Print

საქართველოს პარლამენტის დაკომპლექტების საკითხისათვის

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ირაკლი კობახიძეს

საზოფადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 

ღია მიმართვა

საქართველოს პარლამენტის დაკომპლექტების საკითხისათვის

 

ბატონო ირაკლი!

ჩვენს მიერ თქვენდამი მოწერილ ღია მიმართვებში:

1. „საქართველოს ტერიტორიულ სახელმწიფოებრივ მოწყობასთან დაკავშირებით“ [ჩაბ. N522, 12/01-2017];

2. „საქართველოს პარლამენტის მოწყობასთან დაკავშირებით“ [ჩაბ. N523, 12/01-2017]; აგრეთვე

3. „საქართველოს სახელმწიფოებრივ-ტერიტორიული მოწყობის საკითხისათვის“ [ჩაბ. N9685, 10/05-2017] და

4. „საქართველოს პარლამენტში დეპუტატთა რიცხოვნობის საკითხისათვის“ [ჩაბ.N9685, 10/05-2017]

 გადმოცემული წინადადების პარალელურად, გვინდა წარმოგიდგინოთ საკონსტიტუციო კანონპროექტის რამოდენიმე მუხლში ასახულ საკითხთა გადაჭრის მექანიზმი.

 

1. საკონსტიტუციო კანონპროექტის

მე-2 და მე-7 მუხლების თაობაზე

ჩვენს მიერ წარმოდგენილ წინადადებებზე დაყრდნობით [იხ. ღია წერილი: „საქართველოს ტერიტორიულ სახელმწიფოებრივ მოწყობასთან დაკავშირებით“ (ჩაბ. N522, 12/01-2017); და - . „საქართველოს სახელმწიფოებრივ-ტერიტორიული მოწყობის საკითხისათვის“ (ჩაბ. N9685, 10/05-2017)],

და იმის გათვალისწინებით, რომ - ვინაიდან, ამ ეტაპზე უკვე დამკვიდრებული - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის“ სახელდების ფონზე, მკაცრად არ არის განსაზღვრული - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დასახელებისა და მათი უფლებამოსილებათა საკითხები, სასურველი იქნება, კონსტიტუციურ ჩანაწერში საქართველოს სახელმწიფოებრივ-ტერიტორიული მოწყობის შემცველი ინფორმაციის დაფიქსირებისას, ზოგადი მინიშნებითი ფორმის ასახვით შემოვიფარგლოთ,

შესაბამისად, გთავაზობთ, რომ:

1. . საკონსტიტუციო კანონპროექტში არსებული ჩანაწერი: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა“, შეიცვალოს ფრაზით: „აფხაზეთის მხარე“, და  საკონსტიტუციო კანონპროექტის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის მხარეშიაგრეთვე აფხაზური. სახელმწიფო ენა დაცულია ორგანული კანონით.“;

 

 2. საკონსტიტუციო კანონპროექტის მე-7 მუხლში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

- პირველი პუნქტი განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველო, სახელმწიფოებრივ-ტერიტორიული მოწყობის მხრივ,  წარმოადგენს ასიმეტრიულ უფლებათა მქონე სამხარეო პრინციპზე აგებულ უნიტარულ სახელმწიფოს.“;

- კანონპროექტის ამჟამინდელი პირველ პუნქტს მიენიჭოს მე-2 რიგითი ნომერი;

- კანონპროექტის ამჟამინდელი მე-2 პუნქტს მიენიჭოს მე-3 რიგითი ნომერი, და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა და საქართველოს სახელმწიფოებრივ-ტერიტორიული ერთეულების უფლებამოსილებების გამიჯვნისა და მათი განხორციელების წესი განისაზღვრება, სრული ურთიერთ თანხმობის პრინციპზე დაყრდნობით შემუშავებული, საქართველოს კონსტიტუციური კანონებით, რომლებიც კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია.“;  

- კანონპროექტის ამჟამინდელი მე-4 პუნქტი დარჩეს წარმოდგენილი რედაქციით;

 

2. საკონსტიტუციო კანონპროექტის

37-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების რედაქციის თაობაზე

როგორც მოგეხსენებათ, დღეის მდგომარეობით საქართველო დაყოფილია შემდეგ მხარეებად: აფხაზეთი [ავტონომია], აჭარ [ავტონომია], გურია, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო და ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი, ჩრდილო ქართლი [ცხივალის რეგიონი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ].

