Print

N 7 [39]-ე საკანონმდებლო წინადადება - საჯარო რეესტრის მიერ ამონაწერის გაცემის ვადები

ჩაბ. №1784

25 სექტემბერი, 2017 წ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

 ბატონ ირაკლი კობახიძეს

N28 საარჩევნო გაერთიანების:

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო ირაკლი!

ვითვალისწინებთ რა, რომ - პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო სუბიექტებად დარეგისტრირებისათვის ცესკოში შესაბამისი დოკუმენტაციის წარსადგენად კანონით გათვალისწინებული ვადები, გარკვეულ ოპტიმიზაციას საჭიროებს; და

 ვეყრდნობით რა - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებებს, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: „საქართველოს კანონი - საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში  ცვლილების შეტანის შესახებ“.   

 

დანართი:

1. კანონპროექტი: „საქართველოს კანონი - საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში  ცვლილების შეტანის შესახებ“   - 3 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ -  6 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით

 

N28 საარჩევნო გაერთიანების:

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

  თავმჯდომარე,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

თბილისი,  2017 წლის 25 სექტემბერი

ტელ.: 5 (91) 63-63-36

ელ. ფოსტა -  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. "

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს ორგანულ კანონში

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“

ცვლილების შეტანის შესახებ“

 

მუხლი 1.

საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020. 04.001.016032)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 113-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ცესკოსთვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო  10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით, და საქართველოს პარლამენტში წარმომადგენლის ყოლის დამადასტურებელი საბუთი (ასეთი წარმომადგენლის ყოლის შემთხვევაში). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ამონაწერის გაცემა ხდება, შესაბამისი განცხადების  მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. პარტიის რეგისტრაციის მომენტისათვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერის მონაცემების ნამდვილობის გადამოწმების/დადასტურების მიზნით, ეს სააგენტო ცესკოს უზრუნველყოფს ელექტრონული მონაცემების ბაზებზე წვდომის და გადამოწმების შესაძლებლობით“;

2. 142-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ცესკოსთვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის / წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ამონაწერის გაცემა ხდება, შესაბამისი განცხადების  მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. პარტიის რეგისტრაციის მომენტისათვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერის მონაცემების ნამდვილობის გადამოწმების/დადასტურების მიზნით, ეს სააგენტო ცესკოს უზრუნველყოფს ელექტრონული მონაცემების ბაზებზე წვდომის და გადამოწმების შესაძლებლობით“.

 

მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი:

„საქართველოს ორგანულ კანონში

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“

ცვლილების შეტანის შესახებ“

  განმარტებითი ბარათი

 

პირველი თავი

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის თანახმად:

„1. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტია მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს:

) პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57- დღისა, თუ მას არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში;

ანალოგიური ვადებია გათვალისწინებული, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 142-ე მუხლის თანახმადაც:

1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტია/საარჩევნო ბლოკი მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს:

ა) საკრებულოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა...“;

 

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შემდეგ [26. 07. 2017 წ.], ამავე კანონის 113-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 142-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად“

განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ცესკოსთვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის / წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით. პარტიის რეგისტრაციის მომენტისათვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერის მონაცემების ნამდვილობის გადამოწმების/დადასტურების მიზნით, ეს სააგენტო ცესკოს უზრუნველყოფს ელექტრონული მონაცემების ბაზებზე წვდომის და გადამოწმების შესაძლებლობით“.

 

როგორც მოგეხსენებათ, კანონმდებლობით - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, პოლიტიკური გაერთიანების წესდებაში შეტანილი ცვლილებების დასარეგისტრირებლად 1 თთვიანი ვადა აქვს დადგენილი; ხოლო დანარჩენ შემთხვევებში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან ამონაწერის გაცემისათვის, მაქსიმუმ  - 10 სამუშაო დღე [ორი კვირა] აქვს განსაზღვრული.

 

არჩევნებში მინაწილეობის უფლების მისაღებად კანონით განსაზღვრული ვადების დაცვის თვალსაზრისით,, პოლიტიკურ სუბიექტებს შეიძლება შეექმნეთ გარკვეული პრობლემები; კერძოდ საჭირო იქნება ერთმანეთთან თანხვედრაში იყოს:

 

1. საარჩევნო რეგისტრაციი მისაღებად განცხადების წარდგენის დრო [თუ არჩევნების დანიშვნის თაობაზე სამართლებრივი აქტი გამოიცა არჩევნებამდე 60 დღით ადრე, მაშინ კანონით განსაზღვრული „არა უგვიანეს 57-ე დღისა“, მხოლოდ სამდღიან ვადას განსაზღვრავს];

2. ხსენებული განცხადების წარდგენამდე -„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ცესკოსთვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის / წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით. პარტიის რეგისტრაციის მომენტისათვის გაცემის თარიღი; და

3. ამდაგვარი ამონაწერის ასაღებად, -„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განსაზღვრული, ან - 1 თვეზე, ან - 10 სამუშაო დღეზე [ორ კვირაზე]  გათვლილი წესი.

