Print

47-ე საკანონმდებლო წინადადება - პრეზიდენტის არჩევნები - ხელმოწერები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ ირაკლი კობახიძეს

 

საზოგადოებრივ და

პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო ირაკლი!

ვხელმძღვანელობთ რა, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში, პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით არსებული საკანონმდებლო რეგულაციის დახვეწის სურვილით, და

ვეყრდნობით რა - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებებს, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: „საქართველოს კანონი საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ“.  

 

დანართი:

1. კანონპროექტი: „საქართველოს კანონი: საქართველოს ორგანულ კანონშისაქართველოს საარჩევნო კოდექსშიშესატანი ცვლილებების შესახებ“ - 2 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ - 6 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით:

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„ზვიადის გზა - უფალია ჩვენი სიმართლე“-

სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

თბილისი, 2018 წლის 19 თებერვალი

წერილის ჩაბ. №2464

19. 02. 2018 წ.

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

 

საქართველოს კანონი

საქართველოს ორგანული კანონში:

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020. 04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. 98-ე მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით პარტიამ, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა, პრეზიდენტის არჩევნების ჩატარების წელს, მაგრამ კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50- დღისა განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები“;

 

2. 99-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად პარტიის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ კენჭისყრამდე არაუგვიანეს 40 დღისა ცესკოს უნდა წარუდგინოს კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადების:

საქართველოს კანონი

საქართველოს ორგანული კანონში:

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

ცვლილების შეტანის შესახებ

განმარტებითი ბარათი

 

თავი პირველი

წინამდებარე საკანონმდებლო წინადადების მიზანია მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში, პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით არსებული საკანონმდებლო რეგულაციის დახვეწა.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, საქართველოში, სამივე დონის მორიგი არჩევნები, მათთვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში ტარდება. ამასთან:

ერთის მხრივ - არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა [იხ. მუხლი 85,1; ანდა მუხლი 108,2 და სხვა]. და

მეორეს მხრივ - „წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე...“ [მუხლი 45,1].

 

ამავე კანონმდებლობით:

ერთის მხრივ - საპრეზიდენტო. და მეორეს მხრივ - საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგ არჩევნებში მონაწილეობისათვის საჭირო რეგისტრაციის გასავლელად - განსხვავებული მოთხოვნებია დადგენილი. კერძოდ:

საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მორიგ არჩევნებში მონაწილეობისათვის რეგისტრაციის გასავლელად დადგენილი განსხვავებული წესი განპირობებულია: საქართველოში მოქმედი პოლიტიკური გაერთიანებებისათვის, კანონით დადგენილი - კვალიფიციური და არაკვალიფიციური სტატუსის გამო.

კერძოდ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის თანახმად:

„1. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტია მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს:

ა) პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ მას არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში;

ბ) პარლამენტის არჩევნების წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას. [მუხლი 113,1-ა) ბ)]

9. პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას, ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 1 000 ამომრჩევლის სია, თუ იგი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტია, ხოლო თუ პარტია არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი − სულ ცოტა 25 000 (ეს რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%-ს)...“.

[იხ. აგრეთვე კანონის 142-ე მუხლი].

 

აღნიშნულისაგან განსხვავებით, საქართველოს პრეზიდენტის მორიგ არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატის დასარეგისტრირებლად, ამავე კანონით, ყველასათვის ერთიანი მოთხოვნაა დადგენილი:

„საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა[მუხლი 95 1];

და. რომ:

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა უნდა დადასტურდეს არანაკლებ 25 000 (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75 პროცენტი) ამომრჩევლის ხელმოწერით[მუხლი 97,2].

 

ამასთან საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ღიად ადგენს, რეგისტრაციის გასავლელად საჭირო: 1. განცხადების დაწერისა და 2. მხარდამჭერთა ხელმოწერების ჩაბარების, მხოლოდ - ზედა ვადას. კერძოდ:

1. „საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით პარტიამ, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50- დღისა განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები[მუხლი 98 2],

რამეთუ, საპრეზიდენტო კანიდატის რეგისტრაციისათვის საჭირო განცხადების დაწერის ქვედა ზღვარი ირიბად უკვე გამოკვეთილია 95-ე მუხლის 1-ლი პუნქტით, და ესაა - საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების წელი;

 

და

2. „საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად პარტიის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კენჭისყრამდე არა უგვიანეს 40 დღისა ცესკოს უნდა წარუდგინოს კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია“ [მუხლი 99,1].

თუმცა, ამ შემთხვევაში, ამავე კანონის, მაგ. 113-ე მუხლის მე-9 პუნქტისაგან განსხვავებით, არ კონკრეტდება ხელმოწერების შეგროვებისათვის გამოყოფილი შესაძლო მაქსიმალური ვადა.