ქ. თბილისი წარმოადგენს ცალკე ერთეულს.

მიზეზთა გამო: ერთის მხრივ ქ. თბილისისა და მეორეს მხრივ ქვეყნის ცალკეული სამხარეო ერთეულებისაგან განსხვავებით, საქართველოს განუყოფელ ნაწილებს - აფხაზეთის, აჭარის და ჩრდილო ქართლს [ცხინვალის რეგიონის] მხარეებისათვის, ქართულ სამართლებრივ სივრცეში განსხვავებული უფლებამოსილებები უნდა იქნეს გათვალისწინებული.

 

გარდა ამისა, თუ გამოვალთ საკონსტიტუციო კანონპროექტის - მუხლი 8. სახელმწიფოს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა“-ში დაფიქსირებული შინაარსიდან, უნდა გავითვალისწინებთ, რომ ეკლესიის სამოციქულო მოღვაწეობის სულიერი ბუნება თავისთავად გამორიც-ხავს მის უშუალო მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში, მაგრამ პოლიტიკური სისტემიდან ეკლესიის გამოყოფა არ უნდა ნიშნავდეს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთგათიშვას. სახელმწიფო და ეკლესია არ უნდა ერეოდნენ ურთიერთის საქმიანობაში, მათ ერთობლივად უნდა უზრუნველყონ საერო და საეკლესიო ცხოვრების მთლიანობა.

აღნიშნული გარკვეულწილად ეხება საქართველოს სახელმწიფოს მიერ, ჩვენს ქვეყანაში მოქმედ იმ ოთხ ძირითად რელიგიურ მიმდინარეობას, რომელთა მიმართაც საქართველოს ბიუჯეტით გარკვეული ტიპის დაფინანსების გამოყოფაა გათვალისწინებული.

ზემოთქმული უნდა აისახოს საქართველოს პარლამენტის სტრუქტურული შემადგენლობისა და მათი დაკომპლექტების წესის განმსაზღვრელ დებულებებში. კერძოდ:

როგორც მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო კანომპროექტით გათვალისწინებულია, რომ - „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნის შემდეგ პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი... [მუხლი 37,1]

ჩვენი შემოთავაზებაა, რომ:

1. შემოტანილი იქნეს საქართველოს პარლამენტის პალატათა არსის გადმომცემი შემდეგი რედაქცია: „წარმომადგენელთა და მხარეთა პალატა“;

 

2. მხარეთა პალატა დაკომლექტდეს, ერთის მხრივ: საქართველოს ტერიტორიულ ერთეულებში მაჟორიტარული სისტემით არჩეული საერო და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ქვოტით განსაზღვრული სასულიერო წევრებისა, და, მეორეს მხრივ: ქვეყნის ბიუჯეტიდან დაფინანსებული, საქართველოში მოქმედი ოთხი ძირითადი ეკლესიის წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 5 სასულიერო წევრისაგან.

მხარეთა პალატაში დეპუტაები შემდეგ წესზე დაყრდნობით იქნებიან წარმოდგენილნი:

- ქ. თბილისში მაჟორიტარული წესით აირჩევა - 5 დეპუტატი;

- აფხაზეთის, აჭარისა და ჩრდილო ქართლის [ცხინვალის რეგიონი] მხარეებიდან, მაჟორიტარული წესით აირჩევა ორ-ორი დეპუტატი, სულ - 6 დეპუტატი;

- გურიის, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო და ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის მხარეებიდან მაჟორიტარული წესით აირჩევა თითო დეპუტატი, სულ - 9 დეპუტატი.

 - საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ დადგენილი საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ეპარქიებიდან მაჟორიტარული სისტემით  არჩეული 15 სასულიერო პარლამენტის წევრი;

- საქართველოს პრეზიდენტის მიერ, საქართველოში მომქმედი ოთხი რელიგიური გაერთიანების მიერ წარდგენილ კანდიდატთაგან დაინიშნება მხარეთა პალატის 5 სასულიერო წევრი, კერძოდ:

1. ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციიდან - 1;

2. „იუდაური  თემი საქართველოში“-დან - 1;

3. საქართველოს სუნიტთა რელიგიური საბჭოდან - 1;

4. საქართველოს შიიტთა რელიგიური საბჭოდან - 1;

5. სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიაიდან -1.

