Print

N 54. საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ [კანდიდატთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია],

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ არჩილ თალაკვაძეს

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერის

უფალია ჩვენი სიმართლეს

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

ბატონო არჩილ!

ვხელმძღვანელობთ რა მატერიალური და დროითი რესურსის ყაირათიანად გამოყენების მიზნით, საქართველოს საკანონმდებლო სივრცის დახვეწის სულისკვეთებით,

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 105-ე მუხლის შესაბამისად, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: „საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“.

 

დანართი:

1. კანონპროექტი: „საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ - 2 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ - 5 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

თბილისი, 2019 წლის 2 აგვისტო

წერილის ჩაბ. №1-14781/19

02. 08. 2019 წ

ტელ.: 5 (91) 63-63-36

ელ. ფოსტა -  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

„საქართველოს კანონი

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ”

საქართველოს კანონში

ცვლილების შეტანის შესახებ“

 

მუხლი 1.

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებანი N44, 11.11.1997 წ. გვ. 86) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს პარლამენტის პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში საპარლამენტო მანდატის მომპოვებელი საარჩევნო სუბიექტის პარტიულ სიაში მყოფი ყველა წევრი, ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი კვირის ვადაში ვალდებულია- საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გამარტივებული ფორმით შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ, ამ მუხლის თანახმად, მას იმ წელს შევსებული აქვს დეკლარაცია“.

 

მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადების

კანონპროექტი: „საქართველოს კანონი

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ”

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

განმარტებითი ბარათი

 

თავი პირველი

წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს, ცვლილება შევიდეს პარლამენტში - პროპორციული პრინციპით ასარჩევ პირთა მიერ, კანონით დადგენილი ქონებრივი დეკლარაციის სავალდებულო წარდგენის წესში.  

დღეისათვის მოქმედი: საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად

„საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ვალდებულია პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციიდან 1 კვირის ვადაში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გამარტივებული ფორმით შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ, ამ მუხლის თანახმად, მას იმ წელს შევსებული აქვს დეკლარაცია“.

 

ცესკოს ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის 2016 წ. 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას 25 საარჩევნო სუბიექტი - 19 პარტია და 6 ბლოკი იღებდა. საარჩევნო სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ სულ წარდგენილი გახლდათ - 816 მაჟორიტარი კანდიდატი.

საარჩევნო კოდექსის მოთხოვნის მიხედვით - „არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყოველ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, წარადგინოს თითო პარტიული სია. წარდგენილ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 100-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი [მუხლი 115,2-3].

აღნიშნული საკანონმდებლო მოთხოვნის გათვალისწინებით, არჩევნებში მონაწილე 25 საარჩევნო სუბიექტის მიერ, ჯამში, პარტიული სიით წარდგენილ იქნა - 3 523 დეპუტატობის კანდიდატი.

 

მოქმედი კანონის მოთხოვნის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს, შემოწმების მიზნით, სწორედ ამდენი ქონებრივი დეკლარაციია წარედგინა. და ეს, მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტის მანდატი - 73 მაჟორიტარული და 77 პროპორციული წესით არჩეულმა დეპუტატობის კანდიდატმა მოიპოვა.

 

წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით, გთავაზობთ, რომ დღეისათვის მოქმედ საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ მე-14 მუხლის მე-5 პუნქტში შეტანილი ცვლილების მიხედვით - ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება დაეკისროთ:

არა - არჩევნების გამართვამდელ დროში, არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტის მიერ პარტიულ სიაში მყოფ კანდიდატს,

არამედ - არჩევნების გამართვის შემდეგ, მხოლოდ იმ საარჩევნო სიაში მყოფ პირებს, რომელთა წარმდგენმა საარჩევნო სუბიექტმაც [პარტიამ] შეძლო საპარლამენტო მანდატის მოსაპოვებლად დაწესებული მოთხოვნის შესრულება.

