუბერნატორის სამოქმედო ტერიტორია: ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები [იგივე - ქვემო ქართლის მხარე];

) იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულიგუბერნატორის სამოქმედო ტერიტორია: ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები [იგივე - იმერეთის მხარე];

) გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულიგუბერნატორის სამოქმედო ტერიტორია: ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები [იგივე - გურიის მხარე];

) სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულიგუბერნატორის სამოქმედო ტერიტორია: აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები [იგივე - სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე];

 ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულიგუბერნატორის სამოქმედო ტერიტორია: ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები [იგივე - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე];

) შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულიგუბერნატორისამოქმედო ტერიტორია: გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები [იგივე - შიდა ქართლის მხარე];

) მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულიგუბერნატორი სამოქმედო ტერიტორია: დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალი-ტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები [იგივე - მცხეთა-მთიანეთის მხარე];

ი) სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორია: ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღ-ვრებს [იგივე - სამცხე-ჯავახეთის მხარე].

 

მთლიანობაში, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ასარჩევ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში აირჩევა - 34 დეპუტატი, შემდეგი განაწი-ლებით:

- . თბილისის მოსახლეობაირჩევს პარლამენტის ხუთ წევრს;

- აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიის მოსახლეობაირჩევს პარლამენტის ოთხ-ოთხ წევრს.

- ჩრდილო ქართლის (ცხინვალის) ოლქის მოსახლეობაირჩევს პარლამენტის სამ წევრს.

- სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიების, ანუ საქართველოს მხარეების [გურიის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და შიდა ქართლის] მოსახლეობა აირჩევს პარლამენტის ორ-ორ წევრს.

 

 

ბ) ერთმანდატიანმა საარჩევნო ოლქმა უნდა მოიცვას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის მიერ, სახელმწიფოს ადმინისტრაციულ - ტერიტორიული დაყოფის გათვალისწინებით განსაზღვრული საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ეპარქიები.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტე-მით ასარჩევ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში: საქართველოს წმიდა სინოდის მიერ განსაზღვრულ ეპარქიებში, აირჩევა - 34 დეპუტატი.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საქართველოს წმიდა სინოდის მიერ შექმნილი ეპარქიების ჩამონათვალი ასეთია:

1. მცხეთა-თბილისის ეპარქია; 2. ალავერდის ეპარქია; 3. ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია; 4.ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია; 5. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია; 6.ბოდბის ეპარქია; 7. ბოლნისის ეპარქია; 8. ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია; 9. გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია; 10. დასავლეთ ევროპის ეპარქია;

11. დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპარქია; 12. დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქია; 13. ვანისა და ბაღდათის ეპარქია; 14.ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია; 15. თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია; 16. მანგლისისა და წალკის ეპარქია; 17.მარგვეთისა და უბისის ეპარქია; 18. მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია; 19. ნეკრესის ეპარქია; 20.ნიკორწმინდის ეპარქია;

21. ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია; 22. რუსთავისა და მარნეულის ეპარქია; 23. საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია; 24. სამთავისისა და გორის ეპარქია; 25. სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია; 26. სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია; 27. სხალთის ეპარქია; 28. ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქია; 29. ურბნისისა და რუისის ეპარქია; 30. ფოთისა და ხობის ეპარქია;

31. ქუთაისა და გაენათის ეპარქია; 32. შემოქმედის ეპარქია; 33. ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია; 34. ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია; 35. წილკნისა და დუშეთის ეპარქია; 36. ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია; 37. ხონისა და სამტრედიის ეპარქია.

კანონპროექტის მოთხოვნიდან გამომდინარე, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი თავად განსაზღვრავს, კანონით საჭირო 34 ეპარქიის საზღვრებს.

 

გ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დასანიშნი

- პარლამენტის 5 წევრი

ბოლო აღწერის მიხედვით საქართველოში - მართლმადიდებელი ქრისტიანები მოსახლეობის 84 პროცენტს შეადგენენ, სიდიდით მეორე ჯგუფი, მუსლიმები - 10 პროცენტს, ხოლო სომხური სამოციქულო ეკლესიის (სსე) წევრები - 4 პროცენტს.

რომაელი კათოლიკეები, ქურთი იეზიდები, ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები და ებრაელები; აგრეთვე „არატრადიციული“ რელიგიური ჯგუფები - ათეისტები, ბაპტისტები, იეღოვას მოწმეები, ორმოცდაათიანელები და კრიშნაიდები - ერთობლივად, ქვეყნის მოსახლეობის - 2 პროცენტს შეადგენენ.

საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა ტოტალ-იტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ბიუჯეტიდან დაფინანსება, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გარდა, 4 რელიგიური გაერთიანებას გამოეყო. ესენია:

1. ებრაული თემი, 2. ისლამური თემი, 3. კათოლიკური ეკლესია და 4. სომეხთა წმიდა სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის საქართველოს ეპარქია.

 აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო“ აერთიანებს სუნიტთა და შიიტთა რელიგიურ საბჭოებს.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, კანონპროექტით შემოთავაზებულია, რომ კონსტიტუციური ნორმიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა 5 პარლა-მენტის წევრი დანიშნოს - საქართველოში მომქმედი შემდეგი რელიგიური გაერ-თიანების მიერ წარდგენილ კანდიდატთაგან:

- ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრა-ციიდან - ერთი დეპუტატი;

- „იუდაური  თემი საქართველოში“-დან - ერთი დეპუტატი.

- საქართველოს სუნიტთა რელიგიურ საბჭოდან - ერთი დეპუტატი;

- საქართველოს შიიტთა რელიგიურ საბჭოდან - ერთი დეპუტატი;

- სომეხთა სამოციქულო  წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიიდან -ერთი დეპუტატი;

 

 

დ) დასკვნის მაგიერ

ამდენად, წინამდებარე კანონპროექტის თანახმად, კონსტიტუციური ნორმით გათვალისწინებული - საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ასარ-ჩევი 73 საპარლამენტო მანდატი, ასეა გადანაწილებული:

- დღეის მდგომარეობით დადგენილ, საქართველოს ტერიტორიული მოწყობით გათვალისწინებულ საზღვრებში შექმნილ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარუ-ლი სისტემით ასარჩევ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში აირჩევა - 34 დეპუტატი;

- საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ასარჩევ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებიდან აირჩევა - 34 დეპუტატი;

- საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყანაში მომქმედი ძირითადი რელიგიური კონფესიების წარმომადგენელთაგან, დანიშნავს - 5 დეპუტატს.

 

თავი მეორე:

საარჩევნო ადმინისტრაცია

წარმოდგენილი კანონპროექტით, საჭიროა ცვლილება შევიდეს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მეორე მუხლით განსაზღვრულ „ტერმინთა განმარტებაში“. კერძოდ, საჭიროება მოითხოვს ორი ახალი ტერმინის: „საეპარქიო საბჭო“-სა და „სამრევლო საბჭო“-ს დამატებას. ამათგან:

- ტერმინ „საარჩევნო ოლქი“-ს შესატყვისი „საეპარქიო საბჭო“ ეწოდება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიების ტერიტორიით განსაზ-ღვრულ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში მომქმედ უმაღლეს საარჩევნო ადმი-ნისტრაციას; ხოლო

- ტერმინ „საარჩევნო უბნის“-ს შესატყვისი „სამრევლო საბჭო“ ეწოდება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიების ტერიტორიით განსაზ-ღვრულ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში მომქმედ ქვედა რგოლის საარჩევნო ადმინისტრაციას; 

 შესაბამისად, კანონპროექტით შემოთავაზებული რეგულაცია [იხ. პუქტი 5] ასეთი სახით ფორმულირდება:

 

„მე-2 მუხლის „ს“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (შემდგომ − ცესკო) და მისი აპარატი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიები (შემდგომ − უსკო) და მათი აპარატები, საეპარქიო და სამრევლო საბჭოები, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები“;

კანონპროექტით განსაზღვრულია, რომ - „საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილება და შექმნის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და „საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით“ [იხ. პუქტი 9; აგრეთვე პუნქტი 10].

 

თავი მესამე:

მრავალმანდატიანი და ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქები

კანონპროექტი ითვალისწინებს - მრავალმანდატიანი და ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ერთეულის შექმნას [იხ. პუნქტი 2; 7]. კერძოდ:

 

1. პირველ შემთხვევაში ეს არის - საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის შექმნილი მრავალმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები. ამასთანავე: თბილისი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკები, ჩრდილო ქართლი [ცხინვალის] ოლქი და მხარეები [სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიები] წარმოადგენს თითო საარჩევნო ოლქს [იხ. პუნქტი 11].

ამ დროს, საოლქო საარჩევნო კომისიის ფუნქციებს ასრულებს, დადგენილი წესით ფორმირებული:

- აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე ჩრდილო ქართლის [ცხინვალის] ოლქი ადმინისტრაციულ ცენტრებში; მდებარე საოლქო საარჩევნო კომისია;

- მხარეებში, სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის ადმინისტრაციის განთავსების ცენტრში მდებარე საოლქო საარჩევნო კომისია;

- ქ. თბილისში, უკვე შექმნილი საოლქო საარჩევნო კომისიიდან, ცესკოს მიერ განსაზღვრული ერთი საოლქო საარჩევნო კომისია [იხ. პუნქტი 13].

 

2. მეორე შემთხვევაში ეს არის - საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩევნებისათვის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის მიერ შექმნილი ეპარქიების ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები.