მთლიანობაში მხარეთა პალატაში იქნება - 40 დეპუტატი.

 

3. კონსტიტუციური ჩანაწერით, წინასწარ განისაზღვრება, რომ:

- მხარეთა პალატის თავმჯდომარე გახდება: აფხაზეთის მხარის დედაქალაქში მაჟორიტარული წესით არჩეული საერო დეპუტატი;

- მხარეთა პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იქნება: მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან მაჟორიტარული წესით არჩეული სასულიერო პარლამენტის წევრი;

- მხარეთა პალატის თავმჯდომარის თითო მოადგილის თანამდებობას დაიკავებს აჭარისა და ჩრდილო ქართლის [ცხინვალის რეგიონის] მხარის დედაქალაქებიდან მაჟორიტარული წესით არჩეული საერო დეპუტატი.

 

4. სხვა ქვეყნებში მოსახლეობის ოდენობისა და უმაღლეს საკანონდებლო ორგანოში დეპუტატთა რიცხოვნობის პროპორციის გათვალისწინებით, სასურველის რომ საქართველოს პარლამენტის საერთო რიცხვი - 100 დეპუტატით განისაზღვროს.

შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ზემოთქმულის თანახმად - საქართველოს პარლამენტის მხარეთა პალატა 40 დეპუტატს მოითვლის, მაშინ - საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატაში წარმოდგენილი იქნება პროპორციული წესით არჩეული 60 დეპუტატი. 

ბატონო ირაკლი!

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო კანონპროექტის 37-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნის შემდეგ პარლამენტის შემადგენლობაში იქნება წარმომადგენელთა და მხარეთა პალატა;

ა) წარმომადგენელთა პალატა შედგება პროპორციული წესით არჩეული 60 წევრებისაგან.

) მხარეთა პალატაში შედის, შემდეგ წესზე დაყრდნობით წარმოდგენილი, 40 დეპუტატი:

- ქ. თბილისის მოსახლეობა მაჟორიტარული სისტემით ირჩევს პარლამენტის მხარეთა პალატის ხუთ საერო პარლამენტის წევრ.

- აფხაზეთის, აჭარისა და ჩრდილო ქართლის [ცხინვალის რეგიონი] მხარის მოსახლეობა მაჟორიტარული სისტემით ირჩევს პარლამენტის მხარეთა პალატის ორ-ორ საერო პარლამენტის წევრ.

- გურიის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და შიდა ქართლის მხარეტა მოსახლეობა მაჟორიტარული სისტემით ირჩევს პარლამენტის მხარეთა პალატის თითო საერო პარლამენტის წევრ.

- საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ დადგენილი საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ეპარქიებიდან მაჟორიტარული სისტემით  არჩეული 15 სასულიერო პარლამენტის წევრი, და

- საქართველოს პრეზიდენტის მიერ, საქართველოში მომქმედი შემდეგი რელიგიური გაერთიანების მიერ წარდგენილ კანდიდატთაგან დანიშნული 5 სასულიერო წევრი:

- ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციიდან - 1;

- „იუდაური  თემი საქართველოში“-დან - 1;

- საქართველოს სუნიტთა რელიგიური საბჭოდან - 1;

- საქართველოს შიიტთა რელიგიური საბჭოდან - 1;

- სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიაიდან -1.

გ) მხარეთა პალატის თავმჯდომარე გახდება: აფხაზეთის მხარის დედაქალაქში მაჟორიტარული წესით არჩეული საერო დეპუტატი;

დ) მხარეთა პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იქნება: მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან მაჟორიტარული წესით არჩეული სასულიერო პარლამენტის წევრი;

ე) მხარეთა პალატის თავმჯდომარის თითო მოადგილის თანამდებობას დაიკავებს აჭარისა და ჩრდილო ქართლის [ცხინვალის რეგიონის] მხარის დედაქალაქებიდან მაჟორიტარული წესით არჩეული საერო დეპუტატი.

ვ) საქართველოს პარლამენტის პალატების შემადგენლობას, უფლებამოსილებასა და არჩევის წესს განსაზღვრავს ორგანული კანონი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების შექმნამდე პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული 100 პარლამენტის წევრისაგან.“.

