Print

N 01 - 21. 02. 2013 წ. - საკანონმდებლო წინადადება - საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ დავით უსუფაშვილს!

კოალიციაერთსულოვნების“

„გაერთიანების მემორანდუმში“

წარმოდგენილი ორგანიზაციების

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო დავით!

ვითვალისწინებთ რა, რომ - ქვეყანაში მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მიზნით მიმდინარე პოლიტიკური შეთანხმების პროცესი შევიდა ჩიხში და სახეზეა ამ მოლაპარაკებათა ხელოვნურად გაჭიანურების მცდელობა;

ვითვალისწინებთ რა, რომ - კონსტიტუციურ მოთხოვნათა თანახმად, ხელისუფლების მთავარი წყარო - ხალხი:

- „... თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით[მუხლი 5,2],

ხოლო ყოველგვარი - „...ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში[მუხლი 5,1], რომლის მოთხოვნების დაცვა - აუცილებელია,

ამიტომ, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლის შესაბამისად, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: „მიხეილ სააკაშვილისთვის 2013 წლის 20 იანვარს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით“.

დანართი:

1. კანონპროექტი: „მიხეილ სააკაშვილისთვის 2013 წლის 20 იანვარს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით“ – 2 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ - 10 გვ.

კოალიციაერთსულოვნების“ ინიციატივით და 1,5 მლნ. ხელმომწერის სახელით:

რეზო ჩხეიძე, ჭაბუა ამირეჯიბი, მერაბ ბერძენიშვილი, რეზო ამაშუკელი, გიგა ლორთქიფანიძე, მარიკა ლორთქიფანიძე, ჯანო ბაგრატიონი, რეზო ესაძე, გურამ ფირცხალავა, მამა ტარიელ სიკინჭილაშვილი, მამა გრიგოლ აბაშიძე, მამა როსტომ ლორთქიფანიძე, მამა ელიზბარ დიაკონიძე, მამა იოანე რევიშვილი, ელგუჯა ბურდული, გურამ საღარაძე, მიხეილ ანდღულაძე, თეიმურაზ შაშიაშვილი, პაატა ცნობილაძე,

ზაზა ხატიაშვილი, რეზო ძოძუაშვილი, თამაზ ჭეიშვილი, ნათია ავსაჯანიშვილი, ვლადიმერ ბარქაია, მანუჩარ მაჩაიძე, ნუგზარ ბაგრატიონი, ომარ მხეიძე, ფერდინანდ ლორთქიფანიძე, ფრიდონ ინჯია, ვალერი კვარაცხელია, დიმა ჯაიანი, ვახტანგ ტატიშვილი, ნუგზარ კვაშალი, ზურაბ ცინცქილაძე, დავით ანდღულაძე, რამაზ ყურაშვილი, ჯუმბერ ლომინაძე, ოთარ ვარსიმაშვილი, იური ვაზაგაშვილი,

გიორგი კორკოტაშვილი, გია ბერძენაძე, როლანდ ჯალაღონია, გიორგი ჟორჟოლიანი, ანზორ ბაბუხადია, თეიმარაზ ანდღულაძე, რევაზ ბარამიძე, ალექსი კობაიძე, გურგენ მურცხვალაძე, მიხეილ ჯიბუტი, მირიან მურჯიკნელი, ავთანდილ იოსელიანი, კოტე ბურჯანაძე, ლაშა ჩხარტიშვილი, კობა არაბული, რომან რურუა, ლაშა კალანდაძე, ჯემალ ჯიქია, იური მეჩითოვი, მარინა კაჟაშვილი,

ნანა შარაშიძე, ნუგზარ კახნიაური, ნიკოლოზ მჟავანაძე, ტიტე ლეფსაია, ნინო ჩხობაძე, თეიმურაზ კჯვარაცხელია, გურამ ჩხაიძე, გიორგი ახმეტელი, ირაკლი გიორგაძე, ავთანდილ უნგიაძე, შოთა ჩხეიძე, თინათინ მაჭავარიანი, თამარ სამსონიძე, მარინე გოშაძე, გიზო შარვაშიძე, გურამ სოსელია, რევაზ ნაცარიშვილი, ინა ასანიძე, გიორგი შარვაშიძე,

