Print

საკანონმდებლო წინადადება [საპატრიარქოს საპარლამენტო მდივნის შემოღება]

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ ირაკლი კობახიძეს

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა -

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს პარტიის სახელით“

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო ირაკლი!

ვხელმძღვანელობთ რა, საქართველოს კონსტიტუციური განსაზღვრულობით, რომ - „სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას, ამასთან ერთად აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან“, აგრეთვე

ვესწრაფვით რა, რომ ურთიერთ დამოუკიდებლობის პირობებში საჭიროა სახელმწიფოებრივ აღმშენებლობის პროცესში საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ჩართვის მექანიზმის შემუშავება, და

ვეყრდნობით რა - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებებს, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: „საქართველოს კანონი - „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

 

დანართი:

1. კანონპროექტი: „საქართველოს კანონი - „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“- 5 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ - 4 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით:

 

2018 წ. 28 ოქტომბერს დანიშნული საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილე საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი,

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

 

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

თბილისი, 2018 წლის 11 სექტემბერი

წერილის ჩაბ. №13723

11. 09. 2018 წ.

 

 

 

საკანონმდებლო წინადადება: კანონპროექტი

 

საქართველოს კანონი

„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში

ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაც­ნე, №19, 15.07.2004, მუხ. 85) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობისას მათ კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა შეუფერხებელ და სრულყოფილ განხორციელებას.

2. ეს კანონი განსაზღვრავს საპარლამენტო მდივნის უფლებამოსილებებს საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობებისას საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელების უზრუნველსაყოფად“.

 

2. მე-მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საპარლამენტო მდივანი არის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ან სამინისტროს, ან საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თანამდებობის პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს“.

 

3. კანონს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე „მუხლი 71“:

„მუხლი 71საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივანი.

1. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივანი არის საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. იგი ხელს უწყობს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის პარლამენტთან ურთიერთობების განხორციელებაში.

 

2. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივანს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქი.

 

3. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივანს ჰყავს მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი მოადგილე, რომელთაც საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივნის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქი. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივნის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე.

 

4. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივანი:

ა) ესწრება საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომებს;

ბ) მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებში და პლენარულ სხდომებზე კანონპროექტებისა და სხვა საკითხების განხილვაში;

გ) ორგანიზებას უწევს საქართველოს პარლამენტთან საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ურთიერთობებს;

დ) კოორდინაციას უწევს მისი მოადგილეების საქმიანობას კანონპროექტების მომზადების სფეროში;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით, საქართველოს პარლამენტში წარადგენს შენიშვნებს განსახილველ კანონპროექტთან დაკავშირებით;

მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

5. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივანი ანგარიშვალდებულია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. იგი სამსახურებრივად ექვემდებარება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქს.

 

6. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივნის თითოეული მოადგილე:

ა) მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის მიერ კანონპროექტებისა და სხვა საკითხების განხილვაში და ორგანიზებას უწევს შესაბამისი კომიტეტის მიერ შესამუშავებელ კანონპროექტთა ნუსხის წარდგენას საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივანთან;

ბ) შეიმუშავებს წინადადებებს შესაბამისი კომიტეტის მიერ განსახილველ კანონპროექტებში შესაძლო ცვლილებების შეტანის შესახებ;

დ) საჭიროების შემთხვევაში აყენებს წინადადებებს ცალკეული კანონპროექტების მომზადების, განხილვის ან შეთანხმების მიზნით შესაბამისი კომისიის შექმნის შესახებ.“;

 

4. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის, სამინისტროს საპარლამენტო მდივნისა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივანის საქმიანობას უზრუნველყოფენ, შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, სამინისტროს აპარატისა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფები.“;

 

მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადების:

საქართველოს კანონი

„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში

ცვლილების შეტანის თაობაზე

განმარტებითი ბარათი

 

თავი პირველი

საქართველოში ჩატარებული ბოლო საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეთა - 84% მართლმადიდებელი რელიგიის აღმსარებელია.

როგორც მოგეხსენებათ - საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით - „სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას, ამასთან ერთად აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან“.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, წინამდებარე საკანონმდებლო წინადადების მიზანია, ურთიერთ დამოუკიდებლობის პირობებში მოხდეს სახელმწიფოებრივ აღმშენებლობის პროცესში, საქართველოს მოქალაქეთა - 84%-ის სულიერი ფასეულობების მაკოორდინირებელი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ჩართვის ეფექტური მექანიზმის შემუშავება,

ერთ-ერთ ასეთ საშუალებად მიგვაჩნია, საქართველოს კანონმდებლობაში ასახულ იქნეს - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივნის ინსტიტუტი, რომელიც იქნება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. და რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის პარლამენტთან ურთიერთობების განხორციელებაში.