 

3. საკონსტიტუციო კანონპროექტის

37-ე მუხლის მე-6 პუნქტის რედაქციის თაობაზე

აღნიშნულის თაობაზე ჩვენი შემოთავაზების არსი ემყარება, საქართველოს პარლამენტში პროპორციული წესით დეპუტატთა არჩევის ახლებური პრინციპის განსაზღვრას. კერძოდ, არჩევნების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკური სპექტრის საქართველოს პარლამენტში მაქსიმალურად ასახვის მიზნით, გთავაზობთ, რომ:

1. გაუქმებულ იქნეს პროპორციული წესით პარლამენტის სადეპუტატო მანდატის მოსაპოვებლად დადგენილი 5%-იანი საარჩევნო ბარიერი;

2. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, ანუ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნამდე, საქართველოს პარლამენტის 100 წევრის, მხოლოდ პროპორციული წესით დაკომპლექტება მოხდეს შემდეგი წესით:

პოლიტიკური პარტიების მიერ, პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობის პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით მოპოვებული, საქართველოს პარლამენტის მანდატების რაოდენობა ასეთი იქნება:

[1 – 1,99] %-ი ხმების მოპოვების შემთხვევაში, პოლიტიკური პარტია მიიღება - 1 მანდატს;

[2 – 2,99] %-ი ხმების მოპოვების შემთხვევაში, პოლიტიკური პარტია მიიღება - 2 მანდატს;

[3 – 3,99[ %-ი ხმების მოპოვების შემთხვევაში, პოლიტიკური პარტია მიიღება - 3 მანდატს; და ა.შ., ანუ

საპარლამენტო მანდატების რაოდენობის განმსაზღვრელი იქნება - პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობის პროცენტული რიცხვითი მაჩვენებლის მთელი ნაწილი.

ამასთან, გთავაზობთ, რომ - სხვადასხვა პარტიის მიერ მიღებული, ამომრჩეველთა ხმების პროცენტების მთელი რიცხვითი ნაწილის ზემოთ არსებული მაჩვენებლის ჯამური სიდიდის გათვალისწინებით დაგროვებული გაუნაწილებელ მანდატები, გადაეცეს იმ პოლიტიკურ პარტია, რომელ, პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში, მიღებული ხმების რაოდენობის ყველაზე მეტ პროცენტულ მაჩვენებელს მიიღებს.

 

3. აქვე გთავაზობთ, რომ - მიღებული საპარლამენტო მანდატების რაოდენობის მიუხედავად, ე.წ. „კვალიფიციური პარტიის“ სტატუსი მიენიჭოს და, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება განესაზღვროს მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც - მთელ ქვეყანაში პროპორციული სისტემით ჩატარებულ საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3% ან 3%-ზე მეტ (ხმათა რაოდენობას.

 

ბატონო ირაკლი!

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით გთავაზობთ, რომ, კონსტიტუციური კანონპროექტის 37-ე მუხლის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული საპარლამენტო მანდატების რაოდენობა ტოლია  - პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობის პროცენტული რიცხვითი მაჩვენებლის მთელი ნაწილისა. პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული, ამომრჩეველთა ხმების პროცენტების მთელი რიცხვითი ნაწილის ზემოთ არსებული მაჩვენებლის ჯამური სიდიდის გათვალისწინებით დაგროვებულ გაუნაწილებელ მანდატებს მიიღებს პოლიტიკურ პარტია, რომელმა, ყველაზე მეტი ხმა მიიღო.“.

 

დასკვნის მაგიერ

წინამდებარე ღია წერილში წარმოდგენილ წინადადებებზე დაყრდნობით, საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებულ კონსტიტუციური კანონპროექტის მე-2, მე-7 და 37-ე მუხლებში შესატანი ცვლილებების ზოგადი სურათი ასეთ საბოლოო სახეს ღებულობს:

 

1. საკონსტიტუციო კანონპროექტის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის მხარეშიაგრეთვე აფხაზური. სახელმწიფო ენა დაცულია ორგანული კანონით.“;

 

2. საკონსტიტუციო კანონპროექტის მე-7 მუხლში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

- პირველი პუნქტი განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველო, სახელმწიფოებრივ-ტერიტორიული მოწყობის მხრივ,  წარმოადგენს ასიმეტრიულ უფლებათა მქონე სამხარეო პრინციპზე აგებულ უნიტარულ სახელმწიფოს.“;

- კანონპროექტის ამჟამინდელი პირველ პუნქტს მიენიჭოს მე-2 რიგითი ნომერი;