ამ დროს, საოლქო საარჩევნო კომისიის ფუნქციებს ასრულებს, თითოეული ეპარქიის ადმინისტრაციულ ცენტრში მდებარე  „საეპარქიო საბჭო“.

კანონპროეტის თანახმად - „საეპარქიო საბჭოს“ წევრები არიან: მღვდელმთავარი, ოთხი სასულიერო და ორი საერო პირი. მათი დანიშვნის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსითა“ და „საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით“ [იხ. პუნქტი 14].

 

 

თავი მეოთხე:

საარჩევნო უბნები

კანონპროექრის თანახმად [იხ. პუნქტი 8; 15] საარჩევნო უბანს წარმოადგენს:

ერთის მხრივ - „ადმინისტრაციული საარჩევნო დანაყოფი“, რომელიც იქმნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კენჭისყრისა და ხმების დათვლისათვის არჩევნებისა და რეფერენდუმის გამართვისას;

მეორეს მხრივ - საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საარჩევნოდ განსაზღვრულ ეპარქიაში მდებარე ეკლესიები ან/და მონასტრები.

ამასთანავე, „საეპარქიო საბჭოს“ მიერ, ეპარქიაში, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩევნების ჩასატარებელ ტერიტორიაზე, შემავალ ეკლესიაში ან/და მონასტერში მდებარე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო პროცესს წარმმართველი „სამრევლო საბჭო“, შედგება ეკლესიაში ან/და მონასტერში მომსახურე ყველა სასულიერო და სამი საერო პირისაგან. სამრევლო საბჭოს თავმჯდომარე არის სამრევლოს წინამძღვარი.

 

თავი მეხუთე:

ეპარქიებში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატი და

მისი ამომრჩეველი

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საარჩევნოდ განსაზღვრულ ეპარქიაში, თითო მაჟორიტარული კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ ეპარქიაში შემავალ, ანუ მის საზღვრებში მდებარე ეკლესიებსა და მონასტრებს [იხ. პუნქტი 6; 31].

ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საარჩევნოდ განსაზღვრული ეპარქიის ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატი უნდა იყოს ამ ეპარქიის მღვდელმსახური [იხ. პუნქტი 30].

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საარჩევნოდ განსაზღვრული ეპარქიის ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ, ამომრჩეველთა სპეციალური სიით განსაზღვრულ, ეპარქიის ტერიტორიაზე მდებარე ეკლესიებისა და მონასტრების მღვდელმსახურებს [იხ. პუნქტი 19].

 

 

თავი მეექვსე:

არჩევნების შედეგების შეჯამება

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული საარ-ჩევნო სისტემით საარჩევნოდ განსაზღვრული ეპარქიის, ერთმანდატიან მაჟორიტა-რულ ოლქში მდებარე ეკლესია-მონასტრებში მოქმედი „სამრევლო საბჭოები“, არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს, ამომრჩეველთა სიების დალუქულ პაკეტთან ერთად დაუყოვნებლივ  აგზავნიან „საეპარქიო საბჭოში“.

თავის მხრივ, „საეპარქიო საბჭო“, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-11 დღისა, ადგენს არჩევნების შემაჯამებელ ოქმს და ამომრჩეველთა სიების დალუქულ პაკეტთან ერთად დაუყოვნებლივ წარუდგენს მას საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს [იხ. პუნქტი 23; 24].

 

ამის შემდგომად, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი საეპარქიო და სამრევლო საბჭოების საარჩევნო კომისიებიდან მიღებული ოქმების საფუძველზე, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-15 დღისა თავის სხდომებზე აჯამებს ეპარქიებში საქართ-ველოს პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებს, რის თაობაზეც ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რომელიც, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-18 დღისა, გადაეგზავნება ცესკოს [იხ. პუნქტი 25].

 

ჩვენს მიერ შემუშავებული კანონპროექტის თაობაზე საუბრის დასასრულს დავსძენთ, რომ

- ერთის მხრივ, პარლამენტის მიერ კანონპროექტის ძირითადი დებულებების ბაზაზე შემუშავებული კანონის ამოქმედებით, და

- მეორეს მხრივ ამ კანონის მიხედვით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდგომად ფორმირებული საქართველოს პარლამენტის საქმიანობით, შეიქმნება ის მყარი საფუძველი, რაც ხელს შეუწყობს, ჩვენი ქვეყნის ნორმალური სახელმწი-ფოებრივი განვითარებისაკენ მიმართულ, საერო და საეკლესიო სტრუქტურების წარმომადგენელთა ერთობლივ საქმიანობას.

 

მთლიანობაში, შემოთავაზებულ საკანონმდებლო ცვლილებათა სრული სურათი ასეთი სახისაა:

 

 

კანონპროექტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ორგანულ კანონშისაქართველოს საარჩევნო კოდექსი

ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1.

საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020. 04.001.016032)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტს დაემატოს „ვ.დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ვ.დ) თუ საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ეპარქიის ტერიტორიაზე საეპარქიო საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები“;

 

2. მე-2 მუხლის „ლ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები - საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგა-ნოსსაკრებულოს წევრების არჩევნები ერთმანდატიანი ან/და მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით;

 

3. მე-2 მუხლის „პ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) საარჩევნო რეგისტრაცია:

პ.ა) შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ პარტიების, საარჩევნო ბლოკების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისა და კანდიდატთა რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღების მიზნით;

პ. ბ) საეპარქიო საბჭოს მიერ ეპარქიის ტერიტორიაზე მდებარე ეკლესიის მღვდელ-მსახურთაგან დასახელებული კანდიდატის რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღების მიზნით.“;

4. მე-2 მუხლის „ჟ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი – პირი, რომელიც არჩევნებში მონაწი-ლეობის მიზნით წარდგენილია რეგისტრაციისათვის შესაბამის საარჩევნო კომისიაში ან/და საეპარქიო საბჭოში;

 

5. მე-2 მუხლის „ს“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (შემდგომ − ცესკო) და მისი აპარატი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიები (შემდგომ − უსკო) და მათი აპარატები, საეპარქიო და სამრევლო საბჭოები, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები“;

 

6. მე-2 მუხლის „ლ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ) მაჟორიტარი კანდიდატი – საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შესაბამისი საარჩევნო კომისიისა ან/და საეპარქიო საბჭოს მიერ რეგისტრირებული, პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისა და ეპარქიაში შემავალი ეკლესიის ან/და მონასტრების მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საქართველოს მოქალაქე“;

 

7. მე-2 მუხლის „ც“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც) მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი:

ც. ა) საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის შექმნილი მრავალმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი;

ც. ბ) საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნებისათვის განსაზღვრული ეპარქია.“;

 

8. მე-2 მუხლის „წ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წ) საარჩევნო უბანი:

წ. ა.) ადმინისტრაციული საარჩევნო დანაყოფი, რომელიც იქმნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კენჭისყრისა და ხმების დათვლისათვის არჩევნებისა და რეფერენდუმის გამართვისას;

წ. ბ.) საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საარჩევ-ნოდ განსაზღვრულ ეპარქიაში მდებარე ეკლესია - მონასტრები.“;

 

9. მე-7 მუხლის „1“, „2“ და „5“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ადმინის-ტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდე-ბელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან და იქმნება ამ კანონის შესაბამისად. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილება და შექმნის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და „საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით“.

„2. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია შედგება:

ა) ცესკოსა და მისი აპარატისგან;

ბ) უსკოსა და მისი აპარატისგან;

გ) საეპარქიო საბჭოსაგან;

დ) საოლქო საარჩევნო კომისიებისგან;

ე) საუბნო საარჩევნო კომისიებისგან;

ვ) სამრევლო საბჭოსაგან.“;

„5. ცესკოსა და უსკოს წევრები, მათი აპარატების თანამშრომლები, საეპარქიო საბჭოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები, გარდა დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებისა და ამ კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისა, არიან საჯარო მოხელეები და მათზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.“;

 

10. მე-8 მუხლის „1“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საარჩევნო კომისიის ან/და საეპარქიო საბჭოს მუშაობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და შესაბამისი კომისიის რეგლამენტით, რომელსაც დადგენილებით იღებს ცესკო ან/და საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი.“;

11. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18. საარჩევნო ოლქები:

1. საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დროს - თბილისი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკები, ჩრდილო ქართლი [ცხინვალის] ოლქი და სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის სამოქ-მედო ტერიტორიები წარმოადგენს თითო საარჩევნო ოლქს.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს საარჩევნო ოლქებს, მათ საზღვრებს, სახელწოდებებსა და ნომრებს ამ კანონით დადგენილი წესით განსაზღვრავს ცესკო.

3. საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ეპარქიებიდან საქართველოს პარლა-მენტის მაჟორიტარული სისტემით დეპუტატების არჩევნების დროს, ეპარქიების საზღვრებს ადგენს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდი, სახელმწიფოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის გათვალისწინებით.“;

 

12. მე-19 მუხლის „1“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„1. საოლქო საარჩევნო კომისია ან/და საეპარქიო საბჭო არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივმოქმედი ტერიტორიული ორგანო. საოლქო საარჩევნო კომისიებს ქმნის ცესკო სრული შემადგენლობის უმრავლესობით ან/და საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდი. საოლქო საარჩევნო კომისიას ან/და საეპარქიო საბჭო აქვს ბეჭედი თავისი სახელწოდებით, შტამპი, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორებისა და მიმდინარე საბანკო ანგარიშები. საოლქო საარჩევნო კომისი-ისათვის ან/და საეპარქიო საბჭოსთვის ცესკოს მიერ განსაზღვრული ფინანსების ხარჯვაზე პასუხისმგებელი არიან საოლქო საარჩევნო კომისიის ან/და საეპარქიო საბჭოს თავმჯდომარე და ბუღალტერი. არჩევნებისათვის გამოყოფილი ფინანსების ხარჯვის უფლება საოლქო საარჩევნო კომისიას ან/და საეპარქიო საბჭო აქვს ნების-მიერ კომერციულ ბანკში ან/და მის ფილიალში გახსნილი ანგარიშიდან.“;

