Print

N02 - 01. 07. 2013 წ. "ფოტორეგისტრაცია" საკანონმდებლო წინადადება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ დავით უსუფაშვილს!

 

კოალიციაერთსულოვნების“

„გაერთიანების მემორანდუმში“

წარმოდგენილი წევრებისა და ორგანიზაციების

 

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო დავით!

ვითვალისწინებთ რა, რომ - სახელმწიფოებრივი თვალთახედვის ვალდებულებიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ისეთი საარჩევნო გარემოს შექმნა, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს არჩევნების გაუყალბებელი შედეგის მირებას;

ვითვალისწინებთ რა, რომ - საქართველოში მაცხოვრებელი სხვადასხვა აღმსარებლობის (მართლმადიდებლები, კათოლიკები, მუსულმანები, გრიგორიანელები, იუდაელები) მოქალაქეთა უდიდესი ნაწილისათვის, თავისი რელიგიური შეხედულებიდან გამომდინარე, მიუღებელია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-თ გათვალისწინებული მარკირების პროცედურა;

ვითვალისწინებთ რა, რომ - ხელისუფალმა პატივი უნდა სცეს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის რელიგიურ შეხედულებებს,

ამიტომ, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლის შესაბამისად, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: „საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 64-ე მუხლში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით“. რომელიც ითვალისწინებს მარკირების პროცედურის ნაცვლად, გაუყალბებელი არჩევნების ჩატარების მექანიზმად გამოყენებული იქნეს „ფოტორეგისტრაცია“.

 

დანართი:

1. კანონპროექტი: „საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 64-ე მუხლში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით“ – 4 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ - 6 გვ.

 

კოალიციაერთსულოვნების“ ინიციატივითა და 1,5 მლნ. ხელმომწერის სახელით:

რეზო ჩხეიძე, ჭაბუა ამირეჯიბი, მერაბ ბერძენიშვილი, რეზო ამაშუკელი, მარიკა ლორთქიფანიძე, ჯანო ბაგრატიონი, რეზო ესაძე, გურამ ფირცხალავა, მამა ტარიელ სიკინჭილაშვილი, მამა გრიგოლ აბაშიძე, მამა როსტომ ლორთქიფანიძე, მამა ელიზბარ დიაკონიძე, მამა იოანე რევიშვილი, ელგუჯა ბურდული, გურამ საღარაძე, მიხეილ ანდღულაძე, თეიმურაზ შაშიაშვილი, პაატა ცნობილაძე,

ზაზა ხატიაშვილი, რეზო ძოძუაშვილი, თამაზ ჭეიშვილი, ნათია ავსაჯანიშვილი, ვლადიმერ ბარქაია, მანუჩარ მაჩაიძე, ნუგზარ ბაგრატიონი, ომარ მხეიძე, ფერდინანდ ლორთქიფანიძე, ფრიდონ ინჯია, ვალერი კვარაცხელია, დიმა ჯაიანი, ვახტანგ ტატიშვილი, ნუგზარ კვაშალი, ზურაბ ცინცქილაძე, დავით ანდღულაძე, რამაზ ყურაშვილი, ჯუმბერ ლომინაძე, ოთარ ვარსიმაშვილი, იური ვაზაგაშვილი,

გიორგი კორკოტაშვილი, გია ბერძენაძე, როლანდ ჯალაღონია, გიორგი ჟორჟოლიანი, ანზორ ბაბუხადია, თეიმურაზ ანდღულაძე, რევაზ ბარამიძე, ალექსი კობაიძე, გურგენ მურცხვალაძე, მიხეილ ჯიბუტი, მირიან მურჯიკნელი, ავთანდილ იოსელიანი, კოტე ბურჯანაძე, ლაშა ჩხარტიშვილი, კობა არაბული, რომან რურუა,

2

ლაშა კალანდაძე, ჯემალ ჯიქია, იური მეჩითოვი, მარინა კაჟაშვილი, ნანა შარაშიძე, ნუგზარ კახნიაური, ნიკოლოზ მჟავანაძე, ტიტე ლეფსაია, ნინო ჩხობაძე, თეიმურაზ კჯვარაცხელია, გურამ ჩხაიძე, გიორგი ახმეტელი, ირაკლი გიორგაძე, ავთანდილ უნგიაძე, შოთა ჩხეიძე, თინათინ მაჭავარიანი, თამარ სამსონიძე, მარინე გოშაძე, გიზო შარვაშიძე, გურამ სოსელია, რევაზ ნაცარიშვილი, ინა ასანიძე, გიორგი შარვაშიძე,