 

2017 წ. 21 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიების საარჩევნო რეგისტრაციის პროცესში შესაძლო წინააღმდეგობათა გამორიცხვის მიზნით, 2017 წ. 14 აგვისტოს გამართულ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებულ „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“ უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე, განხილულ იქნა ამ საკითხის მოგვარების მიზნით შემუშავებული შემდეგი რეკომენდაციის პროექტი:

„საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კანონის“ 142-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვისას, შესაძლო შეუსაბამობათა თავიდან აცილების მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ“ მაქსიმალურად უმოკლეს დროში დააკმაყოფილოს საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირების მოსურნე პოლიტიკური გაერთიანებების განცხადება, მათთვის -  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის / წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით, პარტიის რეგისტრაციის მომენტისათვის არსებული მდგომარეობის დამადასტურებელი ამონაწერის გაცემის თაობაზე“.

სხდომაში მონაწილე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარისათვის მიცემული რეკომენდაციის საფუძველზე, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა აღნიშნული ამონაწერის მიღება, შესაბამისი განაცხადის გაკეთებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეძლეს. 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო სუბიექტებად დარეგისტრირებისათვის ცესკოში შესაბამისი დოკუმენტაციის წარსადგენად კანონით გათვალისწინებული ვადების ოპტიმიზაციის მიზნით, გთავაზობთ, რომ 113-ე და 142-ე მუხლებში დაფიქსირდეს [დაემატოს] შემდეგი ჩანაწერი - „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ამონაწერის გაცემა ხდება, შესაბამისი განცხადების  მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში“.

 

თავი მეორე

ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მოქმედი ის ერთადერთი  გაერთიანებაა, რომელიც პოლიტიკური ასპექტების პარალელურად, საქართველოს სულიერ მისიასთან დაკავშირებული იმ საკითხების კვლევითაა დაკავებული, რომელიც ბოლო ჟამის თემატიკას ეხება.

ბიბლიური მინიშნებიდან გამომდინარე, ამჟამად, ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს ბოლო ჟამის ე.წ. მხილებისეული ეტაპი. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს, არა მარტო ქვეყნის წინაშე მდგარი სხვადასხვა ხარისხის მქონე ამა თუ იმ პრობლემის გამოვლენას, არამედ მათი მოგვარების კონკრეტული მექანიზმისა თუ მოდელის შემუშავებას.

 

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციით - საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს“ [მუხლი 48].

ზემოთქმულიდან გამომდინარე:

ვითვალისწინებთ რა მაცხოვრისეულ მინიშნებას: „რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22]; და

ვეყრდნობით რა პავლე მოციქულის შეგონებას: „... რასაც უნდა იქმოდეთ, სიტყვით თუ საქმით, იქმოდეთ მას უფლის იესუს სახელით, რათა ჰმადლობდეთ მის მიერ ღმერთსა და მამას" [კოლ. 3,17],

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მომავალი გუნდი, კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება-მოსილებისა და ბიბლიით გამოკვეთილი - მხილებისეული ეტაპის მოთხოვნებიდან გამომდინარე, წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებაში გთავაზობთ, ჩვენის აზრით, ქვეყნის წინაშე მდგარი კონკრეტული საკითხის მოგვარების ჩვენეულ მექანიზმს.

 

ამასთანავე, ვაცნობიერებთ რა, რომ, დღეის მდგომარეობით, გადაწყვეტილების მიღების მთავარი ბერკეტი თქვენი პილიტიკური გუნდის ხელშია, ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია: მოვიდეთ და გითხრათ; არჩევანი - თქვენზეა!

 

და ბოლოს, მოახლოებული განკითხვის დღის წინარე ეტაპზე, თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულებითი მისიიდან გამომდინარე, საჭიროა გვახსოვდეს, რომ:

კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები[მათე 12,35-37].

დე, ღმერთმა მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი...

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „საქართველოს კანონი - საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში  ცვლილების შეტანის შესახებ“  ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე;

N28 საარჩევნო  გაერთიანების: „ზვიადის გზა - უფლის სახელით...“ თავმჯდომარე;

 

კანონპროექტის ინიციატორი   

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „საქართველოს კანონი - საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში  ცვლილების შეტანის შესახებ“, ინიციატორია N28 სარჩევნო  გაერთიანება: „ზვიადის გზა - უფლის სახელით..., საინიციატივო ჯგუფი:

არუდაშვილი ნანა, ბაიაშვილი თინათინი,  ბაიაშვილი სოლომონი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გაგუა თინათინი, გოგლიძე ანგი [კაკო], გოხელაშვილი ნათელა, ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა,

თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, თაქთაქიშვილი ალექსანდრე, კობახიძე ლეილა, კოდელაშვილი ნანა, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, ნათელაძე ბეჟანი,

ოდიშვილი მანანა, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი, სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, ქოჩიაშვილი ელგუჯა, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი,

ჩაჩიბაია რამაზი, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ხალვაში ნარგიზა, ხრიკული ეკატერინე, ჯაფარიძე რომული, ჯიქია დინა [დიანა]...