Print

N 51. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“ [რიგითი ნომრის მქონე ბეჭვდითი სააგიტაციო მასალის გამოყენება]

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ არჩილ თალაკვაძეს

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერის

უფალია ჩვენი სიმართლეს

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო არჩილ!

მიგვაჩნია რა, რომ არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიას უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები, და

ვეყრდნობით რა - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 105-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებებს, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ“.  

 

დანართი:

1. კანონპროექტი: საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსშიშესატანი ცვლილებების შესახებ“ - 2 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ - 4 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით:

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

თბილისი, 2019 წლის 30 ივლისი

წერილის ჩაბ. №1-14523/19

30. 07. 2019 წ. .

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში:

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020. 04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. 46- მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ბეჭდვით სააგიტაციო მასალაზე აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი და დამკვეთი ორგანიზაციების სახელწოდებები, მისამართები, ინფორმაცია მისი ტირაჟის, რიგითი ნომრისა და გამოშვების თარიღის შესახებ. აკრძალულია ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის გავრცელება ამ ინფორმაციის მითითების გარეშე. რიგითი ნომრის მქონე ბეჭვდითი სააგიტაციო მასალის გამოყენება აკრძალულია არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის რიგითი ნომრის დადგენამდე.

  

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადების:

საქართველოს ორგანული კანონში:

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

ცვლილების შეტანის შესახებ

განმარტებითი ბარათი

 

1. განსახორციელებელი ცვლილებები

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ის „მუხლი 381 -ს: „საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრა“-ს მიხედვით დადგენილი პროცედურა, როგორც მოგეხსენებათ, ასეთია:

„1. საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით სათანადო პროცედურები ტარდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის შენობაში, საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით.

2. იმ საარჩევნო სუბიექტს/სუბიექტობის კანდიდატს, რომელმაც ბოლო საერთო პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში ხმების 0,75% ან 0,75%-ზე მეტი მიიღო, უფლება აქვს, არჩევნებამდე არაუგვიანეს 57-ე დღისა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას და მოითხოვოს არჩევნებში იმ რიგითი ნომრით მონაწილეობა, რომელიც მას ბოლო საერთო არჩევნების დროს ჰქონდა მინიჭებული“

.

როგორც ვხედავთ, ამ კანონის მუხლი 381,2 -ით განსაზღვრული უფლებით მოსარგებლე საარჩევნო სუბიექტებს, ამავე მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ, რიგითი ნომრის არმქონე დანარჩენი პარტიებისაგან განსხვავებით, შესაძლებლობა აქვთ გაცილებით ადრე დაიწყონ სააგიტაციო მასალის გამოყენება. შესაბამისად, მათ მიერ გაკრული სააგიტაციო მასალა თითქმის მთლიანად იკავებს, კანონის შესაბამისად, საარჩევნო პლაკატების გასაკრავად და გამოსაფენად გამოყოფილი ადგილების ან/და დადგმული სტენდების ფართობს.

და, აი, მაშინ, როდესაც საბოლოოდ დგინდება არჩევნებში მონაწილე სუბიექტები, და მათთვის მინიჭებული რიგითი ნომრები, აღმოჩნდება რომ მოგვიანებით განსაზღვრული რიგითი ნომრის მქონე საარჩევნო სუბიექტებს, პრაქტიკულად აღარ რჩებათ ადგილი, სადაც შეიძლება გაიკრას მათი სააგიტაციო მასალა. მაშასადამე, დღეისათვის არსებული ზემოთქმული რეგულაცია, არჩევნებში მონაწილე პარტიებს თავიდანვე არათანაბარ პირობებში აყენებს.