- კანონპროექტის ამჟამინდელი მე-2 პუნქტს მიენიჭოს მე-3 რიგითი ნომერი, და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა და საქართველოს სახელმწიფოებრივ-ტერიტორიული ერთეულების უფლებამოსილებების გამიჯვნისა და მათი განხორციელების წესი განისაზღვრება, სრული ურთიერთ თანხმობის პრინციპზე დაყრდნობით შემუშავებული, საქართველოს კონსტიტუციური კანონებით, რომლებიც კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია.“;  

- კანონპროექტის ამჟამინდელი მე-4 პუნქტი დარჩეს წარმოდგენილი რედაქციით.“;

 

3. საკონსტიტუციო კანონპროექტის 37-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნის შემდეგ პარლამენტის შემადგენლობაში იქნება წარმომადგენელთა და მხარეთა პალატა;

ა) წარმომადგენელთა პალატა შედგება პროპორციული წესით არჩეული 60 წევრებისაგან.

) მხარეთა პალატაში შედის, შემდეგ წესზე დაყრდნობით წარმოდგენილი, 40 დეპუტატი:

- ქ. თბილისის მოსახლეობა მაჟორიტარული სისტემით ირჩევს პარლამენტის მხარეთა პალატის ხუთ საერო პარლამენტის წევრ.

- აფხაზეთის, აჭარისა და ჩრდილო ქართლის [ცხინვალის რეგიონი] მხარის მოსახლეობა მაჟორიტარული სისტემით ირჩევს პარლამენტის მხარეთა პალატის ორ-ორ საერო პარლამენტის წევრ.

- გურიის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და შიდა ქართლის მხარეთა მოსახლეობა მაჟორიტარული სისტემით ირჩევს პარლამენტის მხარეთა პალატის თითო საერო პარლამენტის წევრ.

- საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ დადგენილი საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ეპარქიებიდან მაჟორიტარული სისტემით  არჩეული 15 სასულიერო პარლამენტის წევრი, და

- საქართველოს პრეზიდენტის მიერ, საქართველოში მომქმედი შემდეგი რელიგიური გაერთიანების მიერ წარდგენილ კანდიდატთაგან დანიშნული 5 სასულიერო წევრი:

- ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციიდან - 1;

- „იუდაური  თემი საქართველოში“-დან - 1;

- საქართველოს სუნიტთა რელიგიური საბჭოდან - 1;

- საქართველოს შიიტთა რელიგიური საბჭოდან - 1;

- სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიაიდან -1.

გ) მხარეთა პალატის თავმჯდომარე გახდება: აფხაზეთის მხარის დედაქალაქში მაჟორიტარული წესით არჩეული საერო დეპუტატი;

დ) მხარეთა პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იქნება: მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან მაჟორიტარული წესით არჩეული სასულიერო პარლამენტის წევრი;

ე) მხარეთა პალატის თავმჯდომარის თითო მოადგილის თანამდებობას დაიკავებს აჭარისა და ჩრდილო ქართლის [ცხინვალის რეგიონის] მხარის დედაქალაქებიდან მაჟორიტარული წესით არჩეული საერო დეპუტატი.

ვ) საქართველოს პარლამენტის პალატების შემადგენლობას, უფლებამოსილებასა და არჩევის წესს განსაზღვრავს ორგანული კანონი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების შექმნამდე პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული 100 პარლამენტის წევრისაგან.“;

 

4. კონსტიტუციური კანონპროექტის 37-ე მუხლის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული საპარლამენტო მანდატების რაოდენობა ტოლია  - პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობის პროცენტული რიცხვითი მაჩვენებლის მთელი ნაწილისა. პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული, ამომრჩეველთა ხმების პროცენტების მთელი რიცხვითი ნაწილის ზემოთ არსებული მაჩვენებლის ჯამური სიდიდის გათვალისწინებით დაგროვებულ გაუნაწილებელ მანდატებს მიიღებს პოლიტიკურ პარტია, რომელმა, ყველაზე მეტი ხმა მიიღო.“.

 

 არჩევანი - თქვენზეა.

ღმერთმა მოგცეთ მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი.

პატივისცემით

 

საზოფადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

2017 წ. 16 მაისი

 

წერილის ჩაბ. N10 107,

16. 05. 2017 წ.