ბორის ძაგანია, ომარ ცხვარაძე, ილია ბარაბიძე, ავთანდილ ბარამაშვილი, ვიქტორ კუსიანი, ოთარ მდივნიშვილი, დალილა ხორავა, დავით თელია, ბადურ მოსიძე, ოლეგ გოლოვაჩოვი, დავით ვირსალაძე, რამაზ კუტუბიძე, გიორგი ბოჭორიშვილი, გიორგი გაგლოევი, ვასილ კადენეცი, გიგლა ბახტაძე, ლელა ნაცვალაძე, ნიაზ ბოლქვაძე, გულიკო გაბაიძე,

ზაზა პატარავა, შოთა ზოიძე, ნოდარ ჩხეიძე, ამირან მამულაძე, დავით თედორაძე, გიმრი ბაწელაშვილი, ბეჟან ხურციძე, ლალი მიქავა-გორდელი, ხაჩატურ ვართანიანსი, ქეთევან ადამია, როინ ლიპარტელიანი, იანა ხუციშვილი, მიხეილ [გელა] სალუაშვილი...

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 

„მიხეილ სააკაშვილისთვის

2013 წლის 20 იანვარს

საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის

ამოწურვასთან დაკავშირებით“

 

1. ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 70,1-ის გათვალისწინებით - „საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით...“;

2. ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 5,3-ის თანახმად - „არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება“;

3. ვითვალისწინებთ რა, რომ 2008 წ. 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების გამოცხადებულ შედეგებზე დაყრდნობით, კონსტიტუციის 71-ე მუხლის მოთ-ხოვნათა დაცვით, მ. სააკაშვილი მიერ საქართველოს პრეზიდენტის უფლება-მოსილების მიღებიდან - 2008 წ. 20 იანვრიდან ათვლით, კონსტიტუციის მუხლი 70,1-ით გათვალისწინებული 5 წლიანი ვადა - 2013 წლის 20 იანვარს ამოიწურა;

და

4. ვითვალისწინებთ რა, რომ კონსტიტუციის მუხლი 76,1-ის გათვალისწინებით - 2013 წ. 20 იანვრიდან ათვლით, საქმე გვაქვს მ. სააკაშვილის მხრიდან, კანონიერად - „საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის...“ შემთხვევასთან,

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. კონსტიტუციის მუხლი 70,1-ის გათვალისწინებით, მ. სააკაშვილის მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის 5 წლიანი ვადა ამოწურულად ჩაითვალოს - 2013 წ. 20 იანვარს;

2. კონსტიტუციის მუხლი 76,1-ის გათვალისწინებით, ვინაიდან 2013 წლის 20 იანვრიდან, ადგილი აქვს, კანონიერად - „საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის...“ შემთხვევას, კონსტიტუციის მუხლი 76,1-ის შესაბამისად - საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაევალოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს;

3. კონსტიტუციის მუხლი 70,9-ის მოთხოვნის გათვალისწინებით საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ჩატარდეს - 2013 წლის 6 ოქტომბერს;

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

დანართი

 

საკანონმდებლო წინადადების

კანონპროექტი: „მიხეილ სააკაშვილისთვის 2013 წლის 20 იანვარს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით“

განმარტებითი ბარათი

 

საქართველოში მცხოვრები ყოველი პირი

ვალდებულია ასრულებდეს

საქართველოს კონსტიტუციისა და

კანონმდებლობის მოთხოვნებს

[მუხლი 44,1]

 

თავი 1.

ხელისუფლების უწყვეტობის საკითხისათვის

 

როგორც მოგეხსენებათ საერთაშორისო სამართალი ეფუძნება ხელისუფლების არჩევითი რგოლების [პრეზიდენტი, პარლამენტი და სხვა] უფლებამოსილების უწყვეტობის ფუძემდებლურ პრინციპს, რომელიც კონსტიტუციური ვადებითაა შემოფარგლული.

 

1.1 პრეზიდენტის უფლებამოსილების უწყვეტობა,

პროცესების

შეფერხების გარეშე განვითარების შემთხვევაში

 

პროცესების შეფერხების გარეშე, ანუ - ნორმალურად განვითარების შემთხვევაში, კონსტიტუციის 70- მუხლით განსაზღვრული ორი მოთხოვნა, კერძოდ ის, რომ:

- „საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით...“ [მუხლი 70,1], და რომ

- „პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა[მუხლი 70,9],

ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდის, რამეთუ თავის თავშივე მოიცავს იმის შესაძლებლობას, რომ შესაბამისი გათვლებით დაგეგმილი პროცედურების განხორციელების შემთხვევაში, პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფ პირს, კონსტიტუციით განსაზღვრული 5 წლიანი უფლებამოსილების ვადა ავტომატურად შეუწყდება - „...ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე[მუხლი 71,2].

