Print

N 53. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“ [საჯარიმო თანხის ჩარიცხვა დაზარალებული საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო ფონდში]

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ არჩილ თალაკვძეს

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერის

უფალია ჩვენი სიმართლეს

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო არჩილ!

მიგვაჩნია რა, რომ არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიას შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს მიიღოს წინასაარჩევნო დროში მიყენებული მატერიალური ზარალის კომპენსაცია, და

ვეყრდნობით რა - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 105-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებებს, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ“.  

 

დანართი:

1. კანონპროექტი: საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსშიშესატანი ცვლილებების შესახებ“ - 2 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ - 4 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით:

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

თბილისი, 2019 წლის 1 აგვისტო

წერილის ჩაბ. №1-14745/19

01.08. 2019 წ

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს ორგანულ კანონში

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“

ცვლილების შეტანის შესახებ“

ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1.

საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020. 04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-80 მუხლს დაემატოს, შემდეგი რედაქციის მქონე - „21“ პუნქტი:

„21. ამ კანონის 46-ე მუხლის მე-71 პუნქტის მოთხოვნათა დამრღვევმა საარჩევნო სუბიექტებმა, მათ მიმართ წარმოშობილი ვალდებულების დადგენის შემდეგ, ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტით განსაზღვრული საჯარიმო თანხის ერთი ნახევარი უნდა ჩარიცხონ სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო მეორე ნახევარი დაზარალებული საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო ფონდში“.

 

მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი:

„საქართველოს ორგანულ კანონში

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“

ცვლილების შეტანის შესახებ“

განმარტებითი ბარათი

 

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს თანახმად:

„71. დაუშვებელია და ამ კანონით დადგენილი წესით ისჯება სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ის აკრძალულ ადგილას არ არის განთავსებული“ [მუხლი 46,4; 71].

 

როგორც მოგეხსენებათ, საარჩევნო სუბიექტების მიერ დამზადებული სააგიტაციო პლაკატების თვალსაჩინო ადგილებში გაკვრის სურვილი, ხშირად ხდება, ამ კუთხით - უსამართლო და არათანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნის მიზეზი. უმეტესწილად ადგილი აქვს უბრალო - „დასწრებისშემთხვევებს.

ყოველივე ზემოთქმული ხდება კიდეც სხვადასხვა სააგიტაციო პლაკატის - ჩამოხევის, დაზიანებისა თუ მასზე სხვა პლაკატის გადაკვრის მიზეზი.

 

უკვე გაკრული საარჩევნო პლაკატის ჩამოხსნის, დაზიანებისა თუ ჩამოხევის განმხორციელებელი პირის გამოვლენა საკმაო სიძნელეს წარმოადგენს.

ამისაგან განსხვავებით, ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ თავისი საარჩევნო პლაკატის, მეორე საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო პლაკატზე გადაკვრის [დაგარვის] ფაქტის დაფიქსირების დროს, ადვილად დგინდება კანონის დამრღვევი საარჩევნო სუბიექტი.

როგორც მოგეხსენებათ საარჩევნო სუბიექტების მიერ არჩევნებისათვის განკუთვნილი სააგიტაციო მასალის, კერძოდ საარჩევნო პლაკატების დაბეჭვდა და, კანონით განსაზღვრულ, სხვადასხვა ადგილებში გაკვრა - გარკვეულ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

საარჩევნო სუბიექტებს, მათი საარჩევნო პლაკატების დაფარვით [მათზე გადაკვრით] საკამოდ მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი ადგებათ.

შესაბამისად, სამართლიანი იქნება, თუკი საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მე-71 პუნქტის დამრღვევი საარჩევნო სუბიექტების მიმართ, ამავე კანონის მე-80 მუხლით გათვალისწინებული სანქციების გამოყენების დროს, საჯარიმო ფულადი გადასახადი, სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვის პარალელურად, მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების მიზნით, წილობრივად გადაირიცხება იმ საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო ფონდში, რომლის საარჩევნო პლაკატების გადაფარვაც მოხდა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლს დაემატოს, შემდეგი რედაქციის მქონე - „21“ პუნქტი:

„21. ამ კანონის 46-ე მუხლის მე-71 პუნქტის მოთხოვნათა დამრღვევმა საარჩევნო სუბიექტებმა, მათ მიმართ წარმოშობილი ვალდებულების დადგენის შემდეგ, ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტით განსაზღვრული საჯარიმო თანხის ერთი ნახევარი უნდა ჩარიცხონ სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო მეორე ნახევარი დაზარალებული საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო ფონდში“.

 

თავი მეორე

ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მოქმედი ის ერთადერთი გაერთიანებაა, რომელიც პოლიტიკური ასპექტების პარალელურად, საქართველოს სულიერ მისიასთან დაკავშირებული იმ საკითხების კვლევითაა დაკავებული, რომელიც ბოლო ჟამის თემატიკას ეხება.

ბიბლიური მინიშნებიდან გამომდინარე, ამჟამად, ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს ბოლო ჟამის ე.წ. მხილებისეული ეტაპი. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს, არა მარტო ქვეყნის წინაშე მდგარი სხვადასხვა ხარისხის მქონე ამა თუ იმ პრობლემის გამოვლენას, არამედ მათი მოგვარების კონკრეტული მექანიზმისა თუ მოდელის შემუშავებას.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციით - „1. საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. [მუხლი 36,1].

ზემოთქმულიდან გამომდინარე:

ვითვალისწინებთ რა მაცხოვრისეულ მინიშნებას: „რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22]; და

ვეყრდნობით რა პავლე მოციქულის შეგონებას: „... რასაც უნდა იქმოდეთ, სიტყვით თუ საქმით, იქმოდეთ მას უფლის იესუს სახელით, რათა ჰმადლობდეთ მის მიერ ღმერთსა და მამას" [კოლ. 3,17],

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს გუნდი, კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებისა და ბიბლიით გამოკვეთილი - მხილებისეული ეტაპის მოთხოვნებიდან გამომდინარე, წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებაში გთავაზობთ, ჩვენის აზრით, ქვეყნის წინაშე მდგარი კონკრეტული საკითხის მოგვარების ჩვენეულ მექანიზმს.

ამასთანავე, ვაცნობიერებთ რა, რომ, დღეის მდგომარეობით, გადაწყვეტილების მიღების მთავარი ბერკეტი თქვენი პილიტიკური გუნდის ხელშია, ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია: მოვიდეთ და გითხრათ; არჩევანი - თქვენზეა!

და ბოლოს, მოახლოებული განკითხვის დღის წინარე ეტაპზე, თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულებითი მისიიდან გამომდინარე, საჭიროა გვახსოვდეს, რომ:

კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები[მათე 12,35-37].

 

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსშიცვლილების შეტანის შესახებ“ ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე;

 

 

კანონპროექტის ინიციატორი  

საკანონმდებლო წინადადების - საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსშიცვლილების შეტანის შესახებ“, ინიციატორია

არუდაშვილი ნანა, ბაიაშვილი თინათინი, ბაიაშვილი სოლომონი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გაგუა თინათინი, გოგლიძე ანგი [კაკო], დარსაძე ომარი, ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა,

თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, კობახიძე ლეილა, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, ნათელაძე ბეჟანი, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი],

სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ჩხეტია ეთერი, ხალვაში ნარგიზა, ხრიკული ეკატერინე, ჯიქია დინა [დიანა]...

 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.