 

13. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „21“ პუნქტი:

„21. საქართველოს პარლამენტის არჩევნების დროს, საოლქო საარჩევნო კომისიის ფუნქციებს ასრულებს:

ა) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიაზე ადმინისტრაციის განთავსების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ცენტრში მდებარე საოლქო საარჩევნო კომისია;

ბ) თბილისში, უკვე შექმნილი საოლქო საარჩევნო კომისიიდან, ცესკოს მიერ განსაზღვრული ერთი საოლქო საარჩევნო კომისია.“;

 

14. მე-20 მუხლის „1“ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „11“ პუნქტი:

„11. საეპარქიო საბჭოს წევრები არიან: მღვდელმთავარი, ოთხი სასულიერო და ორი საერო პირი. მათი დანიშვნის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონითა და „საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით.“;

 

15. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „21“ პუნქტი:

„21. საეპარქიო საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩევნების ჩასატარებელ ტერიტორიაზე საარჩევნო უბანს წარმოადგენს ეპარქიაში შემავალი ეკლესია ან/და მონასტერი.“;

 

16. 24-ე მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „61“ პუნქტი:

„61. საეპარქიო საბჭოს მიერ ეპარქიაში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტა-რული სისტემით არჩევნების ჩასატარებელ ტერიტორიაზე, შემავალ ეკლესიაში ან/და მონასტერში მდებარე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო პროცესს წარმართავს სამრევლო საბჭო, რომელიც შედგება ეკლესიაში ან/და მონასტერში მომსახურე ყველა სასულიერო და სამი საერო პირისაგან. სამრევლო საბჭოს თავმჯდომარე არის სამრევლოს წინამძღვარი.“;

 

17. 29-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის ან/და სამრევლო საბჭოს წევრის გამოწვევა კენჭისყრის დღემდე 15 დღით ადრე.“;

 

18. 30-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებია:

ა) ცესკოს ან/და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩევ-ნებთან დაკავშირებით საქართველოს წმიდა სინოდის მიერ მიღებული დადგენილება და განკარგულება, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანება და განკარგულება, ცესკოს მდივ-ნის განკარგულება, ცესკოს ან/და საქართველოს წმიდა სინოდის მიერ მიღებული არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი;

ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის ან/და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტა-რული სისტემით არჩევნებთან დაკავშირებით საეპარქიო საბჭოს მიერ მიღებული  განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, კომისიის მდივნის განკარ-გულება, საოლქო საარჩევნო კომისიის ან/და საეპარქიო საბჭოს კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები; 

გ) საუბნო საარჩევნო კომისიის ან/და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩევნებთან დაკავშირებით  სამრევლო საბჭოს მიერ მიღებული განკარ-გულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, საუბნო საარჩევნო კომისიის ან/და სამრევლო საბჭოს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი.“;

„6. ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისა და მათი თანამდებობის პირთა ან/და საქართველოს წმიდა სინოდის, საეპარქიო და სამრევლო საბჭოების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა შესაბამისად საქართველოს, საარჩევნო ოლქისა და საარჩევნო უბნის მთელ ტერიტორიაზე.“;

 

19. 32-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ზ)“ ქვეპუნქტი:

„ზ) საეპარქიო საბჭოს მიერ ეპარქიაში საქართველოს პარლამენტის მაჟორი-ტარული სისტემით არჩევნების ჩასატარებელ ტერიტორიაზე მდებარე ეკლესიებისა და მონასტრების მღვდელმსახურები. მხოლოდ მათ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩევნების ჩასატა-რებლად ეპარქიაში შექმნილ ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში.“;

 

20. 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საუბნო საარჩევნო კომისია ან/და სამრევლო საბჭო ვალდებულია ამომრჩეველ-თა სიები და მათთან დაკავშირებით საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული წესი კომისიის პირველივე შეკრების დღეს, ხოლო გადასატანი საარჩევნო ყუთის სია – მისი შედგენისთანავე თვალსაჩინო ადგილას გამოაკრას საუბნო საარჩევნო კომისიის ან/და ეკლესია-მონასტრებისა და კენჭისყრის შენობებში. ამ მოთხოვნის შეუსრულებ-ლობისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიის ან/და სამრევ-ლო საბჭოს თავმჯდომარეს.“;

 

21. 35-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საუბნო საარჩევნო კომისია ან/და სამრევლო საბჭო უფლებამოსილია საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამომრჩეველთა სიებში შეყვანილ ყველა ამომრჩეველს კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა გადასცეს ამომრჩევლის ბარათი, რომელშიც მითითებული იქნება:“;