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე:

- ვინაიდან კონსტიტუციის თანახმად:საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით...“ [მუხლი 70,1],

- ვინაიდან ქვეყნის მოსახლეობის მიერ პრეზიდენტად არჩეული პირისათვის მინიჭებული ხუთწლიანი ვადის ათვლა - საპრეზიდენტო ფიცის დადებიდან იწყება, რომელი ცერემონიალიც - „... იმართება პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს. პრეზიდენტის უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე[მუხლი 71,2], და

- ვინაიდან კონსტიტუციით, - „პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა[მუხლი 70,9],

ამიტომ

ყველა ეს პროცედურა ისე უნდა იყოს გათვლილი, რომ: პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადა - 5 წელს არ უნდა გადასცილდეს.

ასეთ შემთხვევაში, 5 წლით არჩეული პრეზიდენტისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე არანაირი დამატებითი სამართლებრივი აქტის მიღება არაა საჭირო, რამეთუ მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილება ავტომატურად - „...წყდება ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე[მუხლი 71,2].

1.2 პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხი

საგანგებო შემთხვევების დროისათვის

 

კონსტიტუციაში იქვე გათვალისწინებულია ორი ისეთი შემთხვევის ალბათობაც, როდესაც პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელება, მიზეზთა გამო, შეუძლებელი ხდება.

კერძოდ, კონსტიტუციის 76- მუხლში ვკითხულობთ:

- „საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციე-ლების შეუძლებლობის ან საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე...“ [მუხლი 76,1].

ორივე ასეთ შემთხვევაში, პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტა ხდება სპეციალური სამართლებრივი აქტის მიღების გზით, რომელთაც მიეკუთვნება:

- პრეზიდენტის მიერ, საკუთარი ნებით, თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება; ანდა

- პარლამენტის მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების, ან პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.

 

1.3 პრეზიდენტის უფლებამოსილების

ვადამდე შეწყვეტის შემთხვევა

 

მოდით ვნახოთ, თუ როგორ არეგულირებს კონსტიტუცია, ამა თუ იმ მიზეზისა გამო, პრეზიდენტის პოსტზე მყოფი პირისათვის, საპრეზიდენტო უფლებამოს-ილების, კონსტიტუციით განსაზღვრული 5 წლიანი ვადის გასვლამდე შეწყვეტის შედეგად გამოწვეულ მდგომარეობას.

კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტისათვის:

- „...უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე...“ [მუხლი 76,1],

ხოლო თავად - „პრეზიდენტის არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამო-სილების შეწყვეტის დროიდან 45 დღის განმავლობაში და მის ჩატარებას უზრუნველყოფს პარლამენტი[მუხლი 76,3].

 

 

1.4 პრეზიდენტის უფლებამოსილების

ვადამდე შეწყვეტის შემთხვევისას

ხუთწლიანი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის

სავარაუდო თარიღები

 

კონსტიტუციით განსაზღვრული 45 დღის გათვალისწინებით, არჩეული პრეზი-დენტისათვის, კონსტიტუციის მუხლი 70,1 -ით მინიჭებული - თანამდებობაზე ყოფნის 5 წლიანი ვადა, შეიძლება დამთავრდეს, როგორც:

- პრეზიდენტის მორიგი არჩევნების ჩატარებისათვის დადგენილ [მუხლი 70,9]: ოქტომბრის თვეში, ასევე

- ოქტომბრის თვემდე და

- ოქტომბრის თვის შემდგომად.

მოდით განვიხილოთ, წლის ნებისმიერი დროისათვის მოსალოდნელი, სამივე ეს სავარაუდო შემთხვევა.