ბორის ძაგანია, ომარ ცხვარაძე, ილია ბარაბიძე, ავთანდილ ბარამაშვილი, ვიქტორ კუსიანი, ოთარ მდივნიშვილი, დალილა ხორავა, დავით თელია, ბადურ მოსიძე, ოლეგ გოლოვაჩოვი, დავით ვირსალაძე, რამაზ კუტუბიძე, გიორგი ბოჭორიშვილი, გიორგი გაგლოევი, ვასილ კადენეცი, გიგლა ბახტაძე, ლელა ნაცვალაძე, ნიაზ ბოლქვაძე, გულიკო გაბაიძე,

ზაზა პატარავა, შოთა ზოიძე, ნოდარ ჩხეიძე, ამირან მამულაძე, დავით თედორაძე, გიმრი ბაწელაშვილი, ბეჟან ხურციძე, ლალი მიქავა-გორდელი, ხაჩატურ ვართანიანსი, ქეთევან ადამია, როინ ლიპარტელიანი, იანა ხუციშვილი, მიხეილ [გელა] სალუაშვილი...

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 

„საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს

64-ე მუხლში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით“

 

  1. 1.ვითვალისწინებთ რა, რომ - სახელმწიფოებრივი თვალთახედვის ვალდებულებიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ისეთი საარჩევნო გარემოს შექმნა, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს არჩევნების გაუყალბებელი შედეგის მირებას;
  2. 2.ვითვალისწინებთ რა, რომ - საქართველოში მაცხოვრებელი სხვადასხვა აღმსარებლობის (მართლმადიდებლები, კათოლიკები, მუსულმანები, გრიგორიანელები, იუდაელები) მოქალაქეთა უდიდესი ნაწილისათვის, თავისი რელიგიური შეხედულებიდან გამომდინარე, მიუღებელია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-თ გათვალისწინებული მარკირების პროცედურა;
  3. 3.ვითვალისწინებთ რა, რომ - ხელისუფალმა პატივი უნდა სცეს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის რელიგიურ შეხედულებებს,

 

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 64-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 64. ამომრჩეველთა ფოტორეგისტრაცია

  1. 1.ყველა საარჩევნო უბანში (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ხორციელდება ამომრჩეველთა ფოტორეგისტრაცია.

 

2. ფოტორეგისტრაცია ითვალისწინებს პროცედურას, რომლის მიხედვითაც „საარჩევნო უბნის ფოტორეგისტრაციის მონაცემთა ბაზაში“ ასახვის [რეგისტრაციის] მიზნით - საარჩევნო ოლქისა და უბნის ნომერაციის დამაფიქსირებელი, არჩევნების დაწყებამდე საარჩევნო უბნის კომისიის წევრების, [სურვილისამებრ დამკვირვებლების] ხელმოწერებით და კომისიის თავმჯდომარის მიერ დაამოწმებული სათანადო ბეჭდით მონიშნული, ბანერის ფონზე, ფოტოაპარატის მეშვეობით ხდება ამომრჩევლის ფოტორეგისტრაცია, მის პირადობის დამადასტურებელ საბუთთან ერთად.

„საარჩევნო უბნის ფოტორეგისტრაციის მონაცემთა ბაზაში“ ამომრჩევლის ფოტორეგისტრაციის აღმოჩენის შემთხვევაში, მას აეკრძალება კენჭისყრაში მონაწილეობა და მისი ვინაობა შეიტანება ჩანაწერთა წიგნში.

 

3. ამომრჩეველი, რომელიც გაივლის ფოტორეგისტრაციის შემოწმების პროცედურას, გადაინაცვლებს სარეგისტრაციო მაგიდასთან, სადაც იგი მიიღებს საარჩევნო ბიულეტენს (ბიულეტენებს). ფოტორეგისტრაციის პროცედურის გავლაზე უარის თქმის შემთხვევაში ამომრჩეველს არა აქვს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება და მასზე საარჩევნო ბიულეტენი (ბიულეტენები) არ გაიცემა.

