Print

N9 [41] საკანონმდებლო წინადადება -პარტიების დაფინანსების წესი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

 ბატონ ირაკლი კობახიძეს

 

N28 საარჩევნო გაერთიანების:

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო ირაკლი!

მიგვაჩნია რა, რომ არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტს, კანონიდან გამომდინარე, გარანტირებული უნდა ჰქონდეს თანაბარი საარჩევნო პირობები, და

ვეყრდნობით რა - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებებს, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში და საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ“.   

 

დანართი:  

1. კანონპროექტი:მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში და საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსშიშესატანი ცვლილებების შესახებ“ - 10 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ -  14 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით:

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარე,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

თბილისი,  2017 წლის  9 ნოემბერი

ტელ.: 5 (91) 63-63-36

ელ. ფოსტა -  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

წერილის ჩაბ. №21580

09. 11. 2017 წ.

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში:

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

და

საქართველოს ორგანული კანონში:

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

ცვლილების შეტანის შესახებ

 

თავი პირველი:

საქართველოს კანონი

საქართველოს ორგანული კანონში:

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1.მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებსაქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 76) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. გაუქმდეს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი;

2. კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) სიმბოლიკის დამზადებითა და გავრცელებით, ლექციების, გამოფენებისა და სხვა საჯარო ღონისძიებების მოწყობით, აგრეთვე საწესდებო მიზნებიდან გამომდინარე საგამომცემლო და სხვა საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი.“;

3. გაუქმდეს კანონის 291-ე მუხლი;

4. გაუქმდეს კანონის 30-ე მუხლი;

5. კანონის 301-ე მუხლის: პირველი, მე-2; მე-4 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გადაირიცხება თანხა ფონდში, რომლის მიზანია არასამთავრობო სექტორის განვითარებისა და ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

2. ფონდიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი წესით.“;

„4. ფონდში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასარიცხი თანხა უნდა იყოს ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს ცესკოსთვის გამოყოფილი თანხის 20%.“;

„12. თუ არასამთავრობო სექტორი ვერ გამოიყენებენ ამ ფონდიდან მათთვის გასაცემ თანხას, ეს თანხა გასანაწილებლად გადავა მომდევნო წელს.“;

6. გაუქმდეს კანონის 301-ე მუხლის მე-7; მე-8 და მე-11 პუნქტები;

7. გაუქმდეს კანონის 31-ე მუხლი;

8. კანონის 32-ე მუხლის: პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„1. პარტია ყოველი წლის 1 თებერვლამდე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უგზავნის გასული წლის საფინანსო დეკლარაციას აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) დასკვნასთან ერთად. პარტიის იურიდიული მისამართის მიხედვით ადგილობრივ საგადასახადო ორგანოში იგზავნება დეკლარაციისა და აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) დასკვნის ასლები. დეკლარაციაში აისახება პარტიის წლიური შემოსავალი (საწევრო შენატანებისა და შემოწირულებების ოდენობები, საწევრო შენატანების განმახორციელებელ მოქალაქეთა ვინაობა, მონაცემები შემოწირულებების განმახორციელებელი მოქალაქეებისა და იურიდიული პირების თაობაზე, პარტიის მიერ საგამომცემლო საქმიანობიდან და სხვადასხვა ღონისძიების მოწყობით მიღებული თანხები) და გასავალი (არჩევნებზე, სხვადასხვა ღონისძიების დაფინანსებაზე, შრომის ანაზღაურებასა და მივლინებაზე გაწეული და სხვა ხარჯები), აგრეთვე ქონებრივი მდგომარეობის ანგარიში (კუთვნილი შენობა-ნაგებობებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა და სახეობა, მათი საერთო ღირებულება, საბანკო დაწესებულებებში რიცხული თანხების ოდენობა).

9. კანონის 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„მუხლი 34, თუ პარტია დროულად არ წარუდგენს საფინანსო დეკლარაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მას წერილობით გააფრთხილებს და მოსთხოვს ხარვეზის 5 დღის განმავლობაში აღმოფხვრას. თუ პარტია 5 დღის გასვლის შემდეგაც არ წარუდგენს საფინანსო დეკლარაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, იგი კარგავს მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

თავი მეორე

საქართველოს კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში:

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020. 04.001.016032)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება

1. მე-2 მუხლის „რ1“ და „უ1“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ1) საპარლამენტო საარჩევნო სუბიექტი - ამ კანონის შესაბამისად რეგისტრირებული საპარლამენტო პარტია ან საარჩევნო ბლოკი, რომელშიც გაერთიანებულია საპარლამენტო პარტია.“;

„უ1) საპარლამენტო  პარტია - პარტია, რომელსაც არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.“;

 

2. 43-ე მუხლის პირველი და პირველი1 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არჩევნებში მონაწილე საპარლამენტო საარჩევნო სუბიექტი (არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე საპარლამენტო პარტია, აგრეთვე საარჩევნო ბლოკი, რომელშიც გაერთიანებულია საპარლამენტო პარტია) არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად დაფინანსებას მიიღებს ყოველ საარჩევნო უბანზე 100 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 150 ლარის ოდენობით, ხოლო ის საარჩევნო ბლოკი, რომელშიც 2 ან 2-ზე მეტი საპარლამენტო პარტიაა გაერთიანებული, დაფინანსებას მიიღებს ყოველ საარჩევნო უბანზე 150 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 200 ლარის ოდენობით. ის საარჩევნო ბლოკი, რომლის შემადგენლობაშიც არ შედის არცერთი საპარლამენტო პარტია, მაგრამ მასში გაერთიანებული პარტიების მიერ ბოლო საპარლამენტო ან ბოლო მუნიციპალიტეტების ორგანოთა პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ საერთო არჩევნებში, ერთ-ერთში მაინც, მიღებული ხმების ჯამი არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3%-ია ან 3%-ზე მეტია, არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად დაფინანსებას მიიღებს ყოველ საარჩევნო უბანზე 100 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 150 ლარის ოდენობით. ერთი საარჩევნო უბნისთვის გამოყოფილი თანხა გაიცემა მხოლოდ ამ საარჩევნო უბანზე დანიშნულ წარმომადგენელზე (წარმომადგენლებზე).

