Print

N 5 [37]-ე საკანონმდებლო წინადადება - საპარლამენტო ფრაქციის შექმნის წესი

წერილის ჩაბარების № 1433,

26. 01. 2017 წ.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

 ბატონ ირაკლი კობახიძეს

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანების:

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო ირაკლი!

ვხელმძღვანელობთ რა - სახელმწიფო სახსრების ყაირათიანად გამოყენების პირობებში ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის ეფექტურად წარმართვის სულისკვეთებით, და

ვეყრდნობით რა - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებებს,

მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: „საქართველოს კანონი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში  შესატანი ცვლილებების შესახებ“.   

  

დანართი:

1. კანონპროექტი: „საქართველოს კანონი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში  შესატანი ცვლილებების შესახებ“ - 3 გვ.;  

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ -  6 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების:

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

 

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

თბილისი,  2017 წლის 26 იანვარი

 

ელ. ფოსტა -  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

„საქართველოს კანონი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში

შესატანი ცვლილების შესახებ“

 

მუხლი 1.

„საქართველოს პარლამენტის რეგლმენტში“ [2012 წ. 22 ივნისი, N 6533-Iს] შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

 

87- მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

‘’3. ფრაქციის შექმნის წესი:

ა) ერთი პარტიული სიით არჩეულმა პარლამენტის წევრებმა შეიძლება შექმნან მხოლოდ 1 ფრაქცია.

ბ) ერთ პარტიულ სიაში მყოფმა პარლამენტის მაჟორიტარმა წევრებმა შეიძლება შექმნან მხოლოდ 1 ფრაქცია.

გ) პარლამენტის წევრს, თუ მისი წარმდგენი პარტიული სიის წევრებმა შექმნეს ფრაქცია, უფლება აქვს იყოს მხოლოდ ამ პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული წესით შექმნილი ფრაქციის წევრი.

დ) საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად არჩეულ წევრებს უფლება აქვთ შექმნან მხოლოდ 1 ფრაქცია.’

მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადების

 „საქართველოს კანონი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილების შესახებ“   

განმარტებითი ბარათი

 

თავი პირველი

როგორც მოგეხსენებათ, საარჩევნო სუბიექტებად დარეგისტრირებული პოლიტიკური გაერთიანებების [მათ შორის საარჩევნო ბლოკების] საარჩევნო პარტიული სია შეიძლება შედგებოდეს: ამავე გაერთიანების პარტიული წევრების, უპარტიო წევრების ან/და ისეთი პოლიტიკური პარტიის წევრებისაგან, რომელი პარტიაც თავად არ ღებულობს მონაწილეობას არჩევნებში.

საქრთველოს ორგანული კანონის ‘’საქართველოს საარჩევნო კოდექსით’’ განსაზღვრული წესით შექმნილი საარჩევნო პარტიული სია, ცხადია წარმოადგენს მისი წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის მიერ შემუშავებული საარჩევნო პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირთა ერთობას.

 

საარჩევნო პროგრამით გამოკვეთილი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებ-ლად, არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალებს უფლება აქვთ შექმნან ფრაქციები.

მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 87-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად - ‘’ფრაქცია არის პარლამენტის წევრთა გაერთიანება საერთო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად’’.

 

არჩევნების საბოლოო შედეგების გათვალისწინებით პარლამენტის არჩეული წევრები, კანონით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, კერძოდ ვალდებულნი არიან იზრუნონ ისეთი საკანონმდებლო გარემოს შექმნა-დაცვაზე, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურად ყაირათიანად მოხდეს ქვეყნის ბიუჯეტში მობილიზებული თანხების გახარჯვა.

ამდაგვარი დამოკიდებულების უპირველეს მაგალითზე უნდა იყოს აგებული თავად პარლამენტის ეფექტური მუშაობისათვის გამოყოფილი ფინანსური რესურსის განაწილების მექანიზმი.

