Print

N 6 [38]-ე საკანონმდებლო წინადადება - უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და შეკრების ვადები

ჩაბ. №1784

11 სექტემბერი, 2017 წ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

 ბატონ ირაკლი კობახიძეს

N28 საარჩევნო გაერთიანების:

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო ირაკლი!

ვითვალისწინებთ რა, რომ - საკანონმდებლო სივრცეში მეტ-ნაკლებად უკვე გამოიკვეთა საქართველოში - საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების დანიშვნის პირობითი ვადები,

სახელისუფლო რესურსის ოპტიმალურად გამოყენებისა და წინასაარჩენო პროცესზე სათანადო რეაგირების მიზნით, საჭიროდ მიგვაჩნია გადაიხედოს, საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და შეკრების  ვადები. შესაბამისად:

 ვეყრდნობით რა - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებებს, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: „საქართველოს კანონი - საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში  ცვლილების შეტანის შესახებ“.   

 

დანართი:

1. კანონპროექტი: „საქართველოს კანონი - საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში  ცვლილების შეტანის შესახებ“   - 3 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ -  10 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით

 

N28 საარჩევნო გაერთიანების:

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

თბილისი,  2017 წლის 11 სექტემბერი

ტელ.: 5 (91) 63-63-36

ელ. ფოსტა -  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს ორგანულ კანონში

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“

ცვლილების შეტანის შესახებ“

 

მუხლი 1.

საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020. 04.001.016032)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. 48-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. უწყებათაშორისი კომისია მორიგი საერთო არჩევნების შემთხვევაში იქმნება არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 აგვისტოსი, ხოლო საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე, შუალედური ან ხელახალი არჩევნების, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე ან ხელახალი არჩევნების შემთხვევაშიარჩევნების დანიშვნიდან 3 დღის ვადაში“.

5. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის წესი - კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. უწყებათაშორისი კომისია იკრიბება კომისიის თავმჯდომარის მოწვევით, საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 2 კვირაში ერთხელ, ხოლო ამ კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) დაწყების შემდეგ  − კვირაში ერთხელ მაინც

მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი:

„საქართველოს ორგანულ კანონში

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“

ცვლილების შეტანის შესახებ“

  განმარტებითი ბარათი

 

თავი პირველი

დღეისათვის მოქმედ არჩევნების საკითხების დამარეგულირებელ საკანონმდებლო სივრცეში, სათანადოდაა გამოკვეთილი საქართველოში - საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების დანიშვნის ვადები, კერძოდ:

1995 წლის რედაქციის, „საქართველოს კონსტიტუციის“ მიხედვით:

- „პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა“ [მუხლი 50,21]; ხოლო

- „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულე-ბელი ორგანოების შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით...“ [მუხლი 1011,1];

- .“პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში . არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღის“ [მუხლი 70,9];

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს მიხედვით - : ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, თვითმმართველი ქალაქის მერის და თვითმმართველი თემის გამგებლის მორიგი არჩევნები ტარდება შესაბამისი ბოლო არჩევნებიდან სრული 3 წლის გასვლის შემდეგ, მე-4 წლის ოქტომბერში... მორიგ არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, საკრებულოს, მერის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 60 დღით ადრე: [მუხლი 133,1-2].

როგორც მოგეხსენებათ, 2017 წ. ივლისში განხორციელებული ცვლილების შედეგად, ახლებურად დარეგულირდა - წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების ვადები. კერძოდ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს თანახმად:

„ წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე. პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები ამ კანონით დადგენილი წესით“ [მუხლი 45,1].

ამდენად, წინასაარჩევნო კამპანიის [აგიტაციის] დაწყების დრო. ადრე არსებული არჩევნების/რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტის ამოქმედების ვადიდან ათვლის ნაცვლად, უკვე -„კენჭისყრის დღემდე 60 დღითგანისაზღვრა.

შესაბამისად, მოქმედმა საკანონმდებლო რეჰულაციამ, საბოლოოდ გამოკვეთა, უშუალოდ, წინასაარჩევნო კამპანიის [აგიტაციის] დაწყებასთან დაკავშირებული, როგორც - საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩევნების დანიშვნის დრო [„უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 60 დღით ადრე“], ასევე - საარჩევნო პერიოდის ამოქმედების ვადაც, კერძოდ - „კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე“ დროითი მონაკვეთი.

ზემოთქმულზე დაყრდნობით, თუ გავითვალისწინებთ, კანონმდებლობით - ოქტომბრის თვეზე ორიენტირებულ, როგორც, უკვე ჩატარებული  - საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების თარიღს [შესაბამისად - 27 ოქტომბერი და 8 ოქტომბერი], ასევე 2017 წ. 21 ოქტომბერს დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების თარიღებს, თავისთავად იკვეთება, უკვე აღნიშნული - :კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე „წინასაარჩევნო  კამპანიის [აგიტაციის]“ სავარაუდო დაწყების ქვედა მიჯნა - საარჩევნო წლის არაუგვიანეს აგვისტოს თვის მეორე ნახევარი. 

არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისათვის „წინასაარჩევნო  კამპანიის [აგიტაციის]“  თანაბარ პირობებში ჩატარების უზრუნველსაყოფად, კერძოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლო შემთხვევების მაქსიმალურად გამორიცხვის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“-ს, „მუხლი 48. წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვა“-ში,  კერძოდ ვკითხულობთ:

1. ამ კანონის 45- მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება...

3. საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან იქმნება უწყებათაშორისი კომისია.

7. უწყებათაშორისი კომისია იხილავს საკითხებს, რომელიც უკავშირდება საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, აგრეთვე დარღვევის შესახებ ინფორმაციას...[მუხლი 48,1; 3; 7].

 

ამდენად, „უწყებათაშორისი კომისიის“ შექმნის მთავარი მიზანია: საჯარო მოსამსახურეების მიერ, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირება.

და, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მოქმედი კანონმდებლობით, თავად ეს - „წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდი“ იწყება „არჩევნებამდე 60 დღით ადრე“, რომელიც არაუადრეს საარჩევნო წლის აგვისტოს თვის მეორე ნახევრიდან დაიწყებს დროის ათვლას.

 

ამიტომ, ბუნებრივი იქნება, რომ, საარჩევნო კანონმდებლობით, თავად ამ „უწყებათაშორისი კომისიის“ შექმნის ვადაც, „წინასაარჩევნო კამპანიის“ დაწყების დროზე იყოს ორიენტირებული.

დღეს მოქმედი საკანონმდებლო ნორმის თანახმად - 4. უწყებათაშორისი კომისია მორიგი საერთო არჩევნების შემთხვევაში იქმნება არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 ივლისისა, ხოლო საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე, შუალედური ან ხელახალი არჩევნების, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე ან ხელახალი არჩევნების შემთხვევაშიარჩევნების დანიშვნიდან 3 დღის ვადაში.

5 უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის წესიკომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. უწყებათაშორისი კომისია იკრიბება კომისიის თავმჯდომარის მოწვევით, საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 2 კვირაში ერთხელ, ხოლო საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგკვირაში ერთხელ მაინც.[მუხლი 48,4-5].

 

ჩვენი შემოთავაზებაც, სწორედ ამ საკითხის დარეგულირებას ითვალისწინებს. კერძოდ - სახელისუფლო რესურსის ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, საჭიროდ მიგვაჩნია გადაიხედოს, საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული  უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და შეკრების ვადები.

 

წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს გთავაზობთ, რომ:

1. კანონში არსებული ჩანაწერი - „არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 ივლისისა“, შეიცვალოს შემდეგი ფორმულირებით - „არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 აგვისტოსი“.

შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:

4. უწყებათაშორისი კომისია მორიგი საერთო არჩევნების შემთხვევაში იქმნება არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 აგვისტოსი, ხოლო საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე, შუალედური ან ხელახალი არჩევნების, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე ან ხელახალი არჩევნების შემთხვევაშიარჩევნების დანიშვნიდან 3 დღის ვადაში“.

კანონით გათვალისწინებულ „წინასაარჩევნო პერიოდის [აგიტაციის]| დაწყების ვადასთან ახლო დროზე გათვლილი „უწყებათაშორისი კომისიის“ შექმნა და მისი, კანონით განსაზღვრული მიზნით ფუნქციონირება,, ვფიქრობთ, მაქსიმალურად შეამცირებს სახელისუფლო რესურსის არასათანადოდ გამოყენებით გამოწვეულ [დროით თუ ფინანსურ] ხარჯებს.

 

2. საარჩევნო კოდექსის დღეს მოქმედი ნორმა [მუხლი 48,5], კომისიის შეკრების პერიოდულობას აკავშირებს საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადებთან.

ტერმინ: „საარჩევნო სუბიექტების“ განმარტება მოქმედი კანონმდებლობით ასეთია - „საარჩევნო სუბიექტიშესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული პარტია, საარჩევნო ბლოკი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატი, საჯარო ხელისუფლების თანამდებობის კანდიდატი[მუხლი 2-რ].

თავის მხრივ, არჩევითი ორგანოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა, ზოგ შემთხვევაში - არჩევნებამდე 30-ე დღეს [იხ. -  მუხლი 100,1; მუხლი 116,10; 144,2]; ხოლო შესაძლო ხარვეზის აღმოფხვრის ვადების გათვალისწინებით [იხ. - მუხლი 145,1-2] - არჩევნებამდე, მაქსიმუმ 23-ე დღეს შეიძლება დამთავრდეს.