11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება შესაბამის საარჩევნო ოლქებსა და საარჩევნო უბნებში არჩევნების მეორე ტურის ჩატარების შემთხვევაში გაიცემა მხოლოდ იმ საპარლამენტო საარჩევნო სუბიექტებზე, რომელთა მიერ წარდგენილი კანდიდატებიც მონაწილეობენ არჩევნების მეორე ტურში.“;

 

3. 48-ე მუხლის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კომისიის საქმიანობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობენ საარჩევნო სუბიექტები, აგრეთვე პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც უწყებათაშორის კომისიას მიაწვდიან ინფორმაციას საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შესახებ.“;

 

4. 50-ე მუხლის პირველ პუნქტში შევიდეს ცვლილება:

„1. კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-30 - დღიდან...“ [შემდეგ როგორც ტექსტშია];

 

5. 50 - მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ტელე - ან რადიოკომპანიის მიერ 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს და არცერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი. ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის ერთნაირი უნდა იყოს;

 

6. 51 - მუხლის მე-2, მე-3; მე-5; მე-6, მე-61, მე-62, მე-12 და მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით, თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს.“;

„3. ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები საეთერო დროის თანაბრად განაწილების, დებატებში მონაწილეობისას ერთნაირი პირობების შექმნისა და საარჩევნო რეკლამისათვის თანაბარი პირობების დადგენის შესახებ ვრცელდება მხოლოდ ამ მუხლის მე-5, მე-6 და 61 პუნქტებში აღნიშნულ მაუწყებლებზე და ძალაში შედის მხოლოდ, ამ კანონის მიხედვით, შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში შესატანი საარჩევნო სუბიექტების საბოლოო ოდენობის დადგენის დღიდან;

 „5. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს საარჩევნო ბიულეტენებში შესატანი საარჩევნო სუბიექტების საბოლოო ოდენობის დადგენის დღიდან თავიანთ ეთერში ყოველ საათში 5 წუთი გამოყონ წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და ყოველ 3 საათში თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსონ თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ მათთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის“;

„6. საერთო ეროვნული საეთერო მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნებისას საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს საარჩევნო ბიულეტენებში შესატანი საარჩევნო სუბიექტების საბოლოო ოდენობის დადგენის დღიდან თავის ეთერში ყოველ 3 საათში გამოყოს არანაკლებ 7,5 წუთისა წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.“;

„61. მაუწყებელი, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში აღნიშნული მაუწყებლებისა, ვალდებულია უსასყიდლოდ განათავსოს წინასაარჩევნო რეკლამა არჩევნების დღემდე ბოლო 20 დღის განმავლობაში, საარჩევნო სუბიექტისათვის - მის მიერ შეძენილი სარეკლამო დროის ტოლი დრო, რომელიც ისე უნდა განაწილდეს, რომ 3 საათში 90 წამზე მეტი არ დაიკავოს. საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს (თუ ფასიანი რეკლამა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საუკეთესო დროის შუალედში განთავსდა, უფასო სარეკლამო დროც ქვემოთ დადგენილი პროპორციით იმავე შუალედში, იმავე დღეს ან დამკვეთთან შეთანხმებით − სხვა დღეს უნდა გამოიყოს. ყველა სხვა შემთხვევაში უფასო სარეკლამო დრო უნდა გამოიყოს სამაუწყებლო ბადეში ფასიანი რეკლამის განთავსების დროიდან სამსაათიან შუალედში, იმავე დღეს ან დამკვეთთან შეთანხმებით − სხვა დღეს. არ შეიძლება სუბიექტის მიერ გამოუყენებელი უფასო სარეკლამო დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა სარეკლამო დროისათვის).“;

„62. ამ მუხლის 61 პუნქტში აღნიშნული მაუწყებლები, რომლებსაც სურთ ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსება, არჩევნების დანიშვნის დღიდან 15 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 55-ე დღისა, ცესკოსა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გადასცემენ ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების შეთავაზებული გრაფიკისა და სარეკლამო დროის ფასის შესახებ ინფორმაციას. ამ ინფორმაციას ცესკო 1 დღის ვადაში განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. საარჩევნო სუბიექტი არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-20 დღისა ცესკოსა და შესაბამის მაუწყებელს გადასცემს ინფორმაციას ყოველ კონკრეტულ მაუწყებელში, ზემოაღნიშნული გრაფიკის გათვალისწინებით, სარეკლამო დროის შეძენის შესახებ (ამ ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს თარიღები, დღის განმავლობაში განსათავსებელი რეკლამის განთავსების დროის შუალედები და შესაძენი სარეკლამო დროის ხანგრძლივობა). მაუწყებელი, რომელშიც საარჩევნო სუბიექტმა სარეკლამო დრო შეიძინა, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა ცესკოსა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გადასცემს ინფორმაციას ამ მუხლის 61 პუნქტის შესაბამისად რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად გამოყოფილი დროის შესახებ (ამ ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს თარიღები, დღის განმავლობაში განსათავსებელი რეკლამის განთავსების დროის შუალედები და სარეკლამო დროის ხანგრძლივობა). ამ ინფორმაციას ცესკო 1 დღის ვადაში განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე.“;