 

4. თუ საარჩევნო კომისიის წევრს, საარჩევნო უბანზე მყოფ დამკვირვებელს ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ეჭვი გაუჩნდა ფოტორეგისტრაციის, ან მისი შემოწმების პროცედურის გამო, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის ხელახლა ჩატარება. ამ პირებს უფლება აქვთ, მოითხოვონ სათანადო რეაგირება ფოტორეგისტრაციის პროცედურის დარღვევის ნებისმიერ გამოვლინებაზე.

2

5. ფოტორეგისტრაცია არ გამოიყენება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში (ავადმყოფების მიმართ), აგრეთვე კენჭისყრაში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მონაწილე პირთა მიმართ.

6. ამომრჩეველს, რომელმაც გაიარა ფოტორეგისტრაციის პროცედურა და მონაწილეობა მიიღო კენჭისყრაში, უფლება არა აქვს, იმავე ან სხვა საარჩევნო უბანში ხელახლა მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა.

7. ამ მუხლის მოთხოვნათა დამრღვევ პირს ეკისრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა.“

2. დადგენილება ძალაშია მიღებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

დავით უსუფაშვილი

 

 

საკანონმდებლო წინადადების

კანონპროექტი: „საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 64-ე მუხლში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით“

 

განმარტებითი ბარათი

 

საქართველოში მცხოვრები ყოველი პირი

ვალდებულია ასრულებდეს

საქართველოს კონსტიტუციისა და

კანონმდებლობის მოთხოვნებს

[მუხლი 44,1]

 

თავი 1.

სამართლიანი და გაუყალბებელი არჩევნების ჩატარებისათვის

 

როგორც მოგეხსენებათ საერთაშორისო სამართალი ეფუძნება ხელისუფლების არჩევით ფუძემდებლურ პრინციპს, რომელიც კონსტიტუციური ვადებითაა შემოფარგლული და ქვეყნის განვითარებასა და წინსვლისთვის მთავარი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

 

1.1 სამართლიანი და გაუყალბებელი არჩევნების ჩატარებისათვის,

პროცესების შეფერხების გარეშე განვითარების შემთხვევაში

მარკირების პროცედურის ნაცვლად საარჩევნო კოდექსში „ფოტორეგისტრაციის“ შემოღება და დანერგვა უზრუნველყოფს საქართველოში ბოლო 23 წლის განმავლობაში ელექტორატის რიგების მკვეთრად გააქტიურებას და ამ ხნის განმავლობაში არადემოკრატიულად და არასამართლიანად ჩატარებული არჩევნების ნაცვლად ისეთი არჩევნების ჩატარებას, რომელზეც ელექტორატისათვის არანაირი მორალურ-ფსიქოლოგიური ან სხვა ზეწოლა და დაბრკოლებები აღარ იარსებებს, რაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს საარჩევნო და საკონსტიტუციო პრინციპების დამკვიდრებასა და განვითარებას საქართველოში და შედეგიც არ დააყოვნებს, არჩევნებით მიღებული რეზულტატი მისაღები იქნება ყველასათვის, ხოლო ელექტორატი, ქვეყნის ბედ-იღბალის არჩევასა და ჩამოყალიბებაში, სრულფასოვანი უფლება-მოვალეობის განცდას დაიმკვიდრებს და ნებისმიერ არჩევნებში თავისი ერთი ხმის მონაწილეობას აღიქვამს, როგორც აუცილებლობას და გადამწყვეტ ფაქტორს.

ამასთანავე უნდა მოგახსენოთ შემდეგი: საქართველოში 2002 წლის აღწერის მონაცემებით, მოსახლეობის საერთო რაოდენობაა - 4. 601. 534

მათ შორის:

ქართველი - 3. 787. 393, ანუ მოსახლეობის - 82,3 %

აზერბაიჯანელი - 284. 881, ანუ - 6,2%

სომეხი - 281.229, ანუ - 6,1%

რუსი - 100. 071, ანუ - 2,17%

ოსი - 84. 728, ანუ - 1,8%

აფხაზი - 45. 518, ანუ - 0,9%

ბერძენი - 19. 066, ანუ - 0,4%

უკრაინელი - 10. 869, ანუ - 0,2

ებრაელი - 4. 202, ანუ - 0,1%

ამათგან, აღმსარებლობის მიხედვით,ზოგადი მონაცემი ასეთია:

მართლმადიდებლური აღმსარებლობის მიმდევარია, მოსახლეობის - 3.900.000, ანუ მოსახლეობის - 84,8%

კათოლიკური აღმსარებლობისაა - 95.000, ანუ მოსახლეობის - 2%

მუსულმანური აღმსარებლობისაა - 400.000, ანუ მოსახლეობის - 8,7%

გრიგორიანული აღმსარებლობისაა - 200.000, ანუ მოსახლეობის - 4,35%

იუდაური აღმსარებლობისაა - 4.202, ანუ მოსახლეობის - 0,1%

ათეისტური პოზიციის მატარებელია - 2.000, ანუ მოსახლეობის - 0,04%

ზემოთქმულიდან გამომდინარე:

- ვინაიდან სახელმწიფოებრივი თვალთახედვის ვალდებულებიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ისეთი საარჩევნო გარემოს შექმნა, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს არჩევნების გაუყალბებელი შედეგის მირებას;

- ვინაიდან საქართველოში მაცხოვრებელი სხვადასხვა აღმსარებლობის (მართლმადიდებლები, კათოლიკები, მუსულმანები, გრიგორიანელები, იუდაელები) მოქალაქეთა უდიდესი ნაწილისათვის, თავისი რელიგიური შეხედულებიდან გამომდინარე, მიუღებელია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-თ გათვალისწინებული მარკირების პროცედურა;

- ვინაიდან ხელისუფალმა პატივი უნდა სცეს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის რელიგიურ შეხედულებებს,

ამიტომ

საარჩევნო პროცსში ყველა ტექნოლოგიურ-პროცესუალური მეთოდების დანერგვა-გამოყენების საშუალებით უნდა ჩატარდეს არჩევნები გაყალბების გარეშე, რასაც განაპირობებს კოალიცია „ერთსულოვნების“ მიერ საკანონმდებლო წინადადების სახით წარმოდენილი კანონპროექტი „საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 64-ე მუხლში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით“.

მარკირების პროცედურის ნაცვლად საარჩევნო კოდექსში „ფოტორეგისტრაციის“ შემოღება და დანერგვა უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესში საქართველოს მოსახლეობის აქამდე არჩევნებში არ მონაწილეთა, უდიდესი ნაწილის აქტიურ ჩართვას.

 

 

თავი 1.

ტექნოლოგიურ-პროცესუალური პროექტი:

„არჩევნები გაყალბების გარეშე“

წარმოგიდგენთ, მარკირების პროცედურის ნაცვლად საარჩევნო კოდექსში „ფოტორეგისტრაციის“ დანერგვის ტექნოლოგიურ-პროცესუალური პროექტის აღწერას და განმარტებებს, რომლის დანერგვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება არჩევნები ჩატარდება გაყალბების გარეშე.

საქართველოს ყველა საარჩევნო უბანში ამ პროექტის შესრულება და განხორციელება დაეკისრება, უბნის საარჩევნო კომისიის წინასწარ განსაზღვრულ, ამ პროექტით დატრეინინგებულ ორ წევრს, რომელნიც არჩევნების დღეს უცვლელად შეასრულებენ მათზე დაკისრებულ ფუნქციას, რაც გამიხატება შემდეგში:

-            საარჩევნო უბანზე არჩევნების დაწყებისთანავე, კედელზე სათანადო ადგილას განთავსდება ბანერი/აბრა, სადაც აღნიშნული იქნება - საარჩევნო ოლქისა და უბნის ნომერი; გარდა ამისა, მასზედ მარკერის საშუალებით ხელს მოაწერს კომისიის ყველა წევრი [სურვილისამებრ დამკვირვებლებიც] და კომისიის თავმჯდომარე დაამოწმებს მას უბნის სათანადო ბეჭდით.

-            აღნიშნული ბანერის გასწვრივ შტატივზე დაფიქსირდება ფოტოაპარატი, რომლის გადაღების დიაპაზონში სრულად უნდა მოჩანდეს კედელზე განთავსებული უკვე ხელმოწერილი და დამოწმებული აბრა. აღნიშნული პოტოაპარატი შეერთებული იქნება უბნის კომპიუტერთან სადაც ჩატვირთულია გაორებული [უკვე გადაღებული] სურათების ამოცნობისა და დაფიქსირების შესაბამისი პროგრამა.