 

შესაბამისად, მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს პარლამენტის პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში საპარლამენტო მანდატის მომპოვებელი საარჩევნო სუბიექტის პარტიულ სიაში მყოფი ყველა წევრი, ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი კვირის ვადაში ვალდებულია- საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გამარტივებული ფორმით შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ, ამ მუხლის თანახმად, მას იმ წელს შევსებული აქვს დეკლარაცია“.

 

ვფიქრობთ, ყოველგვარი ზედმეტი დასაბუთების გარეშეც ნათელია, რომ აღნიშნული ცვლილების განხორციელება:

ერთის მხრივ მკვეთრად ამცირებს ქონებრივი დეკლარაცისს წარმდგენთა რაოდენობას, რაც,

მეორეს მხრივ ხელს უწყობს, ქონებრივი დეკლარაციის შევსება შემოწმებისათვის განკუთვნილი, მატერიალური და დროითი რესურსის ყაირათიანად გამოყენებას

 

2. ბოლოთქმის მაგიერ

ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მოქმედი ის ერთადერთი გაერთიანებაა, რომელიც პოლიტიკური ასპექტების პარალელურად, საქართველოს სულიერ მისიასთან დაკავშირებული იმ საკითხების კვლევითაა დაკავებული, რომელიც ბოლო ჟამის თემატიკას ეხება.

ბიბლიური მინიშნებიდან გამომდინარე, ამჟამად, ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს ბოლო ჟამის ე.წ. მხილებისეული ეტაპი. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს, არა მარტო ქვეყნის წინაშე მდგარი სხვადასხვა ხარისხის მქონე ამა თუ იმ პრობლემის გამოვლენას, არამედ მათი მოგვარების კონკრეტული მექანიზმისა თუ მოდელის შემუშავებას.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციით - „1. საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. [მუხლი 36,1].

ზემოთქმულიდან გამომდინარე:

ვითვალისწინებთ რა მაცხოვრისეულ მინიშნებას: „რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22]; და

ვეყრდნობით რა პავლე მოციქულის შეგონებას: „... რასაც უნდა იქმოდეთ, სიტყვით თუ საქმით, იქმოდეთ მას უფლის იესუს სახელით, რათა ჰმადლობდეთ მის მიერ ღმერთსა და მამას" [კოლ. 3,17],

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს გუნდი, კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებისა და ბიბლიით გამოკვეთილი - მხილებისეული ეტაპის მოთხოვნებიდან გამომდინარე, წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებაში გთავაზობთ, ჩვენის აზრით, ქვეყნის წინაშე მდგარი კონკრეტული საკითხის მოგვარების ჩვენეულ მექანიზმს.

ამასთანავე, ვაცნობიერებთ რა, რომ, დღეის მდგომარეობით, გადაწყვეტილების მიღების მთავარი ბერკეტი თქვენი პილიტიკური გუნდის ხელშია, ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია: მოვიდეთ და გითხრათ; არჩევანი - თქვენზეა!

და ბოლოს, მოახლოებული განკითხვის დღის წინარე ეტაპზე, თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულებითი მისიიდან გამომდინარე, საჭიროა გვახსოვდეს, რომ:

კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები[მათე 12,35-37].

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსშიცვლილების შეტანის შესახებ“ ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე;

 

კანონპროექტის ინიციატორი  

საკანონმდებლო წინადადების - საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსშიცვლილების შეტანის შესახებ“, ინიციატორია

არუდაშვილი ნანა, ბაიაშვილი თინათინი, ბაიაშვილი სოლომონი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გაგუა თინათინი, გოგლიძე ანგი [კაკო], დარსაძე ომარი, ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა,

თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, კობახიძე ლეილა, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, ნათელაძე ბეჟანი, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი],

სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ჩხეტია ეთერი, ხალვაში ნარგიზა, ხრიკული ეკატერინე, ჯიქია დინა [დიანა]...

 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.