„12. საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო (საჯარო სამართლის იურიდიული პირები) ვალდებულია, საარჩევნო ბიულეტენში დაფიქსირებული ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის, წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების მიზნით, გამოყოს დრო, რომელიც თანაბრად განაწილდება ამ სუბიექტებს შორის.“;

„13. პარტიები, საარჩევნო ბლოკში გაერთიანების შემთხვევაში, მიუხედავად მათი რაოდენობისა, საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციის მომდევნო დღიდან კარგავენ უფასო საეთერო დროის გამოყენების უფლებას, ხოლო ეს საარჩევნო ბლოკი იმავე დღიდან იძენს მას, როგორც ერთი საარჩევნო სუბიექტი.“;

 

7. 51-ე მუხლის მე-7, მე-8, მე9, მე-10 და მე-11 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

 

8. 54-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. დაუშვებელია საარჩევნო სუბიექტის მიერ, ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებისათვის, მათ შორის ფასიანი სარეკლამო დროის შეძენის მიზნით, შესაბამის საარჩევნო ფონდში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმორიცხული ფულადი სახსრების გარდა სხვა ფულადი სახსრების გამოყენება.“;

 

9. 54-ე მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

 

10. მუხლი 56. საარჩევნო კამპანიის ფონდის დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო ბიუჯეტიდან, შესაბამის არჩევნებზე, საარჩევნო სუბიექტებისათვის საარჩევნო დაფინანსების მიზნით გამოყოფილია ხუთი მილიონი ლარი, რომელიც თანაბრად ნაწილდება, შესაბამის არჩევნებზე, საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებულ საარჩევნო სუბიექტებზე.

2. შესაბამის არჩევნებზე, საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებული საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო ფონდში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულადი სახსრის ჩარიცხვა უნდა მოხდეს, ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტების საბოლოო ოდენობის დადგენის მეორე დღეს.“.

 

11. 113-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით დადგენილ პირობას, ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა სულ ცოტა 25 000 (ეს რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%-) ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ამოწმებს ცესკოს სათანადო სამსახური ამ კანონის 38- მუხლით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში. საარჩევნო პერიოდში ცესკოს სათანადო სამსახური მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს სიების წარდგენიდან 2 დღის ვადაში.“;

12. 129-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პარტიამ, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ პირობებს, საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად თავისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს შუალედური არჩევნების დანიშვნის შემდეგ, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57- დღისა. განცხადების მიღებისთანავე მას გადაეცემა ცესკოს მიერ დადგენილი ფორმის პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუში. პარტია, რომელიც არ არის საპარლამენტო საარჩევნო სუბიექტი, ვალდებულია შუალედური არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50- დღისა ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 25 000 (ეს რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%-) ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სია მოწმდება ამ კანონის 38- მუხლით დადგენილი წესით. პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია ხორციელდება ამ კანონის 113- მუხლით დადგენილი წესით.“; 

13. 142-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით დადგენილ ვერცერთ პირობას, ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოსსაკრებულოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 25 000 (ეს რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%-) ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამ კანონის 38- მუხლით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში ამოწმებს. საარჩევნო პერიოდში ცესკოს სათანადო სამსახური მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს სიების წარდგენიდან 2 დღის ვადაში.“.

14. კანონის 1858-ე და 18510-ე მუხლებში ტერმინი „კვალიფიციური“ შეიცვალოს ტერმინით „საპარლამენტო“’.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადების:

საქართველოს კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში:

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

და

საქართველოს ორგანული კანონში:

საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 

ცვლილების შეტანის შესახებ

   განმარტებითი ბარათი

 

1. წინათქმა

წინამდებარე საკანონმდებლო წინადადების მიზანია ახლებურად დარეგულირდეს საქართველოში მოქმედი პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების წესი.

ჯანსაღი კონკურენციის ძირეული პრინციპის მოთხოვნებიდან გამომდინარე უარი უნდა ითქვას პოლიტიკური გაერთიანებების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მანკიერ პრაქტიკაზე.

პოლიტიკურ ასპარეზზე უნდა მოქმედებდნენ ქვეყნის მოსახლეობის რეალური მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური გაერთიანებები. შესაბამისად, მათი დაფინანსებაც უნდა ხდებოდეს, მხოლოდ, პოლიტიკური გაერთიანებების მიერ შემუშავებული ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების კონკრეტული პროგრამის მხარდაჭერის მიზნით. მოსახლეობის მხრიდან გაღებული მატერიალური თუ არამატერიალური სახსრების მეშვეობით.

მ. სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერი პოლიტიკური გუნდის მიერ საკანონმდებლო სივრცეში დამკვიდრებული ე.წ. „დაკანონებული ყაჩაღობა“, ხელს უწყობს, პოლიტიკური გაერთიანებების მიერ სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების მითვისებასა და გაფლანგვას.