-  საარჩევნო უბნის ერთი წევრი, პირველი ფოტორეგისტრატორი, დგას აბრასთან, ხოლო მეორე ასრულებს ფოტოგადაღებას.

-            საარჩევნო უბანზე შემოსული ამომრჩეველი, ბანერთან მდგომი პირველი

ფოტორეგისტრატორის მიერ ყოვნდება ისე, რომ ფოტოაპარატის გადაღების დიაპაზონში ამომრჩეველთან ერთად თავისუფლად ხვდებოდეს კედელზე განთავსებული აბრა.

-            პირველი ფოტორეგისტრატორის მოთხოვნის საფუძველზე ამომრჩეველი მას წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას ან საქართველოს

მოქალაქის პასპორტს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი – ასევე დევნილის მოწმობას (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასთან ერთად), რომელსაც პირველი რეგისტრატორი იმ მომენტშივე გადასცემს მეორე რეგისტრატორს, რათა მან იგი ამომრჩეველთან და მის უკან განთავსებულ აბრასთან ერთად მყისიერად მოაქციოს ფოტოაპარატის გადაღების დიაპაზონში, რის შემდეგაც, პირველი რეგისტრატორის მიერ უზრუნველყოფილი, ფოტოაპარატის ობიექტივში მომზირალი ამომრჩევლის, უბნის დამადასტურებელი აბრისა და პირადობის მოწმობის ერთ კადრში მოქცევით, ახდენს ფოტოგადაღებას.

-            ფოტოკადრი, გარდა ფოტოაპარატში წინასწარ ოლქისა და უბნის მიხედვით დანომრილ შესაბამისი ჩიპისა, ასახვას პოვებს ასევე საარჩევნო უბნის კომპიუტერში, სადაც შეერთებულია ფოტოაპარატი და ექცევა შესაბამისი ფოტოსურათების გაორების ამომცნობი პროგრამის სივრცეში.

-            საარჩევნო უბნის ფოტორეგისტრაციის მონაცემთა ბაზაში ამომრჩევლის ფოტორეგისტრაციის აღმოჩენის შემთხვევაში, მას აეკრძალება კენჭისყრაში მონაწილეობა და მისი ვინაობა შეიტანება ჩანაწერთა წიგნში.

-  არჩევნების დასრულების შემდეგ, პოტოაპარატში არსებული შესაბამისი ჩიპი, დაილუქება კონვერტში საარჩევნო უბნის ბეჭდით და დაუყოვნებლივ, ხმების დათვლის პროცედურების დაწყებამდე გაიგზავნება და ჩაბარდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შექმნილ სპეციალურ ჯგუფს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა საარჩევნო უბნიდან მიღებულ მონაცემებს მოაქცევს ფოტოსურათების გაორების ამომცნობი პროგრამის სივრცეში და წარუდგენს შედეგებს საზოგადოებას.

-  მოქალაქე, რომელიც სხვადასხვა უბანზე დაფიქსირდება როგორც მონაწილე ამომრჩეველი, მის მიმართ განხორციელდება კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ზომები.

 

 

თავი 2.

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 64-ე მუხლში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით“,

ავტორი:

- მიხეილ ანდღულაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“ თავმჯდომარე.

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი - სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის თავმჯდომარე;

-   ჯემალ ჯიქია, სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის სზოგადოებრივი მდივანი;

- ავთანდილ იოსელიანი,   არასამთავრობო ორგანიზაცია „სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის“ თანათავმჯდომარე

 

 

თავი 3.

კანონპროექტის ინიციატორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 64-ე მუხლში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით“, ინიციატორია - კოალიცია „ერთსულოვნების“ სახელით,

საინიციატივო ჯგუფი:

რეზო ჩხეიძე, მიხეილ ანდღულაძე [მომხსენებელი], მიხეილ [გელა] სალუაშვილი [მომხსენებელი], თეიმურაზ შაშიაშვილი, რეზო ძოძუაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, ომარ მხეიძე, ალექსი კობაიძე, ფერდინანდ ლორთქიფანიძე, რამაზ ყურაშვილი, ელგუჯა ბურდული, იური ვაზაგაშვილი, ანზორ ბაბუხადია, პაატა ცნობილაძე, ავთანდილ იოსელიანი, მარინა კაჟაშვილი, ვახტანგ ტატიშვილი, ჯემალ ჯიქია .

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.