 

ზემოთქმულის გათვალისწინებით:

ერთის მხრივ - საკანონმდებლო რეგულაციის უფრო ცხადად გამოკვეთის მიზნით, და

მეორეს მხრივ - იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული საკანონმდებლო მოთხოვნის არასწორად განმარტების დაშვების ალბათობა,

საჭიროდ მიგვაჩნია:

1. კანონში ღიად გამოიკვეთოს - საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად პარტიისა თუ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელთა მიერ, საჭირო რაოდენობის მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვების უფლების მისაღებად ცესკოს თავმჯდომარის სახელზე განცხადების დაწერის ქვედა ზღვარი.

ამისათვის, წინამდებარე საკანონმდბელო წინადადების სახით გთავაზობთ, კანონის 98-ე მუხლის მე-2 პუქტში ჩაემატოს ფრაზა - „პრეზიდენტის არჩევნების ჩატარების წელს, მაგრამ“, და საბოლოოდ 98-ე მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით პარტიამ, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა, პრეზიდენტის არჩევნების ჩატარების წელს, მაგრამ კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50- დღისა განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები“;

 

2. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს მუხლი 113,9 -სა და მუხლი 142,2 -ის ანალოგიურად, კანონის 99-ე მუხლის პირველ პუნქტს ჩაემატოს ფრაზა - მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ“, და საბოლოოდ 99-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად პარტიის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ კენჭისყრამდე არაუგვიანეს 40 დღისა ცესკოს უნდა წარუდგინოს კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია.“.

 

 

თავი მეორე

ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მოქმედი ის ერთადერთი გაერთიანებაა, რომელიც პოლიტიკური ასპექტების პარალელურად, საქართველოს სულიერ მისიასთან დაკავშირებული იმ საკითხების კვლევითაა დაკავებული, რომელიც ბოლო ჟამის თემატიკას ეხება.

ბიბლიური მინიშნებიდან გამომდინარე, ამჟამად, ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს ბოლო ჟამის ე.წ. მხილებისეული ეტაპი. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს, არა მარტო ქვეყნის წინაშე მდგარი სხვადასხვა ხარისხის მქონე ამა თუ იმ პრობლემის გამოვლენას, არამედ მათი მოგვარების კონკრეტული მექანიზმისა თუ მოდელის შემუშავებას.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციით - საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს“ [მუხლი 48].

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე:

ვითვალისწინებთ რა მაცხოვრისეულ მინიშნებას: „რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22];

და

ვეყრდნობით რა პავლე მოციქულის შეგონებას: „... რასაც უნდა იქმოდეთ, სიტყვით თუ საქმით, იქმოდეთ მას უფლის იესუს სახელით, რათა ჰმადლობდეთ მის მიერ ღმერთსა და მამას" [კოლ. 3,17],

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მომავალი გუნდი, კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება-მოსილებისა და ბიბლიით გამოკვეთილი - მხილებისეული ეტაპის მოთხოვნებიდან გამომდინარე, წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებაში გთავაზობთ, ჩვენის აზრით, ქვეყნის წინაშე მდგარი კონკრეტული საკითხის მოგვარების ჩვენეულ მექანიზმს.

 

ამასთანავე, ვაცნობიერებთ რა, რომ, დღეის მდგომარეობით, გადაწყვეტილების მიღების მთავარი ბერკეტი თქვენი პილიტიკური გუნდის ხელშია, ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია: მოვიდეთ და გითხრათ; არჩევანი - თქვენზეა!

 

და ბოლოს, მოახლოებული განკითხვის დღის წინარე ეტაპზე, თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულებითი მისიიდან გამომდინარე, საჭიროა გვახსოვდეს, რომ:

კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები[მათე 12,35-37].

 

დე, ღმერთმა მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი...

 

 

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „საქართველოს კანონი - საქართველოს ორგანულ კანონშისაქართველოს საარჩევნო კოდექსშიცვლილების შეტანის შესახებ“ ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე;

N28 საარჩევნო გაერთიანების: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ თავმჯდომარე;

 

 

კანონპროექტის ინიციატორი  

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „საქართველოს კანონი - საქართველოს ორგანულ კანონშისაქართველოს საარჩევნო კოდექსშიცვლილების შეტანის შესახებ“, ინიციატორია N28 სარჩევნო გაერთიანება: „ზვიადის გზა - უფლის სახელი“, საინიციატივო ჯგუფი:

არუდაშვილი ნანა, ბაიაშვილი თინათინი, ბაიაშვილი სოლომონი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გაგუა თინათინი, გოგლიძე ანგი [კაკო],ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა,

 

თანიაშვილი მარგალიტა, თაქთაქიშვილი ალექსანდრე, კობახიძე ლეილა, კოდელაშვილი ნანა, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, ნათელაძე ბეჟანი, ოდიშვილი მანანა,

 

რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი, სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, ქოჩიაშვილი ელგუჯა, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ჩაჩიბაია რამაზი,

 

ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ხალვაში ნარგიზა, ხრიკული ეკატერინე, ჯიქია დინა [დიანა]...