მოქმედი კანონმდებლობით - პოლიტიკური გაერთიანება, კანონით დადგენილი წესის გათვალისწინებით საპარლამენტო ფრაქციის შექმნის შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ღებულობს დამატებით დაფინანსებას [წელიწადში 300 000 ლარის ოდენობით].

2012 წლის 22 ივნისს მიღებული [№6533-Iს] საქარველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად - ‘’ერთი პარტიული სიით არჩეულმა ერთი პარტიის წევრებმა შეიძლება შექმნან მხოლოდ 1 ფრაქცია. პარლამენტის წევრს, გარდა მაჟორიტარი პარლამენტის წევრისა, თუ მისი პარტიის წევრებმა შექმნეს ფრაქცია, უფლება არა აქვს, იყოს სხვა ფრაქციის წევრი’’[მუხლი 87,3].

ამასთანავე - ‘’ფრაქციის შექმნის უფლება აქვს არანაკლებ 6 პარლამენტის წევრს, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა’’ [მუხლი 89,1].

საპარლამენტო ფრაქციის შექმნისა და ამ გზით დაფინანსების უფლების შესაძლო მოპოვების წარმოდგენილი საკანონმდებლო რეგულაციები, ჩვენი აზრით, წარმოადგენს 2004 – 2012 წ.წ. ქვეყანაში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის, ანუ - მ. სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერი პოლიტიკური გაერთიანების ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ მიერ თავსმოხვეული სახელმწიფო სახსრების უყაირათო ხარჯვის, ანუ დაკანონებული ყაჩაღობის [სახელმწიფო ბიუჯეტის ძარცვის] ერთ-ერთ ნათელ მაგალითს. კერძოდ:

კანონით განსაზღვრული ამდაგვარი უფლების გამოყენების შემთხვევაში, საარჩევნო ბარიერის გადამლახავ ერთ საარჩევნო სუბიექტს შესაძლებლობა ეძლევა, მის მიერ წარდგენილ - საკუთარი პარტიის, უპარტიო ან/და არჩევნებში არმონაწილე პარტიის წევრთა ერთობისაგან შემდგარ საარჩევნო სიაში მყოფ პარლამენტის წევრთა ბაზაზე შექმნილი ფრაქციების მეშვეობით, დამატებითი ფინანსური რესურსების გამოყოფა უზრუნველყოს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე:

ვხელმძღვანელობთ რა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის ეფექტურად წარმართვის პირობებში სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული სახსრების ყაირათიანად გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით,

წინამდებარე საკანონმდელო წინადადების მეშვეობით გთავაზობთ, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 87-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

‘’3. ფრაქციის შექმნის წესი:

ა) ერთი პარტიული სიით არჩეულმა პარლამენტის წევრებმა შეიძლება შექმნან მხოლოდ 1 ფრაქცია.

ბ) ერთ პარტიულ სიაში მყოფმა პარლამენტის მაჟორიტარმა წევრებმა შეიძლება შექმნან მხოლოდ 1 ფრაქცია.

გ) პარლამენტის წევრს, თუ მისი წარმდგენი პარტიული სიის წევრებმა შექმნეს ფრაქცია, უფლება აქვს იყოს მხოლოდ ამ პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული წესით შექმნილი ფრაქციის წევრი.

დ) საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად არჩეულ წევრებს უფლება აქვთ შექმნან მხოლოდ 1 ფრაქცია.’’

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მომავალი გუნდი, საქართველოს მოსახლეობის ჯანსაღ ნაწილთან ერთად, იმედს ვიტოვებთ, რომ:

2016 წ. 8 ოქტომბერს არჩეული საქართველოს პარლამენტის მეცხრე მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობა, შემოთავაზებული საკანონმდებლო რეგულაციის განხორციელების გზით, უარს იტყვის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების უყაირათო ხარჯვაზე, რითაც გაემიჯნება

2004 – 2012 წ.წ. საქართველოში მოქმედი დანაშაულებრივი რეჯიმის მიერ სახელმწიფო ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობის მიზნით შემოღებულ მანკიერ საკანონმდებლო პრაქტიკას. 

