Print

N 45 საკანონმდებლო წინადადება -დამკვირვებელთა დაფინანსება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

 ბატონ ირაკლი კობახიძეს

 

საზოგადოებრივ და

პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო ირაკლი!

ვხელმძღვანელობთ რა, რომ სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების ყაირათიანად გამოყენების მიზნით, და

ვეყრდნობით რა - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებებს, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: „საქართველოს კანონი საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ“.   

 

დანართი:  

1. კანონპროექტი: „საქართველოს კანონი: საქართველოს ორგანულ კანონშისაქართველოს საარჩევნო კოდექსშიშესატანი ცვლილებების შესახებ“ - 2 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ -  5 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით:

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

 „ზვიადის გზა -  უფალია ჩვენი სიმართლე“-

 სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

თბილისი,  2018 წლის  22 იანვარი

წერილის ჩაბ. №778

22. 01. 2018 წ.

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

 

საქართველოს კანონი

საქართველოს ორგანული კანონში:

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020. 04.001.016032)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება

 

43-ე მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არჩევნებში მონაწილე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი (არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე კვალიფიციური პარტია, ან საარჩევნო ბლოკი, რომელშიც გაერთიანებულია მინიმუმ ერთი კვალიფიციური პარტია), აგრეთვე ის საარჩევნო ბლოკი, რომლის შემადგენლობაშიც არ შედის არცერთი კვალიფიციური პარტია, მაგრამ მასში გაერთიანებული პარტიების მიერ ბოლო საპარლამენტო ან ბოლო მუნიციპალიტეტების ორგანოთა პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ საერთო არჩევნებში, ერთ-ერთში მაინც, მიღებული ხმების ჯამი არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3%-ია ან 3%-ზე მეტია, არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად დაფინანსებას მიიღებს ყოველ საარჩევნო უბანზე 100 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 150 ლარის ოდენობით. ერთი საარჩევნო უბნისთვის გამოყოფილი თანხა გაიცემა მხოლოდ ამ საარჩევნო უბანზე დანიშნულ წარმომადგენელზე (წარმომადგენლებზე).

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადების:

საქართველოს კანონი

საქართველოს ორგანული კანონში:

საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 

ცვლილების შეტანის შესახებ

   განმარტებითი ბარათი

 

თავი პირველი

წინამდებარე საკანონმდებლო წინადადების მიზანია ახლებურად დარეგულირდეს საქართველოში მოქმედი პოლიტიკური გაერთიანებების მიერ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი დამკვირვებლების დაფინანსების წესი.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით-  დაფინანსებას დაქვემდებარებული საარჩევნო სუბიექტების მიერ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი დამკვირვებლები, მათზე დაკისრებულ ერთსა და იმავე მოვალეობის შესრულებაში სხვადასხვა ანაზღაურებას იღებენ.

კერძოდ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 43-ე მუხლის თანახმად:

1. არჩევნებში მონაწილე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი (არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე კვალიფიციური პარტია, აგრეთვე საარჩევნო ბლოკი, რომელშიც გაერთიანებულია კვალიფიციური პარტია), და - ის საარჩევნო ბლოკი, რომლის შემადგენლობაშიც არ შედის არცერთი კვალიფიციური პარტია, მაგრამ მასში გაერთიანებული პარტიების მიერ ბოლო საპარლამენტო ან ბოლო მუნიციპალიტეტების ორგანოთა პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ საერთო არჩევნებში, ერთ-ერთში მაინც, მიღებული ხმების ჯამი არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3%-ია ან 3%-ზე მეტია,

არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად ყოველ საარჩევნო უბანზე 100 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 150 ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებს; ხოლო

2. იმ საარჩევნო ბლოკისათვის, რომელშიც 2 ან 2-ზე მეტი კვალიფიციური პარტიაა გაერთიანებული, ყოველ საარჩევნო უბანზე 150 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 200 ლარის ოდენობით დაფინანსებაა გათვალისწინებული.

და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ზემოთ მოყვანილი ორივე კატეგორიის საარჩევნო სუბიექტების მიერ არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი დამკვირვებლები, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-თ განსაზღვრულ  - აბსოლუტურად ერთსა და იმავე უფლება მოვალეობაზე დაფუძნებულ საქმიანობას ასრულებენ [იხ. მუხლი 42].

აღნიშნულს ემატება ისიც, რომ დაფინანსების ამდაგვარი წესი [თითოეული დამკვირვებლისათვის 50 ლარიანი სხვაობით დაფინანსება] იწვევს სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერ გამოყენებას. ასე მაგალითად:

როგორც მოგეხსენებათ, დღეისათვის არსებობს 73 საოლქო და 3644 საუბნო საარჩევნო კომისია. შესაბამისად:

- იმ საარჩევნო სუბიექტისათვის, რომლის მიერ წარდგენილ დამკვირვებელთა შრომის ასანაზღაურებლად ყოველ საარჩევნო უბანზე 100 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 150 ლარის ოდენობით თანხის გამოყოფაა გათვალისწინებული, სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს: 73 x 150 = 10 950 ლარი; და: 3644 x 100 = 364 400 ლარი, ანუ ჯამში: 375 350 ლარი; ხოლო:

- იმ საარჩევნო სუბიექტისათვის, რომლის მიერ წარდგენილ დამკვირვებელთა შრომის ასანაზღაურებლად ყოველ საარჩევნო უბანზე 150 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 200 ლარის ოდენობით თანხის გამოყოფაა გათვალისწინებული, სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს: 73 x 200 = 14 600 ლარი; და: 3644 x 150 = 546 600 ლარი, ანუ ჯამში: 561 200ლარი;

ამდენად, ამ კატეგორიაში მოქცეული მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტად უნდა დაიხარჯოს: 561 200 – 375 350 = 185 850 ლარი.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებით გთავაზობთ, ცვლილება შევიდეს განსახილველი კანონის 43-ე მუხლში [“ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დაფინანსება“], და მისი პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არჩევნებში მონაწილე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი (არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე კვალიფიციური პარტია, ან საარჩევნო ბლოკი, რომელშიც გაერთიანებულია მინიმუმ ერთი კვალიფიციური პარტია), აგრეთვე ის საარჩევნო ბლოკი, რომლის შემადგენლობაშიც არ შედის არცერთი კვალიფიციური პარტია, მაგრამ მასში გაერთიანებული პარტიების მიერ ბოლო საპარლამენტო ან ბოლო მუნიციპალიტეტების ორგანოთა პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ საერთო არჩევნებში, ერთ-ერთში მაინც, მიღებული ხმების ჯამი არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3%-ია ან 3%-ზე მეტია, არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად დაფინანსებას მიიღებს ყოველ საარჩევნო უბანზე 100 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 150 ლარის ოდენობით. ერთი საარჩევნო უბნისთვის გამოყოფილი თანხა გაიცემა მხოლოდ ამ საარჩევნო უბანზე დანიშნულ წარმომადგენელზე (წარმომადგენლებზე)“.

 

თავი მეორე

ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მოქმედი ის ერთადერთი  გაერთიანებაა, რომელიც პოლიტიკური ასპექტების პარალელურად, საქართველოს სულიერ მისიასთან დაკავშირებული იმ საკითხების კვლევითაა დაკავებული, რომელიც ბოლო ჟამის თემატიკას ეხება.

ბიბლიური მინიშნებიდან გამომდინარე, ამჟამად, ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს ბოლო ჟამის ე.წ. მხილებისეული ეტაპი. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს, არა მარტო ქვეყნის წინაშე მდგარი სხვადასხვა ხარისხის მქონე ამა თუ იმ პრობლემის გამოვლენას, არამედ მათი მოგვარების კონკრეტული მექანიზმისა თუ მოდელის შემუშავებას.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციით - საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს“ [მუხლი 48].

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე:

ვითვალისწინებთ რა მაცხოვრისეულ მინიშნებას: „რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22]; და

ვეყრდნობით რა პავლე მოციქულის შეგონებას: „... რასაც უნდა იქმოდეთ, სიტყვით თუ საქმით, იქმოდეთ მას უფლის იესუს სახელით, რათა ჰმადლობდეთ მის მიერ ღმერთსა და მამას" [კოლ. 3,17],

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მომავალი გუნდი, კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება-მოსილებისა და ბიბლიით გამოკვეთილი - მხილებისეული ეტაპის მოთხოვნებიდან გამომდინარე, წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებაში გთავაზობთ, ჩვენის აზრით, ქვეყნის წინაშე მდგარი კონკრეტული საკითხის მოგვარების ჩვენეულ მექანიზმს.

ამასთანავე, ვაცნობიერებთ რა, რომ, დღეის მდგომარეობით, გადაწყვეტილების მიღების მთავარი ბერკეტი თქვენი პილიტიკური გუნდის ხელშია, ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია: მოვიდეთ და გითხრათ; არჩევანი - თქვენზეა!

 

და ბოლოს, მოახლოებული განკითხვის დღის წინარე ეტაპზე, თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულებითი მისიიდან გამომდინარე, საჭიროა გვახსოვდეს, რომ:

კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები[მათე 12,35-37].

 

დე, ღმერთმა მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი...

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „საქართველოს კანონი -  საქართველოს ორგანულ კანონშისაქართველოს საარჩევნო კოდექსშიცვლილების შეტანის შესახებ“ ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე;

N28 საარჩევნო  გაერთიანების: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ თავმჯდომარე;

 

კანონპროექტის ინიციატორი  

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „საქართველოს კანონი -  საქართველოს ორგანულ კანონშისაქართველოს საარჩევნო კოდექსშიცვლილების შეტანის შესახებ“, ინიციატორია N28 სარჩევნო  გაერთიანება: „ზვიადის გზა - უფლის სახელი“, საინიციატივო ჯგუფი:

არუდაშვილი ნანა, ბაიაშვილი თინათინი,  ბაიაშვილი სოლომონი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გაგუა თინათინი, გოგლიძე ანგი [კაკო],ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა,

 

თანიაშვილი მარგალიტა, თაქთაქიშვილი ალექსანდრე, კობახიძე ლეილა, კოდელაშვილი ნანა, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, ნათელაძე ბეჟანი, ოდიშვილი მანანა,

 

რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი, სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, ქოჩიაშვილი ელგუჯა, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ჩაჩიბაია რამაზი,

 

ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ხალვაში ნარგიზა, ხრიკული ეკატერინე, ჯიქია დინა [დიანა]...