 

22. 53-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. საოლქო საარჩევნო კომისია ან/და საეპარქიო საბჭო კენჭისყრიდან არა უგვიანეს 30 დღისა წყვეტს ყოველგვარ ანგარიშსწორებას ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან და 10 დღის ვადაში ცესკოს ანგარიშზე ჩარიცხავს თავის ანგარიშზე არსებულ ნაშთს. ნაშთის ჩარიცხვიდან 2 კვირის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისია ან/და საეპარქიო საბჭო ცესკოს წარუდგენს საფინანსო ანგარიშს.“;

 

23. 71-ე მუხლის მე-7, მე-11 და მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი (საუბნო საარჩევნო კომისიის ან/და სამრევლო საბჭოს წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) საარჩევნო ბიულეტენებისა და ამომრჩეველთა სიების დალუქულ პაკეტთან ერთად დაუყოვ-ნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას ან/და საეპარქიო საბჭოს, რომელიც აღნიშნულ ოქმს საოლქო საარჩევნო კომისიის ან/და საეპარქიო საბჭოს შემაჯამებელ ოქმთან ერთად გადასცემს ცესკოს ან/და საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს.“;

„11. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმთან ერთად საოლქო საარჩევნო კომისიას ან/და საეპარქიო საბჭოს ეგზავნება ამომრჩეველთა სიები კენჭისყრის მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერებით. საოლქო საარჩევნო კომისია ან/და საეპარქიო საბჭო, თავის მხრივ, აღნიშნულ სიებს უგზავნის ცესკოს ან/და საქართ-ველოს ეკლესიის წმიდა სინოდს, რომელიც მათ ახარისხებს და არქივში ინახავს.“;

„14. საუბნო საარჩევნო კომისია ან/და საეპარქიო საბჭო, ვალდებულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლი დაუყოვნებლივ, ოქმის შევსებისთანავე, თავის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებებით (მათ შორის, ფაქსით, სადაც არის ამის შესაძლებლობა) გაუგზავნოს ცესკოს ან/და საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს.“;

 

24. 75-ე მუხლის პირველი და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საოლქო საარჩევნო კომისია ან/და საეპარქიო საბჭო, საუბნო საარჩევნო კომი-სიების ან/და სამრევლო საბჭო, შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-11 დღისა აჯამებს რეფერენდუმის, საქართ-ველოს პრეზიდენტის არჩევნების, საქართველოს პარლამენტის არჩევნების, ადგი-ლობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს, მერის/გამგებლის არჩევნების შედეგებს, ადგენს საქართველოს პარლამენტის, საკრე-ბულოსა და მერის/გამგებლის არჩევნების შედეგებს და საარჩევნო ოლქში გამარ-თული კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს, რომლებსაც არაუგვიანეს მომდევნო დღისა გადასცემს ცესკოს ან/და საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს;

„7. საოლქო საარჩევნო კომისიის ან/და საეპარქიო საბჭოს კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი (საოლქო საარჩევნო კომისიის ან/და საეპარქიო საბჭო წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით), აგრეთვე საოლქო საარჩევნო კომი-სიის ან/და საეპარქიო საბჭოს განკარგულებები საუბნო საარჩევნო კომისიების ან/და სამრევლო საბჭოს შემაჯამებელ ოქმებში ცვლილებების შეტანის შესახებ (თუ ასეთი ცვლილებები იქნა შეტანილი) დაუყოვნებლივ გადაეცემა ცესკოს ან/და საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს.“;

 

25. 76-ე მუხლის „1“ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „11“ პუნქტი:

„11. საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი საეპარქიო და სამრევლო საბჭოების საარჩევნო კომისიებიდან მიღებული ოქმების საფუძველზე, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-15 დღისა თავის სხდომებზე აჯამებს ეპარქიებში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედე-გებს, რის თაობაზედაც ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რომელიც, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-18 დღისა, გადაეგზავნება ცესკოს.“;

 

26. 77-ე მუხლის „1“ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „11“ პუნქტი:

„11. საქართველოს ეპარქიებში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული საარ-ჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები შეიძლება გასაჩივრდეს შესაბა-მის საარჩევნო კომისიაში [საეპარქიო ან/და სამრევლო საბჭოში]. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან საქართ-ველოს ეკლესიის წმიდა სინოდში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა და აღარ საჩივრდება“;

 

27. 109-ე მუხლის „1“ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „11“ პუნქტი:

„11. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული 73 წევრიდან:

ა) 34 წევრი აირჩევა შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულებიდან:

- . თბილისის მოსახლეობა ირჩევს პარლამენტის ხუთ წევრს;

- აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიის მოსახლეობა ირჩევს პარლამენტის ოთხ-ოთხ წევრს.

- ჩრდილო ქართლის [ცხინვალის] ოლქის მოსახლეობა ირჩევს პარლამენტის სამ წევრს.

- სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიების [გური-ის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და შიდა ქართლის] მოსახლეობა ირჩევს პარლამენტის ორ-ორ წევრს.“;

ბ) 34 წევრი აირჩევა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის მიერ, სახელმწიფოს ადმინისტრაციულ - ტერიტორიული დაყოფის გათვალისწინე-ბით განსაზღვრული საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ეპარქიებიდან“;

გ) 5 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოში მომქმედი შემდეგი რელიგიური გაერთიანების მიერ წარდგენილ კანდიდატთაგან:

- ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციი-დან - 1;

- „იუდაური  თემი საქართველოში“-დან - 1;

- საქართველოს სუნიტთა რელიგიური საბჭოდან - 1;

- საქართველოს შიიტთა რელიგიური საბჭოდან - 1;

- სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიაიდან -1.

 

28. 110-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. საქართველოს პარლამენტის არჩევნების დროს - თბილისი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკები და სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატო-რის სამოქმედო ტერიტორიები წარმოადგენს თითო საარჩევნო ოლქს.

2. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის მრავალმანდატიან მაჟორიტა-რულ საარჩევნო ოლქებს ქმნის და მათ საზღვრებს დადგენილებით ადგენს ცესკო არაუგვიანეს საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების წლის 1 ივლისისა.“.

3. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ეპარქიებიდან, ეპარქიების საზღვრებს ადგენს და საეპარქიო საბჭოებს ქმნის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდი არაუგვიანეს საქართვე-ლოს პარლამენტის მორიგი არჩევნების წლის 1 ივლისისა.“;

4. საპარლამენტო არჩევნებისას მაჟორიტარული ოლქი არ იქმნება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.“;

 

29. 112-ე მუხლის „1“ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ეპარქიების მღვდელმსახურები;“;

 

 30. 116-ე მუხლის „1“ პუნქტს  დაემატოს შემდეგი რედაქციის „11“ პუნქტი:

„11. საეპარქიო საბჭოებში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში წევრობის კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ: შესაბამის ეპარქიის ტერიტორიაზე მდებარე ეკლესიებსა და მონასტრებს. მათ მიერ შერჩეული კანდი-დატი უნდა იყოს ამ ეპარქიის მღვდელმსახური“;

 

31. 116-ე მუხლის „2“ პუნქტს  დაემატოს შემდეგი რედაქციის „21“ პუნქტი:

„21. ეპარქიის ტერიტორიაზე მდებარე ეკლესიებსა და მონასტრებს, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 57-ე დღისა, უფლება აქვთ, შესაბამის საეპარქიო საბჭოში, მაჟორიტა-რული წესით არჩევის მიზნით წარადგინოს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითო კანდიდატი.“;

 

32. 116-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტია/საარჩევნო ბლოკი/ ამომრ-ჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, ეკლესია, მონასტერი საარჩევნო ოლქში ან/და ეპარქიაში მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს ამ კანონის 115-ე მუხლის მე-7–მე-11 პუნქტებით განსაზღვრული წესებით.“;

 

33. 117-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პარტიის/საარჩევნო ბლოკის ან/და ეკლესია/მონასტრების  მიერ საარჩევნო ოლქში ან/და საეპარქიო საბჭოში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების რეგის-ტრაციას/რეგისტრაციაზე უარის თქმას ახორციელებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის ან/და საეპარქიო საბჭოს თავმჯდომარე ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში. პარტია/საარჩევნო ბლოკი ან/და ეკლესია/მონასტრები ვალდებულია მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ამ კანონით დადგენილ ვადაში წარუდგინოს ცესკოს.“;

 

34. 119-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ან/და ეკლესია/მონასტრების მიერ წარდგენილ კანდიდატს რიგით ნომერს წილისყრით ანიჭებს შესაბამისი საოლქო ან/და საეპარქიო საბჭოს საარჩევნო კომისია. წილისყრის მიზნით კომისიის თავმჯდომარე ერთი ფორმისა და სახეობის ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს საარჩევნო ოლქში ან/და ეპარქიაში საინიციატივო ჯგუფის ან/და ეკლესია/მონასტრების მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების შესაბამისი რაოდენობის ფურცლებზე ნომრებს, რომლებიც იწყება არჩევნებში მონაწილე პარტი-ებისათვის/საარჩევნო ბლოკებისათვის მინიჭებული უმაღლესი რიგითი ნომრის მომდევნო რიცხვიდან. ყოველი ფურცელი უნდა დამოწმდეს კომისიის ბეჭდით. ყველა ფურცელი იკეცება იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მათზე არსებული ნომრის წაკითხვა. კომისიის თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ან/და ეკლესია/მონასტრების წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მათ. წილნაყარი ნომერი ხდება საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი.“;

 

35. 123-ე მუხლის „1“ პუნქტს  დაემატოს შემდეგი რედაქციის „11“ პუნქტი:

„11. სამრევლო საბჭო აჯამებს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემებით ჩატარებუ-ლი კენჭისყრის შედეგებს და შეაქვს იგი შემაჯამებელ ოქმში.“;

 

36. 124-ე მუხლის „1“ პუნქტს  დაემატოს შემდეგი რედაქციის „11“ პუნქტი:

„11. საეპარქიო საბჭო, სამრევლო საბჭოს ოქმების საფუძველზე, თავის სხდომაზე აჯამებს კენჭისყრის შედეგებს და შეაქვს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემებით ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში.“;

 

37. 124-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განცხადების/საჩივრის საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისია ან/და საეპარ-ქიო საბჭო უფლებამოსილია განკარგულებით მიიღოს გადაწყვეტილება საუბნო საარ-ჩევნო კომისიიდან ან/და სამრევლო საბჭოდან მიღებული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ.“;

 

38. 125-ე მუხლის მე-1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან ან/და საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდიდან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, არჩევნების დღიდან არა უგვიანეს მე-19 დღისა, თავის სხდომებზე აჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგებს და ადგენს ოქმს.“;

 

მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

თავი მეშვიდე - დასკვნის მაგიერ

ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მოქმედი ის ერთადერთი  გაერთიანებაა, რომელიც პოლიტიკური ასპექტების პარალელურად, საქართველოს სულიერ მისიასთან დაკავშირებული იმ საკითხების კვლევითაა დაკავებული, რომელიც ბოლო ჟამის თემატიკას ეხება.

ბიბლიური მინიშნებიდან გამომდინარე, ამჟამად, ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს ბოლო ჟამის ე.წ. - მხილებისეული ეტაპი. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს, არა მარტო ქვეყნის წინაშე მდგარი სხვადასხვა ხარისხის მქონე ამა თუ იმ პრობლემის გამოვლენას, არამედ მათი მოგვარების კონკრეტული მექანიზმისა თუ მოდელის შემუშავებას.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე:

ვითვალისწინებთ რა მაცხოვრისეულ მინიშნებას: „რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22];

და

ვეყრდნობით რა პავლე მოციქულის შეგონებას: „... რასაც უნდა იქმოდეთ, სიტყვით თუ საქმით, იქმოდეთ მას უფლის იესუს სახელით, რათა ჰმადლობდეთ მის მიერ ღმერთსა და მამას" [კოლ. 3,17],

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მომავალი გუნდი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულებით განსაზღვრული უფლება-მოსილებისა და ბიბლიით გამოკვეთილი - მხილებისეული ეტაპის მოთხოვნებიდან გამომდინარე, წინამდებარე კანონპროექტის სახით, გთავაზობთ, ჩვენის აზრით, ქვეყნის წინაშე მდგარი კონკრეტული საკითხის მოგვარების ჩვენეულ მექანიზმს.

 

ამასთანავე, ვაცნობიერებთ რა, რომ, დღეის მდგომარეობით, გადაწყვეტილების მიღების მთავარი ბერკეტი თქვენი პილიტიკური გუნდის ხელშია, ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია: მოვიდეთ და გითხრათ; არჩევანი - თქვენზეა!

და ბოლოს, მოახლოებული განკითხვის დღის წინარე ეტაპზე, თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულებითი მისიიდან გამომდინარე, საჭიროა გვახსოვდეს, რომ:

კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები[მათე 12,35-37].

დე, ღმერთმა მოგცეთ მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი...

 

 

კანონპროექტის ავტორი

კანონპროექტი:ს საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ - საქართველოს პარლამენტის მოწყობასთან დაკავშირებით,- ავტორი:   

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერ-თიანების: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ თავმჯდომარე;

- ავთანდილ იოსელიანი,

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე;

 

 

კანონპროექტის ინიციატორი  

კანონპროექტის: საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ - საქართველოს პარლამენტის მოწყობასთან დაკავშირებით, ინიციატორია  

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“, საინიციატივო ჯგუფი:

 არუდაშვილი ნანა, ბაიაშვილი თინათინი, ბაიაშვილი სოლომონი, ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გაგუა თინათინი, გოგლიძე ანგი [კაკო], გრიგოლია იზოლდა [იზა], ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა,

ზაქარეიშვილი ლია, თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, თაქთაქიშვილი ალექსანდრე, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი], კობახიძე ლეილა, კოდელაშვილი ნანა, ლურსმანაშვილი დავითი, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი,   

მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, ნათელაძე ბეჟანი, ოდიშვილი მანანა, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი, სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, 

ქობალია ზურაბი, ქოჩიაშვილი ელგუჯა, ღვინიაშვილი ევგენი, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ჩაჩიბაია რამაზი, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, წერეთელი გობრონი, ხალვაში ნარგიზა,

ხრიკული ეკატერინე, ჯაფარიძე რომული, ჯიქია დინა [დიანა]...