 

1. თუ დავუშვებთ, რომ, მიზეზთა გამო, საქართველოს პრეზიდენტისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის დამადასტურებელი სამართლებრივი აქტი, რომელიმე [ნებისმიერი] წლის: 18-26 აგვისტოს შუალედში იქნება მიღებული, მაშინ:

როგორც აქედან ათვლით 45 დღეში ჩასატარებელი საპრეზიდენტო არჩევნები [18-26 აგვისტოს + 45 დღე = 2 -10 ოქტომბერი] , ასევე, პრეზიდენტად არჩეული პირის მიერ ფიცის დადებისათვის განკუთვნილი - „...პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღე...“ [მუხლი 71,2] - სწორედ, კონსტიტუციის მუხლი 70,9 -ით განსაზღვრულ - ოქტომბრის თვეში [2-10 ოქტომბერს + 21 = 23-31 ოქტომბერი] დაფიქსირდება.

შესაბამისად, აქედან ათვლილი საპრეზიდენტო 5 წლიანი ვადა, პროცესების ნორმალურად წარმართვის შემთხვევაში, კვლავ ოქტომბრის თვეზე მოვა;

2. თუ დავუშვებთ, რომ, მიზეზთა გამო, საქართველოს პრეზიდენტისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის დამადასტურებელი სამართლებრივი აქტი, რომელიმე [ნებისმიერი] წლის - 27 აგვისტოსა და სექტემბრის თვეთა გასაყარზე, ან ოქტომბრის თვის 25-26 რიცხვამდე იქნება მიღებული, მაშინ:

აქედან ათვლით 45 დღეში ჩასატარებელი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი - ოქტომბრის შუა, ან დეკემბრის პირველ მესამედამდე დაფიქსირდება, ხოლო აქედან ათვლით საპრეზიდენტო ფიცის დადებისათვის განკუთვნილი - „...მესამე კვირა დღე...“ [მუხლი 71,2] - ნოემბრის თვის დასაწყისს, ან დეკემბრის თვის ბოლოს დაემთხვევა.

ასეთ შემთხვევაში:

- ვინაიდან მუხლი 70,1 -ით განსაზღვრული საპრეზიდენტო 5 წლიანი ვადა - ნოემბრის თვის დასაწყისში, ან დეკემბრის თვის ბოლოს ამოიწურება, ხოლო

- კონსტიტუციური მოთხოვნის თანახმად - „პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში...“ [მუხლი 70,9], მაშინ

პრეზიდენტად არჩეულ პირს - არასრული 5 წლით [კერძოდ - 4 წელი და 10-11 თვე] მოუწევს თავისი მოვალეობის შესრულება, რამეთუ მისი საპრეზიდენტო უფლებამოსილება შეწყდება, ოქტომბრის თვეში - „...ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე“ [მუხლი 71,2];

 

3. თუ დავუშვებთ, რომ, მიზეზთა გამო, საქართველოს პრეზიდენტისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის დამადასტურებელი სამართლებრივი აქტი, რომელიმე [ნებისმიერი] წლის - 28 ოქტომბრიდან მოყოლებული მომავალი წლის აგვისტოს თვის შუა [16-17] რიცხვებამდე იქნება მიღებული, მაშინ:

აქედან ათვლით 45 დღეში ჩასატარებელი საპრეზიდენტო არჩევნებიდან [მუხლი 76,3] აღებული საპრეზიდენტო ფიცის დადებისათვის დადგენილი - „...მესამე კვირა დღე...“ [მუხლი 71,2]:

მინიმუმ - იანვრის თვეზე, ხოლო

მაქსიმუმ - ოქტომბრის შუა რიცხვებზე მოვა.

შესაბამისად, იანვრის [ან შუა ოქტომბრის] თვიდან ათვლილი მუხლი 70,1 -ით განსაზღვრული საპრეზიდენტო 5 წლიანი ვადა, მე-5 წლის იანვარში [ან შუა ოქტომბრისთვის] ამოიწურება, ანუ კონსტიტუციით პრეზიდენტის უფლებამო-სილების ამოწურვის კალენდაული წლის ოქტომბერში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებასა და ფიცის დადებამდე:

მაქსიმუმ - ათი თვით, ან

მინიმუმ - რამოდენიმე [5-10] დღით ადრე.

 

ასეთ შემთხვევაში კონსტიტუციურ მოთხოვნათა დაცვის გარანტი ხდება, კონსტიტუციის მუხლი 76,1 -ით განსაზღვრული ვალდებულება:

- „საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციე-ლების შეუძლებლობის... შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე...“.