კვალიფიციური პარტიის სატატუსს ამოფარებული პარტიები, სხვადასხვა გზებით ცდილობენ თავისთვის დამატებითი სახელმწიფო დაფინანსების მოპოვებას. კერძოდ:

დღეს მოქმედი, ე.წ. „დაკანონებული ყაჩაღობის“, საკანონმდებლო ნორმის თანახმად - საარჩევნო ბლოკის მიერ, დაწესებული საარჩევნო ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტია, ე.წ. კვალიფიციური პარტიის სტატუსს იძენს  [იხ.[საქართველოს ორგანული კანონიმოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ”, მუხლი 30,2-3; 5-6].

 

ზოგადად, პარტიების მიერ საარჩევნო ბლოკის შექმნა - დაწესებული საარჩევნო ბარიერის ერთობლივი ძალისხმევით გადალახვის მიზნით ხდება. ასეთ შემთხვევაში, ამ გზით მიღებული სადეპუტატო მანდატების განაწილების მექანიზმი, ბლოკში შემავალი პარტიების მიერ წარდგენილ ერთიან პარტიულ სიაში ჰპოვებს ხოლმე ასახვას, რომელშიც ყველა პარტია თავისი გავლენის შესაბამისი კანდიდატთა რაოდენობითა და რიგითი ნომრებითაა წარმოდგენილი.

პოლიტიკური გარიგების [ვაჭრობის] შემთხვევაში, დაწესებული საარჩევნო ბარიერის გადალახვაში დარწმუნებული ე.წ. „ძლიერი“ პარტია, დამატებითი საბიუჯეტო დაფინანსების მოპოვების მიზნით - საარჩევნო ბლოკს ქმნის მისსავე სატელიტ ე.წ. „სუსტ“ პარტიასთან. ამ დროს ე.წ. ბლოკის პარტიული სია, როგორც წესი მხოლოდ ერთი, ანუ ე.წ. „ძლიერი“ პარტიის წევრებით კომპლექტდება.

ხსენებული მიზნით შექმნილი საარჩევნო ბლოკის მიერ საარჩევნო ბარიერის გადალახვის შემდეგ, კვალიფიციურობის სტატუსისა, და შესაბამისად საბიუჯეტო დაფინანსების მიმღები ე.წ. „სუსტი“ პოლიტიკური პარტიის ფინანსურ რესურსს, ფაქტიურად განკარგავს ე.წ. „ძლიერი“ პარტია. აი ასეთია პარტიული კორუფციის კლასიკური მაგალითი.

 

ამ მცირე ჩანართის შემდეგ, მოდით „ნაც. მოძრაობის“ მაგალითზე ვცადოთ, მათ მიერვე მიერ, წლების მანძილზე დანერგილი - პარტიული კორუფციის სქემის არსში გარკვევა.

2016 წ. საპარლამენტო არჩევნებში „ნაც. მოძრაობა“, თავის სატელიტ პარტიასთან „ევროპულ საქართველოსთან“ ბლოკში მყოფი ჩაერთო. პარტიული კორუფციული სქემა აისახა მათ მიერ წარდგენილ ერთიან პარტიულ სიაში, სადაც ე.წ. „სუსტი“ პარტიის - „ევროპიული საქართველოს“ არც ერთი წევრი არ ყოფილა შეყვანილი.

საარჩევნო ბარიერის გადალახვის შემდეგ „ნაც. მოძრაობის“ გარდა, კვალიფიციური პარტიის სტატუსი, და შესაბამისად საბიუჯეტო დაფინანსება მიიღო ბლოკში მყოფმა პარტიამ - „ევროპული საქართველო“.

მოგვიანებით, „ნაც. მოძრაობას“ განდგომილმა დეპუტატებმა, სახელმწიფო დაფინანსების მქონე, სწორედ ამ ე.წ. „სუსტი“ პარტიის ბაზაზე გააგრძელეს საქმიანობა.

ორივე ხსენებულმა ძალამ, კვლავ გააგრძელა ნაცად გზაზე სიარული, და 2017 წ. თვითმმართველობის არჩევნებში, პარტიულ კორუფციაზე ორიენტირებული საარჩევნო ბლოკები შექმნეს. კერძოდ:

- საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სამი პარტიის ბაზაზე შეიქმნა, ესენია  1. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; 2. „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია" და 3. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)]; თუმცა, პარტიული კორუფციის სქემის პრინციპიდან გამომდინარე, მათ მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში, არცერთი, ე.წ. „სუსტი“ პარტიის წევრი არ გახლდათ შეყვანილი;

- „ანალოგიური“ სურათია საარჩევნო ბლოკში: „ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო“, სადაც გაერთიანდა ორი პარტია - 1. „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის", და 2. „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის", თუმცა ერთიან პარტიულ სიაში ე.წ. „სუსტი“ პარტიის [„მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის"] არცერთი წევრი არ იყო შეყვანილი.

არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ორივე საარჩევნო ბლოკმა გადალახა დაწესებული საარჩევნო ბარიერი, რის შედეგადაც მათში გაერთიანებულმა ხუთივე პარტიამ - კვალიფიციური პარტიის სტატუსი [და შესაბამისად: სახელმწიფო დაფინანსება; უფასო სარეკლამო დრო და ა.შ. უპირატესი პირობები] მიიღო.