აღნიშნული საკითხის სამართლიანად გადაჭრის მიზნით შემუშავებული ჩვენი საკანონმდებლო წინადადების მიხედვით გთავაზობთ - კანონის 46-ე მუხლის მე-6 პუნქტში დღეისათვის არსებული ბოლო წინადადება:

ბეჭდვით სააგიტაციო მასალაზე რიგითი ნომრის აღნიშვნა საარჩევნო სუბიექტს ევალება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიენიჭება აღნიშნული ნომერი“,

საარჩევნო სუბიექტებისათვის მაქსიმალურად თანაბარი პირობების შექმნას მიზნით, ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რიგითი ნომრის მქონე ბეჭვდითი სააგიტაციო მასალის გამოყენება აკრძალულია არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის რიგითი ნომრის დადგენამდე“

დიახ, კანონმა უნდა უზრუნველყოს, რომ არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს რიგითი ნომრის მქონე ბეჭვდითი სააგიტაციო მასალის გამოყენების უფლება - თანაბარი საწყისი ეტაპიდან უნდა შეეძლოთ.

ვფიქრობთ, წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა, დღეის მდგომარეობით, საარჩევნო სუბიექტებისათვის, ამ კუთხით არსებულ, არათანაბარი პირობების მიზეზს აღმოფხვრის.


2. ბოლოთქმის მაგიერ

ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მოქმედი ის ერთადერთი გაერთიანებაა, რომელიც პოლიტიკური ასპექტების პარალელურად, საქართველოს სულიერ მისიასთან დაკავშირებული იმ საკითხების კვლევითაა დაკავებული, რომელიც ბოლო ჟამის თემატიკას ეხება.

ბიბლიური მინიშნებიდან გამომდინარე, ამჟამად, ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს ბოლო ჟამის ე.წ. მხილებისეული ეტაპი. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს, არა მარტო ქვეყნის წინაშე მდგარი სხვადასხვა ხარისხის მქონე ამა თუ იმ პრობლემის გამოვლენას, არამედ მათი მოგვარების კონკრეტული მექანიზმისა თუ მოდელის შემუშავებას.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციით - „1. საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. [მუხლი 36,1].

ზემოთქმულიდან გამომდინარე:

ვითვალისწინებთ რა მაცხოვრისეულ მინიშნებას: „რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22]; და

ვეყრდნობით რა პავლე მოციქულის შეგონებას: „... რასაც უნდა იქმოდეთ, სიტყვით თუ საქმით, იქმოდეთ მას უფლის იესუს სახელით, რათა ჰმადლობდეთ მის მიერ ღმერთსა და მამას" [კოლ. 3,17],

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს გუნდი, კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებისა და ბიბლიით გამოკვეთილი - მხილებისეული ეტაპის მოთხოვნებიდან გამომდინარე, წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებაში გთავაზობთ, ჩვენის აზრით, ქვეყნის წინაშე მდგარი კონკრეტული საკითხის მოგვარების ჩვენეულ მექანიზმს.

ამასთანავე, ვაცნობიერებთ რა, რომ, დღეის მდგომარეობით, გადაწყვეტილების მიღების მთავარი ბერკეტი თქვენი პილიტიკური გუნდის ხელშია, ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია: მოვიდეთ და გითხრათ; არჩევანი - თქვენზეა!

და ბოლოს, მოახლოებული განკითხვის დღის წინარე ეტაპზე, თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულებითი მისიიდან გამომდინარე, საჭიროა გვახსოვდეს, რომ:

კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები[მათე 12,35-37].

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსშიცვლილების შეტანის შესახებ“ ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე;

 

 

კანონპროექტის ინიციატორი  

საკანონმდებლო წინადადების - საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსშიცვლილების შეტანის შესახებ“, ინიციატორია

არუდაშვილი ნანა, ბაიაშვილი თინათინი, ბაიაშვილი სოლომონი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გაგუა თინათინი, გოგლიძე ანგი [კაკო], დარსაძე ომარი, ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა,

თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, კობახიძე ლეილა, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, ნათელაძე ბეჟანი, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი],

სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ჩხეტია ეთერი, ხალვაში ნარგიზა, ხრიკული ეკატერინე, ჯიქია დინა [დიანა]...

 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.