 

აღნიშნული კონსტიტუციური მოთხოვნა ითვალისწინებს არა მარტო იმას, რომ:

- ამ თანამდებობაზე მყოფი პირი, ვთქვათ - გარდაიცვალა; ან - მძიმედ არის ავად; ანდა, მიზეზთა გამო, ქვეყნის ფარგლებს გარეთაა გადახვეწილი;

არამედ:

ვინაიდან მუხლი 70,1 -ის თანახმად საპრეზიდენტო ვადა მკაცრადაა შემოსაზ-ღვრული 5 წლით, ხოლო მუხლი 5,3-ის პრინციპიდან გამომდინარე - „არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება“,

ამიტომ, განსახილველი მუხლი 76,1-ის მითითებული მოთხოვნა, წინასწარვე უშვებს [განსაზღვრავს] იმის ალბათობასაც, რომ ამ პირს:

პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის - კანონიერი საფუძველი აღარ აქვს.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე:

როდესაც პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი პირისათვის, კონსტიტუციით განსაზღვრული 5 წლიანი ვადა, ამა თუ იმ მიზეზით, მინიმუმ - იანვრის, და მაქსიმუმ - ოქტომბრის შუა რიცხვებში ამოეწურება, მის მიერ ამ თანამდებობაზე კანონიერად ყოფნა უკვე შეუძლებელი იქნება, და

მაშინ, მუხლი 76,1 -ის თანახმად, პრეზიდენტი მოვალეობის შესრულების ვალდებულება ეკისრება - პარლამენტის თავმჯდომარეს.

 

ასეთ შემთხვევაში, მდგომარეობის დარეგულირება, ქვემოთ გადმოცემული - ორი სამართლებრივი აქტიდან, ერთ-ერთის მიღების გზით იქნება შესაძლებელი. კერძოდ:

 

1. საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფმა პირმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, და საპრეზიდენტო ხუთწლიანი ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით, თავისი ნებით დატოვოს თანამდებობა.

მიღებული გადაწყვეტილება საფუძვლად დაედება მუხლი 76,1 -ით განსაზ-ღვრული მოთხოვნის ავტომატურად ამოქმედებას, და 5 წლიანი ვადის ამოწურვიდან, კონსტიტუციით განსაზღვრული მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების ოქტომბრის თვეში ჩატარებამდე, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეასრულებს;

 

2. თუკი საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი პირი დროულად არ მიიღებს ზემოთხსენებულ გადაწყვეტილებას, მაშინ საჭირო გახდება პარლამენტმა, კონსტიტუციის 66- მუხლის შესაბამისად, მიიღოს მუხლი 76,1 -ით შექმნილი მდგომარეობის დამარეგულირებელი სამართლებრივი აქტი, სადაც, კერძოდ, დაფიქსირდება:

 

- პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი პირისათვის საპრეზიდენტო 5 წლიანი ვადის ამოწურვის თარიღი;

 

- საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მისი ამ თანამდებობაზე კანონიერად ყოფნის შეუძლებლობა;

 

- მუხლი 76,1 -ით შექმნილი მდგომარეობის გამო, საპრეზიდენტო 5 წლიანი ვადის ამოწურვის დღიდან, მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების [ოქტომბრის თვეში] ჩატარებამდე, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების ვალდებულება; და

 

- მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების, კონსტიტუციის მუხლი 70,9 -ით გათვალისწინებულ - ოქტომბრის თვეში ჩატარების თარიღი.

თავი 2.

კანონპროექტის მიღების მიზეზი, ანუ

დღევანდელი რეალობით გამოწვეული

მდგომარეობის დარეგულირების მექანიზმი

 

საქართველოში 2007 წლის ნოემბერში განვითარებული მოვლენების შემდგომად, 2004 . 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული . სააკაშვილი, მიზეზთა გამო, იძულებული გახდა დაკავებული თანამდებობიდან გადამდგარიყო.

2008 . 5 იანვარს ჩატარებული არჩევნების შედეგიდან გამომდინარე, . სააკაშვილის მიერ - 2008 . 20 იანვარს საპრეზიდენტო ფიცის დადებიდან ათვლით, კონსტიტუციის მუხლი 70,1 -ით განსაზღვრული 5 წლიანი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა - 2013 . 20 იანვარს ამოიწურა.

შესაბამისად, 2013 . 20 იანვრიდან ათვლით . სააკაშვილს აღარ აქვს პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩენის - კანონიერი უფლება [იხ. მუხლი 5,3 და მუხლი 70,1].