აქვე უნდა ითქვას, რომ თითქმის ანალოგიური სქემის გამოყენების გამო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებშში მონაწილე ე.წ. პაატა ბურჭულაძის [ორი პარტია:  „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" და  „სამოქალაქო პლატფორმა- ახალი საქართველო"], ნინო ბურჯანაძის [ორი პარტია: „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" და „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა"], აგრეთვე „პატრიოტთა ალიანსისა“ [ექვსი პარტია: 1. "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", 2. "ტრადიციონალისტები", 3. "კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო"; 4. "თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა", 5. "საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა", 6.  "ახალი ქრისტიან - დემოკრატები"] და „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი ღია თუ ფარული საარჩევნო ბლოკების ფორმირების შედეგად, მთლიანობაში, სახელმწიფო ბიუჯეტს, 2016 წლის ნოემბრიდან - 20 კვალიფიციური პარტიის დაფინანსების ვალდებულება შეექმნა. ესენია:

1. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: 2 526 395 ლარი;

2. გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა: 1 470 484 ლარი;

3. ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო: 1 029 798 ლარი;

4. საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია: 835 417 ლარი;

5. თავისუფალი დემოკრატები: 717 721 ლარი;

6. მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს: 709 000 ლარი;

7. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: 675 296 ლარი.

8. საქართველოს კონსერვატიული პარტია: [674 000 ლარი;

9. საქართველოს რესპუბლიკური პარტია: 674 000 ლარი;

10. ეროვნული ფორუმი: 674 000 ლარი;

11. საქართველოს ლეიბორისტული პარტია: 621 630 ლარი;

12. "ევროპული საქართველო": 125 287 ლარი;

13. დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო: 38 582 ლარი;

14. "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის": 33 203 ლარი;

15. "სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო": 33 203 ლარი;

16. "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი": 13 617 ლარი;

17. "თავისუფალი საქართველო": 13 617 ლარი;

18. "თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა": 13 617 ლარი;

19. "საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა": 13 617 ლარი;

20. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები": 13 617 ლარი;

 მთლიანობაში, ამ მიზნით, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიცა - 10 232 101 ლარი.

 

მოდით თვალი გადავავლოთ, როგორი შედეგები აჩვენა ამ ე.წ. 20 კვალიფიციურმა პარტიამ 2017 წ. თვითმმართველობის არჩევნებში.

მიზეზთა გამო [სავარაუდოთ - კვალიფიციური პარტიის სტატუსის დაკარგვის შიშით], არჩევნებში საერთოდ  არ მიიღო მონაწილეობა 5 პარტიამ. ესენია:

1. „საქართველოს კონსერვატიული პარტია";

2. „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”;

3. „ეროვნული ფორუმი“;

4. „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა";

5. „თავისუფალი დემოკრატები”.

[ეს პარტიები, დღეს მოქმედი კანონის თანახმად გააგრძელებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღებას, რაც, მთლიანობაში - 2 788 338 ლარს შეადგენს].

 

კვალიფიციური პარტიის სტატუსის მისაღებად საჭირო კანონით დადგენილი 3% ზღვარი ვერ გადალახა, არჩევნებში მონაწილე - 9 ე.წ. კვალიფიციურმა პარტიამ. კერძოდ:

1-2. საარჩევნო ბლოკში: „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო“ შემავალმა:

ა) „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო"-მ და

ბ) „თავისუფალმა საქართველო“-მ, რომლებმაც ერთად აიღეს 38 888 ხმა (2.59 %);

3. საარჩევნო ბლოკში: „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო“ მყოფმა „ახალი საქართველო - პოლიტიკური პლატფორმა“-მ, რომელმაც 18 429 ხმა მიიღი(1.23 %);

4. საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ” - 11 174 ხმა აიღო (0.74 %);

5.თავისუფლებაზვიად გამსახურდიას გზამ“ მოიპოვა - 9 101 ხმა (0.61 %);

6. "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა"-მ მიიღო - 892 ხმა (0.06 %);

7. „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ მოპოვებული იქნა: 606 ხმა (0.04 %);

8. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“-ს მიერ აღებულ იქნა 267 ხმა (0.02 %);

9. „ტრადიციონალისტებმა“ აიღეს: 226  ხმა (0.02 %).

 

კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მისაღებად საჭირო კანონით დაწესებული საარჩევნო ბარიერი გადალახა მხოლოდ ექვსმა პარტიამ. ესაა -

1. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” [აიღო 837 119 ხმა - 55.74 %];

2-3. საარჩევნო ბლოკში შემავალი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“  [აიღეს 256 452 ხმა - 17.08 %];

4. "ევროპული საქართველო" [საარჩევნო ბლოკის სახით აიღო 156 221 ხმა - 10.4 %];

5. "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" [აიღო 98 453 ხმა - 6.56 %];

6. "საქართველოს ლეიბორისტული პარტია" [აიღო 49 108 ხმა - 3.27 %];

ზემოთქმულის შემდეგ, მოდით გადავიდეთ, ჩვენი საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული ცვლილებების განხილვაზე.