 

თავი მეორე

ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მოქმედი ის ერთადერთი  გაერთიანებაა, რომელიც პოლიტიკური ასპექტების პარალელურად, საქართველოს სულიერ მისიასთან დაკავშირებული იმ საკითხების კვლევითაა დაკავებული, რომელიც ბოლო ჟამის თემატიკას ეხება.

ბიბლიური მინიშნებიდან გამომდინარე, ამჟამად, ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს ბოლო ჟამის ე.წ. მხილებისეული ეტაპი. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს, არა მარტო ქვეყნის წინაშე მდგარი სხვადასხვა ხარისხის მქონე ამა თუ იმ პრობლემის გამოვლენას, არამედ მათი მოგვარების კონკრეტული მექანიზმისა თუ მოდელის შემუშავებას.

 

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციით - საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს“ [მუხლი 48].

ზემოთქმულიდან გამომდინარე:

ვითვალისწინებთ რა მაცხოვრისეულ მინიშნებას: „რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22]; და

ვეყრდნობით რა პავლე მოციქულის შეგონებას: „... რასაც უნდა იქმოდეთ, სიტყვით თუ საქმით, იქმოდეთ მას უფლის იესუს სახელით, რათა ჰმადლობდეთ მის მიერ ღმერთსა და მამას" [კოლ. 3,17],

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მომავალი გუნდი, კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება-მოსილებისა და ბიბლიით გამოკვეთილი - მხილებისეული ეტაპის მოთხოვნებიდან გამომდინარე, წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებაში გთავაზობთ, ჩვენის აზრით, ქვეყნის წინაშე მდგარი კონკრეტული საკითხის მოგვარების ჩვენეულ მექანიზმს.

 

ამასთანავე, ვაცნობიერებთ რა, რომ, დღეის მდგომარეობით, გადაწყვეტილების მიღების მთავარი ბერკეტი თქვენი პილიტიკური გუნდის ხელშია, ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია: მოვიდეთ და გითხრათ; არჩევანი - თქვენზეა!

 

და ბოლოს, მოახლოებული განკითხვის დღის წინარე ეტაპზე, თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულებითი მისიიდან გამომდინარე, საჭიროა გვახსოვდეს, რომ:

 

კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები[მათე 12,35-37].

დე, ღმერთმა მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი...

 

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „საქართველოს კანონი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში  შესატანი ცვლილებების შესახებ“ ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ თავმჯდომარე;

- ავთანდილ იოსელიანი, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე;

- თინათინ ბაიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს თანათავ-მჯდომარე;

- რომულ ჯაფარიძე, საქართველოს პროგრესულ რეალისტური პარტიის თავმჯდომარე;

- სოლომონ ბაიაშვილი, „ბაიაშვილების საგვარეულოს“ წინამძღოლი;

- იზოლდა [იზა] გრიგოლია, ა/ო „ექიმები: ექიმთა და პაციენტის უფლებები-სათვის“ თავმჯდომარე;

- ელგუჯა ქოჩიაშვილი, „საქართველოს მრავალეროვანთა კავშირის“ პრეზიდენტი;   

- ალექსანდრე თაქთაქიშვილი, საქართველოს როიალისტური პარტიის თანა-თავმჯდომარე;

- ევგენი ღვინიაშვილი, საერთაშორისო საზოგადოება „მშვიდობის მედროშე“-ს პრეზიდენტი

- ნანა არუდაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდო-მარე;

- სერგი საჯაია, „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“; თავმჯდომარე;

- ლია ზაქარეიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია  ეზოთერულ-ასტროსო-ფიული ცნობიერების ცენტრი „ათინათი“-ს თავმჯდომარე;

 

კანონპროექტის ინიციატორი     

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „საქართველოს კანონი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში  შესატანი ცვლილებების შესახებ“, ინიციატორია - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „ზვიადის გზა - უფლის სახელი“, საინიციატივო ჯგუფი:

 

არუდაშვილი ნანა, ბაიაშვილი თინათინი,  ბაიაშვილი სოლომონი, ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გაგუა თინათინი, გოგლიძე ანგი [კაკო], გოხელაშვილი ნათელა, გრიგოლია იზოლდა [იზა], ერქვანიძე ნანული,

 

ვეშაგური ლიდა, ზაქარეიშვილი ლია, თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, თაქთაქიშვილი ალექსანდრე, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი], კობახიძე ლეილა, კოდელაშვილი ნანა, ლურსმანაშვილი დავითი, მამადაშვილი მევლუდი,

 

მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, ნათელაძე ბეჟანი, ოდიშვილი მანანა, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი, სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა,

 

ქამხაძე ლია, ქობალია ზურაბი, ქოჩიაშვილი ელგუჯა, ღვინიაშვილი ევგენი, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ჩაჩიბაია რამაზი, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, წერეთელი გობრონი,

ხალვაში ნარგიზა, ხრიკული ეკატერინე, ჯაფარიძე რომული, ჯიქია დინა [დიანა]... 



 

ამონაწერი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის

N16-ე სხდომის ოქმიდან

2017 წლის 17 თებერვალი, 15:00 საათი

 ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8;  

კომიტეტის სათათბირო ოთახი (N221)

 

სხდომის თავმჯდომარე:

გიორგი კახიანი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:

გურამ მაჭარაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, გიგა ბუკია, კარლო კოპალიანი, ზაზა კედელაშვილი, ენძელა მაჭავარიანი და ზაზა გაბუნიას უფლებამონაცვლე ირაკლი აბუსერიძე.

 

სხდომაზე მოწვეული:

მიხეილ (გელა) სალუაშვილი - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“- ს ლასკარისა და  საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების ,,ზვიადის გზა - უფლის სახელით“ თავმჯდომარე და

სოლომონ ბაიაშვილი, ორგანიზაცია - ,,ზვიადის გზა - უფლის სახელით“ წარმომადგენელი.

 

სხდომის მდივანი: 

სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი.                                 

კომიტეტის სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა კომიტეტის 8 წევრის დასწრებით.

 

სხდომის დღის წესრიგი (პროექტი):

...

7. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების ,,ზვიადის გზა უფლის სახელით მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ (N1433-26.01.2017) განხილვა

 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ

მეშვიდე საკითხთან დაკავშირებით

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების ,,ზვიადის გზა უფლის სახელით მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ (N1433-26.01.2017) განხილვა:

 

სხდომის თავმჯდომარემ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საკანონმდებლო წინადადების (რომელიც არეგულირებს საქართველოს პარლამენტში ფრაქციათა შექმნის საკითხს) ავტორი - მიხეილ (გელა) სალუაშვილი ესწრებოდა კომიტეტის სხდომას, სიტყვა გადასცა მას საკანონმდებლო წინადადების კომიტეტის წევრებისათვის უფრო დეტალური გაცნობის მიზნით.

 

მოიმინეს

მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია.

როგორც საკანონმდებლო წინადადების ავტორმა აღნიშნა, პროპორციული სისტემით არჩევნების დროს, ამომრჩეველი მხარს უჭერს ერთ საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირებული პოლიტიკური გაერთიანებების, მათ შორის საარჩევნო ბლოკების საარჩევნო პარტიულ სიას, რომელიც შეიძლება შედგებოდეს ამავე გაერთიანებების პარტიული წევრების, უპარტიო წევრების ან/და ისეთი პოლიტიკური პარტიის წევრებისაგან, რომლის პარტიაც თავად არ ღებულობს მონაწილეობას არჩევნებში. საარჩევნო პარტიული სია, ცხადია წარმოადგენს მისი წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის მიერ შემუშავებული საარჩევნო პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირთა ერთობას. არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალებს, თავიანთი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად უფლება აქვთ შექმნან საპარლამენტო ფრაქციები.