აქედან გამომდინარე:

- ვინაიდან, კონსტიტუციით: „...პრეზიდენტის უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე[მუხლი 71,2],

- ვინაიდან, კონსტიტუციით განსაზღვრული: თანამდებობაზე ყოფნის უფლებამოსილების უწყვეტობა, მკაცრადაა შემოფარგლული 5 წლიანი ვადით [იხ. მუხლი 70,1], და არ არის დამოკიდებული - ახალარჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილების მიღების დროზე [იხ. მუხლი 71,2],

- ვინაიდან, კონსტიტუციის, განსახილველი 76,1 მუხლი, სწორედაც რომ, მხოლოდ, სავარაუდო - საგანგებო მდგომარეობის დასარეგულირებელ მექანიზმს წარმოადგენს,

- ამიტომ:

საქართველოს პარლამენტი, კონსტიტუციურ [მუხლი 5,3; მუხლი 70,1 და 9; მუხლი 71; მუხლი 76,1] მოთხოვნათა სრული დაცვით საკითხის გადაჭრის მიზნით, ვალდებულია, დაუყოვნებლივ მოახდინოს წარმოდგენილი კანონპროექტის ინიცირება და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ მიხედვით განხილვისათვის დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებისა:

- „მიხეილ სააკაშვილისთვის 2013 წლის 20 იანვარს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით“.

 

თავი 3.

გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო

სადეპუტატო ხმების რაოდენობა

 

კონსტიტუციის 66-ე მუხლის თანახმად, ამდაგვარი გადაწყვეტილების მისაღებად, შემდეგი მოთხოვნის დაცვაა საჭირო:

„1. პარლამენტში კანონპროექტი ან დადგენილება მიღებულად ითვლება, როცა მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა [რაც - მინიმუმ 50 სადეპუტატო ხმის ტოლია - გ.ს.], თუ კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული კანონპროექტის ან დადგენილების მიღების სხვა წესი.

11 კონსტიტუციური შეთანხმება დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის სულ ცოტა სამი მეხუთედი [რაც - ზოგადად - 90, ხოლო დღეის მდგომარეობის გათვალისწინებით - 89 სადეპუტატო ხმის ტოლია - გ.ს.].

2. ორგანული კანონის პროექტი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი... [რაც - მინიმუმ 76 სადეპუტატო ხმის ტოლია - გ.ს.]“ [მუხლი 66,1-2].

 

ჩვენის აზრით, სასურველია თუკი აღნიშნული დადგენილება - „კონსტიტუციური შეთანხმების” სახით, ანუ - 90 [89] სადეპუტატო ხმით იქნება მიღებული, რამეთუ კონსტიტუციის მუხლი 68,4-ის თანახმად პრეზიდენტის მიერ დაწუნებული კანონ-პროექტის [ე.წ. ვეტოს დადების შემთხვევა] საბოლოო მისაღებად, სწორედ - 90 [89] სადეპუტატო ხმაა საჭირო.

 

 

თავი 4.

კანონპროექტის ავტორი

 

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „მიხეილ სააკაშვილისთვის 2013 წლის 20 იანვარს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით“, ავტორი:

- პაატა ცნობილაძე, დოქტორი, პროფესორი;

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე;

- მიხეილ ანდღულაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის" თავმჯდომარე.

 

თავი 5.

კანონპროექტის ინიციატორი

 

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „მიხეილ სააკაშვილისთვის 2013 წლის 20 იანვარს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით“, ინიციატორია - კოალიცია „ერთსულოვნების“ სახელით, საინიციატივო ჯგუფი:

რეზო ჩხეიძე, მიხეილ ანდღულაძე [მომხსენებელი], თეიმურაზ შაშიაშვილი [მომხსენებელი], რეზო ძოძუაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, ომარ მხეიძე, პაატა ცნობილაძე [მომხსენებელი], ფერდინანდ ლორთქიფანიძე, რამაზ ყურაშვილი, ელგუჯა ბურდული, იური ვაზაგაშვილი, ანზორ ბაბუხადია, ლექსო კობაიძე, ავთანდილ იოსელიანი, მარინა კაჟაშვილი, მიხეილ [გელა] სალუაშვილი [მომხსენებელი], ვახტანგ ტატიშვილი.

 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.