 

2. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“

საქართველოს ორგანულ კანონში

შესატანი ცვლილებები

წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით, შემოთავაზებულია ცვლილებები განხორციელდეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მესამე თავში - „პარტიის ქონება და ფინანსები, პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი“. კერძოდ:

სახელმწიფო დაფინანსებაზე უარის თქმის პრინციპიდან გამომდინარე, პარტიის ქონების განმსაზღვრელ კანონის 25 თავის პირველი პუნქტის ჩამონათვალში:

- უნდა გაუქმდეს - „გ“ ქვეპუნქტისმიერი ჩანაწერი: „გ) კანონით დადგენილ შემთხვევებში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა“; ხოლო

- „დ“ ქვეპუნქტიდან ამორებულ უნდა იქნეს ფრაზა:რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მინიმალური საბაზო დაფინანსების ორმაგ ოდენობას“, და ეს ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) სიმბოლიკის დამზადებითა და გავრცელებით, ლექციების, გამოფენებისა და სხვა საჯარო ღონისძიებების მოწყობით, აგრეთვე საწესდებო მიზნებიდან გამომდინარე საგამომცემლო და სხვა საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი.“;

პარტიების საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად თანხის გამოყოფის განმსაზღვრელი  კანონის 291-ე, 30-ე და 31-ე მუხლები - უნდა გაუქმდეს;

საჭიროა ცვლილებები შევიდეს კანონით განსაზღვრული „დაფინანსების ფონდის“ დამარეგულირებელ ჩანაწერში. კერძოდ, ამ ფონდის მეშვეობით აღარ უნდა მოხდეს პარტიების დაფინანსება, და ფონდისთვის განკუთვნილი თანხა მხოლოდ არასამთავრობო სექტორის განვითარებისათვის განისაზღვროს.

შესაბამისად კანონის 301-ე მუხლის: პირველი, მე-2; მე-4 და მე-12 პუნქტები უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გადაირიცხება თანხა ფონდში, რომლის მიზანია არასამთავრობო სექტორის განვითარებისა და ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

2. ფონდიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი წესით.“;

„4. ფონდში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასარიცხი თანხა უნდა იყოს ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს ცესკოსთვის გამოყოფილი თანხის 20%.“;

„12. თუ არასამთავრობო სექტორი ვერ გამოიყენებენ ამ ფონდიდან მათთვის გასაცემ თანხას, ეს თანხა გასანაწილებლად გადავა მომდევნო წელს.“;

აღნიშნულის პარალელურად უნდა  გაუქმდეს კანონის 301-ე მუხლის მე-7; მე-8 და მე-11 პუნქტები;

კანონის 32-ე მუხლის: პირველი პუნქტიდან ამოღებულ უნდა იქნეს ფრაზა:სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი“, და ეს პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„1. პარტია ყოველი წლის 1 თებერვლამდე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უგზავნის გასული წლის საფინანსო დეკლარაციას აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) დასკვნასთან ერთად. პარტიის იურიდიული მისამართის მიხედვით ადგილობრივ საგადასახადო ორგანოში იგზავნება დეკლარაციისა და აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) დასკვნის ასლები. დეკლარაციაში აისახება პარტიის წლიური შემოსავალი (საწევრო შენატანებისა და შემოწირულებების ოდენობები, საწევრო შენატანების განმახორციელებელ მოქალაქეთა ვინაობა, მონაცემები შემოწირულებების განმახორციელებელი მოქალაქეებისა და იურიდიული პირების თაობაზე, პარტიის მიერ საგამომცემლო საქმიანობიდან და სხვადასხვა ღონისძიების მოწყობით მიღებული თანხები) და გასავალი (არჩევნებზე, სხვადასხვა ღონისძიების დაფინანსებაზე, შრომის ანაზღაურებასა და მივლინებაზე გაწეული და სხვა ხარჯები), აგრეთვე ქონებრივი მდგომარეობის ანგარიში (კუთვნილი შენობა-ნაგებობებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა და სახეობა, მათი საერთო ღირებულება, საბანკო დაწესებულებებში რიცხული თანხების ოდენობა).

პარტიის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის საფინანსო დეკლარაციის დადგენილ ვადებში წარუდგენლობისათვის, ნაცვლად კანონის არსებული დეფინიციისა: „იგი კარგავს ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლებას მომდევნო ერთი წლის განმავლობაში“, სანქციის მიზნით, შემოთავაზებულია, ასეთი პოლიტიკური პარტიებისათვის - უახლოეს არჩევნებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა.

ამდენად, კანონის 34-ე მუხლი ჩამოყალიბდება შემდეგნაირად:

„მუხლი 34, თუ პარტია დროულად არ წარუდგენს საფინანსო დეკლარაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მას წერილობით გააფრთხილებს და მოსთხოვს ხარვეზის 5 დღის განმავლობაში აღმოფხვრას. თუ პარტია 5 დღის გასვლის შემდეგაც არ წარუდგენს საფინანსო დეკლარაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, იგი კარგავს მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას.

3. საქართველოს ორგანულ კანონში

„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“

შესატანი ცვლილებები

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ის თითოეული მუხლი ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტებისათვის მაქსიმალურად თანაბარ პირობები იყოს უზრუნველყოფილი. შემოთავაზებული რეგულაციების თაობაზე შეიძლება ითქვას შემდეგი:

1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის გაუქმების გამო, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსების პრინციპზე უარიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს ცნება - „კვალიფიციური პარტია“.  პარტიათა ერთგვარი კლასიფიკაციის თვალსაზრისით შემოთავაზებულია ცნება - „საპარლამენტო პარტია“, რომლის ქვეშაც მოიაზრება პარტია რომელსაც ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში|

შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს მე-2 მუხლში [„ტერმინთა განმარტება“], „რ1“ [კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი] და „უ1“ [კვალიფიციური პარტია ] პუნქტები უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ1) საპარლამენტო საარჩევნო სუბიექტი - ამ კანონის შესაბამისად რეგისტრირებული საპარლამენტო პარტია ან საარჩევნო ბლოკი, რომელშიც გაერთიანებულია საპარლამენტო პარტია.“;

„უ1) საპარლამენტო  პარტია - პარტია, რომელსაც არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.“;

 

2. კანონის 43-ე მუხლის [“ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დაფინანსება“] პირველ და პირველ1 პუნქტებში ტერმინი „კვალიფიციური“ ჩანაცვლებულია ტერმინით „საპარლამენტო“;

 

3. 48-ე მუხლის მე-6 მუხლიდან ამოღებული უნდა იქნეს ტერმინი „კვალიფიციური“;

4. „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 50-ე მუხლში შესატანი ცვლილებება: არსებული 50 დღიანი ზღვარის 30-მდე შემცირება, გამომდინარეობს, ამავე კანონის - „მუხლი 114. საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია/რეგისტრაციის გაუქმება“-ში გათვალისწინებული საბოლოო ვადებიდან;

5. „კვალიფიციური პარტიის“ ცნების გაუქმებისა გამო, 50 - მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ტელე- ან რადიოკომპანიის მიერ 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს და არცერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი. ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის ერთნაირი უნდა იყოს.“;

6. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ – „მუხლი 51. წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფა“-ში, შემოთავაზებული ცვლილებები ძირითადად გამოწვეუ;ია „კვალიფიციური პარტიის“ ცნების გაუქმებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ახალი რეგულაციის შემოღებასთან დაკავშირებით მე-2, მე-5; მე-6, მე-61, მე-62 და მე-12 პუნქტებიდან ამოღებულია საარჩევნო სუბიექტისათვის განკუთვნილი ცნება - „კვალიფიციური“; ხოლო: 51-ე მუხლის მე-7, მე-8, მე9, მე-10 და მე-11 პუნქტები უნდა გაუქმდეს;  ამასთანავე:

 - მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტებში განსაზღვრული ცვლილების თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში საეთერო სარეკლამო დროის გამოყენებასთან დაკავშირებეული კანონით უზრუნველყოფილი უფლების გამოყენების ათვლის თარიღად დადგენილია, შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში შესატანი საარჩევნო სუბიექტების საბოლოო ოდენობის გამოკვეთის დღე; აგრეთვე

- მე-61 პუნქტში, უსასყიდლოდ განსათავსებელი წინასაარჩევნო რეკლამის, არჩევნების დღემდე ბოლო 30 დღიანი ვალდებულება, მცირდება, და შეადგენს არცევნებამდე - 20 დღიან პერიოდს; აგრეთვე

- მე-62 პუნქტში, საარცევნო სუბიექტების მიერ შეზენილი საეტერო დროის თაობაზე არსებული ინფორმაციის ცესკოსთვის გადაცემის ვალდებულება არცევნებამდე მე-20 დღითაა განსაზღვრული; ამავე პუნქტში:

მაუწყებელთა მიერ, მათთან საარჩევნო სუბიექტებისაგან სარეკლამო დროის შეძენისა თუ უსასყიდლოდ გამოყოფის თაობაზე არსებული ინფორმაციის ცესკოსა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის გადასაცემი დრო  არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღითაა განსაზღვრული;

7. 54-ე მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტებთან დაკავშირებული ცვლილება გამომდინარეობს სარჩევნო სუბიექტების დაფინანსების ახალი წესიდან;

 

8. 54-ე მუხლის მე-6 პუნქტის ახალი რედაქციის თანახმად, შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებული საარჩევნო სუბიექტების დაფინანსება, მათთვის თანაბარი წინასაარჩევნო გარემოს შექმნის მიზნით, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულადი სახსრების მეშვეობით.

შესაბამისად, დღეისათვის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მუხლი 54,8 პუნქტით განსაზღვრული რეგულაცია, რომლის თანახმადაც - „8. საარჩევნო ბლოკის მიერ კამპანიის დაფინანსებისას შესაძლებელია ბლოკში გაერთიანებულმა პარტიებმა თავიანთ პოლიტიკური გაერთიანებების ფონდში არსებული სახსრები შეუზღუდავად გადასცენ იმ პოლიტიკური გაერთიანების ფონდს, რომელიც ბლოკის პირველ ნომრად არის რეგისტრირებული“, თავის დანიშნულებას კარგავს, ამიტომაც იგი გაუქმებულ უნდა იქნეს;

 

9. კანონის „მუხლი 56. საარჩევნო კამპანიის ფონდის დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან“ სრულიად ახლებური შინაარსით უნდა ჩამოყალიბდეს. კერძოდ: წინამდებარე საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს, რომ, თანაბარი პირობების მქონე წინასარჩევნო გარემოს შექმნის მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტში, შესაბამისი არჩევნებისათვის, გამოყოფილი იქნეს წინასწარ დადგენილი კონკრეთული თანხა, ჩვენი შემოთავაზებით  - ხუთი მილიონის ოდენობის ფულადი თანხა.

ხსენებული ხუთი მილიონი თანაბრად გადანაწილდება - შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებულ საარჩევნო სუბიექტებზე, და ჩაირიცხება მათ საარჩევნო ფონდში, ამ კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის მეორე დღეს.