იმ უმნიშვნელოვანესი გარემოების გათვალისწინებით, რომ პარლამენტის წევრები ვალდებულნი არიან მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში იზრუნონ ისეთი საკანონმდებლო გარემოს შექმნაზე, რომ მაქსიმალურად ყაირათიანად მოხდეს ქვეყნის ბიუჯეტში მობილიზებული თანხების გახარჯვა, საჭიროა ცვლილებების განხორციელება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში.

დღეს მოქმედი ნორმის თანახმად: ერთი პარტიული სიით არჩეულმა ერთი პარტიის წევრებმა შეიძლება შექმნან მხოლოდ 1 ფრაქცია. პარლამენტის წევრს, გარდა მაჟორიტარი პარლამენტის წევრისა, თუ მისი პარტიის წევრებმა შექმნეს ფრაქცია, უფლება არა აქვს, იყოს სხვა ფრაქციის წევრი“.

იმავდროულადფრაქციის შექმნის უფლება აქვს არანაკლებ 6 პარლამენტის წევრს, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა.“     

 როგორც მიხეილ სალუაშვილმა აღნიშნაამგვარი რეგულაცია არის - დაკანონებული ყაჩაღობისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ძარცვის ნათელი მაგალითი, რადგან საარჩევნო ბარიერის გადამლახავ ერთ საარჩევნო სუბიექტს შესაძლებლობა ეძლევა მის მიერ წარდგენილ - საკუთარი პარტიის, უპარტიო ან/და არჩევნებში არმონაწილე პარტიის წევრთა ერთობისაგან შემდგარ საარჩევნო სიაში მყოფ პარლამენტის წევრთა ბაზაზე შექმნილი ფრაქციების მეშვეობით, დამატებითი ფინანსური რესურსების გამოყოფა უზრუნველყოს.

მაგალითად მოიყვანამრეწველებისა და მწვანეებისფრაქცია, რომლებიც შეიქმნა უმრავლესობის შიგნით. ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით, საბიუჯეტო სახსრების ყაირათიანი გახარჯვის მიზნით, მათ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 87- მუხლის მე-3 პუნქტის ცვლილებას. შემდეგი სახით:

„3. ფრაქციის შექმნის წესი:

 

) ერთი პარტიული სიით არჩეულმა პარლამნეტის წევრებმა შეიძლება შექმნან მხოლოდ 1 ფრაქცია;

) ერთ პარტიულ სიაში მყოფმა პარლამენტის მაჟორიტარმა წევრებმა შეიძლება შექმნან მხოლოდ 1 ფრაქცია;

) პარლამენტის წევრს თუ მისი წარმდგენი პარტიული სიის წევრებმა  შექმნეს ფრაქცია უფლება აქვს იყოს მხოლოდ ამ პუნქტის ) და ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული წესით შექმნილი ფრაქციის წევრი;            

) საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ პარლამნეტის მაჟორიტარ დეპუტატად არჩეულ წევრებს უფლება აქვთ შექმნან მხოლოდ 1 ფრაქცია

 

როგორც მიხეილ (გელა) სალუაშვილმა აღნიშნა, საქრთველოს პარლამენტის მიერ საკანონმდებლო წინადადების მიღებისა და რეგლამენტში ზემოაღნიშნული ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, მისი ამოქმედება მიზანშეწონილი და სასურველი იქნება 2020 წლის არჩევნებისათვის.

 

აზრი გამოთქვეს:

ხათუნა გოგორიშვილმა წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ფრაქციის შექმნა-არ-შექმნაზე არაა მიბმული პარტიების დაფინანსება, რამდენი ფრაქციაც არ უნდა შეიქმნას ერთი საარჩევნო სუბიექტის შიგნით, ამით დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ემატება. ფრაქციის შექმნისას გამოიყოფა მხოლოდ ის დამატებითი ხარჯები, რაც რამოდენიმე კაციანი აპარატის ხელფასებისათვის იქნება საჭირო. კვალიფიციური სუბიექტი დაფინანსებას მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ გადალახავს ბარიერს და შექმნის ფრაქციას 

ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, არ ეთანხმება საკანონდებლო წინადადებით წარმოდგენილ იმ რეგულაციას, რომ  „საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ  პარლამენტის დეპუტატად არჩეულ წევრებს მხოლოდ 1 ფრაქციის შექმნის უფლება ექნებათ“. პარტიული სიაში შემავალი კანდიდატებისაგან განსხვავებით, მაჟორიტარობის კანდიდატები პარტიისაგან სრულიად დამოუკიდებელი ინდივიდები არიან და არ შეიძლება ისინი ვაიძულოთ გაერთიანდნენ ერთიანი პოლიტიკური პლატფორმის ქვეშ, რაც ფრაქციის შექმნის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს, ისევე როგორც არ შეიძლება ვაიძულოთ ადამიანები (თუ ავუკრძალავთ ფრაქციის შექმნის უფლებას) რომ ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების შემთხვევაში იყვნენ ერთი ფრაქციის შემადგენლობაში. ორივე ეს მომენტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებულ პოლიტიკური ხედვის თავისუფლებას. ხათუნა გოგორიშვილმა მოიყვანა კონკრეტული მაგალითები როგორც ამჟამინდელი, ისე წარსული საპარლამენტო პრაქტიკიდან

 

გურამ მაჭარაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მართებულად არ მიაჩნია სხვა პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც ერთიან საარჩევნო სიაში შეიყვანეს (ერთ საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირებული პოლიტიკური გაერთიანებების შემთხვევაში), პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში აუკრძალო ფრაქციის შექმნა. როგორი კეთილშობილი მიზანიც არ უნდა ჰქონდეს ამ აკრძალვას (კონკრეტულ შემთხვევაში-საბიუჯეტო თანხების ყაირათიანი ხარჯვა) ის არ შეიძლება მიზანშეწონილი იყოს და განხორციელდეს საქართველოს პარლამენტში, ხელისუფლების საკანონმდებლო შტოში დემოკრატიის ხარისხის შემცირების ხარჯზე.                                      

 როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, ასევე არ ეთანხმება საკანონმდებლო წინადადების  პრინციპს მაჟორიტარებთან დაკავშირებით, რადგან მათ პირდაპირი წესით ირჩევენ ადამიანები, იმის მიუხედავად პარტია წარადგენს მათ თუ საინიციატივო ჯგუფი. ამგვარად, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით განსაზღვრული ცვლილების ინიცირება რეგლამენტში მიზანშეწონილი არ არის.

 

მიხეილ (გელა) სალუაშვილი ნაწილობრივ დაეთანხმა კომიტეტის სხდომაზე გამოთქმულ მოსაზრებებსა და შენიშვნებს

 

გიორგი კახიანმა კენწისყრის წინ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში კომპლექსური ცვლილების პროექტზე, სადაც გათვალისწინებული იქნება აგრეთვე საკანონმდებლო წინადადებაში არსებული თემები ანუ ცვლილებების განხორციელება 87- მუხლში

 

კენჭისყრა:

სხდომის  თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი

ვინ არის მომხრე რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მიღებულად სცნოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების ,,ზვიადის გზა უფლის სახელითმიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება -საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ ?

 

კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი

მომხრე - 0

წინააღმდეგი - 6

საკანონმდებლო წინადადება მიღებულად არ იქნა ცნობილი

 

გადაწყვიტეს:

- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უარყოფილად ცნო საკანონმდებლო წინადადება;

- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტშიცვლილების შეტანის შესახებსაკანონმდებლო წინადადების უარყოფის თაობაზე წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს.

 

გიორგი კახიანი

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 სესილი ძებნიაური

 სხდომის მდივანი  


იხ. http://www.parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/komitetebi/saproceduro-sakitxta-da-wesebis-komiteti-148/komitetis-saqmianoba-saproceduro/komitetis-sxdomebi/sxdomis-oqmi-n1611.page