მოქმედი კანონმდებლობით, სწორედ ამ ვადის შემდეგ, კომისიის 2 კვირაში ერთხელ შეკრების ვალდებულება, იცვლება - ყოველკვირეული შეკრების მოთხოვნით.

ამ დროისათვის კი, როგორც ზემოთაც ვნახეთ, კანონის თანახმად განსაზღვრული წინასაარჩევნო კამპანიის 60 დღიანი ვადის ნახევარზე მეტი უკვე გასულია.

შესაბამისად, კომისია მოკლებულია შესაძლებლობას, შესაბამისი დროულობით მოახდინოს კანონით მისთვის დაკისრებული მოვალების შესრულება.

ყოველივე თქმულიდან გამომდინარე გთავაზობთ, რომ კომისიის შეკრების პერიოდულობა, დღეს მოქმედი საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადების სანაცვლოდ, დაუკავშირდეს ამ კანონით განსაზღვრულ - წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) დაწყების 60 დღიან ვადას.

შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:

„5. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის წესი - კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. უწყებათაშორისი კომისია იკრიბება კომისიის თავმჯდომარის მოწვევით, საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 2 კვირაში ერთხელ, ხოლო ამ კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) დაწყები შემდეგ  − კვირაში ერთხელ მაინც“.

 

თავი მეორე

ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მოქმედი ის ერთადერთი  გაერთიანებაა, რომელიც პოლიტიკური ასპექტების პარალელურად, საქართველოს სულიერ მისიასთან დაკავშირებული იმ საკითხების კვლევითაა დაკავებული, რომელიც ბოლო ჟამის თემატიკას ეხება.

ბიბლიური მინიშნებიდან გამომდინარე, ამჟამად, ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს ბოლო ჟამის ე.წ. მხილებისეული ეტაპი. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს, არა მარტო ქვეყნის წინაშე მდგარი სხვადასხვა ხარისხის მქონე ამა თუ იმ პრობლემის გამოვლენას, არამედ მათი მოგვარების კონკრეტული მექანიზმისა თუ მოდელის შემუშავებას.

 

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციით - საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს“ [მუხლი 48].

ზემოთქმულიდან გამომდინარე:

ვითვალისწინებთ რა მაცხოვრისეულ მინიშნებას: „რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22]; და

ვეყრდნობით რა პავლე მოციქულის შეგონებას: „... რასაც უნდა იქმოდეთ, სიტყვით თუ საქმით, იქმოდეთ მას უფლის იესუს სახელით, რათა ჰმადლობდეთ მის მიერ ღმერთსა და მამას" [კოლ. 3,17],

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მომავალი გუნდი, კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება-მოსილებისა და ბიბლიით გამოკვეთილი - მხილებისეული ეტაპის მოთხოვნებიდან გამომდინარე, წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებაში გთავაზობთ, ჩვენის აზრით, ქვეყნის წინაშე მდგარი კონკრეტული საკითხის მოგვარების ჩვენეულ მექანიზმს.

 

ამასთანავე, ვაცნობიერებთ რა, რომ, დღეის მდგომარეობით, გადაწყვეტილების მიღების მთავარი ბერკეტი თქვენი პილიტიკური გუნდის ხელშია, ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია: მოვიდეთ და გითხრათ; არჩევანი - თქვენზეა!

და ბოლოს, მოახლოებული განკითხვის დღის წინარე ეტაპზე, თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულებითი მისიიდან გამომდინარე, საჭიროა გვახსოვდეს, რომ:

კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები[მათე 12,35-37].

დე, ღმერთმა მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი...

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „საქართველოს კანონი - საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში  ცვლილების შეტანის შესახებ“  ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე;

N28 საარჩევნო  გაერთიანების: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ თავმჯდომარე;

 

კანონპროექტის ინიციატორი   

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „საქართველოს კანონი - საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში  ცვლილების შეტანის შესახებ“, ინიციატორია N28 სარჩევნო  გაერთიანება: „ზვიადის გზა - უფლის სახელი“, საინიციატივო ჯგუფი:

არუდაშვილი ნანა, ბაიაშვილი თინათინი,  ბაიაშვილი სოლომონი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გაგუა თინათინი, გოგლიძე ანგი [კაკო], გოხელაშვილი ნათელა, ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა,

თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, თაქთაქიშვილი ალექსანდრე, კობახიძე ლეილა, კოდელაშვილი ნანა, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, ნათელაძე ბეჟანი,

ოდიშვილი მანანა, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი, სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, ქოჩიაშვილი ელგუჯა, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი,

ჩაჩიბაია რამაზი, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ხალვაში ნარგიზა, ხრიკული ეკატერინე, ჯაფარიძე რომული, ჯიქია დინა [დიანა]...