შესაბამისად, დღეს მოქმედ „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში, ზოგადად, და კერძოდ კანონის 1-ელ და მე-2 მუხლებში, საჭიროა შეტანილ იქნეს - „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივნის ინსტიტუტის“ განმსაზღვრელი ჩანაწერი.

 

გარდა ამისა, ხსენებულ კანონს უნდა დაემატოს ახალი მუხლი : „მუხლი 71საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივანი“.

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქის მიერ დანიშნულ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივანს“ ეყოლება:

არამარტო, საჭიროების შემთხვევაში მისი უფლებემოსილებების განმხორციელებელი, - პირველი მოადგილე, არამედ

საქართველოს საპარლამენტო კომიტეტების რიცხოვნობის შესაბამისად, ამ კომიტეტებთან კოორდინაციის უშუალოდ განმხორციელებელი მოადგილეები.

წარმოდგენილ ცვლილებებში დეტალურადაა ასახული ხსენებული მიზნის პრაქტიკულად განსახორციელებლად საჭირო პირთა უფლება-მოვალეობები.

 

საქართველოს პარლამენტის მიერ შეთავაზებული წინადადების გათვალისწინება, საშუალებას იძლევა კანონით იქნეს გარანტირებული, საპარლამენტო კომიტეტების მიერ კანონპროექტების საბოლოო სახის მიღების პროცესში, ქრისტიანული ფასეულობების მატარებელი, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციის ასახვა.

 

 

თავი მეორე

ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მოქმედი ის ერთადერთი გაერთიანებაა, რომელიც პოლიტიკური ასპექტების პარალელურად, საქართველოს სულიერ მისიასთან დაკავშირებული იმ საკითხების კვლევითაა დაკავებული, რომელიც ბოლო ჟამის თემატიკას ეხება.

ბიბლიური მინიშნებიდან გამომდინარე, ამჟამად, ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს ბოლო ჟამის ე.წ. მხილებისეული ეტაპი. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს, არა მარტო ქვეყნის წინაშე მდგარი სხვადასხვა ხარისხის მქონე ამა თუ იმ პრობლემის გამოვლენას, არამედ მათი მოგვარების კონკრეტული მექანიზმისა თუ მოდელის შემუშავებას.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციით - საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს“ [მუხლი 48].

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე:

ვითვალისწინებთ რა მაცხოვრისეულ მინიშნებას: „რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22]; და

ვეყრდნობით რა პავლე მოციქულის შეგონებას: „... რასაც უნდა იქმოდეთ, სიტყვით თუ საქმით, იქმოდეთ მას უფლის იესუს სახელით, რათა ჰმადლობდეთ მის მიერ ღმერთსა და მამას" [კოლ. 3,17],

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მომავალი გუნდი, კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება-მოსილებისა და ბიბლიით გამოკვეთილი - მხილებისეული ეტაპის მოთხოვნებიდან გამომდინარე, წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებაში გთავაზობთ, ჩვენის აზრით, ქვეყნის წინაშე მდგარი კონკრეტული საკითხის მოგვარების ჩვენეულ მექანიზმს.

ამასთანავე, ვაცნობიერებთ რა, რომ, დღეის მდგომარეობით, გადაწყვეტილების მიღების მთავარი ბერკეტი თქვენი პილიტიკური გუნდის ხელშია, ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია: მოვიდეთ და გითხრათ; არჩევანი - თქვენზეა!

 

და ბოლოს, მოახლოებული განკითხვის დღის წინარე ეტაპზე, თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულებითი მისიიდან გამომდინარე, საჭიროა გვახსოვდეს, რომ:

კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები[მათე 12,35-37].

დე, ღმერთმა მოგცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი...

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „საქართველოს კანონი - „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ ავტორი:

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

2018 წ. 28 ოქტომბერს დანიშნული საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილე საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე;

 

კანონპროექტის ინიციატორი  

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „საქართველოს კანონი - „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, ინიციატორია „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს, საინიციატივო ჯგუფი:

არუდაშვილი ნანა, ბაიაშვილი თინათინი, ბაიაშვილი სოლომონი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გაგუა თინათინი, გოგლიძე ანგი [კაკო], ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა,

თანიაშვილი მარგალიტა, თაქთაქიშვილი ალექსანდრე, კობახიძე ლეილა, ლპმთათიძე ნორა, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, ნათელაძე ბეჟანი, ოდიშვილი მანანა,

რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი, სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ჩხეტია ეთერი, ხალვაში ნარგიზა,

ხრიკული ეკატერინე, ჯიქია დინა [დიანა]...