საარჩევნო სუბიექტებს, ამ კანონით უზრუნველყოფილ უფასო სარეკლამო საეთერო დროსთან ერთად, შესაძლებლობა ექნებათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულადი სახსრებით, სურვილისამებრ, შეიძინონ - ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განსათავსებლად საჭირო საეთერო დრო.

10, „კვალიფიციური პარტიის“ ცნების გაუქმებიდან გამომდინარე ცვლილებას ექვემდებარება 113-ე მუხლის მე-9 და 142-ე მუხლის მე-2 პუნქტები. მათი ახალი რედაქცია ასეთი სახით იქნება ასახული:

„პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას, ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა სულ ცოტა 25 000 (ეს რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%-ს) ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ამოწმებს ცესკოს სათანადო სამსახური ამ კანონის 38-ე მუხლით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში. საარჩევნო პერიოდში ცესკოს სათანადო სამსახური მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს სიების წარდგენიდან 2 დღის ვადაში.“.

 

11. 129-ე მუხლის მე-4 პუნქტის, აგრეთვე 1858-ე და 18510-ე მუხლების ახლებური რედაქცია გამოწვეულია ტერმინ „კვალიფიციურის“, ტერმინ „საპარლამენტოთი“ ჩანაცვლებით.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებით განსაზღვრული ცვლილებათა პაკეტი;

1. შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებულ საარჩევნო სუბიექტებისათვის, პოლიტიკური რეკლამის განსათავსებლად  თანაბრად გამოყოფილი უფასო საეთერო დრო;

2. შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებული საარჩევნო სუბიექტებისთვის, წინასაარჩევნო პერიოდში მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანაბარი ოდენობის ფულადი სახსრების ხარჯვის უფლების განსაზღვრა

მაქსიმალურად უზრუნველყოფს ყველა საარჩევნო სუბიექტის მიერ თავისი სათქმელის ამომრჩევლამდე მიტანისათვის თანაბარ პირობებს, რაც, თავის მხრივ, საქართველოს მოსახლეობას გაუადვილებს მართებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას.

 

თავი მეორე

ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მოქმედი ის ერთადერთი  გაერთიანებაა, რომელიც პოლიტიკური ასპექტების პარალელურად, საქართველოს სულიერ მისიასთან დაკავშირებული იმ საკითხების კვლევითაა დაკავებული, რომელიც ბოლო ჟამის თემატიკას ეხება.

ბიბლიური მინიშნებიდან გამომდინარე, ამჟამად, ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს ბოლო ჟამის ე.წ. მხილებისეული ეტაპი. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს, არა მარტო ქვეყნის წინაშე მდგარი სხვადასხვა ხარისხის მქონე ამა თუ იმ პრობლემის გამოვლენას, არამედ მათი მოგვარების კონკრეტული მექანიზმისა თუ მოდელის შემუშავებას.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციით - საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს“ [მუხლი 48].

ზემოთქმულიდან გამომდინარე:

ვითვალისწინებთ რა მაცხოვრისეულ მინიშნებას: „რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22]; და

ვეყრდნობით რა პავლე მოციქულის შეგონებას: „... რასაც უნდა იქმოდეთ, სიტყვით თუ საქმით, იქმოდეთ მას უფლის იესუს სახელით, რათა ჰმადლობდეთ მის მიერ ღმერთსა და მამას" [კოლ. 3,17],

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მომავალი გუნდი, კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება-მოსილებისა და ბიბლიით გამოკვეთილი - მხილებისეული ეტაპის მოთხოვნებიდან გამომდინარე, წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებაში გთავაზობთ, ჩვენის აზრით, ქვეყნის წინაშე მდგარი კონკრეტული საკითხის მოგვარების ჩვენეულ მექანიზმს.

ამასთანავე, ვაცნობიერებთ რა, რომ, დღეის მდგომარეობით, გადაწყვეტილების მიღების მთავარი ბერკეტი თქვენი პილიტიკური გუნდის ხელშია, ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია: მოვიდეთ და გითხრათ; არჩევანი - თქვენზეა!

და ბოლოს, მოახლოებული განკითხვის დღის წინარე ეტაპზე, თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულებითი მისიიდან გამომდინარე, საჭიროა გვახსოვდეს, რომ:

კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები[მათე 12,35-37].

დე, ღმერთმა მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი...

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „საქართველოს კანონი -  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში და საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსშიცვლილების შეტანის შესახებ“ ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე;

N28 საარჩევნო  გაერთიანების: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ თავმჯდომარე;

 

კანონპროექტის ინიციატორი  

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „საქართველოს კანონი -  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში და საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსშიცვლილების შეტანის შესახებ“, ინიციატორია N28 სარჩევნო  გაერთიანება: „ზვიადის გზა - უფლის სახელი“, საინიციატივო ჯგუფი:

არუდაშვილი ნანა, ბაიაშვილი თინათინი,  ბაიაშვილი სოლომონი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გაგუა თინათინი, გოგლიძე ანგი [კაკო],ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა,

თანიაშვილი მარგალიტა, თაქთაქიშვილი ალექსანდრე, კობახიძე ლეილა, კოდელაშვილი ნანა, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, ნათელაძე ბეჟანი, ოდიშვილი მანანა,

რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი, სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, ქოჩიაშვილი ელგუჯა, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ჩაჩიბაია რამაზი,

ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ხალვაში ნარგიზა, ხრიკული ეკატერინე, ჯიქია დინა [დიანა]...